RUSTAVI2 Rustavi2 TV News Portal RSS Feed Rustavi2 Broadcasting Company http://rustavi2.ge/ ჩამსხვერულია ფანჯრები, დაზიანებულია ხატები და წაღებული 50 ლარი - დარბეული და გაძარცვული ეკლესიები კახეთში https://rustavi2.ge/ka/news/172573

დარბეული და გაძარცვული ეკლესიები კახეთში - მძარცველი გვერდიგვერდ მდებარე ტაძრებში მაშინ შევიდა, როცა იქ არავინ იყო. შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ჩუმლაყში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიებში მოხდა, დამნაშავემ ტაძრების მიმდებარედ ელექტროსადენებიც გადაჭრა, რადგან არსებულ სათვალთვალო კამერებს მისი იდენტიფიცირება არ მოეხდინა. დაზიანებულია ერთ-ერთი ტაძრის ხატი, რომელიც მაშინ ჩაიმსხვრა, როდესაც შენიღბული პირი ეკლესიის შენობაში შესვლას ფანჯრიდან ცდილობდა. შესაწირი ყუთებიდან მოპარულია თანხა - 50 ლარამდე.

სასულიერო პირი, რომელიც წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მსახურობს ამბობს, რომ დამნაშავის მიზანი დარბევა არ ყოფილა. სასულიერო პირი ვარაუდობს, რომ რადგან მძარცველს ეკლესია დაკეტილი დახვდა, შენობაში შეღწევის მიზნით ეკლესიის ფანჯარა ჩაამსხვრია, რამაც ხატის დაზიანებაც გამოიწვია.

წინამძღვარი გრიგოლ მთვარელიშვილის თქმით, ეს შემთხვევა პირველი არ არის და ერთი კვირის წინ კახეთში - სოფელ ვაზისუბანში მდებარე ეკლესიის შესაწირი ყუთიც გაქურდეს.

ეკლესიების გახშირებულ დარბევა - გაქურდვაზე და გაზრდილ კრიმინალზე საუბრობენ გურჯაანში მცხოვრებლებიც. "კურიერთან" ისინი ყვებიან, რომ შემთხვევები დაახლოებით 2 კვირაა სხვადასხვა ეკლესიებში გრძელდება, თუმცა ჯერჯერობით დამნაშავე იდენტიფიცირებული არ არის. 

საგამოძიებო მოქმედებები დღეს წმინდა გიორგის სახელობის ტაძრებში მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, მომხდარზე დაკავებული არავინაა, საქმეზე გამოძიება 177-ე, ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.

]]>
11-08-2020 21:53 +0400
გაიხსნა, თუ არა გიორგი შაქარაშვილის საქმე 5 პირისთვის ბრალის დამძიმებით - გამოძიება დამატებითი ექსპერტიზის შედეგს ელოდება https://rustavi2.ge/ka/news/172568

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის მუხლით 5 პირი გასამართლდება, მათგან ორი არასრულწლოვანია.

მკვლელობისთვის ბრალი წაყენებული აქვს "ტოიტა ქამრის" 6 მგზავრიდან ხუთს. მათ მინიმუმ 13 წელი, მაქსიმუმ კი, 17 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილი გაქცევისას ხიდის ორივე მხრიდან თავდამსხმელების ალყაში მოექცა. მას დაზიანებები მიყენებული აქვს ფაქტობრივად მთელ სხეულზე, მათ შორის თავის, ორივე თვალბუდის, მუცლის და საზარდულის მიდამოებში.

პროკურატურამ საზოგადოებას რეკონსტრუქციით აღდგენილი, გიორგი შაქარაშვილის ბოლო მოქმედებები გაავრცელა. 19 წლის ახალგაზრდა არაგვის სანაპიროს მიმართულებით, ხიდის ქვეშ გარბის და ცდილობს თავი დააღწიოს თბილისიდან ჩასულ მოძალადეებს. მას ზურგიდან მისდევს ბრალდებული ვახტანგ ჩიქოვანი კიდევ ორ არასრულწლოვანთან ერთად.

მეორეხარისხოვანი გზა, რომელსაც ახალგაზრდა ფეხბურთელი მიუყვება რკალის ფორმისაა და ის სრულდება ცენტრალური მაგისტრალის მეორე, ანუ საპირისპირო მხარეს. გზის ამ მონაკვეთზე ფეხბურთელს დახვდნენ არჩილ გაგნიძე და ნიკოლოზ რევაზიშვილი. ამით თავდამსხმელებმა გიორგი შაქარაშვილი შუაში მოაქციეს.

შეშინებული მოზარდი იძულებული გახდა დაპირისპირების თავიდან არიდების მიზნით, არაგვის სანაპიროზე ჩასულიყო. მისი გაჩერების ბოლო წერტილია ხიდის ის ხიმინჯები, სადაც მოზარდის ჩანთა იპოვეს. სწორედ ამ ადგილზე სცემეს გიორგი შაქარაშვილს, რის შემდეგაც ახალგაზრდა მდინარეში გადააგდეს.

დაპირისპირების ამ ეპიზოდის შემდეგ აღენიშნება გიორგი შაქარაშვილს სხეულზე ყველა დაზიანება. მათი წარმომავლობისთვის პროკურატურას დამატებითი ექსპერტიზა დასჭირდა. განზრახ მკვლელობის ვერსიის საჯაროდ განცხადებამდე, გამოძიებამ დააზუსტა, რომ დაზიანებები განვითარებულია მიზანმიმართულად, ცემით და არა დაცემით. ექსპერტიზამ გამორიცხა შესაძლებლობა, რომ სწორ ზედაპირზე სირბილის დროს ახლგაზრდა ისე ვერ წაიქცეოდა, რომ მრავლობითი დაზიანებები მიეღო.

ყველა ამ გარემოების გათვალისწინებით, გიორგი შაქარაშვილის ოჯახს მიაჩნია, რომ საქმე გახსნილია. ახლა მათი მთავარი ამოცანაა, რომ მკვლელობაში იდენტიფიცირებული დამნაშავეები
უმკაცრესად დაისაჯონ.

მკვლელობის ამ ვერსიას პროკურატურა სასამართლოში წაიღებს. თუმცა, არის რამდენიმე გარემოება, რომლის დასაზუსტებლად ისევ ექსპერტიზა დაინიშნა. გამოძიება ახლა ელოდება პასუხს კითხვაზე - რა დრო გაატარა შაქარაშვილის ცხედარმა წყალში და ხომ არ ჰქონდა მცდელობა დანაშაულის გადაფარვას. კომპლექსური კვლევა გრძელდება ჩანთაზეც, რომელმაც მძიმე დანაშაულში ბევრი კითხვა გააცინა.

გამოძიების ვერსიით მკვლელობის ეპიზოდი იწყება ცენტრალურ მაგისტრალზე ღამის პირველი საათისთვის. ამ დროს, გიორგი შაქარაშვილი თავის მეგობრებთან ერთად შემთხვევით შეხვდა ტოიოტას მარკის ავტომობილს, რომელიც უკვე თბილისში მიდიოდა. თავდამსხმელები აედევნენ ახალგაზრდებს. გიორგი შაქარაშვილის მეგობრებმა სხვა და სხვა ადგილებზე მიმალვა შეძლეს. 19 წლის ბიჭი კი 5 მოძალადის პირისპირ მარტო აღმოჩნდა.

]]>
11-08-2020 21:09 +0400
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარაში პოლიციელები დაჭრეს https://rustavi2.ge/ka/news/172557

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარაში პოლიციელები დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, გვარაში ბენზინგასამართ სადგურთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის გამოცხადებამ მძღოლი გააღიზიანა და მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც დაჭრა მოჰყვა.

ინციდენტის შემდეგ ორი პოლიციელი ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, რომელთაგან ერთს ცივი იარაღით აქვს ჭრილობა მიყენებული. ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. 

"ღამის საათებში, 4-დან 5 საათის ინტერვალში სტაციონარს მომართა ორმა პაციენტმა. სხეულის მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდათ მათ, დაახლოებით 40 წლამდე ასაკის პაციენტები იყვნენ. გაეწიათ პირველადი გადაუდებელი დახმარება, გაეწერნენ ბინაზე სტაბილურ მდგომარეობაში, ექიმის დაკვირვების ქვეშ," - ამბობს ექიმი. 

]]>
11-08-2020 17:40 +0400
ბრალდების მხარე იმათი გულის მოგებას ცდილობს, ვინც თვლის, რომ "ტოიოტა ქამრის" მგზავრებიდან ყველა მკვლელია - ალექსანდრე კობაიძე https://rustavi2.ge/ka/news/172551

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული "ტოიოტა ქამრის" მგზავრების ადვოკატები აცხადებენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირებისთვის ბრალის დამძიმებისთვის შესაბამისი მტკიცებულებები არ არსებობს. 

ერთ-ერთი ბრალდებულის, არჩილ გაგნიძის ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის მტკიცებით, ბრალის დამძიმებისთვის პროკურატურას რელევანტური მტკიცებულებები არ აქვს. 

"მე რომ ვუყურე აღნიშნულ ვერსიას, არ ვიცი, თრილერივით მომეჩვენა ეს ყოველივე, რაც ბრალდების მხარეს, წესით არ უნდა გაეკეთებინა. რას ვგულისხმობ - ის ფაქტობრივი გარემოებები, რომ თურმე წყლამდე მისდიეს და შემდეგ წყალში მოახდინეს მისი ლიკვიდაცია, ეს, მინიმუმ, დროში ხომ უნდა გაეზომათ, რამდენად რეალური და რელევანტურია. რა თქმა უნდა, ამაზე მათ პასუხი არ ექნებათ, დარწმუნებული ვარ, თუმცა არა უშავს. ახლა ჩვენ, დაცვის მხარეს უფრო გაგვეხსნა ხელ-ფეხი, რომ ამ კუთხით მთელი რიგი საგამოძიებო ექსპერიმენტები ჩავატაროთ. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ თავადაც იხილავთ, რომ ეს ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც არის წარმოდგენილი, რელევანტური არ არის.

აღნიშნულ გამოყოფილ საქმეშიც, როგორც მაქვს ინფორმაცია, ექსპერტიზის ახალი დასკვნა არ არსებობს, რომ მართლაც და საფუძველი ყოფილიყო ბრალის დამძიმების. მრჩება განცდა, რომ ბრალდების მხარე ცდილობს გული მოუგოს საზოგადოების ნაწილს, ვინც თვლის, რომ "ტოიოტა ქამრში" ვინც ისხდნენ, ყველანი არიან მკვლელები,"-განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.

არჩილ გაგნიძის კიდევ ერთი უფლებადამცველი ვასილ მამულაშვილი აცხადებს, საქმე გახსნილად გამოაცხადეს მაშინ, როცა ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს.

"ჩვენთვის გაურკვეველია, როდესაც საუბრობს იმ განვითარებაზე, რომ არჩილ გაგნიძემ და რევაზიშვილმა მოუარეს და მეორე მხრიდან ჩავიდნენ, ეს რომელი ინფორმაციით დგინდება, ფიზიკურად არ არის და ვერც იქნება, იმიტომ, რომ არავინ ამ ადგილას არ ყოფილა თვითმხილველი მოწმე. ეს არის ვარაუდი და სამწუხაროა. ჩვენ ვიძახდით არაერთხელ, რომ ეს უფრო ცუდ სამსახურს გაუწევდა როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეს და, ასევე, დაზარალებულს, ვინაიდან, ფაქტობრივად საქმე გახსნილად გამოაცხადეს მაშინ, როცა ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტითაც დღეის მდგომარეობით არ არსებობს,"-განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა "ტოიოტა ქამრის" მგზავრებს: ვახტანგ ჩიქოვანს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არჩილ გაგნიძეს და 2 არასრულწლოვანს

მთავარმა პროკურატურამ ხუთივე პირის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. საუბარია 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულზე, რაც განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს.  

როგორც პროკურატურაში გამართული ბრიფინგიდან ხდება ცნობილი, ბრალი დაუმძიმდათ ვახტანგ ჩიქოვანს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არჩილ გაგნიძეს, ასევე არასრულწლოვნებს - ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე სულ 17 პირია დაკავებული, მათგან 6 არასრულწლოვანია. ყველა მათგანი ამ დროისთვის პატიმრობაში იმყოფება.    

]]>
11-08-2020 16:00 +0400
სოფელ ჩუმლაყში წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი გაქურდეს https://rustavi2.ge/ka/news/172547

კახეთში ეკლესია დაარბიეს და გაძარცვეს - სოფელ ჩუმლაყში წმინდა გიორგის სახელობის ტაძრიდან თანხა მოიპარეს. შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტში გვიან ღამით მოხდა. დაზიანებულია ხატები და ჩამსხვრეულია მინები. დანაშაულის შესახებ ადგილობრივებმა დღეს დილით შეიტყვეს. ადგილზე პოლიცია მუშაობს.

დამნაშავეების იდენტიფიცირება ჯერჯერობით არ მომხდარა. რაც შეეხება თავად დაყაჩაღებას და თავად შემთხვევას, როგორც ადგილობრივები და ერთ-ერთი სასულიერო პირი "კურიერთან" საუბარში აღნიშნავს, შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიიდან დაახლოებით 50 ლარამდეა წაღებული და ასევე დაზიანებულია ერთ-ერთი ხატი. როგორც ადგილობრივი აღნიშნავს, ხატი დაზიანდა მაშინ, როდესაც დამნაშავე ეკლესიიდან ფანჯრიდან შეღწევას ცდილობდა.

"როგორც ჩანს ფანჯრიდან არიან შესულები იმიტომ, რომ კარები დაკეტილი იყო. პირველ რიგში გადაჭრილი არის ელექტროსადენები, თითქოს ვიდეოკონტროლის შეეშინდათ და გადაჭრეს სადენები. მერე შესულები არიან შიგნით რა თქმა უნდა. როდესაც ფანჯრიდან არის გადასული ეტყობა კანდელზე დაახტა სიბნელეში იყო, თუ დღისით იყო, კანდელია გადმოვარდნილი," - აცხადებს დეკანოზი, ჩუმლაყის წმინდა გიორგის ტაძრის წინამძღვარი მამა გრიგოლ მთვარელიშვილი.​

"კურიერთან" საუბარში ადგილობრივებმა და სასულიერო პირებმა ისიც აღნიშნეს, რომ მომხდარი ინციდენტი მუნიციპალიტეტში ეკლესიის გაქურდვის პირველი შემთხვევა არ არის.

საგამოძიებო მოქმედებები საკითხთან დაკავშირებით აქტიურად მიმდინარეობს. გამოძიება მიმდინარეობს 177-ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს.

 

]]>
11-08-2020 15:40 +0400
ახალქალაქში 27 წლის მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა https://rustavi2.ge/ka/news/172538

ახალქალაქში 27 წლის ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებულ 37 წლის მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ბრალდებულის ადვოკატის ტარიელ ბილანიშვილის განცხადებით, დაცვის მხარე ბრალდებულის ინტერესების გათვალისწინებით დაეთანხმა პროკურატურის შუამდგომლობას პატიმრობის შეფარდების თაობაზე.

"ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროკურორი ითხოვდა პატიმრობას და ჩვენც, ამ ეტაპზე, დავეთანხმეთ პროკურორის შუამდგომლობას. ჩვენი თანხმობა გამოწვეული იყო ბრალდებულის უსაფრთხოების ინტერესებიდან. დაკავებულთან კომუნიკაცია არ მქონია. ჯერჯერობით, ახალი არაფერი არ არის. ჯერ საქმე არ დასრულებულა, გამოძიებაც არ დამთავრებულა და არც ის ვიცი, კვალიფიკაცია ეს დარჩება თუ შეიცვლება, ახლა ვერაფერს გეტყვით, რადგან ჯერ დაგეგმილი არაფერი გვაქვს," - განაცხადა ადვოკატმა. 

შეგახსენებთ, 8 აგვისტოს საღამოს ახალქალაქის ცენტრალური პარკის მიმდებარედ ერთმანეთს ორი შეიარაღებული ჯგუფი დაუპირისპირდა. შედეგად, გულის არეში მიყენებული ჭრილობებით, 27 წლის კაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციამ მკვლელობის ბრალდებით 37 წლის მამაკაცი დააკავა. 

მკვლელობის შემდეგ ადგილზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. მოკლულის თანასოფლელები, სოფელ კულიკამიდან ახალქალაქში ჩავიდნენ, სადაც სავარაუდო ეჭვმიტანილის სასტუმრო და 4 საცხოვრებელი სახლი გადაწვეს. დამწვარი სახლებიდან ორი, სასტუმროს მეპატრონეს ეკუთვნის.

ამ ეტაპზე, ახალქალაქში სიმშვიდეა და ვითარებას პოლიცია აკონტროლებს. სავარაუდოდ, სისხლიანი გარჩევის მიზეზი წარსულში მომხდარი კონფლიქტს უკავშირდება. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 136-ე მუხლით მიმდინარეობს. პარალელურად, გრძელდება გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობის ფაქტზე. მიმდინარეობს იმ პირების იდენტიფიცირება, რომლებმაც 4 საცხოვრებელი სახლი დაარბიეს და სასტუმრო გადაწვეს.

]]>
11-08-2020 14:55 +0400
ახალქალაქში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულისთვის დღეს მოსამართლემ აღკვეთი ღონისძება უნდა განსაზღვროს https://rustavi2.ge/ka/news/172495

ახალქალაქში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულისთვის დღეს მოსამართლემ აღკვეთი ღონისძება უნდა განსაზღვროს. 27 წლის ახალგაზრდის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 37 წლის მამაკაცისთვის პროკურატურა წინასწარ პატიმრობას ითხოვს.

პარალელურად, გრძელდება გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობის ფაქტზე, რომელიც ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი. მიმდინარეობს იმ პირების იდენტიფიცირება, რომლებმაც 4 საცხოვრებელი სახლი დაარბიეს და სასტუმრო გადაწვეს. 

სისხლიანი გარჩევა ახალქალაქის ცენტრში 8 აგვისტოს საღამოს მოხდა. მკვლელობის შემდეგ ვითარება ქალაქში უკიდურესად დაიძაბა. ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებული ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს.

"ბრალი წარედგინა 2 მუხლით, 108-ეთი და 236-ე მუხლით და 236-ე მუხლის ნაწილში ეთანხმება ბრალს, 108-ე მუხლის ნაწილში არ ეთანხმება. დუმილის უფლებას იყენებს და ინფორმაცია არ მიუწოდებია გამოძიებისთვის," - აცხადებს ადვოკატი ტარიელ ბილაბანიშვილი.

]]>
11-08-2020 09:04 +0400
წინასწარი გაფრთხილების გარეშე ამ დარბევას გაცილებით დიდი მსხვერპლი ეყოლებოდა - ახალქალაქში მომხდარი ჯგუფური თავდასხმის საქმე https://rustavi2.ge/ka/news/172472

ახალქალაქში დაპირისპირების დროს მოკლული ახალგაზრდას ოჯახი დამნაშავეების დასჯას ითხოვს. იგივე მოთხოვნა აქვს ამავე დაპირისპირებაში მონაწილე მეორე მხარესაც. ყველა გამოძიების დასრულებას ელოდება. დაპირისპირებიდან მესამე დღეს ახალქალაქში სიმშვიდეა, თუმცა საპოლიციო ძალები ადგილზე მაინც რჩებიან.

პარალელურად გრძელდება გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობის ფაქტზე. მიმდინარეობს იმ პირების იდენტიფიცირება, რომლებმაც 4 საცხოვრებელი სახლი დაარბიეს და სასტუმრო გადაწვეს.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მკვლელობაში ბრალდებულს ბრალი უკვე ოფიციალურად წარედგინა. პროკურატურა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების ფორმის შეფარდებისთვის დღესვე მიმართავს.

მიუხედავად იმისა, რომ ახალქალაქში ახლა სიმშვიდეა, გაბრიელიანების ოჯახში ფიქრობენ, რომ შესაძლებელია დარბევა კვლავ განმეორდეს, ვინაიდან ამ ფაქტში მონაწილე ადამიანები ჯერჯერობით დასჯილები არ არიან.

გაბრიელიანები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია დროული და ეფექტური გამოძიება, რათა თითოეული მათი ოჯახის წევრის სიცოცხლე და ჯანმრთელობა დაცული იყოს. ისინი იმ ღამესაც იხსენებენ, როდესაც მათი სახლების დარბევა მოხდა და ამბობენ, რომ თავდასხმამდე რამდენიმე წუთით ადრე გაფრთხილების გარეშე, შესაძლოა ამ სასტიკ დარბევას გაცილებით დიდი მსხვერპლი ჰყოლოდა.

"თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე ინფორმაცია მოგვაწოდეს, შეგვეშინდა და მეზობლებთან დავიმალეთ. ახლაც გვეშინია. არ არის გამორიცხული თავდასხმა განმეორდეს. წარსულში გულიკამელებმა ჩემი ქმარი და შვილი არაერთხელ სცემეს. დაპირისპირების მიზეზი არ ვიცი. ვითხოვ გამოძიება სამართლიანად წარიმართოს," - აცხადებს გაბრიელიანების ოჯახის ერთ-ერთი წევრი.

დღეს "კურიერის" კამერამ ვართან მირანიანის სოფელში, გულიკამში, სადაც უკვე გარდაცვლილი ცხოვრობდა, სამართალდამცავების მობილიზება გადაიღო. სავარაუდოდ, როგორც გარდაცვლილის მეზობლები აცხადებენ, შესაძლოა რამდენიმე საათში ადგილზე იმ პირების დაკავებები დაიწყოს, ვინც 8 აგვისტოს მომხდარ ინციდენტში უშუალოდ მონაწილეობდა.

"მოკლული ბიჭი არ იყო კონფლიქტური, ძალიან მოწესრიგებული ოჯახია. არ ვიცი რა მოხდა, მათზე ცუდს ვერავინ იტყვის," – აცხადებს ერთ-ერთი მეზობელი.

რაც შეეხება თავად გარდაცვლილს და მის ნათესავებს, მათი ვერსიით, დამნაშავე, რომელიც დაკავებულია მირანიანზე ხშირად და ინტენსიურად ძალადობდა და შემთხვევა, რომელიც 8 აგვისტოს მოხდა განზრახ და წინასწარ დაგეგმილი იყო.

8 აგვისტოს მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების დროს ახალქალაქში ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა. მომხდარი მკვლელობის შემდეგ, გარდაცვლილის ახლობლებმა რამდენიმე სახლი დაწვეს, მათ შორის - სასტუმრო.

]]>
10-08-2020 18:20 +0400
ახალქალაქში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს https://rustavi2.ge/ka/news/172431

ახალქალაქში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულის პირველი წარდგენის სხდომა სასამართლოში, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება. მოსამართლე იმსჯელებს, აღკვეთის ღონისძიების რა ფორმა უნდა შეეფარდოს 27 წლის ახალგაზრდის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ 37 წლის მამაკაცს.

პარალელურად, გრძელდება გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობის ფაქტზე. მიმდინარეობს იმ პირების იდენტიფიცირება, რომლებმაც 4 საცხოვრებელი სახლი დაარბიეს და სასტუმრო გადაწვეს.

"მოვიდნენ, საწვავი მოიტანეს და ყველაფერს ცეცხლი წაუკიდეს. ამის შემდეგ ყველაფერი დაამტვრიეს. სახლებს დიდი ხნის განმავლობაში უმოწყალოდ არბევდნენ. ჰქონდათ იარაღი, ხელკეტები და რკინის ნივთები. ძალიან ბევრნი იყვნენ. თქვენც ხედავთ რა ვითარებაა სახლში. დღეს მშვიდობაა, თუმცა არ ვიცით ეს როდემდე გაგრძელდება. ჩვენ გვსურს, რომ დამნაშავეები დაისაჯონ და სიმართლე დროულად დადგინდეს,"- განაცხადა დაკავებულის მამამ. 

"ფაქტობრივად, მთელი სახლი ქვებით ჩაქოლეს. შეხედეთ ოთახს, კვალი კარგად ეტყობა, ყველაფერი დამტვრეულია - კარი, ფანჯრები, ნივთები, აღარ დარჩა არაფერი,"-განაცხადა დაკავებულის ოჯახის წევრმა.

შეგახსენებთ, რომ სისხლიანი გარჩევა ახალქალაქის ცენტრალური პარკის მიმდებარედ 8 აგვისტოს საღამოს მოხდა. ერთმანეთს ცეცხლსასროლი იარაღით ორი შეიარაღებული ჯგუფი დაუპირისპირდა. შედეგად გულის არეში მიყენებული ჭრილობებით, 27 წლის კაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციამ მკვლელობის ბრალდებით 37 წლის მამაკაცი უკვე დააკავა. 

მკვლელობის შემდეგ ადგილზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. მოკლულის თანასოფლელები, სოფელ კულიკამიდან ახალქალაქში ჩავიდნენ, სადაც სავარაუდო ეჭვმიტანილის სასტუმრო და 4 საცხოვრებელი სახლი გადაწვეს. დამწვარი სახლებიდან ორი, სასტუმროს მეპატრონეს ეკუთვნის.

ამ ეტაპზე, ახალქალაქში სიმშვიდეა და ვითარებას პოლიცია აკონტროლებს. სავარაუდოდ, სისხლიანი გარჩევის მიზეზი წარსულში მომხდარი კონფლიქტს უკავშირდება. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 136-ე მუხლით მიმდინარეობს. 

]]>
10-08-2020 12:05 +0400
ახალქალალქში პოლიციის ძალები კვლავ რჩებიან - 8 აგვისტოს მომხდარი სისხლიანი დარბევის შემდეგ ქალაქში სიმშვიდეა https://rustavi2.ge/ka/news/172407

სიმშვიდის მიუხედავად, ახალქალაქში პოლიციის მაქსიმალური ძალები ამ დრომდე რჩებიან. ქალაქში გუშინ უკვე არანაირი ექსცესი არ მომხდარა.

8 აგვისტოს მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების დროს ახალქალაქში ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა. მომხდარი მკვლელობის შემდეგ, გარდაცვლილის ახლობლებმა რამდენიმე სახლი დაწვეს, მათ შორის - სასტუმრო.

ადგილობრივები ამბობენ, რომ კონფლიქტი მხარეებს შორის სამი წელია, გრძელდება. დარბევაში რამდენიმე ასეული ადამიანი მონაწილეობდა.

"მიმდინარეობს გამოძიება, ზუსტად არ ვიცი, რა გახდა ამ კონფლიქტის მიზეზი, ამას გამოძიება დაადგენს.

ამ ეტაპზე სიტუაცია დამშვიდებულია, ყველა უწყება თავის საქმეს აკეთებს. ჩვენც გავესაუბრეთ მოსახლეობას და შევეცადეთ შექმნილი სიტუაციის განმუხტვას," - აცხადებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი იურიკ უნანიანი.

პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1 პირი დააკავა, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ფაქტზე გამოძიება გრძელდება.

]]>
10-08-2020 07:41 +0400
ვინ მიაყენა ტყიბულში 34 წლის მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობები, ჯერ კიდევ უცნობია https://rustavi2.ge/ka/news/172404

ამ დრომდე ეძებენ პირს, რომელმაც ტყიბულში 34 წლის ზაურ სოფრომაძეს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.

მამაკაცს საკუთარ მანქანაში რამდენიმე ტყვია მაშინ ესროლეს, როცა ცენტრალურ ტრასაზე მოძრაობდა და სახლში ბრუნდებოდა.

ერთ-ერთი ვერსიით, მისი გადაადგილების შესახებ ვიღაცას ინფორმაცია წინასწარ ჰქონდა და მას გზაზე ელოდებოდნენ. მოკლულს ჭრილობები ორივე ფეხსა და მუცლის არეში აქვს მიყენებული.

ტყიბულის რაიონულ პოლიციაში მოწმის სახით გვიან ღამემდე იკითხებოდნენ მოწმეები. გამოძიების კითხვებს 5 პირი პასუხობდა, თუმცა ყველა მათგანი საგამოძიებო ორგანოდან გამოუშვეს.

მოკლულის ახლობლები დამნაშავის დაუყონებლივ დასჯას მოითხოვენ.

ადვოკატის თქმით, მათი დაცვის ქვეშ მყოფებს მომხდარ მკვლელობასთან კავშირი არ აქვთ. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

]]>
10-08-2020 07:28 +0400
ტყიბულში 34 წლის მამაკაცი საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს https://rustavi2.ge/ka/news/172395

ტყიბულში 34 წლის მამაკაცი საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს. გავრცელებული ინფორმაციით, კუკა, იგივე ზაურ სოფრომაძეს თავს მაშინ დაესხნენ, როცა ტყიბულიდან თერჯოლის მიმართულებით, საკუთარი ავტომანქანით გადაადგილდებოდა. სოფრომაძე ნათლობიდან შინ ბრუნდებოდა. გარდაცვლილის ახლობლებმა მომხდარის შესახებ დილით გაიგეს.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების მოთხოვნით გამოძახება საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრში დაფიქსირდა. ეკიპაჟს შემთხვევის ადგილზე ქვედა კიდურებისა და მუცლის არეში ჭრილობებით ახალგაზრდა მამაკაცი დახვდა.

პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ, დაშავებული სასწრაფომ ტყიბულის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად, კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ის კლინიკაში შეყვანიდან 15 წუთში გარდაიცვალა.

ცხედარი სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან სახლში დილით გადაასვენეს. მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. საგამოძიებო მოქმედებები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. პროცესს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტი წარმართავს.

]]>
09-08-2020 21:16 +0400
სისხლიანი გარჩევა ახალქალაქში - "კურიერმა" ორი შეიარაღებული ჯგუფის დაპირისპირების კადრები მოიპოვა https://rustavi2.ge/ka/news/172391

სისხლიანი გარჩევა ახალქალაქის ცენტრალური პარკის მიმდებარედ 8 აგვისტოს საღამოს მოხდა. სავარაუდოდ, წარსულში დაწყებული კონფლიქტის გამო, ერთმანეთს ცეცხლსასროლი იარაღით ორი შეიარაღებული ჯგუფი დაუპირისპირდა. შედეგად გულის არეში მიყენებული ჭრილობებით, 27 წლის კაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

მკვლელობის შემდეგ ადგილზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. მოკლულის თანასოფლელები, სოფელ კულიკამიდან ახალქალაქში ჩავიდნენ, სადაც სავარაუდო ეჭვიმტანილის სასტუმრო და 4 საცხოვრებელი სახლი გადაწვეს. დამწვარი სახლებიდან ორი, სასტუმროს მეპატრონეს ეკუთვნის.

ახალქალაქში მომხდარი კანონსაწინააღმდეგო ფაქტის დროს ავტომანქანებიც დაზიანდა. ორი დაზიანებული მანქანიდან ერთი გულიკამელებისაა, მეორე კი სასტუმროს მეპატრონის. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო სახანძრო და საპატრულო პოლიცია. ვითარების გასანეიტრალებლად, ახალქალაქში სპეციალური დანიშნულების რაზმის შეყვანა გახდა საჭირო.

ახალქალაქში ამ დროისთვის ვითარება სტაბილურია, მომხდარ არეულობასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი. უწყების ინფორმაციით, გრძელდება ოპერატიული ღონისძიებები ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე პირების დასადგენად.

]]>
09-08-2020 21:09 +0400
ჭიათურაში შეიარაღებული პირები ბენზინგასამართ სადგურზე შეიჭრნენ - წაღებულია რამდენიმე ასეული ლარი https://rustavi2.ge/ka/news/172382

ძარცვა ჭიათურაში - შეიარაღებული პირები ბენზინგასამართ სადგურზე შეიჭრნენ და ოპერატორს მუქარით თანხა მოსთხოვეს. წაღებულია რამდენიმე ასეული ლარი. ადგილზე იმყოფებოდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები, დაწყებულია გამოძიება. დაკითხვაზეა სადგურის თანამშრომელი.

გამოძიება 178-ე მუხლით დაიწყო, რაც ძარცვას გულისხმობს.

"თანხა არის წაღებული, მაგრამ რა რაოდენობით, არაფერი ვიცით. ორი პიროვნება ყოფილა," - განაცხადა ადგილობრივმა.

]]>
09-08-2020 15:00 +0400
გადამწვარი სასტუმრო და სახლები, დამტვრეული მანქანები - სისხლიანი დაპირისპირება ახალქალაქში https://rustavi2.ge/ka/news/172373

სისხლიანი დაპირისპირება ახალქალაქში 8 აგვისტოს, საღამოს 7 საათზე დაიწყო. ახალგაზრდებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს 27 წლის ახალგაზრდა კაცი მოკლეს. ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

მკვლელობის შემდეგ, გარდაცვლილის თანასოფლელები, სოფელ კულიკამის მაცხოვრებლები ახალქალაქში ჩავიდნენ, სადაც სასტუმრო და 4 საცხოვრებელი სახლი გადაწვეს.

ახალქალაქში მომხდარი კანონსაწინააღმდეგო ფაქტის შემდეგ დაზიანდა სახლები, ავტომანქანები. ოთხივე სახლი უკავშირდება სასტუმრო "არტსეკის" მფლობელს, რომელსაც პირველს წაუკიდეს ცეცხლი. ახალქალაქში მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო სპეციალური დანიშნულები რაზმი, სახანძრო და საპატრულო პოლიცია. 

მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ რეგიონში საგანგებო თათბირი გამართა. ვლადიმერ ბოცვაძის განცხადებით, ახალქალაქში ამ დროისთვის ვითარება სტაბილურია, ტარდება ოპერატიული ღონისძიებები ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე პირების დასადგენად.

ახალქალაქში მომხდარ არეულობასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი. პარალელურად გამოძიება 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებითაც მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მარლთსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვასა და ტარებას გულისხმობს.

]]>
09-08-2020 14:39 +0400
შემთხვევის დროს ასზე მეტი ადამიანი იყო, სახლში რომ ვყოფილიყავით, ჩვენც დავიწვებოდით - ადგილობრივები ახალქალაქში დაპირისპირების და მკვლელობის შესახებ https://rustavi2.ge/ka/news/172372

სისხლიანი დაპირისპირების და მკვლელობის შემდეგ, ახალქალაქში ვითარება სტაბილურია. ქალაქში საპოლიციო ძალები არიან მობილიზებულები, რომლებიც ვითარებას აკონტროლებენ. დაპირისპირება ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე მიმდინარეობდა. დარბეული და დამწვარია 4 სახლი და დამწვარია სასტუმრო.

რა გახდა მიზეზი, ვერსიებზე მხოლოდ ადგილობრივების ნაწილი საუბრობს. ადგილობრივების ვერსიით, დაპირისპირება ორ ოჯახს შორის წლების წინ დაიწყო და პერიოდულად გაუგებრობები მათ შორის მუდმივად ხდებოდა. ერთ-ერთი ასეთი ჩხუბის დროს ახალგაზრდა კაცი ტყვიამ იმსხვერპლა, რის მერეც მისი ნათესავები ერთ-ერთი სოფლიდან ახალქალაქში ჩავიდნენ და სავარაუდო დამნაშავის ოჯახზე შური იძიეს. 

ადგილობრივების თქმით, დაპირისპირებაში 100-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.

"შემთხვევის დროს აქ ასზე მეტი ადამიანი იყო. სახლში რომ ვყოფილიყავით, ალბათ ჩვენც დავიწვებოდით. გადავრჩით, რომ მეზობლების სახლებიც არ დაიწვა. მე არ ვიცი მკვლელობა რის გამო მოხდა. არც ის ვიცი კონფლიქტი რატომ დაიწყო. ეს წლების წინ დაწყებული უთანხმოებაა, რასაც ადამიანების სიცოცხლე შეეწირა," - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

"როდესაც მე მოვედი უკვე ხანძარი იყო. არ ვიცი რატომ დაწვეს სახლი, არც ის ვიცი, რის გამო დაიწყო კონფლიქტი. ვიცი, რომ სახლის დასარბევად დიდი ჯგუფი მოვიდა, თუმცა საბედნიეროდ აქ არავინ დახვდათ. ვინც აქ ცხოვრობს, მას პატარა შვილები ჰყავს და შესაძლოა დარბევის შედეგი გაცილებით მძიმე ყოფილიყო," - აღნიშნა ერთ-ერთმა ადგილობრივმა

​"გუშინდელი დაპირისპირების მოტივი არ ვიცი, თუმცა გავიგე, რომ გულიკანიდან გარდაცვლილის სანათესაო დაპირისპირებულ მხარესთან გასასწორებლად ჩამოვიდა. გააჩინეს ხანძარი და 4 სახლი თითქმის სრულიად დაანგრიეს," - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

"კურიერის" გადამღები ჯგუფი იმ სოფელშიც იმყოფებოდა, სადაც გარდაცვლილის ცხედარია დასვენებული. მეზობლებს შემთხვევის შესახებ საუბარი უჭირთ, თუმცა მათი ნაწილი ვარაუდობს, რომ კონფლიქტის მიზეზი ორ დაპირისპირებულ ოჯახს შორის რამდენიმე წლის წინ დაწყებულია ამბავია. 

]]>
09-08-2020 14:28 +0400
სახელმწიფო არის დაკონტრაქტებული კრიმინალთან - ირმა ნადირაშვილი ახალქალაქში მომხდარ ფაქტზე https://rustavi2.ge/ka/news/172360

ახალქალაქში მომხდარ ფაქტს უკვე მოჰყვა პოლიტიკური შეფასებები თბილისში. "ევროპული საქართველო"  ქვეყანაში კრიმინალური შემთხვევების მატებაზე და სახელმწიფო ინსტიტუციების უმოქმედობაზე საუბრობს.

"როდესაც სახელმწიფო არის დაკონტრაქტებული კრიმინალთან, როდესაც შავ სამყაროს იყენებ პოლიტიკურ ოპონენტებთან ანგარიშის გასასწორებლად, როდესაც პარლამენტის წევრი "ქართული ოცნებიდან" დარბის ახალქალაქში და იარაღით ჩნდება საზოგადოების წინაშე და შემდეგ მას არ უჩერებენ უფლებამოსილებას, ის არ მიდის ციხეში, ეს არის სწორედ ძალადობის წახალისება და გუშინდელი ვითარება სწორედ შედეგია ამ ძალადობრივი ქმედებებისა," - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

ახალქალაქში მომხდარი დაპირისპირების და მკვლელობის შემდეგ, ამ წუთებში ქალაქში ვითარება სტაბილურია. ქუჩაზე სადაც არეულობა მოხდა, აღარ დგანან სპეციალური დანიშნულების საპოლიციო ძალები. ახალქალაქში ჩასულია შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, რომელიც ვითარებას ადგილზე აკონტროლებს.

ინფორმაცია გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც. დაკავებულია ერთი პირი, რომელიც 27 წლის მამაკაცის განზრახ მკვლელობასა და იარაღის ტარებაშია ბრალდებული. ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობის საქმეზე კი გამოძიება გრძელდება.

მოქალაქეების ერთმა ჯგუფმა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და სასტუმრო დააზიანა. დაპირისპირება პოლიციის ჩარევის შემდეგ განიმუხტა.

]]>
09-08-2020 12:11 +0400
ტყიბულის ცენტრში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს https://rustavi2.ge/ka/news/172357

სისხლიანი დაპირისპირება ტყიბულში. არსებული ინფორმაციით, წუხელ ქალაქის ცენტრში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. გარდაცვლილი თერჯოლის მკვიდრია.

სავარაუდოდ, ფაქტს წინ კონფლიქტი უძღოდა. ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

]]>
09-08-2020 11:52 +0400
არეულობა ახალქალაქში საღამოს დაახლოებით7 საათზე დაიწყო - მოქალაქეების ჯგუფმა რამდენიმე სახლი დააზიანა და სასტუმრო დაწვა https://rustavi2.ge/ka/news/172362

არეულობა ახალქალაქში, რაც ერთ-ერთი ადგილობრივის მკვლელობას მოჰყვა, დაახლოებით საღამოს 7 საათზე დაიწყო. ერთ-ერთი სოფლიდან ჩამოსული მოქალაქეების ჯგუფმა რამდენიმე სახლი დააზიანა და სასტუმრო დაწვა.

თვითმხილველების განცხადებით, მოქალაქეები ჩხუბის დროს ხელკეტებს იყენებდნენ. იყო სროლაც. დაპირისპირების შედეგად დაშავებულია რამდენიმე პირი.

პოლიცია ჯგუფური ძალადობის ვერსიაზე მუშაობს. მიზეზებთან დაკავშირებით ოფიციალური ვერსია უცნობია, თუმცა ქალაქში, არსებულ დაპირისპირებაზე საუბრობენ.

]]>
09-08-2020 11:05 +0400
ახალქალაქში დაპირისპირება მსხვერპლით დასრულდა - ცეცხლსასროლი იარაღით ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს https://rustavi2.ge/ka/news/172350

ახალქალაქში ახალგაზრდებს შორის დაპირისპირებას მსხვერპლი მოჰყვა, jnews.ge-ს ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღით ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს.

შსს გარდაცვალებას ადასტურებს - უწყებაში ამბობენ, რომ გამოძიება 108-ე (განზრახ მკვლელობის) და 236-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება) არის დაწყებული.

]]>
08-08-2020 21:19 +0400
სენაკში მიტროპოლიტი საბას ოჯახი დააყაჩაღეს https://rustavi2.ge/ka/news/172293

სენაკში წუხელ ღამით ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბას ოჯახი დააყაჩაღეს. “კურიერის” ინფორმაციით, წაღებულია მობილური ტელეფონები, გაურკვეველი რაოდენობის თანხა და სხვა ნივთები.

სახლში ყაჩაღობის დროს ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.

შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც, ბინაში უკანონო შეღწევით ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს

]]>
08-08-2020 11:58 +0400
ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გამოყენების ფაქტზე 3 პირი დააკავეს https://rustavi2.ge/ka/news/172190

ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გამოყენების ფაქტზე 3 პირი დააკავეს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულებმა, რომლებიც იყვნენ სხვადასხვა კომპანიის ხელმძღვანელები, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, 2019 წლის აპრილის თვეში, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების გამოყენებით ურთიერთშორის განახორციელეს 40 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების საქონლის მიწოდების ფიქტიური ოპერაციები, რითაც შექმნეს დაახლოებით 6 200 000 ლარის ოდენობის ყალბი აქტივი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-წლამდე ვადით.

]]>
07-08-2020 10:35 +0400
დაბა ჯვარში დაჭრილ მამაკაცს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა - მისი მდგომარეობა მძიმეა https://rustavi2.ge/ka/news/172174

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარში დაჭრილ 40 წლამდე ასაკის მამაკაცს ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმის ინფორმაციით, მას მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობა აღენიშნებოდა და მდგომარეობა მძიმე იყო. პაციენტი მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი.

შეგახსენებთ, რომ გასულ ღამეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარში 40 წლამდე მამაკაცი მუცლის არეში, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. 

"კურიერის" ინფორმაციით, მეზობელმა მეზობელი, სავარაუდოდ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაჭრა. 

შს სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტი ცხელ კვალზე გახსნილია და დანაშაულის ჩამდენი პირი იდენტიფიცირებული. ის პოლიციის სამმართველოშია გადაყვანილი. მომხდარზე გამოძიება 118-ე, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.

]]>
07-08-2020 07:38 +0400
დაბა ჯვარში 40 წლამდე მამაკაცი დაჭრეს - სავარაუდო დამნაშავე პოლიციის სამმართველოშია გადაყვანილი https://rustavi2.ge/ka/news/172170

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარში 40 წლამდე მამაკაცი დაჭრეს. მას ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით  მუცელში აქვს მიყენებული.

"კურიერის" ინფორმაციით, მეზობელმა მეზობელი, სავარაუდოდ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაჭრა. დაჭრილს ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ოპერაცია უტარდება.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტი ცხელ კვალზე გახსნილია და დანაშაულის ჩამდენი პირი იდენტიფიცირებული. ის პოლიციის სამმართველოშია გადაყვანილი. მომხდარზე გამოძიება 118-ე, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.

]]>
06-08-2020 21:36 +0400
გადაკვალიფიცირდება თუ არა განზრახ მკვლელობის მცდელობა - ბრალდებულ ბუსა ჟვანიას დედის ბოდიშის შემდეგ თოფაძეების პოზიცია შერბილდა https://rustavi2.ge/ka/news/172068

ბრალდებულ ბუსა ჟვანიას დედის ბოდიშის შემდეგ თოფაძეების პოზიცია შერბილდა. დაზარალებულის ბაბუამ ყოფილი პრემიერის ოჯახის მიმართ მხარდაჭერა გამოთქვა და მოგვიანებით ნინო ქადაგიძეს ტელეფონით ესაუბრა. ბრალდებულისა და დაზარალებულის ოჯახის წევრებს შორის უნდა შედგეს შეხვედრაც. ნინო ქადაგიძის თქმით, ეს არ იქნება სამართლებრივი მორიგება - შეხვედრა ადამიანურ შერიგებას ემსახურება.

განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაკავებული ჟვანიას დედა ამბობს, რომ მისი შვილი სასჯელს იმსახურებს. მაგრამ არა იმ სიმძიმის, რომელიც ემუქრება.

ბუსა ჟვანიას დედა მისი შვილის აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული პატიმრობის გასაჩიოვრებას არ განიხილავს, თუმცა ბრალდებულის ადვოკატი ამბობს, რომ ამისთვის დრო ჯერ კიდევ არის. მხარეს მოსამართლის გადაწყვეტილება დღეს ჩაბარდა. უფლებადამცველის ინფორმაციით, ბრალდებული, რომელიც ამ დრომდე განაგრძობს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მკურნალობას, ჯერ კიდევ არ დაუკითხავთ.

დღეს დაზარალებული ლევან თოფაძის მამა ამბობს, რომ ბიზნესმენი გოგი თოფაძე, რომელიც სამართალდამცველებმა უკვე ორჯერ გამოკითხეს, ინციდენტის უშუალო თვითმხილველი არ არის და მისთვის უცნობია აღელვების ნიადაგზე რა ჩვენება მისცა გამოძიებას.

დაზარალებული ლევან თოფაძე , რომელსაც ცივი იარაღით 4 ჭრილობა აქვს მიყენებული გულმკერდისა და ბეჭის არეში, თავს უკეთ გრძნობს. დღეს ის რეანიმაციული განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანეს. დაზარალებული ახლა იმ პალატაში წევს საიდანაც გუშინ ბრალდებული ბუსა ჟვანია გაწერეს

2 აგვისტოს თოფაძეების სახლში მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება, თავდაპირველად, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო. მოგვიანებით საქმე განზრახ მკვლელობის მცდელობად გადაკვალიფიცირდა.

შეიცვლის თუ არა საქმე კიდევ ერთხელ კვალიფიკაციას და შეუმსუბუქდება თუ არა ბრალი ბუსა ჟვანიას, ჯერ უცნობია.

]]>
05-08-2020 21:06 +0400
სპეცოპერაციები ნარკოტიკებით მოვაჭრეთა წინააღმდეგ ფონიჭალასა და რუსთავის გზაზე - დაკავების ფაქტი "კურიერმა" ექსკლუზიურად გადაიღო https://rustavi2.ge/ka/news/171895

სპეცოპერაცია რუსთავის მაგისტრალზე ერთი შუახნის მამაკაცის დაკავებით დასრულდა. დაკავება სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერებებს უკავშირდება. სამართალდამცველებმა "ჰონდას" მარკის ავტომობილი გააჩერეს და გაჩხრიკეს. შეამოწმეს ასევე ავტომობილში მსხდომი პირები. სპეცოპერაცია "კურიერმა" ექსკლუზიურად გადაიღო.

ნარკოტიკული ნივთიერებების რეალიზაციისთვის სამართალდამცველებმა კიდევ 4 ნარკორეალიზატორი დააკავეს. ამ შემთხვევაში სპეცოპერაცია ფონიჭალასა და გარდაბანში ჩატარდა. ბრალდებულები ნარკოტიკულ ნივთიერებას ე.წ. დადების მეთოდით ყიდდნენ. კერძოდ, დაინტერესებულ პირებს ონლაინ ტოტალიზატორის ანგარიშის ნომრებს აწვდიდნენ და თანხის ჩარიცხვის შემდეგ, ნივთიერებას კონკრეტულ მისამართებზე იღებდნენ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულებისგან სამართალდამცველებმა ნარკოტიკული ნივთიერება "ჰეროინის" საკონტროლო შესყიდვა და შესყიდვის ფაქტის ფარული აუდიო-ვიდეო გადაღება რამდენჯერმე განახორციელეს.

საქმის მასალებს ეცნობიან დაკავებულის ადვოკატები. უფლებადამცველების განცხადებით, მათ დაცვის ქვეშ მყოფებს ბრალი არ ჩაუდენიათ. ბრალს არც თავად დაკავებულები აღიარებენ.

ბრალდებას არ ეთანხმებიან არც დაკავებულების ოჯახში. ბრალდებულების ახლობლებს დეტალებზე საუბარი არ სურთ.

საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების გამოსავლენად ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიგეგმა. გამოძიებით ნარკოტიკების რეალიზაციის დანაშაულებრივი გეგმა დადგინდა და ასევე დადგინდა, რომ მიმდინარე წელს, ონლაინტოტალიზატორის ანგარიშის გამოყენებით ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის შედეგად მიღებულმა თანხამ ორ მილიონამდე ლარი შეადგინა.

4 დაკავებული ნარკორეალიზატორიდან ერთ-ერთი ყოფილი პოლიციელი ავთო მახამოვია. ბრალდებული სამართალდამცველად 2012 წლამდე მუშაობდა, შემდეგ კი "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტი იყო. პოლიციამ მათი საცხოვრებელი სახლების და ავტომანქანის ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი", დიდი ოდენობით თანხა, მობილური ტელეფონები და საბანკო ბარათები ნივთმტკიცებად ამოიღო. ნარკორელიზატორებს 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

]]>
03-08-2020 21:37 +0400
დააკავეს 4 პირი, რომლებიც ინვესტორს მიწის ნაკვეთის შეძენაში დახმარებას შეჰპირდნენ და სანაცვლოდ 350 000 აშშ დოლარი მოითხოვეს https://rustavi2.ge/ka/news/171879

სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჯგუფურად დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს. 

უწყების ცნობით, გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნული პირები, ქობულეთში სასტუმროს მშენებლობით დაინტერესებულ ინვესტორს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული 11 235 კვ.მ მიწის ნაკვეთის აუქციონის წესით შეძენასა და შესაბამისი სამშენებლო ნებართვების მიღებაში დახმარებას შეჰპირდნენ, სანაცვლოდ კი 350 000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვეს.

მათივე ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ინვესტორს არწმუნებდნენ, რომ თანხიდან 100 000 აშშ დოლარი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრისთვის იყო განკუთვნილი, რომელიც მისი გავლენების გამოყენებით, ინვესტორის სასარგებლოდ, შემჭიდროებულ ვადებში წყვეტდა მიწის აუქციონზე გატანის საკითხს და უზრუნველყოფდა შემდგომი პროცედურების სამსახურებრივ მფარველობას.

ინვესტორმა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს გადასცა მოთხოვნილი თანხის ნაწილი 15 000 ლარი, რა დროსაც ისინი დააკავეს. 

გამოძიება ჯგუფურად, დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს. 

]]>
03-08-2020 15:38 +0400
4 დაკავებული ნარკორეალიზატორიდან ერთ-ერთის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მხოლოდ მომხმარებელია და დანაშაული არ ჩაუდენია https://rustavi2.ge/ka/news/171878

ნარკორეალიზაციის ფაქტზე დაკავებული ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ნარკომომხმარებელია და მას დანაშაულია არ ჩაუდენია. 

"ამბობს, რომ მას არ ჩაუდენია დანაშაული, ის არ არის რეალიზატორი და იგი არის უბრალოდ მომხმარებელი. კადრებში არსად ფიგურირებს, არ არის არაფერი ჩანაწერი. მე როგორც ვიცი, მხოლოდ სატელეფონო საუბრებია, მაგრამ ეს სატელეფონო საუბრები, ჯერჯერობით დადგენილი არ არის, ვინ საუბრობს,"- აცხადებს ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი მარინა ჩიმაკაძე.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ 4 ნარკორალიზატორი დააკავა. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების გამოსავლენად საგამოძიებო მოქმედებები ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიგეგმა.

ნარკორეალიზატორების დასაკავებლად ოპერაცია ჩატარდა ფონიჭალის დასახლებასა და გარდაბანში. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვა. ამ შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერი საქმეს დართული აქვს, როგორც მტკიცებულება.

]]>
03-08-2020 15:32 +0400
ქრთამის აღების ფაქტზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავეს https://rustavi2.ge/ka/news/171837

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე, სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელსაც სამსახურებრივად ევალებოდა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ხე-ტყის ტრანსპორტირებაზე კონტროლის განხორციელება, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, უკანონოდ მოპოვებული ხის მასალის წარმომავლობის შესანიღბად, ტრანსპორტირებისათვის საჭირო, ყალბი სასაქონლო ზედნადების დამზადებისა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის საგუშაგოზე უპრობლემოდ გატარების სანაცვლოდ, მოქალაქეს მოსთხოვა და გამოართვა 5 400 ლარი, რა დროსაც დააკავეს. 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

]]>
03-08-2020 09:33 +0400
სისხლიანი დაპირისპირება ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილს და ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას შვილს შორის https://rustavi2.ge/ka/news/171811

ვაკის პოლიციაში დაკითხვები დაიწყო. ამ წუთებში სამართალდამცველებს ის პირი ხვდება, რომელმაც დაჭრილი ლევან თოფაძე კლინიკაში გადაიყვანა.

"ორი საათია დაკითხვა მიმდინარეობს. დაგვირეკეს და მოვედით. იმის შემდეგ არაფერს გვეუბნებიან. გაგებაში არ ვარ რა მოხდა. გამოვა და ყველაფერს მოყვება ალბათ. დილით გავიღვიძე, სახლში არ იყო, ლევანიკო თოფაძის ძმაკაცია,"- უთხრა "კურიერს" მოწმის ძმამ.

საავადმყოფოში იმყოფებოდა გოგი თოფაძეც, რომელმაც მედიასთან მომხდარის შესახებ ისაუბრა. პარლამენტის ყოფილი წევრი ამბობს, რომ ლევან თოფაძე სახლში მეგობრებთან ერთად გვიან ღამით დაბრუნდა, რა დროსაც ერთ-ერთ სტუმარ ქალს მამაკაცმა დაურეკა. ამის შემდეგ ეს პირი მათთან სახლში მივიდა და მისი შვილიშვილი დაჭრა.

თოფაძეს დანით 4 ჭრილობა აქვს მიყენებული, მას საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა. ჯერჯერობით უცნობია დაკავებულის მხარის ვერსია.

"ამ ეტაპზე ერთადერთი ინფორმაცია რაც გაგვაჩნია, ის არის, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, იყო მძიმე. რა ვითარებაში მოხდა გარემოებების შესახებ, ვიდრე დაზარალებულად არ გვცნობენ ინფორმაცია არ გაგვაჩნია. როგორც ვიცი, ერთი ჭრილობა ფილტვის არეშია, ცივი იარაღით არის მიყენებული. ხარისხი ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ განისაზღვრება," - აცხადებს ლევან თოფაძის ადვოკატი გიორგი ანთაძე.

ამასთან, "კურიერის" ინფორმაციით, იმავე კლინიკაში იმყოფებოდა ეჭვმიტანილი ბუსა ჟვანიაც, რომელიც სავარაუდოდ სწორედ საავადმყოფოში დააკავეს. 

შეგახსნებთ, რომ "კურიერის" ინფორმაციით, საქმეზე დაკავებულია ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია, რომელიც "კურიერის" ინფორმაციით, ასევე დაჭრილია და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში იმყოფება.

]]>
02-08-2020 18:03 +0400
ნაზი მეზვრიშვილს სიკვდილამდე ესპანეთში მცხოვრები ქართველი ქალი ემუქრებოდა - გარდაცვლილის ბებია https://rustavi2.ge/ka/news/171800

ესპანეთში, საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ, "კურიერისთვის" ახალი დეტალი ხდება ცნობილი.

ბებია იხსენებს, რომ მის შვილიშვილს სიკვდილამდე ესპანეთში მცხოვრები ქართველი ქალი ემუქრებოდა, რომელიც, მისი ინფორმაციით, გარდაცვლილის სახლში ცხოვრობდა. ქალმა მას ფული მოპარა და გოგონას ემუქრებოდა, რომ თუ პოლიციაში იჩივლებდა, შურს იძიებდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბარსელონაში საქართველოს საკონსულო სამსახურისთვის ფაქტის შესახებ ცნობილია და ისინი ყოველდღიურ გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან კონტაქტში იმყოფებიან. ამჟამად ცხედარს ექსპერტიზა უტარდება, რომლის დასრულების შემდეგ, მისი გადმოსვენება განხორციელდება. სხვა მხრივ, გადმოსვენებისთვის საჭირო პროცედურები დასრულებულია.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, ვალენსიაში ქართველი გოგონა, რომელიც 3 თვის ორსული იყო, პარკში ხეზე ჩამომხრჩვალი ნახეს. ემიგრანტების ინფორმაციით, ის მოხუცს უვლიდა და მეუღლესთან ერთად იქვე ცხოვრობდა.

]]>
02-08-2020 15:09 +0400
ავთანდილ ბილანიშვილმა (კაწრომ) ექსპერტიზას დნმ-ის ნიმუში ჩააბარა https://rustavi2.ge/ka/news/171757

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მოწმის სახით გამოკითხულმა ავთანდილ ბილანიშვილმა ექსპერტზას დნმ-ის ნიმუში ჩააბარა. ადვოკატის ინფორმაციით, ბილანიშვილი სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში საკუთარი ნებით მივიდა და ანალიზი პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე ჩაიტარა.

უფლებადამცველი ამბობს, რომ მას საქმესთან შეხება არ აქვს.

ადვოკატის ვარაუდით, ბრალდების მხარემ გადაწყვიტა, რომ ყველა პირმა, ვისზეც კი რაიმე ეჭვი გამოითქვა, დნმ-ის ნიმუში უნდა ჩააბაროს.

"ავთანდილ ბილანიშვილმა ნებაყოფლობით ჩააბარა დნმ-ის ნიმუში კვლევისთვის, რომ ნივთმტკიცებებზე ხომ არ არის მისი რაიმე სახის კვალი,“ - ამბობს თამარ აბესაძე.

 

]]>
01-08-2020 18:02 +0400
ზუგდიდში საკუთარი მამიდაშვილის გაუპატიურების ბრალდებით ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს https://rustavi2.ge/ka/news/171651

ზუგდიდში გაუპატიურების ბრალდებით ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს. დაკავებულს ბრალად საკუთარი მამიდაშვილის გაუპატიურება ედება. მამაკაცი დღეს დილით გამთენიისას აიყვანეს.

როგორც დაკავებულის ადვოკატმა ჯიტა გულუამ "კურიერს" უთხრა, დაკავებული ბრალს არ აღიარებს და ბრალს კატეგორიულად უარყოფს. მომხდარზე გამოძიება 137-ე მუხლით მიმდინარეობს.

]]>
31-07-2020 12:50 +0400
მაისურები წარწერით "შაქარა" - გარდაცვლილი ფეხბურთელის მეგობრები სასამართლოსთან შეიკრიბნენ https://rustavi2.ge/ka/news/171650

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნები მცხეთის რაიონულ სასამართლოში მიიყვანეს - პროცესი რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.

სასამართლოსთან იმყოფებიან, ასევე, გიორგი შაქარაშვილის მეგობრები - პირველი პროცესის მსგავსად, მათ ამჯერადაც შავი მაისურები აცვიათ, გარდაცვლილი მეგობრის ფოტოთი და წარწერით "შაქარა".

 

დღესვე, ადვოკატები აპირებენ აღკვეთის ღონისძიების ფორმის გადასინჯვის შუამდგომლობა დააყენონ, მათი თქმით, ისინი სასამართლოს 3000 ლარამდე გირაოს შესთავაზებენ.

]]>
31-07-2020 12:42 +0400
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ებრალიძეების სახლში ხელყუმბარა შეაგდეს https://rustavi2.ge/ka/news/171632

ორი დღის წინ, დილის 5 საათზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაილეთში, ებრალიძეების სახლში ხელყუმბარა შეაგდეს.

დაზიანებულია სახლის მეორე სართული. შემთხვევის მომენტში, მეორე სართულზე არავინ იმყოფებოდა. როგორც ებრალიძეების ოჯახი ამბობს, შემთხვევა მეზობლურ კონფლიქტს უკავშირდება.

მეზობლებს შორის კონფლიქტური სიტუაცია 2015 წელსაც იყო, როცა თხილის მოპარვის მცდელობის გამო ოჯახმა თავდამსხმელი მოიგერია და ამის გამო მათი ოჯახის წევრს პირობითი მსჯავრი დაეკისრა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც  ნივთის დაზიანება ან განადგურებას გულისხმობს.

]]>
31-07-2020 11:51 +0400
ყაზახეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს https://rustavi2.ge/ka/news/171561

ყაზახეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. 42 წლის ლევან გრემელაშვილი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურიდან არის.

ადგილობრივების ინფორმაციით, ის საქართველოდან რამდენიმე თვის წინ გაემგზავრა და კერძო ბიზნესით იყო დაკავებული.

ოჯახის წევრები მომხდარ ფაქტზე არ საუბრობენ. მეზობლებისთვის კი მკვლელობის მიზეზი უცნობია, თუმცა, ამბობენ, რომ მამაკაცი მისმა ნაცნობმა ქართველმა მოკლა, რომელიც ბრალს აღიარებს.

მათივე ინფორმაციით, გრემელაშვილი ცივი იარაღით არის მოკლული. ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მანამდე კი საკუთარი მკვლელის ვინაობა დაასახელა.

გადმოსვენების საკითხებზე საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს. 

]]>
30-07-2020 15:18 +0400
უკავშირდება თუ არა ლერი სულაბერიძეზე გუშინ მომხდარი თავდასხმა 21 წლის წინანდელ ფაქტს, როდესაც მას საკუთარ სახლთან 3 ჭრილობა მიაყენეს https://rustavi2.ge/ka/news/171494

ლერი სულაბერიძეზე შეიარაღებული თავდასხმის საქმეზე დაკავებული ირაკლი ღლონტია. ღლონტი დილიდან ვაკის პოლიციის პირველ განყოფილებაში ორ უფლებადამცველთან ერთად მოწმის სტატუსით მივიდა. შემდეგ ჩატარდა მისი ბინის ჩხრეკა და დღის ბოლოს, იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით ის საპატიმროში გადაიყვანეს.

წარსულში ნასამართლევი 40 წლის ირაკლი ღლონტი, მისი ადვოკატის თქმით, სულაბერიძეს იცნობდა, თუმცა თავად სულაბერიძე მას ვერ იხსენებს.

მომხდარის შესახებ დეტალები არ იცის დაკავებულის ოჯახმა. "კურიერი" ირაკლი ღლონტის მამას ესაუბრა რომელიც ამბობს, რომ მხოლოდ ის იცის, რომ მათი სახლი გაჩხრიკეს. 

ღლონტის სახლში ჩხრეკამდე დაათვალიერეს დაცხრილული ავტომობილი. საგამოძიებო მოქმედებისას გაირკვა, რომ 5 გასროლის მიუხედავად, მანქანას მხოლოდ 2 ტყვია მოხვდა. დღეს პოლიციის ეზოში ლერი სულაბერიძის მანქანასთან, სავარაუდოდ, ის ავტომობილიც იდგა, საიდანაც ცეცხლი გახსნეს. სულაბერიძე ჰყვება, რომ მას უკნიდან სწორედ მუქი მანქანა დაეწია და მარცხენა მხრიდან მისკენ 5 ჯერ გაისროლეს. 

ლერი სულაბერიძე - ყოფილი ფეხბურთელი, "ვერის საძმოს" ყოფილი წევრი, ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი და საფეხბურთო კლუბ დინამოს ყოფილი ხელმძღვანელია. მერაბ ჟორდანიას პრეზიდენტობის პირობებში ის 1992 წლიდან 2001 წლამდე, ჯერ იყო კლუბის დირექტორი შემდეგ კი ვიცეპრეზიდენტი. თითქმის 20 წელია სულაბერიძე სამართლებრივად დაობს დინამოს 100 პროცენტიანი წილის დასაბრუნებლად.

სულაბერიძეზე შეიარაღებული თავდასხმა გუშინ პირველად არ მომხდარა, მსგავსი ისტორიით დაიწყო "კურიერი " 1999 წლის 6 მაისს.

არსებობს თუ არა კავშირი ძველ დაპირისპირებებსა და გუშინ მომხდარ ფაქტს შორის, უცნობია. "კურიერმა" გაარკვია, რომ თავად ირაკლი ღლონტი ამბობს, რომ სულაბერიძეს 2 წლის წინანდელი "პირადი ამბის" გამო ესროლა.

შეიარაღებული თავდასხმა ლერი სულაბერიძეზე გუშინ საღამოს წყნეთის გზაზე მოხდა. სახლისკენ მიმავალ სულაბერიძეს გასროლილი 5 ტყვიიდან არცერთი არ მოხვედრია.

]]>
29-07-2020 21:15 +0400
თამარ ბაჩალიაშვილის საქმე, შს მინისტრის გადაწყვეტილებით გამოსაძიებლად ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა https://rustavi2.ge/ka/news/171504

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის თხოვნა გაითვალისწინა და გარდაცვლილი გოგონას საქმე გამოსაძიებლად, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტისგან, თბილისში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა.

თამარ ბაჩალიაშვილი 5 დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, 22 ივლისს საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

გამოძიება ორი მუხლით - თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

 

 

]]>
29-07-2020 20:54 +0400
ლერი სულაბერიძის საქმეზე დაკავებული ირაკლი ღლონტი დუმილის უფლებას იყენებს https://rustavi2.ge/ka/news/171485

ლერი სულაბერიძის საქმეზე დაკავებული ირაკლი ღლონტი ვაკის პოლიციის პირველი განყოფილებიდან, წინასწარი დაკავების იზოლატორში უკვე გადაიყვანეს.

მას გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.

ის წარსულში ნასამართლევია. როგორც ირკვევა, დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს - ამ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

დაკავების დროს "კურიერმა" შეძლო ბრალდებულთან გასაუბრება.

ირაკლი ღლონტის მამის თქმით, მის შვილს ლერი სულაბერიძესთან კავშირის შესახებ სახლში არაფერი უთქვამს. 

დაკავებული ადვოკატის ინფორმაციით, ირაკლი ღლონტი დუმილის უფლებას იყენებს. 

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არის დაკავებული. დაკავებული ავტომატურად ითვლება ბრალდებულად, ხოლო რა ქმედებისთვის მოხდება ბრალის წაყენება, ეს დაკავებიდან 48 საათში გაირკვევა, როდესაც ჩაგვბარდება დადგენილება სისხლის სამართლის დაწყების თაობაზე. დაკავების შემდეგ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იყენებს დუმილის უფლებას,"- აცხადებს ადვოკატი კახა წერეთელი.

შეგახსენებთ, ლერი სულაბერიძეს წყნეთის გზაზე, ე.წ კაკლების ტერიტორიაზე გუშინ საღამოს დაესხნენ თავს. ინციდენტის დროს სულაბერიძე გადარჩა, მის მანქანას კი 5 ნატყვიარი აქვს.

]]>
29-07-2020 18:07 +0400
მკითხეს გვარი და სახელი, რომელიც არაფერს არ მაძლევს და ვერც დავიმახსოვრე - ლერი სულაბერიძე სავარაუდო თავდამსხმელზე https://rustavi2.ge/ka/news/171459

ფეხბურთის ფედერაციის და საფეხბურთო კლუბ "დინამოს" ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ლერი სულაბერიძე, რომელსაც გუშინ წყნეთის გზაზე ესროლეს, აცხადებს, რომ პოლიციაში მას სავარაუდო დამნაშავის სახელი უთხრეს, თუმცა იმის გამო, რომ ეს ვინაობა არაფრის მომცემი იყო, არც დაამახსოვრდა:

"მე მკითხეს გვარი და სახელი, რომელიც არაფერს არ მაძლევს და ამიტომ სიმართლე გითხრათ ვერც დავიმახსოვრე," - განაცხადა ლერი სულაბერიძემ.

მისი თქმით, ავტომობილი, საიდანაც მას ესროდნენ, მუქი ფერის იყო, თუმცა მძღოლი ისროდა თუ არა, მას არ დაუნახავს.

ფიგურირებს თუ არა საქმეში ვიდეოჩანაწერები, ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს ლერი სულაბერიძის კიდევ ერთ ადვოკატს. შოთა მანელიძემ ასევე კომენტარი გააკეთა დინამოს წილებზე არსებული დავისა და გუშინდელ ინციდენტს შორის კავშირზე და აღნიშნა, რომ ლერი სულაბერიძე ამას არც ადასტურებს და არც უარყოფს.

"ბატონი ლერი არც არაფერს ადასტურებს არც უარყოფს, თეორიულად რაღაცა რაღაცასთან შეიძლება დაკავშირებული იყოს, სამართლებრივი დავა დინამოსთან მიმართებაში ფაქტობრივად ბოლო ეტაპზეა, თუმცა რაიმე სახით დაკავშირებულია თუ არა ეს საკითხი ამ გუნდის შემდგომ ბედთან, ეს ჩემთვის უცნობია," - აცხადებს შოთა მანელიძე.

დამნაშავის ამოცნობას არ ადასტურებს ადვოკატი ირმა ჭკადუა და ამბობს, რომ ეს პროცედურა ჯერ არ ყოფილა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა ლერი სულაბერიძეზე თავდასხმა "დინამოს" წილებთან იყოს დაკავშირებული, რომელზეც დავა ამ დრომდე გრძელდება. 

ეს ლერი სულაბერიძეზე თავდასხმის პირველი ფაქტი არ არის, 1999 წლის 6 მაისს ლერი სულაბერიძეს "დინამოს" სტადიონთან საკუთარ ავტომანქანაში ესროლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეიარაღებულ თავდასხმაზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ორი, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებასა და მკვლელობის მცდელობის მუხლით არის დაწყებული.

]]>
29-07-2020 15:15 +0400
სროლა წყნეთის გზაზე - ლერი სულაბერიძისთვის უცნობია ვინ ესროლა https://rustavi2.ge/ka/news/171414

გვიანობამდე მიმდინარეობდა გამოკითხვები პოლიციაში წყნეთის გზაზე, "კაკლებთან" მომხდარი სროლის ფაქტზე. ცეცხლი ყოფილ სპორტსმენს, ფეხბურთის ფედერაციის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს, ლერი სულაბერიძეს ავტომანქანით გადაადგილების დროს, დღის ბოლოს გაუხსნეს.

სულაბერიძე არ დაშავებულა. ავტომანქანას რამდენიმე ნატყვიარი ემჩნევა.

გამოკითხვიდან გამოსული დაზარალებულის თქმით, მისთვის უცნობია, თუ ვინ ესროლა. მომხდარის დეტალებზე განცხადების გაკეთება დღეს იგეგმება. ლერი სულაბერიძეს წლებია საფეხბურთო კლუბ "თბილისის დინამოს" წილებთან დაკავშირებით დავა აქვს. უკავშირდება თუ არა თავდასხმა ამ ფაქტს - ამ ეტაპზე უცნობია.

გამოძიება მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარეობს.

]]>
29-07-2020 07:46 +0400
ნარკოდანაშაული, რაშიც არასრულწლოვანიც იყო ჩართული - პოლიციამ მძიმე ბრალდებით 9 პირი დააკავა https://rustavi2.ge/ka/news/171400

94 შეკვრა ჰეროინი, მეტადონი და 16 000 ლარი - შინაგან საქმეთა სამინისტროს და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა ერთობლივი ოპერაციის შედეგად ნარკოდანაშაულში ბრალდებული 9 პირი დააკავეს. ძალოვნების მტკიცებით, ბრალდებულები ნარკოტიკებს სისტემატიურად ყიდდნენ. ამის დასამტკიცებლად მოსამართლის განჩინების საფუძველზე რამდენიმე საკონტროლო შესყიდვა სამართალდამცველებმაც განახორციელეს.

სპეცოპერაცია ფონიჭალაში ჩატარდა. გამოძიება რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს. დეტალებზე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში, სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრეს.

ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი მარინა კაკაურიძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს ნაწილობრივ აღიარებს და ნარკოტიკებს არა სარეალიზაციოდ, არამედ პირადი მოხმარებისთვის ინახავდა.

თითქმის ანალოგიური პოზიცია აქვს კახა ჩუბინიძეს. ადვოკატი სასამართლოში იმის დამტკიცებას აპირებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი წლებია წამალდამოკიდებულია და ნარკოტიკების გასაღებასთან კავშირი არ აქვს.

დაკავებული 9 პირიდან ერთ-ერთი დანაშაულის ჩადენის დროს არასრულწლოვანი იყო. სწორედ ამ ფაქტორის გათვალისწინებას სთხოვს მოსამართლეს მისი უფლებადამცველი.

ცხრავე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა-რეალიზაციის საქმესთან დაკავშირებით წინასასამართლო სხდომა აგვისტოს ბოლოს და სექტემბრის დასაწყისშია ჩანიშნული.

]]>
28-07-2020 21:40 +0400
შეიარაღებული თავდასხმა წყნეთში - ლერი სულაბერიძე, რომლის მანქანასაც 5 ტყვია ესროლეს, ამ წუთებში პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება https://rustavi2.ge/ka/news/171404

შეიარაღებული თავდასხმა მოხდა ლერი სულაბერიძეზე - მას ცეცხლი ავტომანქანიდან უცნობმა პირებმა გაუხსნეს. სულაბერიძე გადარჩა, მას ტყვია არ მოხვდა.

"კურიერის" ინფორმაციით, დამიზნებით ესროლეს ავტომობილს, რომელშიც იმყოფებოდა ლერი სულაბერიძე. მანქანას 5 ტყვია აქვს მოხვედრილი, თავად სულაბერიძეს დაზიანებები არ მიუღია, ის ამ წუთებში პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეიარაღებულ თავდასხმაზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ორი, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარებასა და მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო. 

ამ დროისთვის ძალოვან უწყებას დაკავებული არავინ ჰყავს. 

]]>
28-07-2020 21:03 +0400
სროლა წყნეთის გზაზე - "კურიერის" ინფორმაციით, ლერი სულაბერიძის ავტომანქანას ესროლეს https://rustavi2.ge/ka/news/171399

"კურიერის" ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ, წყნეთის გზაზე, კაკლებთან "ვერის საძმოს" ყოფილი წევრის, ლერი სულაბერიძის ავტომანქანას ესროლეს.

ინციდენტის შედეგად ლერი სულაბერიძე არ დაშავებულა, ნატყვიარები მხოლოდ ავტომანქანაზე შეინიშნება.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

"რუსთავი 2-ის"  გადამღები ჯგუფი უკვე შემთხვევის ადგილზეა და მომხდარის დეტალებს "კურიერის" 9 საათიან გამოშვებაში შემოგთავაზებთ.

 

]]>
28-07-2020 20:39 +0400
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულმა ირაკლი წაქაძემ ბრალი ნაწილობრივ აღიარა https://rustavi2.ge/ka/news/171278

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთმა დაკავებულმა, ირაკლი წაქაძემ ბრალი ნაწილობრივ აღიარა, მას გამოძიება ძალადობას ედავება. 

წაქაძე საბურთალოელია და აგარაკის ინციდენტში მონაწილეობდა, მას ავტობანზე მომხდარ დიდ დაპირისპირებასთან კავშირი არ აქვს. 

წაქაძე პირველია, რომელმაც ბრალის ნაწილი აღიარა. მასთან ერთად მისი ორი მეგობარია დაკავებული - საბა ჩხარტიშვილი და საბა გოგშელიძე. ისინიც, ასევე, აგარაკის ინციდენტში მონაწილეობდნენ და დუმილის უფლებას იყენებენ. 

დანარჩენი 8 პირი - "მერსედესისა" და "ტოიოტას ქამრის" მგზავრები, რომლებსაც ძალადობის ორგანიზებას ედავებიან, ბრალს არ აღიარებენ. 

სასამართლო პროცესი მცხეთაში 11 საათზე დაიწყო. 

]]>
27-07-2020 13:50 +0400
​ოკუპირებული ტერიტორიიდან შემოტანილი უაქციზო სიგარეტის გამო დაკავებული 2 სახელმწიფო მოხელე - რა ვერსიებია პოლიტიკურ სპექტრში https://rustavi2.ge/ka/news/171240

საგამოძიებო სტრუქტურების ცნობით, წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე და აპარატის კიდევ ერთი თანამშრომელი მაშინ აიყვანეს, როდესაც ოკუპირებული ტერიტორიიდან შემოტანილი პროდუქცია მანქანაში დატვირთეს და ტერიტორიას ტოვებდნენ. გამოძიების ვერსიით, მანქანით მათ 8300 კოლოფი სიგარეტი გადმოჰქონდათ.

უაქციზო სიგარეტის ოკუპირებული ტერიტორიიდან შემოტანა ადგილობრივი ოპოზიციის განცხადებით, დიდი პრობლემაა, რომელიც არაერთ წელს ითვლის. მაგრამ ამ საქმეში წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარის მონაწილეობა უკვირთ. საკრებულოს უმცირესობა ღვინჯილიას ბოლოდროინდელ განცხადებებს იხსენებს და ამბობს რომ სახელმწიფო მოხელე საკუთარი პარტიის პოზიციას ბოლო დროს ხშირად ეწინააღმდეგებოდა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ამბობენ, რომ დანაშაულის ამსახველი აუდიო და ვიდეო მასალა მოგვიანებით გავრცელდება. მანამდე კი საკრებულოს თავმჯდომარის დაკავება მოულოდნელი აღმოჩნდა წალენჯიხის მერისთვის. ბესიკ ფარცვანია ამბობს, რომ მომხდართან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება უჭირს და გამოძიების დასრულებას დაელოდება.

ფინანსთა და შინაგან საქმეთა სამინისტროების ერთობლივი ოპერაციის შედეგად დაკავებულია ასევე წალენჯიხის საკრებულოს კიდევ ერთი თანამშრომელი. მათე ღვინჯილიას უფლებებს ამ ეტაპზე არავინ იცავს. მისი პოზიცია წარდგენილ ბრალთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე, უცნობია.

რაც შეეხება თემურ ღვინჯილიას, ეს მისი კორუფციასთან სავარაუდო კავშირის უკვე მეორე შემთხვევაა. 2019 წელს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" - ერთ-ერთ ანგარიშში წერდა, რომ წალენჯიხაში სხვადასხვა ტენდერებს საკრებულოს თავმჯდომარის მოგვარე, ბაგრატ ღვინჯილიას კომპანია იგებდა.

]]>
26-07-2020 21:19 +0400
წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარის ადვოკატის თქმით, სიგარეტი მისი დაცვის ქვეშ მყოფს არ ეკუთვნოდა https://rustavi2.ge/ka/news/171225

წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე დანაშაულს არ აღიარებს, ამის შესახებ ჟურნალისტებს მისმა უფლებადამცველმა უთხრა.

ბაჩუკი ყურაშვილი ამბობს, რომ თემურ ღვინჯილია დუმილის უფლებას იყენებს.

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მანქანში აღმოჩენილი დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტი ღვინჯილიას არ ეკუთვნის და მისი არსებობის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ გაიგო, რაც სოფელ ფახულანში სამართალდამცავებმა გააჩერეს.

ადვოკატის განმარტებით, ღვინჯილია ამბობს, რომ საკრებულოს აპარატის თანამშრომელმა მას უთხრა, რომ ახლობელს უნდა შეხვედროდა, როს გამოც მას მანქანა ათხოვა, უკანა გზაზე კი ისინი სამართალდამცავებმა აიყვანეს.

უცნობია მეორე დაკავებულის პოზიცია, რადგან ამ ეტაპზე მას არც ადვოკატი ჰყავს და მომხდარის შესახებ არც მის ოჯახში საუბრობენ.

წალენჯიხის საკრებულოს უფროსისა და საკრებულოს აპარატის თანამშრომლის დაკავების შესახებ დღეს გახდა ცნობილი. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ისინი მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ფაქტზე დააკავეს. 

]]>
26-07-2020 16:38 +0400
საკრებულოს თავმჯდომარესა და აპარატის თანამშრომლის ჩხრეკის შედეგად 8 310 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს - საგამოძიებო სამსახურის განცხადება https://rustavi2.ge/ka/news/171207

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისა და საკრებულოს აპარატის თანამშრომლის დაკავებასთან დაკავშირებით საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს. 

"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ფაქტზე  ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და ამავე საკრებულოს აპარატის თანამშრომელი დააკავეს.

ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 8 310 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის სავარაუდო ღირებულება 34 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას  ექვსიდან რვა წლამდე ვადით," - ნათქვამია განცხადებაში.

მაღალჩინოსნების დაკავების შესახებ ცნობილი დღეს გახდა. 

]]>
26-07-2020 12:50 +0400
დაკავებულია 2 სახელმწიფო მოხელე - "კურიერის" ინფორმაციით, მათ ოკუპირებული აფხაზეთიდან სიგარეტი კონტრაბანდული გზით შემოჰქონდათ https://rustavi2.ge/ka/news/171199

დაკავებულია 2 სახელწიფო მოხელე - წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე და მისი აპარატის თანამშრომელი ფინანსურმა პოლიციამ აიყვანა.

ვრცელდება არაოფიციალური ინფორმაცია, რომ "ქართული ოცნების" მაღალჩინოსანი საოკუპაციო ხაზთან იმ დროს დააკავეს, როცა კონტრაბანდული სიგარეტის გადმოცემა ხდებოდა.

თემურ ღვინჯილიასა და მისი თანამშრომლის დაკავების მიზეზი, "კურიერის" ინფორმაციით, სწორედ კონტრაბანდული სიგარეტია, რომელიც თვითმმართველი ორგანოს ხელმძღვანელს ოკუპირებული აფხაზეთიდან შემოჰქონდა. რა ვითარებაში ხდებოდა თამბაქოს გადმოტანა და გასაღება - უცნობია.

დაკავების ფაქტის ადასტურებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიც.

]]>
26-07-2020 12:00 +0400
გვიან ღამით ქობულეთში მამაკაცი დაჭრეს https://rustavi2.ge/ka/news/171192

ქობულეთში გვიან ღამით ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. შემთხვევა, დაახლოებით, 3 საათზე მოხდა.

დაჭრილი მამაკაცი ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მას ჭრილობა ბარძაყის არეში ჰქონდა მიყენებული.

1985 წელს დაბადებული ნუგზარ ხაბაზი, ამჟამად, მკურნალობას სახლში განაგრძობს.

ოჯახის წევრების თქმით, დაჭრილი მამაკაცი თავს სუსტად გრძნობს და მათთვის უცნობია, რა გახდა დაპირისპირების მიზეზი.

დაზარალებული ნუგზარ ხაბაზი ქობულეთის სამაშველო სამსახურის უფროსის, მამუკა ხაბაზის ძმაა.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები სსკ- 117 და 236 მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

]]>
26-07-2020 11:08 +0400
​გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული მორაგბე არჩილ გაგნიძე გამოძიებას უნდობლობას უცხადებს https://rustavi2.ge/ka/news/171168

​გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17-ი დაკავებულიდან ერთი, მორაგბე არჩილ გაგნიძე გამოძიებას უნდობლობას უცხადებს. ბრალდებული გამოძიებისთვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდებაზე უარს ამბობს.

ის ურჩევს საგამოძიებო უწყებას იხელმძღვანელონ მისი 20 ივნისით დათარიღებული ჩვენებით. 

"გამოძიების მიმართ არ მაქვს ნდობა და ჩემი შეფასებით, გამოძიება დაინტერესებული არ არის ფაქტობრივი და ფორმალური ჭეშმარიტების დადგენით. აღნიშნულის რწმენა გამიჩნდა იმის გამო, რომ დღემდე გამოძიება არ დაინტერესებულა, 20 ივნისის გამოკითხვის ოქმით ჩემ მიერ მოწოდებული ინფორმაციის შემოწმების მიზნით, ჩაეტარებინა საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩემივე მონაწილეობით. რაც აჩენს განცდას, რომ რეალურად გამოძიება არ არის დაინტერესებული მოწოდებული ინფორმაციით, მისი ნამდვილობით და მისი უტყუარობით. ამასთანავე, დღეის მდგომარეობით, პატიმრობაში ვიმყოფები სრულიად უსაფუძვლოდ და უკანონოდ. ეს სწორედ იმ უწყების დამსახურებაა, რომელიც დღეს ჩემგან ითხოვს ინფორმაციის მიღებას", - ამბობს არჩილ გაგნიძე. 

მორაგბე არჩილ გაგნიძე ერთ-ერთია იმ პირთაგან, რომელმაც გიორგი შაქარაშვილი გაუჩინარებამდე ნახა და რომელიც 19 ივნისის ღამეს მცხეთის ხიდზე ტოიოტას მარკის ავტომობილში იმყოფებოდა. გამოძიება მას თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ძალადობას ედავება. 

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მაშველებმა ოთხდღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. უწყების მიერ გამოქვეყნებული დასკვნის მიხედვით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი გახდა ასფიქსია წყალში დახრჩობით.

]]>
25-07-2020 15:14 +0400
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს დღეს დაკრძალავენ https://rustavi2.ge/ka/news/171147

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს დღეს დაკრძალავენ. ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების გარემოებების დასადგენად კი გამოძიება გრძელდება. გარდაცვლილის ბიძა, კობა თამაზაშვილი ამბობს, რომ მას შემდეგ რაც საქმეს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა ოჯახი ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების გარემოებების შესახებ მეტი განმარტების მოლოდინშია.

"არაფერი მნიშვნელოვანი არ გამოკვეთილა. უბრალოდ, ოჯახს აქვს კითხვა გამოძიებასთან, რადგან დაემატა კიდევ ახალი მუხლი, ანუ იძულებით თავისუფლების აღკვეთას დაემატა თვითმკვლელობამდე მიყვანა და გვაინტერესებს, მთავარი კითხვა, ვის უნდა გაეკეთებინა ეს. თავიდანვე გაჩნდა ეჭვები, რომ მანქანა შეიძლება იქ არ ყოფილიყო თავიდანვე. იმ ადგილებში შეგვეძლო თუნდაც კვირა დღეს, ანუ გაუჩინარებიდან მეორე დღეს დაგვეფიქსირებინა.

ფიზიკურად მე არ მინახავს არც ის წერილი, არც ანაბარი. მაგ ანაბარის მიმართაც ძალიან ბევრი კითხვები ჩნდება. თუ ანაბარს მიუთითებდა, მაშინ დატოვებდა ბარათს და პინ კოდსაც. ძალიან ბევრი კითხვებია გამოძიებასთან," - განაცხადა თამარ ბაჩალიაშვილის ბიძა, კობა თამაზაშვილი.

]]>
25-07-2020 12:07 +0400
ოზურგეთში ქალი დაჭრეს და გაძარცვეს https://rustavi2.ge/ka/news/171141

ოზურგეთში ქალი გაძარცვეს და დაჭრეს. 42 წლის ქალს, რომელიც ჯავახიშვილის ქუჩაზე გადაადგილდებოდა, გავრცელებული ინფორმაციით, უცნობი პირები თავს დაესხნენ და ხელჩანთა წაართვეს.

წინააღმდეგობის გაწევისას თავდამსხმელებმა ქალი მხარში დაჭრეს. დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკა "მედალფაში" გადაიყვანა.

ქირურგ ლია გოგოტიშვილის თქმით, პაციენტს ჭრილობა მარცხენა მხარის არეში აღენიშნებოდა. მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება უკვე გაეწია და ბინაზე გაეწერა. 

შემთხვევა ოზურგეთში გუშინ საღამოს მოხდა.

]]>
25-07-2020 11:00 +0400
ზუგდიდის ბაზრიდან თუთუნი ამოიღეს - მოვაჭრეების თქმით, ადგილობრივ თუთუნს ყიდიან და ეს მათი შემოსავლის წყაროა https://rustavi2.ge/ka/news/171090

ზუგდიდის ბაზრიდან თუთუნი ამოიღეს. ბაზარში ფინანსური პოლიციის წარმომადგენლები დღეს დილით შევიდნენ.

მოვაჭრეების თქმით, ისინი ადგილობრივი წარმოების თუთუნს ყიდიან და ეს მათი შემოსავლის წყაროა. მოვაჭრეები ამბობენ, რომ ისინი ამ დრომდე არავის გაუფრთხილებია და სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები მოულოდნელად გამოჩნდნენ.

]]>
24-07-2020 14:39 +0400
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს https://rustavi2.ge/ka/news/171081

სასამართლოს განჩინების საფუძველზე, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე, საქართველოში მცხოვრები ირანის ისლამური რესპუბლიკის ორი მოქალაქე დააკავეს.

გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნული პირები ე.წ. „ჰავალას" მეთოდის გამოყენებით საქართველოდან ირანის ისლამური რესპუბლიკის საბანკო სისტემაში ფულადი გზავნილების განხორციელებას აღნიშნული საქმიანობისთვის საჭირო ნებართვისა და ლიცენზიის გარეშე, ქართული საბანკო სისტემის გვერდის ავლით ახდენდნენ.

"დადგენილია, რომ მათ მიერ უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების დროს თანხის ბრუნვამ 12 603 569 ლარი, ხოლო მიღებულმა შემოსავალმა საერთო ჯამში - 504 142 ლარი შეადგინა. ბრალდებულების ოფისების ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 155 897 აშშ დოლარი, 8 730 ევრო და 66 673 ლარი.

გამოძიება უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტებზე მიმდინარეობს. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო," - განაცხადა სამმართველოს უფროსმა ბექა ჯიჭონაიამ. 

]]>
24-07-2020 13:57 +0400
23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმე - სპეციალური ბრიფინგი შსს-ში https://rustavi2.ge/ka/news/170995

23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეციალური ბრიფინგი ჩაინიშნა.

ბრიფინგი უწყუებაში 17.00 საათზე დაიწყება. ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი მამუკა ჭელიძე ისაუბრებს.

]]>
23-07-2020 16:25 +0400
ვინ იყო ის მწყემსი, ვინც თამარ ბაჩალიაშვილის მანქანას მიაკვლია - ადგილობრივებმა ამის შესახებ არაფერი იციან https://rustavi2.ge/ka/news/170940

ვინ იყო ის მწყემსი, ვინც თამარ ბაჩალიაშვილის მანქანას მიაკვლია - "კურიერის" გადამღები ჯგუფი მის პოვნას შეეცადა, თუმცა ადგილობრივებმა ამის შესახებ არაფერი იციან.

მოსახლეობა ადასტურებს, რომ მათთან ბოლო დღეების განმავლობაში პოლიციელები იმყოფებოდნენ და ისინი დაკარგულ გოგონას ეძებდნენ.

"რამე რომ ყოფილიყო მაშინვე დავრეკავდი, მე არაფერი მინახავს. რომ მცოდნოდა იქ ავტომობილი იყო, პოლიციაში დავრეკავდი. მხოლოდ დღეს გავიგე, რომ ერთი გოგო დაიკარგა, სულ ესაა. მეტი არაფერი არ ვიცი", - ამბობს ადგილობრივი მწყემსი. 

რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. 

]]>
23-07-2020 07:46 +0400
"თამარი იყო წარმატებული, ჰქონდა სამსახური, ანაზღაურება, კარიერა..." - გარდაცვლილი ბაჩალიაშვილის ბიძა სუიციდს გამორიცხავს https://rustavi2.ge/ka/news/170937

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი ჯერ კიდევ არ გადაუსვენებიათ საკუთარ სახლში. გოგონა თეთრიწყაროს ტყეში საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი გუშინ იპოვეს.

ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს და ამბობს, რომ წერილი, რომელიც მანქანაში იპოვეს, ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს, ამიტომ ბაჩალიაშვილები მომხდარის საფუძვლიან გამოძიებას ითხოვენ და ექსპერტიზის შედეგებს ელოდებიან.

საქმეში, ოჯახის სურვილით, უკვე ჩაერთო დამოუკიდებელი ექსპერტიც.

"ჩვენი ძალებით შევედით სოფელ გოლთეთში, ჩვენ თვითონ გამოვკითხეთ და მერე დავუკავშირდით თეთრიწყაროს პოლიციას, მოვიყვანეთ და მერე გაესაუბრნენ. თავს იმართლებდნენ იმ მიზეზით, რომ 24 საათის განმავლობაში არ გვაქვს რამე მოქმედების ჩატარების [უფლება]," - ამბობს თამარ ბაჩალიაშვილის ბიძა კობა თამაზაშვილი.

ის გამორიცხავს, რომ შემთხვევა სუიციდს უკავშირდება. 

"თამარი იყო წარმატებული პიროვნება, ჰქონდა საკუთარი სამსახური, ანაზღაურება, კარიერა, ოჯახში მშვენიერი ატმოსფერო სუფევდა," - აღნიშნავს გარდაცვლილი ქალის ბიძა. 

თამარ ბაჩალეიშვილის ცხედრის პოვნიდან მალევე მშობლებმა ადვოკატი აიყვანეს. საქმეში მიხეილ რამიშვილი ჩაერთო. დაქირავებულია დამოუკიდებელი ექსპერტიც, რომელიც გარდაცვლილის გამოკვლევაში მიიღებს მონაწილეობას.

ადვოკატის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი ავტომობილში გარდაცვლილი უკანა სავარძელზე იპოვნეს. მისივე ინფორმაციით, ნაპოვნია საფულე წერილებით და ერთ-ერთის შინაარსის მიხედვით, გოგონა უცნობ ადრესატს ეუბნება, რომ შეუძლია მისი ანაბარი გამოიყენოს. ასევე, ნაპოვნია მედიკამენტები და დღიური.

]]>
23-07-2020 07:32 +0400
სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული ზაზა ალავერდაშვილია - ის გორის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი იყო https://rustavi2.ge/ka/news/170935

გაუპატიურების ბრალდებით მოქმედი პოლიციელი დააკავეს. სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული ზაზა ალავერდაშვილია, რომელიც გორის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი იყო.

დაკავების ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. გამოძიებას გენერალური ინსპექცია და პროკურატურა აწარმოებს.

ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებული ამ დროისთვის დუმილის უფლებას იყენებს.

გაუპატიურებაში ბრალდებულს დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 6-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

]]>
22-07-2020 21:38 +0400
გაუპატიურების ბრალდებით პოლიციელი დააკავეს https://rustavi2.ge/ka/news/170887

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს.

როგორც "რუსთავი 2-ს" საქართველოს გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. 

უწყება ამ დროისთვის სხვა დეტალებს არ აკონკრეტებს.

]]>
22-07-2020 15:26 +0400
პირი, რომელმაც ზურაბ ზვიადაური და მისი თანმხლები მეგობარი ორი დღის წინ ახმეტაში დაჭრა, ამ დრომდე არ დაუკავებიათ https://rustavi2.ge/ka/news/170730

პირი, რომელმაც ზურაბ ზვიადაური და მისი თანმხლები მეგობარი, ორი დღის წინ ახმეტაში დაჭრა, ამ დრომდე არ დაუკავებიათ.

ზვიადაურის მამის ვერსიით, მომხდარი შესაძლოა გიორგი ქისტაურთან წარსულში არსებულ უთანხმოებას უკავშირდებოდეს, როცა ქისტაურმა ზვიადაურების საცხოვრებელ სახლს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა.

გიორგი ქისტაურის გუშინდელ კონფლიქტში მონაწილეობას ადასტურებს მისი და, რომელიც თავის მხრივ ძალადობაში თავად ოლიმპიურ ჩემპიონს ადანაშაულებს.

დაპირისპირება ახმეტაში 2 დღის წინ მოხდა. ზურაბ ზვიადაური და მისი მეგობარი ვანო დავითაშვილი ცივი იარაღით დაჭრეს.

]]>
21-07-2020 08:15 +0400
შსს-ში გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე არასრულწლოვანი მოწმეების გამოკითხვა გვიანობამდე გაგრძელდა https://rustavi2.ge/ka/news/170723

შინაგან საქმეთა სამინისტროში გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე არასრულწლოვანი მოწმეების გამოკითხვა გვიანობამდე მიმდინარეობდა.

სამივე მათგანმა ტერიტორია მედიასთან კომენტარის გარეშე დატოვა.

პარალელურად, უახლოეს პერიოდში ცნობილი უნდა გახდეს, დააკმაყოფილებს თუ არა სასამართლო პროკურატურის მოთხოვნას წინასასამართლო სხდომის 1 თვით გადადების შესახებ. 

მოთხოვნის მიზეზად ბრალდების მხარე გამოძიების სრულყოფილად ჩატარებას და მეტი მტკიცებულებების მოპოვებას ასახელებს.

]]>
21-07-2020 07:36 +0400
ქუთაისში მომხდარი მკვლელობა - მკვლელი მოკლულის მეგობარი ქალია https://rustavi2.ge/ka/news/170716

ქუთაისში მომხდარი მკვლელობა გახსნილია. ბრალდებულმა დანაშაული აღიარა. ქალის მკვლელი ქალია - მოკლულის მეგობარი. ბრალდებულთა რიცხვი, შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს, მათ შორის, მკვლელობაში თანამონაწილეობის მუხლით. ამასთან, მკვლელობაში ბრალდებულის გარდა დღეს დანაშაულის შეუტყობინებლობაზეც რამდენიმე პირი დააკავეს.

დანაშაულის შეუტყობინებლობა - შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ მუხლით ქუთაისში 30 წლის ქალის მკვლელობის საქმეზე კიდევ ორი პირი დააკავა. ორივე მათგანი მსხვერპლის მეზობელი და დანაშაულში ბრალდებულის ოჯახის მეგობარია. 

მსხვერპლი და ბრალდებული მეგობრობდნენ - ამაზე "კურიერთან" ირინა ჭაბუკიანი საუბრობს - ქალი, რომელიც მოკლულ ელისო ჩეჩელაშვილთან ერთად ბინას ქირაობდა. ჭაბუკიანს მომხდარის სავარაუდო მიზეზის დასახელება უჭირს. მოტივზე ვერც მოკლულის დედა საუბრობს. თამილა ჩეჩელაშვილი დამნაშავის დასჯას კანონის სრული სიმკაცრით ითხოვს.

მოკლულის მეგობრები და ახლა უკვე ოჯახის ადვოკატები აცხადებენ, რომ სავარაუდოდ, დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით დაკავებები მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.

ქუთაისში, გამსახურდიას ქუჩაზე, იქ, სადაც 18 ივლისს მკვლელობა მოხდა, "კურიერი" მეზობლებს კიდევ ერთხელ გაესაუბრა. მათი თქმით, საპატრულო პოლიცია დროულად გამოიძახეს. თუმცა საჭირო გახდა მაშველების ჩართვა და კარის შემტვრევისთვის საჭირო პროცედურების მოგვარება, რაც დროსთან იყო დაკავშირებული. იმასაც ამბობენ, რომ შესაბამისი სამსახურების გამოძახების შემდეგ დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი მეუღლესთან ერთად, ეზოში რამდენიმე წუთის განმავლობაში იდგა.

მკვლელობაში ბრალდებული მეუღლესთან ერთად ფარდულში ცხოვრობდა. მოკლული ქალის ახლობლები ამბობენ, რომ დანაშაულის ჩადენის შემდეგ ისინი მიმალვას აპირებდნენ, თუმცა სამართალდამცველებმა დროულად იმოქმედეს. დაკითხვის შემდეგ ქალი დააკავეს, თუმცა მისი მეუღლე ამ ეტაპზე თავისუფალია. ელისო ჩეჩელაშვილის მეგობრებს მკვლელობაში მამაკაცის მონაწილეობაზე ეჭვები აქვთ.

ქუთაისში მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით გრძელდება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულს 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

]]>
20-07-2020 21:36 +0400
"პროკურორმა თქვა, რომ იქნება დაკავებების სერია" - ქუთაისში მოკლული ქალის საქმეზე ბრალდებულების რიცხვი, შესაძლოა, გაიზარდოს https://rustavi2.ge/ka/news/170663

ქუთაისში მოკლული ახალგაზრდა ქალის საქმეზე დაკავებულთა რიცხვი, შესაძლოა, გაიზარდოს. გარდაცვლილის მეგობრის, ციცი ბაბუნაშვილის თქმით, პროკურორმა მათ უთხრა, რომ ამ საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის კიდევ არაერთ პირს დააკავებენ. 

"გუშინ ვესაუბრეთ პროკურორს და თქვა, რომ იქნება დაკავებების სერია და ველოდებოდით. გუშინ არ იყო დაკავებული სხვა პირები და დღეს ველოდებოდით, რომ სხვა პირებსაც დააკავებდნენ. უმეტესად, დანაშაულის დაფარვისთვის. ვფიქრობ, მეზობლების მიერ ხელის დაფარებას შეეწირა ადამიანი,"-განაცხადა ციცი ბაბუნაშვილმა.

გარდაცვლილის კიდევ ერთი მეგობრის, როინი ჭეიშვილის თქმით, მეზობლებს მამაკაცის ხმაც შემოესმათ, თუმცა ოფიციალურად ეს ინფორმაცია არ დასტურდება. 

"როგორც მეზობლებიდან გახდა ცნობილი, გვაქვს დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ ჩხუბის დროს კაცის ხმა შემოესმათ, თუმცა ეს ჯერ არ დადასტურებულა და ვფიქრობ, რომ ამ კითხვებსაც გამოძიება გასცემს პასუხს,"- განაცხადა როინი ჭეიშვილმა. 

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ საქმეზე კიდევ 2 ადამიანი დააკავეს - გამოძიება მათ დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. შინაგან საქმეთა სამინისტროში დაკავებულების ვინაობას არ აკონკრეტებენ, თუმცა "კურიერის" ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი მეზობელია, ხოლო მეორე - ბრალდებულის მეუღლის მეგობარი. 

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა 18 ივლისს, ქუთაისში მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, 45 წლის ქალმა ურთიერთშელაპარაკების დროს მასპინძელს ცივი იარაღით, რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად, ქალი ადგილზევე გარდაიცვალა. თუმცა, მანამდე ის დახმარებას და შველას რამდენიმე წუთის განმავლობაში ითხოვდა. ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა. პოლიციის ცნობით, დაკავებული დანაშაულს აღიარებს. 

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

]]>
20-07-2020 12:45 +0400
ქუთაისში მოკლული ქალის საქმეზე 2 ადამიანი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავეს https://rustavi2.ge/ka/news/170659

ქუთაისში მომხდარი მკვლელობის საქმეზე კიდევ 2 ადამიანი დააკავეს - გამოძიება მათ დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. შინაგან საქმეთა სამინისტროში დაკავებულების ვინაობას არ აკონკრეტებენ.

"კურიერის" ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი მეზობელია, ხოლო მეორე - ბრალდებულის მეუღლის მეგობარი. 

რამდენიმე მეზობელი იხსენებს, რომ დანაშაულის ჩადენის დღეს, მათ სიახლოვეს იმყოფებოდა სწორედ ბრალდებული და საქმის დეტალებით ინტერესდებოდა.

გარდაცვლილის მეგობრები არ გამორიცხავენ, რომ საქმეზე დაკავებულების რიცხვი გაიზარდოს. 

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა 18 ივლისს, ქუთაისში მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, 45 წლის ქალმა ურთიერთშელაპარაკების დროს მასპინძელს ცივი იარაღით, რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად, ქალი ადგილზევე გარდაიცვალა. თუმცა, მანამდე ის დახმარებას და შველას რამდენიმე წუთის განმავლობაში ითხოვდა. ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა. პოლიციის ცნობით, დაკავებული დანაშაულს აღიარებს. 

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

]]>
20-07-2020 12:41 +0400
პოლიციელის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალს სავარაუდოდ დღეს ოფიციალურად წაუყენებენ https://rustavi2.ge/ka/news/170630

პოლიციელის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალს სავარაუდოდ დღეს ოფიციალურად წაუყენებენ.

შემთხვევა თბილისში გუშინ მოხდა. დაკავებულია 1992 წელს დაბადებული პირი.

გამოძიების ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების ფონზე ბრალდებულმა 32 წლის პოლიციელს ცივი იარაღით ჭრილობა ზურგში მიაყენა. დაჭრილი კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

]]>
20-07-2020 07:51 +0400
ზურაბ ზვიადაური დაჭრეს - "კურიერის" ინფორმაციით, დაპირისპირება სუფრასთან მოხდა https://rustavi2.ge/ka/news/170627

ზურაბ ზვიადაური დაჭრეს ახმეტაში. ოჯახის ახლობლები მომხდარის შესახებ არ საუბრობენ, თუმცა "კურიერის" ინფორმაცით, სუფრასთან მყოფ ზვიადაურსა და ერთ პირს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონს და ყოფილ დეპუტატს ცივი იარაღით მკერდის არეში ჭრილობა მიაყენეს; დაჭრილია მასთან ერთად მყოფი კიდევ ერთი ადამიანი.

დაპირისპირების მოტივი, სავარაუდოდ, მხარეებს შორის წარსულში მომხდარი უთანხმოებაა. დაშავებულები ახმეტის რაიონულ საავადმყოფოში არიან მოთავსებული.

მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

პოლიციამ სავარაუდო ბრალდებულის ვინაობა უკვე იცის.

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.

]]>
20-07-2020 07:30 +0400
ქუთაისში მომხდარი ახალგაზრდა ქალის მკვლელობა გახსნილია - დაკავებულია 45 წლის ქალი https://rustavi2.ge/ka/news/170626

ქუთაისში მომხდარი ახალგაზრდა ქალის მკვლელობა გახსნილია. სამართალდამცავებმა განზრახ მკვლელობისთვის 45 წლის ქალი დააკავეს. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა.

"იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტისა და ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1975 წელს დაბადებული ბ.კ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალმა მიმდინარე წლის 18 ივლისს, ქუთაისში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში, თავის მეგობართან - 1989 წელს დაბადებულ ე.ჩ.-სთან სტუმრად ყოფნის დროს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მასპინძელს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად, ე.ჩ. ადგილზე გარდაიცვალა," - ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. 

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

]]>
19-07-2020 23:50 +0400
ქუთაისში ახალგაზრდა ქალი სავარაუდოდ ცივი იარაღით მოკლეს - თავდამსხმელს პოლიცია ამ დრომდე ეძებს https://rustavi2.ge/ka/news/170584

მკვლელობა ქუთაისში - 30 წლამდე ქალს საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ყელზე ჭრილობა, სავარაუდოდ, ვიცი იარაღით მიაყენეს. მკვლელობის ოფიციალური ვერსია ამ ეტაპზე უცნობია.

როგორც "კურიერმა" გაარკვია, მოკლულმა ქალმა საცხოვრებელი ბინა დაახლოებით 2 თვის წინ იქირავა და მეგობარ გოგონასთან ერთად ცხოვრობდა. 

ხმაურზე მეზობლებმა საპატრულო პოლიცია გამოიძახეს, ადგილზე მისულმა მაშველებმა ბინის კარი შეამტვრიეს, მაგრამ ქალი უკვე დაღუპული დახვდათ.

თავდამსხმელმა მიმალვა მოასწრო, მას პოლიცია ამ დრომდე ეძებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

ავტორი: მირიან გორგოძე

 

]]>
19-07-2020 12:11 +0400
გორში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად დაჭრილი 2 პირის მდგომარეობა მძიმეა https://rustavi2.ge/ka/news/170517

გორში, ქალაქის გარეუბანში გუშინ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 2 ადამიანი დაჭრეს. შემთხვევა მჭიდროდ დასახლებულ უბანში, ხუთსართულიანი სახლის ეზოში იმ დროს მოხდა, როცა დაზარალებული, ბავშვს ასეირნებდა და ირგვლივ სხვებიც თამაშობდნენ.

შემთხვევის ადგილთან მდებარეობს ატრაქციონები და ასევე, სპორტული მოედანი.

ადგილობრივების თქმით მათ დაინახეს, რომ სროლა მიზანმიმართულად განხორციელდა.

რეანიმატოლოგის განცხადებით, კლინიკაში შეყვანილი 2 პირიდან ერთს, მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა და ის მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს, მეორე პაციენტს კი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა მუხლის მიდამოში აღენიშნებოდა, ამ ეტაპზე მისი მდგომარეობაც მძიმეა. 

დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. "კურიერის" ინფორმაციით, ეს იყო ორმხრივი დაპირისპირება, რა დროსაც სულ 6-ჯერ გაისროლეს.

 

]]>
18-07-2020 12:14 +0400
დაკითხვების სერია შაქარაშვილის საქმეზე გრძელდება - გამოძიება ამჟამად ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის სოციალური ქსელით დაინტერესდა https://rustavi2.ge/ka/news/170496

შაქარაშვილის საქმეზე დასრულებული ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ უკვე 4 დღეა შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმის ფიგურანტების გამოკითხვას განაგრძობს.

იაკობ ბრეგვაძე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში 3 საათის განმავლობაში იკითხებოდა. გამოძიება ფოტოგრაფის სოციალური ქსელით დაინტერესდა, სწორედ ბრეგვაძე იყო ერთ-ერთი, რომელიც საბედისწერო ღამეს შაქარაშვილს ახლდა და დანგრეულ შენობაში იმალებოდა. გამოკითხვის დასრულების შემდეგ კომენტარი მედიასთან მხოლოდ მისმა უფლებადამცველმა გააკეთა.

სწორედ 112-ში შესული ზარების მიხედვით დამატებითი მნიშვნელოვანი გარემოებების დადგენას ცდილობს გამოძიება, რომელმაც უწყებას მიმართა და 18 და 19 ივნისის სატელეფონო ამონაწერები მოსთხოვა. საქმის მე-18 ტომში შინაგან საქმეთა სამინისტროს შუამდგომლობა დევს, რომელიც მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილს ეკუთვნის.

შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს მისული იყო წვეულებაზე მყოფი კიდევ რამდენიმე პირი. ბარბარე ურიდიას, ლუკა ბეჟანიშვილის და არასრულწლოვანი ლ.ქ-ს მესენჯერი და ინსტაგრამ გვერდები საქმის გამომძიებელმა დაათვალიერა.

შეკითხვები 18 ივნისის ღამესთან დაკავშირებით მოწმეებთან, ბრალდებულების ადვოკატებსაც აქვთ.არჩილ გაგნიძისა და ვასილ მახარაძის უფლებადამცველები დღეს გურამ ამირხანაშვილს, ვახტანგ ახვლედიანს, იაკობ ბრეგვაძეს, გიორგი ქათამაძესა და კონსტანტინე ღიბრაძეს თავიანთ საადვოკატო ბიუროში იბარებდნენ.

ლექსო კობაიძე ამბობს, რომ ურთიერთგამომრიცხავი გარემოებებსა და გაჩენილ კითხვებს მოწმეებთან თავად დააზუსტებს, თუმცა 5-ვე მათგანს უფლება აქვს სურვილის არქონის შემთხვევაში გაჩუმდეს და გამოკითხვაზე უარი თქვას.

]]>
17-07-2020 21:17 +0400
ახალი დეტალები - ფეხბურთელის მკვლელობის საქმეზე, ჩვენებების მიხედვით საბრალდებო სკამზე შესაძლოა სამი პირი აღმოჩნდეს https://rustavi2.ge/ka/news/170493

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ამ დრომდე ბურუსით მოცული საქმე - "კურიერმა" საქმის 18 ტომი შეისწავლა და 6 მოწმის ჩვენების მიხედვით საბედისწერო ღამე აღადგინა. აღმოაჩინა, რომ მთავარ კითხვაზე პასუხს თავად ბრალდებულები ამბობენ. 

"ტოიოტა ქამრის" მგზავრები - არჩილ გაგნიძე, ვასილ მახარაძე, ნიკოლოზ რევაზიშვილი, ვახო ჩიქოვანი, აკაკი ქვრივიშვილი და ერთი არასრულწლოვანი, გამოძიებასთან დეტალურად იხსენებენ შემთხვევის ადგილას გადაადგილების ტრაექტორიას.

ჩვენებებიდან იკვეთება იმ პირის სახელი და გვარი, რომელმაც მოკლული გიორგი შაქარაშვილი არაგვის ხიდის ქვეშ ასფალტიან ვიწრო გზაზე ბოლოჯერ ნახა და ეს ვახტან ჩიქოვანია.

არასრულწლოვანი ბრალდებული ჩვენებაში ამბობს, რომ სწორედ ჩიქოვანისგან შეიტყო ფეხბურთელის გაუჩინარების ამბავი.

ამავე ჩვენების მიხედვით, ირკვევა, რომ ვიდრე "ტოიოტას" მარკის ავტომობილით ვასილ მახარაძე, ნიკოლოზ რევაზიშვილთან და კიდევ ერთი არასრულწლოვანთან ერთად მაგისტრალზე შემოტრიალდებოდა, ამ დროის განმავლობაში შემთხვევის ადგილზე გაქცეულების კვალდაკვალ აკაკი ქვრივიშვილი, ვახტანგ ჩიქოვანი და აჩიკო გაგნიძე დარჩნენ.

იმ სამი პირისგან ვისაც არასრულწლოვანი ასახელებს, რომ ხიდის ქვეშ ჩაირბინეს, ერთ-ერთი აჩიკო გაგნიძე - მორაგბე ჩვენებაში ყვება, რომ ბრალდებულებიდან ორი მის წინ მირბოდა, ორი კი მის უკან. მისივე მონათხრობით, ოთხივე - "ტოიოტა ქამრის" უკანა სავარძლის მგზავრები იყვნენ, გამოდის, რომ მდევრებს შორის არ იყო მორაგბე ვასილ მახარაძე, რომელიც ავტომანქანა მართავდა. მორაგბე გაგნიძის ჩვენება ნაწილობრივ ემთხვევა, არასრულწოვანის ჩვენებას, თუმცა ის გამოძიებასთან გვარებს არ აკონკრეტებს.

სავარაუდოდ, ორი ახალგაზრდა, რომელზედაც მორაგბე გაგნიძე საუბრობს, არასრულწლვანის მონათხრობის მიხედვით ქვრივიშვილი და ჩიქოვანი იყვნენ, თავის მხრივ არც ქვრივიშვილი უარყოფს, რომ ის ერთ-ერთი იყო ვინც შაქარაშვილს და მის თანმხლებ ახალგაზრდებს სდია.

მესამე პირი, რომელიც სავარაუდოდ, მათ შორის იყო, ვინც შაქარაშვილს სდია და ვისზეც არასრულწლოვანი ჩვენებაშიც ყვება, რომ სწორედ მან ნახა შაქარაშვილი რა მიმართულებით  წავიდა - ვახტანგ ჩიქოვანია, თავად ჩიქოვანი მომხდარზე ყველაზე ცოტას და ზედაპირულად საუბრობს, ის შაქარაშვილის საქმის ბრალდებული და ამავდროულად, დაზარალებულია. ჩიქოვანი ერთ-ერთია იმ პირებს შორის, ვინც ანი გაბეჩავას დაბადების დღეზე დაუპატიჟებლად მეგობრებთან ერთად მივიდა და დაპირისპირება გამოიწვია.

სწორედ ჩიქოვანია თბილისიდან ნაძალადეველების მცხეთაში ჩაყვანისა და შურისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი. მისი მეგობრების ჩვენებებით დადგინა ისიც, რომ ის არა მცხეთაში დარჩენილ ნაძალადეველებს, არამედ იმ ახალგაზრდებს ეძებდა, ვისთანაც აგარაკზე ჩხუბი მოუვიდა.

"ტოიოტა ქამრის" მძღოლი და მორაგბე ვასილ მახარაძეს, უბნელებისგან ოდნავ განსხვავებული ჩვენება აქვს და ისტორიას სრულად არ ყვება. ის კონფლიქტს თანმიმდევრულად, თუმცა სხვა ჩვენებებისგან განსხვავებულ არასრულ სურათს აღწერს. ამბობს, რომ ახალგაზრდებს ცენტრალურ მაგისტრალზე აჩიკო გაგნიძე, ნიკოლოზ რევაზიშვილი და ვახო ჩიქოვანის ერთი მეგობარი მისდევდნენ.

ავტობანიდან მანქანის მობრუნების შემდეგ მახარაძე, მხოლოდ გურამ ამირხანაშვილის პოვნის ფაქტს ყვება და არ აზუსტებს ვინ იყო ის სამი პირი, რომელიც შაქარაშვილის დევნის შემდეგ ტრასაზე ამობრუნდნენ და მანქანში ჩასხდნენ.

ის, რომ შაქარაშვილსა და ვახო ახვლედიანს "ტიოიტას" მგზავრებიდან სამი პირი გაეკიდა - ამას ნიკოლოზ რევაზიშვილის ჩვენებაც ადასტურებს. 

ჩვენებების დეტალური შესწავლისა და "ტოიტა ქამრის" მგზავრების მონათხრობების მიხედვით - "კურიერმა" აღადგინა არაგვის ხევში მომხდარი ბოლო საბედისწერო ეპიზოდი და დაადგინა რომ შაქარაშვილს 6 იდან სავარაუდოდ სამი პირი მისდევდა და ისინი "კურიერის" ვერსიით თავგატეხილი ვახტანგ ჩიქოვანი, მორაგბე არჩილ გაგნიძე და აკაკი ქვრივიშვილი იყვნენ.

არ არის გამორიცხული ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარე საქმეში ბრალი სწორედ მათ დაუმძიმდეთ.

რა დროის განმავლობაში გაგრძელდა გიორგი შაქარაშვილის, გიორგი ქათამაძის, გურამ ამირხანაშვილისა და ვახო ახვლედიანის დევნა, უცნობია. გამოძიება ზუსტ დროს ჯერ ვერ აკონკრეტებს. სატელეფონო ანძების ამონაწერით დგინდება, რომ ვახო ჩიქოვანი დაპირისპირების წუთებში მის მეგობარ ნიკა ჟვანიას ურეკავდა, რომელიც ხელკეტით მერსედესის მარკის ავტომობილში იმყოფებოდა.

მერსედესი აგარაკიდან თორმეტ საათსა და 44 წუთზე გამოვიდა, რა დროსაც გამორიცხული არ არის ისინი მეგობრების დასახმარებლად ხიდის ქვეშ ჩასულიყვნენ, თუმცა ეს წერტილი სათვალთვალო კამერების არეალს ცდება.

]]>
17-07-2020 21:11 +0400
შეიარაღებული დაპირისპირება გორში - დაჭრილია 2 პირი https://rustavi2.ge/ka/news/170492

ცოტა ხნის წინ  გორში სროლის ხმა ისმოდა. "რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, დაჭრილია 2 პირი. მათ დაზიანებები ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად მიადგათ. 

შემთხვევა ქალაქის გარეუბანში, მჭიდროდ დასახლებულ უბანში, 5 სართულიანი სახლის ეზოში იმ დროს მოხდა, როცა დაზარალებული ბავშვს ასეირნებდა და ირგვლივ თამაშობდნენ სხვებიც. შემთხვევის ადგილთან მდებარეობს ატრაქციონები მცირეწლოვანთათვის და ასევე სპორტული მოედანი. 

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაჭრილები გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანა.

უცნობია რა გახდა კრიმინალური შემთხვევის მიზეზი. მომხდარზე მეზობლები არ საუბრობენ. შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში სამართალდამცველები მუშაობენ.

]]>
17-07-2020 20:03 +0400
ნახევარ მილიონამდე ლარის ღირებულების ნარკოტიკი - თბილისში დაკავებულ ცოლ-ქმარს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში უვადო პატიმრობა ემუქრება https://rustavi2.ge/ka/news/170410

კორპუსის კიბის ქვედა ნაწილი ის ადგილია სადაც ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ცოლ-ქმარი ე.წ კლუბურ ნარკოტიკს გასაყიდად დებდა. დანაშაულებრივი სქემის მიხედვით ნარკოტიკული საშუალების ონლაინ მყიდველს თანხის სასურველ ანგარიშზე გადარიცხვის შემდეგ, შეძენილი ნარკოტიკი დაფასოებული და სპეციალურ ცელოფანში შეკრული, გურამიშვილის გამზირზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს კიბის ქვეშ ხვდებოდა.

ირკვევა, რომ დაკავებულები ნივთიერების რეალიზებას ონლაინ მაღაზიებითა და სოციალური ქსელის - ტელეგრამის მეშვეობით ახორციელებდნენ. დაკავებულებს ბრალად განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების შეძენა შენახვა ედებათ.

4200 აბი ე.წ. კლუბური ნარკოტიკი: ექსტაზი, მდმა, ჰაშიში და მარიხუანა, ასევე დიდი ოდენობით ნაღდი ფული: 7 200 აშშ დოლარი, 3 520 ევრო, 376 200 რუსული რუბლი, 585 თურქული ლირა და 200 ლარი. ეს იმ ამოღებული თანხებისა და ნივთიერებების ჩამონათვალია, რომელიც საგამოძიებო უწყებამ 2 ივლისს ცოლ-ქმრის დაკავების ოპერაციის დროს საცხოვრებელი სახლიდან ამოიღო. ამოღებული ნარკოტიკული საშუალება "შავ ბაზარზე" ნახევარ მილიონ ლარს შეადგენს, უწყებამ აღნიშნულს უპრეცედენტო რაოდენობა უწოდა.

აღიარებენ, თუ არა მძიმე ბრალდებას დაკავებულები უცნობია. უფლებადამცველი ინგა შარაშენიძე დღეს "კურიერთან" დაცვის ქვეშ მყოფების ინტერესებიდან გამომდინარე საქმის დეტალებზე ვერ საუბრობს.

გამოძიება გრძელდება. სავარაუდოდ მალე ცოლ-ქმარს აღნიშნული მძიმე ბრალდება განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის მუხლები კიდევ დაუზუსტდებათ და გასაღება-რეალიზების კვალიფიკაციაც დაემატება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ოჯახს უვადო პატიმრობა ემუქრება.

]]>
16-07-2020 21:55 +0400
სროლა აღმაშენებლის 106 ნომერში - დაჭრილია 60 წლის მამაკაცი https://rustavi2.ge/ka/news/170388

სროლა აღმაშენებლის 106 ნომერში - "რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, დაჭრილია 60 წლის მამაკაცი.

ადგილობრივებმა, დაახლოებით 1 საათის წინ, გასროლის ხმა გაიგეს, თუმცა შემთხვევის დეტალები ჯერჯერობით უცნობია. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა. დაჭრილი თბილისის ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი. 

როგორც "კურიერს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს მომხდარზე გამოძიება 115-ე და 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

 

]]>
16-07-2020 18:20 +0400
ონლაინ ტოტალიზატორისა და კაზინოს მომხმარებელთა ბარათებიდან თანხის დაუფლება - შსს-მ 5 პირი დააკავა https://rustavi2.ge/ka/news/170233

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისსა და ბათუმში, 5 პირი: 1994 წელს დაბადებული ა.კ., 1995 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი თ.პ, 1974 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ.მ., 1975 წელს დაბადებული კ.მ. და 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ჯ. დააკავეს. ასევე, დაუსწრებლად პასუხისგებაში იქნა მიცემული რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1982 წელს დაბადებული მ.მ. მათ ორგანიზებული ჯგუფის მიერ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევასა და დიდი ოდენობით თანხების ფარულად დაუფლებაში ედებათ ბრალი. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ რუსეთის მოქალაქე მ.მ.-მ და ა.კ.-მ უნებართვოდ შეაღწიეს ონლაინ ტოტალიზატორისა და კაზინოს მომხმარებელთა ვებ-გვერდებზე და მათზე მიბმული საბანკო პლასტიკური ბარათებიდან ფარულად დაეუფლნენ 23 მოქალაქის კუთვნილ თანხებს. უკანონოდ დაუფლებული თანხების განაღდებაში კი მათ მ.მ., კ.მ., თ.პ. და გ.ჯ. ეხმარებოდნენ. მოქალაქეთათვის მიყენებული ზიანის ოდენობამ, ჯამში, 72 000 ლარი შეადგინა.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე და 284-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ქურდობას და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას გულისხმობს. დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

]]>
15-07-2020 10:45 +0400
ჩვილის განზრახ მკვლელობის მუხლით ზუგდიდში ქალი დააკავეს https://rustavi2.ge/ka/news/170204

ზუგდიდში ჩვილის განზრახ მკვლელობის მუხლით ქალი დააკავეს. ახალგაზრდა ქალი სამართალდამცავებმა საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან რამდენიმე დღის წინ აიყვანეს.

დაკავებულის მამის ინფორმაციით, ქალი ნაქირავებ ბინაში ზუგდიდში ცხოვრობდა, ოჯახს კი მისი ორსულობის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა და ფაქტის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ გაიგეს, რაც პოლიციამ მათი შვილი აიყვანა.

ოჯახი დეტალების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს, მათ არ იციან როდის და სად იმშობიარა მათმა შვილმა, არც ის იციან, იყო თუ არა გარდაცვლილი ბავშვი, როცა ის დაიბადა, შემდეგ კი, სავარაუდოდ, ბავშვის მამას დაამარხინა.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ქალი მშობიარობის შემდგომი ძლიერი სისხლდენით ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში შეიყვანეს, თუმცა საავადმყოფოში ამბობენ, რომ საკითხის დელიკატურობიდან გამომდინარე, კომენტარს ვერ გააკეთებენ.

მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 112-ე, ჩვილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

]]>
14-07-2020 23:30 +0400
ახვლედიანის ოჯახი ადასტურებს, რომ არაგვის ხიდზე 5 ბიჭს ნაძალადეველები რკინის ხელკეტებით გაუსწორდნენ - რა წერილი მიიღო "რუსთავი 2-მა" https://rustavi2.ge/ka/news/170186

"შუბლგატეხილმა, სისხლიანმა, შოკურ მდგომარებაში მყოფმა ვახომ მეგობრებს დაურეკა და თბილისამდე მისი და მისი მეგობრის ჩაყვანას ორგანიზება გაუწია" - ასე უპასუხა "კურიერის" კითხვებს ვახო ახვლედიანის ოჯახმა. წერილი "რუსთავი 2-ში" დღის ბოლოს მოვიდა. დაზარალებულის ოჯახი ადასტურებს, რომ ხიდზე 5 ბიჭს ნაძალადეველები რკინის ხელკეტებით დაუპირისპირდნენ. მათივე განცხადებით ირკვევა ისიც, რომ ახვლედიანზე ბრალდებულების ადვოკატების ინტერპრეტირებული კომენტარებით ზეწოლა ხორციელდება. ოჯახის განცხადებით, ვახო ახვლედიანი გამოძიებასთან თანამშრომლობს.

"კურიერმა" გაარკვია,რომ შაქარაშვილის საქმეზე კომპლექსური ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით საგამოძიებო უწყებამ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს უკვე მიმართა. ექსპერტიზამ, ამჯერად, უნდა დაადგინოს, ფიქსირდება თუ არა გარდაცვლილი ფეხბურთელის სხეულზე და მის ნივთებზე დაკავებული პირების დნმ-ის ნიმუშები. 19 ივნისის ღამის დეტალების შესწავლას იწყებს სახალხო დამცველიც. პროკურატურა მზადაა, ლომჯარიას აპარატს საქმის მასალები სრულად გადასცეს. ლომჯარია უკვე შეხვდა გარდაცვლილი ფეხბურთელის ოჯახს და მათი პოზიციები მოისმინა.

სახალხო დამცველის წარმომადგენლები საქმეზე დაკავებულ პირებსაც შეხვდნენ. ომბუდსმენის ინფორმაციით, ბრალდებულების ნაწილი სავარაუდო ზემოქმედების მცდელობაზე საუბრობს, თუმცა, კონკრეტულად ვისი მხრიდან ხორციელდება ზემოქმედება, უცნობია, ომბუდსმენი ამ დეტალებს არ ასაჯაროვებს.

შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ყოველდღიურად მიმდინარეობს იმ პირების გამოკითხვა, ვინც, შესაძლოა, საქმესთან დაკავშირებით რაიმე დამატებით ინფორმაციას ფლობდეს. საქმეში არსებული ჩვენებებით დასტურდება, რომ "მერსედესისა" და "ტოიოტა ქამრის" გარდა თბილისიდან მცხეთაში კიდევ ორი ავტომობილი გაემგზავრა. ავტომობილში 5 მგზავრი იჯდა. მათი ჩვენებების მიხედვით, ვერცერთმა ადგილამდე მისვლა ვერ შეძლო და თბილისში გამობრუნდა.

გიგა ბუცხრიკიძე ერთ-ერთია იმ პირთა შორის, ვინც ნაძალადევიდან არასრულწლოვანი გ.მ-ს წამოსაყვანად არაგვის ხიდისკენ თბილისიდან გაემართა. მიუხედავად, იმისა რომ ის ჩვენებებში რამდენჯერმე არის ნახსენები, მხოლოდ გუშინ გამოიკითხა. საქმეში დევს მისი სატელეფონო საუბრებიც. მისი ადვოკატი დღეს ამტკიცებს, რომ ბუცხრიკიძეს საქმესთან შემხებლობა არ აქვს. ადვოკატი ამობობს, რომ მან და მის მეგობრებმა არ იცოდნენ, რომ მცხეთაში ნაძალადეველები ჯამში 4 მანქანით გაემგზავრნენ, ამ დრომდე უპასუხოა კითხვა, რატომ წავიდა 2 ახალგაზრდის წამოსაყვანად ამდენი პირი.

კვლავ ბუნდოვანია "მერსედესის" ავტომობილის საკითხი. საქმის მასალებით ირკვევა, რომ მანქანაში მყოფი 2 არასრულწლოვანი ნ.ქ და ლ.შ თბილისში გამვლელი მანქანით - "ტოიოტა პრიუსით", გვიან ღამით, დაპირისპირებიდან რამდენიმე საათში დაბრუნდნენ. ამ გარემოებამ კიდევ ერთხელ გააჩინა კითხვა - იყვნენ თუ არა "მერსედესის" მგზავრები ხიდის ქვეშ, მაშინ, როდესაც, ჩვენებების მიხედვით მათ პირველი დაპირისპირების შემდეგ ტერიტორია დატოვეს.

გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4 დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა მდინარე არაგვში 22 ივნისს იპოვეს. გამოძიება ფეხბურთელის გარდაცვალების ფაქტზე 4 - თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. საქმეზე დაკავებულია 17 პირი, მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული. ისინი ბრალს არ აღიარებენ.

 

ავტორი : სალომე უერთაშვილი

]]>
14-07-2020 21:38 +0400
იყო თუ არა ავტომობილი გატაცებული, რომლის ავარიაც ონში მსხვერპლით დასრულდა - სავარაუდო დანაშაულში მონაწილეს მძიმე დაზიანებები აქვს და ჯერ ჩვენება არ მიუცია https://rustavi2.ge/ka/news/170187

ონში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებული გამოძიება ამჟამად ყველაზე მეტად 29 წლის ლუკა ჭუმბაშვილით არის დაინტერესებული, რომელიც ამ დროისთვის საავადმყოფოში მკურნალობს.

"კურიერის" ინფორმაციით, ახალგაზრდამ, თანამზრახველთან ერთად, "მერსედესის" მარკის ავტომობილი გაიტაცა და ონის მიმართულებით მოძრაობდა. ის ახლა ქუთაისის საავადმყოფოში მძიმე დაზიანებებით მკურნალობს. მისი ჰოსპიტალიზაცია მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც, სავარაუდოდ, გატაცებული ავტომობილით ავარიაში მოჰყვა, მისი თანხმლები ჯუმბერ ჩიხლაძე კი ადგილზევე დაიღუპა.

გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახმა არ იცის, რეალურად რა მოხდა გუშინ ონის ცენტრში. ფიქრობენ, რომ ფატალური შედეგი უბედურ შემთხვევას უკავშირდება. გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ქალაქში დემეტრე მეფის ქუჩაზე, ეზოში შევარდა. მძღოლმა, რომელიც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო, საჭე ვერ დაემორჩილა და დაეჯახა საპირისპიროდ მოძრავ ავტომობილს, რომლის სამი მგზავრიც მძიმედ დაშავდა.

დაშავებულებს შორისაა კარლო ლაფერაძე, რომელიც თბილისის მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი და წიაღის ეროვნული სააგენტოს მოქმედი უფროსის მოადგილეა. ის შემთხვევის დროს ყველაზე მეტად დაშავდა. კარლო ლაფერაძე ამ ტერიტორიაზე მეუღლესთან და მეგობართან ერთად საკუთარი ავტომობილით გადაადგილდებოდა.

ავტომობილი, რომელიც "კურიერის" ინფორმაციით, გაიტაცეს, ზურაბ ზახარაშვილის მფლობელობაშია. ის ამ საქმის მთავარი მოწმეა, რომელმაც დღეს "კურიერთან" საუბარი არ ისურვა. მისი ახლობლები კი აღნიშნავენ, რომ მანქანის სავარაუდო გატაცებასთან დაკავშირებით ზახარაშვილმა გუშინ თავად თქვა

დანაშაულზე, რომელიც ტრაგედიით დასრულდა, შინაგან საქმეთა სამინისტრო გატაცების ფაქტს ჯერ არ ადასტურებს. თუმცა არ არის გამორიცხული, რომ გამოძიების ოფიციალური პოზიცია შეიცვალოს. ეს დამოკიდებულია სავარაუდო დანაშაულში მონაწილე ჭუმბაშვილის ჩვენებაზეც.

]]>
14-07-2020 21:31 +0400
ბრუკლინში სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა https://rustavi2.ge/ka/news/170178

ბრუკლინში სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა. ცეცხლი მოძრავი ავტომობილიდან უმისამართოდ გახსნეს.

ინციდენტი საღამოს საათებში მოხდა. დაშავებულები 19-დან 23-წლამდე ახალგაზრდები არიან. მათი მდგომარეობა მძიმეა.

სამართალდამცველები ეჭვმიტანილს ამ დრომდე ეძებენ.

]]>
14-07-2020 18:45 +0400
თელავში 37 წლის მამაკაცი დაჭრეს https://rustavi2.ge/ka/news/170110

თელავში 37 წლის მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა დავით რექტორის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გვიან ღამით მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ მამაკაცებს შორის თავდაპირველად სიტყვიერი დაპირისპირება იყო, რის შემდეგაც სახლის პატრონმა სტუმარს კისრის არეში ბასრი საგნით მიაყენა დაზიანებები.

დაზარალებული თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული. ექიმის თქმით, მისი მდგომარეობა სტაბილურია.

პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები ადგილზე გვიანობამდე მუშაობდნენ. გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მუხლით დაიწყო.

]]>
14-07-2020 09:01 +0400
ბათუმში გვიან ღამით ერთ-ერთ კლუბში ორი პირი დაჭრეს https://rustavi2.ge/ka/news/170058

ბათუმში გვიან ღამით ერთ-ერთ კლუბში ორი პირი დაჭრეს.

დაჭრილები კლინიკა "მედცენტრში" არიან მოთავსებულები. ორივე პაციენტს ჩაუტარდა ოპერაცია.
მედიკოსების ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

22 წლის ახალგაზრდას ჭრილობა გულმკერდისა და მუცლის არეში აქვს მიყენებული, მეორეს კი იდაყვისა და ბარძაყის არეში.

დაჭრილების ოჯახის წევრებმა კამერებთან საუბარი არ ისურვეს. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.

ახალგაზრდები ანბანის კოშკის მიმდებარედ ერთ-ერთ კლუბში იმყოფებოდნენ, დაპირისპირება კი კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე დაახლოებით გამთენიის 5 საათზე მოხდა.

შსს ინფორმაციით, დამნაშავეები ცხელ კვალზე დააკავეს. მომხდარზე გამოძიება სსკ 117-ე მუხლით დაიწყო.

]]>
13-07-2020 13:47 +0400
ახალი დეტალები გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე და ვიდეო კადრები, რომელიც "კურიერმა" მოიპოვა​ https://rustavi2.ge/ka/news/170042

გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ის 10 დღიანი ვადა ამოეწურა, რომელიც უწყებას პროკურატურამ მისცა. ამ დროის განმავლობაში მცხეთის პოლიციას ხელახლა და მკაცრად უნდა გამოეკითხა ყველა, ვინც 18 ივნისის დაპირისპირებაში და ნარეკვავის დასახლებაში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობდა.

განსაკუთრებული აქცენტი უნდა გაკეთებულიყო საეჭვო მოწმეებზე, რომლებიც გამოძიებისთვის ჯერ კიდევ დაუდგენელი მიზეზით ჩვენებებს ცვლიან. ამას გარდა დაზარალებული ოჯახი დამატებით ჩატარებული ექსპერტიზების შედეგებს ელოდება, რომლის მიხედვითაც უფრო მკაფიო გახდება - ვინ აედევნა გიორგი შაქარაშვილს, ვინ სცემა და ვინ მიიყვანა ახალგაზრდა ფეხბურთელი სიკვდილამდე.

საქმესთან დაკავშირებით თითქმის ყოველდღე დამატებითი, ახალი დეტალები ხდება ცნობილი. მაგალითად, მე-17 ტომში არის ანძების ჩანაწერები, საიდანაც ირკვევა, რომ დაპირისპირების მონაწილე პირები უკავშირდებიან თბილისში, ნაძალადეველ ადამიანებს, ვისი დახმარების იმედიც აქვთ და სთხოვენ, რომ არაგვის ხევის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩავიდნენ და ადგილიდან წაიყვანონ.

პირები, რომლებსაც ისინი უკავშირდებიან პირველ ეტაპზევე გამოიკითხნენ, მათ ინფორმაცია დაპირისპირებასთან დაკავშირებით ჰქონდათ, მაგრამ უშუალოდ დაპირისპირებაში არ მონაწილეობდნენ.

ყველა მათგანი საკუთარ ჩვენებაში ჰყვება, რომ არაგვის მიმართულებით დაიძრნენ, იმ ტერიტორიაზე, სადაც დაპირისპირება მოხდა, თუმცა გარკვეული მიზეზების შემდეგ ყველა მათგანი საგურამოდან თბილისისკენ დაბრუნდა, შესაბამისად უშუალოდ დაპირისპირებასთან მათ შემხებლობა არ ჰქონიათ.

გარდა ამისა, "კურიერმა" ვიდეო კადრები მოიპოვა, რომელზე დაყრდნობითაც ეჭვი ჩნდება, რომ შესაძლებელია აღნიშნული პირები სწორედ "მერსედესისა" და "ტოიოტას" ავტომანქანით მისულიყვნენ იმ ტერიტორიის სიახლოვეს, სადაც დაპირისპირება მოხდა. ეს ჩანს ვიდეო კადრებშიც და ცნობილია ასევე ისიც, რომ პირები, რომლებსაც დაპირისპირებაში მონაწილე ადამიანები უკავშირდებოდნენ, სწორედ "მერსედესისა" და "ტოიოტას" ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ.

რატი ტუსიაშვილის ჩვენება: (ნაძალადევი)

"ნიკა ხეჩოშვილმა მითხრა, ვიყავი საგურამოშიო და ვიჩხუბე დაბადების დღეზეო, ვისთან იჩხუბა ან ვისი დაბადების დღე იყო, არ ვიცი. ნიკა ხეჩოშვილს სახეზე ჰქონდა მცირე დაზიანებები, რომელიც მოვაბანინე წყლით. ამის შემდეგ ჩემი მეგობრის "ტოიოტას" ავტომანქანით ხეჩოშვილი ჩამოვსვი მე-11 საშუალო სკოლასთან. იმავე ღამით, უკვე 19 ივნისს მე ჩემი კუთვნილი ავტომობილით "მერსედესის" მარკით მარტო წამოვედი თბილისიდან საგურამოს მიმართულებით, საგურამოსთან დავატრიალე ავტომანქანა და გავბრუნდი უკან თბილისში. ვიყავი მარტო."

გიგა ჭანტურიას ჩვენება:

"სანამ უბანში მივიდოდი, მე შევიარე ჩემს ძველ საცხოვრებელ ეზოში, შემხვდნენ ჩემი ნაცნობები, ვინმე ყაველაშვილი და ვინმე აგო. საუბრისას მათ მითხრეს, რომ მცხეთაში უნდოდათ წასვლა, მე მათ შევთავაზე, რომ თუ შორს არ აპირებდნენ წასვლას, წავიყვანდი. ყაველაშვილმა მთხოვა, რომ ჩემი მობილური ტელეფონით ესარგებლა, რაზეც დავთანხმდი. ყაველაშვილმა დაურეკა ვიღაც ჩემთვის უცნობ პიროვნებას და სთხოვა მანქანით დახვედროდა და ენახებინა ის ადგილი, სადაც მივდიოდით. როგორც ყაველაშვილმა და აგომ საუბარში განმიმარტეს, ვიღაც მათ ნაცნობებს კონფლიქტი მოუვიდათ მცხეთაში და იქ უნდა მივსულიყავით. ამ დროს ჩვენ მივდიოდით მცხეთის მიმართულებით, ამ პერიოდში აგოს დაურეკა დედამისმა და სთხოვა, რომ ცუდად იყო და მალე მისულიყო. როდესაც მივუახლოვდით ჯვრის მონასტრის ქვედა ტერიტორიას, ყაველაშვილს დაურეკა ვიღაც პიროვნებამ და საუბრის დასრულებისას მითხრა, რომ უკან მივბრუნებულიყავით."

ბესიკ გობეჯიშვილის ჩვენება:

"გავიგე, რომ გიორგი მერაბიშვილს დაურეკავს ვიღაცისთვის და უთქვამს, რომ მის წამოსაყვანად წასულიყვნენ. მე ჩემი მეგობრის ავტომანქანით წავედი მერაბიშვილის წამოსაყვანად საგურამოს მიმართულებით, გავაჩერე ბენზინგასამართ სადგურთან დიღმის გზაზე, ამის შემდეგ გადავუხვიეთ ნატახტართან. ავედით ნატახტარში მდებარე რესტორან "იმერულ ეზოსთან" და დავპარკინგდით, რადგან არ ვიცოდით სად მივდიოდით და ველოდებოდით ზარს. ამ დროს მანქანაში მყოფ ერთ პირს დაურეკეს და უთხრეს, რომ გიორგი მერაბიშვილი მიდიოდა უკვე თბილისის მიმართულებით. ამის შემდეგ მე და ჩემს ავტომანქანაში მყოფი პირები წავედით თბილისში."

საქმის მასალებიდან ცნობილი ხდება, რომ დამატებით არიან ადამიანები, რომლებსაც დაპირისპირებასთან დაკავშირებით ინფორმაცია ჰქონდათ და ასევე ადამიანები, რომლებიც უშუალოდ არაგვის ტერიტორიაზე ჩავიდნენ, რათა დაპირისპირების მონაწილეები ტერიტორიიდან წამოეყვანათ.

მსგავს სატელეფონო ზარს ახორციელებენ საბურთალოელებიც. მათთან მიდის მათი მეგობარი, რომელსაც ადგილიდან დაპირისპირების მონაწილეები მოჰყავს. ამავდროულად, ჩვენებით ცნობილი ხდება, რომ ისინი დაკარგულ გურამ ამირხანაშვილს და ასევე გიორგი შაქარაშვილს ეძებენ, თუმცა ტერიტორიაზე ვერ პოულობენ და თბილისში ბრუნდებიან.

გუგა მაჭავარიანის ჩვენება (საბურთალო):

"ჩვენ ჩვენი უბნელების ორი მანქანით წავედით ქათამაძის და ახვლედიანის წამოსაყვანად და როდესაც მივედით დანიშნულების ადგილზე, ჩვენ დაძახებაზე ჩვენი მეგობრები საავტომობილო გზაზე იქვე არსებული ბუჩქებიდან გამოვიდნენ, ხოლო მათთან არ იყო ის ორი პირი, ვინც ჩვენ ანას დაბადების დღეზე გავიცანით. ამის შემდეგ ჩვენ იმ ადგილებში დავძებნეთ ის ორი პიროვნება, მაგრამ ვერ ვნახეთ, რის შემდეგაც წამოვიყვანეთ ქათამაძე და ახვლედიანი და დავბრუნდით თბილისში."

კიდევ ერთი დეტალი, რომელიც "კურიერისთვის" ხდება ცნობილი - დაახლოებით 2 საათსა და 44-45 წუთზე ვიდეო კადრებით დასტურდება, რომ იმ სახლში, სადაც წვეულება მიმდინარეობდა, ჩადის ავტომანქანა, თუმცა ის ცენტრალურ გზას არ იყენებს და ტერიტორიაზე ნარაკვევის მხრიდან მიდის. კონკრეტულად ვინ მიდის ტერიტორიაზე - უცნობია. "კურიერისთვის" ცნობილია, რომ ამ დროს სახლში წვეულების არც ერთი მონაწილე არ იმყოფებოდა.

ავტორი: სალომე უერთაშვილი

]]>
13-07-2020 12:10 +0400
5 საათიანი სპეცოპერაცია ზუგდიდში – კრიმინალურმა პოლიციამ ქალაქის ცენტრში "ტყის ძმების" მეთაურის დავით შენგელიას შვილი დააკავა https://rustavi2.ge/ka/news/170009

"ტყის ძმების" მეთაურის დავით შენგელიას შვილი, დავით შენგელია დღეს სამართალდამცველებმა მაშინ დააკავეს, როდესაც ის საცხოვრებელი კორპუსიდან გამოვიდა და ავტომობილისკენ მიდიოდა.

სპეცოპერაცია დღის პირველ ნახევარში დაიწყო და დაახლოებით 5 საათი გაგრძელდა. ზუგდიდში, დადიანის ქუჩაზე დაახლოებით პირველი საათისთვის საპატრულო პოლიციასთან ერთად კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები და სპეცდანიშნულების რაზმი იყო მობილიზებული.

სამართალდამცველებმა ჯერ დაკავებულის ავტომობილი გაჩხრიკეს, შემდეგ დალუქეს და მოგვიანებით დამატებითი შესწავლისა და ექსპერტიზის მიზნით ევაკუატორით გადაიყვანეს.

დაკავებულის ადვოკატის პაატა სოტკილავას თქმით, აღმოჩნდა თუ არა რაიმე საეჭვო შენგელიას კუთვნილ ავტომობილში, მისთვის უცნობია. პაატა სოტკილავა მანქანისა და შენგელიას პირად ჩხრეკას არ დასწრებია. თუმცა დაკავებულის უფლებადამცველი იქ იყო, როდესაც ჩხრეკა დავით შენგელიას სახლში ჩატარდა. პაატა სოტკილავას თქმით, სამართალდამცველებს ბინიდან საეჭვო არაფერი ამოუღიათ.

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა - ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ბრალდებაა. უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ავტომანქანის და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალებები - "მეტადონი" და "ლირიკა" ამოიღეს. ასევე, სამინისტროს ცნობით, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დაკავებულის პირადი ავტომანქანა, 6,785 აშშ დოლარი და 500 ევრო.

დაკავებული დავით შენგელია დადიანის ქუჩაზე დაახლოებით ერთი წელია ნაქირავებ სახლში ცხოვრობს. ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს კერძო ბიზნესი აქვს.

დავით შენგელია თბილისში, მთავარი სამმართველოს დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით გრძელდება.

]]>
12-07-2020 21:08 +0400
მამისა და პაპის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ პირს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა https://rustavi2.ge/ka/news/169874

მამის და პაპის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ პირს, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურამ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "ე" ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის, ორი პირის მიმართ, არაერთგზის) წარუდგინა.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"პროკურატურამ მამის და პაპის განზრახ მკვლელობის ფაქტზე გ.ო.-ს ბრალდება წარუდგინა. შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურამ, მამის და პაპის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, გ.ო.-ს ბრალდება წარუდგინა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ნასამართლევმა გ.ო-მ 2020 წლის 07 ივლისს, ღამის საათებში, მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში, წარსულში არსებული წყენის გამო, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით მამას - ა.ო.ს და პაპას - გ.ო.-ს, დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად ა.ო და გ.ო. ადგილზე გარდაიცვალნენ.

სამართალდამცველებმა გ.ო. 2020 წლის 09 ივლისს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "ე" ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის, ორი პირის მიმართ, არაერთგზის) წარუდგინა.  

ბრალდების მხარემ უკვე მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს გ.ო.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით.

სისხლის სამართლის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გრძელდება გამოძიება. გ.ო.-სთვის წარდგენილი ბრალდება 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს," - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

]]>
10-07-2020 20:05 +0400
ბავშვი ჯერ კიდევ ცოცხალი, ნაცემი, გადააგდეს არაგვში და იქ მოხდა ბავშვის დახრჩობა, ან დაახრჩვეს და შემდგომში გაატანეს წყალს - მირიან ნიკოლაძე https://rustavi2.ge/ka/news/169860

გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძის მირიან ნიკოლაძის განცხადებით, ექსპერტიზით დადგენილია გიორგი შაქარაშვილისთვის მიყენებული დაზიანებები მის გარდაცვალებას ვერ გამოიწვევდა.

მირიან ნიკოლაძის თქმით, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ 19 წლის ფეხბურთელი ჯერ კიდევ ცოცხალი წყალში ჩააგდეს და იქ მოხდა მისი დახრჩობა, ან დაახრჩვეს და შემდგომ გაატანეს წყალს.

"დადგენილია ექსპერტიზით, რომ მიყენებული დაზიანებები ვერ გამოიწვევდა გიორგის გარდაცვალებას, ვინაიდან მათ არა აქვთ სათანადო ხარისხი და არ იყო სიცოცხლისთვის სახიფათო. ამიტომ, ცალსახად შეიძლება დამაჯერებლად ვთქვათ, რომ ბავშვი ჯერ კიდევ ცოცხალი, ნაცემი, გადააგდეს არაგვში და იქ მოხდა ბავშვის დახრჩობა, ან დაახრჩვეს და შემდგომში გაატანეს წყალს," - აცხადებს გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე.

]]>
10-07-2020 17:15 +0400
ნაკლებ სარწმუნოა, რომ ერთი პიროვნების ზემოქმედებით მოხდეს ამ ყველა დაზიანების განვითარება - ალექსანდრე გეჯაძე შაქარაშვილის საქმეზე https://rustavi2.ge/ka/news/169856

შეიძლება თუ არა ვივარაუდოთ, რომ გიორგი შაქარაშვილს დაზიანებები სიცოცხლეშივე რამდენიმე ბლაგვი საგნით, რამდენიმე პირმა მიაყენა - აღნიშნულ კითხვას "დღის კურიერის" ეთერში დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ "ვექტორის" დირექტორი ალექსანდრე გეჯაძე პასუხობს.

ალექსანდრე გეჯაძე კითხვაზე ცალსახა პასუხს არ იძლევა, თუმცა მისი თქმით, ნაკლებად სარწმუნოა, რომ გიორგი შაქარაშვილისთვის მიყენებული ყველა დაზიანება ერთი პიროვნების ზემოქმედებით მომხდარიყო.

დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ "ვექტორის" დირექტორის განცხადებით, აღნიშნულ კითხვაზე პასუხის გაცემა ძალიან დიდ დროს მოითხოვს და ამისთვის გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე უნდა მუშაობდეს, თუ რა პირობებში მოხდა დაზიანებების მიყენება.

"დასმულ შეკითხვაზე პასუხის გაცემა მოითხოვს საკმაოდ დიდ დროს, მოითხოვს გამოძიების მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას, ანუ გამოძიება უნდა გავიდეს ან ერთ, ან მეორე, ან რამდენიმე ვერსიაზე, რა პირობებში მოხდა ეს, რა ვითარებაში მოხდა, ამიტომ ასე კონკრეტულად ამაზე ცალსახა პასუხის გაცემა ძნელია.

ფაქტი ერთია, რომ ადგილი ჰქონდა ბლაგვ ტრავმას, რასაც მე ადრეც არაერთ ტელესივრცეში ვსაუბრობდი.

ძირითადში დაზიანებები ლოკალიზდება სახის მიდამოში და რაც ყველაზე ღირებულია და მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს, მიმყენებელი ფაქტორის სიძლიერის ხასიათის გათვალისწინებით, განლაგებულია რეტროპერიტორიალური გემატომების სახით და მცირე მენჯის წინა კედელზე გემატომის სისხლჩაქცევების სახით.

დადგენა იმისა, ერთმა პიროვნებამ მიაყენა დაზიანება თუ რამდენიმემ, ეს გამოძიების დასადგენი ფაქტია.

შემიძლია ვთქვა, რომ ნაკლებ სარწმუნოა, ერთი პიროვნების ზემოქმედებით მოხდეს ამ ყველა დაზიანების განვითარება.

დაზიანებების ლოკაციები, მათი მორფოლოგიური სურათი, სიმრავლე სხეულის სხვადასხვა ზედაპირებზე, წინა და უკანა ზედაპირებზე მოქმედებდა და ზემოქმედებას ახდენდა რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგანი, დამზიანებელი ფაქტორი საკმაო ძალის ზემოქმედების ფორმატში, თუ შეიძლება ასე ითქვას.

რკინის ხელკეტი არის მკვრივი, ბლაგვი საგანი, რომელსაც აქვს სიგრძივი ფორმა, მიაქციეთ ამას ყურადღება და საკმაოდ მკვრივი კონსისტენცია. შესაბამისად, საკმაო ძალის ზემოქმედების შემთხვევაში თუ რკინის ხელკეტზეა საუბარი ამ ფორმის, მას მაღალი ალბათობით, უნდა დაეტოვებინა გარკვეული სიგრძივი ფორმის რელიეფის მქონე სისხლნაჟღენთი მაინც კანზე.

ამიტომ ცალსახად, რა კუთხის ზემოქმედებას ახდენდა ის რკინის საგანი, ან იყო თუ არა ეს რკინის საგანი, როგორც დაზიანების მიმყენებელი, ამაზე მსჯელობა ახლა ნაადრევია. ბუნებრივია მიმდინარეობს გამოძიება და აღებულია სხვადასხვა მტკიცებულებები და ამაზე ჯერ კონკრეტულ პასუხს ვერ მოგცემთ," - განაცხადა ალექსანდრე გეჯაძემ.

]]>
10-07-2020 16:17 +0400
ეს პიროვნება რომ ყოფილიყო არა წყალში, არამედ ხმელეთზე, 1-2 დღეში ამოცნობის რესურსიც არ იქნებოდა - ალექსანდრე გეჯაძე https://rustavi2.ge/ka/news/169862

დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ "ვექტორის" დირექტორი ალექსანდრე გეჯაძე "დღის კურიერის" ეთერში გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით საუბრობს.

ექსპერტის თქმით, ის დაზიანებები, რომლებიც გიორგი შაქარაშვილს საწყის სტადიაზე განუვითარდა, მას სწრაფ გადაადგილებაში ხელს არ შეუშლიდა. ასევე ალექსანდრე გეჯაძე საუბრობს იმაზე, რომ შაქარაშვილის სხეულზე სირბილის დროს დაცემის კვალი არ აღენიშნებოდა.

ალექსანდრე გეჯაძის განმარტებითვე, ცხედარს აშკარად აღენიშნება წყალში ყოფნის ნიშნები. მისივე თქმით, ცხედარი 1-2 დღის განმავლობაში ხმელეთზე რომ ყოფილიყო, მისი ამოცნობის რესურსი არ იქნებოდა. 

"ის დაზიანებები, რომელიც მას განუვითარდა დაზიანების მიღების საწყის სტადიაზე ბუნებრივია არანაირ ხელს არ შეუშლიდა მას სირბილში, მიზანმიმართულ გადაადგილებაში.

დაცემის,  სხეულის გახოხების კვალი აშკარად გამოხატული არ არის. ასეთ შემთხვევაში, პირობითად მაღალი ალბათობით უნდა ყოფილიყო სახეზე სისხლნაჟღენთებთან ერთად განაკაწრები, მარტივ ენაზე რომ ვთქვათ, სიგრძივი, ხაზოვანი ფორმის, ერთმანეთთან პარალელურად განლაგებული, რომელიც მიუთითებდა მაღალი ალბათობით სხეულის გაცურებაზე მკვრივ, ბლაგვ ზედაპირთან.

ცალსახად აღენიშნება სხეულს წყალში ყოფნის ნიშნები, ექსპერტულ ენაზე ამას ჰქვია პირობითად "მრეცხავის ხელთათმანი", რამე თუ ხელის მტევნების კანი, ტერფების კანი შენაოჭებულიაგათეთრებულია და შესაბამისად, ეს არის ერთ-ერთი ნიშანი წყალში ყოფნისა.

ეს პიროვნება რომ ყოფილიყო არა წყალში, არამედ ხმელეთზე, ლპობითი პროცესები 1-2 დღეში ისე განვითარდებოდა, ამოცნობის რესურსი და საშუალებაც არ იქნებოდა მიცვალებულის, ისეთი შეცვლილი იქნებოდა ამ პროცესების გამო. ამ შემთხვევაში ლპობითი პროცესები აშკარად სახეზე გვქონდა, მაგრამ ამ პროცესების განვითარებას, დროში ინტენსივობის შემცირებას ხელი შეუწყო გამდინარე ცივმა წყალმა, სადაც იმყოფებოდა ეს პიროვნება. სწორედ ამან მოგვცა საშუალება, რომ ძალზედ არ განადგურდა სხეული და მოგვეცა საშუალება, როგორც კატეგორიული დასკვნების გამოტანის, დაზიანების სიცოცხლის დროინდელობასთან მიმართებაში, სიკვდილის მიზეზის განსაზღვრასთან მიმართებაში და სხვა," - აცხადებს "დღის კურიერის" ეთერში ალექსანდრე გეჯაძე.

]]>
10-07-2020 16:10 +0400
ბათუმში დაჭრილი არასრულწლოვანი კვლავ სტაბილურად მძიმედაა - რას ამბობენ ინციდენტის თვითმხილველები https://rustavi2.ge/ka/news/169828

ბათუმში დაჭრილი არასრულწლოვანის მდგომარეობა ამ დრომდე სტაბილურად მძიმეა. მოზარდს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. მას ბასრი საგნით მუცლის არეში მიაყენეს ჭრილობა. ის მკურნალობას ბათუმის კლინიკა "მედცენტრში" განაგრძობს.

ამ დანაშაულისთვის ჯერჯერობით დაკავებული არავინაა. შემთხვევა გვიან ღამით, ბულვარის ტერიტორიაზე მოხდა. "კურიერთან" ფაქტს იხსენებენ თვითმხილველები. მათი თქმით, როდესაც ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარება მივიდა არასრულწლოვანი კონტაქტური იყო, თუმცა ამბობდა, რომ თავს სუსტად გრძნობდა.

სამედიცინო ცენტრის პროგრამების მენეჯერის ნინო ცხვადაძის თქმით, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაჭრილი არასრულწლოვანი კლინიკაში ღამის 10 საათზე შეიყვანა.

"აღენიშნებოდა მუცლის არეში ნაჩხვლეტ-ნაკვეთი ჭრილობები, მას ჩაუტარდა სასწრაფო ოპერაცია, მისი მდგომარეობა ამჟამად სტაბილურად მძიმეა," - აღნიშნა ნინო ცხვადაძემ.

]]>
10-07-2020 11:55 +0400
უმისამართო სროლა გლდანში - ვასაძის ქუჩაზე გვიან ღამით სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული https://rustavi2.ge/ka/news/169797

გლდანში, ვასაძის ქუჩაზე გვიან ღამით სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებულნი. მეტროსადგურ "ახმეტელის" მიმდებარედ, ერთ-ერთი საცხოვრებელ კორპუსიდან მამაკაცი უმისამართოდ ისროდა.

სამართალდამცველებმა ტერიტორია ყვითელი ლენტით შემოსაზღვრეს. პოლიციასთან ერთად ვასაძის ქუჩაზე მისული იყო სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადაც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დრომდე უცნობია რატომ ისროდა მამაკაცი, დაკავებულია, თუ არა ის და რა ტიპის იარაღი ფიგურირებს საქმეში - დამატებით დეტალებზე ინფორმაციას უწყება დღეს გაავრცელებს.

]]>
10-07-2020 07:42 +0400
ბათუმში 17 წლის ბიჭი დაჭრეს - არასრულწლოვნის მდგომარეობა მძიმეა https://rustavi2.ge/ka/news/169795

ბათუმში 17 წლის ბიჭი დაჭრეს. შემთხვევა გვიან ღამით ბულვარში, საზაფხულო თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. დაჭრილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკა "მედცენტრში" გადაიყვანა.

არასრულწლოვნს ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული. საჭირო გახდა ოპერაციული ჩარევა. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა მძიმეა.

დაჭრას წინ უძღოდა შელაპარაკება რამდენიმე ახალგაზრდას შორის. ადგილზე გვიან ღამემდე სამართალდამცავები მუშაობდნენ. გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.

]]>
10-07-2020 07:30 +0400
"რაც მოხდა კი ვხვდები, მაგრამ ბოლომდე მინდა მასე არ იყოს" - აუდიოჩანაწერი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულის საქაღალდიდან https://rustavi2.ge/ka/news/169751

გარდაცვალებიდან 21-ე დღე და ექსპერტიზის მოლოდინი - ვიდრე დოკუმენტი გამოქვეყნდება, გიორგი შაქარაშვილის საქმეში ახალი დეტალები იკვეთება. "კურიერმა" მოიპოვა საქმის მე-13 ტომი, სადაც ფოტო და აუდიომასალებია, მათ შორის, არასრულწლოვნების სატელეფონო საუბრის ჩანაწერები და სხეულის დაზიანებების ამსახველი კადრები. 

"კურიერმა" მოიპოვა ის ფოტომასალები, სადაც ჩანს, რა დაზიანებები მიიღეს ახალგაზრდებმა 18 ივნისის ღამეს. ასევე ის მიმოწერები, რომლებიც 19 ივნისიდან მეგობრებს შორის ხორციელდებოდა და აუდიოჩანაწერი, რომელიც ამოღებულია ბრალდებულ ირაკლი მუმლაძის საქაღალდიდან. უცნობია, ის ახორციელებს თუ არა სატელეფონო ზარს. ერთი წუთის განმავლობაში პირი საუბრობს მომხდარის შესახებ საკუთარ ვერსიებზე, ასახელებს ერთ-ერთ არასრულწლოვანს და ნერვიულობს, რომ არ მოხდეს მისი დაკავება.

"ს.ჩ - მაბოლებ ძმა?
ს:ჩ - დებილს ვგავარ?
----აუუუუუ
სჩ - რა აუ?
ს:ჩ - ანუ მესმის რო შენ სასტავს და ბარნაბას და ვიღაცებს რაღაც უთანხმოება გაქვთ, მაგრამ დანარჩენ ბავშვებსაც შარში ნუ გახვევთ," - აღნიშნულია ჩანაწერში, რომელიც "კურიერმა" მოიპოვა.

"აუ რავი რა ძმა, მე არ ვიცი იქ წესიერად რა მოხდა და როგორ მოხდა, მაგრამ მე ასე მგონია მე, რომ ვყოფილიყავი სხვანაირად მოხდებოდა. ჩემო ... ისე ვნერვიულობ ვერცერთი მელაპარაკებით ნორმალურად რა მოხდა, კი ვხვდები მაგრამ ... ბოლომდე მინდა მასე არ იყოს როგორც ვხვდები. "ლიჟბი" ჩვენები კარგად იყვნენ და "დალშე" ძმა სულ ... ვინ როგორ იქნება. აი ქანაშვილზე, რომ გავიგო რამე მოუვიდა ძმა და ღმერთმა დაიფაროს და "სროკზე" გაიჩითოს... არ ვლაპარაკობ ისეთ რაღაცას, ხომ აზრზე ხარ, რომ ტელეფონში სალაპარაკო არ იყოს. აი კი არ გავგიჟდები, აი .... ძმა. აი, სულ მაგაზე მეფიქრება ძმა ვინც რაზე არ უნდა მელაპარაკოს ძმა, სულ მაგაზე ვფიქრობ "ლიჟბი" კარგად იყოთ თქვენ რა," - აღნიშნულია ჩანაწერში, რომელიც "კურიერმა" მოიპოვა.

შეგახსენებთ, 19 წლის ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება 3 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა, ძალადობა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზება.  საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა.19 წლის ფეხბურთელი ბოლოს მცხეთაში, ნარეკვავის დასახლებაში წვეულებაზე იმყოფებოდა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ 22 ივნისს ის მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების გარემოებები კვლავ დაუდგენელია, ცხედარს დაზიანებები აღენიშნება. 

]]>
09-07-2020 15:22 +0400
შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული თენგიზ ბარბაქაძის ადვოკატის თქმით, არ ჰქონია ინფორმაცია მისი დაცვის ქვეშ მყოფზე სამართალდამცავების მხრიდან ზეწოლის შესახებ https://rustavi2.ge/ka/news/169740

19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული თენგიზ ბარბაქაძის ადვოკატის განცხადებით, მას არ ჰქონია ინფორმაცია, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფზე სამართალდამცავების მხრიდან ზეწოლა განხორციელდა.

ადვოკატის თქმით, ბარბაქაძე დილის 7 საათამდე აგარაკის ტერიტორიაზე მანქანაში იმყოფებოდა და არ გადაადგილდებოდა. მისი განცხადებით, ეს დასტურდება სათვალთვალო კამერების ჩანაწერებით.

"მე შევხვდი სამჯერ, არ მიდასტურებს, მე არ მქონია ამაზე საუბარი, შემდეგი შეხვედრა როცა მექნება აუცილებლად დავინტერესდები და მოგახსენებთ. დილის 7-ის ნახევრამდე ეს მანქანა გზის სავალ ნაწილზე არ გადაადგილდება," - განაცხადა თენგიზ ბარბაქაძის ადვოკატმა გიორგი ფოფხაძემ.

ასევე დღესვე საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის ვახო ახვლედიანის ადვოკატმა განაცხადა, რომ მის დაცვის ქვეშ მყოფს არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ პერანგზე სისხლი ჰქონდა და შესაძლოა ეს სისხლის კვალი დარჩენოდა აგარაკზე მომხდარი დაპირისპირების დროს, როდესაც ის ამ დაპირისპირებაში არ მონაწილეობდა და უბრალოდ შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა.

"ახვლედიანს ჩვენება არ შეუცვლია. პირველ ჩვენებაშიც ამას ამბობს, მეორე ჩვენებაშიც ამას ამბობს და ყოველთვის ამას გაიმეორებს - ისინი მოგვდევდნენ საცემად. ინფორმაცია არ მაქვს, რომ იგეგმებოდეს მისი დაკითხვა, თუ გამოგვიძახებენ აუცილებლად. თუკი რაიმე გაგვახსენდება მზად ვართ, რომ გამოძიებას მოვახსენოთ.

ერთხელ დაურეკა თავის მეგობრებს და ერთ-ერთი, ლიკა ბეჟანიშვილი თუ არ ვცდები, მან გამოაგზავნა ტაქსი. მას ხომ შიში ჰქონდა და ვერ გამოდიოდა დამალული როცა იყო. ლიკას უთხრა, რომ სამი სიგნალი მომცესო ტაქსმა, რომ მე მივიჩნიო, რომ ის არის ჩემი," - აღნიშნა ადვოკატმა მზია ქასრაშვილმა. 

შეგახსენებთ, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება 3 მუხლით მიმდინარეობს, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა, ძალადობა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზება.  საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა.19 წლის ფეხბურთელი ბოლოს მცხეთაში, ნარეკვავის დასახლებაში წვეულებაზე იმყოფებოდა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს, ის მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების გარემოებები კვლავ დაუდგენელია, ცხედარს დაზიანებები აღენიშნება. 

]]>
09-07-2020 12:53 +0400
გიორგი შაქარაშვილის საქმის ახალი დეტალები - ირკვევა, რომ დაპირისპირების შემდეგ ფოტოგრაფი მეგობრებთან ერთად სხვა წვეულებაზე წავიდა https://rustavi2.ge/ka/news/169733

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალებიდან 21-ე დღე და ექსპერტიზის პასუხის მოლოდინი - ვიდრე დოკუმენტი გამოქვეყნდება, გიორგი შაქარაშვილის საქმეში ახალი დეტალები იკვეთება. ირკვევა, რომ მცხეთის გზატკეცილიდან ფიზიკური დაპირისპირებისას გამოქცეული და თბილისში სამართალდამცავების მიერ ჩამოყვანილი იაკობ ბრეგვაძე ჯერ ლისზე, შემდეგ კი თემქაზე ანი გაბეჩავას ნათესავის ბინაში მიდის, სადაც წვეულება გაგრძელდა.

ფოტოგრაფი ადგილზე გაბეჩავასთან და კიდევ რამდენიმე პირთან ერთად მინიმუმ დილამდე იმყოფება, ამას ფოტოაპარატიდან ამოღებული ფოტოები ადასტურებს. წვეულების ამსახველი ფოტოები "კურიერმა" მოიპოვა.

ჩვენებით, რომელსაც ანა გაბეჩავას ნათესავი  მარიამ ადეიშვილი გამოძიებას აძლევს, ირკვევა რომ ფოტოგრაფმა მომხდარი დაპირისპირების შესახებ მეგობრებს შეხვედრისთანავე უამბო. როგორც ადეიშვილი ჩვენებაში ამბობს, მეგობრები უკვე თემქაზე მისვლის შემდეგ ნერვიულობდნენ, რომ გიორგი შაქარაშვილი არ ჩანდა, რაც სავარაუდოდ, იმის მანიშნებელია, რომ იაკობ ბრეგვაძემ შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ ახალგაზრდებს მოუყვა. რა იცის იაკობ ბრეგვაძემ გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარებასთან დაკავშირებით უცნობია, რადგან საკუთარ ჩვენებაში ის შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ არ საუბრობს.

"დავინახეთ ქვეითად მოსიარულე პირი, რომელიც აპირებდა მოპედზე დაჯდომას, ანის მითითებით გავაჩერეთ ავტომობილი და აღმოჩნდა, რომ ეს პიროვნება იყო იაკობი, რომლის გვარიც არ ვიცი მაგრამ ყველა მოიხსენიებს ფოტოგრაფად. იაკობი იყო ძლიერ შეშინებული და ბევრს ვერაფერს გვეუბნებოდა, მოგვიყვა მხოლოდ ის, რომ ჩვენი წამოსვლის შემდეგ იქ დარჩენილები წამოსულან ფეხით იმ იმედით, რომ რამეს გამოყვებოდნენ, ფეხით მოძრაობისას მათთან გაჩერებულა ავტომანქანა, საიდანაც გადმოსული პირები შეეცადნენ მათ ფიზიკურ ანგარიშსწორებას, თავად შეშინებული გადამხტარა რაღაც მიტოვებულ შენობაში და მეორე სართულზე დამალულა. ნაწილი გაიქცნენო და ნაწილი სცემესო. ამასთან ახსენებდა, რომ მომსვლელებს რაღაცეები ეჭირათ ხელშიო, ასევე მოგვიყვა. რომ გამოუძახებია პოლიცია რომელთანაც უთქვამს, რომ ფეხით მოდიოდა თბილისში და თავად პოლიციას ჩამოუყვანია თბილისამდე, რის შემდგომაც ტაქსით ამოსულა ლისზე... ამის შემდეგ იაკობიც ჩავისვით ჩვენს მანქანაში და წავედით სახლში, სადაც მისვლამდე გავჩერდით რომელიღაც მაღაზიასთან, სადაც ბიჭებმა იყიდეს სასმელი, ამ დროს ჩემი ძმის მეგობარი ბექა ფიცხელაური წავიდა სახლში, კერძოდ კი, გააჩერა ტაქსი და ჩვენთან ერთად აღარ წამოვიდა. მას შემდეგ, რაც მივედით ჩვენს კორპუსთან და ჩამოვედით მანქანიდან, გარკვეული პერიოდი დავყავით ეზოში, ვინაიდან ბავშვები იყვნენ განერვიულებულები იმის გამო, რომ გიორგი არსად ჩანდა და ამასთან არ უნდოდათ მშობლების განერვიულება. შემდეგ ყველანი ავედით სახლში... აგარაკიდან წამოღებული საჭმლით გავშალეთ სუფრა და ბიჭებმა დაიწყეს დალევა," - ნათქვამია მარიამ ადეიშვილის ჩვენებაში. 

საინტერესოა ის დეტალი, რომ ამავე წვეულებაზე იმყოფებოდა გაბეჩავას მეგობარი ლიზი, რომლისგანაც მეგობრებმა შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ შეიტყვეს, თავად ლიზი კი ჩვენებაში ამბობს, რომ არ ახსოვს ვინ უთხრა შაქარაშვილის გაუჩინარების ამბავი. სავარაუდოა, რომ მასაც ინფორმაცია იაკობ ბრეგვაძისგან  ჰქონდეს.

]]>
09-07-2020 12:24 +0400
საზარელი მკვლელობა მუხრანში - მამის და პაპის მკვლელობაში ეჭვმიტანილი, "კურიერის" ინფორმაციით, მკვლელობისთვის ერთხელ უკვე იყო მსჯავრდებული https://rustavi2.ge/ka/news/169694

საზარელი მკვლელობა მცხეთის მუნიციპალიტეტ სოფელ მუხრანში გამთენიისას მოხდა. სახლში 28 წლის მამაკაცმა მძინარე ბაბუას და მამას ცივი იარაღით ყელი გამოჭრა. არსებული ინფორმაციით, გიორგი ოკინაშვილმა დანაშაულის შემდეგ ოჯახის კუთვნილი მანქანით, იგივე სოფელში, სხვა სახლში მცხოვრებ დედას მიაკითხა და ფული ითხოვა, მანქანა იქვე მდებარე ბენზინგასამართ სადგურთან დატოვა და ადგილიდან მიიმალა. "კურიერის" ინფორმაციით, გიორგი ოკინაშვილი ქალის მკვლელობაში ერთხელ უკვე იყო მსჯავრდებული. მან ციხეში 14 წელი გაატარა, და საპყრობილე 2 კვირის წინ დატოვა. დანაშაულის მოტივად სოფელში ორი ვერსია სახელდება - წლების წინ მომხდარი ოჯახური ძალადობა, რომელშიც მეზობლების ინფორმაციით, პაპა ფიგურირებდა და ოჯახის წევრებს შორის ქონებრივი დავა. 

ადგილობრივების ინფორმაციას ძალადობის შესახებ უარყოფს თავად დაკავებულის დედა. დიანა ოკინაშვილი ამბობს, რომ წარსულში რაიმე ტიპის ძალადობას ადგილი არ ჰქონია და ვერსია სიმართლეს არ შეესაბამება. ფაქტს სიცრუეს უწოდებენ ოჯახის სხვა ახლობლებიც, თუმცა გიორგი ოკინაშვილის აგრესიულობისა და მკვლელობის მიზეზებზე ვერ საუბრობენ.

მკვლელობის, ხულიგნობისა და სხვა დანაშაულებისთვის, რამდენჯერმე მსჯავრდებული 28 წლის გიორგი ოკინაშვილს დაახლოებით 14 წელი ციხეში აქვს გატარებული. უდოს კომისიამ ოთხჯერ უთხრა უარი განთავისუფლებაზე და საპატიმრო სასჯელის სრულად მოხდის შემდეგ დატოვა.

28 წლის მამაკაცი, "კურიერის" ინფორმაციით პოლიციამ ცოტა ხნის წინ დააკავა. დანაშაულის ნივთმტკიცების სახით შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია ცივი იარაღი დანა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე ეძებს მამისა და პაპის მკვლელობაში სავარაუდო დამნაშავეს, რომელსაც 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

]]>
08-07-2020 21:13 +0400
მამის და პაპის მკვლელობისთვის ძებნილი დააკავეს https://rustavi2.ge/ka/news/169697

"კურიერის" ინფორმაციით, მუხრანში მომხდარი საზარელი მკვლელობისთვის ძებნილი 28 წლის მამაკაცი დაკავებულია. გამოძიების ინფორმაციით, მას ბრალი მამისა და პაპის მკვლელობაში ედება. 

28 წლის მამაკაცს, საერთო ჯამში, სხვადასხვა დანაშაულისთვის ციხეში უკვე 14 წელი აქვს გატარებული. ის საპატიმროში 14 წლის მოხვდა. ეჭვმიტანილი ციხიდან ორი კვირის გამოსულია.

]]>
08-07-2020 20:30 +0400
მუხრანში მომხდარი დანაშაულის ვერსიები - პაპისა და მამის მკვლელობისთვის სავარაუდო ბრალდებულის დედა "კურიერთან" პირველ კომენტარს აკეთებს https://rustavi2.ge/ka/news/169670

უკვე რამდენიმე საათია პოლიცია ორი ადამიანის მკვლელობაში დამნაშავეს ეძებს. ცხედრებზე არსებულ სასიკვდილო ჭრილობებს კი, რომელიც ცივი იარაღით არის მიყენებული, ექსპერტიზა სწავლობს.

პარალელურად "კურიერთან" პირველ კომენტარს აკეთებს პაპისა და მამის მკვლელობისთვის სავარაუდო ბრალდებულის გიორგი ოკინაშვილის დედაც. ერთ-ერთი ვერსიით, სწორედ მან ნახა შვილი ბოლოს, მას შემდეგ, რაც 28 წლის ახალგაზრდამ მძიმე დანაშაული ჩაიდინა.

ძებნილის დედა გავრცელებულ ინფორმაციებს მკვლელობის მოტივთან დაკავშირებით უარყოფს და ამბობს, რომ ეს ვერსიები არ შეესაბამება სიმართლეს.

"მცხეთა-მთიანეთის პოლიციის უფროსთან ვრეკავ, რომ უნდა მოშორდეთ აქედან... გეუბნებით წადით, არასწორია," - განაცხადა გიორგი ოკინაშვილის დედამ.

"კურიერი" ასევე ესაუბრა გარდაცვლილების ნათესავს. როგორც ნათესავი აცხადებს, დაახლოებით 20 წლის წინ გარდაცვლილმა პაპამ მისი მეუღლე მოკლა, რაზეც პასუხი არ აგო.

დღეს "კურიერი" გაეცნო იმ განკარგულებას, რის საფუძველზეც გიორგი ოკინაშვილი 2020 წლის 29 ივნისს გამოუშვეს საპატიმროდან. განკარგულებას სოციალური მუშაკი აწერს ხელს. გათავისუფლების მიზეზად დოკუმენტში წერია, რომ ოკინაშვილი გათავისუფლების შემდეგ მუშაობას დაიწყებდა.

სოფელ მუხრანში, 28 წლის გიორგი ოკინაშილმა მამა და პაპა სასიკვდილოდ სავარაუდოდ შურისძიების მოტივით გაიმეტა."კურიერმა" გაარკვია, რომ ახალგაზრდამ პაპას ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები, სავარაუდოდ, იმ არგუმენტით მიაყენა, რომ მას საკუთარ დედაზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდა. მამა კი წარსულში ჩადენილი დანაშაულის გამო მოკლა, რომელზეც, არსებული ინფორმაციით, მშობელმა შვილის წინააღმდეგ მამხილებელი ჩვენება მისცა.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

]]>
08-07-2020 15:20 +0400
მკვლელობა თუ უბედური შემთხვევა - გარდაცვლილი 27 წლის ვახტანგ გულუას ოჯახი გამოძიების ვერსიას არ ენდობა https://rustavi2.ge/ka/news/169664

თბილისში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი ბინის მიმდებარედ დაღუპული 27 წლის ვახტანგ გულუას ოჯახს გამოძიების ვერსიის არ სჯერა.

ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ახალგაზრდა მამაკაცი მოკლულია. მათი მტკიცებით, ცხედარს სხეულის სხვადასხვა ნაწილზე ისეთი დაზიანებები აღენიშნება, რომელსაც ის სახურავიდან გადმოვარდნის შედეგად ვერ მიიღებდა, მათ შორის დაზიანებები ყელის არეში, რაც ოჯახს აფიქრებინებს, რომ გულუა მოკლულია.

გარდაცვლილის ბიძაშვილი ამბობს, რომ გამოძიების ვერსია, თითქოს მამაკაცი, რომელიც შეყვარებულთან მიდიოდა, მეოთხე სართულიდან ჩამოვარდა, მათთვის სანდო არ არის და ობიექტურ გამოძიებას მოითხოვენ.

ოჯახის ვერსიას ის გარემოებაც ამყარებს, რომ შემთხვევამდე მეგობარი გოგონას გამო ვახტანგ გულუას ემუქრებოდნენ და რასაც წინ საქმის გარჩევაც უძღოდა.

ოჯახის მტკიცებით, საეჭვოა ის გარემოებაც, რომ ვახტანგ გულუას გარდაცვალების შემდეგ, მის მეგობარ ქალთან კონტაქტზე ვერ გადიან, რადგან აღნიშნულმა პირმა ბინაც გამოიცვალა და სოციალური ქსელიც გააუქმა.

ოჯახი საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართვას აპირებს და ყველა იმ პირის დაკითხვას მოითხოვს, ვისაც, შესაძლოა, საქმესთან კავშირი ჰქონდეს.

ოჯახის ინფორმაცით, შემთხვევიდან ერთ საათში ადგილზე სახანძრო მანქანამ ტერიტორია მორეცხა. ასევე, ახლობლების ინფორმაციით, მომხდარის შესახებ ოჯახს მხოლოდ მეორე დღეს შეატყობინეს.

]]>
08-07-2020 14:54 +0400
ორმაგი მკვლელობა სოფელ მუხრანში - სავარაუდო ბრალდებული ჩადენილი დანაშაულის შემდეგ დედასთან იმყოფებოდა https://rustavi2.ge/ka/news/169649

მკვლელობისთვის მსჯავრდებულ პირს ისევ მკვლელობის დანაშაულისთვის ეძებენ - სოფელ მუხრანში, 28 წლის გიორგი ოკინაშილმა მამა და პაპა სასიკვდილოდ შურისძიების მოტივით გაიმეტა.

"კურიერმა" გაარკვია, რომ ახალგაზრდამ პაპას ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები, სავარაუდოდ, იმ არგუმენტით მიაყენა, რომ მას საკუთარ დედაზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდა. მამა კი წარსულში ჩადენილი დანაშაულის გამო მოკლა, რომელზეც, არსებული ინფორმაციით, მშობელმა შვილის წინააღმდეგ მამხილებელი ჩვენება მისცა.

როგორც ცნობილია, მკვლელობის შემდეგ გიორგი ოკინაშვილი იმყოფებოდა დედასთან დიანა ოკინაშვილთან რომელსაც ფული სთხოვა.

დღეს "კურიერი" გაეცნო იმ განკარგულებას, რის საფუძველზეც გიორგი ოკინაშვილი 2020 წლის 29 ივნისს გამოუშვეს საპატიმროდან. განკარგულებას სოციალური მუშაკი აწერს ხელს. გათავისუფლების მიზეზად დოკუმენტში წერია, რომ ოკინაშვილი გათავისუფლების შემდეგ მუშაობას დაიწყებდა.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, სასჯელის მოხდის შემდეგ 28 წლის გიორგი ოკინაშვილი შურისძიებას გეგმავდა და ამბობდა, რომ ის ციხეში მამამ გაუშვა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ გიორგი ოკინაშილმა ციხეში 14 წელზე მეტი გაატარა.

"ცოტა არანორმალური კაცი იყო ეს პაპა, მოჩხუბარი იყო. ბავშვი სულ ციხეში იყო, მკვლელობაზე იჯდა, ქალი მოკლეს მაგან და თავისმა პარტნიორმა, ჯერ გააუპატიურეს... 10-15 წლის წინ მოხდა ეს," - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

კითხვაზე, ხომ არ იყო მკვლელობის მიზეზი დედაზე სექსუალური ძალადობა, ერთ-ერთი ადგილობრივი აცხადებს, რომ მიზეზი შესაძლოა სწორედ ეს ყოფილიყო.

"კი, ყველამ ყველაფერი ვიცით, მაგრამ ჩუმად არიან. რომ გამოვიდა ციხიდან, ყველაფერი ვიციო ამბობდა," - აღნიშნავს ადგილობრივი.

მძიმე დანაშაულის შემდეგ ახალგაზრდა შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ავტომობილი კი ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე დატოვა. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

]]>
08-07-2020 12:04 +0400
მუხრანში 28 წლის კაცმა მამა და პაპა მოკლა https://rustavi2.ge/ka/news/169616

შვილმა მამა და პაპა მოკლა მცხეთის რაიონში. შემთხვევა მუხრანში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობის დროს ოჯახის ორივე წევრს ეძინა.

მეზობლების თქმით, მკვლელობაში ბრალდებული 28 წლის კაცი ციხიდან, რამდენიმე დღის გამოსული იყო, ის  სასჯელს მკვლელობისთვის იხდიდა.

წინასწარი ინფორმაციით, დანაშაული ცივი იარაღით არის ჩადენილი და დამნაშავე მიიმალა.

ექსპერტ-კრიმინალისტები შემთხვევის ადგილზე გვიან ღამემდე მუშაობდნენ. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

]]>
08-07-2020 07:45 +0400