RUSTAVI2 Rustavi2 TV News Portal RSS Feed Rustavi2 Broadcasting Company http://rustavi2.ge/ ვითხოვთ, რომ დაგროვილი საშემოსავლო გადასახადი ჩამოეწეროს ამ ინდუსტრიას - ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი https://rustavi2.ge/ka/news/179338

პრემიერ-მინისტრმა გამოწვევებზე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან ისაუბრა. შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ განაცხადა, რომ ბიზნესისთვის კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეღავათების გაგრძელება აუცილებელია. 

"ინდუსტრიას პირველი დეკემბრისთვის უდგება იმ საშემოსავლო გადასახადის გადახდა, რომლის გადავადება განხორციელდა 4 თვის ვადით, ამან მოიცვა აპრილის, მაისის, ივნისის და ივლისის პერიოდი. რეალური ვითარება ისეთია, რომ ამ ინდუსტრიას წელს არ უმუშავია, აგვისტოს თვეს თუ არ ჩავთვლით და მომავალ რამდენიმე თვეში, მინიმუმ, არ არის კარგი პროგნოზი ამ კუთხით. ამაზე ყველა ვთანხმდებით და ვითხოვთ, რომ ეს დაგროვილი გადასახადი ჩამოეწეროს ამ ინდუსტრიას.

ასევე, მეორე საკითხი და ესეც უკავშირდება სამუშაო ადგილების შენარჩუნებას - საშემოსავლო გადასახადს არ იხდიდა ბიზნესი იმ შემთხვევაში, თუ ხელფასი იყო 1500 ლარამდე. ეს არის დაახლოებით 150 ლარის შეღავათი, თუმცაღა იყო ძალიან მნიშვნელოვანი. პირველი ნოემბრისთვის ეს ვადა იწურება და ჩვენი თხოვნაა, რომ მინიმუმ კიდევ 6 თვის ვადით, ისე, რომ ერთი ფისკალური წელი მოიცვას, ასევე მოგვეცეს შესაძლებლობა, რომ ეს შემოსავალი არ გადავიხადოთ,"-განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

"აჭარა ტექსტილის" დირექტორმა გია ლომინაძემ ყურადღება გაამახვილა პრივატიზების კუთხით პროცედურების გამარტივების აუცილებლობაზე.

"საშემოსავლო გადასახადი ჩვენი კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენთან დასაქმებულები იმ კატეგორიაში არიან, ვისაც აქვთ 1500 ლარამდე ხელფასი. შესაბამისად, ეს ძალიან პოზიტიურ ეფექტს მოახდენს. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც გამახვილდა ყურადღება, არის პრივატიზების საკითხი. თუ ჩვენ გვსურს, რომ უცხოური ინვესტიციები მოვიზიდოთ, პრივატიზების საკითხის მეტად გამარტივება, რეგულაციების გამარტივება იქნება მეტად მომხიბვლელი იმ უცხოელი ინვესტორებისთვის, რომელიც საქართველოს განიხილავს მიზნობრივ ბაზრად," - განაცხადა გია ლომინაძემ. 

]]>
20-10-2020 18:28 +0400
"ქართულმა ოცნებამ" რუსთავში მდგრადი განვითარების პროგრამის პრეზენტაცია გამართა https://rustavi2.ge/ka/news/179321

"ქართულმა ოცნებამ" რეგიონებში საარჩევნო პროგრამის თემატური მიმართულებების წარდგენა დაიწყო.

პირველი - მდგრადი განვითარების პრეზენტაცია რუსთავში გაიმართა. პრეზენტაციისას წარმოდგენილი იყო ეკონომიკური განვითარების, ინფრასტრუქტურის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ასევე გარემოს დაცვის პროგრამული მიმართულებები.

"2024 წლამდე, ყველა ჩვენს სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან გვექნება ძალიან დიდი პროგრესი მიღწეული ჩქაროსნული მაგისტრალების მნიშვნელობით. არ შემიძლია არ აღვნიშნო ქვეშეთი-კობის მონაკვეთი, სადაც 23 კილომეტრიანი მაგისტრალი იქნება, მათ შორის 9 კილომეტრიანი გვირაბი, რომელიც უნიკალური საინჟინრო ნაგებობა იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. 

ჩვენ ასევე უნდა დავაკავშიროთ თბილისი და რუსთავი წითელ ხიდთან, უნდა დავაკავშიროთ თბილისი და ჩვენი მაგისტრალები სადახლოსთან, ისევე როგორც ბათუმიდან სარფამდე ჩავა ჩქაროსნული მაგისტრალი. ჩვენ დავიწყებთ მშენებლობას, რომ უახლოეს პერიოდში იყოს საერთაშორისო მნიშვნელობის მაგისტრალები დასრულებული," - აღნიშნა პრეზენტაციაზე ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.

]]>
20-10-2020 15:30 +0400
გადაწყვეტილება რესტორნებთან დაკავშირებით, სრულიად მიზანშეწონილი იყო - ნათია თურნავა https://rustavi2.ge/ka/news/179316

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ სარესტორნო ბიზნესში არსებული პრობლემები მათთვის ცნობილია. საუბარია რეგულაციაზე, რომლის მიხედვითაც 16 ოქტომბრიდან თბილისსა და იმერეთში რესტორნები და სხვა გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00 საათამდე მუშაობენ.

მინისტრი განმარტავს, რომ რესტორნებზე გავრცელებულია პროგრამა "აწარმოე საქართველოში", რომლის მიხედვითაც სარესტორნო სფეროს წარმომადგენლები საკრედიტო-საგარანტიო სქემის ბენეფიციარები არიან.

"ჩვენ ძალიან კარგად გვესმის რესტორნების წუხილი. რესტორნების ასოციაციასაც ვუსმენთ, ვიცით მათი პრობლემები.

იცით, რომ ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ჩვენ გავავრცელეთ რესტორნებზე პროგრამა "აწარმოე საქართველოში" და ისინიც საკრედიტო-საგარანტიო სქემის ბენეფიციარები არიან, მაგრამ, რა თქმა უნდა, გასაგებია, რომ მათ გარკვეული პრობლემები შეექმნათ.

მაგრამ, ეს გადაწყვეტილება იყო სრულიად მიზანშეწონილი გამომდინარე იქიდან, რომ იზრდება ინფიცირებულთა რიცხვი," - განაცხადა ნათია თურნავამ.

]]>
20-10-2020 14:50 +0400
ნოემბერში ევროპის მიმართულებით რეგულარული ფრენები ეტაპობრივად გაიხსნება - ნათია თურნავა https://rustavi2.ge/ka/news/179283

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობის გადაწყვეტილებით რეგულარული რეისები ეტაპობრივად გაიხსნება. საუბარია ნოემბრის რეგულარულ რეისებზე, რომლის მიმართულებები მიუნხენი, პარიზი, რიგა იქნება. მათ შორის, რეგულარული ფრენები იგეგმება ამსტერდამის, ვენის, ვარშავის, ათენის, ვილნიუსის, დორტმუნდის, კატოვიცესა და მილანის მიმართულებითაც.

"გამოიცა ახალი ე.წ. ნოტამი და მთავრობის გადაწყვეტილება, რომელიც განსაზღვრავს ნოემბრის თვეში რეგულარული რეისების ეტაპობრივი გახსნის რეჟიმს. ჩვენ, ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ რეისებს და ეს არის მთელი რიგი მიმართულება, ძირითადად ევროპული მიმართულებები, მათ შორის, ისეთი მიმართულებები, სადაც აქამდეც ხორციელდებოდა უფრო შეზღუდული ფორმატით რეისები, მათ შორის, ჩარტერული, ახლა არის ღია რეგულარული ფრენების შესრულებისთვის.

ტრადიციული მიმართულებები, როგორიც არის მიუნხენი, პარიზი, რიგა - აქ ჩვენ შევთავაზეთ კომპანიებს, ვინც ემსახურება ამ მიმართულებებს, გაზარდონ სიხშირეები.

რაც შეეხება დანარჩენ მიმართულებებს - იგივე ამსტერდამი, ვენა, ვარშავა, ათენი, ვილნიუსი, დორტმუნდი, კატოვიცე, მილანი - ამ მიმართულებებით შესაძლებელი იქნება იმ კომპანიებისთვის, ვინც აქამდეც ასრულებდა ამ მიმართულებებით რეისებს დაიწყონ რეგულარული ფრენები," - განაცხადა ნათია თურნავამ.

]]>
20-10-2020 11:43 +0400
როგორი იქნება 2021 წლის ბიუჯეტი - მთავარი საფინანსო დოკუმენტი 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა გათვლილი https://rustavi2.ge/ka/news/178987

2021 წლის ბიუჯეტის პროექტს, რომელიც შენიშვნებით მთავრობას უბრუნდება, ოპოზიციის მხარდაჭერა არ აქვს. შემაჯამებელ სხდომას პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" წევრები არ დაესწრნენ. ოპოზიციური ფლანგიდან კომიტეტის სხდომაზე მხოლოდ ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წარმომადგენლები მივიდნენ. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ დოკუმენტი ვერც მოსახლეობის საჭიროებებს პასუხობს და მასში არც პანდემიიდან გამომდინარე საჭიროებებია დათვლილი.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, 2021 წლის ბიუჯეტში მათ მიერ გაცემული სოციალური დანაპირებები გათვალისწინებულია, რაც სახელფასო ფონდის გაზრდასა და პენსიის მატებას ითვალისწინებს. მომავალი წლის ბიუჯეტი 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა გათვლილი, ინფლაცია კი 3%-ია. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ 2021 წლის ბიუჯეტში მაკროეკონომიკური პარამეტრები შენარჩუნებული იქნება, თუმცა სხვა მაჩვენებლები შესაძლოა შეიცვალოს.

პანდემიიდან გამომდინარე საჭიროებების ასახვას ხელისუფლება ბიუჯეტის შესწორებულ ვერსიაში აპირებს. ფინანსთა მინისტრის მოადგილის განმარტებით, ჯანდაცვის მიმართულების ხარჯები ბიუჯეტის პირველად ვერსიაში ვერ აისახა, რადგან კორონაპანდემიის რისკები სრულად შესწავლილი არ არის.

მთავრობა მომდევნო წელს 17.07 მილიარდი ლარის დახარჯვას გეგმავს, რაც 2020 წელთან შედარებით 1.1 მილიარდი ლარით მეტია. დოკუმენტის მიხედვით, მომდევნო წელს ხარჯების ზრდა ძირითადად 2020 წელს აღებული საგარეო ვალით ფინანსდება. ბიუჯეტის არსებული ვერსიის თანახმად, მთავრობა უფრო მეტი ვალის დაფარვას გეგმავს, ვიდრე აიღებს.

]]>
16-10-2020 21:54 +0400
თავდაცვისა და ეკონომიკის მინისტრებმა საფრენი აპარატების ახალი საამწყობრო საწარმოს შენობა გახსნეს https://rustavi2.ge/ka/news/178948

თავდაცვისა და ეკონომიკის მინისტრებმა საფრენი აპარატების ახალი საამწყობრო საწარმოს შენობა გახსნეს. 3000 მ2-ზე განლაგებული საწარმო სააქციო საზოგადოება "თბილავიამშენის" და "დელტას" მიერ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღიჭურვა.

განხორციელებული სამუშაოების შედეგად, საქართველოს თავდაცვის ძალებისა და სხვა ქვეყნის საჰაერო ძალების სხვადასხვა ტიპის საფრენი აპარატები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გარემონტდება.

]]>
16-10-2020 15:37 +0400
საბროკერო კომპანია "ველსი" ეროვნულ ბანკს არამართლზომიერი შეზღუდვების დაწესებასა და ზეწოლაში ადანაშაულებს https://rustavi2.ge/ka/news/178947

საბროკერო კომპანია "ველსი" ეროვნულ ბანკს არამართლზომიერი შეზღუდვების დაწესებასა და ზეწოლაში ადანაშაულებს. კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, შეფერხებებით კომპანიას და კლიენტებს მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი მიადგათ. საუბარია 5 000 000 მილიონ ლარსა და 178 000 აშშ დოლარზე. ორგანიზაცია ზარალის ანაზღაურებას ახლა ეროვნული ბანკისგან ითხოვს. დავა სასამართლოში გრძელდება.

"ეს შეზღუდვები ეფუძნებოდა იმას, რომ ჩვენ არ უნდა მიგვეღო ახალი კლიენტები და არც უნდა გაგვეხსნა და დაგვეპროცესებინა ახალი პოზიციები. მაგ პერიოდში ჩვენმა კომპანიამ იზარალა დაახლოებით 178 ათასი დოლარი კლიენტების მხრიდან და კიდევ დამატებით 5 მილიონ ლარამდე. ჩვენი მოთხოვნა არის ის, რომ პროცესები არ გადაიდოს, ანუ პროცესების გადადებაზე შუამდგომლობა არ მოხდეს და მივმართავთ მთავრობას, გამოიკვლიოს ეროვნული ბანკის თანამშრომლების კომპეტენცია," - აცხადებს საბროკერო და აქტივების მმართველი კომპანია "ველსის" დირექტორი დიმიტრი სუკიასოვი.

საბროკერო და აქტივების მმართველი კომპანია "ველსის" იურისტი გოგიტა ბახტაძე ეროვნულ ბანკს კლიენტების ინტერესების დარღვევაში ადანაშაულებს

"მიადგა ზიანი ადამიანებს, რომლებიც ვაჭრობდნენ და გაითიშა პლატფორმა, იმიტომ რომ აეკრძალა კომპანიას ვაჭრობა. მაშინ, როდესაც ეროვნული ბანკი უნდა ემსახურებოდეს კლიენტების ინტერესებს, ამ შემთხვევაში მოხდა კლიენტების ინტერესების დარღვევა," - აღნიშნა გოგიტა ბახტაძემ.

]]>
16-10-2020 15:35 +0400
სარესტორნო ბიზნესი მთავრობისგან შეღავათებს ითხოვს https://rustavi2.ge/ka/news/178942

სარესტორნო ბიზნესი მთავრობისგან შეღავათებს ითხოვს. საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე აცხადებს, რომ მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციების პარალელურად ხელისუფლების მხრიდან უნდა მოხდეს სარესტორნო ბიზნესის დახმარება, რაც რამდენიმე მიმართულებას გულისხმობს:

"ბანკებთან ურთიერთობაში დახმარება, საგადასახადო წნეხის მოხსნა, ეს იქნება, პირობითად, საშემოსავლო გადასახადის გაუქმება, სანამ კოვიდსიტუაცია არსებობს, დღგ-ს გაუქმება... ამაზე აუცილებელია საუბარი, რომ უბრალოდ სფერო გადარჩეს და ამ სფეროში დასაქმებულმა ადამიანებმა არ დაკარგონ სრულად სამსახური," - აცხადებს შოთა ბურჯანაძე.

სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბიზნესის გადარჩენის მიზნით, შესაძლოა მათ თანამშრომლების ან ხელფასების შემცირება მოუწიოთ.

]]>
16-10-2020 15:04 +0400
ეს არ არის ბიუჯეტი, არამედ "ოცნების" თავხედური განაცხადია - ზურაბ ჭიაბერაშვილი https://rustavi2.ge/ka/news/178923

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა 2021 წლის ბიუჯეტს "ქართული ოცნების" თავხედური განაცხადი" უწოდა.

მისი შეფასებით, ბიუჯეტი არ ასახავს არცერთ საჭიროებას, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს აქვთ. 

"დოკუმენტს, რომელიც "ქართული ოცნების" მთავრობამ წარმოადგინა პარლამენტში, არ ჰქვია ბიუჯეტი, ამას ჰქვია "ქართული ოცნების" თავხედური განაცხადი, რომ მოგვეცით ბიუჯეტის და ხალხის ფულის კიდევ ერთხელ ძარცვის უფლება, რადგან მასში არაა ასახული არცერთი ის საჭიროება, რომელიც დღეს შიმშილის ზღვარზე მყოფ ჩვენს მოქალაქეებს აწუხებთ,"-განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელი სხდომა გაიმართება, სადაც 2021 წლის ბიუჯეტის პირველად ვერსიას განიხილავენ. მას მხარს არ უჭერს ოპოზიცია, რადგან მათი შეფასებით ქვეყნის მთავარი საფინანსო დოკუმენტი არ არის მორგებული მოქალაქეების პრობლემებზე.

პროექტს, ოპოზიციისგან განსხვავებით, პოზიტიური შეფასება აქვს უმრავლესობის მხრიდან. დოკუმენტის ხარჯვითი ნაწილი 17 მილიარდ ლარს შეადგენს. წინასწარი ვერსიის მიხედვით, მასში გათვალისწინებულია პედაგოგთა და სხვა საჯარო მოხელეთა ხელფასების ზრდა. დღევანდელი განხილვის შემდეგ ბიუჯეტის პირველადი ვერსია პარლამენტის შენიშვნებითა და რეკომენდაციებით განსახილველად მთავრობას დაუბრუნდება.

]]>
16-10-2020 12:33 +0400
ქართული სტარტაპებისთვის პირველი დემო-დღე გაიმართა https://rustavi2.ge/ka/news/178890

ქართული სტარტაპებისთვის პირველი დემო-დღე გაიმართა, სადაც მათ შესაძლებლობა მიეცათ ინტერნეტით ამერიკელი ინვესტორების წინაშე თავიანთი ბიზნესგეგმა წარედგინათ.

ეკონომიკის სამინისტროს ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივითა და საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით გამართულ ღონისძიებაზე მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი გლობალური ბიზნეს საქსელერატორის მიერ შერჩეული სტარტაპებიდან ორი გამარჯვებული გამოვლინდა.

]]>
16-10-2020 08:14 +0400
ლარი გაექცათ, ვირუსი გაექცათ, ეკონომიკა დაექცათ - რომან გოცირიძე ბიუჯეტის პროექტზე  https://rustavi2.ge/ka/news/178893

დღეს საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელი სხდომა გაიმართება, სადაც 2021 წლის ბიუჯეტის პირველად ვერსიას განიხილავენ. ქვეყნის მათავარ საფინანსო დოკუმენტს მხარს არ უჭერს ოპოზიცია, რადგან მათი შეფასებით ქვეყნის მთავარი დოკუმენტი არ არის მორგებული მოქალაქეების პრობლემებზე. 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, რომან გოცირიძის შეფასებით, მმართველმა გუნდმა მკაცრი შეზღუდვებით მოგებული დრო სწორად ვერ გამოიყენა, რამაც ეკონომიკა ცუდ მდგომარეობაში ჩააგდო.   

"ქვეყანას ჰქონდა საშუალება 5 მილიარდი და ის დრო, რომელიც მოვიგეთ ჩაკეტვის შედეგად, სწორად გამოეყენებინა, მაგრამ აღმოვჩნდით უარეს მდგომარეობაში. ამ ბიუჯეტში ამბობენ, რომ თურმე ჯანდაცვის ხარჯები არ არის სწორად გათვლილი, რადგან არ ვიცით პანდემია რა სახეს მიიღებსო. მიიღო სახე - ლარი გაექცათ, ვირუსი გაექცათ, ეკონომიკა დაექცათ და ხმას არ იღებენ და დამამშვიდებელ სიგნალებს იძლევიან,"-განაცხადა რომან გოცირიძემ. 

"ევროპული საქართველოს" წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებით, ბიუჯეტში ვალი გაზრდილია ისეთ დონეზე, რომლის გადახდაც ქვეყანას არ შეუძლია. 

"მთავრობამ წარმოადგინა წარმოუდგენელი ბიუჯეტი, რომელშიც გაზრდილია ვალი ისეთ დონეზე, რომლის გადახდაც საქართველოს არ შეუძლია. ბიუჯეტი, რომელშიც დეფიციტია გაზრდილი - ანუ, ვხარჯავთ ფულს, რომელიც არ გვაქვს, ბიუჯეტი, რომელშიც კოვიდთან დაკავშირებული ხარჯები გაგეცინებათ და შემდეგ წელს განსაზღვრულია 0 ლარით,"-განაცხადა სერგი კაპანაძემ. 

ოპოზიციისგან განსხვავებით,პროექტს უმრავლესობის მხრიდან პოზიტიური შეფასება აქვს. დოკუმენტის ხარჯვითი ნაწილი 17 მილიარდ ლარს შეადგენს. წინასწარი ვერსიის მიხედვით, მასში გათვალისწინებულია პედაგოგთა და სხვა საჯარო მოხელეთა ხელფასების ზრდა.

"მთავრობა ფიქრობს, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა იქნება 5%-ის ფარგლებში და ნომინალში და მიაღწევს 54 მილიარდ ლარს. მიიუხედავად ამისა, ჩადებულია 3%-ის ფარგლებში, ხოლო ბიუჯეტის დეფიციტი იქნება 5.2%. მომავალ წელს ხელისუფლება დახარჯავს თითქმის 1 მილიარდი ლარით მეტს. მნიშვნელოვანია, რომ ყველა სოციალური დანაპირები ასევე გათვალისწინებულია,"- აცხადებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე. 

დღევანდელი განხილვის შემდეგ ბიუჯეტის პირველადი ვერსია პარლამენტის შენიშვნებით და რეკომენდაციებით განსახილველად მთავრობას გადაეცემა.

]]>
16-10-2020 08:12 +0400
ჩვენ შედარებით ყველაზე ლიბერალური და ლმობიერი შეზღუდვა შემოვიღეთ - ნათია თურნავა https://rustavi2.ge/ka/news/178885

ქვეყანაში კოვიდინფიცირებულთა რეკორდულ ზრდას მთავრობა რეგულაციების გამკაცრებით პასუხობს. დღეიდან თბილისსა და ქუთაისში რესტორნები და სხვა გასართობი დაწესებულებები მხოლოდ ღამის ათ საათამდე იმუშავებენ. გადაწყვეტილება მთავრობის სხდომაზე გუშინ მიიღეს. მეტროსადგურებში კი პატრულ ინსპექტორები იქნებიან მობილიზებულები, რომლებიც ადგილზე მგზავრების პირბადის ტარებას ანდა სხვა საპრევენციო ზომებს გააკონტროლებენ. შეგახსენებთ ახალი რეკომენდაციით მოქალაქეებმა პირბადე უკვე ღია სივრცეშიც უნდა ატარონ.

"ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ამ პერიოდში ვირუსთან ერთად მანამ, სანამ კაცობრიობა არ გამოიგონებს ვაქცინას და ისე უნდა მოვახერხოთ ეს, რომ ჩვენი ეკონომიკა კვლავაც სწრაფად ვითარდებოდეს. ეს საათები უკვე შეზღუდულია ევროპის ქვეყნებში, ზოგიერთმა ევროპულმა ქვეყანამ საერთოდ დახურა დროებით. ჩვენ შედარებით ყველაზე ლიბერალური და ლმობიერი შეზღუდვა შემოვიღეთ, რაც დაგვეხმარება ღამის საათებში მობილობის დაგდებაში და პრევენციაში," - აცხადებს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.

]]>
16-10-2020 07:30 +0400
კოვიდამდე არსებული რესტორნებისა და კაფე-ბარების 60% დაიხურა - რესტორნების ასოციაციის დამფუძნებელი https://rustavi2.ge/ka/news/178874

რესტორნების ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე "დღის კურიერის" ეთერში საკოორდინაციო საბჭოს მიერ რესტორნებისა და კაფე-ბარების მიმართ მიღებული რეგულაციებით მოსალოდნელ შედეგებზე ისაუბრა. მისი თქმით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ამ სფეროში 100 000-მა პირმა უკვე დაკარგა სამუშაო ადგილი, ხოლო ​კოვიდამდე არსებული რესტორნებისა და კაფე-ბარების 60% დაიხურა.

როგორც შოთა ბურჯანაძე განმარტავს, სარესტორნო ბიზნესისთვის, რომელიც უკვე დაზარალებულია, ნებისმიერი ახალი რეგულაცია მტკივნეული და გამანადგურებელი იქნება, დღეს ამოქმედებული შეზღუდვები კი ამ ობიექტების თანამშრომლთა ხელფასების შემცირებას გამოიწვევს.

"ისედაც დაზარალებული სფერო და რა მდგომარეობაშიც ეს სფერო იმყოფება ნებისმიერი დამატებითი რეგულაცია რა თქმა უნდა უფრო მტკივნეულია და შეიძლება გამანადგურებელიც კი.

როდესაც ცალსახად ერთ რაღაცას აკეთებ, შეზღუდვის გადაწყვეტილებას ღებულობ და პასუხისმგებლობას ღებულობ მთლიანად საზოგადოების გადარჩენისთვის ამ გადაწყვეტილებიდან დაზარალებულ მხარეს რა პასუხი ეძლევა - ეს არის ასევე მნიშვნელოვანი. ის ადამიანები და სფერო, რომელიც ამ გადაწყვეტილებით დაზარალდება - ამ საკითხზე ერთი სიტყვაც კი არ თქმულა დღეს.

რამდენად მნიშვნელოვანი იყო ახლა ამ შემთხვევაში კომუნიკაცია - როდესაც გადაწყვეტილებას ღებულობ და 10 საათის შემდეგ არის აკრძალული სტუმრის მიღება, ამ სფეროში არსებობს სხვადასხვა სახის რესტორნები, კაფე-ბარები და ა.შ., რომლისთვისაც 2 საათზე მიიღებს სტუმარს თუ 10 საათზე - არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. სამწუხაროდ ამ გადაცემის მიმღები ადამიანები დეფინიცირებას ვერ აკეთებენ ჩვენს სფეროში იმიტომ, რომ არ იციან, უნდა ჰკითხოთ ამ სფეროში მოღვაწე ადამიანებს, რომ სწორი განმარტება მიიღონ და შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილება.

ერთი ხელის მოსმით, როდესაც რესტორნები, რომლებიც საქართველოში მუშაობდნენ დღესდღეობით არის მხოლოდ და მხოლოდ 40% დარჩენილი. თუ 4 000-ივეს ამას უკეთებ თბილისში პირობითად, ხომ შეგვიძლია, რომ 1 000 გადავარჩინოთ და იფუნქციონიროს?! იმიტომ, რომ იქ დასაქმებული ადამიანი შესაძლებლობას მიიღებს, რომ მიიღოს ხელფასი.

ამას პირველი მოჰყვება ის, რომ რესტორნების დიდი უმრავლესობა დაიკეტება იქიდან გამომდინარე, რომ დამოკიდებული იყო ამ სამუშაო საათებზე. თუ არ დაიკეტება რესტორნები - შემცირდება სამუშაო ადგილები. თუ სამუშაო ადგილები არ შემცირდა - მაშინ ყველა ვარიანტში შემცირდება ხელფასები თანამშრომლების იმიტომ, რომ სამუშაო საათები არ იქნება იმდენი, რამდენიც ჰქონდა. შემდეგ, ის ვალდებულებები, რაც საიჯარო გადასახადები იყო - დარჩება ყველა ვარიანტში.

კოვიდამდე არსებული რესტორნებისა და კაფე-ბარების 60% არის საქართველოს მასშტაბით დახურული," - აცხადებს შოთა ბურჯანაძე.

]]>
15-10-2020 19:49 +0400
თბილისის და ევროპის მიმართულებით ნოემბერში ეტაპობრივად პირდაპირი რეისები გაიხსნება https://rustavi2.ge/ka/news/178817

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ნოემბრიდან საქართველოს მიმართულებით ფრენები ეტაპობრივად აღდგება. გიორგი გახარიას თქმით, რეისები დაემატება როგორც თბილისის, ასევე ქუთაისი მიმართულებით.

"პირველი ნაბიჯი იქნება, ოქტომბრის ბოლოდან უკვე არსებულ რეისბეზე ფრენების დამატება, ეს იქნება საფრანგეთი, პარიზის და გერმანია- მიუნხენის მიმართულებით. გარდა იმისა, რომ ეს ჩვენ მოქალაქებს მიცემს გადაადგილების შესაძლებლობას, ეკონომიკას მისცემს ცოტა მეტ ჟანგბადს, პარალელურად, მოგვეხმარება ქვეყანაში დამკვირვებლების შემოყვანის. 

ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ უკვე ნოემბერში, ეტაპობრივად, მაგრამ ფრთილად, პირდაპირი რეისები გაიხსნება როგორც თბილისის, ასევე ევროპის მიმართულებით, ასევე ქუთაისდან ევროპის მიმართულებით,"- განაცხადა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.  

]]>
15-10-2020 13:45 +0400
პანდემიის შემდეგ საქართველოს ეკონომიკა შესაძლოა რეგიონსა და აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე სწრაფად პროგრესირებადი გახდეს - საერთაშორისო სავალუტო ფონდი https://rustavi2.ge/ka/news/178761

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მსოფლიო ეკონომიკის მიმოხილვა განაახლა. ანგარიშის მიხედვით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით შემცირდება, 2021 წელს კი ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი + 5%-ს გაუტოლდება.

ფონდი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ყოველწლიურად საშუალოდ 5.5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. ამ მონაცემებით, საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და რეგიონის ქვეყნებში პირველ ადგილს იკავებს. მეორე და მესამე პოზიციაზე კი სერბეთი და სომხეთი მოდიან.

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ პანდემიის შემდგომ საქართველოს ეკონომიკა შესაძლოა რეგიონსა და აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე სწრაფად პროგრესირებადი გახდეს. 

სავალუტო ფონდის ოქტომბრის განახლებული მონაცემები ოპტიმიზმის საფუძველს არ უჩენს ოპოზიციას. პოზიტიური პროგნოზების მიუხედავად​, ოპონენტები ფიქრობენ, რომ ხელისუფლება ეკონომიკური რეცესიის შეჩერებას ვერ შეძლებს. მათი აზრით, ამის დასტური საგარეო ვალის მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით 60 პროცენტამდე ზრდაც არის. 

ოპოზიციის კრიტიკას მმართველ გუნდში არ იზიარებენ. პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ ქვეყანას გეგმურზე მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი ექნება. 

 

]]>
14-10-2020 21:45 +0400
ეკონომიკის ზრდის საფუძველი ის ეკონომიკური პოლიტიკაა, რომელსაც საქართველოს მთავრობა ატარებს - ფინანსთა მინისტრის მოადგილე https://rustavi2.ge/ka/news/178737

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ საპროგნოზო მაჩვენებლებს გამოეხმაურა.

როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა აცხადებს ეკონომიკის ზრდის საფუძველია, ის ეკონომიკური პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს მთავრობა ატარებს. 

"ეკონომიკური გამოცოცხლების მიზეზებად შეიძლება ჩამოვთვალოთ მიმდინარე წელს ინფრასტრუქტურის მშენებლობის საკმაოდ მაღალი ტემპი. გაგრძელდება პროექტები, რომლებიც მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპისთვის. ასევე, მიმდინარე წელს შევინარჩუნეთ და გავაძლიერეთ რეფორმატორი ქვეყნის იმიჯი. ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები განვახორციელეთ, რომლებიც მომავალი წლიდან ეკონომიკის გამოცოცხლებას უნდა მიეხმაროს," - განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მსოფლიო ეკონომიკის მიმოხილვა განაახლა. ანგარიშის მიხედვით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით შემცირდება, 2021 წელს კი ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი + 5%-ს გაუტოლდება. ფონდი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ყოველწლიურად საშუალოდ 5.5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. ამ მონაცემებით საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და რეგიონის ქვეყნებში პირველ ადგილს იკავებს. მეორე და მესამე პოზიციაზე კი, სერბეთი და სომხეთი მოდიან.

]]>
14-10-2020 15:24 +0400
ოპტიმისტურ პროგნოზშიც კი 5%-იანი ეკონომიკური ვარდნა უბრალოდ კატასტროფაა - სერგი კაპანაძე https://rustavi2.ge/ka/news/178726

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ საპროგნოზო მაჩვენებლებს ოპოზიციაში აფასებენ.

როგორც ოპოზიციის წევრები აცხადებენ, იმ პოლიტიკით, რასაც დღეს მთავრობა აწარმოებს,ვერავითარი ეკონომიკური ზრდა ვერ იქნება.

"ის მდგომარეობა, რომელშიც ახლა ვართ, ეს ჭაობი, ეს ეკონომიკური ვარდნა, უბრალოდ შეუძლებელია, რომ ამ მთავრობამ გამოასწოროს და ეს მოლოდინი გარდამტეხი ცვლილებების დააკმაყოფილოს. სავალუტო ფონდის პროგნოზებიც ამაზე მეტყველებს. ისინი როგორც ჩანს გაცილებით ოპტიმისტურია, ვიდრე რეალობაა, მაგრამ ამ ოპტიმისტურ პროგნოზშიც კი, 5%-იანი ეკონომიკური ვარდნა, უბრალოდ კატასტროფაა და ნიშნავს იმას, რომ თუ ჩვენ ეს მთავრობა არ შევცვალეთ, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში უბრალოდ ვერ ამოვალთ ამ ჭაობიდან," - აღნიშნა "ევროპული საქართველოს" წევრმა სერგი კაპანაძემ.

"არავითარი ზრდა ეს არ არის 2019 წელთან შედარებით და ესეც არის პროგნოზი და არასდროს პროგნოზები არ მართლდება და ყოველთვის უარესი მდგომარეობაა საქართველოში, ვიდრე იყო პროგნოზი. ამ 8 წლის განმავლობაში, ერთხელაც კი, საქართველოსთან მიმართებით პროგნოზი არ აღსრულებულა. ყოველთვის გაცილებით უარესი იყო, ვიდრე წინასწარ დასახული გეგმა. თუ ახლა დავაკვირდებით რა ხდება ლართან დაკავშირებით, ფასებთან დაკავშირებით, ბუნებრივია, რომ ამ პოლიტიკით, რასაც დღეს მთავრობა აწარმოებს ვერავითარი ეკონომიკური ზრდა ვერ იქნება," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ. 

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მსოფლიო ეკონომიკის მიმოხილვა განაახლა. ანგარიშის მიხედვით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით შემცირდება, 2021 წელს კი ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი + 5%-ს გაუტოლდება. ფონდი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ყოველწლიურად საშუალოდ 5.5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. ამ მონაცემებით საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და რეგიონის ქვეყნებში პირველ ადგილს იკავებს. მეორე და მესამე პოზიციაზე კი, სერბეთი და სომხეთი მოდიან.

]]>
14-10-2020 15:21 +0400
პოზიტიურია ის, რომ შემდეგი წლის ბიუჯეტი ეკონომიკურ ზრდაზეა დაგეგმილი - არჩილ თალაკვაძე https://rustavi2.ge/ka/news/178722

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ საპროგნოზო მაჩვენებლებს გამოეხმაურა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, მთავრობა ცდილობს ეკონომიკის აღდგენის მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები გადადგას.

"პოზიტიურია ის, რომ შემდეგი წლის ბიუჯეტი ეკონომიკურ ზრდაზე არის დაგეგმილი და ეს შეთანხმებულია საერთაშორისო-საფინანსო ინსტიტუტებთან. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ეკონომიკის სტაბილიზაციისთვის გადადგმული ნაბიჯები, რომელიც ხელისუფლებამ, ჩვენ გადავდგით, იყო სწორი და შედეგიანი. ჩვენ ვეცდებით, რომ ეკონომიკის აღდგენის მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები გადავდგათ," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მსოფლიო ეკონომიკის მიმოხილვა განაახლა. ანგარიშის მიხედვით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით შემცირდება, 2021 წელს კი ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი + 5%-ს გაუტოლდება. ფონდი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ყოველწლიურად საშუალოდ 5.5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. ამ მონაცემებით საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და რეგიონის ქვეყნებში პირველ ადგილს იკავებს. მეორე და მესამე პოზიციაზე კი, სერბეთი და სომხეთი მოდიან.

]]>
14-10-2020 15:04 +0400
პანდემიის პერიოდში გატარებულმა ნაბიჯებმა მოგვცა შესაძლებლობა, მომდევნო წლებში გავაუმჯობესოთ ეკონომიკური ზრდა - ექსპერტები  https://rustavi2.ge/ka/news/178720

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მსოფლიო ეკონომიკის მიმოხილვა განაახლა. ანგარიშის მიხედვით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით შემცირდება, 2021 წელს კი ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი + 5%-ს გაუტოლდება. ფონდი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ყოველწლიურად საშუალოდ 5.5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. ამ მონაცემებით საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და რეგიონის ქვეყნებში პირველ ადგილს იკავებს. მეორე და მესამე პოზიციაზე კი სერბეთი და სომხეთი მოდიან.

ფონდის მიერ გამოქვეყნებულ საპროგნოზო მაჩვენებლებს ექსპერტები გამოეხმაურნენ.

"პანდემიის პერიოდში საქართველოს მიერ გატარებულმა ნაბიჯებმა მოგვცა ჩვენ შესაძლებლობა სავალუტო ფონდის მიერ დანახული კუთხით, რომ საქართველომ 2020 წელს კი მიიღოს ეკონომიკური ვარდნა, მაგრამ მომდევნო წლებში დაეწიოს და გააუმჯობესოს კიდევ ის ეკონომიკური ზრდა, რომელიც მას ჰქონდა პანდემიამდე. სხვა ქვეყნებს რომ დავაკვირდეთ, იშვიათია ასეთი შედეგი, რომ პანდემიამდე მაჩვენებლის აღდგენას ახერხებდნენ 2021-ში. თუმცა, ამ ყველაფერს აღსრულება სჭირდება, სახელმწიფოს იმ პოლიტიკის აღსრულება სჭირდება, რა რაკურსიც მას უკვე აქვს არჩეული," - განაცხადა თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორმა ვახტანგ ჭარაიამ.

"მიმდინარე წელს, თუ ჩვენ 5%-იანი ეკონომიკური ვარდნით დავამთავრეთ წელი, ეს იქნება ძალიან კარგი შედეგი, თუმცა სამწუხაროდ, 5%-ს გაცდება ეს შედეგი. იქითა წლის ეკონომიკური შედეგი, რომელიც ასევე არის პროგნოზში ჩადებული, ესეც გარკვეულწილად ოპტიმისტურია, რადგან შემდეგ წელს არამხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ რეგიონის ეკონომიკა ძალიან მნიშვნელოვანწილად იქნება დამოკიდებული არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე, აქედან გამომდინარე შემდეგი წლის კონკრეტული ეკონომიკური პროგნოზის გაკეთება პრაქტიკულად შეუძლებელია ამ გადმოსახედიდან," - აღნიშნა ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა პაატა ბაირახტარმა

]]>
14-10-2020 14:58 +0400
სავალუტო ფონდი მომდევნო წლებში საქართველოში ყოველწლიურად საშუალოდ 5.5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს https://rustavi2.ge/ka/news/178678

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მსოფლიო ეკონომიკის მიმოხილვა განაახლა. ანგარიშის მიხედვით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით შემცირდება, 2021 წელს კი ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი + 5%-ს გაუტოლდება.

ფონდი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ყოველწლიურად საშუალოდ 5.5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. ამ მონაცემებით საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და რეგიონის ქვეყნებში პირველ ადგილს იკავებს. მეორე და მესამე პოზიციაზე კი სერბეთი და სომხეთი მოდიან.

]]>
14-10-2020 10:35 +0400
აუცილებლად მოვიგებდით ანაკლიის ტენდერს, რადგან იყო ამერიკული კომპონენტი - მამუკა ხაზარაძე https://rustavi2.ge/ka/news/178646

მოიგებდა თუ არა მამუკა ხაზარაძე ანაკლიის პროექტის განსახორციელებლად ტენდერს, მისთვის ხელსაყრელი პოლიტიკური გარემო რომ არ ყოფილიყო -  "ღამის კურიერის" ამ კითხვას "ლელოს" ლიდერმა უპასუხა, რომ კი, აუცილებლად მოიგებდა.

მამუკა ხაზარაძემ ისაუბრა იმ წინადადებაზე, რომელიც ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით ამერიკელ პარტნიორებთან ერთად მაშინდელ ხელისუფლებას შესთავაზა. 

"რა თქმა უნდა. იმიტომ, რომ ანაკლიის პროექტი სანამ გამოცხადდებოდა კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს, მას უსწრებდა წინ იაპონური, დამოუკიდებელი კომპანიის ექსპერტიზა, საკმაოდ დიდი თანხა გადაიხადა ამაში საპარტნიორო ფონდმა, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ერთადერთი ადგილი, ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, აქ პოლიტიკური ნიშანი საერთოდ არ იყო, ეს არის ანაკლია.

ამის შემდეგ გამოცხადდა ტენდერი ასეთი პირობებით: 1000 ჰექტარი მიწა გადაეცემა ინვესტორს, რომელიც ააშენებს 100 მილიონ ტონიან პორტს და 50 წლის მერე უკვე დამთავრებულ 9 ფაზას უსასყიდლოდ გადასცემს სახელმწიფოს. ჩვენ ეს პროექტი რომ შევისწავლეთ ჩვენს პარტნიორ ამერიკელ კომპანიასთან ერთად, რომელთან ერთადაც ჩამოვაყალიბეთ კონსორციუმი, დავიწყეთ ამ საკითხის შესწავლა, მოვიწვიეთ ამერიკული საინჟინრო კომპანია, რომელმაც თქვა, მიუხედავად იმისა, რომ ტრანზიტული მდგომარეობა არის ძალიან საინტერესო, ქვეყანა არ უნდა იყოს ტრანზიტულ ტვირთებზე დამოკიდებული. ყარაბაღის ომმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ რაღაც რომ მოხდეს სამეზობლოში, სტრატეგიული პორტი არ უნდა გაგიჩერდეს. ამიტომ, მათ თქვეს, რომ უნდა შევცვალოთ - 1000 ჰექტარი მიწა არ სჭირდება პორტს, ეს ყველაფერი დავიყვანეთ 450 ჰექტრამდე. მივედით ახალი წინადადებით, ჩვენ გთავაზობთ, რომ 450 ჰექტარში ჩავატევთ იმას, რაც თქვენ 1000 ჰექტარში გინდოდათ ჩაგეტიათ და დანარჩენ ტერიტორიაზე გავაკეთებთ თავისუფალ ეკონომიკურ ზონას, რომელიც ქმნის 10 ათასობით სამუშაო ადგილს.

აუცილებლად მოვიგებდით ტენდერს, რადგან აქ იყო ამერიკული კომპონენტი, 4 უზარმაზარი ბანკის განზრახულობათა ოქმზე ხელმოწერა, ეს ის ბანკებია, რომელიც ჩვენს სახელმწიფოს აძლევს საბიუჯეტო დახმარებას სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის და, რაც ყველაზე მთავარია - ამერიკელი ოპერატორი,"-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. 

]]>
13-10-2020 22:35 +0400
თავისუფალი ვაჭრობის და ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირთან ათვისებული არ არის - სალომე სამადაშვილი https://rustavi2.ge/ka/news/178597

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრის, სალომე სამადაშვილის შეფასებით, თავისუფალი ვაჭრობის და ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირთან ათვისებული არ არის.

"თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების მიუხედავად, საქართველო ვერ იყენებს იმისთვის, რომ გაზარდოს საკუთარი პროდიქციის ექსპორტი ევროპულ ბაზარზე. დღეს ჩვენი ქვეყნიდამ ევროპულ ბაზარზე მხოლოდ 4 სახეობის პროდუქტი შედის, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება სწორედ იმისთვის გვინდოდა, რომ საგრძნობლად გარდილიყო ჩვენი პროდუქციისთვის ევროკაშვირის ბაზარი,"-განაცხადა "დღის კურიერში" სალომე სამადაშვილმა. 

მისივე თქმით, საქართევლო არ ასრულებს ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს რომელიც დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სიტემის შექმნას ითვალისწინებს.

"როდესაც ქვეყანაში პრობლემა გაქვს სასამართლო სისტემის, სადაც კორუფცია სერიოზული გამოწვევაა, იქ რათქმაუნდა არ ხდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისმოზიდვა და შესაბამისად ესეც აფერხებს ჩვენ ეკონომიკურ განვითარებას და ათვისებას ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობის, რომ ქვეყანაში ინვესტიციები არ შემოედინება,"-დასძინა სამადაშვილმა. 

"დღის კურიერში" სალომე სამადამაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" ხედვა წარმოადგინა და აღნიშნა, რომ  აუცილებელია იმ ფორმატების ათვისება, რაც საქართველოს ევროკავშირთან აქვს გაფორმებული და უნდა გატარდეს რეფორმები, რასაც ხელშეკრულებით აღებული ვალდებულება ითვალისწინებს.

 

]]>
13-10-2020 16:26 +0400
ევროპის საბჭო საქართველოში ახალ 600 000 ევროიან პროექტს იწყებს https://rustavi2.ge/ka/news/178457

ევროპის საბჭომ საქართველოში დაიწყო ახალი, 600 000 ევროიანი პროექტი "ადამიანის უფლებებისა და ჯანდაცვის ხელშეწყობის გაძლიერება პენიტენციურ სისტემაში".

პროექტი მიზნად ისახავს დაეხმაროს საქართველოს ხელისუფლებას პენიტენციურ სისტემაში ჯანმრთელობის დაცვის მომსახურებების შემდგომ გაუმჯობესებაში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვას. პროექტი ხელს შეუწყობს პატიმრებისთვის ხარისხიანი ფსიქიატრიული დახმარების, მკურნალობისა და რეაბილიტაციის მისაწვდომობის გაუმჯობესებას და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფის კონტროლის ხარისხიანი შიდა მექანიზმის შექმნას.

პროექტის პარტნიორები არიან საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, პრევენციის ეროვნული მექანიზმი და შესაბამისი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები. პროექტი ხორციელდება საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში და გაგრძელდება 2021 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით.

6 ოქტომბერს პროექტის მმართველმა კომიტეტმა ჩაატარა პირველი შეხვედრა პროექტის სამუშაო გეგმის განსახილველად. გეგმა მოიცავს პროექტის სრულ პერიოდს და ემყარება პროექტის პარტნიორებისა და ევროსაბჭოს ექსპერტების მიერ გამოვლენილ საჭიროებებს.

პროექტი ეყრდნობა მანამდე განხორციელებული ისეთი პროექტების ფარგლებში შეძენილ გამოცდილებას, როგორიცაა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს პარტნიორობით ორ ეტაპად განხორციელებული ერთობლივი პროექტი "ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა საქართველოს ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში" (2010-2017), და ევროპის საბჭოს პროექტი "თავისუფლებააღკვეთილ პირთა ფსიქიკური ჯანდაცვის გაუმჯობესება საქართველოში" (2018-2019).

]]>
12-10-2020 13:43 +0400
პარლამენტში ბიუჯეტის განხილვა ფრაქციების ფორმატში გაგრძელდება https://rustavi2.ge/ka/news/178425

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დღეს საპარლამენტო ფრაქციების ფორმატში გაგრძელდება. ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ევროპულ საქართველოს" ფინანსთა მინისტრის მოადგილე წარუდგენს.

2021 წლის ბიუჯეტი დაგეგმილია 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზე და ის მიმდინარე წლის ფინანსურ დოკუმენტთან შედარებით, მილიარდ 150 მლნ ლარით მეტია. რამდენიმე უწყებისგან განსხვავებით, დაფინანსება არ ეზრდება ჯანდაცვის სამინისტროს, რაც ოპოზიციის უკმაყოფილებას იწვევს.

მათ მტკიცებით, მმართველი გუნდი ყველაფერს მხოლოდ საკუთარი ჯიბისთვის და კეთილდღეობისთვის აკეთებს.

"წარმოუდგენელია, რომ ქვეყანაში ჩვენ გვქონდეს ინფიცირების მზარდი მაჩვენებელი და მეორეს მხრივ, მთავრობას პარლამენტში შემოჰქონდეს ბიუჯეტი, სადაც საყოველთაო ჯანდაცვას 40 მილიონი აკლდება და სადაც სოციალური დახმარებები კორონა კრიზისის პერიოდში, პრაქტიკულად, განულებულია," - განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა რომან გოცირიძემ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის რომან გოცირიძის შეფასებით, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი მორგებულია მმართველი გუნდის ფინანსურ და პოლიტიკურ ინტერესებზე.

]]>
12-10-2020 07:51 +0400
ბრიტანულ-ქართული სავაჭრო ჰაბის პრეზენტაცია ონლაინ იმართება https://rustavi2.ge/ka/news/178410

COVID -19-ისთვის შესაფერისი ფორმატით, ბრიტანულ-ქართული სავაჭრო ჰაბის პრეზენტაცია ონლაინ იმართება. სიახლე, ახალი სერვისის სახით, რომელიც მაკო აბაშიძისა და ბაჩი გაბუნიას იდეიდან რეალურ ბიზნეს პროექტად იქცა, შეავსებს სიცარიელეს, რასაც მცირე თუ საშუალო ბიზნესის მქონე მეწარმეები წლების განმავლობაში აწყდებოდნენ.

ორ ქვეყანას შორის ექსპორტ-იმპორტი, რომ მრავალ ლოჯისტიკურ სირთულესთან არის დაკავშირებული, ეს ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატის დამფუძნებელმა მაკო აბაშიძემ კარგად იცის, ამიტომაც იდეის დაბადებიდან მალევე საქმეში ბრიტანელი პარტნიორები ჩართო. ერთად ამ გუნდმა სწრაფი, გამჭვირვალე და მოქნილი სისტემა შექმნა, რომელიც კლიენტებს ორ ქვეყანას შორის ტვირთის მოძრაობას გაუადვილებს.

სისტემა უკვე გამართულია და პირველ კლიენტებს ოქტომბრიდან ელოდება. სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება უკვე ხელმოწერილია და 1 იანვრიდან ამოქმედდება

]]>
11-10-2020 21:56 +0400
სომხეთის მიმართულებით მიმავალი სატვირთო ავტომობილში სამხედრო დანიშნულების ტვირთი არ აღმოჩნდა - შემოსავლების სამსახური https://rustavi2.ge/ka/news/178350

მებაჟე ოფიცრებს სომხეთის მიმართულებით მიმავალი სატვირთო ავტომობილის საბაჟო კონტროლის განხორციელებისას, სამხედრო ტვირთი არ აღმოუჩენიათ, ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელდა დეზინფორმაცია, თითქოს ყაზბეგის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, სომხეთის მიმართულებით, სამხედრო ტვირთის გადაადგილება აღიკვეთა.

"ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ საბაჟო გამშვებ პუნქტზე "ყაზბეგი", რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკის მხრიდან, უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული, საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი სატვირთო ავტომობილი შემოვიდა.

მებაჟე ოფიცრების მიერ, რისკის შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, გარკვეულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, აღნიშნულ ტრანზიტული ტვირთი შესაბამის საბაჟო კონტროლის პროცედურებს დაექვემდებარა. ამასთან, შემდგომი საბაჟო კონტროლის ფარგლებში, ტვირთის თანმხლები დოკუმენტების, კამერალური შემოწმებისა და საქონლის ვიზუალური დათვალიერების შედეგად, არანაირი სამხედრო დანიშნულების ტვირთის აღმოჩენის ფაქტი არ დაფიქსირებულა და შესაბამისად, სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია. აღნიშნულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას დაუფიქსირდა საქართველოს საბაჟო საზღვრის კვეთა და გააგრძელა მოძრაობა შემდგომი დანიშნულების ადგილის მიხედვით.

აქვე, გვინდა აღვნიშნოთ, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის უზრუნველყოფის მიზნით დაწესებული საბაჟო შეზღუდვები არ ეხება სატვირთო ავტოტრანსპორტს და მათი გადაადგილება 24 საათიან რეჟიმში, შესაბამისად ამ მიზნისთვის, შემუშავებული სპეციალური პროტოკოლის დაცვით, შეუფერხებლად მიმდინარეობს.

ბოლო ერთი თვის მონაცემებით, საერთაშორისო გადაზიდვების ფარგლებში, საბაჟო გამშვები პუნქტი "ყაზბეგის" გავლით საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდა 14 347 სატვირთო ავტომობილი, ხოლო საქართველოდან გავიდა 14 595 სატრანსპორტო საშუალება," - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

]]>
11-10-2020 11:31 +0400
ვინ და როგორ აპირებს დაუძლეველი პრობლემის მოგვარებას ამჯერად 2020-წელს? - პარტიების საარჩევნო პროგრამები სიღარიბისა და უმუშევრობის დასაძლევად https://rustavi2.ge/ka/news/178340

ბოლო წლებში ჩატარებული ყველა სოციოლოგიური კვლევის მიხედვით, მოსახლეობა მთავარ გამოწვევად სიღარიბესა და უმუშევრობას ასახელებს.

ოჯახების სიღარიბიდან ამოყვანას ოპოზიციური პოლიტიკური ძალები ახალ საარჩევნო სეზონზე ახალი დაპირებებით ხვდებიან. ზოგი პარტიისთვის ეს გზა საწარმოო ინდუსტრიული პარკების მშენებლობაზე გადის, ზოგისთვის საინვესტიციო ბიზნესგარემოს სტაბილურობაზე, ზოგისთვის - აგრობიზნესის გაძლიერებაზე, სამთავრობო ხარჯების შემცირებასა, თუ ბიზნესების მონოპოლიის შეზღუდვაზე.

"ქართული ოცნების" ლიდერები ამბობენ, რომ მათი რვაწლიანი მმართველობის დროს ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა. მათი თქმით, განაგრძობენ უკვე არსებულ პროექტებს, დაეხმარებიან პანდემიისგან დაზარალებულ მოსახლეობას და ბიზენსის ხელშეწყობის პროექტებს განაგრძობენ.

საქართველოში მცხოვრები ყოველი მეხუთე ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს - ასეთია გაეროს ბავშვთა ფონდის ბოლო კვლევის შედეგები. მსოფლიო ბანკის პროგნოზით, კორონავირუსის კრიზისით გამოწვეული უმუშევრობის შედეგად ქვეყანაში, შესაძლოა, კიდევ 160 000 -მდე მოქალაქე სიღარიბეში აღმოჩნდეს. მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის დამტკიცება მეათე მოწვევის პარლამენტს მოუწევს, რომლის შემადგენლობაც ამომრჩევლებმა 31 ოქტომბერს უნდა განსაზღვრონ.

]]>
10-10-2020 21:24 +0400
მიმართვის შემთხვევაში ბანკები სასტუმროებისათვის სესხების რესტრუქტურიზაციას მოახდენენ - ნათია თურნავა https://rustavi2.ge/ka/news/178067

მიმართვის შემთხვევაში ბანკები სასტუმროებისათვის სესხების რესტრუქტურიზაციას მოახდენენ - გადაწყვეტილების შესახებ დღეს გახდა ცნობილი.

საკითხზე ეკონომიკის მინისტრმა და ბანკების ხელმძღვანელებმა იმსჯელეს. საუბრის თემა მთავრობის ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული საშეღავათო პროგრამების მიმდინარეობა იყო.

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ასეთ დროს მნიშვნელოვანია გვერდში დგომა.

"გვქონდა ონლაინშეხვედრა წამყვან ბანკებთან, ვთხოვეთ დაგროვილი სესხების რესტრუქტურირება, რომელიც მცირე სასტუმროებს დაუგროვდათ. რადგან პრობლემები გრძელდება და ჩვენ მათ გვერდით უნდა დავუდგეთ. მოვისმინეთ ბანკების მხრიდან მზადყოფნა, რომ მზად არიან განიხილონ სესხის რესტრუქტურირების შესაძლებლობები,"- განაცხადა ნათია თურნავამ.

საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე აცხადებს, რომ მიმდინარეობს მსჯელობა თუ როგორ უნდა გაფართოვდეს პროექტი, რათა ყველამ შეძლოს სარგებლობა და დახმარების მიღება.

"რა იქნება უფრო პრიორიტეტული და როგორ უნდა გაფართოვდეს ეს პროექტი, ამასთან მიმართებით მიმდინარეობდა მსჯელობა, ასევე განვიხილეთ ის პრობლემები, რომელიც დღეის მდგომარეობით არსებობს,"- განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.

  

]]>
08-10-2020 15:00 +0400
ივანე მაჭავარიანმა საერთაშორისო სტატუსის მქონე კომპანიებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესება განმარტა https://rustavi2.ge/ka/news/178057

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა საერთაშორისო სტატუსის მქონე კომპანიებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესება განმარტა.

"ეს არის 5 პროცენტი მოგების გადასახადი და ამავე დროს არის 5 პროცენტი საშემოსავლო ნებისმიერ დაქირავებულ მუშაკზე.

გვაქვს ორი ტიპის ხარჯთან საქმე. ერთი, ეს არის საქართველოს მოქალაქე, რეზიდენტი, დაქირავებული პირისათვის გადახდილი ხელფასის ხარჯი სრულად შეუძლიათ გამოიქვითონ, ანუ სრულად შეამცირონ მოგების ამ ხარჯით და მეორე საერთაშორისო კომპანიისთვის ნებადართული საქმიანობის სფეროში სამეცნიერო კვლევითი, საპროექტო და საცდელ-საკონსულტაციო მომსახურების ხარჯები, ე.წ არენდი ხარჯები," - განაცხადა მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, საერთაშორისო სტატუსის მქონე კომპანიებს საგადასახადო შეღავათები დაუწესდებათ. სიახლის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა. კომპანიები შეღავათებს მიიღებენ საშემოსავლო და მოგების გადასახადზე.

პრემიერ- მინისტრის განცხადებით, საერთაშორისო სტატუსის მისაღებად მექანიზმი პირველ რიგში საზღვაო ბიზნესთან დაკავშირებულ და IT მიმართულების კომპანიებისთვის შეიქმნება.

]]>
08-10-2020 14:05 +0400
საერთაშორისო სტატუსის მქონე კომპანიებს საგადასახადო შეღავათები დაუწესდებათ https://rustavi2.ge/ka/news/178036

საერთაშორისო სტატუსის მქონე კომპანიებს საგადასახადო შეღავათები დაუწესდებათ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, აღნიშნული საკითხი დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განიხილება და შესაბამისი გადაწყვეტილებაც მიიღება.

პრემიერი ამბობს, რომ აღნიშნული საკითხი დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განიხილება და შესაბამისი გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული.

"საგადასახდო შეღავათებზე მუშაობა ჩვენ დავიწყეთ 2019 წლიდან. მაშინ ჩვენ საგადასახადო კოდექსში ცვლილება შევიტანეთ, შესაძლებლობა, მექანიზმი, რომელიც ჩვენ გვაძლევს დღეს შესაძლებლობას კომპანიებს, რომელსაც მივანიჭებთ საერთაშორისო კომპანიების სტატუსს დაუწესდეთ მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათები. ეს არის როგორც საშემოსავლო, ასევე მოგების გადასახადის შეღავათები, დაახლოებით ეს 5 პროცენტამდე მცირდება. რატომ არის დღეს ასე მნიშვნელოვანი. ეს არის მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ პოსტ პანდემიური, ეკონომიკური აღდგენის პერიოდში გლობალური, ეკონომიკური კონკურენცია იქნება უაღრესად მძაფრი და ჩვენ ვაძლევთ შესაძლებლობას როგორც ქართულ კომპანიებს მიიღონ საერთაშორისო კომპანიის სტატუსი, ასევე საერთაშორისო კომპანიებს შევუქმნათ კომფორტული პლატფორმა იმისთვის, რომ საქართველოდან იმუშაონ. დღეს ვიმსჯელებთ რომელი დარგების კომპანიებზე შევქმნათ მექანიზმები მსგავსი სტატუსის მისაღებად. პირველ რიგში, ეს იქნება საზღვაო ბიზნესთან დაკავშირებული კომპანიები და ასევე აიტი კომპანიები. ეს ორივე მიმართულება უაღრესად მნიშვნელოვანი, როგორც გლობალური ეკონომიკის განვითარებისთვის, ასევე საქართველოსთვის რამეთუ ტრანსპორტი და ლოგისტიკა ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკის სექტორია, ისევე როგორც აიტი მიმართულებაში გვაქვს სერიოზული რესურსი, რომელიც სრულად არის ასამუშავებელი,"- განაცხადა გახარიამ. 

]]>
08-10-2020 11:32 +0400
2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი პარლამენტის ნდობის ჯგუფში განიხილეს - მთავარი თემა საიდუმლო შესყიდვებისთვის განკუთვნილი თანხის განაწილება იყო https://rustavi2.ge/ka/news/178023

საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი პარლამენტის ნდობის ჯგუფში განიხილეს. მთავარი თემა საიდუმლო შესყიდვებისთვის განკუთვნილი თანხების განაწილება იყო.

სხდომას საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში შემავალი უწყების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა და სწორედ ამ საკითხების გათვალისწინებით მოხდება დაფინანსების გადანაწილებაც.

"რესურსი საჭიროა, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ რეგიონში შექმნილ ვითარებას, გეოპოლიტიკურ მოცემულობას, ზოგადად უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ გამოწვეევებს, მაგრამ ვითვალისწინებთ ქვეყანაში შექმნილ ვითარებას, გამოწვევებს, ამიტომ მაქსიმალურად კოლეგიალურად, უწყებების სპეციფიკისა და პრიორიტეტების გათვალისწინებით ჩამოვყალიბდით და დასკვნაში აისახება ჩვენი რეკომენდაციები, თუ რა მიმართულებით უნდა გაიზარდოს ბიუჯეტი,"- განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა. 

]]>
08-10-2020 09:14 +0400
სახელმწიფო ბიუჯეტს დაამტკიცებს ახალი პარლამენტი, სადაც "ქართული ოცნება" ოპოზიციაში იქნება - ოთარ კახიძე https://rustavi2.ge/ka/news/177906

პარლამენტი მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვას იწყებს. ამ წუთებში პროექტზე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტზე მსჯელობენ. დღესვე გაიმართება ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა.

მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვა საკომიტეტო ფორმატში 16 ოქტომბრამდე უნდა მოესწროს.

ოპოზიციის წევრების შეფასებით, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი ვერ პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც ქვეყანაში არსებობს.

"სახელმწიფო ბიუჯეტს დაამტკიცებს ახალი პარლამენტი, სადაც "ქართული ოცნება" ოპოზიციაში იქნება. კოალიციური მთავრობა განსაზღვრავს ქვეყნის პრიორიტეტების მიხედვით რა არის გასაკეთებელი და რა ვითარება არის გამოსასწორებელი. 2016 წელს "ქართულმა ოცნებამ" სახელმწიფო ბიუჯეტი წარადგინა, სადაც დამალა რომ აპირებდნენ აქციზის გადასახადის გაზრდას და შემდეგ არჩევნებზე როდესაც გაინაღდეს გამარჯვება, წარადგინეს უკვე მეორე ბიუჯეტი და გააძლიერეს ბენზინი, გაზი, დიზელი და ნავთობპროდუქტები ყველა მოსახლისთვის საქართველოში. ამიტომ ამ ბიუჯეტს არავითარი დატვირთვა არ აქვს," - განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა ოთარ კახიძემ. 

"მომავალი წლის ბიუჯეტი ზუსტად ჰგავს იმ ბიუჯეტს, რაც ახლა ჩვენ გვაქვს და ვხედავთ რამაც გააღატაკა ხალხი, ჩამოშალა ლარი და გახდა ფასების ზრდის საფუძველი. ბიუჯეტი ამ წლის და მეორე წლის ბიუჯეტიც არის საშინაო და საგარეო ვალებით შეკერილი. როდესაც ქვეყანაში არის უზარმაზარი ეკონომიკური ვარდნა და არის სერიოზული პრობლემა პანდემიიდან გამომდინარე, ამ ბიუჯეტში არაფერი შეცვლილა იმ მშვიდობიანი ბიუჯეტის პერიოდთან მიმართებით," - აღნიშნა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ. 

]]>
07-10-2020 12:17 +0400
2021 წლის ბიუჯეტის პროექტს საპარლამენტო კომიტეტებში დღეიდან განიხილავენ https://rustavi2.ge/ka/news/177872

საპარლამენტო კომიტეტებში დღეიდან მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ. მთავარ ფინანსურ დოკუმენტზე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი იმსჯელებს. ასევე, გაიმართება ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა.

დღის ბოლოს დაგეგმილია პარლამენტის ნდობის ჯგუფის შეკრება, სადაც 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის იმ ნაწილზე იმსჯელებენ, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ სპეციალურ პროგრამებსა და სახელმწიფო ბიუჯეტში ამ პროგრამებისათვის გასათვალისწინებელ თანხებს ეხება.

ოპოზიცია პროტესტის ნიშნად ბიუჯეტის განხილვაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს. 

"ბიუჯეტის განხილვაში მონაწილეობას ნამდვილად არ ვგეგმავთ, ამის აზრს ვერ ვხედავთ, იმდენად არაპროფესიონალურად არის შედგენილი საფინანსო დოკუმენტი, იმდენად არ ასახავს იმ უმწვავეს პრობლემებს და გამოწვევებს, რომელიც დღეს ქვეყანაში გვაქვს. ახლად ჩამოყალიბებულ კოალიციურ მთავრობას სწრაფ ტემპში მოუწევს ახალი ბიუჯეტის პროექტის შედგენა. ორი მილიარდი ლარი, რომელიც "ქართულ ოცნებას" გათვალისწინებული აქვს სხვადასხვა ბიუროკრატიული ხარჯის დაფინანსებასა და კორუფციულ პროექტებზე, მიემართოს იმ პროექტებზე, რომელიც რეალურად სჭირდება და რომლის მოლოდინი საზოგადოებას აქვს,"-განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა ირაკლი აბესაძემ. 

მმართველი გუნდის წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილი კი ოპოზიციას განხილვაში მონაწილეობასა და შინაარსობრივ კამათში ჩართვისკენ მოუწოდებს. 

"ნუ კეკლუცობენ კამერების წინ, მოვიდნენ, მათი პირდაპირი მოვალეობა საპარლამენტო ცხოვრებაში ჩართულობაა, წარმოადგინონ კონკრეტული წინადადებები, ობიექტურად, შინაარსობრივად შემოვიდნენ მსჯელობაში და იქ გამოჩნდება სპეკულირებენ თუ არა. რაც არ უნდა სცადონ საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერას, პრიორიტეტულია, მეწარმეობა, ეკონომიკა, პოლიციელი, ჯარისკაცი, მასწავლებელი, პენსიონერი. შესაბამისად, გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას,"-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. 


2021 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების მოცულობა 1 147.6 მლნ ლარით იზრდება. 2021 წლის ბიუჯეტის კანონის პროექტით, 2021 წელს სახელმწიფო ხარჯები 17 071.4 მლნ ლარითაა განსაზღვრული.

]]>
07-10-2020 07:52 +0400
ადმინისტრაციული ხარჯების წილი საერთო ხარჯებთან მიმართებაში მუდმივად კლებადია - მაია ცქიტიშვილი https://rustavi2.ge/ka/news/177801

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა პარლამენტში კომიტეტებისა და ფრაქციების ფორმატში იწყება. 16 ოქტომბერს კი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელი სხდომა შედგება. განხილვის პირველი ეტაპი 20 ოქტომბრისთვის დასრულდება, რის შემდეგაც ის მთავრობას შენიშვნებითა და რეკომენდაციებით უკან დაუბრუნდება.

2021 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილი მილიარდ 147 მილიონით იზრდება. მასში ამ ეტაპზე არ არის ასახული COVID-19-ით გამოწვეულ პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯები.

ვიცე-პრემიერისა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის თქმით, ადმინისტრაციული ხარჯების წილი საერთო ხარჯებთან მიმართებაში მუდმივად იკლებს. 

"ჩვენი ადმინისტრაციული ხარჯების წილი საერთო ხარჯებთან მიმართებაში მუდმივად კლებადია, ხელფასების ნაწილის ზრდაში არის გათვალისწინებული პოლიციელებისთვის, მასწავლებლებისთვის, ექიმებისთვის და სხვა, ასეთი ტიპის პროფესიებისთვის ხელფასების ზრდა, რომელიც სამწუხაროდ არ არის იმ დონის, რა რისკის საქმიანობასაც ახორციელებენ ეს ჯგუფები. ჩვენ არ გვაქვს ის ადმინისტრაციული ხარჯები გაზრდილი, რომელიც საჯარო მოხელეების ანუ ე.წ. ბიუროკრატიის ხარჯების ზრდას ემსახურება," - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

]]>
06-10-2020 12:24 +0400
უმძიმესი ეკონომიკური კრიზისის დროსაც კი კვლავ იზრდება საბიუჯეტო ხარჯები - ირაკლი აბესაძე https://rustavi2.ge/ka/news/177797

პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" წევრის ირაკლი აბესაძის განცხადებით, ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური კრიზისია, თუმცა საბიუჯეტო ხარჯები მაინც იზრდება.

მისივე თქმით, ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისის შესამცირებლად პროექტები არ ხორციელდება.

"უმძიმესი ეკონომიკური კრიზისის დროსაც კი, კვლავ იზრდება საბიუჯეტო ხარჯები, იზრდება სახელმწიფო ვალი, თუმცა ამის ფონზე ჩვენ მაინც ვერ ვხედავთ ეკონომიკისთვის ისეთი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას, როგორიც იქნებოდა გადასახადების შემცირება, პენსიების მნიშვნელოვანი ზრდა და ასე შემდეგ," - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" წევრმა ირაკლი აბესაძემ.

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა პარლამენტში კომიტეტებისა და ფრაქციების ფორმატში იწყება, 16 ოქტომბერს კი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელი სხდომა შედგება. განხილვის პირველი ეტაპი 20 ოქტომბრისთვის დასრულდება, რის შემდეგაც ის მთავრობას შენიშვნებითა და რეკომენდაციებით უკან დაუბრუნდება.

2021 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი მილიარდ 147 მილიონით იზრდება. მასში COVID-19-ით გამოწვეულ პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯები ამ ეტაპზე ასახული არ არის.

]]>
06-10-2020 12:13 +0400
ირაკლი ქადაგიშვილი ბიზნესის, მცირე და საშუალო მეწარმეობისა და აგრარული სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა https://rustavi2.ge/ka/news/177790

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თელავის-ახმეტის-ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ლაგოდეხში ბიზნესის, მცირე და საშუალო მეწარმეობისა და აგრარული სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე კანდიდატმა ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფოს მიერ დანერგილი და განხორციელებული სხვადასხვა პროგრამების შესახებ ისაუბრა.

 

]]>
06-10-2020 11:20 +0400
პარლამენტში მომავალი წლის ბიუჯეტი ინიცირებულია - ხარჯების მოცულობა 1 147. მილიონი ლარით იზრდება https://rustavi2.ge/ka/news/177742

პარლამენტში მომავალი წლის ბიუჯეტი ინიცირებულია. პროექტი პარლამენტის ბიუროს უკვე წარედგინა. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების მოცულობა 1 147. მილიონი ლარით იზრდება. განხილვის პროცესი 6 ოქტომბრიდან კომიტეტებისა და ფრაქციების ფორმატში დაიწყება, ხოლო 16 ოქტომბერს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელი სხდომა გაიმართება. ბიუჯეტის პროექტის განხილვის პირველი ეტაპი 20 ოქტომბრისთვის დასრულდება და მთავრობას პარლამენტის შენიშვნებითა და რეკომენდაციებით დაუბრუნდება.

"2021 წლის ბიუჯეტი დაგეგმილია ინფლაციის მაჩვენებლის შემცირებაზე. მთავრობის მიზანი და გეგმა არის, რომ ის 3%-იან ნიშნულს დაუბრუნდება. მნიშვნელოვანია, რომ მთავრობა 2021 წლის ბიუჯეტით დეფიციტის შემცირებას გეგმავს. ასევე, ამ დოკუმენტში მოცემულია საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებლის ზრდა 609.7 მილიონი ლარით,"- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პარტიიდან "ლელო საქართველოსთვის" ლევან კობერიძე მიიჩნევს, რომ ბიუჯეტი პარლამენტის ყველა კომიტეტმა ცალ-ცალკე უნდა განიხილოს. 

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბიუჯეტი იყოს არა უბრალოდ, პირობითად ბუღალტრული დოკუმენტი, არამედ ასახავდეს იმ ეკონომიკური განვითარების და ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანის გეგმას. შესაბამისად, ჩემი მოწოდება იქნებოდა, აქვე დავთქვათ, რომ გაერთიანებები არ მოხდება, იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და არ მგონია იმის ფუფუნება გვქონდეს, 2-3 კომიტეტი გავაერთიანოთ და ისე ვიმსჯელოთ ამ საკითხზე. არათუ უკიდურეს შემთხვევაში, არამედ მოდით იყოს ყველა კომიტეტში განხილვა. როდესაც თქვენ ხედავთ საჭიროებას და თქვენი სურვილია, ღამის 2-3 საათამდეც მართავთ ხოლმე კომიტეტებს,"- განაცხადა ლევან კობერიძემ.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ის ვერ ხედავს ყველა კომიტეტში ცალ-ცალკე განხილვის საჭიროებას, თუმცა, თუ კოლეგები ამაში დაარწმუნებენ, მზად არის ეს გადაწყვეტილება მიიღოს. 

"რაც უფრო მეტი კომიტეტი ერთდროულად მიიღებს მონაწილეობას ასეთი საკითხის განხილვაში, მით უფრო ბევრი კითხვა დაისმება და აქ საუბარია უფრო ხარისხზე, ვიდრე რაოდენობაზე. სამ კომიტეტს ჩავატარებთ ცალ-ცალკე, ერთსა და იმავე კითხვას ხომ არ დავსვამთ ამ კომიტეტზე, ამ კომიტეტებზე ყველას თავისი შინაარსობრივი კითხვა აქვს. თუ დამაჯერებთ და მეტყვით, რომ ჯობია ცალ-ცალკე ჩავატაროთ, პირადად თქვენ გეპატიჟებით 7 ოქტომბერს, 12 საათზე, ჩემს კომიტეტში,"- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა. 

]]>
05-10-2020 18:06 +0400
კორუფციის კონტროლის მიხედვით, საქართველო ევროპის ქვეყნების საუკეთესო ოცეულშია - მსოფლიო ბანკი https://rustavi2.ge/ka/news/177713

მსოფლიო ბანკმა "მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების" მორიგი კვლევა გამოაქვეყნა, სადაც საქართველო, "კორუფციის კონტროლის" მიხედვით, მსოფლიო ბანკის წევრ 189 ქვეყანას შორის ევროპის საუკეთესო ოცეულშია.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, კვლევის თანახმად, საქართველო, სარეიტინგო ქულით, უსწრებს ევროკავშირის წევრ 13 სახელმწიფოს - ესპანეთს, კვიპროსს, პოლონეთს, ჩეხეთს, ლატვიას, სლოვაკეთს, იტალიას, მალტას, ხორვატიას, უნგრეთს, საბერძნეთს, რუმინეთსა და ბულგარეთს. კორუფციის კონტროლის მხრივ საქართველო ლიდერია რეგიონში, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი, საქართველოზე უკეთესი მონაცემი მხოლოდ ესტონეთსა და ლიეტუვას აქვს.

"მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები" ეყრდნობა ათეულობით მასშტაბურ კვლევას და მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ცენტრების კვალიფიციურ ექსპერტიზას, შეფასებებსა და რეიტინგებს, რომელთა შორის აღსანიშნავია საერთაშორისო გამჭვირვალობის სპეციალური კვლევა "კორუფციის გლობალური ბარომეტრი“ (Global Corruption Barometer), საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობის "ღია ბიუჯეტის ინდექსი“ (Open Budget Index), მსოფლიო მართლმსაჯულების "კანონის უზენაესობის ინდექსი“ (Rule of Law Index), Freedom House-ის ანგარიში და სხვ. აღნიშნული მონაცემები, თავის მხრივ, ეყრდნობა კვლევითი ინსტიტუტებისა და ცენტრების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე, კერძო სექტორის წარმომადგენლების გამოკითხვის შედეგად მიღებულ მოსაზრებებსა და შეფასებებს.

გლობალური მმართველობის ინდიკატორებით მსოფლიოს მასშტაბით ფასდება 214 ქვეყანა და ტერიტორია, მათ შორის, მსოფლიო ბანკის წევრი 189 სახელმწიფო," - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

]]>
05-10-2020 14:30 +0400
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რიგიდან რეგულარული ავიარეისების მიღება განახლდა https://rustavi2.ge/ka/news/177615

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რეგულარული ავიარეისების მიღება განახლდა. დღეს ექვსთვიანი პაუზის შემდეგ პირველი რეისი რიგადან შესრულდა.

რეგულაციების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეები აეროპორტიდან პირდაპირ კარანტინში გადაიყვანეს, სადაც რამდენიმე დღის გატარება მოუწევთ.

უცხოელმა მგზავრებმა აეროპრტი შემოწმების შემდეგ დატოვეს. მათი თქმით, საქართველოში ტურისტული ვიზიტით ჩამოვიდნენ და თვლიან, რომ ფრენების აღდგენა მნიშვნელოვანია.

ქუთაისის აეროპორტში დაცულია რეკომენდაციები და შენობაში მხოლოდ მგზავრებს უშვებენ. ამასთან, აეროპორტში მოეწყო ლაბორატორია და საჭიროების შემთხვევაში ნიმუშებს აიღებენ.

დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, დღეს ვირუსის სიმპტომი არცერთ მგზავრს დაფიქსირებია.

]]>
04-10-2020 14:22 +0400
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა https://rustavi2.ge/ka/news/177349

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა, რომელიც 2 ოქტომბერს ამოქმედდება. სებ-ის კურსის თანახმად 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.1988 იქნება, დღეს მოქმედი კურსით 3.2059 ლარი იყო. შესაბამისად, ლარი დოლართან მიმართებაში 0.0071-ით გამყარდა.

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.7560 ლარი იქნება. ლარის კურსს ევროსთან ცვლილება არ განუცდია.

1 გირვანქა სტერლინგის ღირებულება 4.1060  ლარი გახდა, დღევანდელ კურსით 4.2365 ლარი იყო, შესაბამისად ცვლილებამ 0.0152 შეადგინა.

1 თურქული ლირის ღირებულება 0.4131 იქნება, დღევანდელ კურსთან შედარებით ცვლილება 0.0005-ია.

]]>
01-10-2020 17:35 +0400
გაეროს ევროპის ეკონომიკურმა კომისიამ კოვიდ-19-ის გავლენაზე საქართველოს ვაჭრობასა და სტრუქტურულ ტრანსფორმაციაზე კვლევა ჩაატარა https://rustavi2.ge/ka/news/177279

გაეროს ევროპის ეკონომიკურმა კომისიამ "კოვიდ-19-ის" გავლენაზე საქართველოს ვაჭრობასა და სტრუქტურულ ტრანსფორმაციაზე" კვლევა ჩაატარა.
 
ანგარიშში დადებითად არის შეფასებული საქართველოს მთავრობის მიერ, პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად განხორციელებული ღონისძიებები, რომელიც ხელისუფლებამ მაისის და ივლისისი თვეებში გაატარა.
 
დოკუმენტში საუბარია რეკომენდაციებზეც, რომელშიც ხაზგასმულია ვაჭრობის წვლილის გაზრდის მნიშვნელობა.

კვლევა ეფუძნება 330 მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოს გამოკითხვას. მათ შორის გამოკითხულია 226 გადამამუშავებელი წარმოება, 104 ფერმერი და ასევე ქვეყანაში მოქმედი ძირითადი ექსპედიტორები.
 

]]>
01-10-2020 09:20 +0400
აგვისტოში საქართველოს ეკონომიკა 5.3%-ით შემცირდა - საქსტატი https://rustavi2.ge/ka/news/177163

2020 წლის აგვისტოში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მთლიანი შიდა პროდუქტის კლებამ 5.3% შეადგინა. ამის შესახებ  საქსტატის დირექტორმა განაცხადა. მისივე თქმით, კლების ტენდენცია თითქმის ყველა სექტორს შეეხო, მათ შორის, მშენებლობის და ტურიზმის მიმართულებით, ერთადერთი სფერო კი, სადაც ზრდის ტენდენცია დაფიქსირდა სამთომოპოვებითი მრეწველობაა.

გოგიტა თოდრაძე ეკონომიკური კლების მონაცემებზე საუბრისას ივლისის მონაცემებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ აგვისტოში ის მცირედით გაუმჯობესებულია. თუ კლება ივლისში 5.5% შეადგენდა ორი მეათედით შემცირდა და აგვისტოში 5.3%-ია.

საქსტატი ეკონომიკის ზრდის შეფასებებს ყოველთვიურად, დღგ-ს გადამხდელი საწარმოების ბრუნვების, ფისკალური და მონეტარული მონაცემების საფუძველზე აწარმოებს.

]]>
30-09-2020 11:20 +0400
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა https://rustavi2.ge/ka/news/176972

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა, რომელიც 29 სექტემბერს ამოქმედდება. სებ-ის კურსის თანახმად 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.3203 იქნება, დღეს მოქმედი კურსით 3.3332 ლარი იყო. შესაბამისად ლარი დოლართან მიმართებაში 0.0129-ით გამყარდა.

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.8708 ლარი იქნება. ლარი ევროსთან 0.0104-ით გამყარდა.

1 გირვანქა სტერლინგის ღირებულება 4.2819 ლარი გახდა, დღევანდელ კურსით 4.2365 ლარი იყო, შესაბამისად ცვლილებამ 0.0454 შეადგინა.

1 თურქული ლირის ღირებულება 0.4261 იქნება, დღევანდელ კურსთან შედარებით ცვლილება 0.0120-ია.

]]>
28-09-2020 18:00 +0400
დღეიდან აჭარაში საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება შეიზღუდა https://rustavi2.ge/ka/news/176748

დღეიდან აჭარაში საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება შეიზღუდა. რეგიონში პანდემიასთან ბრძოლის პროცესში კიდევ რამდენიმე შეზღუდვა მოქმედებს. აჭარაში სატრანსპორტო შეზღუდვა შეეხო მუნიციპალურ ტრანსპორტსაც, რომლის გადაადგილებაც გუშინ 25 სექტემბრიდან შეწყდა.ადგილობრივ მოქალაქეებს გადაადგილება რეგიონის მასშტაბით მხოლოდ ტაქსით ან კერძო ავტომობილით შეეძლებათ.

ასევე აჭარაში გუშინდელი დღიდან კაფე-ბარები და რესტორნები მხოლოდ საღამოს 10 საათამდე მუშაობაზე გადავიდნენ. მიზეზი რეგიონში არსებული რთული ეპიდვითარებაა.

"გვაქვს შემთხვევების მატება, რომელსაც სტაბილურად მზარდი ხასიათი აქვს. შესაბამისად, საჭირო გახდა წერტილოვანი შეზღუდვების ამოქმედება აჭარაში, რაც დიდი ეკონომიურ ზარალს არ მოუტანს მოსახლეობას, მაგრამ ინფექციის გავრცელების ჯაჭვს გარკვეულწილად გაწყვეტს," - აცხადებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე.

]]>
26-09-2020 10:47 +0400
ამ პერიოდში ლარს სჭირდება მხარდაჭერა, თანადგომა, შემდეგ კი იქით დაეხმარება ეკონომიკას - ირაკლი კობახიძე https://rustavi2.ge/ka/news/176739

"ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ ეკონომიკური ზრდის პარალელურად, რომელიც მომავალი წლისთვის არის პროგნოზირებული, ლარის კურსიც დასტაბილურდება.

მანვე აღნიშნა, რომ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ეკონომიკური ვარდნისა და პანდემიის გამო ლარის კურსზე ზეწოლა მინიმალური იყოს. 

"ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ კურსი იყოს მყარი. თუმცა, პანდემიიდან გამომდინარე, იგივე ეკონომიკური მაჩვენებლები რომ ავიღოთ, პრობლემები აქვს მთელს მსოფლიოს. ეს ყველაფერი განაპირობებს ვალუტის შესაბამის კურსს. საქართველოში პროგნოზი არის -5 და ეს იმ პირობებში, როდესაც ქვეყანა ტურიზმზეა დამოკიდებული. თქვენ რომ ნახოთ ევროკავშირის ქვეყნები და აშშ, იქ უმეტეს შემთხვევაში არის ორნიშნა ეკონომიკის ვარდნის მაჩვენებელი.

-5% როცა გაქვს რეცესია, ეს არის ზეწოლა ლარის კურსზე, მაგრამ ხედავთ, რომ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ეს ზეწოლა მინიმალური იყოს.

გვექნება კიდევ რამდენიმე თვე, რომელიც უნდა გადააგოროს ქვეყანამ და გვაქვს უამრავი პროგრამა, რომელიც ემსახურება იმას, რომ ზეწოლა იყოს მინიმალური ეკონომიკაზე და მომავალი წლისთვის პროგნოზი არის +5%.

ამ პერიოდში ლარს სჭირდება მხარდაჭერა, თანადგომა შემდეგ კი იქით დაეხმარება ეკონომიკას,"-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

]]>
25-09-2020 22:40 +0400
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა https://rustavi2.ge/ka/news/176572

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2897 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2641 ლარი იყო. 

დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0256 შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.8292 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.8226 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0066 ლარი შეადგინა.

]]>
24-09-2020 17:31 +0400
პურზე და ფქვილზე დღეის მდგომარეობით ფასი არ გაზრდილა - პურის მცხობელთა ასოციაცია https://rustavi2.ge/ka/news/176539

პურის მცხობელთა ასოციაციის თავმჯდომარის მალხაზ დოლიძის განცხადებით, ამ დროისთვის ქვეყანაში პურის ფასი არ გაზრდილა და წარმოებები სტაბილურად მუშაობენ.

მისი განცხადებით, პურის ფასთან დაკავშირებით აჟიოტაჟი ძირითადად ლარის კურსის ცვლილებამ განაპირობა და პურის ფასის შენარჩუნებას მწარმოებლები გაზრდილი დანახარჯების პირობებში მოგების შემცირების ხარჯზე ახერხებენ.

"პურზე ფასი ჯერჯერობით არ შეცვლილა. მე ვსაუბრობ დღევანდელ დღეზე, არც ფქვილზე და არც ელექტროენერგიაზე ფასები არ გაზრდილა,"- განაცხადა მალხაზ დოლიძემ.

]]>
24-09-2020 14:25 +0400
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა ეკონომიკური გეგმა წარადგინა https://rustavi2.ge/ka/news/176534

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გუნდთან ერთად საქართველოს ეკონომიკური გადარჩენის გეგმა წარადგინა, რომელიც პრობლემურ სესხებზე და უძრავ-მოძრავი ქონების ჩამორთმევაზე 6-თვიან მონატორიუმს ითვალისწინებს. გიორგი ვაშაძემ სამ მნიშვნელოვან მიმართულებაზე ისაუბრა, რომლითაც ქვეყანა ეკონომიკის გადარჩენას შეძლებს.

"სამწუხაროდ დღეს ჩვენ საუბარი გვიწევს ეკონომიკის გადარჩენაზე, რადგან 6 თვის მანძილზე, "ქართული ოცნების", დამსხვრეული ოცნებების მთავრობის გადადგმული ნაბიჯები ბოლომდე ჩაფლავდა. ჩაფლავდა იმიტომ, რომ ეს იყო გათვლილი, მათ ვიწრო წრეზე, მათი ბიზნესების და არა ხალხის გადარჩენაზე. 

სამი ძირითადი პრობლემა, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს, პირველი არის ლარის კურსის დრამატული ვარდნა, რომელიც აღარიბებს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, მეორე - 200 ათასზე მეტი ადამიანია დარჩენილი შემოსავლის გარეშე, იმიტომ, რომ უმუშევარი დარჩა და მესამე - ეს არის გაკოტრებული მცირე და საშუალო ბიზნესი, რომლის დასახმარებლადაც არაფერს არ აკეთებს დამსხვრეული ოცნებების, პირდაპირ, ხაზგასმით ვიტყვი, ჩაფლავებული მთავრობა. 

ერთადერთი რასაც გვეუბნებიან, თურმე საჩხერის მოდელი ყოფილა საქართველოს განვითარების პერსპექტივა. საჩხერეში შეგახსენებთ, მოსახლების 14.5% უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. 

"სტრატეგია აღმაშენებლის" გუნდთან ერთად, შევიმუშავეთ სამი ინიციატივა, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა მოვიდეს მოქმედებაში, რომ გადავარჩინოთ ხალხი შიმშილს. 

პირველი ეს არის, რომ უნდა გამოცხადდეს 6 თვიანი მორატორიუმი და შეჩერდეს ყოველგვარი აღსრულება და ქონების ჩამორთმევა ხალხზე. მეორე, ამერიკამ და ევროპამ გამოგვიყო 5 მილიარდი ლარი. ჩვენ ვამბობთ, ამ 5 მილიარდიდან უნდა ჩამოყალიბდეს 5 მილიონიანი ფონდი, რომლითაც მოხდება 100%-იანი სესხის პროცენტის სუბსიდირება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის და ფიზიკური პირებისთვის, ვინც დაკარგა სამუშაო ადგილი. მესამე, ყველა პენსიონერს, უნდა ჩამოეწეროს ვალი, 36 %-იანი სესხი, ეს უნდა მოხდეს იმიტომ, რომ ეკონომიკა გადავარჩინოთ,"- აცახდებს პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერი გიორგი ვაშაძე.

]]>
24-09-2020 12:40 +0400
ქართული ეკონომიკის განვითარების პერსპექტივები და აუცილებელი რეფორმები - თემაზე დღეს მრგვალი მაგიდა გაიმართება https://rustavi2.ge/ka/news/176497

რა პერსპექტივები აქვს ქართულ ეკონომიკას და რა აუცილებელი ნაბიჯებია გადასადგმელი მისი გაჯანსაღებისთვის - ამ თემაზე "ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭო" დღეს მრგვალ მაგიდას მართავს. განიხილება ის კონკრეტული რეფორმები, რომელიც ქვეყანას უახლოესი 4 წლის განმავლობაში დასჭირდება.

შეხვედრას ქართველ და უცხოელ ეკონომიკის ექსპერტებთან ერთად პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და დიპლომატები დაესწრებიან. ყველა მათგანს საშუალება ექნება განსახილველ თემასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები წარადგინოს.

"ორი ყველაზე დიდი პრობლემა, რაც ახლა აქვს ქართულ ეკონომიკას, ეს არის ლარის კურსი, რომელიც განუზომლად იზრდება, მეორე კი სესხები. შესაბამისად, ეს არის მყისიერად, რაც უნდა დავეხმაროთ ქართულ ეკონომიკას," - განაცხადა "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ.

"გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ეკონომიკაში ფუნდამენტურად არის შესაცვლელი სხვადასხვა საკითხები, მათ შორის სახელმწიფოს ხელში არსებული ქონება უნდა გადავიდეს მოსახლეობის მფლობელობაში უფასოდ.

]]>
24-09-2020 07:45 +0400
დიდი ალბათობით, დღეს ლარი წონასწორულზე მეტად გაუფასურებულია - ეროვნული ბანკის პრეზიდენტი  https://rustavi2.ge/ka/news/176462

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2641 ლარი გახდა. დღეს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, დიდი ალბათობით, დღეს ლარი წონასწორულზე მეტად გაუფასურებულია და პანდემიასთან დაკავშირებული გაურკვევლობის აღმოფხვრის, ასევე ტრადიციული წინასაარჩევნო აჟიოტაჟის გადავლის შემდეგ, კურსი მის წონასწორულ ნიშნულს დაუბრუნდება.

კობა გვენეტაძე სებ-ის ინტერვენციებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და განმარტავს, რომ ინტერვენციების მიზანი ლარის გამყარება ან გაუფასურება არაა და ის ბაზრისთვის უცხოური ვალუტის მიწოდებას ემსახურება.

"ბოლო დროს ხშირად ისმის განცხადებები: "ეროვნულმა ბანკმა XX მილიონი დოლარი გაყიდა, მაგრამ ლარი მაინც ვერ გაამყარა". ეს არასწორია. მსურს განვმარტო, რომ ეროვნული ბანკის ინტერვენციების მიზანი ლარის გამყარება ან გაუფასურება არ გახლავთ. შეგახსენებთ, რომ საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, რაც ჩვენნაირი მცირე, ღია ეკონომიკისთვის ოპტიმალური არჩევანია. პანდემიის პერიოდში განხორციელებული ინტერვენციები ლარის კურსის საბაზრო ქცევას ხელს არ უშლის. ამჟამინდელი ინტერვენციების მიზანი ბაზარზე უცხოური ვალუტის მიწოდებაა. მიუხედავად იმისა, რომ მცურავი კურსის პირობებში შეუძლებელია იმის თქმა, თუ სად არის ამა თუ იმ ვალუტის წონასწორული კურსი, დიდი ალბათობით, დღეს ლარი წონასწორულზე მეტად გაუფასურებულია. პანდემიასთან დაკავშირებული გაურკვევლობის აღმოფხვრისა და ტრადიციული წინასაარჩევნო აჟიოტაჟის გადავლის შემდეგ, კურსი მის წონასწორულ ნიშნულს დაუბრუნდება.

პანდემიის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე ძირითადად ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების თითქმის განულებაში აისახა. ქვეყნის ეკონომიკურმა გუნდმა პანდემიის მიერ დაზიანებული ეკონომიკის დასახმარებლად დროის უმოკლეს პერიოდში უცხოური ვალუტით მოცულობითი დახმარება მოიზიდა, რომლის ნაწილიც, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან შეთანხმებული პროგრამის ფარგლებში, ეროვნული ბანკის ინტერვენციების მეშვეობით, მიმდინარე წელს და, სავარაუდოდ, მომავალი წლის პირველ ნახევარშიც, ეკონომიკას ეტაპობრივად მიეწოდება.

ზემოხსენებული და მსგავსი სულისკვეთების განცხადებები, ნებსით თუ უნებლიეთ, მოსახლეობას და ბიზნესს არასწორი გადაწყვეტილებებისკენ უბიძგებს და, საბოლოო ჯამში, მათ მხოლოდ აზარალებს. ამიტომ, სასურველია გავიაზროთ, რომ როგორც მთელი მსოფლიო, ასევე საქართველო, უპრეცედენტოდ რთულ პერიოდს გადის. ამ გამოწვევის წინააღმდეგ სწორი ნაბიჯების გადადგმით - რისი გამოცდილებაც ეროვნულ ბანკს აქვს - ამ კრიზისს მინიმალური დანახარჯებით გადავლახავთ," - წერს კობა გვენეტაძე სოციალურ ქსელში. 

]]>
23-09-2020 17:48 +0400
EBRD-მა საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას ევროობლიგაციების რეფინანსირებისთვის 217 მილიონი ევრო გამოუყო https://rustavi2.ge/ka/news/176442

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან 217 მილიონ ევროს მიიღებს, რომელიც ევროობლიგაციების რეფინანსირებისთვის გამოიყო.

სესხის ხელშეკრულება საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული 250 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ევროობლიგაციების სრულ რეფინანსირებას ითვალისწინებს. არსებული ევროობლიგაციები კორპორაციამ  2016 წელს 5 წლის ვადით განათავსა და გრაფიკის მიხედვით იგი სრულად 2021 წლის აპრილში უნდა დაფარულიყო.

წლის დასაწყისიდან, საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციამ მსხვილ საინვესტიციო ბანკებთან თანამშრომლობით 2016 წლის ევროობლიგაციების რეფინანსირების პროცესის ორგანიზებასა და წარმართვაზე მუშაობა აქტიურად დაიწყო. მომზადებულ იქნა პოტენციური ინვესტორებისათვის განკუთვნილი შესაბამისი საინფორმაციო პროსპექტი. COVID 19-ის გავრცელების და ფინანსურ ბაზრებზე მისი უარყოფითი გავლენის გამო, რამაც ტრანზაქციის განხორციელება მისაღები პირობებით შეუძლებელი გახადა, კორპორაციამ, საინვესტიციო ბანკებთან შეთანხმებით, 2016 წლის ევროობლიგაციების გამოსყიდვაზე 2020 წლის აპრილში ლონდონის საფონდო ბირჟაზე, ახალი ევროობლიგაციების განთავსების გზით, უარი თქვა და რეფინანსირების ალტერნატიულ საშუალებებს მიმართა.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან აქტიური მუშაობის შედეგად, ნავთობისა და გაზის კორპორაციამ მიმდინარე წლის  სექტემბერში 10 წლიან სასესხო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რომელიც 2016 წლის ევროობლიგაციებიდან გამომდინარე სასესხო ვალდებულების ხელსაყრელი პირობებით დაფარვის საშუალებას იძლევა. 

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორის, გიორგი ბახტაძის განცხადებით, აღნიშნული სასესხო ხელშეკრულება კორპორაციის გრძელვადიანი ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებას უზრუნველყოფს და ასევე, მნიშვნელოვნად ამცირებს მის საფინანსო დანახარჯებს. 

"მიღებული სესხის პირობები, გაცილებით უკეთესია, ვიდრე პანდემიამდე რეფინანსირების პროცესის განხორციელების შემთხვევაში გვექნებოდა. საპროცენტო განაკვეთი ორჯერ ნაკლებია. გარდა ამისა, სესხის ვადა 10 წელს შეადგენს, მაშინ როდესაც ევროობლიგაციები 5 წლიანი იქნებოდა. ამდენად,  COVID 19-ით გამოწვეული გლობალური სირთულეების მიუხედავად, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ წარმატებით გაართვა თავი ევროობლიგაციების რეფინანსირების უზრუნველყოფის პროცესს, რაც დაგვეხმარება უფრო ეფექტიანად განვახორციელოთ დაგეგმილი პროექტები," - აღნიშნა გიორგი ბახტაძემ.

]]>
23-09-2020 14:47 +0400
ერთადერთი გზა, ლარის კურსმა დაიწყოს გამყარება, ხელისუფლების ცვლილებაა - გიორგი ვაშაძე https://rustavi2.ge/ka/news/176436

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ლარის კურსთან დაკავშირებით განაცხადა, რომ  ერთადერთი გზა ლარის კურსის გასამყარებლად  ხელისუფლების ცვლილებაა. ვაშაძის თქმით, ხელისუფლება არაფერს აკეთებს ქვეყნის ეკონომიკის გასაძლიერებლად.

"უმძიმესი ვითარებაა ლარის კურსთან დაკავშირებით, დრამატულად ვარდნას განაგრძობს ყოველდღიურად და ჩვენი 40 მილიონი დოლარის დახარჯვას აპირებს დღეს ეროვნული ბანკი. სამწუხაროდ, ეს 40 მილიონი, როგორც უკვე დახარჯულმა 400 მილიონმა შედეგი არ გამოიღო, ასევე იქნება ამ შემთვევაშიც. 

სრული პასიხუსმგებლობით ვაცხადებ, ერთადერთი გზა, ლარის კურსმა დაიწყოს გამყარება, ეს არის ხელისუფლების ცვლილება,"-აცხადებს პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე.

]]>
23-09-2020 14:29 +0400
ეკონომიკა ვერ ჩაიკეტება, რადგან ეს ყველაფერი დააზარალებს ჩვენს მოქალაქეებს - ნათია მეზვრიშვილი https://rustavi2.ge/ka/news/176333

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ეკონომიკის გაჩერების და მკაცრი შეზღუდვების დაწესების რესურსი არ არსებობს.

როგორც ნათია მეზვრიშვილმა უწყებათშორისი საბჭოს დასრულების შემდეგ აღნიშნა, ეკონომიკა ვერ ჩაიკეტება, რადგან ეს დააზარალებს მოქალაქეებს.

"ეკონომიკა ვერ ჩაიკეტება, რადგან ეს ყველაფერი დააზარალებს პირველ რიგში, ჩვენს მოქალაქეებს. შესაბამისად, იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გამოიჩინოს ძალიან მაღალი პასუხისმგებლობა და სასურველია, პირბადე ვატაროთ არა მხოლოდ შენობის შიგნით, არამედ, შენობის გარეთ, როდესაც ერთმანეთთან ახლო და მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს," - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

]]>
22-09-2020 15:43 +0400
პრობლემური ვალების ჩამოსაწერად ჯონდი ბაღათურია სახელმწიფოს გეგმას სთავაზობს  https://rustavi2.ge/ka/news/176206

პოლიტიკური გაერთიანება "ქართული დასის" თავმჯდომარე ჯონდი ბაღათურია სახელმწიფოს კომერციული ბანკებისგან არალიკვიდური აქტივების გამოსყიდვისკენ მოუწოდებს. ამ მოთხოვნით აქცია ეროვნულ ბანკთან გაიმართა.

"ქართული დასის" ლიდერი მთავრობას გეგმას სთავაზობს, რომელსაც პრობლემური სესხების მქონე პირთა და საბანკო სექტორისთვის ფინანსური ტვირთისგან გათავისუფლების შესაძლებლობად აფასებს. სქემის იმპლემენტაციის შემთხვევაში კი, ქვეყანაში ფულადი რესურსის ზრდას აანონსებს.

"საბანკო სისტემა განიცდის 2-მილიარდიან ზარალს, ხოლო ხალხი დგას იმ საფრთხის წინაშე, რომ დაკარგავს მალე საცხოვრებელ სახლებს. შესაბამისად, ჩვენ ვთავაზობთ უნიკალურ სქემას სახელმწიფოს, რომლის მიხედვითაც მოხდება პრობლემური ვალების ჩამოწერა, ისე რომ არც ბიუჯეტი არ იზარალებს და საბანკო სისტემა და საბანკო სისტემა გაჯანსაღდება და შეიქმნება 2 მილიარდი თავისუფალი ფული," - აღნიშნა ბაღათურიამ.

]]>
21-09-2020 14:33 +0400
დაამტკიცებს თუ არა პარლამენტი შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებს - ბიზნესსექტორი კანონპროექტს არსებულ ეკონომიკურ რეალობასთან შეუსაბამოდ მიიჩნევს https://rustavi2.ge/ka/news/176149

მესამე სექტორი პარლამენტს შრომის კანონმდებლობის რეფორმის დაჩქარებას სთხოვს. არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ კანონის შეცვლა მეცხრე მოწვევის პარლამენტმა არჩევნებამდე უნდა მოასწროს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს პროცესი კიდევ ერთი წლით გაჭიანურდება, რაც ვითარებას კიდევ უფრო დაამძიმებს.

განსხვავებული პოზიცია აქვს ბიზნესს, რომელიც არასამთავრობოების მონაწილეობით შემუშავებულ ინიციატივას ეწინააღმდეგება. კერძო სექტორი პანდემიის შემდეგ დაზარალებულ ეკონომიკაზე საუბრობს და მიიჩნევს, რომ ცვლილებები კანონში ქვეყნის ეკონომიკას კიდევ უფრო დაარტყამს.

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მხარდაჭერას არ აპირებს საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი. ისინი მიიჩნევენ, რომ შრომის ინსპექტირების უფლების გაძლიერება კერძო სექტორის შევიწროვებას გამოიწვევს. მეორე ნაწილი კი, კანონპროექტის შინაარსს იზიარებს და კენჭისყრაზე ხის მიცემას გეგმავს.

შრომის კანონმდებლობის მიღების აუცილებლობაზე ისაუბრეს დღეს პრემიერ-მინისტრმა და მმართველი გუნდის ლიდერებმა. პრემიერი გიორგი გახარია დარწმუნებულია, რომ საკანონმდებლო ორგანო შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს.

]]>
20-09-2020 21:30 +0400
სოფლის მეურნეობის მინისტრი კახეთში ყურძნის ჩაბარების პროცესს ადგილზე გაეცნო https://rustavi2.ge/ka/news/176069

კახეთში რთველი აქტიურ ფაზაშია - ყურძნის შესყიდვის პროცესში ყოველდღიურად 50-ზე მეტი საწარმოა ჩართული. დღეს რეგიონში იმყოფებოდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი და საწარმოებში ყურძნის ჩაბარების პროცესს ადგილზე გაეცნო.

ლევან დავითაშვილი თელავში, ღვინის კომპანია "წინანდლის ძველი მარნისა" და "მეღვინეობა შუმის" მევენახეებს შეხვდა და მოსავლის შესყიდვებთან დაკავშირებული საკითხები განიხილა.

როგორც დავითაშვილმა განაცხადა, ჭარბი მოსავლისა და კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ზარალის მიუხედავად, ყურძნის დაბინავება ორგანიზებულად მიმდინარეობს.

დღეის მონაცემებით, კახეთში 94 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული.

]]>
19-09-2020 17:00 +0400
რომან გოცირიძე და ეროვნული ვალუტის გაუფასურება ერთ კონტექსტში უხერხულ ასოციაციებს იწვევს - ნათია თურნავა https://rustavi2.ge/ka/news/175994

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა ოპოზიციის წევრების ბრალდებებს პასუხობს, რომელიც ლარის კურსის გაუფასურებას, ასევე დაკარგულ სამუშაო ადგილებს ეხება.

მინისტრი ამბობს, რომ ეს ყველაფერი იმ გლობალურ პრობლემას უკავშირდება, რომლის წინაშეც დღეს მთელო მსოფლიო დგას. თუმცა, ნათია თურნავა ამბობს, რომ საქართველოს, ევროპის ქვეყნების დიდ ნაწილთან შედარებით მცირე ეკონომიკური ვარდნა აქვს და ოპოზიციის წევრები დღეს თავის განცხადებებში არაკომპეტენტურები იყვნენ.

აქვე, ნათია თურნავა რომან გოცირიძის შეფასებაც ეხმაურება, რომლის თანახმადაც, "ნაციონალური მოძრაობის " წევრმა აღნიშნა, რომ "გაუფასურდა ლარი, გაუფასურდა ნათია თურნავაც.“

"ჩაფლავებული თუკი რამე დავინახეთ დღეს ჩვენ, ეს იყო ოპოზიციის დღევანდელი გეგმა, რომ თეთრზე ეთქვათ შავი და ციფრების მანიპულაციით და ტყუილით ჩრდილი მიეყენებინათ ჩვენი სახელისუფლებო გუნდის პანდემიური და ეკონომიკური პოლიტიკისთვის. ეს ნამდვილად ჩაფლავდა და ამიტომ ვხედავთ ახლა რომ თავის მართლების რეჟიმში არიან გადასულები, იმიტომ რომ საკმარისია ელემენტარულად, დათვალო მათი შემოთავაზების უკან რა დგას და მეხსიერება გაგაჩნდეს, თვითონ რას აკეთებდნენ ანალოგიურ ვითარებაში, რომ რა თქმა უნდა, მათი ყველა არგუმენტი უფასურდება.

რაც შეეხება ბატონ რომანს, მართლაც ჩემი ლექტორი იყო სახელმწიფო უნივერსიტეტში, ამიტომ  მე ძალიან არ განვავრცობ ჩემს კომენტარს, უბრალოდ ერთს ვიტყვი, რომ ბატონი რომანი გოცირიძე და ეროვნული ვალუტის გაუფასურება ერთად, ერთ კონტექსტში უხერხულ ასოციაციებს იწვევს,“ - განაცხადა ნათია თურნავამ

]]>
18-09-2020 19:45 +0400
მწვავე დებატები გამოვიდა, მაგრამ თითქოს ისეთი არაფერი მითქვამს ისინი რომ გაქცეულიყვნენ - ნათია თურნავა ოპონენტებზე https://rustavi2.ge/ka/news/175982

პარლამენტში დებატების დასრულების შემდეგ, ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მათი ოპონენტების კრიტიკას უპასუხა. მან აღნიშნულ კრიტიკას უსაფუძვლო უწოდა და ოპოზიცია უპასუხისმგებლობაში დაადანაშაულა. 

"ეს კარგი შესაძლებლობა იყო ჩემთვის, მესაუბრა ჩვენი გუნდის მიერ გატარებულ ეფექტურ ანტიპანდემიურ პოლიტიკაზე. საკმაოდ მწვავე დებატები გამოვიდა. "ევროპულმა საქართველომ" რატომღაც ბოლო მომენტში სხდომა მიატოვა. თითქოს მე ისეთი არაფერი მითქვამს, რომ ისინი გაქცეულიყვნენ. მაინც ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რომ მოგვეცა საშუალება მოსახლეობისთვის მიგვემართა. ოპოზიცია არაკომპეტენტურად საუბრობს, ამის ტქმა მიმძიმს, რადგან ჩვენ გვირჩევნია იყოს კონსტრუქციული კრიტიკა, რომელიც რაიმე ციფრებს მაინც დაეყრდნობა. დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ მათი წინადადებები და იდეები აბსოლუტურად უპასუხისმგებლოა,"- აცხადებს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა. 

 

]]>
18-09-2020 18:30 +0400
პანდემიის კრიზისის შემდეგ გლობალური ეკონომიკის აღდგენას შესაძლოა 5 წელი დასჭირდეს - მსოფლიო ბანკის მთავარი ეკონომისტი  https://rustavi2.ge/ka/news/175894

მსოფლიო ბანკის მთავარი ეკონომისტი კარმენ რიენჰარტი აცხადებს, რომ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის შემდეგ გლობალური ეკონომიკის აღდგენას შესაძლოა ხუთი წელი დასჭირდეს.

მსოფლიო ბანკში აცხადებენ, რომ პანდემიით გამოწვეული რეცესია ზოგიერთ ქვეყანაში სხვა ქვეყნებთან შედარებით უფრო ხანგრძლივი იქნება და კიდევ უფრო გააღრმავებს უთანასწორობას, რადგან კრიზისი უფრო მეტად ღარიბ სახელმწიფოებს დააზარალებს.

კარმენ რიენჰარტის პროგნოზით, კრიზისის შედეგად, ბოლო ოცი წლის განმავლობაში პირველად, სიღარიბის გლობალური მაჩვენებელი გაიზრდება.

]]>
17-09-2020 22:00 +0400
გამოწვევად ქცეული COVID-19 - მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ თბილისში გამართულ სესიაზე სფეროს გაჯანსაღების გზებზე იმსჯელა https://rustavi2.ge/ka/news/175893

საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები თვლიან, რომ მხარი უნდა დაუჭირონ საქართველოს
პანდემიასთან ბრძოლის საქმეში, რადგან ქვეყანამ უსაფრთხო დანიშნულების ადგილი შეინარჩუნოს.
ტურიზმი კორონავირუსს ერგება და ამ ფონზე ცდილობს ფეხზე წამოდგომას.

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის საბჭოს სხდომა, რომელიც პირველად ტარდება ესპანეთის გარეთ და ისიც საქართველოში, დღეს ინვესტიციებს მიეძღვნა. მოქალაქეების ჯანმრთელობა, სოციალური დახმარების პაკეტები და ეკონომიკის ეტაპობრივი აღდგენა - საქართველო სამივე კომპონენტს აკმაყოფილებს.

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია მადრიდში ბრუნდება. 112-ე სესია ისტორიული დეკლარაციით დასრულდა, რადგან მისი მთავარი ხაზი COVID-19-ით მიყენებული კრიზისის გადალახვა იყო. გაეროში თანხმდებიან, რომ დარტყმის შესამსუბუქებლად სინქრონულ ნაბიჯებს გადადგამენ, მათ შორის ერთად აღადგენენ ნდობას ტურისტებში მათთან სრული ინფორმაციის გაზიარებით, ხელს შეუწყობენ სექტორში დასაქმებულებს სამუშაო ადგილების შენარჩუნებას და საერთო თამაშის წესებით იმოქმედებენ.

დღეს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის თბილისური სესიის ფარგლებში მასტერქარდმა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციასთან მემორანდუმი გააფორმა, რომელითაც ადგილობრივ და საერთაშორისო ტურისტებს უნიკალურ ციფრულ შეთავაზებებს ჰპირდებიან.

]]>
17-09-2020 21:37 +0400
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ღონისძიებების ორგანიზატორი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა https://rustavi2.ge/ka/news/175879

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ღონისძიებების ორგანიზატორ, ე.წ. ივენთ კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა და სექტორში პანდემიით გამოწვეული პრობლემები განიხილა.

შეხვედრაზე, რომელსაც 20-მდე სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა, გადაწყდა, რომ უახლოეს პერიოდში ჩამოყალიბდება კონკრეტული სამუშაო პლატფორმა და სამოქმედო გეგმა, რითიც შეიძლება სახელმწიფო დამატებით დაეხმაროს ამ ინდუსტრიას კოვიდის პერიოდში . ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ბიზნესომბუდსმენის მოადგილე ნინო კვეტენაძე და სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი ესწრებოდნენ

]]>
17-09-2020 18:53 +0400
1 ოქტომბრიდან ქუთაისი-რიგის მიმართულებით კვირაში ერთხელ ფრენებს კომპანია Wizz Air შეასრულებს https://rustavi2.ge/ka/news/175856

ერთ-ერთი სიახლე, რომელიც დღეს მთავრობის სხდომაზე გახდა ცნობილი ფრენების აღდგენას ეხება.  პრემიერ-მინისტრმა ახალი მიმართულება: ქუთაისი-რიგა დაასახელა. ფრენებს კვირაში ერთხელ 1 ოქტომბრიდან კომპანია "ვიზეარი" შეასრულებს.

"შემდგარია შეთანხმება, რომ ჩვენ კიდევ ერთი მიმართულებით პირდაპირი ფრენები უნდა გავხსნათ. დღეს გადავწყვიტეთ, რომ გავხსნათ 1 ოქტომბრიდან ქუთაისიდან პირდაპირი რეისი რიგის მიმართულებით, ეს იქნება "ვიზიარი". ეს არ იქნება ჯერ ისეთი თამამი გადაწყვეტილება, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ კვირაში ერთი რეისი, მაგრამ ეს არის პირდაპირი ტენდენცია იმისთვის, რომ გონივრულად, მაგრამ ფრთხილად, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეკონომიკა ამოძრავდეს კიდევ უფრო სწრაფად.

ჩვენ ასევე ფრთხილად, მაგრამ თანმიმდევრულად გავაგრძელებთ საქართველოს საჰაერო სივრცის გახსნა, პირველ რიგში, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე და ასევე, რა თქმა უნდა,  ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე," - აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

]]>
17-09-2020 15:30 +0400
უახლოეს დღებში მივიღებთ გადაწვეტილებას Wizz Air-ის რეგულარული ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით - ნათია თურნავა https://rustavi2.ge/ka/news/175830

დღეს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს დასკვნითი სხდომა იმართება.

ეს პირველი შემთხვევაა, როცა ღონისძიება მადრიდის ფარგლებს გარეთ, თბილისში ტარდება. ჩამოსული სტუმრები სამი დღის განმავლობაში მსჯელობდნენ იმაზე, რა ეფექტიანი ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომ ტურიზმის სფერო "კოვიდ-19"-ის დარტყმას გადაურჩეს.

"ფორუმი ეძღვნება ინვესტიციებს ტურიზმის სფეროში და საქართველო ამ მხრივ არის მიმზიდველი და მზარდი ქვეყანა. ჩვენ პანდემიის დროსაც კი არ შევაჩერეთ ტურიზმის ინდუსტრიაში საინვესტიციო პროექტები. ათამდე ახალი სასტუმრო დაფინანსდა, იხსნება ახალი ტურისტული ობიექტები. პროგრამა "აწარმოე საქართველოში" ეხმარება ტურიზმს, როგორც არსებულს ოპერირებაში, ასევე ახალს. საინტერესოა ასევე რასაც მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია აანონსებს, მათ შორის საქართველოშიც აამოქმედებს. ეს არის აგრო ტურიზმის მხარდაჭერა.

დეკემბერში 90-ზე მეტი ფრენაა დაგეგმილი. უახლოეს დღებში ჩვენ მივიღებთ გადაწვეტილებას Wizz Air-ის რეგულარული ფრენების ფრთხილად და ეტაპობრივ აღდგენასთან დაკავშირებით," - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ

]]>
17-09-2020 12:55 +0400
საქართველოს პრემიერ-მინისტრი საუდის არაბეთის ტურიზმის მინისტრს შეხვდა https://rustavi2.ge/ka/news/175807

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, საუდის არაბეთის ტურიზმის მინისტრ აჰმედ ბინ აქილ ალ ხატიბს შეხვდა.

შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და ქვეყნებს შორის ურთიერთობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.

ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას და აღინიშნა, რომ საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი, რომელიც 2019 წელს შედგა, დამატებითი ნაბიჯი იყო ქვეყნებს შორის პარტნიორობის და ურთიერთობის გაღრმავების მიმართულებით.

შეხვედრაზე საინვესტიციო მიმართულებები განიხილეს. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველო მზად არის, საუდის არაბეთთან ბიზნეს და მეგობრული ურთიერთობები კიდევ უფრო გააფართოვოს და მიესალმება საუდის არაბეთიდან საქართველოს ბაზრებზე კიდევ მეტი ინვესტორის შემოსვლას. ხაზი გაესვა, რომ საქართველო საუდის არაბეთისთვის მიმზიდველი ქვეყანაა, როგორც სახელმწიფო საინვესტიციო ფონდების, ასევე კერძო ბიზნესის მიმართულებით.

ყურადღება გამახვილდა ტურიზმის სფეროზე და ხაზი გაესვა ამ მიმართულებით ქვეყნებს შორის არსებულ პოტენციალს. აღინიშნა, რომ საქართველომ 2019 წელს უმასპინძლა 75 000-ზე მეტ ვიზიტორს საუდის არაბეთიდან, რაც 45%-იანი ზრდაა წინა პერიოდთან შედარებით. ასევე აღინიშნა, რომ საქართველოს ამ მაჩვენებლის გაორმაგების რესურსი გააჩნია, რადგან საქართველოს მიმართ საუდის არაბეთის მოქალაქეების ინტერესი დიდია. ამასთან, შეხვედრაზე ითქვა, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივება ხელს შეუწყობს ურთიერთობის გაღრმავებას ორ ქვეყანას შორის.

საუბარი შეეხო ასევე თავისუფალი ვაჭრობის საკითხს და აღინიშნა, რომ საქართველოსა და GCC- ს (Gulf Cooperation Council) ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის დამყარება სამომავლოდ ორმხრივი სარგებლის მომტანი იქნება.

]]>
17-09-2020 10:47 +0400
მესტიაში სესხების გადავადებას ითხოვენ https://rustavi2.ge/ka/news/175796

სესხების გადავადების მოთხოვნით მესტიის მერს აქციის რამდენიმე მონაწილე შეხვდა. შეხვედრა დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მოლაპარაკებებიდან გამოსულების თქმით, პირობა მიიღეს, რომ მთავრობა მათ საკითხს განიხილავს.

პრობლემასთან დაკავშირებით დღეს ეკონომიკის მინისტრთან ონლაინ შეხვედრა იგეგმება.

"მშვენივრად მიდიოდა ყველაფერი, ვიდრე მესტიაში კორონავირუსი არ დაფიქსირდა და არ ჩავიკეტეთ. ვერ ცერთი ვერ ვიხდით სესხებს, მოთხოვნაა, რომ შეჩერდეს სესხები, არანაირი გადავადება, იმიტომ, რომ მას პროცენტი ემატება,"- ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე მურთაზ ფალიანი. 

]]>
17-09-2020 08:34 +0400
ლარს სარეანიმაციო არაფერი სჭირს, ჩვენი ვალუტა საკმაოდ ჯანსაღია - ნათია თურნავა https://rustavi2.ge/ka/news/175757

"ლარს სარეანიმაციო არაფერი სჭირს, საკმაოდ ჯანსაღია ჩვენი ვალუტა" - ეს განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა "დღის კურიერში გააკეთა.

ნათია თურნავას თქმით, ეროვნული ვალუტის კურსის რყევა, გლობალური კრიზისის თანმდევი პროცესია.

"შემცირდა შემოსავლები ტურიზმიდან, შემცირდა შემოსავლები საგარეო ვაჭრობიდან და ეს არ შეიძლება არ აისახოს ლარის კურსზე, ეკონომიკური ვარდნა, მოსალოდნელი ზრდის მაგივრად, მაგრამ ჩვენი ეკონომიკური გუნდი, ეროვნული ბანკი, კორდინირებული პოლიტიკის შედეგად იმას აღწევს, რომ ლარის რყევები არის საკმაოდ მცირე,"- აცხადებს ნათია თურნავა. 

ეკონომიკის მინისტრის განცხადებითვე, ის მიეკუთვნება მოქალაქეების იმ ჯგუფს, რომელსაც დოლარში აღებული სესხი გაუძვირდა.

"მეც ვიზიარებ ამ წუხილს, მაგრამ შეიძლება არ დავინახოთ, რომ ეს არის ზომიერი რყევები, იმასთან შედარებით, თუ რა ხდება რეგიონში. იმასაც გეტყვით, რომ ეს არის მოკლევადიანი რყევები, გამოწვეული სხვადასხვა მოლოდინებით. ინფიცირებულების მომამტებამ ბიზნესში გააჩინა მოლოდინი, რომ მოხდება ისევ ჩაკეტვა, გამოცხადდება საყოველთაო კარანტინი, მაგრამ ჩვენ ვაცხადებთ- არ მოხდება დიდი ჩაკეტვები, ბიზნესი გააგრძელბს მუშაობას, გაგრძელდება ვაჭრობა და ექსპორტი, შესაბამისად, ლარის კურსს არ ელოდება დიდი რყევები და ეს დინამიკაც ჩაცხრება,"- განაცხადა "დღის კურიერში" ნათია თურნავამ.

 

]]>
16-09-2020 16:40 +0400
"არ კმარა მარტო ქვეყნის შიგნით გატარებული ღონისძიებები, იგივე არის კურსის დასტაბილურებისთვის" - ვახტანგ ჭარაია https://rustavi2.ge/ka/news/175755

თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი, ვახტანგ ჭარაია აცხადებს, რომ ლარის კურსის მნიშვნელოვანი ვარდნა მხოლოდ საქართვლოში არსებულ ვითარებაზე არ არის დამოკიდებული. ჭარაია ამბობს, რომ ეროვნული ვალუტის ცვლილება მსოფლიოში შექმნილმა კრიზისულმა სიტუაციამ გამოიწვია. 

ექსპერტის მოსაზრებით, ერთ-ერთი ფაქტორი, რაც ეროვნულ ვალუტაზე ნეგატიურად აისახება, ტურისტების არმიღება, თუმცა, ჭარაიას თქმით, არის მთელი რიგი მიმართულებები, რომლითაც მეტ-ნაკლებად ეს საკითხი ბალანსდება - თუნდაც, ფულადი გზავნილებით, ქართული პროდუქციის წარმოების ექსპორტით და ა.შ.

"ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ არ კმარა მარტო ქვეყნის შიგნით გატარებული ღონისძიებები, იგივე არის კურსის დასტაბილურებისთვის თუმდაც. თუ ჩვენს სამეზობლოში, თუ ძირითად პარტნიორ ქვეყნებში, საიდანაც ჩვენ ვიზიტორებს ვიღებდით და ტურისტულ შემოსავლებს, თუ ყველა ერთად მეტ-ნაკლებად არ დაუბრუნდა ძველ სიმძლავრეებს, მარტო საქართველო შიგნიდან, რაც უნდა წესრიგში იყოს ქვეყანაში პანდემიის თვალსაზრისით, მარტო ვერ შეძლებს ვერც ლარის კურსის გამყარებას და ვერც სამუშაო ადგილების შექმნას,“ - განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.

]]>
16-09-2020 16:25 +0400
ექსპერტი ვახტანგ ასათაშვილი 2021 წლამდე საქართველოში ტურიზმის ამუშავებას არ პროგნოზირებს https://rustavi2.ge/ka/news/175753

ტურიზმის ექსპერტის ვახტანგ ასათაშვილის განცხადებით, 2012 წლის გაზაფხულამდე საქართველოში ტურიზმის ინდუსტრია მძიმე მდგომარეობაში იქნება. 

"თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ გავქვს წინასაარჩევნო პერიოდი, დარწმუნებული ვარ, რაღაცა სახის შეღავათები კვლავ გაგრძელდება ტურისტულ ინდუსტრიაზე, თუმცა, ნებისმიერი გათვლით, მინიმალური შვება, რაც შეიძლება ინდუსტრიას მიაგდეს და პირველი შემოსავალი მიიღოს, ეს იქნება 2021 წლის გაზაფხული, მანამდე რაიმე გათვლა ასასწორი იქნება,"-განაცხადა "დღის კურიერში" ვახტანგ ასათშვილმა. 

]]>
16-09-2020 16:12 +0400
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი განაახლა https://rustavi2.ge/ka/news/175751

ახალი კორონავირუსის პანდემიის გათვალისწინებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი განაახლა და დააანონსა, რომ ეკონომიკური ზრდა 5%-ით შემცირდება. განცხადება ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროშიც გაკეთდა:

"საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის შეფასებით, მიმდინარე წელს, ქვეყნას -5%-იანი ეკონომიკური ზრდა ექნება. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მომავალ თვეებში გაუმჯობესების ტენდენციას გვაჩვენებს. რაც შეეხება 2021 წელს - ველოდებით, დაახლოებით, 5-პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას. როგორც იცით, ცოტა ხნის წინ, აზიის განვითარების ბანკმა გამოაქვეყნა, 4,5-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი საქართველოსთვის. შეგვიძლია ვთქვათ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი ეთანხმება ჩვენს პროგნოზს მომავალ წელს 5%-იან ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით,"- აცხადებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა.  მისი თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია ხაზგასმით აღნიშნავს, პანდემიის წარმატებულ კონტროლს.

]]>
16-09-2020 16:00 +0400
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსების განაკვეთი უცვლელად დატოვა https://rustavi2.ge/ka/news/175750

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2020 წლის 16 სექტემბრის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.0 %-ს შეადგენს. ინფორმაციას ამის შესახებ ეროვნული ბანკი ავრცელებს

"ბოლო თვეებში ფასების დინამიკა ეროვნული ბანკის პროგნოზებს შეესაბამება. როგორც მოსალოდნელი იყო, წლიური ინფლაცია შემცირებას განაგრძობს და მან აგვისტოში 4.8 პროცენტი შეადგინა. არსებული პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, წლის დარჩენილ პერიოდში წლიური ინფლაციის შემცირების ტენდენცია გაგრძელდება, ის 2021 წლის პირველ ნახევარში მიზნობრივ დონეს ჩამოცდება და შემდგომ მას ქვემოდან დაუახლოვდება. ინფლაციის მოსალოდნელ ცვლილებას, ძირითადად, სუსტი ერთობლივი - მეტწილად საგარეო - მოთხოვნა განსაზღვრავს. თუმცა კომიტეტმა ასევე გაითვალისწინა ინფლაციის მოლოდინების კუთხით არსებული რისკები, რომლებიც სავალუტო ბაზრებზე გაზრდილ მერყეობასა და მიზნობრივზე მაღალი ინფლაციის მაჩვენებლის ხანგრძლივად შენარჩუნებას თან ახლავს. აღსანიშნავია მიწოდების მხარის პოტენციური რისკებიც. აღნიშნული ფაქტორებისა და ჯერ კიდევ მაღალი გაურკვევლობის ფონზე, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა განაკვეთი უცვლელად დატოვა. გასათვალისწინებელია, რომ ერთობლივ მოთხოვნაზე პოზიტიურად მოქმედებს მნიშვნელოვანი ფისკალური სტიმული, მათ შორის, იპოთეკური სესხების საპროცენტო ხარჯის ნაწილობრივი სუბსიდირება, რასაც, ფაქტობრივად, მონეტარული პოლიტიკის შერბილების მსგავსი ეფექტი აქვს. გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლა (ნორმალიზაცია) მომავალში გაგრძელდება და მისი ტემპი ინფლაციის მოლოდინებსა და ეკონომიკური აქტივობის დინამიკაზე იქნება დამოკიდებული.

წინასწარი ინდიკატორებით, ერთობლივი მოთხოვნა კვლავ სუსტია. არსებული შეფასებით, ეკონომიკური აქტივობა ივლისში წლიურად 5.5 პროცენტით შემცირდა. თუმცა, წინა თვეებთან შედარებით, ადგილობრივი მოთხოვნის გაჯანსაღება გრძელდება, რაც ფისკალურ სტიმულს და საკრედიტო აქტივობისა და გზავნილების მოსალოდნელზე კარგ დინამიკას უკავშირდება. საპირისპიროდ, საგარეო მოთხოვნა მნიშვნელოვნად შემცირებული რჩება. საერთაშორისო მოგზაურებიდან მიღებული შემოსავალი მინიმალურია და, წინასწარი მონაცემებით, აგვისტოში წლიურად 96 პროცენტიანი კლება დაფიქსირდა. ექსპორტზე მოთხოვნა აგვისტოში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7 პროცენტით შემცირდა, თუმცა, წინა თვეებთან შედარებით, გარკვეული გაუმჯობესება შეინიშნება. საექსპორტო შემოსავლების კლების პარალელურად, იმპორტიც წლიურად 19 პროცენტით შემცირდა.

საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს მომავალშიც დააკვირდება და, ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს."- ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2020 წლის 28 ოქტომბერს ჩატარდება.

]]>
16-09-2020 15:58 +0400
სებ-ის პრეზიდენტი ლარის გაუფასურებას სავალუტო ბაზარზე წინასაარჩევნო დაძაბულობას უკავშირებს https://rustavi2.ge/ka/news/175749

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, ლარის კურსთან დაკავშირებით ბანკი რამდენიმე ჩარევას განახორციელებს, მათ შორის, სავარაუდოდ, დღეს რეზერვებიდან ბანკი 40 მილიონ დოლარს გაყიდის:

"მზარდი ეკონომიკის ქვეყნებში წინასაარჩევნო პერიოდში, როგორც წესი, სავალუტო ბაზარზე არის დროებითი დაძაბულობა. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ამ დაძაბულობას რაიმე მატერიალური შედეგი მოჰყვება ინფლაციასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი მთავარი მანდატი არის ინფლაცია. ამავე დროს, როგორც აღვნიშნე, ამ უპრეცედენტო შოკის გამო, ჩვენ აქტიურები ვართ სავალუტო ბაზარზე, როგორც მთელი მიმდინარე წლის განმავლობაში, ასევე პანდემიის მომავალი დინამიკიდან გამომდინარე. სავარაუდოდ მომავალი წლის პირველ ნახევარშიც," - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

გაცვლითი კურსი, რომელიც დღის ბოლომდე მოქმედებს დოლართან მიმართებაში შეადგენს 3.15 ლარს, ევროსთან კი 3.75 ლარს. კურსი კიდევ უფრო მაღალია სავალუტო ჯიხურებსა და კომერციულ ბანკებში.

]]>
16-09-2020 15:48 +0400
თუ დასჭირდა ჩარევა, ეროვნული ბანკი ჩაერევა - ფინანსთა მინისტრი ლარის კურსზე https://rustavi2.ge/ka/news/175745

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში ეროვნული ბანკი შესაბამის ღონისძიებებს განახორციელებს:

"თუ დასჭირდა ჩარევა, ეროვნული ბანკი ჩაერევა. დღემდე ეროვნულ ბანკს 300 მილიონზე ლარი აქვს დახარჯული იმისათვის, რომ ეს პერიოდული მერყეობები და შოკები, რომელიც პანდემიასთან ერთად განხორციელდა, ემართა და წლის ბოლომდეც გამოთქვა მზაობა, ამიტომ ამ მხრივ ლარის სტაბილურობას არაფერი არ  ემუქრება," - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

გაცვლითი კურსი, რომელიც დღის ბოლომდე მოქმედებს დოლართან მიმართებაში შეადგენს 3.15 ლარს, ევროსთან კი 3.75 ლარს. კურსი კიდევ უფრო მაღალია სავალუტო ჯიხურებსა და კომერციულ ბანკებში.

]]>
16-09-2020 15:45 +0400
​პანდემიამ ეროვნულ ვალუტას მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა - ექსპერტები მთავრობას და სებ-ს აქტიური მოქმედებებისკენ მოუწოდებენ https://rustavi2.ge/ka/news/175738

პანდემიამ მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა ეროვნულ ვალუტასაც. ექსპერტების შეფასებით, აუცილებელია რეგულაციების შემსუბუქება იმისთვის, რომ ლარმა გამყარება დაიწყოს. გაცვლითი კურსი, რომელიც დღის ბოლომდე მოქმედებს დოლართან მიმართებაში შეადგენს 3.15 ლარს, ევროსთან კი 3.75 ლარს. კურსი კიდევ უფრო მაღალია სავალუტო ჯიხურებსა და კომერციულ ბანკებში.

"გამოსავალი, ცალსახად, არ არის ინტერვენციები, გამოსავალი არის რამდენიმე, ერთ შემთხვევაში - მკაცრი მონეტარული პოლიტიკა, რომელიც ეროვნულმა ბანკმა უნდა გაატაროს. ეს გარკვეულწილად დაეხმარება ინფლაციური პროცესების შეჩერებასაც, რომელიც საკმაოდ მაღალი გვაქვს. მეორე - მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლება მაქსიმალურად ეცადოს, დეფიციტური ხარჯვა არ მოახდინოს და მესამე გამოსავალია, რომ რაც შეიძლება მეტი დოლარი მოვიზიდოთ, ან ნაკლები დოლარი გავიდეს ქვეყნიდან. ეს მიიღწევა მხოლოდ და მხოლოდ გრძელვადიანი პროცესით, ეს პროცესი არის რომ უნდა შემცირდეს გადასახადები, მოიხსნას რეგულაციები, საბანკო სექტორს უნდა მივცეთ მაქსიმალური თავისუფლება," - აცხადებს ფინანსისტი ზვიად ხორგუაშვილი.

თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი  ვახტანგ ჭარაია, ბიზნესსექტორში არსებული განწყობების მნიშვნელობას უსვამს ხაზს:

"მოკლევადიან პერიოდში მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება და განსაკუთრებით, ბიზნესსექტორი არ აჰყვეს ამ ტრენდს და კიდევ უფრო მეტად არ წაახალისოს ლარის გაუფასურება. ამასთან, მნიშვნელოვანია ეროვნულმა ბანკმა ოპერატიულად და აქტიურად იმოქმედოს და გამოიყენოს მის ხელთ არსებული ინსტრუმენტები. საშუალო და გრძელვადიან პერიოდში კი, კორონავირუსის ფაქტორის დაძლევის გარეშე საკმაოდ რთული იქნება ლარის სტაბილურობის შენარჩუნება, ამ ფონზე მიჭირს თქმა, რა იქნებოდა მთავრობის მხრიდან მიზანშეწონილი ნაბიჯები, აქტიურობა ცალსახად და ინვესტორების მოზიდვა", -განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.

]]>
16-09-2020 15:07 +0400
მთავრობა მუშაობს, რომ სოციალურ ღონისძიებებთან დაკავშირებულ ინდუსტრიაში ჩართულ ადამიანებს პრობლემა სწრაფად მოუგვარდეთ - ნათია მეზვრიშვილი https://rustavi2.ge/ka/news/175735

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა, რომ მთავრობა მუშაობს, რომ იმ ადამიანებს, ვინც სოციალურ ღონისძიებებთან დაკავშირებულ ინდუსტრიაშია ჩართული, პრობლემა რაც შეიძლება სწრაფად მოუგვარდეთ.

როგოც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა აღნიშნა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო, რადგან ქვეყანა იმყოფება წინასაარჩევნო კამპანიის პროცესში და ეს თემები არ უნდა გახდეს სპეკულაციის საგანი.

 "რაც შეეხება იმ შეზღუდვებს, რომელიც ბოლო დეების განმავლობაში დავაწესეთ, განსაკუთრებით სოციალურ ღონისძიებებთან მიმართებით, აქ ბუნებრივია, ჩვენი მოქალაქეების გარკვეული ნაწილი, რომლებიც ამ ინდუსტრიაში იყვნენ ჩართულები და შემოსავალს იღებდნენ, ბუნებრივია, ვაცნობიერებთ, რომ ამ ადამიანებს ეს შეზღუდვები შეეხოთ და ამ ადამიანებმა გარკვეული ზარალი განიცადეს. მთავრობა მუშაობს, რომ ამ ადამიანებს აღნიშნული პრობლემა რაც შეიძლება სწრაფად მოუგვარდეთ, რა თქმა უნდა, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ძალიან ვფრთხილობთ, რომ მაქსიმალურად მოვექცეთ კანონის ჩარჩოებში, იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, ვიმყოფებით წინასაარჩევნო კამპანიის პროცესში და ეს თემები არ უნდა გახდეს სპეკულაციის საგანი, თუმცა, ამ საკითხებზე მუშაობა მიმდინარეობს და შეგვიძლია, ეს ადამიანები დავამშვიდოთ," - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

]]>
16-09-2020 14:57 +0400
ლარის კურსის რყევები ზომიერია, არ არსებობს არანაირი ნიშანი, რომ ნეგატიური ტენდენცია უფრო გაღრმავდეს - ნათია თურნავა https://rustavi2.ge/ka/news/175724

ლარის მიმდინარე გაუფასურებაში პანიკის საფუძველს ვერ ხედავს ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავას განცხადებით, ლარის კურსის რყევები ზომიერია და ნეგატიური ტენდენციის გაღრმავების არანაირი მაკროეკონომიკური ნიშანი არ არსებობს:

"მთელი მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისში შევიდა. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვისაც დიდი სიმძიმე და გამოწვევაა. თუ ლარის ბოლოდროინდელ დინამიკას დავაკვირდებით, მიუხედავად იმისა, რომ დიდი გამოწვევაა ტურიზმის შეზღუდვა, საგარეო ვაჭრობის შეზღუდვა, დინამიკა არაა მაინცდამაინც დიდი რყევებით გამორჩეული. რყევები არის ზომიერი, თუ რეგიონის სხვა ქვეყნებს შევადარებთ, პროცენტულადაც რყევები დაბალია. მე ვფიქრობ, რომ არანაირი მაკროეკონომიკური ნიშანი არ არსებობს, რომ ლარის კურსთან დაკავშირებით ნეგატიური ტენდენცია უფრო გაღრმავდეს," - განაცხადა თურნავამ

გაცვლითი კურსი, რომელიც დღის ბოლომდე მოქმედებს დოლართან მიმართებაში შეადგენს 3.15 ლარს, ევროსთან კი 3.75 ლარს. კურსი კიდევ უფრო მაღალია სავალუტო ჯიხურებსა და კომერციულ ბანკებში.

]]>
16-09-2020 13:15 +0400
საქართველომ კიდევ ერთი უდიდესი აღიარება მოიპოვა, როგორც ქვეყანამ, რომელიც უპრეცედენტოდ მაღალი რანგის ღონისძიებას პანდემიის დროს მასპინძლობს - მარიამ ქვრივიშვილი https://rustavi2.ge/ka/news/175718

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომის გახსნის შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განცხადება გააკეთა. მარიამ ქვრივიშვილმა ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
"დღეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია დღეა, ქვეყნისთვის, რომელიც ტრადიციულად ტურისტულად ძალიან აქტიურია.საქართველომ საერთაშორისო არეალზე კიდევ ერთი უდიდესი აღიარება მოიპოვა, როგორც ქვეყანამ, რომელიც მსოფლიოში პირველ, უპრეცედენტოდ მაღალი რანგის ღონისძიებას პანდემიის დროს მასპინძლობს. ეს არის მნიშვნელოვანი აღიარება ჩვენი ქვეყნისთვის, ეს ის სწორად გადადგმული ნაბიჯები და წარმატებული ბრძოლის შედეგია, რომელიც საქართველოს მთავრობამ პანდემიის დროს გასწია," - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით მასშტაბური ღონისძიება ხელს შეუწყობს მთელ მსოფლიოში საქართველოს როგორც უსაფრთხო ქვეყნის იმიჯის გამყარებას.

"დღეს ღონისძიების მსვლელობისას გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნისგან, დელეგატებისგან მოვისმინეთ არაერთი პოზიტიური შეფასება საქართველოს მიმართ, როგორც პრეცედენტული მოვლენა, რომ ჩვენ ვმასპინძლობთ ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებას.   გაეროს მსოფლიო ტურიზმის აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე დასასწრებად 24 ქვეყნიდან 170-მდე დელეგატი ჩამოვიდა. გუშინ საშუალება მოგვეცა  მათთვის საქართველოს ტურისტული პოტენციალი გაგვაცნო. ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა, ამ ღონისძიების საქართველოში ჩატარება, რაც ჩვენი ქვეყნის ტურისტულ ინდუსტრიას დაეხმარება მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი პერსპექტივით და ცალსახად გაამყარებს იმ ძალიან ძლიერ მესიჯს, რაც გულისხმობს, რომ საქართველო არის პირველი ქვეყანა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომელმაც უმასპინძლა ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებას ყველა პროტოკოლისა და უსაფრთხოების დაცვით,"-განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

]]>
16-09-2020 13:09 +0400
ეროვნული ვალუტა მკვეთრად გაუფასურდა - ოპოზიციის განცხადებით ლარის კურსის დაცემა მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია https://rustavi2.ge/ka/news/175722

ეროვნული ვალუტა გაუფასურდა. მხოლოდ ერთ დღეში ლარის კურსი 2 პუნქტით დაეცა. მაჩვენებელი ბევრად საგანგაშოა ბოლო ერთი კვირის მონაცემების მიხედვით. ეროვნული ბანკის ოფიციალური ციფრებით, გასული კვირის განმავლობაში ლარი სხვა ქვეყნის ვალუტებთან მიმართებაში 7 თეთრით გაუფასურდა. გაცვლითი კურსი, რომელიც დღის ბოლომდე მოქმედებს დოლართან მიმართებაში შეადგენს 3.15 ლარს, ევროსთან კი 3.75 ლარს. კურსი კიდევ უფრო მაღალია სავალუტო ჯიხურებსა და კომერციულ ბანკებში.

აღნიშნულთან დაკავშირებით კრიტიკული განცხადებები გაკეთდა პოლიტიკურ სპექტრში, ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ქვეყანა მსგავს შედეგამდე  მთავრობის არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ, ბიუჯეტის დეფიციტურმა ხარჯვამ და ინვესტიციების შემცირებამ მიიყვანა. ხელისუფლების ოპონენტების აზრით, თუ მსგავსი პოლიტიკა გაგრძელდა, ახალი წლისთვის  ვალუტის გაუფასურება თითოეული მოქალაქის ჯიბეს მნიშვნელოვნად შეეტყობა და დოლარის კურსის ცვალებადობა განსაკუთრებით იმოქმედებს ფასებზე.

"მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა უნდა შეაჩეროს ლარის ვარდნა. მიზეზი არის ძალიან ბევრი მათ შორის ის რაც იყო კორონავირუსის პანდემიამდე -  ინვესტიციების კლება და ეკონომიკური კლიმატის გაუარესება. მაგრამ კონკრეტულ ამ შემთხვევაში დაემატა ბიუჯეტის არნახული დეფიციტი. მარტივად რომ ვთქვათ მთავრობამ ისესხა ფული, 1,5 დოლარი, რაც არის 5 მილიარდი ლარი, ამ ლარს უშვებს მიმოქცევაში, რომელიც აუცილებლად გამოიწვევს ლარის გაუფასურებას, მაგრამ ის დოლარები, რომელიც შემდეგ ეროვნული ბანკის რეზერვებში იქნა თავმოყრილი საგარეო ვალის სახით, ეროვნულმა ბანკი ვალდებულია, რომ განახორციელოს ინტერვენციები," - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე.

"ევროპული საქართველოს" წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს რომ ლარის დასტაბილურება დაკავშირებულია მხოლოდ და მხოლოდ მაღალ ეკონომიკურ ზრდასთან, რასაც სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები ამ არჩევნებში და შემდგომ უკვე ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებაში:

"თუ საზოგადოება ბიძინა ივანიშვილს დატოვებს ხელისუფლებაში, ეს იქნება ყველაზე რთული ზამთარი ბოლო ათწლეულების განმავლობაში, იმიტომ რომ ლარის ეს გაუფასურება გადაიზრდება ფასების ზრდაზე და ფასების ზრდა არის ის რაც ყველაზე მეტად ურტყამს ოჯახების ჯიბეს," - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

 

]]>
16-09-2020 13:03 +0400
"მწვანე ქვეყნის" სტატუსი არ ნიშნავს უკონტროლობას და ქაოსს - ნათია თურნავა https://rustavi2.ge/ka/news/175714

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, საქართველოსთვის მწვანე ქვეყნის სტატუსი ძალიან მნიშვნელოვანია და საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს მუშაობას იმისთვის, რომ კოვიდის მიუხედავად არ დაიკეტოს ეკონომიკა. განცხადება ნათია თურნავამ თბილისში მიმდინარე გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომის მიმდინარეობისას გააკეთა:

"ჩვენ ძალიან ვუფრთხილდებით "მწვანე ქვეყნის" სტატუსს. ეს სტატუსი არ ნიშნავს უკონტროლობას და ქაოსს. მიუხედავად იმისა, რომ თანდათან გავზარდეთ მობილობა, საკმაოდ აქტიურად ჩავატარეთ ზაფხულის შიდა ტურიზმის სეზონი, გავხსენით ბიზნესები, მაინც მოვახერხეთ, რომ მწვანე ზონის სტატუსის მქონე ქვეყანამ ვუმასპინძლეთ ასევე უცხოელ ვიზიტორებს. ჩვენ საყოველთაო კარანტინის გარეშე, ბიზნესის სერიოზული შეზღუდვის გარეშე, დარგობრივი ჩაკეტვების გარეშე გავაგრძელებთ საქმიანობას, კოვიდის პირობებში და კოვიდის მიუხედავად არ დავკეტავთ ეკონომიკას," - განაცხადა ნათია თურნავამ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს სხდომის თბილისში გამართვა საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს:

"ეს არის მნიშვნელოვანი მიღწევა, რადგან ამ ღონისძიების საქართველოში ჩატარება შემთხვევითი არ არის. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიას დაეხმარება მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი პერსპექტივით და გაამყარებს ძლიერ მესიჯს, რაც გულისხმობს უსაფრთხოების ინდექსს, ასევე იმას, რომ საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელმაც ასეთ ღონისძიებას ყველა პროტოკოლის დაცვით უმასპინძლა," - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

]]>
16-09-2020 12:29 +0400
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭო თბილისში - 112-ე სხდომის დელეგატები ტურიზმის გამოწვევებზე მსჯელობენ https://rustavi2.ge/ka/news/175713

პანდემიის ფონზე კი საქართველო ისევ "მწვანე ზონად" მიიჩნევა. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე, რომელსაც თბილისი მასპინძლობს, ამ სტატუსის ეფექტიანად გამოყენების გზებზე ისაუბრეს. სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ქვეყანამ გატარებული ღონისძიებებით, სტატუსის მოპოვება შეძლო და საერთაშორისო არენაზე დღეს ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა. პანდემიის ნეგატიური შედეგების შემცირებაზე გაამახვილა ყურადღება გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა.

"ვითარება მარტივი არ არის. თუ დეკემბერში ვინმე მეტყოდა, რომ მსოფლიო მოგზაურობისთვის ჩაიკეტებოდა, არ დავიჯერებდი. თუმცა ჩვენ იზოლირებულები ვართ მარტიდან. ტურიზმის მიმართულებით ბევრი სფერო რისკის ქვეშ არის. მაგრამ ჩვენი აქ ყოფნა დღეს იმის მანიშნებელია, რომ ერთადერთი გზა არის თანამშრომლობა, მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ეს მომენტი, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შევარბილოთ პანდემიის ნეგატიური შედეგები," - განაცხადა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.

თბილისში მიმდინარე გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომის დელეგატებს და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა.

"ტურიზმი არის ძალა რომელიც გვაძლევს ახალი კულტურების, ახალი ადამიანების, ახალი გამოცდილების აღმოჩენის საშუალებას. ეს ღონისძიება არის მნიშვნელოვანი პლატფორმაა თანამშრომლობისთვის, რათა მხარი დავუჭიროთ ტურიზმის მომავალს, რომელზეც დამოკიდებულია ადამიანების ცხოვრება. გადაწყვეტილება როგორ მივცეთ მომავალი ტურიზმს, უფრო მედეგს გახდის მას. გისურვებთ წარმატებას თქვენს ძალისხმევაში," - განაცხადა ანტონიუ გუტერეშმა.

]]>
16-09-2020 12:25 +0400
დაბა მესტიაში სასტუმროს მეპატრონეებმა გზა გადაკეტეს - აქციის მონაწილეები სესხების შეჩერებას მოითხოვენ https://rustavi2.ge/ka/news/175702

დაბა მესტიაში სასტუმროს მეპატრონეები და ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი აქციას მართავს. მათ გზა აქვთ გადაკეტილი და სესხების შეჩერებას მოითხოვენ იქამდე სანამ სრულფასოვნად მუშაობის საშუალება არ მიეცემათ.

აქცია დაბა მესტიაში რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. შეკრებილები ამბობენ, რომ ტურიზმის სფერო მათი ერთადერთი შემოსავალია და საბანკო ვალდებულებების შესრულებას პანდემიის გამო შექმნილი კრიზისის გამო ვერ ახერხებენ.

აქციას მესტიის მერი გამოეხმაურა. კახა ჟორჟოლიანის თქმით, ადგილობრივების პრობლემების შესახებ ინფორმირებულები არიან როგორც ადგილობრივ, ასევე ცენტრალური მთავრობაც. როგორც ჟურნალისტებს ჟორჟოლიანმა უთხრა, აქციის მონაწილეებს მათ რამდენიმე ადამიანის პრემიერის ადმინისტრაციაში შეხვედრა შესთავაზეს, თუმცა, ჯერჯერობით, მათგან პასუხი არ მიუღიათ.

]]>
16-09-2020 11:10 +0400
ტურიზმის სექტორში საქართველოსთვის პოსტკრიზისული ეპოქა უნდა იყოს შესაძლებლობა, ჩვენი სურვილია ამ პროცესში ვიყოთ პიონერები - გიორგი გახარია https://rustavi2.ge/ka/news/175695

სასტუმრო "ბილტმორში" დღეს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის -UNWTO-ს 112-ე აღმასრულებელი საბჭოს სხდომა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნა.  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რომლის წინაშეც ტურიზმი აღმოჩნდა, როგორც მსოფლიო მასშტაბით, ასევე საქართველოშიც.

"ჩვენი მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმაში ტურიზმს ერთ-ერთი წამყვანი როლი ჰქონდა და ექნება, სანამ გლობალურად ტურიზმის სექტორის აღდგენის ტენდენციები არ გამოჩნდება, ჩვენ ტურისტულ სექტორს ვედექით გვერდით და დავუდგებით, სხვადახვა პროგრამებით, შეღავათებით, საგადასახადო ვალდებულებების გადავადებით თუ სხვა ინსტრუმენტებით. საქართველომ შეძლო მწვანე ქვეყნის სტატუსის მოპოვება და საერთაშორისო არენაზე საქართველო ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა დღეს, რაც გვაძლევს შესაძლებლობას პოსტკრიზისულ პერიოდში დავიწყოთ ეკონომიკური განვითარების ახალი ეტაპი. პოსტკრიზისული ეკონომიკის პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა მსოფლიოსთვის სწორედ ტურიზმის აღდგენის ტენდენციები იქნება და ჩვენი სურვილია ამ პროცესში ვიყოთ პიონერები, რის საფუძველსაც გვაძლევს ტურიზმის სექტორში უსაფრთხოების კუთხით დაგროვილი გამოცდილება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ტურიზმის სექტორში საქართველოსთვის პოსტკრიზისული ეპოქა უნდა იყოს შესაძლებლობა და გვინდა ეკონომიკური კრიზისი, პანდემია ქვეყნის ტურიზმის განვითარებისთვის ვაქციოთ შესაძლებლობად,"- განაცხადა გიორგი გახარიამ. მან შეხვედრის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და იმედი, გამოთქვა, რომ საქართველოში ვიზიტი მათზე წარუშლელ შთაბეჭდილებას დატოვებს.

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს სხდომა პირველად პირველად ტარდება ესპანეთის გარეთ. 

ღონისძიება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და UNWTO-ის გენერალური მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა გახსნეს.

]]>
16-09-2020 10:18 +0400
სასტუმრო "ბილტმორში" დღეს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომა იხსნება https://rustavi2.ge/ka/news/175693

სასტუმრო "ბილტმორში" დღეს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომა იხსნება. ორდღიან შეხვედრაში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული მაღალი რანგის დელეგატები იღებენ მონაწილეობას. განხილვის მთავარი თემა პანდემიის ფონზე ტურიზმის ინდუსტრიის მომავალია. სხდომას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია ხსნის.

დღევანდელი შეხვედრა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს რიგით 112- ე სხდომაა. დელეგატებს შორის არიან ესპანეთის, საბერძნეთის, მაროკოს, რუმინეთის, საუდის არაბეთისა და სხვა ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლები.

შეგახსენებთ, ორგანიზაციის გენერალური მდივანი საქართველოს ყოფილი ეკონომიკის მინისტრი, ზურაბ პოლოლიკაშვილია. შეხვედრა უსაფრთხოების სრული დაცვით ტარდება.

]]>
16-09-2020 09:50 +0400
საქართველო ეკონომიკურ ზრდას 2021 წელს 4.5%-ით დაუბრუნდება - "აზიის განვითარების ბანკის" ანგარიში https://rustavi2.ge/ka/news/175619

"აზიის განვითარების ბანკის" ანგარიშის თანახმად, მიმდინარე წლის დასაწყისში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შეფერხების შემდეგ, საქართველო ეკონომიკურ ზრდას 2021 წელს 4.5%-ით დაუბრუნდება.

ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ინფლაცია გასული წლის 3.6%-თან შედარებით გაიზარდა და 6.4% შეადგინა.

შესაბამისად გაიზარდა ფასების ინდექსიც. განახლებულ ანგარიშში მკვეთრადაა გაზრდილი საქართველოს მიმდინარე ანგარიშების დეფიციტი 2020-სა და 2021 წლებში - 11 და 8 პროცენტით.

]]>
15-09-2020 15:49 +0400
დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის გადაზიდვის ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა ერთი პირი დააკავა https://rustavi2.ge/ka/news/175584

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შინაგან საქმეთა სამინიტროს აფხაზეთის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 15 013 კოლოფი სხვადასხვა დასახელების უაქციზო სიგარეტი, რომლის სავარაუდო ღირებულება 61 500 ლარს აღემატება. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე ამოღებულია დაკავებულის მართვის ქვეშ მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

]]>
15-09-2020 09:38 +0400
თბილისში გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომა იხსნება https://rustavi2.ge/ka/news/175569

თბილისში ხვალ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომა იხსნება. ორდღიან შეხვედრაში მონაწილე პირთა ნაწილი, მათ შორის სხვადასხვა ქვეყნის მინისტრები უკვე საქართველოში იმყოფებიან. შეხვედრა უსაფრთხოების სრული დაცვით ჩატარდება. თბილისში ამბობენ, რომ მსგავსი მაღალი დონის შეხვედრების გამო საქართველო მსოფლიო მედიის ფოკუსში, როგორც პანდემიისგან უსაფრთხო ქვეყანა, კიდევ ერთხელ მოხვდება.

"ჩამოფრინდნენ ჩვენს ქვეყანაში ძალიან მაღალი რანგის დელეგატები საუდის არაბეთიდან, რუმინეთიდან და სხვადასხვა ქვეყნებიდან. ჩვენი ქვეყანა იქნება პირველი მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომელიც ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებას პირისპირ უმასპინძლებს ჩვენს ქვეყანაში," - აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.

]]>
15-09-2020 08:05 +0400
"თავისუფალი საქართველო" ქართული პროდუქციის წარმოების მხარდამჭერ კამპანიას იწყებს https://rustavi2.ge/ka/news/175517

"თავისუფალი საქართველო" ქართული პროდუქციის წარმოების მხარდამჭერ კამპანიას იწყებს. 2020 წლის არჩევნებში მიღებული მხარდაჭერის მიხედვით "თავისუფალი საქართველო" გეგმავს საკანონმდებლო პაკეტის შეტანას, რომელიც ადგილობრივი წარმოების წახალისებასა და იმპორტის შეზღუდვას უზრუნველყოფს.

მეჩაიეობის რეაბილიტაციისა და მისი განვითარებისთვის პარტიის ლიდერმა კახა კუკავამ "ტყიბულის ჩაისთან" გააფორმა ხელშეკრულება, რომელიც მთელი ტერიტორიაზე ქართული პროდუქციის დისტრიბუციას უახლოეს მომავალში დაიწყებს.

]]>
14-09-2020 14:54 +0400
"ქართული ოცნების" ლიდერებმა კობში წყლის საწარმო "აქვა გეო" დაათვალიერეს https://rustavi2.ge/ka/news/175366

"ქართული ოცნების" ლიდერებმა  კობში წყლის საწარმო "აქვა გეო" დაათვალიერეს, სადაც 50 ადამიანია დასაქმებული. კომპანია მინერალურ წყალს აწარმოებს და პროდუქცია ადგილობრივი ბაზრის გარდა ექსპორტზეც გააქვს.

]]>
12-09-2020 17:18 +0400
ნათია თურნავა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს შეხვდა https://rustavi2.ge/ka/news/175351

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს მარკ კლეიტონს შეხვდა.

გაერთიანების სამეფოს ელჩი უფლებამოსილების შესრულებას 2020 წლის აგვისტოდან შეუდგა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა განიხილეს. აქცენტი გაკეთდა თანამშრომლობაზე ვაჭრობისა და ინვესტიციების მიმართულებით.

"ბრიტანეთიდან წამოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მეორე კვარტალში გაიზარდა 30 პროცენტით. ასევე ბრიტანეთი არის ქვეყანა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისით.

ეს არის მხოლოდ დასაწყისი. ჩვენ გავაცანით ახალი პროექტები, ვისაუბრეთ მნიშვნელოვან წარმატებებზე და რეფორმებზე ეკონომიკურ სექტორში," - განაცხადა ნათია თურნავამ.

]]>
12-09-2020 16:04 +0400
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნა საქართველოში დამატებითი ინვესტიციების მოსაზიდად მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი იქნება - დავით ზალკალიანი https://rustavi2.ge/ka/news/175138

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის საინვესტიციო კლიმატის შესახებ 2020 წლის ანგარიშს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დადებითად აფასებს. დავით ზალკალიანის განცხადებით, დასკვნა საქართველოში დამატებითი ინვესტიციების მოსაზიდად მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი იქნება.

"ეს არის აშკარად უაღრესად პოზიტიური გზავნილი, რომელიც დიდწილად იქნება ერთ-ერთი გადამწყვეტი ამერიკის შეერთებულ შტატებიდან საქართველოში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით. 

მისასალმებელია, რომ ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი დადებითად აღიქვამს იმ რეფორმებს, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს ქვეყანაში ეკონომიკის გაჯანსაღების კუთხით, ასევე ბიზნესგარემოს გაუმჯობესების თვალსაზრისით, რაც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი, დამატებითი ინვესტიციის მოზიდვასთან დაკავშირებით,"- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნა ობიექტურია.

"საქართველოზე გაკეთებულია უაღრესად პოზიტიური შეფასებები, რაც აბსოლუტურად ობიექტურია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამ გააკეთა ჩვენმა გუნდმა ბოლო წლებში იმისთვის, რომ ჩვენ ვიყოთ არამხოლოდ რეგიონალური ლიდერი ბიზნესის კეთების სიმარტივით და გამჭვირვალე გარემოს თვალსაზრისით, არამედ ზოგიერთი პარამეტრის მიხედვით, მაგალითად ბიზნესის რეგისტრაციის სიმარტივის მიხედვით, ჩვენ ვართ მსოფლიო ლიდერები,"- აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის საინვესტიციო კლიმატის შესახებ 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო ბიზნესის კეთებისთვის კარგი ადგილია, რომელიც გამოწვევების მიუხედავად, რეგიონში მაღალ პოზიციას იკავებს. 

]]>
10-09-2020 14:40 +0400
ყველაფერი კეთდება, რომ მკაცრი შეზღუდვები საჭირო აღარ გახდეს, რადგან ამას ჩვენი ეკონომიკა ვეღარ გაუძლებს - ნათია თურნავა https://rustavi2.ge/ka/news/175135

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, კორონავირუსის მეორე ტალღა, რომელსაც ვარაუდობდნენ მთელი მსოფლიოს ეპიდემიოლოგები, საქართველოში უკვე დაწყებულია.

მინისტრის თქმით, ყველაფერი კეთდება, რომ მკაცრი შეზღუდვები საჭირო აღარ გახდეს, რადგან ამას "ჩვენი ეკონომიკა ვეღარ გაუძლებს."

"ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი, რომ პირველივე დღიდან ეპიდემიოლოგიური ვითარება კონტროლზე აგვეყვანა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერ შევპირდებით მოსახლეობას, რომ კორონავირუსი გაქრება, ეს ჯერჯერობით, შეუძლებელია, მაგრამ ჩვენ რასაც შევპირდით არის, რომ ერთად ვისწავლით ცხოვრებას, მიუხედავად პანდემიისა და სწორედ ამას ვაკეთებთ. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ კვლავ დიდი შემზღუდავი ზომები საჭირო არ გახდეს, როგორც ეს ერთხელ უკვე გავიარეთ. ასეთ დარტყმას ჩვენი ეკონომიკა, რა თქმა უნდა, ვეღარ გაუძლებს. შესაბამისად, წერტილოვანი ღონისძიებებით და ასევე, ჩვენი სამედიცინო პერსონალის პროფესიონალიზმის წყალობით, იმედი გვაქვს, რომ ამ პროცესს შედარებით უმტკივნეულოდ გავივლით,"-განაცხადა თურნავამ.

]]>
10-09-2020 14:14 +0400
"ნავთობის პოლიტიკა: ტეხასელი პოლიტიკოსები საქართველოს წინააღმდეგ" - Forbes-ის სტატია "ფრონტერას" საქმიანობაზე https://rustavi2.ge/ka/news/175102

"ნავთობის პოლიტიკა: ტეხასელი პოლიტიკოსები საქართველოს წინააღმდეგ" - ამ სათაურით ლუელინ კინგი ვრცელ სტატიას აქვეყნებს Forbes-ში აქვეყნებს.

სტატიაში ნათქვამია, რომ ავტორი ეყრდნობა ინფორმაციას, რომელიც მიღებულია ქართული წყაროებისგან, კარგად იცნობენ ქართული მხარისა და "ფრონტერას" დავის პროცესს და მასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ცნობებს. 

სტატიაში Frontera Resources ბაზარზე გამოჩენის ცნობებია მოყვანილი.

"საქართველოს ხელისუფლება ედავება ჰიუსტონში დაფუძნებულ კომპანიას Frontera Resources. ამ დავაში წამგებიან მდგომარეობაში მყოფ ტეხასურ ენერგოკომპანიას მხარში უდგას აშშ-ის კონგრესმენთა მცირერიცხოვანი ჯგუფი ტეხასიდან და ოკლაჰომიდან. ზეწოლა მათი მხრიდან იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ აიძულა ქართული მხარე, ნაწილობრივ უკან დაეხია - მიუხედავად იმისა, რომ აპრილში მან ჰოლანდიის არბიტრაჟში მოუგო დავა "ფრონტერას" კონტრაქტის პირობების დარღვევასთან დაკავშირებით.

თავად კომპანია არ თმობს იჯარით აღებულ ტერიტორიებს მიუხედავად იმისა, რომ ვერც ნავთობს პოულობს და ვერც კანონმორჩილი კორპორატიული ერთეულის რეპუტაციას იმკვიდრებს.

სტატიის მიხედვით, Frontera Resources სცენაზე პირველად 1997 წელს გამოჩნდა, როცა საქმე ქართველებთან დაიჭირა. 

"ფრონტერა" დააარსა ჰიუსტონში პოლიტიკური კავშირების მქონე ჯგუფმა, რომელშიც, სხვებთან ერთად, შედიოდნენ ლოიდ ბენტსენი (ხაზინის ყოფილი მდივანი და ტეხასელი სენატორი) და ბილ უაიტი, კლინტონის ადმინისტრაციის ენერგეტიკის მდივნის მოადგილე, რომელიც თვლიდა, რომ შრეების ჰიდრავლიკური დაშლა ხსენებული ქვეყნების დადასტურებულ საბადოებზე დიდი ოდენობის ნავთობს, ბუნებრივ აირს და, შესაბამისად, ფულს მოიტანდა. 200-იანი წლების დასაწყისში უაიტი წავიდა კომპანიიდან და ერთ-ერთ საინვესტიციო ფირმას შეუერთდა, შემდეგ კი ჰიუსტონის მერიც გახდა. 

ფირმამ განახორციელა 80 მილიონი დოლარის ღირებულების აქციების პირველადი განთავსება და გაფორმდა ლონდონის საფონდო ბირჟის ქვესექციაში "ალტერნატიული ინვესტიციების ბაზარი". დღეს კი, როგორც ამას ადასტურებს გამოქვეყნებული პუბლიკაციები, ფირმის საქმეები ძალიან ცუდადაა. იგი მოიხსნა ბირჟიდან, აქვს ვალები და უბრალოდ ვერ მოიპოვა ნავთობი დადასტურებული მარაგებიდან.

1997 წელს აშშ დაინტერესდა, ზოგადად, კავკასიით და კერძოდ, საქართველოთი. დაინტერესება დღესაც დიდია. საქართველო, თავის მეზობლებთან: თურქეთთან, სომხეთსა და აზერბაიჯანთან ერთად, განიხილება, როგორც დასაყრდენი რეგიონში რუსული გავლენის საპირწონედ. საქართველო, რომელმაც საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა 1991 წელს მოიპოვა, დასავლური ორიენტაციის ქვეყანაა. მსოფლიო ბანკის თანახმად, საქართველო მე-7 ადგილზეა მსოფლიოში ბიზნესის წარმოების სიმარტივის კუთხით - აღნიშნულია სტატიაში.

"ფრონტერას" დაარსების მომენტისთვის გეოპოლიტიკური სიტუაცია და ტექნოლოგიური პირობები ხელსაყრელი აღმოჩნდა. კომპანიის პოლიტიკური ძალის გათვალისწინებით, საქართველოს დედაქალაქთან - თბილისთან შეთანხმების მიღწევა იოლი საქმე გახლდათ - წერს ავტორი ლუელინ კონგი. 

"ფრონტერას" თანახმად, მისი წარუმატებლობის მიზეზია ფორმაციების ბურღვასთან და დაშლასთან დაკავშირებული სირთულეების გაუთვალისწინებლობა, ასევე მოულოდნელი შიდა ჭაბურღილის წნევა. გარდა ამისა, რთული აღმოჩნდა საქმიანობის წარმართვა შორეულ ქვეყანაში, მიწოდების ჯაჭვის ნაკლებობის პირობებში. კომპანია აცხადებს, რომ იგი ჯერ კიდევ ეგრეთწოდებული სწავლის მრუდის ეტაპზეა და წარმატების მისაღწევად დრო დასჭირდება.

2019 წლის ზამთარში კომპანიის ქართველი თანამშრომლები გაიფიცნენ 11 თვის განმავლობაში ხელფასის გადაუხდელობის გამო. საბოლოოდ, მათი ხელფასები საქართველოს ნავთობის სახელმწიფო კომპანიამ გაისტუმრა.

2017 წელს, საქართველომ განაცხადა, რომ მოთმინების ფიალა აევსო და იჯარით გაცემული ტერიტორიების დაბრუნებას საერთაშორისო არბიტრაჟის გზით შეეცადა. არბიტრაჟმა დააკმაყოფილა საქართველოს პრეტენზიების უმრავლესობა - თუმცა, რამდენადაც მე ვიცი, „ფრონტერაც“ გამარჯვებას ზეიმობდა - აღნიშნავს სტატიის ავტორი.

არბიტრაჟის პირობები ავალდებულებს მოდავე მხარეებს, ორმხრივად შეთანხმდნენ არბიტრაჟის გადაწყვეტილების გამოქვეყნებაზე, თუმცა ხელისუფლებას ჯერაც არ მიუღია „ფრონტერას“ თანხმობა, რის გამოც შეთანხმების სრული ტექსტის გასაჯაროება შეუძლებელია.

ამასობაში კი საქართველო „ფრონტერასთან“ გაფორმებულ კონტრაქტებს ბათილად მიიჩნევს, თუმცა ჯერჯერობით აყოვნებს იჯარით გაცემული ტერიტორიების დაბრუნებას, რის მიზეზიცაა ვაშინგტონიდან მომავალი პოლიტიკური საფრთხეები.

არბიტრაჟის მიერ გადაწყვეტილების გაცხადების შემდეგ კომპანიამ გამოხატა პროტესტი და, ინტენსიური ლობირების წყალობით, მაქსიმალური დოზით გამოიყენა პოლიტიკური ზეწოლა აშშ-ის მხრიდან - ყოველივე ამას კი უზრუნველყოფდა კონგრესში ტეხასისა და ოკლაჰომის წარმომადგენელთათვის, როგორც თავად კომპანიის, ისე მისი ხელმძღვანელების მიერ წინასწარ გაღებული სტაბილური და მსხვილი წვლილი/შეწირულობა.

გამოცემის Houston Chronicle თანახმად, "ფრონტერამ" ამ საქმისთვის 500,000 დოლარად დაიქირავა ლობირების ფირმა Cornerstone Government Affairs. გაზეთში, ორგანიზაციაზე Center for Responsive Politics დაყრდნობით, ასევე აღნიშნულია, რომ "ფრონტერას" თავკაცმა, სტივ ნიკანდროსმა და სხვა ხელმძღვანელებმა 180,000 დოლარზე მეტი ოდენობის შეწირულობა გაიღეს, ძირითადად, ტეხასელი და ოკლაჰომელი რესპუბლიკელების წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში.

ეს საქმე წარმომადგენელთა პალატის წევრებმა და სენატორებმა: ტედ კრუზმა და ჯონ კრონინმა (რესპუბლიკელები ტეხასიდან) „შეფუთეს“, როგორც რუსეთის მიერ წახალისებული და საქართველოს მიერ განხორციელებული შეტევა აშშ-ის წინააღმდეგ. 15 მაისით დათარიღებულ წერილში სენატორებმა, რომელთაც შეუერთდნენ კონგრესმენები ჯოდი არინგტონი (ტეხასი) და მარკუეინ მალინი (ოკლაჰომა), განაცხადეს: „სულ უფრო მზარდ შეშფოთებას იწვევს საქართველოს კავშირები ამერიკის მიმართ მტრულად განწყობილ კონკურენტებთან, რასაც ეწირება ჩვენი გეოსტრატეგიული და ბიზნესინტერესები“. წერილში ასევე ხაზგასმულია მძიმე კანონდარღვევები და ანტიამერიკული ქმედებები.

რესპუბლიკელმა პირ ოლსონმა წარმომადგენელთა პალატას განუცხადა, რომ „ფრონტერა“ წარმოადგენს „თავისუფლებას“ და სამუშაო ადგილებს საქართველოში, რაც სრულ წინააღმდეგობაშია საპირისპირო რეალობასთან, რომელშიც საქართველოს მთავრობამ იტვირთა იმ მშრომელთა ხელფასების გადახდა, რომლებიც „ფრონტერამ“ წელიწადზე მეტი უსახსროდ ამყოფა.

ყოველივე ამან განარისხა ქართული საზოგადოება, მათ შორის, ამერიკელ ბიზნესმენთა წრეებიც.

მცირე ნავთობმომპოვებელი კომპანიის ლობირებამ ვერ და არ უნდა შეუშალოს ხელი 30-წლიან სტრატეგიულ, დიპლომატიურ და ეკონომიკურ თანამშრომლობას ამერიკის შეერთებულ შტატებს და მის სტრატეგიულ პარტნიორს - სამხრეთ კავკასიაში ყველაზე პროდასავლურ ქვეყანას შორის. „ფრონტერას“ საგა გრძელდება," - ნათქვამია ლუელინ კინგის ვრცელ სტატიაში. 

]]>
10-09-2020 09:47 +0400
თბილისში მსოფლიოში ერთ-ერთმა წამყვანმა გლობალურმა ბიზნეს აქსელერატორმა "500 სტარტაპი" 10 საუკეთესო შეარჩია https://rustavi2.ge/ka/news/175093

თბილისში მსოფლიოში ერთ-ერთმა წამყვანმა გლობალურმა ბიზნეს აქსელერატორმა "500 სტარტაპი", 10 საუკეთესო შეარჩია, რომლებიც ექვსკვირიან პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას.

პროგრამაში ჩართული გუნდებიდან ტოპ ხუთეული მონაწილეობას საქართველოს ბანკის ინვესტიციით გააგრძელებს.

"ამ ეტაპზე ჩვენ მოვიწვიეთ საქართველოში მსოფლიოს პრაქტიკულად ერთ-ერთი ლიდერი კომპანია სტარტაპების აქსელერატორი, რომელიც რამდენიმე კვირის განმავლობაში მონაწილეობდა, როგორც სტარტაპების გადარჩევაში, ასევე მათ ტრენინგში და ინვესტიციების მოზიდვაში ეხმარებოდა. ძალიან მაღალი ინტერესი იყო, რაც ყველაზე საინტერესოა, რომ ქართულ სტარტაპებთან ერთად ბევრი უცხოური სტარტაპიც მონაწილეობდა. აუცილებელი წინაპირობა არის, რომ ბოლო ეტაპზე ყველა სტარტაპი დარეგისტრირდეს, როგორც ქართული კომპანია," - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.

]]>
10-09-2020 08:25 +0400
"აწარმოე საქართველოში" ფარგლებში კომპანია "მეგადორსი" ფართოვდება https://rustavi2.ge/ka/news/174950

პროგრამის - "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში კომპანია "მეგადორსი" ფართოვდება. წარმოება ცოტა ხნის წინ სესხის თანადაფინანსების პროგრამით დაიწყო.

კომპანია ავეჯის საწარმოსა და შოურუმის მოწყობას გეგმავს. კომპანია დამტკიცებული კრედიტის ფარგლებში 6 მლნ ლარამდე ინვესტიციას განახორციელებს.

"ისინი აწარმოებენ კარებებს, სხვადასხვა საშენ მასალას და ამის შემდეგ უკვე აამოქმედებენ ავეჯის წარმოებას სწორედ სახელმწიფოს მხარდაჭერით. მთლიანობაში ეს ნიშნავს 90-ზე მეტი დასაქმებული ადამიანის მუშაობას ამ საწარმოში, ამატებენ ახალ სამუშაო ადგილებს. ეს ნიშნავს მნიშვნელოვან ინვესტიციას სწორედ პანდემიის პერიოდში," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

]]>
08-09-2020 18:35 +0400
სასტუმრო ბიზნესში ჩართული კომპანიებისთვის სესხის თანადაფინანსების პროგრამა ერთი წლით გაგრძელდება https://rustavi2.ge/ka/news/174438

სასტუმრო ბიზნესში ჩართული კომპანიებისთვის სესხის თანადაფინანსების პროგრამა ერთი წლით გაგრძელდება - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.

პრემიერის ინფორმაციით, იმ კომპანიებისთვის, რომლებმაც ვერ მოახერხეს, 6 თვის განმავლობაში გამხდარიყვნენ აღნიშნული პროგრამის ბენეფიციარები, შესაძლებლობის ფანჯარა 10 სექტემბრიდან 10 ოქტომბრამდე გაეხსნება.

"დღეს ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, სესხის თანადაფინანსების სუბსიდირების საპროცენტო განაკვეთის პროგრამა 6-დან 12 თვემდე გავაგრძელოთ ერთი წლით, რაც არის ერთადერთი შესაძლებლობა, სექტორს დავუდგეთ გვერდით, რადგან მოგეხსენებათ, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური მაჩვენებლები ფრთხილად, მაგრამ ოპტიმიზმის შესაძლებლობას გვაძლევს, ტურიზმის სექტორი არის ის სექტორი, რომელიც ჯერ კიდევ სერიოზული წნეხის ქვეშაა. ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ამ სექტორს მივეხმაროთ.

იმ კომპანიებისთვის, რომლებმაც ვერ მოახერხეს, 6 თვის განმავლობაში გამხდარიყვნენ აღნიშნული პროგრამის ბენეფიციარები, შესაძლებლობის  ფანჯარა გაიხსნება ერთი თვით, 10 სექტემბრიდან 10 ოქტომბრამდე. დამატებით ექვსი თვის კომპონენტში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნება ყველა კომპანიას, თუნდაც მას ჯერ არ მიუღია ამ კომპონენტში მონაწილეობა," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

]]>
03-09-2020 11:22 +0400
მთელ მსოფლიოში ბანკებმა შეწყვიტეს სესხების ამოღება, ერთადერთი კუნძული უგულობისა ივანიშვილის საქართველოა - შალვა ნათელაშვილი https://rustavi2.ge/ka/news/174390

"ლეიბორისტების" ლიდერი, შალვა ნათელაშვილი მიიჩნევს, რომ ბანკებმა გლობალური პანდემიის გამო გაღარიბებული მოსახლეობის ხარჯზე გამდიდრება მოინდომეს. შალვა ნათელაშვილის განცხადებით, შეწყვეტილი სესხების ამოღება და პროცენტების ზრდა დღევანდელი მთავრობის სახეს ასახავს. "ლეიბორისტული" პარტია მოუწოდებს მთავრობას, მიბაძონ მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებს და შეწყვიტონ პანდემიის დროს სესხებით გამდიდრება.

"გლობალური პანდემიის გამო, მთელ მსოფლიოში ბანკებმა შეწყვიტეს სესხების ამოღება. ერთადერთი კუნძული უგულობისა და არა ადამიანობისა, ივანიშვილის საქართველოა, სადაც დღეიდან ბანკებმა ისევ  დაიწყეს გადავადებული ვალების მოთხოვნა მოსახლეობისგან.

მე მოვუწოდებ მთავრობას და ყველა ბანკს, გადადეთ ყოველგვარი ვალების ამოღება მოსახლეობიდან და ბიზნესიდან,"- აცხადებს "ლეიბორისტული" პარტიის ლიდერი შალვა ნათლაშვილი

]]>
02-09-2020 17:44 +0400
საქართველო მსოფლიო ბანკისგან 5.7 მილიონ ევროს მიიღებს https://rustavi2.ge/ka/news/174184

საქართველო მსოფლიო ბანკისგან 35 ნახევარი მილიონი ევროს შეღავათიან ფინანსურ რესურსს მიიღებს. შესაბამის დოკუმენტს დღეს ელექტრონულად მოეწერა ხელი.

თანხა პროექტს Log-in Georgia-ს მოხმარდება, რომლის მიზანიც მთელს ქვეყანაში მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის ხელმისაწვდომობის გაზრდაა.

"ხელი მოვაწერეთ მსოფლიო ბანკთან სასესხო ხელშეკრულებას, თანხა შეადგენს 35.7 მილიონ ევროს და ეს თანხა სრულად მოხმარდება ინტერნეტიზაციის პროცესს. ეს პროექტი რამდენიმე წლის წინ დაანონსდა და შესაბამისად, დღეს უკვე ხდება თანხების მოძიება, რათა განახლებული ტემპით მოხდეს თითოეულ ოჯახამდე ინტერნეტის მიყვანა," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

"უაღრესად მოხარული ვარ, რომ დღეს ხელს ვაწერთ პროექტს სახელწოდებით - Log-in Georgia, რომელიც საქართველოს 1000-მდე სოფელს მიაწვდის მაღალსიჩქარიან, ხელმისაწვდომ, ფართოზოლოვან ინტერნეტ სერვისებს და რომლითაც რეგიონების, მათ შორის მაღალმთიანი დასახლებების 500 ათასამდე მაცხოვრებელი ისარგებლებს.

ჩვენ გვჯერა, რომ ეს პროექტი საქართველოს რეგიონების მოსახლეობას მოუტანს ახალ ეკონომიკურ და დასაქმების შესაძლებლობებს, რაც ქვეყანაში არსებული ეკონომიკური დუალიზმის პრობლემას კიდევ უფრო შეამცირებს," - აღნიშნა მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორმა სებასტიან მოლინეუსმა.

]]>
31-08-2020 18:51 +0400
ტურისტული ბიზნესი სახელმწიფოს მხრიდან პროცენტის თანადაფინანსებით კიდევ 6 თვეს ისარგებლებს - პრემიერი https://rustavi2.ge/ka/news/174164

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ტურისტული ბიზნესი, რომელსაც 20 მლნ ლარზე ნაკლები ბრუნვა აქვს, სახელმწიფოს მხრიდან პროცენტის თანადაფინანსებით ისარგებლებს. 

"უახლოეს დღეებში ჩვენ მთავრობაზე გამოვიტანთ ახალ, ტურისტული ბიზნესის დახმარების პაკეტს, რომელიც გულისხმობს პროცენტის თანადაფინანსებას სახელმწიფოს მხრიდან დამატებით კიდევ 6 თვით. ეს ეხება ყველა ტურისტულ ბიზნესს, პირველ რიგში სასტუმროებს, რომელთა ბრუნვაც არის 20 მლნ-მდე, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც 2-3 ოთახს საოჯახო სასტუმროს პრინციპით აქირავებდნენ და აქაც მინდა დაგპირდეთ, რომ თითოეულ მათგანთან იქნება პერსონალური მიდგომა. ჩვენ ამას გავაკონტროლებთ, ყველაფრით დავეხმარებით ადამიანებს, რომ სესხების გადავადება მოხდეს შემდგომი სეზონის დაწყებამდე," - აღნიშნა პრემიერმა.

]]>
31-08-2020 15:51 +0400
საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი "BB" დონეზე, პერსპექტივა კი "სტაბილური" დარჩა https://rustavi2.ge/ka/news/174141

საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი "BB" დონეზე, პერსპექტივა კი "სტაბილური" დარჩა. საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია "S&P"-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

ანგარიში საქართველოს ეკონომიკაზე კორონავირუსის ნეგატიური გავლენების გათვალისწინებით გამოქვეყნდა.

"საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ განიხილა და უცვლელად დატოვა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი BB და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უცვლელად დატოვა პერსპექტივა სტაბილური. ეს იმის ინდიკატორია, რომ საქართველოს ეკონომიკა მიუხედავად გლობალური გამოწვევისა და რეგიონში არსებული რთული ვითარებისა, ინვესტორებისთვის კეთილსაიმედოა; ეს არის ინდიკატორი ინვესტორებისთვის, რომ მათ შეუძლია გააგრძელონ საინვესტიციო პროექტები, ან ახალი განახორციელონ; ეს არის ინდიკატორი, რომ ჩვენ ძალიან დაბალი და მართვადი რისკები გვაქვს და საქართველოს ეკონომიკა გადახდისუნარიანია,"-განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.

]]>
31-08-2020 12:52 +0400
ივლისში ეკონომიკის 5,5%-იანი შემცირება ადასტურებს, რომ საქართველოს ეკონომიკა გაჯანსაღების გზაზე დგას - ნათია თურნავა https://rustavi2.ge/ka/news/174138

წინასწარი შეფასებით, ივლისში საქართველოს ეკონომიკა 5.5%-ით შემცირდა - ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

ასევე, წინასწარი შეფასებით, 2020 წლის პირველი შვიდი თვის განმავლობაში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის კლებამ 5.8-ა პროცენტი შეადგინა, საქსტატის ცნობით, 2020 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, კლების ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა დარგში, სამთო მოპოვებითი და დამამუშავებელი მრეწველობის დარგების გარდა.

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ ივლისის ეკონომიკური მაჩვენებელი ადასტურებს, რომ ქვეყანა გაჯანსაღების გზაზეა.

"დღეს დილით გამოქვეყნდა ივლისის ეკონომიკური მაჩვენებლები. ივლისში ჯერ კიდევ გვაქვს ვარდნა, წლევანდელი წელი ვერ იქნება პოზიტიური, მაგრამ ივლისის თვეში დაფიქსირებული -5.5% უფრო ნელი ვარდნის მაჩვენებელია, ვიდრე თუნდაც აპრილში იყო", - განაცხადა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, "საქსტატის" წინასწარი შეფასებით, ივლისში საქართველოს ეკონომიკა 5.5%-ით შემცირდა. 2020 წლის პირველ 7 თვეში კი ეკონომიკის 5.8%-იანი ვარდნა დაფიქსირდა.

]]>
31-08-2020 12:38 +0400
"იმუშავე მწვანე ზონიდან" - 95 ქვეყნის მოქალაქეებს ტურისტად ჩამოსვლა და საქართველოდან დისტანციურად მუშაობა შეეძლება https://rustavi2.ge/ka/news/173898

"იმუშავე საქართველოდან" - მთავრობა 95 ქვეყნის მოქალაქეს საკუთარი საქმიანობის განხორციელებას დისტანციურად - საქართველოდან სთავაზობს. საუბარია ადამიანებზე, ვისაც პანდემიისას სხვადასხვა სფეროში ონლაინ მუშაობის საშუალება აქვთ.

საქართველოს ხელისუფლება, როგორც "მწვანე ზონა", ტურისტული და სამუშაო მიზნით ჩამოსულ მოქალაქეებს უსაფრთხო დასვენებას ჰპირდება. 

უცხო ქვეყნის მოქალაქე ან ბინადრობის უფლების მქონე პირმა დაინტერესების შემთხვევაში ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე რეგისტრაცია უნდა გაიაროს. აუცილებელია სავალდებულო 12 დღიანი კარანტინის გავლა, ამისთვის კი ფინანსური უზრუნველყოფა თავად მსურველმა უნდა წარმოადგინოს. 

უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც საქართველოში ჩამოსვლის ნებას დართავენ და საქართველოში გრძელვადიანი ვიზით ჩამოვა, ქვეყანაში დარჩენა 180 დღის განმავლობაში შეეძლება.

]]>
27-08-2020 21:46 +0400