RUSTAVI2 Rustavi2 TV News Portal RSS Feed Rustavi2 Broadcasting Company http://rustavi2.ge/ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა რუსი დიპლომატების სლოვაკეთიდან გაძევების მიზეზიც გახდა - რუსეთის საელჩოს თანამშრომლებმა ბრატისლავა სამ დღეში უნდა დატოვონ https://rustavi2.ge/ka/news/172575

სამმა რუსმა დიპლომატმა სლოვაკეთი 13 აგვისტომდე უნდა დატოვოს. ეს ის პირები არიან, რომლებიც ყალბი დოკუმენტებით შენგენის ვიზის მიღებაში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის დაგეგმვაში მონაწილე პირს დაეხმარნენ. კონკრეტულად რა როლი შეასრულეს მათ რომან დავიდოვისათვის ვიზის მიღებაში, უცნობია. მამაკაცი სანქტ-პეტერბურგში მდებარე სლოვაკეთის საკონსულოში აღებული ვიზით ბერლინში ხანგოშვილის მკვლელობამდე ერთი დღით ადრე ჩავიდა.

რუს დიპლომატთა მკვლელობის გეგმაში ჩართულობა არ უკვირს ჟურნალისტ რომან დობროხოტოვს. ჟურნალისტთა საერთაშორისო საგამოძიებო ქსელ ბელინგქეთის წევრი "კურიერს" უყვება, რომ დიპლომატიურ უწყებებში დასაქმებულთა უმეტესობა ჯაშუშია, რომლებიც კრიმინალურ აქტივობებში არიან ჩართულები. ბელინგქეთის მიერ მოპოვებული არაერთი დოკუმენტით მტკიცდება, რომ დავიდოვის პერსონა სპეციალურად ხანგოშვილის ლიკვიდაციისათვის შეიქმნა. ირკვევა, რომ მან ბერლინში ქილერს Glock 26-ის ტიპის იარაღი ჩაუტანა.

დავიდოვის რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურთან და ხანგოშვილის მკვლელთან კავშირი დასტურდება მის მიერ ნაქირავები ავტომობილის გადაადგილების ისტორიითაც. დავიდოვი ხშირად მიდიოდა ხანგოშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულის სახლთან, საგზაო კამერებზე "ინფინიტის" ავტომობილი არაერთხელ არის დაფიქსირებული ქალაქ ბალაშიხაში, სადაც ვიმპელის საწვრთნელი ბაზა არსებობს.

ზელიმხან ხანგოშვილის ოჯახს მკვლელობის ორგანიზებაში რუსი დიპლომატების ჩართულობა არ უკვირს. ზურაბ ხანგოშვილი ამბობს, რომ მისი ძმის ლიკვიდაციის გეგმაში რუსეთის ხელისუფლების ყველა შტო მონაწილეობდა.

ხანგოშვილის მკვლელობა დღეს განხილვის თემა იყო გერმანიის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე. გერმანიის პროკურატურა მკვლელობის შემკვეთად სწორედ რუსეთს ასახელებს. ბრალდებას სერგეი ლავროვი კატეგორიულად უარყოფს, არ ეთანხმება გერმანიის პროკურატურის არც იმ შეფასებას, რომლის მიხედვითაც რუსეთი გამოძიების პროცესში გერმანიასთან არ თანამშრომლობს.

სერგეი ლავროვი სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებაზე საუბრობს. მორგან ორტაგუსის პოსტით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება სლოვაკეთმა რუსეთის მიერ პოლიტიკურად მოტივირებული კრიმინალური ქმედებების გამო მიიღო.

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში "კურიერის" მიერ გაგზავნილი კითხვების საპასუხოდ აცხადებენ, რომ ვერ ისაუბრებენ ვინ არიან გაძევებული დიპლომატები. უწყებაში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება გასულ კვირას იქნა მიღებული. რუსი დიპლომატების გაძევებას სავარაუდოდ კრემლის მხრიდან საპასუხო ნაბიჯი მოჰყვება. ლავროვის უწყებამ 2019 წლის დეკემბერში საკუთარი დიპლომატების გერმანიიდან გაძევებას ორი გერმანელი დიპლომატის პერსონა ნონგრატად გამოცხადებით უპასუხა.

შეგახსენებთ, რომ ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინის პარკში საკონტროლო გასროლით 23 აგვისტოს მოკლეს. მკვლელი მალევე დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ თავდასხმამდე 6 დღით ადრე ის მოსკოვიდან ჯერ პარიზში, შემდეგ კი ვარშავაში ჩაფრინდა. ზელიმხან ხანგოშვილი 2001-2005 წლებში რუსეთ-ჩეჩნეთის ომის მონაწილეობდა ერთ-ერთი საველე რაზმის მეთაური იყო. 

]]>
11-08-2020 21:32 +0400
თუ ვინმეს რაიმე დანაშაული აქვს ჩადენილი, ყველა აგებს პასუხს კანონის წინაშე - კახა კალაძე შაქარაშვილის საქმეზე https://rustavi2.ge/ka/news/172567

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, პროკურატურის განცხადების შემდეგ შეფასებები გაკეთდა უმრავლესობაში. თბილისის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ საზოგადოება გამოძიების დასრულებას უნდა დაელოდოს. მისი თქმით, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება და თუკი დანაშაულში ვინმეს რამე წვლილი მიუძღვის, კანონის წინაშე ყველა პასუხს აგებს.

"გამოძიება მნიშვნელოვანია, ამ მიმართულებას ჩვენ უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ ნორმალურ პირობებში ჩაატარონ გამოძიება. ამ საქმის ირგვლივ ძალიან ბევრი მითქმა-მოთქმა იყო, თუმცა როგორც ხედავთ, გამოძიება მიმდინარეობს და ყველა დეტალის გაცნობიერება ხდება საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდების სახით და ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ თუ ვინმეს რაიმე კონკრეტული დანაშაული აქვს ჩადენილი, ყველა აუცილებლად კანონის წინაშე აგებს პასუხს," - განაცხადა კახა კალაძემ.

განცხადება გააკეთა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა. 

"ჩვენი ოპონენტები სამწუხაროდ, ცდილობენ რომ ადამიანური ტრაგედიები გამოიყენონ ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის. ერთის მხრივ ამორალურია ეს საქციელი, მეორეს მხრივ, მათი პოლიტიკური მიზანია, რომ მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანონ," - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

 

 

]]>
11-08-2020 18:59 +0400
"ლელომ" პროკურატურასთან ბრალდებული ექიმების მხარდამჭერი აქცია გამართა https://rustavi2.ge/ka/news/172566

აქცია პროკურატურასთან - საგამოძიებო უწყებასთან თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ბრალდებული ექიმების მხარდასაჭერად შეიკრიბნენ. აქციის ორგანიზატორია პარტია "ლელო საქართველოსთვის".

"ის, რომ ექიმები საკუთარი პროფესიული საქმიანობის იმყოფებიან პატიმრობაში, ეს არის ყოვლად მიუღებელი. ეს არის შეტევა მათ პროფესიულ საქმიანობაზე და მათ რეპუტაციაზე და ეს არის იერიში მათ ღირსებაზე," - განაცხადა პარტიის წევრმა საბა ბუაძემ.

ცნობისთვის, სამსახურებრივი გულგრილობის, თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე "თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" დირექტორი, გიორგი ლობჟანიძე და ამავე კლინიკის ექიმი, ვახტანგ ყიფიანი დააკავეს, ხოლო უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე, მაგდა ხოჭოლავას მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიორგი ლობჟანიძეს აღკვეთის ღონისძიებად გირაო 100 ათასი ლარი, ხოლო და ამავე კლინიკის ექიმს, ვახტანგ ყიფიანს პატიმრობა შეეფარდათ. ამასთან, უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე მაგდა ხოჭოლავას პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. მაგდა ხოჭოლავა დაკავებული არ არის, ის იტალიაში იმყოფება.

]]>
11-08-2020 18:42 +0400
"ქართული ოცნების" ლიდერები ლაგოდეხში ნოდარ ახალკაცის სახელობის საფეხბურთო აკადემიას ესტუმრნენ https://rustavi2.ge/ka/news/172564

ლაგოდეხში მდებარე ნოდარ ახალკაცის სახელობის საფეხბურთო აკადემიას, რომლის მიზანიც ფეხბურთის, სპორტის განვითარების და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა პრემიერ-მინისტრი პარტიის ლიდერებთან და კახეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ერთად სტუმრობდა.

როგორც ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა განაცხადა, ბაზის საცხოვრებელი კომპლექსი 110 ადამიანზეა გათვლილი და, ამ ეტაპზე, სრულიად უფასოდ, 40 ბავშვი ცხოვრობს და ვარჯიშობს. "ქართული ოცნების" ლიდერები სტადიონზე ახალგაზრდა სპორტსმენებს შეხვდნენ და მათ წარმატებები უსურვეს.

დღესვე "ქართული ოცნების" ლიდერები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კართუბანში საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესს გაეცნენ. საბავშვო ბაღის მშენებლობა წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. ბაღი 50 აღსაზრდელზეა გათვლილი. საბავშვო ბაღები შენდება სოფელ თელასა და ბაისუბანშიც. მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, მიმდინარე წელს ასევე დაგეგმილია სოფელ ჭიაურსა და ჭაბუკიანში ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა.

]]>
11-08-2020 18:25 +0400
დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ ბრძოლაშიც გავიმარჯვებთ - გიორგი გახარიამ ყვარელში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი კანდიდატი წარადგინა https://rustavi2.ge/ka/news/172560

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, "ქართული ოცნების" სხვა ლიდერებთან ერთად, ყვარელში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი კანდიდატად ირაკლი ქადაგიშვილი წარადგინა. გახარიამ ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში შეკრებილ მხარდამჭერებთან იმ პრობლემების გადაჭრაზე ისაუბრა, რაც ყვარლის მუნიციპალიტეტს აწუხებს.

"ჩვენ გავიმარჯვებთ და რაც მთავარია, გავიმარჯვებთ სამართლიან ორთაბრძოლაში. ყველას კარგად გვესმის, რომ ქვეყანაში პრობლემები ჯერ ისევ ბევრია. უნდა მივეხმაროთ ქართელ გლეხს, მოიყვანოს ქართული პროდუქტი. მუნიციპალურ დონეზე ბევრი რამ არის კიდევ გასაკეთებელი.

რა თქმა უნდა, ყვარლის 24 საათიანი წყლის მომარაგება არის დასასრულებელი. რა თქმა უნდა, ბევრი გზა არის კიდევ გასაყვანი, ბევრი სკოლა და ბაღი არის გასარემონტებელი ან ასაშენებელი, მაგრამ ამას ხომ ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ყველა ერთდ ვაკეთბთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ ბრძოლაშიც გავიმარჯვებთ. ჩვენ გვყავს ყველაზე ღირსეული კანდიდატი რეგიონისთვის,"-აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია.

"გამარჯვების შემდეგ, პარლამენტში ჩემი მუშაობის მთავარი მიმართულება იქნება, რომ უფრო ეფექტური გახდეს თვითმმართველობა, მუნიციპალიტეტი. ყველა ის გამოწვევა, რომელიც კონკრეტულად ყვარლის წინაშე დგას, რაც შეიძლება უფრო სწრაფად და ეფექტურად ადამიანის ინტერესზე მორგებულად გადაწყდეს. ის პროგრამები, რომელიც დღეს სოფლის მეურნეობის განვითარებას უწყობს ხელს, კიდევ უფრო ფართო და კონკრეტული ადამიანის ინტერესზე მორგებული,"-აცხადებს პარლამენტის თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან" ირაკლი ქადაგიშვილი.

ირაკლი ქადაგიშვილის წარგდენა საკუთარ სამაჟორიტარო ოლქში დასრულდა.

]]>
11-08-2020 18:08 +0400
მას ფართო არჩევანი არც ჰქონია გარდა იმისა, რომ ქვეყანა დაეტოვებინა - ლინას ლინკევიჩუსი სვეტლანა ტიხანოვსკაიას შესახებ https://rustavi2.ge/ka/news/172559

ლიეტუველი დიპლომატი, ლინას ლინკევიჩუსი სვეტლანა ტიხანოვსკაიას ლიეტუვაში ჩასვლას ეხმაურება.

ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ტიხანოვსკაიას დიდი არჩევანი არ ჰქონდა და მას შვილებთან ერთად ლიეტუვაში 1 წლის განმავლობაში შეეძლება ყოფნა. დიპლომატის თქმით, ტიხანოვსკაია თავს უსაფრთხოდ გრძნობს. 

"მთელი ღამის განმავლობაში გარკვეული დაძაბულობა იყო და ამიტომაც ვხვდები, რომ მას ფართო არჩევანი არც ჰქონია, გარდა იმისა, რომ ქვეყანა დაეტოვებინა. მას ლიეტუვას ვიზა ჰქონდა, მიიღო ეს გადაწყვეტილება და ხელისუფლებას ამისთვის ხელი არ შეუშლია. ახლა ის ლიეტუვაშია და თავს უსაფრთხოდ გრძნობს,“ - აცხადებს ლინას ლინკევიჩუსი.

სვეტლანა ტიხანოვსკაიას შტაბი პრეზიდენტს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარებისთვის დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდებს. მათი ლიდერი კი კვლავ ლიეტუვაში რჩება. ოპოზიციონერმა ამომრჩევლებს ვიდეორგოლით მიმართა, სადაც მიანიშნა, რომ პროცესებისგან დისტანცირდება. მხარდამჭერები ამას კანდიდატზე მუქარითა და ზეწოლით ხსნიან,რამაც პოლიტიკოსს ამ გადაწყვეტილებისკენ უბიძგა.

ბელარუსში კი ახლა სიმშვიდეა, თუმცა 2 დღეა საპროტესტო აქციები მძიმე შეტაკებებით მთავრდება, ამას 1 ადამიანი ემსხვერპლა, დაიჭრა 100-მდე პირი და 3000-მდე მოქალაქე საპატიმროში იმყოფება. აქციის მონაწილეები ქვეყანაში ცვლილებებს ითხოვენ, პრეზიდენტი ლუკაშენკო კი, რომელიც ქვეყანას 26 წელია მართავს სამართალდარღვევებისთვის საპასუხო ნაბიჯებს აანონსებს. 

]]>
11-08-2020 18:05 +0400
ლაგოდეხი ერთ-ერთი ყველაზე მოსავლიანი და ლამაზი მუნიციპალიტეტია, რომელსაც სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა სჭირდება - კახა კალაძე https://rustavi2.ge/ka/news/172549

მმართველი გუნდის მიერ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენისას, მოსახლეობას პოლიტიკურმა ლიდერებმა სიტყვით მიმართეს. თავდაცვის მინისტრმა შესავალ სიტყვაში შინდისის ტრაგედია გაიხსენა. 

"12 წლის წინ, შინდისის გმირებმა სამაგალითო თავგანწირვა გვაჩვენეს. მაგრამ ჩვენდა საუბედუროდ და ჩვენდა სამარცხვინოდ, ჩვენი მაშინდელი პრეზიდენტი, რომელიც დღესაც გვეცხადება, როგორც ყველაზე დესტრუქციული პოლიტიკური ძალის ლიდერად, ყველამ მიწაზე გართხმული ვიხილეთ. უნდა შევახსენოთ მოსახლეობას თუ რა მტრულ ძალასთან გვქონდა საქმე," - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

ლაგოდეხში იმყოფებოდა თბილისის მერი კახა კალაძეც. მან სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ლაგოდეხს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი მხარეა სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა სჭირდება. 

"ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც ქვეყანაში სიმშვიდის, სტაბილურობის და უსაფრთხოების გარანტია. ლაგოდეხი ერთ-ერთი ყველაზე მოსავლიანი და ლამაზი მუნიციპალიტეტია. სახელმწიფოს მხრიდან ამ პოტენციალის ათვისებას ხელშეწყობა სჭირდება, რაც ჩვენი ვალია და დარწმუნებული ვარ, თქვენთან ერთად, თქვენი მაჟორიტარი კანდიდატის ძალისხმევით ამას აუცილებლად შევძლებთ. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა გამარჯვებას მივაღწიოთ. ერთად, საქართველოს წარმატებისთვის" - აღნიშნა კახა კალაძემ. 

"ქართული ოცნება" მოსახლეობასთან შეხვედრას განაგრძობს. 

]]>
11-08-2020 15:46 +0400
მმართველმა გუნდმა კახეთის რეგიონში მაჟორიტარობის კანდიდატად ირაკლი ქადაგიშვილი ოფიციალურად წარადგინა https://rustavi2.ge/ka/news/172546

"ქართული ოცნება" წინასაარჩევნო კამპანიას ისევ კახეთის რეგიონში განაგრძობს. ირაკლი ქადაგიშვილის კანდიდატურა, როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის მსურველი, ამჯერად ლაგოდეხის მოსახლეობას წარუდგინეს.

პარტიულ ღონისძიებას "ქართული ოცნების" ლიდერები ესწრებოდნენ.

"ქართული ოცნება" ყოველთვის ზრუნავდა ადამიანზე. თითოეული ოჯახის წარმატების საფუძველი არის კარგი შემოსავალი და კარგი სამუშაო ადგილი. ამიტომ, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის ყველაზე მთავარი გამოწვევა არის სამუშაო ადგილები და ეკონომიკის აღორძინება. კახეთში თითოეული გლეხი უნდა იყოს მყარად ფეხზე მდგომი, მას სახელმწიფო უნდა ეხმარებოდეს და ჩვენ მათ დავეხმარებით. ბევრი ძლიერი, მაგარი საქმე გვაქვს დაწყებული, რომელიც უნდა დავასრულოთ," - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

"ქართული ოცნების" კახეთის მაჟორიტარობის კანდიდატმა განცხადა, რომ მისი არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, უფრო ეფექტურად გადაწყდება მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემები.

"ჩემი გამარჯვების შემთხვევაში, მე აღვიჭურვები იმ უფლებამოსილებით პარლამენტში, რომელიც საშუალებას მისცემს მუნიციპალიტეტს უფრო ეფექტურად გადაწყვიტოს არსებული პრობლემები. ცხოვრების წინსვლა ახალ მოთხოვნებს აყენებს," - აღნიშნავს პარლამენტის თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან" ირაკლი ქადაგიშვილი.

 

]]>
11-08-2020 15:38 +0400
დავით ბაქრაძე და ზურაბ ჭიაბერაშვილი ყვარლის მოსახლეობას შეხვდნენ https://rustavi2.ge/ka/news/172541

"ევროპული საქართველოს" ლიდერი დავით ბაქრაძე და "ევროპული საქართველოდან" თელავი, ახმეტა, ყვარელი, ლაგოდეხის მაჟორიტარობის კანდიდატი ზურაბ ჭიაბერაშვილი ყვარელში მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.

ლიდერების თმით, მოსახლეობა საუბარში აქცენტს ამახვილებს, ფასების ზრდაზე, მომატებულ კრიმინალზე, უმუშევრობაზე. ადგილობრივების განცხადებით არჩევნებზე ხალხი ელოდება ცვლილებებს.

დავით ბაქრაძემ ადგილობრივებთან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"ადამიანებს აღარ სურთ იმ პრობლემებში ცხოვრება, რომელშიც ქვეყანა და ხალხი შეიყვანა "ქართულმა ოცნებამ". დარწმუნებული ვარ, რომ "ევროპულ საქართველოს" ექნება ძალიან დიდი მხარდაჭერა და დანარჩენ ოპოზიციასთან ერთად, ჩვენ გავიმარჯვებთ ამ არჩევნებში," - განაცხადა "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ.

"ხალხი უჩივის მიტოვებულობას და უპატრონობას. ისინი ვერ გრძნობენ, რომ ქვეყანას ყავს ხელისუფლება. არის სიღარიბე, უმუშევრობა, ფასების ზრდა და ხალხს უნდა ცვლილებები. სწორედ ამიტომ ისინი "ევროპულ საქართველოში" ხედავენ ისეთ ძალას, რომელიც ცვლილებებსაც მოიტანს და იმ პრობლემების დაძლევასაც, რომელიც ხალხს აწუხებს," - განაცხადა პარლამენტის თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი "ევროპული საქართველოდან" ზურაბ ჭიაბერაშვილი.

]]>
11-08-2020 15:28 +0400
შინდისის გმირების სახელები უნდა გვახსოვდეს, პატივი მივაგოთ და ჩვენი შვილები ამ მაგალითით გავზარდოთ - გიორგი გახარია https://rustavi2.ge/ka/news/172539

"ჩემთვის უდიდესი პატივია, დღეს, საქართველოს ამ ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ კუთხეში მქონდეს შესაძლებლობა თქვენთან საუბრის. ჩვენ, ყველანი ქართველები ვართ, საქართველოში ვართ და უნდა გავიხსენოთ დღევანდელი დღე. დღეს 11 აგვისტოა და ზუსტად 12 წლის წინ, 17 ქართველი გმირი უთანასწორო ბრძოლაში ქვეყნის ერთიანობას და მთლიანობას შეეწირა," - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ლაგოდეხში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა. 

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ის ადამიანები, ის ქართველები არიან მთელი საქართველოდან, რომლებმაც ასე პირდაპირ, ვაჟკაცურად, ქართულად, მტერს დაუპირისპირდნენ და არ დაუთმეს არაფერი მიუხედავად იმისა, რომ ეს ბრძოლა იყო უთანასწორო.

"ჩვენი შინდისის გმირები ჩვენი უახლოესი ისტორიის ყველაზე დიდი ქართველები არიან, რომელთა თითოეულთა სახელი უნდა გვახსოვდეს, მათ პატივი უნდა მივაგოთ და ჩვენი შვილები უნდა გავზარდოთ ამ მაგალითით. მაგრამ, ამასთან ერთად და  იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ყოველთვის ჰყავდა და ყოველთვის ეყოლება ასეთი გმირები, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ თითოეულ ჩვენს მოქალაქეზე და ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, რაც მთავარია, მშვიდობაზე ამ ქვეყანაში, იმიტომ, რომ მშვიდობის გარეშე არ არსებობს არანაირი განვითარება, ქვეყანაში ვერაფერი ვერ განვითარდება თუ არ იქნება მშვიდობა, ვერც ტურიზმი, ვერც ეკონომიკა, ვერც განათლება, ვერაფერი. ამიტომ, ჩვენ უნდა გვყავდნენ გმირები, ჩვენ უნდა გვყავდეს ძლიერი ჯარი, მაგრამ ჩვენ ყოველთვის უნდა ვიზრუნოთ მშვიდობაზე," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

]]>
11-08-2020 15:15 +0400
“ლელოს" გუნდს დეპუტატი ლევან კობერიძე შეუერთდა https://rustavi2.ge/ka/news/172537

პოლიტიკურ გაერთიანება "ლელოს" დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე შეუერთდა. ის დღეს ბრიფინგზე "ლელოს" თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ წარადგინა. 

მამუკა ხაზარაძის თქმით, "ლელო" ფართოვდება ერთ-ერთი მთავარი მიზნისთვის, რომელიც ქვეყნის განვითარებას ეკონომიკის, ჯანდაცვისა და სხვა მიმართულებებით ეხება.  

"ლელო" იზრდება მთელი საქართველოს მასშტაბით და მას უერთდებიან გამორჩეული ლიდერები. ამ წლების განმავლობაში ისინი ამტკიცებენ, რომ არიან სამართლიანები და უკომპრომისოები, სწორედ ასეთია ლევან კობერიძე. მინდა, მას ვუსურვო წარმატება და ყველა იმ იდეის განხორციელება, რომელიც აღელვებს თითოეულ ჩვენგანს. ჩვენ გვინდა, ეს ქვეყანა იყოს წარმატებული, სამართლიანი და მივაღწიოთ ყოველდღიური გამარჯვების სერიას - ეკონომიკაში, მედიცინაში და სხვა სფეროებში,"- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. 

განცხადება გააკეთა თავად ლევან კობერიძემაც, რომელმაც აღნიშნა, რომ მას და "ლელოს" ბევრი საერთო ღირებულებები აქვთ. 

"დღეს ქვეყანას სჭირდება ახალი ალტერნატიული ცენტრი იმისათვის, რომ ეს ცენტრი იყოს რაც შეიძლება წარმატებული, ისევ ჩვენი მოქალაქეებისთვის უნდა დავდგეთ ერთად. ეს ალტერნატივა უნდა იყოს "ლელოსთან" ერთად. მე დიდხანს ვაკვირდებოდი ამ გუნდს და აღმოვაჩინე, რომ გვაქვს საერთო ღირებულებები. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ერთმანეთი, ეს არის ჩვენი ვალდებულება და ყველას აქვე მოვუწოდებ, ყველა იმ პოლიტიკურ ძალას თუ ინდივიდუალურ პოლიტიკურად აქტიურ მოქალაქეს, ვისაც უნდა, რომ ქვეყანაში იყოს სიახლე, იყოს ალტერნატიული ძლიერი პოლიტიკური ცენტრი, ჩვენ გავაძლიეროთ ერთმანეთი, ვითანამშრომლოთ და ჩვენ ასე მივაღწევთ წარმატებას - იმ ორპოლუსიანობის დამარცხებას, რომელზეც ჩვენ დიდი ხანია ყველანი ვლაპარაკობთ. მე ვიძლევი იმის პირობას, რომ აუცილებლად ყველაფერს გავაკეთებ ამ გუნდში,"- აცხადებს ლევან კობერიძე.

"ლელო" ახალი გუნდის წევრის შემოერთებას პოლიტიკური გაერთიანების გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძეც ეხმაურება. 

"ხედვები, რომლებიც საქართველოში ყველა სფეროს მოდერნიზაციას, ყველა სფეროში რეფორმას. ლევანს აქვს ძალიან საინტერესო შეხედულებები, რომლებიც ბევრ რამეში ჩვენსას ემთხვევა. ჩვენ გავაგრძელებთ იმაზე შრომას, რომ მოსახლეობას გავაცნოთ ჩვენი გეგმები და ის მოსაზრებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის განვითარებას,“- აცხადებს ბადრი ჯაფარიძე. 

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ პოლიტიკურ გაერთიანებას „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრი - ლევან სამუშია შეუერთდა. 

]]>
11-08-2020 14:40 +0400
ნუთუ არ გრცხვენიათ ასეთ უმსგავსო განცხადებას, რომ აკეთებთ? - გიორგი ვაშაძე შს მინისტრის განცხადებაზე კრიმინალის შესახებ https://rustavi2.ge/ka/news/172531

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, მინისტრის განცხადება უმსგავსობაა და თავმოყვარე ადამიანი არსებული კრიმინალური მდგომარეობის ფონზე გადადგებოდა.

"მინდა, გამოვეხმაურო შსს მინისტრის განცხადებას, რომელმაც გვითხრა, რომ კრიმინალი ხან გაიზრდება, ხან მოიკლეს. მინდა მივმართო, ნუთუ არ გრცხვენიათ ასეთ უმსგავსო განცხადებას, რომ აკეთებთ? ანუ ახალგაზრდების მკვლელობა ჩვეულებრივი საქმეა, ასეთი გაზრდილი კრიმინალი ჩვეულებრივი საქმეა? კრიმინალთან რომ ხართ გარიგებაში და არჩევნებისთვის ქურდულ სამყაროსთან თანამშრომლობთ, ჩვეულებრივი საქციელია? ეს არის უმსგავსობა, ნებისმიერი თავმოყვარე ადამიანი გადადგებოდა და ასეთ სისულელეს არ წამოროშავდა, რაც თქვენ თქვით.

მივმართავ საზოგადოებას, ეს უნდა დავამთავროთ ქვეყანაში და ასეთი მინისტრები აღარ უნდა გვყავდეს. რომელიც უსაფრთხოებაზე კი არ ზრუნავს, არამედ უმძიმეს მდგომარეობაში აგდებს მოქალაქეებს," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

]]>
11-08-2020 14:11 +0400
გიორგი ვაშაძემ ქუთაისში ტურიზმის სფეროში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა https://rustavi2.ge/ka/news/172529

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ტურიზმის სფეროში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა. მან ქუთაისში ტურიზმის სექტორში დასაქმებულებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კრიზისის შედეგად ქვეყანაში უამრავი სასტუმრო დაიხურა და ათასობით ადამიანი უმუშევარი დარჩა.

მისი თქმით, კორონაკრიზისი მხოლოდ "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული პარტნიორებისთვის აღმოჩნდა კარგი ბიზნესი და 21 კომპანიისთვის 45 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი გამოცხადდა.

ვაშაძის თქმით, საგანგებო მდგომარეობის დროს 23,6 მილიონი ლარი დაიხარჯა გამარტივებული შესყიდვით სასტუმროს მომსახურების შესაძენად და სასტუმროების მფლობელთა უმეტესობა "ქართული ოცნების" შემომწირველები არიან.

სტრატეგია აღმშენებლის ლიდერის თქმითვე, "დამსხვრეულმა ოცნებამ" არაფერი გააკეთა ტურიზმის სფეროში დასაქმებული ადამიანების დასახმარებლად და მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ამ ფაქტების გამოძიება მოხდება.

]]>
11-08-2020 14:01 +0400
ძალიან რთული გადაწყვეტილება მივიღე, არავის ვურჩევ მსგავსი არჩევანის წინაშე აღმოჩნდეს - ლუკაშენკოს მთავარი ოპონენტი ვიდეომიმართვას ავრცელებს https://rustavi2.ge/ka/news/172534

ბელარუსის პრეზიდენტობის კანდიდატი სვეტლანა ტიხანოვსკაია ლიეტუვაში გადასვლის შემდეგ ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც აცხადებს, რომ მისთვის ძალიან რთული გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო. ლუკაშენკოს ოპონენტს არ დაუკონკრეტებია რა გადაწყვეტილებას გულისხმობს, თუმცა აღნიშნავს, რომ რთული არჩევანის წინაშე იდგა და მსგავს ვითარებაში ყოფნას არავის უსურვებს.

ტიხანოვკსაია საკუთარ ვიდეომიმართვაში იმაზეც საუბრობს, რომ არც ერთი ადამიანის სიცოცხლე არ ღირს იმად, რაც მის ქვეყანაში დღეს ხდება და ხაზს უსვამს იმას, რომ ბავშვები ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც ჩვენს ცხოვრებაში არსებობს.

"მე ვფიქრობდი, რომ ამ საარჩევნო კამპანიამ გამაძლიერა და იმხელა ძალა მომცა, რომ ყველაფრის ატანას შევძლებდი, მაგრამ ალბათ მე კვლავ იმ სუსტ ქალად დავრჩი, როგორიც თავიდანვე ვიყავი. მივიღე ჩემთვის ძალიან რთული გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მივიღე. ჩემზე გავლენა არც მეგობრებს, არც შტაბს და არც სერგეის არ მოუხდენია. ვიცი, რომ ბევრი გამიგებს, ბევრი გამაკრიტიკებს, ბევრი კი შემიძულებს. ღმერთმა დაუფაროს ვინმეს მსგავსი არჩევანის წინაშე დადგეს, როგორი არჩევანის წინაშეც მე აღმოვჩნდი. ამიტომ, ადამიანებო გაუფრთხილდით ერთმანეთს. არც ერთი სიცოცხლე არ ღირს იმად, რაც ახლა ხდება. ბავშვები - ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც არსებობს ჩვენს ცხოვრებაში," - აცხადებს საკუთარ ვიდეომიმართვაში სვეტლანა ტიხანოვსკაია.

სვეტლანა ტიხანოვსკაია ლიეტუვაში "გაქცევის" შემდეგ თავს "უსაფრთხოდ" გრძნობს - ამის შესახებ ლიეტუვას საგარეო მინისტრმა განაცხადა. ლინას ლინკავიჩუსმა საკუთარ "ტვიტერზე" დღეს დილით დაწერა, რომ ტიხანოვსკაია ზიანისგან შორს იმყოფება.

]]>
11-08-2020 12:42 +0400
შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება შედეგს უახლოეს პერიოდში დადებს - ვახტანგ გომელაური https://rustavi2.ge/ka/news/172518

როდის გამოიკვეთება იმ პირთა ვინაობა, ვინც გიორგი შაქარაშვილის ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობაში მონაწილეობდა და რა ეტაპზეა გამოძიება - ამ კითხვების საპასუხოდ შს მინისტრის თქმით, გამოძიება შედეგს უახლოეს პერიოდში დადებს.

"გამოძიება მიმდინარეობს, პროკურატურასთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროც მუშაობს ამ საკითხზე. სწორედ ისინი გასცემენ შეკითხვებს პასუხს მაშინ, როდესაც გამოძიება დასრულდება," - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა. 

]]>
11-08-2020 12:12 +0400
საჭიროების შემთხვევაში თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში FBI ჩაერთვება - ვახტანგ გომელაური https://rustavi2.ge/ka/news/172517

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში FBI ჩაერთვება. როგორც მინისტრმა საკითხის კომენტირებისას აღნიშნა, საქმის გამოძიება სავარაუდოდ მალე დასრულდება.

"ბაჩალიაშვილის საქმეზე მე ღიად ვერ ვისაუბრებ. გამოძიება მიდის, თუმცა მე ვფიქრობ მალე დასრულდება გამოძიება. თუ საჭიროება იქნება, FBI ჩაერთვება სავარაუდოდ ექსპერტიზის მიმართულებით, თუ დაგვჭირდება, თუმცა ჯერჯერობით გამომძიებლები მუშაობენ," - განაცხადა შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

]]>
11-08-2020 12:05 +0400
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ აღარ განმეორდეს ის დიდი უბედურება, რაც 2008 წელს თავს დაგვატყდა - ვახტანგ გომელაური შინდისის გმირების საფლავთან მივიდა https://rustavi2.ge/ka/news/172511

შინდისის ტრაგედიიდან დღეს ზუსტად 12 წელი შესრულდა. გმირთა მემორიალთან პოლიტიკოსები და დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები შეიკრიბნენ. ადგილზე იმყოფებოდა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური.

"საქართველოსთვის უმძიმესი იყო 2008 წლის აგვისტო. დაიღუპნენ ჩვენი მეგობრები, შვილები და ძმები. მათ გმირობებზე უნდა იზრდებოდნენ მომავალი თაობები, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ აღარ განმეორდეს ის დიდი უბედურება, რაც 2008 წელს თავს დაგვატყდა. ამისათვის კი ყველაფერს ვაკეთებთ საერთაშორისო მეგობრების ჩართულობით. ჩვენ სხვას ვერაფერს გავაკეთებთ, ვერ დავიწყებთ ომს. ვინც ჩვენ გვეუბნება, რატომ არაფერს აკეთებთო, სწორედ ეგენი იყვნენ მაშინ ხელისუფლებაში," - აცხადებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ვახტანგ გომელაური. 

ადგილზე იმყოფებოდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილიც, მან აღნიშნა, რომ ბორდერიზაციის პროცესის გაგრძელება არ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება არაფერს აკეთებს. 

"გმირების მაგალითზე უნდა აღიზარდოს მომავალი თაობები. ეს ჩვენთვის ძალიან მძიმე დღეა. სამწუხაროდ, ბორდერიზაციის პროცესი გრძელდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება არაფერს აკეთებს შემაკავებელი ზომების გატარების კუთხით, რადგან რომ არა ის ზომები, რასაც ხელისუფლება ატარებს, შედეგები გაცილებით მძიმე იქნებოდა,"- აღნიშნავს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი.

2008 წლის 11 აგვისტოს, მეორე ქვეითი ბრიგადის ოცეული რუსეთის 53-ე არმიის პირისპირ აღმოჩნდა. უთანასწორო ბრძოლას სულ 17 ქართველი გმირი შეეწირა. მეომართა ოჯახის წევრები და მათი თანამებრძოლები დღეს დილიდან მემორიალთან ისევ შეიკრიბნენ და გაიხსენეს ქვეყნის ერთიანობისთვის დაღუპული გმირები. მათი სულების მოსახსენიებლად დილიდან გმირთა მემორიალთან მდებარე ტაძარში პარაკლისი აღევლინა.

]]>
11-08-2020 11:45 +0400
შინდისის ბრძოლა გამორჩეული გმირობისა და თავგანწირვის მაგალითია - ირაკლი ღარიბაშვილმა თავდადებული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო https://rustavi2.ge/ka/news/172502

შინდისის ტრაგედიიდან 12 წელი გავიდა. გმირთა მემორიალთან დილიდან მიდიან დაღუპული გმირების ოჯახის წევრები და თანამებრძოლები.

შინდისში იმყოფებოდნენ თავდაცვისა და სახელმწიფო მინისტრები.

გმირთა მემორიალთან მისულმა თავდაცვის მინისტრმა, თავდადებული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო. 

"შინდისის ბრძოლა, ჩვენს თანამედროვე ისტორიაში, გამორჩეული გმირობისა და თავგანწირვის მაგალითია. გვინდა პატივი მივაგოთ დაღუპული გმირების ხსოვნას, ქედს ვიხრით მათი სულების წინაშე. მშობლებს მადლობას ვუხდით, რომ ასეთი გმირები აღუზარდეს და აჩუქეს ჩვენს სამშობლოს. ეს იმ გმირობის მაგალითია, რომელზეც ჩვენი შვილები უნდა აღიზარდონ," - აღნიშნავს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. 

ადგილზე იმყოფებოდა სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანი. მან შინდისის გმირების თავდადებას გამორჩეული მაგალითი უწოდა. 

​"ეს იყო თავდადების გამორჩეული მაგალითი, რომელიც მუდამ დარჩება ჩვენთვის მოუშუშებელ ტკივილად. ჩვენი მებრძოლი ჯარისკაცების თავგანწირვამ, მოგვცა იმის ვალდებულება, რომ დავიცვათ და შევინარჩუნოთ მშვიდობა. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ომით გაყოფილი საზოგადოების შერიგებაზე და სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში ქვეყნის გამთლიანებაზე,"- აცხადებს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანი. 

2008 წლის 11 აგვისტოს, მეორე ქვეითი ბრიგადის ოცეული რუსეთის 53-ე არმიის პირისპირ აღმოჩნდა. ქართველ ჯარისკაცებს საბრძოლო მასალა ამოეწურათ. დაჭრილმა მებრძოლებმა ტყვედ ჩაბარებას სიკვდილი არჩიეს და ერთადერთი შემორჩენილი ყუმბარით თავი აიფეთქეს. შინდისთან უთანასწორო ბრძოლას 17 ქართველი გმირი შეეწირა. ეს ბრძოლა აგვისტოს ომის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ეპიზოდი იყო.

]]>
11-08-2020 10:14 +0400
კრიმინალური ვითარება, ეკონომიკა და დასაქმება - მაჟორიტარობის კანდიდატი გიგა ბოკერია ამ საკითხებს ძირითად გამოწვევად მიიჩნევს https://rustavi2.ge/ka/news/172501

გიგა ბოკერიამ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ფოთში პირველი შეხვედრა გამართა. "ევროპული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თქმით, ფოთში, სენაკსა და ხობში ის მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს და მათ პრობლემებს პირადად მოისმენს.

კრიმინალური და ეკონომიკური ვითარება, დასაქმება - ამ საკითხებს ბოკერია ქვეყანაში ძირითად გამოწვევად და პირველ რიგში მოსაგვარებლად მიიჩნევს.

"ამოცანა საქართველოს საზოგადოებას და მთლიანად ფოთს, ხობს და სენაკს აქვს ერთი - ეს არის ამ გუნდის, ივანიშვილის პოლიტიკური არარეალობის გუნდის დასრულება მშვიდობიანად და შემდეგ შეკვრა ოპოზიციური კოალიციის, სადაც "ევროპული საქართველო" გადამწყვეტ როლს ვითამაშებთ და ქვეყნის გამოყვანა ამ ჩიხიდან. ჩვენ აქ გვყავს ძალიან ძლიერი გუნდი და აქ და საქართველოს ასეთ ოლქებში გადაწყდება ბედი, რამდენად ზიანის გარეშე, მშვიდობიანად ჩამოვიშორებთ ამ ხელისუფლებას ჩვენ და ამას აუცილებლად გავაკეთებთ," - აცხადებს გიგა ბოკერია.

]]>
11-08-2020 10:03 +0400
ათობით დაშავებული და ათასობით დაკავებული - ბელარუსში არჩევნების შედეგების გამოცხადება სისხლიანი დაპირისპირების მიზეზი გახდა   https://rustavi2.ge/ka/news/172479

ათობით დაშავებული და ათასობით დაკავებული - არჩევნების ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადება ბელარუსში სპეცრაზმსა და დემონსტრანტებს შორის მალევე სისხლიანი დაპირისპირების მიზეზი გახდა.

გამარჯვების მოედანზე ათასობით დემონსტრანტი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად გამოვიდა, თუმცა ძალოვანებმა აქციის მონაწილეების პროტესტს ხმოვანი ყუმბარები, წყლის ჭავლი, რეზინის ხელკეტები და ტყვიები დაუპირისპირეს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, სამართალდამცველებთან შეტაკებას მსხვერპლიც მოყვა.

დაკავებული არიან ჟურნალისტები და ოპოზიციური კანდიდატის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლები. ქვეყნის მასშტაბით შეზღუდულია ინტერნეტ წვდომაც. კენჭისყრის საბოლოო შედეგების მიხედვით, ალექსანდრ ლუკაშენკომ, რომელიც ბელარუსის პრეზიდენტის პოსტს უკვე 26 წელია იკავებს, 80 პროცენტიანი გამარჯვება მოიპოვა. მისმა მთავარმა კონკურენტმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ კი მოსახლეობის მხოლოდ 9.9 პროცენტის მხარდაჭერა. 

მომიტინგეების დარბევის შემდეგ მედიასთან საუბრისას კვლავ ხისტი იყო ალექსანდრ ლუკაშენკოს ტონი. მან დემონსტრანტებს ცხვრები უწოდა და აქციაში მონაწილეებს მყისიერი პასუხით დაემუქრა. ბელარუსის პრეზიდენტმა დემონსტრაციების მოწყობაში პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი და ჩეხეთი დაადანაშაულა.

ცესკოს შედეგებს არ აღიარებს და თავს ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად თვლის სვეტლანა ტიხანოვსკაია. პრეზიდენტობის კანდიდატმა ხმების ხელახლა დათვლა მოითხოვა.

ალექსანდრ ლუკაშენკოს არჩევნებში გამარჯვება უკვე მიულოცეს რუსეთის, აზერბაიჯანის და ჩინეთის პრეზიდენტებმა. სისხლიანი დაპირისპირების მიუხედავად, დემონსტრანტები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ და მასშტაბური გამოსვლებისთვის ემზადებიან.

]]>
10-08-2020 21:39 +0400
"ქართულმა ოცნებამ" მაჟორიტარების წარდგენა თელავიდან დაიწყო https://rustavi2.ge/ka/news/172482

თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის გაერთიანებულ ოლქში კახეთის ყოფილი რწმუნებული არჩევნებში ბრძოლას მაჟორიტარობის კანდიდატის სტატუსით იწყებს. მმართველმა პარტიამ რეგიონებში კანდიდატების წარდგენა დაიწყო. ირაკლი ქადაგიშვილი 2016 წლიდან კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობას იკავებდა. პარლამენტში საქმიანობას კი, სწორედ მის მიერ 4 წლის განმავლობაში განვლილი გზის გაგრძელებად მიიჩნევს.   

მომავალზე პრემიერ-მინისტრმა ჯერ თელავში, ერეკლე მეფის სასახლეში, მოგვიანებით კი ახმეტაში, მოსახლეობასთან შეხვედრაზე ისაუბრა. ფერმერების მხარდაჭერა, ინფრასტრუქტურა, წყალმომარაგების პრობლემის მოგვარება და საგანმანათლებლო პროექტების გაგრძელება - ეს იმ საკითხების ჩამონათვალია, რაზეც პრემიერმა აქცენტი გააკეთა. სიტყვით გამოსვლის დროს გიორგი გახარიამ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ჩატარებულ სამუშაოებზეც ისაუბრა.  

სამთავრობო გუნდის გარდა ირაკლი ქადაგიშვილის უპირატესობებზე საუბრობდნენ ერეკლე მეფის სასახლეში შეკრებილებიც. კანდიდატის წარდგენას ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მოსახლეობასთან ერთად საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც ესწრებოდნენ.  

თელავში, ერეკლე მეფის სასახლიდან მაჟორიტარობის კანდიდატი პრემიერმა, "ქართული ოცნების" ლიდერებთან ერთად ახმეტაში შეკრებილ მოსახლოებას წარუდგინა. სიტყვით გამოსვლების ნაწილი, პოლიტიკურ განცხადებებს და ყოფილი ხელისუფლების კრიტიკას დაეთმო.

ირაკლი ქადაგიშვილის მხარდამჭერები მის გამარჯვებაში დარწმუნებული არიან. ამბობენ, რომ ის გუბერნატორობის დროს რეგიონის პრობლემებს კარგად გაეცნო და მათ მოგვარებას ახალი სტატუსით შეეცდება.

კახეთში მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენის პარალელურად პრემიერმა, პარტიის ლიდერებთან ერთად "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში მხარდაჭერილი პროექტები მოინახულა. 

"ქართულმა ოცნებამ" მაჟორიტარების წარდგენა დღეს თელავიდან დაიწყო. პარტიაში ამბობენ, რომ ამომრჩეველს მაჟორიტარობის კანდიდატებს ინდივიდუალურად ყველა საარჩევნო ოლქში წარუდგენენ. 

]]>
10-08-2020 21:36 +0400
თბილისში მაჟორიტარი კანდიდატის ორი შეუთანხმებელი ოლქიდან ერთ-ერთის დაკავება ზურაბ ჯაფარიძეს სურს https://rustavi2.ge/ka/news/172480

თბილისში დარჩენილი ორი შეუთანხმებელი ოლქიდან, ერთ-ერთის დაკავება ზურა ჯაფარიძემ, საერთო კანდიდატებზე მოლაპარაკების გაჭიანურების გამო გადაწყვიტა. ამბობს, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე, არა პოლიტიკურ პარტიებთან, არამედ მათ რამდენიმე ლიდერთან კონსულტაციაც ჰქონდა.

"გირჩის" დამფუძნებელი ელოდება, რომ პირისპირ გამოხატული კეთილგანწყობა პოლიტიკურ მხარდაჭერად გადაითარგმნება და ის საკუთარ ძალებს "ქართული ოცნების" კანდიდატის წინააღმდეგ, როგორც ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი ისე მოსინჯავს.

იქნება თუ არა ზურაბ ჯაფარიძე ოპოზიციის მხარდაჭერილი ერთიანი კანდიდატი - ამ კითხვას პასუხი მაგიდის გარშემო შეკრებილმა ოპოზიციურმა ერთობამ უნდა გასცეს. პოლიტიკური ლიდერების საბოლოო პოზიცია სავარაუდოდ კვირის ბოლოს გვეცოდინება. თუმცა, კონსულტაციამდე, ყოფილ თანაგუნდელს, გიგა ბოკერია "ევროპული საქართველოს" სახელით სრულ მხარდაჭერას უკვე დღეს უცხადებს. ზურაბ ჯაფარიძეს, როგორც ერთიან კანდიდატს. "ლეიბორისტების" მხარდაჭერაც აქვს.

"გირჩის" ლიდერი მოსწონთ, თუმცა, მიიღებს თუ არა ზურაბ ჯაფარიძე, როგორც ერთიანი კანდიდატი, "ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერას, პარტიას მოსაფიქრებლად დრო 
სჭირდება. ამბობენ, რომ საბოლოო სათქმელი პოლიტსაბჭომ უნდა თქვას.

ამ პოლიტიკური ორგანოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, გაზრდის თუ არა თბილისში "ნაციონალური მოძრაობა" კანდიდატების რაოდენობას და დააყენებს თუ არა დიდუბე-ჩუღურეთშიც ოპოზიციისგან დამოუკიდებლად საკუთარ ფიგურას.

ექნება თუ არა ზურაბ ჯაფარიძეს გიორგი ვაშაძისა და ნინო ბურჯანაძის მხარდაჭერა - დღეს ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი ვერ მოვისმინეთ. თქვეს, რომ საბოლოო პოზიციას კონსულტაციების შემდეგ დააფიქსირებენ.

გია ვოლსკი კი კითხვაზე - რამდენად წონიანი კონკურენტია მისთვის ზურაბ ჯაფარიძე, პასუხობს, რომ ამას ამომრჩეველი გადაწყვეტს. ხელისუფლების მაჟორიტარობის კანდიდატმა "გირჩის" დამფუძნებელს "ნაციონალური მოძრაობის" წევრობა გაუხსენა და საბჭოურ წარსულზე, რომელიც დღეს ოპონენტებმა არაერთხელ ახსენეს, კიდევ ერთი განმარტება გააკეთა.

არ არის გამორიცხული, რომ "გირჩის" დამფუძნებლის თემაზე კონსულტაციებისთვის შეკრებილმა ოპოზიციამ, ღიად დარჩენილი, საბურთალოს საარჩევნო ოლქის საკითხიც გადაწყვიტოს.

მოახერხებს თუ არა ოპოზიცია ერთიან კანდიდატებზე შეთანხმებას დარჩენილ ორ ოლქში, დეტალები კვირის ბოლომდე უნდა გაირკვეს.

]]>
10-08-2020 21:30 +0400
ნინო ბურჯანაძე მთავრობას კახეთში ჩატარებული ღონისძიებების გამო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს https://rustavi2.ge/ka/news/172473

ნინო ბურჯანაძე მთავრობას კახეთში ჩატარებული ღონისძიებების გამო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს.

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარის თქმით, ნაცვლად იმისა, რომ მთავრობა სახელმწიფო საქმიანობით დაკავდეს, მინისტრების უმრავლესობა პარტიული აქტივისტივით მოქმედებს.

"პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ლამის ნახევარი მთავრობა იყო დაკავებული არა სახელმწიფოს საქმიანობით და მათი პირდაპირი მოვალეობით, არამედ მოქმედებდნენ როგორც "ქართული ოცნების" აქტივისტები. რა არის ეს თუ არა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება?! ნათლად გამოჩნდა, როგორ აპირებს "ქართული ოცნება" სახელმწიფო ხარჯების, სახელმწიფო ბიუჯეტის და სახელმწიფოს თანამდებობის პირების, "ქართული ოცნების" და პირადად ბიძინა ივანიშვილის ინტერესების განხორციელებისთვის გამოყენებას," - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

]]>
10-08-2020 18:40 +0400
აუცილებლად შევხვდები დაზარალებულ მხარეს - ეკატერინე ტიკარაძე დაზარალებული პაციენტისა და ექიმების დაკავების საქმის შესახებ https://rustavi2.ge/ka/news/172463

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მედიკოსების წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნის შესახებ საუბრობს. საუბარია 25 წლის ქალზე, რომელიც უკვე 20 თვეა კომატოზურ მდგომარეობაშია. 2018 წლის სექტემბერში ჩატარებული ოპერაციის ავტორის კვალიფიკაციის შემოწმება გამოძიებამ მას შემდეგ დაიწყო, რაც ეს მოთხოვნა პაციენტის ოჯახმა დააყენა.

როგორც მინისტრმა "დღის კურიერში" აღნიშნა, მნიშვნელოვანია გამოძიებასთან აქტიური თანამშრომლობა, რათა ზუსტად იქნას გამოკვლეული ის გადაცდომა, რასაც ადგილი ჰქონდა ამ პაციენტის შემთხვევაში.

მინისტრის თქმით, ქვეყნის საკანონმდებლო ბაზაში არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილების შეტანაა საჭირო. 

"ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ გვაქვს არაერთი ხარვეზი საკანონმდებლო ბაზაში, არაერთი მნიშვნელოვანი და საჭირო ცვლილების შეტანის აუცილებლობა. ვინაიდან ჩვენ ვიმყოფებით გარკვეულწილად განვითარების ფაზაში და მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საკანონმდებლო ბაზა მოექცეს არა მხოლოდ ევროპის საკანონმდებლო ბაზის მსგავსად გამჭვირვალე და უხარვეზო ფორმაში, არამედ თვითონ საქართველოშიც ჩამოყალიბდეს უკვე ის საჭირო კულტურა და ჩარჩო-დოკუმენტები, რომლითაც შეუძლიათ, როგორც ერთის მხრივ ექიმებმა, მეორეს მხრივ პაციენტებმა და ასევე რა თქმა უნდა, იურისტებმა და საგამომძიებლო ორგანოებმა იხელმძღვანელონ.

კონკრეტულად ამ შემთხვევაში, მე დავეთანხმები რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელს, არსებული კანონმდებლობით და რეგულაციებით, ექიმს ამის უფლება არ ჰქონდა, თუმცა მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ წამყვანი ქვეყნების რეგულაციებში არის სხვადასხვაგვარი მიდგომები, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ პროფესიულმა საბჭომ იმსჯელოს ამასთან დაკავშირებით და საჭიროების შემთხვევაში, შეიტანოს ყველა ის საჭირო ცვლილება, რათა ყიფიანის მსგავსად, ხვალ და ზეგ ჩვენ არ მივიღოთ დამატებითი დამნაშავე ექიმები, ვინაიდან, ისევე როგორც პაციენტის უფლებების დაცვისთვის, ასევე ექიმებსაც სჭირდებათ ის გარემო, სადაც ის შეძლებს უსაფრთხოდ გაატაროს თავის საექიმო საქმიანობა, სადაც მას კონკრეტულად ეცოდინება, თუ რა რის მისი სპეციალობის და დარგის კომპეტენციების ფარგლები და არ გადაუხვევს ამ ჩარჩო დოკუმენტს,“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის თქმითვე, ის დაზარალებულ მხარეს აუცილებლად შეხვდება. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, მისი ვალდებულებაა დაიცვას პაციენტის ინტერესები, შესაბამისად ის დაზარალებულ მხარს შეხვდება და მოისმენს, კონკრეტულად რა პრეტენზიები და მოლოდინები აქვს დაზარალებულ მხარეს.

"მე აუცილებლად შევხვდები დაზარალებულ მხარეს, სამწუხაროდ, ისინი კონკრეტულად ამ მომენტში იმყოფებიან სამინისტროში. ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, მე არ ვარ ახლა სამინისტროში და სავარაუდოდ, სამწუხაროდ დღეს ეს შეხვედრა ვერ შედგება, თუმცა დავნიშნავთ ამ შეხვედრას უახლეს მომავალში,“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. 

]]>
10-08-2020 16:20 +0400
ჩავთვალეთ ეს სწორედ იმ კრიტიკულ მომენტად, როდესაც საჭირო იყო რადიკალური ჩარევა - ეკატერინე ტიკარაძე მესტიის შესახებ   https://rustavi2.ge/ka/news/172458

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ მესტიის მუნიციპალიტეტში გამოვლენილი 16 კოვიდ დადასტურებული შემთხვევა, მუნიციპალიტეტში გამკაცრებული ზომების მიღების საფუძველი გახდა. მინისტრი დროული რეაგირებისა და ღონისძიებების გამკაცრების მნიშვნელობაზე საუბრობს, რათა ინფექციის გავრცელება სხვა რეგიონში არ მოხდეს.  

ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ ახლა ადგილზე 6 ბრიგადა მუშაობს, რათა რაც შეიძლება დროულად მოხდეს ადგილობრივებისა და ტურისტების ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა.  

"მნიშვნელოვანი ის ფაქტი, რომ ეპიდიტუაციის გათვალისწინებით და ჩატარებული კვლევების საფუძველზე გუშინ აღებული ტესტების ნიმუშებიდან გამოვლინდა 30 შემთხვევაზე 16 დადასტურებული შემთხვევა, რამაც მოგვცა იმის საფუძველი, რომ გარკვეული გამკაცრების ღონისძიებები გადაწყვეტილება. იქიდან გამომდინარე, ახლა ძალიან აქტიურად ვართ დაკავებული შიდა ტურიზმის განვითარებით და შესაბამისად, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია დროული რეაგირება ყველა იმ საჭირო მოვლენაზე, რომელიც ამა თუ იმ რეგიონში დაფიქსირდება. ჩვენ გვაქვს უკვე ამის პრაქტიკული გამოცდილება, თუ როგორ შეიძლება ეფექტურად იმართოს პროცესები, რომელიც სხვადასხვა რეგიონში ვითარება კოვიდ სიტუაციიდან გამომდინარე. ეს ჩავთვალეთ სწორედ იმ კრიტიკულ მომენტად, როდესაც საჭირო იყო რადიკალური ჩარევა და სწორედ აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონის ფარგლებში მოხდეს საკარანტინო ღონისძიებების გამკაცრება კონკრეტულად ამ რეგიონში, რათა არ მოხდეს ერთის მხრივ, ინფექციის გავრცელება სხვა რეგიონებში, მოხდეს ასევე ეფექტური გამოვლენის ღონისძიებების გატარების შესაძლებლობა რეგიონში. ამ დროისთვის, მობილიზებულია 6 ბრიგადა, რომელიც დეტალურად იკვლევს იქ არსებული მოსახლეობის და ასევე ტურისტების ჯანმრთელობის მდგომარეობას და ჩვენ დარწმუნებულ ვართ, რომ მსგავსი ეფექტური მართვით, ძალიან მალე შეძლებს ეს რეგიონი დაუბრუნდეს თავის საწყისს საცხოვრებელ პირობას,“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ეკატერინე ტიკარაძე იმ პირის შესახებ საუბრობს, რომელიც მესტიაში 16 დადასტურებული შემთხვევის წყარო გახდა. მინისტრი ამბობს, რომ ეს პირი მესტიაში თბილისიდან სტუმრად იყო ჩასული. 

"როგორც ეპიდემიოლოგებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შეგვიძლია ვივარაუდოთ, ეს იყო თბილისიდან  იქ მყოფი პიროვნება, რომელიც იმყოფებოდა სტუმრად და შესაბამისად, ადგილზე მოხდა შიდა გავრცელება და აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შიდა გავრცელების არეალი რომ არ გაიზარდოს, სხვადასხვა რეგიონებზე, მოხდეს ჩაკეტვა ამ მუნიციპალიტეტის,“ - აცხადებს მინისტრი.

 

]]>
10-08-2020 16:10 +0400
"უფრო მეტმა გლეხმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და სახელმწიფოს დახმარებით დაიწყოს საქმე" - პრემიერი https://rustavi2.ge/ka/news/172455

"ქართული ოცნება" წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში კახეთში შეხვედრებს განაგრძობს. თელავის შემდეგ, ირაკლი ქადაგიშვილის კანდიდატურა "ქართულმა ოცნებამ" ახმეტის მოსახლეობას წარუდგინა. 

მოსახლეობასთან შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ რეგიონში უკვე განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კიდევ მეტია გასაკეთებელი გლეხებისა და ფერმერების ხელშეწყობის მიზნით. 

"ჩვენ დღეს აქ ვდგავართ და თქვენთან ვსაუბრობთ, მოგიწოდებთ იმისთვის, რომ კარგად გვესმის, რომ ბევრი მნიშვნელოვანი, კარგი საქმე გვაქვს დაწყებული, რომელიც არის გასაგრძელებელი. 2012 წლიდან ამ წლების განმავლობაში ახმეტის რაიონში სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამებით მონაწილეობა მიიღო ბევრმა ფერმერმა და ამ პროექტების ჯამური ღირებულება იყო 66 მილიონ ლარზე მეტი. რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის, კიდევ უფრო მეტი პროექტი უნდა განხორციელდეს ახმეტაში. კიდევ უფრო მეტმა გლეხმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა თავის თავზე და სახელმწიფოს დახმარებით უნდა დაიწყოს თავისი საქმე. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი ერთად, ახმეტელებთან ერთად ვიბრძოლებთ წარმატებული საქართველოსთვის,"-განაცხადა გიორგი გახარიამ.

"ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ქადაგიშვილი ახმეტელებს ფერმერული მეურნეობის წარმატებით გაძღოლაში დახმარებას დაჰპირდა. 

"როდესაც მე პარლამენტში მომიწევს გამარჯვების შემდეგ მუშაობის გაგრძელება, რა თქმა უნდა, პირდაპირ ჩავერთვები სწორედ იმ საკითხების გადაწყვეტაში, რაც რეალურად მოგვცემს იმის საშუალებას, რომ თითოეულმა მოქალაქემ უფრო ეფექტურად მიიღოს ის დახმარება, სერვისი, რასაც ის თავისი მუნიციპალიტეტიდან ელოდება. თითოეულმა ფერმერმა, გლეხმა, მშრომელმა კაცმა მიიღოს ის აუცილებელი ინსტრუმენტები, ფინანსური, ცოდნისა თუ მხარდაჭერის კუთხით, რაც აუცილებელია, რომ მან თავისი მეურნეობა კარგად გამართოს და ბიზნესი კარგად აწარმოოს,"-განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ახმეტელებს "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემაც მიმართა. 

"2012 წელს, საქართველოს უსამართლობისა და ჩაგვრისგან გათავისუფლების შემდეგ, ჩვენ ყოველდღიურად ვცდილობთ, ჩვენს თანამოქალაქეებს შევუმსუბუქოთ ყოფა, მივაწოდოთ გაუმჯობესებული ჯანდაცვის, სოციალური დახმარების პაკეტები, მოვაწესრიგოთ ინფრასტრუქტურა ყველა მხარესა და მუნიციპალიტეტში, შევქმნათ განვითარებისა და შემოსავლების მიღების მეტი შესაძლებლობა, სოფლის მეურნეობის, მეწარმეობის ხელშეწყობის თუ სხვა სახელმწიფო პროგრამების საშუალებით. ამ ძალისხმევამ, რა თქმა უნდა, თავისი შედეგი ნაწილობრივ უკვე გამოიღო, ქართველ მეწარმეებს გახსნილი აქვთ მსოფლიოს უდიდესი ბაზრები. დღეს ქართველი გლეხის შრომით მოყვანილი და სახელმწიფოს დახმარებით შექმნილი ქარხნების მიერ ჩამოსხმული ღვინოები მთელს მსოფლიოში იყიდება და ადამიანის შრომა დაფასებულია. შეიძლება ჯერ იმდენად კიდევ არა, რამდენადაც ვისურვებდით, მაგრამ იმაზე უკეთ ნამდვილად არის, რაც იყო წლების წინ,"- განაცხადა კალაძემ.

]]>
10-08-2020 15:40 +0400
"ჩრდილოეთისაკენ იგება მაგისტრალები, რაც წარმოაჩენს "ქართული ოცნების" გეოპოლიტიკურ პრიორიტეტებს" - საბა ბუაძე https://rustavi2.ge/ka/news/172450

პარტია "ლელო"​ შატილი-მუცოს დამაკავშირებელი გზის დროულად მოწესრიგებას ითხოვს. გაერთიანების ინფორმაციით, სამუშაოები მნიშვნელოვანი დარღვევებით ხორციელდება და ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები არამიზნობრივად იხარჯება.

"ხელისუფლება, რომელიც ცდილობს, რომ ჩრდილოეთისაკენ იგება მაგისტრალები, რაც კიდევ ერთხელ წარმოაჩენს "ქართული ოცნების" გეოპოლიტიკურ პრიორიტეტებს. ჩვენ მივმართავთ დაცული ტერიტორიების სააგენტოს მოთხოვნით, რომ მოეწოდებინათ ინფორმაცია მიმდინარე სამუშაოების შესახებ. სამწუხაროდ მათ გვიპასუხეს ტყუილით," - აცხადებს პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი საბა ბუაძე. 

]]>
10-08-2020 15:12 +0400
გიორგი ვაშაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ახალგაზრდებს შეხვდა https://rustavi2.ge/ka/news/172449

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ახალგაზრდებს შეხვდა. გიორგი ვაშაძემ იმ პროგრამებზე ისაუბრა, რომელსაც მისი გუნდი არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ახალ თაობას შესთავაზებს.

"რატომ დაუფინანსდათ სოციალურად დაუცველებს ერთი სემესტრი და არა ყველა სტუდენტს. ჩვენ ხომ გვესმის, რომ დღეს ყველა სოციალურად დაუცველია. ყველა ოჯახს ხომ შემოსავალი გაუქრა ფაქტობრივად. რა უნდა ქნან იმ სტუდენტებმა, რომლებმაც უნდა გააგრძელონ სწავლა და რატომ მისცეს 45 მილიონი 23 კომპანიას, რომლებიც მათთან არიან კავშირში, ეს ხომ კორუფციაა, რომელიც კორონავირუსის დროს გამოვლინდა,"-განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 

]]>
10-08-2020 15:05 +0400
დაბა მესტია, უშგული და ლენჯერი ჩაიკეტა https://rustavi2.ge/ka/news/172442

მესტიის მინიციპალიტეტში, უშგულსა და  ლენჯერში საკარანტინე  შეზღუდვები დაწესდა - გადაწყვეტილება უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე უწყებათაშორისი საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა განაცხადა. 

"სოფელ ლენჯერსა და დაბა მესტიაში ჩატარებული ეპიდემიოლოგიური კვლევის შედეგად 30 აღებული სინჯიდან დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირების 16 შემთხვევა. ინფიცირებულთა კონტაქტების ფართო წრის გათვალისწინებით, მათ შორის დაბა მესტიასა და მესტიის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება მესტიის მუნიციპალიტეტში დამატებითი შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით.

დაბა მესტიასა მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში უშგულსა და ლენტეხში შექმნილი რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო წესდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონის ფარგლებში მოქმედი რეგულაციები. მათ შორის საკარანტინო შეზღუდვები.

გადაადგილება როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მიმართულებით, ისე მესტიის მუნიციპალიტეტიდან. ასევე, წესდება შეზღუდვები გადაადგილებაზე დაბა მესტიასა და დაბა მესტიის სოფლებს შორის. დაბა მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში ფუნქციონირების უფლება ექნებათ მხოლოდ აფთიაქებს, საბანკო დაწესებულებებს, სასურსათო მაღაზიებსა და ღია ტიპის საკვებ დაწესებულებებს. თავშეყრის ადგილებზე მკაცრად გაკონტროლდება დისტანციის დაცვა, დახურულ სივრცეებში ნიღბების გამოყენება და ხელების ჰიგიენა. მესტიის მუნიციპალიტეტში ჩატარდება ინტენსიური ეპიდემიოლოგიური კვლევები და ტესტირება, შესვლა-გასვლას კი პოლიცია გააკონტროლებს. გარდა ამისა, შესაბამისი უწყებები მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა დასახლებიდან ტურისტების საკარანტინო ზონებში განთავსებას უზრუნველყოფენ. ყველა მოქალაქე, რომელიც დატოვებს მესტიის მუნიციპალიტეტს, გაივლის სავალდებულო კარანტინს. ადგილზე შექმნილია რეგიონალური შტაბი, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივების დახმარებას.მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ უშგულში, დაბა მესტიასა და სოფელ ლენჯერში ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენისთანავე მიმართონ ცხელების ცენტრებს,"- განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დღეს გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი უკავშირდება სვანეთის რეგიონს, სადაც კორონავირუსი 17 პაციენტს დაუდასტურდა.

]]>
10-08-2020 14:55 +0400
მესტიაში იქნება გადაადგილების შეზღუდვებიც, თუმცა საპანიკო არაფერია - გიორგი გახარია https://rustavi2.ge/ka/news/172448

გიორგი გახარიას, რომელიც ახმეტაში იმყოფება, შტაბის წევრებთან ჩართვა დისტანციურად ჰქონდა და სვანეთში არსებულ მდგომარეობაზე იმსჯელეს. მისი თქმით,შტაბის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ საზოგადოებისთვის უახლოეს წუთებში უფრო მეტი დეტალი გახდება ცნობილი.

"ჩვენ გვიწევს, სამწუხაროდ, მესტიის მუნიციპალიტეტში გარკვეული სპეციალური ღონისძიებების მიღება. რა თქმა უნდა, გადაადგილების გარკვეული შეზღუდვები იქნება, ისევე, როგორც იქ უკვე გაგზავნილია დამატებითი სამედიცინო ბრიგადები რომ აქტიურად დაიწყოს ტესტირებისთვის.

გვესმის, რომ მესტიაში ბევრი ტურისტია, ყველა იქნება მიხედული, არავინ დარჩება ყურადღების გარეშე, არაფერი საპანიკო არ არის. ვმართავთ ამ პროცესს დეტალურად," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

მისივე თქმით, სამეგრელოში და მთლიანად საქართველოში მომზადებული არის საჰოსპიტალო სისტემა, რომ შემთხვევების მატების შემთხვევაში პროცესი სრულად მართონ. 

საქართველოში დღეს გამოვლენილი 25 შემთხვევიდან 17 სვანეთში გამოვლინდა. არსებული ინფორმაციით, სოფელ ლენჯერში კორონავირუსით ინფიცირების წყარო თბილისიდან ჩასული პირია. 

 

 

]]>
10-08-2020 14:40 +0400
სვანეთში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო რეგულაციები ამოქმედდება https://rustavi2.ge/ka/news/172444

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სვანეთში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, გარკვეული რეგულაციები ამოქმედდება.

როგორც მინისტრი აცხადებს, ამ ეტაპზე, მონაცემები არ იძლევა საფუძველს, რომ რეგულაციები ქვეყნის მასშტაბით გამკაცრდეს.

"ამ მომენტისთვის, რეგულაციები ამოქმედდება სვანეთში, დანარჩენი რიცხვები არ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ქვეყნის მასშტაბით გარკვეული გამკაცრებები გვქონდეს.

კვლავ გვექნება მიზნობრივი ტესტირება, ბევრად უფრო გაფართოებული და მივყვებით იმ სტრატეგიულ გეგმას, რომელიც დღემდე გვქონდა დასახული," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

]]>
10-08-2020 13:45 +0400
"სიმბოლური დაპირისპირებაც იქნება ვოლსკის და ჯაფარიძის შორის - საბჭოთა საქართველოსა და თავისუფალ საქართველოს შორის" - გიგა ბოკერია​ https://rustavi2.ge/ka/news/172439

გიგა ბოკერია აცხადებს, რომ "ევროპული საქართველოს" სახელით მხარდაჭერას უცხადებს "გირჩის" ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის კანდიდატს დიდუბე-ჩუღურეთის საარჩევნო ოლქში.

ბოკერია იმედს გამოთქვამს, რომ კონსულტაციების შედეგად სხვა ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერასაც მიიღებს ჯაფარიძე და ის იქნება ერთიანი კანდიდატი ოპოზიციის ერთობის.

"ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა ზურაბ ჯაფარიძის გადაწყვეტილება, რომ კენჭი იყაროს თბილისში, დიდუბეში. პირადად მე, ჩვენი პოლიტიკური გუნდი "ევროპული საქართველო" მას დავუჭერთ მხარს და დიდი იმედი მაქვს, რომ ამ კვირის ბოლომდე კონსულტაციები, სხვა პარტიებთან, ვინც ამ შეთანხმების მონაწილეა დასრულდება საყოველთაო მხარდაჭერით ზურაბ ჯაფარიძის.

რაღაც თვალსაზრისით, სიმბოლური დაპირისპირებაც იქნება ვოლსკის და ჯაფარიძის შორის დაპირისპირება - ეს არის საბჭოთა საქართველოსა და თავისუფალ საქართველოს შორის დაპირისპირება," - განაცხადა გიგა ბოკერიამ. 

შეგახსენებთ, რომ "გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. 

]]>
10-08-2020 12:51 +0400
კონსულტაციები მქონდა რამდენიმე პოლიტიკურ ლიდერთან, იმედი მაქვს ეს პოზიტიური განწყობა გადაითარგმნება პოლიტიკურ მხარდაჭერაში - ზურაბ ჯაფარიძე https://rustavi2.ge/ka/news/172438

პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" ლიდერმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატობა გადაწყვიტა. ზურაბ ჯაფარიძე საკუთარ ძალებს დიდუბე-ჩუღურეთში მოსინჯავს. 

ზურაბ ჯაფარიძე დარწმუნებულია, რომ ის "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატს გიორგი ვოლსკის დაამარცხებს.

ჯაფარიძე ამბობს, რომ ვიდრე გადაწყვეტილებას მიიღებდა, კონსულტაციები ოპოზიციური პარტიების კონკრეტულ ლიდერებთან, მათ შორის, "ევროპული საქართველოსა" და "ნაციონალური მოძრაობის" პარტიის ლიდერებთან.

"თბილისში დარჩენილი არის ორი შეუთანხმებელი ოლქი ოპოზიციაში - საბურთალო და დიდუბე. გადავწყვიტე, რომ ჩავერთო დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარულ ოლქში დავდგე "გირჩის​" კანდიდატად. კონსულტაციები მქონდა რამდენიმე პოლიტიკურ ლიდერთან. ზოგადი განწყობა იყო პოზიტიური, იმედი მაქვს, რომ ეს პოზიტიური განწყობა გადაითარგმნება პოლიტიკურ მხარდაჭერაში. გიგა ბოკერიაც იყო მათ შორის," - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ. 

]]>
10-08-2020 12:35 +0400
ქართველი ხალხის ერთობამ ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით გაიმარჯვა უსამართლობაზე - კახა კალაძე https://rustavi2.ge/ka/news/172437

"ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ კახეთში მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა, რომ ქვეყანასა და რეგიონში არსებულ პრობლემებს ხელისუფლება მაჟორიტარობის კანდიდატთან ერთად აუცილებლად გადალახავს.

მან აღნიშნა, რომ ერთობლივი ძალისხმევით მალე კახეთი კიდევ უფრო გაძლიერდება. 

"ქართველი ხალხის ერთობამ ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით გაიმარჯვა უსამართლობაზე და ამაში კახეთმა საქართველოს სხვა კუთხეებთან ერთად განსაკუთრებული წვლილი შეიტანა. ჩვენ ერთად შევძელით ქვეყანა მშვიდობიანი განვითარების გზაზე დაგვეყენებინა. გლეხის შრომისთვის ფასი დაგვებრუნებინა, ვაზის გაჩეხვის ნაცვლად მისი გაშენებისთვის შეგვეწყო ხელი. სახელმწიფომ სოფლის მეურნეობისა და მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამები აამოქმედა და ერთად შევცვალეთ ბევრი რამე უკეთესობისკენ.

რა თქმა უნდა, ყველაფერი კარგად და იდეალურად არ არის, ამის ილუზია არავის არ აქვს, ქვეყანაში გვაქვს პრობლემები, არის გამოწვევები, მაგრამ ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა გადავლახოთ. დამერწმუნეთ, ამ გამოწვევებს თქვენს მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად სახელისუფლებო გუნდის მხარდაჭერითა და თანადგომით ჩვენ ძალიან მალე დავძლევთ. კახეთი ძალიან მალე იქნება კიდევ უფრო ძლიერი, ლაღი, მდიდარი მხარე და ამას ჩვენ ყველა ერთად შევძლებთ. ერთად ვიბრძოლოთ მთლიანად კახეთის და საქართველოს წარმატებისთვის,"-განაცხადა კახა კალაძემ.

]]>
10-08-2020 12:32 +0400
მაჟორიტარობას განვიხილავ, როგორც უკვე ერთად გაკეთებული და გავლილი გზის გაგრძელებას - ირაკლი ქადაგიშვილი https://rustavi2.ge/ka/news/172434

პარლამენტის თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა "ქართული ოცნებიდან" ირაკლი ქადაგიშვილმა, წარდგენისას განაცხადა, რომ მისი მაჟორიტარობა უკვე დაწყებული საქმის გაგრძელების წინაპირობა იქნება.

მან აღნიშნა, რომ ის 4 წელი, რომელიც მან კახეთის გუბერნატორის პოზიციაზე გაატარა, საუკეთესო იყო მის ცხოვრებაში. 

"4 წელი თქვენთან ერთად გატარებული იყო და არის ჩემს ცხოვრებაში ჩემი საუკეთესო წლები. ბევრი გამოწვევა გვაქვს ჩვენ, ბევრ გამოწვევასთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილებები მივიღეთ, მაგრამ, როგორც იტყვიან, საქმე გასაკეთებელი და საზრუნავი საკმაოდ დაგვრჩა. ამიტომ, როცა დადგა ჩემი კანდიდატურა, მე მხოლოდ და მხოლოდ ამას განვიხილავ, როგორც უკვე ერთად გაკეთებული და გავლილი გზის გაგრძელებას, რომელიც ემსახურება და მოემსახურება იმას, რომ თვითმმართველობა იყოს უფრო ძლიერი, უფრო აღჭურვილი იმ ინსტრუმენტებით, რომელიც მას მისცემს მეტ საშუალებას რომ უფრო ეფექტურად, უფრო სწრაფად და კონკრეტულად მოემსახუროს მოქალაქეებს და მათ ინტერესებს,"-განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა. 

]]>
10-08-2020 12:20 +0400
გუნდი, რომელიც ქვეყანას ვერ აარიდებს ოკუპაციას, არ იმსახურებს არათუ ხელისუფლებაში დაბრუნებას, არამედ პოლიტიკაში დარჩენას - ირაკლი ღარიბაშვილი https://rustavi2.ge/ka/news/172427

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თელავში, მაორიტარობის კანდიდატის წარდგენისას 2008 წლის აგვისტოს ომზეც ისაუბრა.

მინისტრმა "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ რადგან მაშინდელმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო ამ ტრაგედიის აცილება, ის არ იმსახურებს არათუ ხელისუფლებაში დაბრუნებას, არამედ პოლიტიკაში ყოფნასაც კი. 

"ჩვენ თუ დავივიწყებთ წარსულს, დადგება საფრთხე იმისა, რომ კვლავაც ჩვენი მოსახლეობა დადგეს იმ დიდი განსაცდელის წინაშე, რომელიც სულ რაღაც 12 წლის წინ ჩვენ ყველამ ერთად გამოვცადეთ. ტრაგედია, 2008 წლის აგვისტოს ომი, არის ის დიდი ტკივილი, ის უბედურება, რომელიც სააკაშვილის მჩაგვრელმა ხელისუფლებამ ვერ აარიდა ჩვენს ღირსეულ ხალხს. შედეგად, ჩვენ მივიღეთ ათი ათასობით დევნილი მოსახლეობა, ასზე მეტი დაკარგული სოფელი, ოკუპირებული ტერიტორიების დაკანონება და ოკუპანტის დაბრუნება საქართველოში. ეს არის მძიმე მემკვიდრეობა. ხელისუფალი და ის გუნდი, რომელიც ქვეყანას ვერ აარიდებს ჩვენი ქართული, ძირძველი ტერიტორიების დაკარგვას და ოკუპაციას, არ იმსახურებს არათუ ხელისუფლებაში დაბრუნებას, არამედ პოლიტიკაში დარჩენას.

2020 წლის ოქტომბერი სწორედ კიდევ ერთი გარდამტეხი ეტაპი შეიძლება იყოს ჩვენს ისტორიაში. ბიძინა ივანიშვილის მმართველობამ მოიტანა ჩვენი ხალხისთვის უპრეცედენტო მშვიდობა და სტაბილურობა. რაც ყველაზე მთავარია, თავისუფლება და ღირსება დაუბრუნა ქართველ ხალხს. ნათქვამია, რომ თუ ძალას არ აბალანსებს ღირსება, ასეთი ხელისუფალი უნდა წავიდეს მმართველობიდან და ასეთი ხელისუფალი გვყავდა ჩვენ სულ რაღაც 8 წლის წინ,"-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

]]>
10-08-2020 11:42 +0400
"ქართულმა ოცნებამ" კახეთში მაჟორიტარობის კანდიდატად ირაკლი ქადაგიშვილი წარადგინა https://rustavi2.ge/ka/news/172424

პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველომ" თელავში, ერეკლეს სასახლის შიდა ეზოში მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ქადაგიშვილი წარუდგინა.

პრეზენტაციებზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამაც, რომელმაც აღნიშნა, რომ მაჟორიტარობის კანდიდატმა ზედმიწევნით იცის რეგიონის ყველა პრობლემა. 

"ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაწყდეს თელავის წყალმომარაგების საკითხი, უნდა მივაქციოთ ყურადღება, თელავის როგორც საგანმანათლებლო ცენტრის განვითარებას. ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთად, იმ ადამიანთან ერთად, ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად, რომელიც ამ კუთხის ღირსეული შვილია, რომელიც იქნება ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი, რომელიც დარწმუნებულები ვართ, რომ გაიმარჯვებს. ეს ის ადამიანია, რომელმაც ზედმიწევნით იცის რეგიონის ყველა პრობლემა დღეს, კახეთის და თელავის; ეს ის ადამიანია, რომელსაც არ დასჭირდება ბევრი მომზადება და შესწავლა ამ პრობლემის, ეს ის ადამიანია, რომელიც არჩევნებიდან მეორე დღეს დაჯდება და დაიწყებს შრომას ამ კუთხის კიდევ უფრო განვითარებისთვის. ჩვენ ყველამ ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთად თელავის კეთილდღეოობისთვის და საბოლოო ჯამში, ერთად საქართველოს კეთილდღეობისთვის,"- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

]]>
10-08-2020 11:18 +0400
მზად ვართ ზურაბ ჯაფარიძე იყოს ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი - გიგი უგულავა https://rustavi2.ge/ka/news/172422

"ევროპული საქართველოს" ლიდერის გიგი უგულავას განცხადებით, მზად არიან ზურაბ ჯაფარიძე ოპოზიციის მაჟორიტარობის ერთიანი კანდიდატი იყოს.

განცხადება უგულავამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

"საინტერესო და განსხვავებული ორთაბძოლა იქნება დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში. ცეკას ინსტრუქტორი ოცნებიდან გია ვოლსკი და Zurab Girchi Japaridze. ევროპული საქართველო მზად ვართ ზურასთან ერთად ჩავერთოთ დესოვიეტიზაციის კამპანიაში. დიახ, ზუსტად ასე იქნება, დიდუბე-ჩუღურეთში დამარცხდება მენტალურად საბჭოთა და გეოპოლიტიკურად რუსული მმართველობა. ჩვენ მზად ვართ, ზურასთან ერთად ჩვენს კოლეგა ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციისთვის, რომ სწორედ ზურა იყოს ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი.

ზურაბ ჯაფარიძე - წარმატება და გამარჯვება შენ," - წერს გიგი უგულავა.

აღსანიშნავია, რომ  "გირჩის" ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ დიდუბე-ჩუღურეთში მაჟორიტარად იყრის კენჭს.

]]>
10-08-2020 10:46 +0400
ზურაბ ჯაფარიძე არჩევნებზე კენჭს დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში იყრის https://rustavi2.ge/ka/news/172421

პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე არჩევნებზე კენჭს დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში იყრის. აღნიშნული ინფორმაცია ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

ამასთან, ჯაფარიძე ოპონენტს" ქართული ოცნებიდან," გია ვოლსკის საჯარო დებატებში იწვევს. 

"რამდენიმე კვირის წინ გირჩმა მიიღო გადაწყვეტილება გამოთიშოდა ოპოზიციის შიგნით მიმდინარე, მაჟორიტარულ ოლქებში ერთიანი კანდიდატების შერჩევის პროცესს. ეს გადაწყვეტილება განპირობებული იყო სურვილით გაადვილებულიყო შეთანხმება ერთიან კანდიდატებზე.

მე საჯაროდ დავუჭირე მხარი ევროპული საქართველოს კანდიდატს ვაკის მაჟორიტარულ ოლქში, ქ-ნ ელენე ხოშტარიას და ვრჩები ამ გადაწყვეტილების ერთგული.

ამავე დროს, იმის გამო რომ დროში გაიწელა თბილისის 6 ოლქის გარდა სხვა ოლქებში ერთიან ოპოზიციურ კანდიდატებზე შეთანხმების პროცესი, გირჩმა მიიღო გადაწყვეტილება ჩაერთოს მაჟორიტარულ არჩევნებში

მიუხედავად იმისა რომ ძალიან მნიშვნელოვანი მგონია ჩემი აქტიური ჩართულობა გირჩის წინასაარჩევნო კამპანიაში ქვეყნის მასშტაბით, რთულად წარმომიდგენია გირჩის მონაწილეობა მაჟორიტარულ არჩევნებში ისე რომ მე არ ვიყო კანდიდატი რომელიმე მაჟორიტარულ ოლქში. ამიტომ გადავწყვიტე გირჩის სახელით კენჭი ვიყარო თბილისში, დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში.

წინასწარი კონსულტაცია მქონდა რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერთან, რომლებმაც დამიდასტურეს საკუთარი კეთილგანწყობა ჩემს ამ გადაწყვეტილებასთან მიმართებაში. იმედი მაქვს ეს კეთილგანწყობა გადაითარგმნება პოლიტიკურ მხარდაჭერაში ოპოზიციური პარტიების მხრიდან. საბჭოთა საქართველოზე ოცნებიდან ჩემი კონკურენტი დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში იქნება ბ-ნი გია ვოლსკი, რომელსაც ამ წუთიდან ვიწვევ საჯაროდ სასაუბროდ ქვეყნისთვის საჭირბოროტო ნებისმიერ თემაზე, იქნება ეს ეკონომიკა თუ იქნება ეს დეოკუპაცია, მისთვის მისაღებ ნებისმიერ მედია პლატფორმაზე, ნებისმიერ დღეს, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ფორმატში," - წერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე. 

]]>
10-08-2020 10:41 +0400
კომუნიკაციების კომისია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო მედია მონიტორინგს 1 სექტემბერს დაიწყებს https://rustavi2.ge/ka/news/172412

სლოვაკურმა არასამთავრობო ორგანიზაციამ წინასაარჩევნო მედია მონიტორინგისთვის კომუნიკაციების კომისიის მონიტორები გადაამზადა. კომუნიკაციების კომისია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო მედია მონიტორინგს 1 სექტემბერს დაიწყებს და 50-მდე სამაუწყებლო არხის რაოდენობრივთან ერთად, თვისებრივი კვლევის შედეგებს გამოაქვეყნებს.

ოთხდღიანი ტრენინგის ფარგლებში, ევროპის საბჭოს მედიაექსპერტმა, "მემო 98"-ის ხელმძღვანელმა მონიტორებს საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებით, წინასაარჩევნო კამპანიის დროს თვისებრივი მედიამონიტორინგის განხორციელების თავისებურებები და სპეციფიკა გააცნო.

"არჩევნების პერიოდში მონიტორინგი ყოველთვის გვაძლევს საშუალებას, რომ გამოიკვეთოს ნიშნულები, რომელიც მიგვითითებს ჩვენს სამართლიანობაზე. მედიის მიერ საარჩევნო პერიოდში გაშუქება, რამდენად შეესაბამება რეგულაციებს, კანონმდებლობას და საერთაშორისო სტანდარტებს. აძლევენ თუ არა სხვადასხვა კანდიდატებს თანაბარ წვდომას იმისათვის, რომ მათ შეძლონ საზოგადოებამდე მესიჯების მიტანა. არის თუ არა ინფორმაცია საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი, იმისათვის რომ ამომრჩეველმა ინფორმირებული არჩევანი გააკეთოს," - განაცხადა მედიაექსპერტმა რასტო კუზელიმ.



]]>
10-08-2020 08:14 +0400
დამანგრეველი აფეთქებიდან 5 დღის შემდეგ ბეირუთის ქუჩები საპროტესტო ტალღამ მოიცვა https://rustavi2.ge/ka/news/172400

დამანგრეველი აფეთქებიდან 5 დღის შემდეგ, ბეირუთის ქუჩები საპროტესტო ტალღამ მოიცვა. მთვარობის პოლიტიკით უკამყოფილო ათასობით დემონსტრანტმა პრეზიდენტის გადადგომა და ქვეყანაში რეფორმების გატარება მოთხოვა.

მომიტინგეები ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობებში შეიჭრნენ. პროტესტი პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. აქციის მონაწილეთა დასაშლელად სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. საპასუხოდ კი მომიტინგეებმა პოლიციას ქვები დაუშინეს. არეულობის შედეგად 700-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

ლიბანში მიმდინარე მოვლენების გამო თანამდებობა დატოვა ქვეყნის ინფორმაციის მინისტრმა. არეულობის დაწყებიდან კი მალევე, განცხადება გაავრცელა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა. ჰასან დიაბმა ვითარების განსამუხტად ვადამდელი არჩევნების დანიშვნა მოითხოვა.

ლიბანელებსა და საერთაშორისო საზოგადოებას კრიზისის განსამუხტად და მშვიდობის დასამყარებლად გაერთიანებისკენ მოუწოდა რომის პაპმა ფრანცისკემ.

ლიბანის დასახმარებლად ონლიან კონფერენციას გამართავს საფრანგეთის პრეზიდენტი. ემანუელ მაკრონი ვიდეო ფორმატის რეჟიმში მსოფლიო ლიდერებთან ერთად ლიბანის კრიზისს განიხილავს. ბოლო მონაცემებით, ბეირუთში აფეთქებას 160-მდე ადამიანი ემსხვერპლა, 5,000-მდე კი დაშავდა. საცხოვრებლის გარეშე 300 ათასამდე ადამიანი დარჩა.

]]>
09-08-2020 21:50 +0400
სალომე ზურაბიშვილი დღეს გურიის რეგიონში იმყოფება https://rustavi2.ge/ka/news/172387

საქართველოს პრეზიდენტი დღეს გურიის რეგიონში იმყოფება. სალომე ზურაბიშვილმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო აკეთში ცნობილი ლოტბარების ხუხუნაიშვილების ახლად აღმოჩენილი საფლავები და იქ მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მოინახულა.

პრეზიდენტი ამ წუთებში სოფელ აცანაში მიემართება, სადაც ეკლესიის ეზოში, ანზორ ერქომაიშვილს, მის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოებენ.

]]>
09-08-2020 18:05 +0400
დავით ბაქრაძე საგურამოში დევნილებს შეხვდა https://rustavi2.ge/ka/news/172380

დავით ბაქრაძე საგურამოში დევნილებს შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო. "ევროპული საქართველოს" ლიდერი მოსახლეობას იმ პრობლემებზე ესაუბრა, რომელიც რუსული აგრესიის შედეგად შეექმნათ. დავით ბაქრაძემ მათ პარტიის ხედვა გააცნო.

"სირცხვილია, რომ დღემდე დევნილების დახმარება არ გაზრდილა. სირცხვილია, რომ დღემდე ვეტერანების დახმარება 22 ლარია. სირცხვილია, რომ დღემდე არ დასრულებულა ბინების დაკანონება. "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ 8 წლის განმავლობაში ეს არაფერი არ გააკეთა. მე მაწუხებს ის, რომ ამ ყველაფრის გაკეთება თავის დროზე ვერ შევძელით ჩვენ. ეს ყველაფერი არის ის ვალი, რომელსაც აუცილებლად გავისტუმრებთ," - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

]]>
09-08-2020 15:13 +0400
ივანიშვილის პარტიამ ყველაზე მძიმე მდგომარეობაში საპენსიო ასაკის ადამიანები ჩააგდო - გიორგი ვაშაძე https://rustavi2.ge/ka/news/172378

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი დღეს პენსიონერებს შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. გიორგი ვაშაძე მათ სესხებზე პროცენტების შემცირებას, პენსიის ზრდას და პროდუქტებზე ფასების კლებას დაპირდა.

"დამსხვრეული პროოცნებების, ივანიშვილის პარტიამ, ყველაზე მძიმე მდგომარეობაში საპენსიო ასაკის ადამიანები ჩააგდო. პირობას ვაძლევ პენსიონერებს, რომ ეს უსამართლობა შეიცვლება. სესხებზე პროცენტები დეკემბერში ჩამოიწერება, პენსია ყოველწლიურად გაიზრდება ეკონომიკური ზრდა რაც იქნება, ორჯერ მეტით, ყოველწლიურად მინიმუმ ეს იქნება 10 %, საპენსიო ზრდა და რაც მთავარია, დავიწყებთ ქვეყანაში წარმოებას, რომ დავწიოთ პროდუქტების ფასი, რაც ხალხს ასე მძიმედ აწევს. 30 %-ით გაიაფდება წამლები 1 იანვრიდან, ამის პირობას ვდებ მე, როგორც ქვეყნის მომავალი პრემიერ-მინისტრი,"- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

]]>
09-08-2020 15:04 +0400
"თავისუფალი საქართველოს" ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატი გია ყრუაშვილი იქნება https://rustavi2.ge/ka/news/172377

პარტია "თავისუფალი საქართველოს" ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატი გია ყრუაშვილი იქნება. კანდიდატი დღეს პარტიის ლიდერებმა კახა კუკავამ და გოგი წულაიამ დაასახელეს. ბრიფინგი კიკვიძის პარკში გაიმართა.

"თუ გინდა ის ხალხი, რომელიც არც წინა მთავრობის დროს და არც დღევანდელი მთავრობის დროს ხელისუფლებასთან კომფორტით არ ცდილობენ თავისი პოლიტიკური კარიერის გაკეთებას და იბრძვიან სიმართლისა და ეროვნული პრინციპებისთვის, მაშინ ეს არის ნომერი 21 - "თავისუფალი საქართველო" - განაცხადა კახა კუკავამ.

]]>
09-08-2020 15:00 +0400
პრემიერი პარლამენტის თავმჯდომარესა და მთავრობის წევრებთან ერთად, ახალციხეში, შალვა ახალციხელის სახელობის ტაძრის გახსნას დაესწრო https://rustavi2.ge/ka/news/172375

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან და მთავრობის წევრებთან ერთად, ახალციხეში, შალვა ახალციხელის სახელობის ახლად აშენებულ საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვას დაესწრო.

საზეიმო წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა.

მეუფემ ახალი ტაძრის კურთხევასა და საზეიმო წირვაზე დასწრებისთვის საქართველოს მთავრობის წევრებს მადლობა გადაუხადა. 

შეკრებილ მრევლს ქადაგებით პატრიარქის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ მიმართა.

ტაძარში შეკრებილებს სიტყვით მიმართეს ასევე პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ. 

გიორგი გახარიას განცხადებით, ახალციხეში შალვა ახალციხელის საკათედრო ტაძრის ამოქმედება არის დიდი ზეიმი არა მარტო ახალციხელებისთვის, არამედ დიდი ზეიმია მთლიანად საქართველოსთვის.

"ჩემთვის და ხელისუფლების თითოეული წარმომადგენლისთვის, ვინც დღეს აქ ვართ, უდიდესი პატივია იყოს აქ, თქვენთან და ჩვენს სამღვდელოებასთან ერთად. ახალციხეში შალვა ახალციხელის საკათედრო ტაძრის ამოქმედება რა თქმა უნდა, არის დიდი ზეიმი არა მარტო ახალციხელებისთვის, არამედ დიდი ზეიმია მთლიანად საქართველოსთვის. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გვახსენდება, რომ ეს ის წმინდანია, რომელიც მფარველობს ჩვენს ჯარს. ეს ის წმინდანია, რომელიც მფარველობს ჩვენს მეომრებს და რა თქმა უნდა, აქ გვახსენდება აგვისტო და გადატანილი მძიმე დღეები. მინდა თითოეულ ახალციხელს გისურვოთ მშვიდობა, წინსვლა და გისურვოთ, რომ მსგავსი ტაძრები სულ უფრო და უფრო მეტი შენდებოდეს ჩვენს ქვეყანაში",- აღნიშნა პრემიერმა.

]]>
09-08-2020 14:50 +0400
"ვინც დაახლოებულია ხელისუფლების გარკვეულ შტოებთან, იარაღის ტრიალიც შეიძლება შერჩეს" - ოპოზიცია ახალქალაქში მომხდარ ფაქტზე https://rustavi2.ge/ka/news/172374

ახალქალაქში მომხდარ ფაქტს პოლიტიკოსები აფასებენ. ოპოზიცია ქვეყანაში კრიმინალის გაზრდაზე აკეთებს აქცენტს. ისინი ხელისუფლების უმოქმედობასა და სისტემის პოლიტიზებაზე საუბრობენ.

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" გენერალური მდივანი გიგლა ბარამიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომი მოქმედებს.

"სახელმწიფო ინსტიტუტები ვერ აღმოჩნდნენ თავის ადგილას, წინსწრებით უნდა მოეგვარებინათ ეს საკითხები. არსად არ იყო ადმინისტრაცია, არსად არ იყო პოლიცია, არსად არ იყო კრიმინალური პოლიცია, სპეცსამსახურები. ხუთი სახლი ისე დაწვეს, ლინჩის წესით ლამის ისე გაუსწორდნენ ადამიანებს და ერთი მოკლეს, რომ კაციშვილი გარეთ არ იყო. რისი მაჩვენებელია ეს - ეს არის დაუსჯელობის სინდრომი ერთი და ის, რომ სტანდარტები არის დამკვიდრებული ხელისუფლების გარკვეული შტოების მხრიდან, რომ ვინც დაახლოებულია მათთან, იარაღის ტრიალიც შეიძლება შერჩეს," - განაცხადა გიგლა ბარამიძემ.

"შეუძლებელია, რომ ეს სამართალდამცავი სისტემა არსებობდეს იმ პირობებში, როდესაც ახალგაზრდა ადამიანები იღუპებიან კვირა გამოშვებით, ამიტომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ "ქართული ოცნება", ეს ინსტიტუტების ნგრევასთან ასოცირებული ძალა ჩამოშორდეს ხელისუფლებას," - განაცხადა პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა საბა ბუაძემ.

სისხლიანი დაპირისპირების და მკვლელობის შემდეგ, ახალქალაქში ვითარება სტაბილურია. ქალაქში საპოლიციო ძალები არიან მობილიზებულები, რომლებიც ვითარებას აკონტროლებენ. დაპირისპირება ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე მიმდინარეობდა. დარბეული და დამწვარია 4 სახლი და დამწვარია სასტუმრო.

]]>
09-08-2020 14:47 +0400
ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც პანდემიის დროს დაზარალებულებს სახელმწიფო კონგრესის გვერდის ავლით დაეხმარება https://rustavi2.ge/ka/news/172368

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლის საშუალებითაც თეთრი სახლი კონგრესის გვერდის ავლით კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულ ეკონომიკასა და მოქალაქეებს დაეხმარება.

განკარგულებების თანახმად, გაგრძელდება უმუშევართა დახმარების პროგრამა. ბენეფიციარები კვირაში 400$-ით გაზრდილ დახმარებას მიიღებენ. მოქალაქეები კი, ვისი წლიური შემოსავალიც 100 ათას დოლარზე ნაკლები იქნება, იმ გადასახადებისგან გათავისუფლდებიან, რომლებიც სოციალური უზრუნველყოფის და სხვა ფედერალური პროგრამებისთვის გამოიყენება. შეღავათით ისარგებლებენ სტუდენტებიც.

შტატები კვლავ პანდემიის ცენტრად რჩება. ქვეყანაში ერთ დღეში ვირუსის 55 ათასამდე შემთხვევა გამოვლინდა.

]]>
09-08-2020 13:12 +0400
ქვეყნის გამოყვანა ამ კრიზისიდან შეიძლება მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით - ბადრი ჯაფარიძე საბურთალოს მოსახლეობას შეხვდა https://rustavi2.ge/ka/news/172366

"ლელო საქართველოსთვის" საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატმა ბადრი ჯაფარიძემ საბურთალოს მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.

ბადრი ჯაფარიძემ ამომრჩევლებს საკუთარი ხედვა და პრიორიტეტები გააცნო.

"ეს არის უნიჭიერესი ადამიანებით დასახლებული საარჩევნო ოლქი, ისევე როგორც მთელი ჩვენი ქვეყანა და შესაბამისად შეკითხვებიც იყო ძალიან გონივრული, ძალიან საინტერესო. ჩვენ შევთანხმდით ერთ რამეზე, რომ ჩვენი ქვეყნის გამოყვანა ამ კრიზისიდან შეიძლება მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით," - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

]]>
09-08-2020 12:32 +0400
სახელმწიფო არის დაკონტრაქტებული კრიმინალთან - ირმა ნადირაშვილი ახალქალაქში მომხდარ ფაქტზე https://rustavi2.ge/ka/news/172360

ახალქალაქში მომხდარ ფაქტს უკვე მოჰყვა პოლიტიკური შეფასებები თბილისში. "ევროპული საქართველო"  ქვეყანაში კრიმინალური შემთხვევების მატებაზე და სახელმწიფო ინსტიტუციების უმოქმედობაზე საუბრობს.

"როდესაც სახელმწიფო არის დაკონტრაქტებული კრიმინალთან, როდესაც შავ სამყაროს იყენებ პოლიტიკურ ოპონენტებთან ანგარიშის გასასწორებლად, როდესაც პარლამენტის წევრი "ქართული ოცნებიდან" დარბის ახალქალაქში და იარაღით ჩნდება საზოგადოების წინაშე და შემდეგ მას არ უჩერებენ უფლებამოსილებას, ის არ მიდის ციხეში, ეს არის სწორედ ძალადობის წახალისება და გუშინდელი ვითარება სწორედ შედეგია ამ ძალადობრივი ქმედებებისა," - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

ახალქალაქში მომხდარი დაპირისპირების და მკვლელობის შემდეგ, ამ წუთებში ქალაქში ვითარება სტაბილურია. ქუჩაზე სადაც არეულობა მოხდა, აღარ დგანან სპეციალური დანიშნულების საპოლიციო ძალები. ახალქალაქში ჩასულია შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, რომელიც ვითარებას ადგილზე აკონტროლებს.

ინფორმაცია გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც. დაკავებულია ერთი პირი, რომელიც 27 წლის მამაკაცის განზრახ მკვლელობასა და იარაღის ტარებაშია ბრალდებული. ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობის საქმეზე კი გამოძიება გრძელდება.

მოქალაქეების ერთმა ჯგუფმა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და სასტუმრო დააზიანა. დაპირისპირება პოლიციის ჩარევის შემდეგ განიმუხტა.

]]>
09-08-2020 12:11 +0400
კრემლი და მოახლოებული არჩევნები საქართველოში - საერთაშორისო საზოგადოება ხელისუფლებას უშეცდომო არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს https://rustavi2.ge/ka/news/172342

კურსი, რომლის შერყევაც რუსეთმა საქართველოს ოკუპაციით სცადა, პარტნიორებისგან კვლავაც მხარდაჭერილია. მეტიც, უკვე დღეს დასავლეთი აღიარებს, რომ 2008 წელს პროცესები სწორად ვერ შეაფასა და აღმოსავლეთ ევროპასთან ძალიან შეცდა. დემოკრატიული ღირებულებები და დასავლური კურსი კი კრემლის ინტერესებს ყველაზე ნაკლებად რომ წარმოადგენს, ამაზე ევროპელი დეპუტატები თანხმდებიან. სწორედ ამიტომ ესტონელი ევროპარლამენტარი, მარინა კალიურანდი ხელისუფლებას უშეცდომო არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს.

ეს გზავნილები ხელისუფლებამ, აგვისტოს ომისადმი მიძღვნილ უსაფრთხოების კონფერენციაზე მოისმინა. საგარეო უწყების ხელმძღვანელი დისტანციურად უსმენდა მათ, ვისაც პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩავარდნის შემდეგ, ხელისუფლების კრიტიკა არ დაუკლია. დავით ზალკალიანმა აქცენტი ამის შემდგომ მომხდარ პოლიტიკურ პროცესზე გაამახვილა.

პარტნიორების აქცენტები ოპოზიციისთვის იმის ნიშანია, რომ ქვეყანა ახლა დასავლეთის ფოკუსში სწორედ არჩევნების კუთხით მოექცა და ევროპელი დეპუტატების სათქმელი ხელისუფლებამ სწორად უნდა გაიაზროს. მათი დაშვებით, რუსეთი ვერ იტყვის უარს იმაზე, რომ სხვა სახელმწიფოების მსგავსად საქართველოს არჩევნებშიც ჩაერიოს, რაზეც ყურადღება სწორედ საზოგადოებას მართებს.

ხელისუფლებისთვის რუსეთი პროცესებში უკვე ჩარეულია. ვიცე სპიკერი, გია ვოლკსი თვლის, რომ ნებით თუ უნებლიედ, ოპოზიციური ძალები კრემლის საქმეს აკეთებენ. მმართველ გუნდში საგანგებო ამოცანად საერთაშორისო დამკვირვებლების ჩართულობით გაუმჯობესებული სტანდარტის არჩევნებია, რაც ნატოსთან და ევროკავშირთან დაახლოვებაში კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება.

პარტნიორებმა კიდევ ერთხელ გამოუთქვეს საქართველოს მხარდაჭერა რუსეთის წინააღმდეგ. რეგიონში კრემლის სურვილების გათვალისწინებით კი არჩევნებში მაღალი დემოკრატიული ხარისხის ჩვენება მათთვის იმის დასტური იქნება, რომ ქვეყნის კურსი უცვლელია.

]]>
08-08-2020 21:38 +0400
საქართველო NATO-ში - რა გამოხმაურება მოჰყვა ამერიკელი კონგრესმენის მხარდამჭერ განცხადებას საქართველოში https://rustavi2.ge/ka/news/172341

საქართველოს ათწლეულების სურვილს მხარდაჭერას ადამ კინზინგერი უცხადებს. კონგრესში აშშ-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე ფიქრობს, რომ დროა ქვეყანა NATO-ს წევრი გახდეს. მხარდამჭერ განცხადებაში კონგრესმენი სკეპტიკოსთა მთავარ არგუმენტს უპირისპირდება და ამბობს, რომ რუსეთის მიერ საქართველოს 20%-ს ოკუპაცია გაწევრიანების პროცესში დაბრკოლება არ უნდა იყოს.

ქვეყნის NATO-ში გაწევრიანების მზაობას ადასტურებს პრემიერი. გიორგი გახარია ევროატლანტიკური სტრუქტურის წევრობას პირდაპირ უკავშირებს საქართველოს მთავარი პრობლემის- ტერიტორიული მთლიანობის საკითხის მოგვარებას.

ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, ამ ტიპის მხარდამჭერი გზავნილების ადრესატი ქართველი ხალხია და არა "ქართული ოცნება". ოპოზიცია მმართველ პარტიას კინზინგერის კრიტიკულ განცხადებებს ახსენებს.

საქართველო NATO-ს არაწევრ ქვეყნებს შორის ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ქვეყანაა სამშვიდობო მისიებში. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ საზოგადოებრივი განწყობის პარალელურად ქვეყნის NATO-სადმი დამოკიდებულებაზე ეს ფაქტიც მეტყველებს.

NDI-ს მიერ ივლისში გამოქვეყნებული კვლევით, NATO-ში გაწევრიანებას გამოკითხულთა 69% უჭერს მხარს. კითხვაზე, საქართველო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციით უფრო მეტ სარგებელს მიიღებს, თუ რუსეთთან ინტეგრაციით, გამოკითხულთა 59% ფიქრობს, რომ საქართველო ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებით მეტ სარგებელს მიიღებს.

]]>
08-08-2020 21:32 +0400
აგვისტოს მოვლენები, რუსული აგრესია და სისხლიანი დღეების ქრონიკა - საერთაშორისო საზოგადოება რუსეთს ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს https://rustavi2.ge/ka/news/172340

აგვისტოს მოვლენები და რუსული აგრესია კვლავ საერთაშორისო საზოგადოების განხილვის საგანია. სისხლიანი დღეების ქრონიკა ამჯერად შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა გაიხსენა. გავრცელებულ განცხადებაში ამერიკელი პოლიტიკოსები საქართველოს აშშ-სა და ნატოს კრიტიკულად მნიშვნელოვან პარტნიორად მოიხსენიებენ და ხაზს უსვამენ ქართველი ხალხის თავდადებას დემოკრატიისკენ სწრაფვაში.

ქართველი ხალხისადმი მხარდამჭერი გზავნილი გაავრცელა ამერიკელმა სენატორმა რონ ჯონსონმა და საქართველოში შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა იან კელიმ. მათ რუსეთს, საქართველოს ტერიტორიებიდან ჯარების გაყვანისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს.

რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაცია დაგმეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის უსაფრთხოების კომიტეტის ლიდერებმა. ეუთოს განცხადებაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი სრული მხარდაჭერაა გამოხატული.

კრემლისგან ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას მოითხოვს ნატო. გავრცელებულ განცხადებაში კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი, რუსეთს საქართველოს ტერიტორიიდან სამხედრო ძალების გაყვანისკენ მოუწოდებს.

მოსკოვისგან აგრესიული პოლიტიკის შეწყვეტასა და დეოკუპაციას მოითხოვს ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე.

საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გაავრცელეს ჩეხეთისა და ლატვიის საგარეო უწყებებმაც. საგარეო საქმეთა სამინისტროების განცხადებაში რუსეთს მოუწოდებენ, პატივისცემით მოეკიდონ შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს და დატოვონ ოკუპირებული ტერიტორიები.

]]>
08-08-2020 21:27 +0400
12 წელი აგვისტოს ომიდან - ძმათა სასაფლაოზე გაკეთებული განცხადებების მთავარი თემა ოკუპაციისა და რუსული აგრესიის შეჩერების აუცილებლობა იყო https://rustavi2.ge/ka/news/172339

რუსული აგრესიის და ოკუპაციის გმირები აგვისტოს ომიდან 12 წლის შემდეგ დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენეს. მუხათგვერდის სამხედრო სასაფლაოზე პრეზიდენტი, პრემიერი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ერთად მივიდნენ და დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს. ქვეყნის პირველმა პირებმა ქართული სახელმწიფოებრიობის მთავარ გამოწვევაზე - ოკუპაციასა და რუსული აგრესიის შეჩერების აუცილებლობაზე ისაუბრეს.

ოკუპაცია, რომ არ დასრულებულა და დღესაც გრძელდება ამაზე ვრცლად ისაუბრა თავდაცვის მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილი ომის მძიმე შედეგებთან საბრძოლველად გამოსავალს პრაგმატულ პოლიტიკაში ხედავს. დღეს მუხათგვერდის სასაფლაოზე ძირითადად მომავალზე საუბრობდნენ, თუმცა გაიხსენეს წარსულიც და მაშინდელი ხელისუფლების მოქმედებებიც. მათ შორის მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი განცხადებაც, რომ მან აგვისტოს ომის და რუსული პროპაგანდის შესახებ ჰააგაში სარეკომენდაციო დასკვნა შეიტანა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით, სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული პოლიციელების მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 და სანაპირო დაცვის 5 თანამშრომელი დაიღუპა. ვახტანგ გომელაურის გადაწყვეტილებით, დაღუპული თანამშრომლების შვილებსა და ოჯახებს მატერიალური დახმარებები გაეწიათ.

წინა წლების მსგავსად მუხათგვერდის სამხედრო სასაფლაო დღესაც ყველა პოლიტიკური ძალის შეკრების ეპიცენტრი იყო. არასაპარლამენტო და საპარლამენტო ძალებმა ხელისუფლების პოლიტიკა გააკრიტიკეს და თქვეს, რომ 12 წლის შემდეგაც ოკუპაციის მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა.

8 აგვისტოს მოვლენები და ის, რომ ოკუპაცია დღესაც გრძელდება "ლეიბორისტულმა” პარტიამ საზოგადოებას სოფელ ოძისიდან შეახსენა, სოფლიდან, რომელიც საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მდებარეობს და საქართველოს ოკუპირებული რეგიონიდან მავთულხლართით არის გაყოფილი. გმირები გაიხსენეს შინდისშიც, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომის, დროს ქართველი სამხედროების გმირობის ყველაზე მძიმე ადგილია.

აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ქვეყნის დეოკუპაციის მთავარ გზად მთავრობის მიერ არჩეულ სამშვიდობო პოლიტიკაში ხედავენ. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ჩრდილოელი მეზობლის აგრესიის შეჩერება მხოლოდ მშვიდობით და ქვეყნის დემოკრატიული განვითარებით არის შესაძლებელი და ამ გზიდან გადახვევა ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელი იქნება.

12 წლის შემდეგაც ადამიანის უფლებების დარღვევა, საქართველოს მოქალაქეების გატაცება, მკვლელობა, მცოცავი ოკუპაცია და რუსეთის აგრესიული პოლიტიკა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალქეებისთვის უკვე ყოველდღიურობაა.

]]>
08-08-2020 21:24 +0400
"ნუ გეშინიათ ყველაფერი კარგად იქნება" - აგვისტოს ომი, ბოლო წლების უმძიმესი დღეებით, რომელმაც გმირობის და თავგანწირვის ისტორიები შემოგვინახა https://rustavi2.ge/ka/news/172338

2008 წლის აგვისტოში ზაზა 10 თვის იყო. სერჟანტ ზაზა სოფრომაძის შვილის მეხსიერებაში მამა ომში დაღუპული გმირის სახით დაიბადა. ზაზამ იცის, რომ 24 წლის უმცროსი სერჟანტი ბრძოლის ველზე მეგობრის გამოსაყვანად შევიდა, თუმცა თანამებრძოლი უკვე გარდაცვლილი დახვდა. სოფრომაძემ დაღუპულის ცხედარი არ დატოვა და საბოლოოდ ტყვედ ჩავარდა. ოკუპანტებმა ახალგაზრდა ჯარისკაცს ტანკისტობა არ აპატიეს და 12 აგვისტოს დახვრიტეს. დღეს, გმირი ჯარისკაცის შვილი დარწმუნებულია, რომ მამის თავგანწირვა შედეგს აუცილებლად გამოიღებს.

"ნუ გეშინიათ ყველაფერი კარგად იქნება" - ასე გამოემშვიდობა ოჯახს უფროსი სერჟანტი ზურაბ ნაჭყებია. 42 წლის, აფხაზეთიდან დევნილი ჯარისკაცი მეოთხე ბრიგადის რიგებში მსახურობდა.

ნაჭყებია 8 აგვისტოს რუსული კასეტური ბომბის ჩამოგდების შედეგად დაიჭრა და მალევე ადგილზე გარდაიცვალა. ომში წასვლამდე ერთი კვირით ადრე სერჟანტი ბაბუა გახდა, თუმცა შვილიშვილის ნახვა ვეღარ მოასწრო.

შვილების მსგავსად, ძმათა სასაფლაოზე დღეს გმირებს დედებიც იხსენებდნენ. კაპრალ შმაგი ნოზაძის ცხედარს დედა დღემდე ელოდება. ნოზაძე ცხინვალის მისადგომების დაბომბვას უვნებლად გადაურჩა, თუმცა ბრძოლის ველზე უსაფრთხო ზონიდან მაინც დაბრუნდა. 24 წლის კაპრალის 9 თვიანი სამხედრო სამსახური ცხინვალთან სნაიპერის ტყვიამ დაასრულა. ცხინვალთან ახლოს დაიღუპა 20 წლის სერგეი გოროზიაც. ახალგაზრდა მეტყვიამფრქვევე აფხაზეთიდან დევნილი იყო. რუსულ ოკუპაციას 17 წლის ინტერვალით ჯერ მამა, შემდეგ კი შვილი შეეწირა. ომიდან 12 წლის შემდეგ, დედებს ერთადერთი სურვილი აქვთ - ოკუპაციის დასრულება.

საქართველოს უახლესი ისტორია გიორგი ანწუხელიძის გარეშე, დღეს, თითქმის წარმოუდგენელია. 24 წლის ეროვნული გმირის წამების კადრები მთელმა მსოფლიომ 2009 წელს იხილა. მეოთხე ბრიგადის სერჟანტი ოკუპანტებმა ცხინვალის მეხუთე სკოლის წინ ცემით მოკლეს. დიდი სისასტიკის მიუხედავად ანწუხელიძეს ქართული დროშის შეურაცხყოფა ვერავინ აიძულა. რუსული სამხედრო სისასტიკის მსხვერპლის ოჯახის წევრებს გმირზე საუბარი, ემოციების გარეშე, 12 წლის შემდეგაც უჭირთ.

"მინდა რომ ჩემი შვილი ოკუპაციის ბოლო მსხვერპლი იყოს" - ეს 2018 წელს საოკუპაციო რეჟიმის მიერ წამებით მოკლული არჩილ ტატუნაშვილის მამის სურვილია. 35 წლის ყოფილი სამხედრო მოსამსახურე დღეს მისთვის მისაბაძი გმირების გვერდით განისვენებს. ნაწამები შვილის მამა, დღეს ყველაფრის მიუხედავად კონფლიქტის მოგვარების ერთადერთ გზად, მხოლოდ მშვიდობას მიიჩნევს.

2008 წლის აგვისტოს ომიდან 12 წელი გავიდა. თუმცა რუსეთი 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას დღემდე არ ასრულებს. ბორდერიზაცია, მავთულხლართები და ადამიანების გატაცება, ოკუპაციასთან ერთად, კვლავ საქართველოს მთავარ პრობლემად რჩება.

]]>
08-08-2020 21:17 +0400
გიორგი ვოლსკის განცხადებით, არჩევნების მაღალი სტანდარტით ჩატარება მმართველი გუნდის საგანგებო ამოცანაა https://rustavi2.ge/ka/news/172335

დასავლელმა პოლიტიკოსებმა დღეს საქართველოს ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდეს ყურადღებისკენ და შეახსენეს, რომ ქვეყანა მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას.

ევროპელმა პოლიტიკოსებმა თქვეს, რომ რუსეთს არ აძლევს ხელს საქართველოში დასავლური და დემოკრატიული პროცესების განვითარება და ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და დასავლეთის მხარდაჭერის შენარჩუნებისთვის ხაზი გაუსვეს მომავალი არჩევნების სამართლიანად ჩატარების მნიშვნელობას.

დასავლელი პარტნიორების განცხადებას მმართველ გუნდში გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ არჩევნების მაღალი სტანდარტით ჩატარება მმართველი გუნდის საგანგებო ამოცანაა:

"ყველა წესი იქნეს დაცული, არის მნიშვნელოვანი, საგანგებო ამოცანა მმართველი გუნდისთვის. რაც შეიძლება მეტი მეთვალყურე და რაც შეიძლება მაღალი სტანდარტი არჩევნებისა, რომელმაც მსოფლიო კიდევ ერთხელ უნდა დაარწმუნოს, თუ რომელი პოლიტიკური ძალა არის ის რომელიც ხელს უშლის საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, ეს არის მთავარი ამოცანა," - აცხადებს ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი.

]]>
08-08-2020 18:20 +0400
ხელისუფლების არჩევნებით ცვლა ისტორიაში მეორედ, რეალისტურს გახდის NATO-ში გაწევრიანებას - გიორგი კანდელაკი https://rustavi2.ge/ka/news/172334

დასავლელი პარტნიორების მხრიდან იმის შეხსენებას, რომ ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის მომავალი არჩევნების სამართლიანად და დემოკრატიული პრინციპების დაცვით ჩატარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ოპოზიციურ სპექტრში ეხმაურებიან:

"აზრი იმის შესახებ, რომ ხელისუფლების არჩევნებით ცვლა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში მეორედ, იქნება დიდი წინგადადგმული ნაბიჯი, რაც დაახლოებს ჩვენს ქვეყანას ცივილიზებული ქვეყნების ოჯახთან და რეალისტურს გახდის მაგალითად NATO-ში გაწევრიანებას, ეს აზრი არის საბოლოოდ განმტკიცებული, კრისტალიზირებული და ჩამოყალიბებული,"- აცხადებს "ევროპული საქართველოს" წევრი გიორგი კანდელაკი.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი ბარამიძე ამბობს, რომ რუსეთი განსაკუთრებულად შეეცდება ამ არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენას:

"რუსეთს უნდა რომ ზეგავლენა მოახდინოს საქართველოზე, ისევე როგორც ცდილობს ზეგავლენა მოახდინოს უკრაინაზე, მოლდოვაზე და სხვა ნებისმიერ სახელმწიფოზე. ამერიკაზე ახდენს და ჩვენზე რა იქნება წარმოგიდგენიათ, შესაბამისად ეს ვითარება გვაქვს" - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

"გირჩის" ლიდერს მოლოდინი აქვს, რომ რუსეთი ეცდება ხელი შეუწყოს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში პრორუსული ძალების მოხვედრას:

"ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან ხაზგასმა იმაზე, რომ პრინციპულად მნიშვნელოვანია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება ამ ქვეყანაში მიუთითებს მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რის გამოც ჩვენ საერთოდ ყურადღების ცენტრში ვართ. რუსეთი ეცდება, რომ საქართველოში წაახალისოს პრორუსულად განწყობილი პოლიტიკური ძალები და ხელი შეუწყოს საკანონმდებლო ორგანოში მათ წარმოდგენას უფრო მეტად, ვიდრე იმ ძალებს რომლებიც არიან ანტირუსულად და პროდასავლურად განწყობილი," - აღნიშნა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.

]]>
08-08-2020 18:01 +0400
"ევროპული საქართველო" ამბობს, რომ მერია საარჩევნო პლაკატების გავრცელებაში ხელს უშლის https://rustavi2.ge/ka/news/172332

"ევროპული საქართველო" აცხადებს, რომ თბილისის მერია პარტიას საარჩევნო პლაკატების გავრცელებაში ხელს უშლის.

მათი თქმით, ხელისუფლებამ არაერთი რეგულაცია შემოიღო, რომელიც თბილისისა და რეგიონების მუნიციპალიტეტებს საშუალებას აძლევს, ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს საარჩევნო საქმიანობაში ხელი შეუშალოს.

"ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოში უკვე არსებობს ამ ხელისუფლების მიერ შემოღებული არაერთი რეგულაცია, რომელიც ხელს უშლის ოპოზიციურ პარტიებს მუშაობასა და კამპანიების ჩატარებაში," - აცხადებს "ევროპული საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი ირაკლი კიკნაველიძე.

]]>
08-08-2020 17:28 +0400
"გირჩის" სარჩელი გენდერულ კვოტირებაზე საკონსტიტუციო სასამართლომ არსებით განხილვაში მიიღო https://rustavi2.ge/ka/news/172330

საკონსტიტუციო სასამართლომ ”გირჩის” სარჩელი გენდერულ კვოტებზე არსებით განხილვაში მიიღო. ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, პარტიული სიის ფორმირება სრულად დამოკიდებულია პარტნიორთა გადაწყვეტილებაზე და სწორედ ეს ადამიანები განსაზღვრავენ, პარტიული სიის რომელ პოზიციას დაიკავებს კონკრეტული პოლიტიკოსი.

"ჩვენი აზრით, კვოტირება არის, ერთის მხრივ, დისკრიმინაციული, მეორეს მხრივ - შეურაცხმყოფელი თვითონ ქალების მიმართ; მესამეს მხრივ - არ არის იმ შედეგების მომტანი, რა შედეგებზეც მათ აქვთ გათვლა. მითუმეტეს, რომ ჩვენი სია არ კომპლექტდება სტანდარტულად - ჩვენთან სიას ადგენენ გირჩის პარტნიორები, რომლებიც საკუთარი ხმებით ანაწილებენ, ვინ იქნება სიაში, ზოგადად და შემდეგ - ვინ იქნება სიაში ზემოთ და ქვემოთ. 

ეს არგუმენტები გაიზიარა საკონსტიტუციო სასამართლომ და მიიღო არსებითად განსახილველად,"- აცხადებს ჯაფარიძე.

]]>
08-08-2020 17:20 +0400
არგუმენტი, რომ ოკუპირებული ტერიტორიების გამო საქართველო არ შეიძლება ნატო-ში მოხვდეს, ყოვლად უადგილოა - შალვა ნათელაშვილი https://rustavi2.ge/ka/news/172322

ამერიკელი კონგრესმენის ადამ კინზინგერის განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ დადგა დრო საქართველო ნატოს წევრი გახდეს, "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი ეხმაურება. მისი თქმით, საქართველოს ხელს არაფერი უშლის  ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მოხვდეს.

"საქართველო აუცილებლად გამთლიანდება და NATO-ს წევრიც გახდება. ის არგუმენტი, რომ ოკუპირებული ტერიტორიების გამო საქართველო არ შეიძლება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მოხვდეს, ყოვლად უადგილოა. მაგალითად, შუაზე გაყოფილი გერმანიის მეორე ნაწილი NATO-ს წევრი იყო, ეს ყველაფერი კი გერმანიის გაერთიანებით დამთავრდა. არაფერი არ გვიშლის იმისთვის ხელს, რომ ჩვენ გავხდეთ დედამიწის ისტორიაში, ყველაზე ძლიერი სამხედრო-პოლიტიკური ბლოკის წევრი, რის შემდეგაც, რა თქმა უნდა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ძალიან ახლოს იქნება,"- განაცხადა საქართველოს "ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილმა. 

რესპუბლიკელმა კონგრესმენმა განცხადება ონლაინ საერთაშორისო კონფერენციაზე გააკეთა. მან თქვა, რომ ის, რომ საქართველო ოკუპირებულია, ეს არ უნდა გახდეს მიზეზი, რომ საქართველო ვერ გახდეს ნატოს წევრი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 



 

]]>
08-08-2020 15:33 +0400
საქართველო რჩება აშშ-ის პარტნიორად, ოღონდ საქართველო და არა "ქართული ოცნება" - დავით ბაქრაძე https://rustavi2.ge/ka/news/172320

საქართველოსთვის დადგა დრო, გახდეს NATO-ს სრულუფლებიანი წევრი - ეს ამერიკელი კონგრესმენის, ადამ კინზინგერის განცხადებაა.

რესპუბლიკელმა კონგრესმენმა განცხადება ონლაინ საერთაშორისო კონფერენციაზე გააკეთა. მან თქვა, რომ ის, რომ საქართველო ოკუპირებულია, ეს არ უნდა გახდეს მიზეზი, რომ საქართველო ვერ გახდეს ნატოს წევრი.

რესპუბლიკელი კონგრესმენის განცხადებას საქართველოში ხელისუფლების ოპონენტები აფასებენ.

"საქართველო რჩება აშშ-ის პარტნიორად, ოღონდ საქართველო და არა "ქართული ოცნება". ეს მხარდაჭერა იყო მაშინაც, როდესაც ბატონი გახარია მოსკოვში მოღვაწეობდა და საბედნიეროდ  მაშინაც, როდესაც ის საქართველოში მოღვაწეობს. ოქტომბრის შემდეგ კი, მათი მხრიდან მხარდაჭერა კიდევ უფრო ძლიერი იქნება, რადგან ხელისუფლებაში მოვლენ პრო-დასავლური ძალები, ვისაც ნამდვილად სურს საქართველოს ნატოში გაწევრიანება და არა, მხოლოდ რიტორიკულად,"- განაცხადა "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ. 

]]>
08-08-2020 15:21 +0400
"მშვიდად ვართო, ეს მასთან ბოლო საუბარი იყო" - აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს ოჯახის წევრები იხსენებენ https://rustavi2.ge/ka/news/172319

ქვეყანა დღეს ომში დაღუპულ გმირებს იხსენებს. მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დილიდან ხალხმრავლობაა.

გმირებს, რომლებიც 2008 წელს რუსულ აგრესიას შეეწირნენ, დილიდან პატივს მიაგებენ მოქალაქეები, მთავრობა, ოჯახის წევრები და პოლიტიკოსები.

დაღუპული გმირების ოჯახის წევრები "კურიერთან" ყვებიან იმ დღის შესახებ, როდესაც მათ ომში მონაწილე და სამშობლოსათვის თავგანწირული ჯარისკაცები ბოლოს ნახეს: 

"მამაჩემი არ მახსოვს, მაგრამ გადმოცემით ვიცი ჩემი ნათესავებისგან, რომ იყო ძალიან მაღალი და ძლიერი. ჩემი ოცნებაა, ვიცხოვროთ გაერთიანებულ ქვეყანაში და გარდაცვლილ ბიჭებს დაუფასდეთ თავდადება სამშობლოსთვის,"- აცხადებს აგვისტოს ომში დაღუპულ სერჟანტ უშანგი სოფრომაძის შვილი ზაზა სოფრომაძე.

"42 წლის იყო, მიზნები და გეგმები ბევრი ჰქონდა, გვეამაყება, რომ გმირი ზურაბ ნაჭყებიას შვილები ვართ","- ამბობს აგვისტოს ომში დაღუპულ უფროს სერჟანტ ზურაბ ნაჭყებიას შვილი ნანა ნაჭყებია.

"ბოლო კონტაქტში ტელეფონით გვქონდა 7 აგვისტოს, საღამოს. მშვიდად ვართო, თურმე ამ დროს ოსეთის მისადგომებთან ყოფილად. ეს ბოლო საუბარი იყო მასთან,"- იხსენებს აგვისტოს ომში დაღუპულ კაპრალ სერგეი გოროზიას დედა მზია გოროზია.

"ეს დღე ჩემთვის ოკუპაციის დღეა. ჩემი შვილი კვირაში ორჯერ მაინც ამოდიოდა ხოლმე ძმათა სასაფლაოზე და თავისებურ პატივს მიაგებდა ომში დაღუპულ გმირებს,"- აცხადებს სეპარატისტების მიერ მოკლული არჩილ ტატუნაშვილის მამა გივი ტატუნაშვილი.

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მისულთაგან ყველას სურვილი ერთია: თავდადებული ჯარისკაცების ღვაწლი იყოს დაფასებული და მალე აღდგეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. 

]]>
08-08-2020 15:10 +0400
აგვისტოს ომის დროს გმირულად დაღუპული სამხედროების ხსოვნას, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს https://rustavi2.ge/ka/news/172314

აგვისტოს ომის დროს გმირულად დაღუპული სამხედროების ხსოვნას, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატივი მიაგეს აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა.

ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, აგრესია რომლიც 2008 წლის აგვისტოში რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ განახორციელა, დღემდე გრძელდება.

"გვინდა პატივი მივაგოთ ყველა იმ ჯარისკაცს, ვინც აგვისტოს ომში გმირულად დაიღუპა. აგრესია, რომელიც რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარეობს, არ არის 12 წლის წინ დაწყებული. თუნდაც შეგვიძლია გავიხსენოთ 1921 წელი. სამწუხაროა ის, რომ ეს აგრესია დროთა განმავლობაში სხვადასხვა ფორმებს იძენს და უფრო მძაფრდება,"- აცხადებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე.

]]>
08-08-2020 15:05 +0400
რუსეთ-საქართველოს ომის მე-12 წლისთავი - ქვეყნის ერთიანობისთვის დაღუპულ გმირებს პატივი რეგიონებშიც მიაგეს https://rustavi2.ge/ka/news/172318

გორში, რომელიც 2008 წლის აგვისტოში, რუსული აგრესიის ერთ-ერთი ეპიცენტრი იყო, ომში დაღუპული გმირების პატივსაცემად, ტრადიციულად სანთლების აქცია გაიმართა.

გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. საღვთო მსახურება მეუფე ანდრიამ ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძართან არსებულ გმირთა მემორიალთან აღავლინა.

ქვეყნის ერთიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს ბათუმში, აგვისტოს ომში დაღუპული სამხედროებიდან 17 ჯარისკაცი აჭარიდან იყო.

ქვეყნის ეროვნული გმირი, გიორგი ანწუხელიძე გაიხსენეს მშობლიურ სოფელ ქვემო ალვანში, სადაც გმირთა მემორიალთან მოქალაქეებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გვირგვინები მიიტანეს.

აგვისტოს ომის გმირებს პატივი მიაგეს ქუთაისშიც და საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე ქუთაისში, 2008 წლის აგვისტოს ომში გარდაცვლილი გმირი კაპრალის ოჯახში იმყოფებოდა. საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული კაპრალი დიმიტრი ჯაილოვი სენაკის სამხედრო ბაზის დაბომბვის დრო ემსხვერპლა რუსეთის აგრესიას.

ზუგდიდის ცენტრალურ პარკში, რუსეთ-საქართველოს ომის დროს გარდაცვლილებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს. მოგვიანებით კი, აგვისტოს ომში დაღუპული მებრძოლის, ბადრი ბერანძის საფლავზე ყვავილები მიიტანეს,

აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს ფოთშიც. 2008 წელს ოკუპანტების მიერ ფოთის ნავსადგურში ჩამოგდებული ნაღმების შედეგად 12 მოქალაქე დაიღუპა და 50 -ზე მეტი დაიჭრა. რუსეთ -საქართველოს ომში დაღუპულები გაიხსენებს გურიაშიც.

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა.

]]>
08-08-2020 15:03 +0400
გიორგი კანდელაკი, ფრენების აღდგენის მნიშვნელობაზე საუბრობს და ამბობს, რომ უსაფრთხო ქვეყნებიდან ტურისტული ჩარტერების დაბლოკვა მიუღებელია https://rustavi2.ge/ka/news/172316

"ევროპული საქართველოს" წევრი გიორგი კანდელაკი, ფრენების აღდგენის მნიშვნელობაზე საუბრობს და ამბობს, რომ უსაფრთხო ქვეყნებიდან ტურისტული ჩარტერების დაბლოკვა მიუღებელია.

ის ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, უსაფრთხო ქვეყნების სიაში მყოფი 5 ევროპული ქვეყნიდან პირველი რეისები უკვე განხორციელდა და საქართველოში უცხოელი ტურისტები ჩამოვიდნენ.

"საქართველოს მთავრობა იმ მოქალაქეებს, რომლებიც იმედის თვალით შეჰყურებდნენ უსაფრთხო ქვეყნებთან საზღვრების გახსნას, მათ ყოველგვარი შანსის გარეშე ტოვებენ, რომ თუნდაც მიზერული შემოსავალი მიიღონ,"- აცხადებს "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი კანდელაკი. 

]]>
08-08-2020 15:00 +0400
"საქართველოს ომი არ დაუწყია! რუსეთი ოკუპანტია!" - მარგვეთისა და უბისის ეპისკოპისი მელქისედეკ ხაჩიძე https://rustavi2.ge/ka/news/172311

"საქართველოს ომი არ დაუწყია, რუსეთი ოკუპანტია"- ამ შინაარსის განცხადებას აქვეყნებს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპისი მელქისედეკ ხაჩიძე. ეპისკოპოსმა ვრცელი პოსტი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, სადაც აცხადებს, რომ რუსეთს ომი 2008 წელს არც დაუწყია და არც დაუმთავრებია.

"ქრისტესმიერ საყვარელო ძმანო და დანო, კიდევ ერთხელ გვიწევს რუსეთ-საქართველოს შორის მომხდარი, 2008 წლის აგვისტოს ომის თარიღის გახსენება. ჩვენი და ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის დაპირისპირებაზე საუბრისას, კონკრეტული თარიღი, ალბათ, უფრო პირობითი ტერმინია. დიახ, რუსეთს საქართველოს თავისუფლებისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ ომი 2008 წელს არც დაუწყია და არც დაუმთავრებია, გვებრძოდა მანამდე და გვებრძვის იმის მერეც, ოღონდ განსხვავებული საშუალებებით, იქნება ეს ეკონომიკური ემბარგო, მავთულხლართები, ჰიბრიდული ომი, ცრუ ინფორმაციების გავრცელება თუ სხვა საზარელი მეთოდები, რომლებითაც, სამწუხაროდ, უფრო მეტად იფლობა ოკუპაციის მომაკვდინებელ და დამღუპველ ცოდვაში.

აგვისტოს ომმა თითოეულ ჩვენგანს უამრავი ტკივილი მოგვაყენა, მაგრამ თუ კარგად დავფიქრდებით ვნახავთ, რომ ის საგმირო საქმეები, რაც ჩვენმა თანამემამულეებმა 2008 წლის აგვისტოში გამოიჩინეს, წარუშლელ კვალს დატოვებს ქართველი ერის მეხსიერებაში. რად ღირს შინდისის გმირების, გიორგი ანწუხელიძის თუ სხვათა (თუნდაც დღემდე უცნობი) ქართველების გაბედულების გახსენება, რომლებმაც საკუთარი თავი გასწირეს, რათა ჩვენთვის ესწავლებინათ, რომ მტერს, თუნდაც ურიცხვს, არ შეიძლება უფლება მივცეთ, რომ სისხლით მონაპოვარი დამოუკიდებლობა დაგვათმობინოს.

ფილოლოგი არ ვარ, მაგრამ მგონია, რომ ცნობილი გამოთქმა - "დათვი რომ მოგერევა, ბაბაია დაუძახეო" არათუ ქართული არაა, არამედ ანტიქართულია და მხოლოდ იმისკენაა მიმართული, რომ ჩვენს ხალხში მონური სულისკვეთება გააღვივოს. აგვისტოს ომის გმირების ისტორიის კარგად შესწავლა ამ პრობლემასაც აგვაცილებს თავიდან.
ჩვენი მოქალაქეებისა და მეომრების ისტორიის გახსენებასთან ერთად, ამ საკითხზე საუბრისას, არ შეიძლება უცხოელი მეგობრებისა და პარტნიორების ამაგის დაუფასებლობა. რომ არაფერი ვთქვათ იმ დიპლომატიურ ომზე, რაც მსოფლიოს საერთაშორისო ორგანიზაციების ტრიბუნებზე იყო გაჩაღებული და ჩვენი უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებაზე, ცალკე უნდა გამოვყოთ აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების თანადგომა და მათი მეთაურების საოცარი გაბედულება, რომლებმაც, საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების სანაცვლოდ დატოვეს კომფორტული სამუშაო კაბინეტები, ჩამოვიდნენ საქართველოში  და გვერდში დაგვიდგნენ. უფალმა დაუფასოს მათ და მათ სახელმწიფოებს ეს ამაგი.

და ბოლოს, მსურს კიდევ ერთხელ შევავედრო ყოვლადმოწყალე უფალს აგვისტოს ომში აღსრულებული, როგორც მშვიდობიანი მოსახლეობის, ასევე ქართველი მეომრების უკვდავი სულები და შევთხოვო, რომ მისი სარწმუნოების ერთგულ ქართველ, მშვიდობისმოყვარე ერს, ააცილოს სამომავლოდ ის აგრესია, რაც 2008 წელს ოუპანტმა რუსეთმა ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოიჩინა.საქართველოს ომი არ დაუწყია! რუსეთი ოკუპანტია!"-წერს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკ  ხაჩიძე.

]]>
08-08-2020 14:00 +0400
გამორჩეული მიღწევებით საქართველო ნამდვილად ჩანს, როგორც მთავარი რეფორმატორი მთლიანად აღმოსავლეთ ევროპაში - დავით ზალკალიანი https://rustavi2.ge/ka/news/172308

ხელისუფლებაში ფიქრობენ, რომ დასავლეთი კიდევ უფრო აქტიურად უნდა ჩაერთოს იმ პრაქტიკული გზების გამონახვაში, რომელიც რუსულ-ქართული კონფლიქტის მოგვარებას სხვა დინამიკას მისცემს.

რაც შეეხება შიდა პოლიტიკურ პროცესს, მმართველმა გუნდმა პარტნიორებთან საუბრისას კიდევ ერთხელ დადო პირობა, რომ ისინი არჩევნებს გაუმჯობესებული დემოკრატიული სტანდარტით ჩაატარებენ. საუბარი საერთაშორისო კონფერენციაზე შედგა, რომლის სახელწოდებაც იყო "მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპაში და დეოკუპაციისთვის საქართველოს ძალისხმევის 12 წელი".

"მიუხედავად გამოწვევებისა, გარდამავალ პერიოდში დემოკრატიული პროგრესის დემონსტრირება მოვახდინეთ. წარმატებას მივაღწიეთ, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებების დაცვაში. ბოლო დროს მთავრობამ გადადგა ისტორიული ნაბიჯი დაიწყო, რა საარჩევნო სისტემის და კონსტიტუციური ცვლილებების მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა. რაც ემყარება საუკეთესო დასავლურ სტანდარტებს. ასეთი გამორჩეული მიღწევებით საქართველო ნამდვილად ჩანს , როგორც მთავარი რეფორმატორი მთლიანად აღმოსავლეთ ევროპაში და ეს არ გახლავთ მხოლოდ ჩემი შეფასება. ევროპული პარტნიორების უმრავლესობა ამაზე საუბრობს," - აცხადებს  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია ამბობს, რომ უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობა საჭიროებს უფრო მეტად შედეგზე ორიენტირებულ მიდგომებს, განსაკუთრებით ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნებისაგან:

"ჩვენ ვიცით, რუსეთის აგრესიულმა ქმედებებმა რა შედეგები მოიტანა და შეგვიძლია, იგივე შედეგების დანახვა ევროპის სხვა რეგიონებში. რა თქმა უნდა, უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობა საჭიროებს უფრო მეტ შედეგზე ორიენტირებულ მიდგომებს, განსაკუთრებით ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნებისაგან. უნდა შეიცვალოს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დინამიკა, რომელშიც უნდა ჩაერთოს ევროპული საზოგადოება," - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

]]>
08-08-2020 13:20 +0400
რა შეცდომაც დავუშვით, გახლავთ ევროკავშირის გადაწყვეტილება, ჩვეულებრივ ურთიერთობებს დაბრუნებოდა რუსეთთან - ევროპარლამენტარი  https://rustavi2.ge/ka/news/172307

ევროპა შეცდა, როცა 2008 წლის მოვლენები სათანადოდ ვერ შეაფასა, ეს არის დღეს რუსული აგრესიიდან 12 წლის შემდეგ ევროპარლამენტარების შეფასება. ევროპელი პოლიტიკოსები ფიქრობენ, რომ დღეს საქართველოს წინაშე მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას და ეს ქვეყანაში მოახლოებული არჩევნებია.

ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ რუსეთს არ აწყობს საქართველოში დასავლური და დემოკრატიული პროცესების განვითარება, ამიტომ თვლიან, რომ საქართველოს ხელისუფლება განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყოს.

"ოკუპაციის შემდეგ რა შეცდომაც დავუშვით, გახლავთ ევროკავშირის გადაწყვეტილება, ჩვეულებრივ ურთიერთობებს დაბრუნებოდა რუსეთთან, ვიდრე რუსეთი შეასრულებდა ევროკავშირის მედიაციით მიღწეული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თავის ვალდებულებებს. მომავალი გახლავთ ქართველების ხელში. გააგრძელეთ თქვენი რეფორმები. ქვეყნის რეფორმირება სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად გახლავთ ის, რისი დანახვაც რუსეთს არ სურს, გასულ წელს ძალიან დიდი იმედგაცრუება იყო, როდესაც კონსტიტუციური შესწორებები არ იყო მიღებული, არჩევნები რომელიც შემოდგომაზე ჩატარდება იქნება გადამწყვეტი, მოთმინებით დაველოდოთ, რომ პროვოკაცია და არეულობა არ იქნება, არჩევნები ჩატარდება დემოკრატიულად, მშვიდობიანად და სამართლიანად," - აცხადებს ევროპარლამენტის დეპუტატი ესტონეთიდან მარინა კალიურანდი

საკითხს ეხმაურება გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატი მანუელ სარაცინი და საქართველოს დემოკრატიული განვითარების გაგრძელებაში მომავალი არჩევნების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას:

"თუ 2008 წელს დღევანდელ დღეს შევადარებთ, სრულიად განსხვავებული შეხედულება არსებობს. შეიძლება გერმანულმა და ევროპულმა პოლიტიკამ სათანადოდ ვერ შეაფასა ის, თუ რა ხდებოდა აღმოსავლეთ ევროპაში იმ მომენტში. გეთანხმებით, რომ საქართველოში დაგეგმილი არჩევნები უმნიშვნელოვანესი იქნება საქართველოს მომავლისათვის. ვთვლი, რომ მნიშვნელოვანი იქნება ჩვენთვისაც, როგორ ჩამოყალიბდება საქართველოს მთავრობა, ისე როგორც სხვა ევროპულ ქვეყნებში. ძალიან გულდასმით უნდა გავაანალიზოთ ყველა განვითარებული თუ მიმდინარე კრიზისი.საქართველოში არსებულმა პრობლემებმა შესაძლოა, უკანა ადგილზე გადაინაცვლოს სხვა წამყვან პრობლემებთან შედარებით, მაგრამ უნდა დავუკვირდეთ იმას, რამდენად დიდ პროგრესს მიაღწია საქართველომ ამ წლების განმავლობაში და რა უნდა გავაკეთოთ საიმისოდ, რომ ეს შევინარჩუნოთ," - ამბობს გერმანელი დეპუტატი.

]]>
08-08-2020 12:52 +0400
2008 წლის ომიდან 12 წელი გავიდა, საოკუპაციო რეჟიმი კვლავ აგრძელებს უკანონო ბორდერიზაციას - ომბუდსმენი https://rustavi2.ge/ka/news/172304

აგვისტოს ომიდან 12 წლის თავზე, განცხადებას საქართველოს სახალხო დამცველი ავრცელებს. 

ომბუდსმენი იმ პრობლემებზე საუბრობს, რაც მოქალაქეებს ექმნებათ, მათ შორისაა სიცოცხლის უფლების ხელყოფის ფაქტები

"წლების განმავლობაში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ერთ–ერთ ყველაზე პრობლემურ საკითხად რჩება საოკუპაციო ხაზზე მოქალაქეთა დაკავებისა და თავისუფლების უკანონო შეზღუდვის ფაქტები, პატიმართა ცემა, არასათანადო მოპყრობა და წამება დროებით იზოლატორებსა თუ საპყრობილეებში," - ნათქვამია განცხადებაში.

ომბუდსმენის განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2008 წლის ომიდან 12 წელი გავიდა. მიუხედავად ამისა, საოკუპაციო რეჟიმი კვლავ აგრძელებს უკანონო ბორდერიზაციას.

"ასევე, კვლავ პრობლემას წარმოადგენს, საოკუპაციო ხაზის პირა სოფლებში ომის დროს დაზიანებული სახლების რეაბილიტაცია/კომპენსაციის და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებისა და შემოსავლის წყაროს მოძიების საკითხი. ოკუპირებულ ტერიტორიებზე წლიდან წლამდე უარესდება ჯანდაცვის და განათლების ხარისხი. გაუმართავი სამედიცინო სერვისები და ინფრასტრუქტურა, მედპერსონალის კვალიფიკაციის არასახარბიელო დონე და მომსახურების მაღალი ფასები, ასევე, პაციენტთა გართულებული გადაადგილება გამყოფ ხაზზე, ნეგატიურ გავლენას ახდენს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის უმაღლეს სტანდარტზე ხელმისაწვდომობის უფლებაზე. ამ გარემოებების გათვალისწინებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის უმეტესობა სამედიცინო დახმარების მიღებას ოკუპირებული ტერიტორიების მიღმა ცდილობს.
2015 წელს გალის რაიონში, ხოლო 2017 წელს ახალგორის მუნიციპალიტეტში, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვამ ეთნიკურად ქართველების უფლებრივი მდგომარეობა, მშობლიური ენის ცოდნის შემცირება და ზოგადად განათლების სისტემის მკვეთრი გაუარესება გამოიწვია.

ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობა განსაკუთრებით შემაშფოთებელია იმ ფონზე, როდესაც ადამიანის უფლებათა საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებს არ ეძლევათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის საშუალება.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებითა და ჩართულობით ძალისხმევა არ დაიშუროს კონფლიქტებით დაზარალებული მოსახლეობის ღირსებისა და უფლებების დასაცავად და დაპირისპირებულ საზოგადოებებს შორის დამოკიდებულებების შესაცვლელად. შესაბამისად, სახალხო დამცველი მიესალმება საქართველოს მთავრობის ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებების დაცვას და კონფლიქტებით დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენას ისახავს მიზნად,"- ნათქვამია განცხადებაში.

]]>
08-08-2020 12:41 +0400
რუსეთის ფედერაცია კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების უკანონო მილიტარიზაციას - საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება https://rustavi2.ge/ka/news/172303

აგვისტოს ომიდან 12 წლის თავზე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

"რუსეთის ფედერაცია კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების უკანონო მილიტარიზაციას და დგამს ნაბიჯებს მათი ფაქტობრივი ანექსიისაკენ.

შემაშფოთებელია, რომ ყოველდღიური ხასიათი მიიღო საოკუპაციო ხაზის მავთულხლართებითა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერებით გამაგრებამ, რასაც თან ახლავს უკანონო დაკავებები და გატაცებები.

12 წელი სრულდება რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის წამოწყებისა და საქართველოს განუყოფელი რეგიონების უკანონო ოკუპაციის შემდეგ. ევროპაში სუვერენული საზღვრების ძალისმიერი გზით ცვლილების ეს უკანონო მცდელობა წარმოადგენდა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების უხეშ დარღვევას," - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

]]>
08-08-2020 12:38 +0400
"რუსეთის თამაშის ნაწილია, რომ ჟენევის მოლაპარაკებებს ძირი შეურყიოს" - ლაშა დარსალია საერთაშორისო კონფერენციაზე https://rustavi2.ge/ka/news/172305

"დადგა დრო, საქართველო გახდეს ნატოს სრულუფლებიანი წევრი" - ეს ამერიკელი კონგრესმენის, ადამ კინზინგერის სიტყვებია. ამერიკელმა პოლიტიკოსმა ეს განცხადება საერთაშორისო კონფერენციაზე გააკეთა.

"მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპაში და დეოკუპაციისთვის საქართველოს ძალისხმევის 12 წელი" - ეს არის იმ საერთაშორისო კონფერენციის სახელწოდება, რომელსაც ბერლინიდან, ბრიუსელიდან, ვაშინგტონიდან, ლონდონიდან და პარიზიდან ოფიციალური პირები და მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. იყო არაერთი მხარდამჭერი განცხადება, როგორც კონგრესმენებისგან ასევე ევროპარლამენტარებისგან.

"თითოეული კონფლიქტი ერთმანეთთან არის კავშირში. მათ ყველას გააჩნია მსგავსება, იმ ჰიბრიდულ სტრატეგიასთან, რასაც რუსეთი ატარებს. რუსეთი თავის უსაფრთხოებისთვის ერთ სურათად ხედავს ამ კონფლიქტებს. საქართველო წარმომადგენლობით დიალოგებში არ იღებს მონაწილეობას. რუსეთის თამაშის ნაწილია, რომ ჟენევის მოლაპარაკებებს ძირი შეურყიოს. მოლაპარაკებების პროცესი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საინტერესოა აქაც მოსკოვის პოზიცია, როცა რუსეთი ოკუპირებული ტერიტორიების წარმომადგენლობას რთავს. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან არ ვართ დიალოგში, მივყვებით ზოგად პროცესს. ჩვენი მშვიდობის პოლიტიკა გულისხმობს რუსეთის საოკუპაციო ძალების ტერიტორიიდან გასვლას და დეოკუპაციას. ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებლებთან ურთიერთობას. ერთი მეორეს არ ეწინააღმდეგება," - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ.

]]>
08-08-2020 12:35 +0400
რუსეთის აგრესიიდან 12 წლის შემდეგ, მიუხედავად ინტენსიური ჰიბრიდული საომარი მდგომარეობისა, საქართველო მშვიდობისკენ და სტაბილურებისკენ მიისწრაფვის - სოფიო ქაცარავას წერილი Emerging Europe-ში https://rustavi2.ge/ka/news/172302

2008 წლის აგვისტოს, რუსეთის სამხედრო აგრესიიდან 12 წლის შემდეგ, მიუხედავად ინტენსიური ჰიბრიდული საომარი მდგომარეობისა, საქართველო მშვიდობისკენ და სტაბილურობისკენ  მიისწრაფვის. ამის შესახებ Emerging Europe-ში გამოქვეყნებულ წერილში დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩი, სოფიო ქაცარავა წერს:

"წელს 7 აგვისტოს 12 წელი შესრულდება 2008 წლის აგვისტოდან -  რუსეთის სამხედრო აგრესიიდან, რასაც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ მასობრივი შეიარაღებული საომარი მოქმედებები მალევე შეჩერდა და მთელი საქართველოს ოკუპაცია არ მომხდარა, ომმა ასობით ათასი  ქართველი წლობით დააზარალა.  ისტორიის ამ ეპიზოდმა ქართველების სიმტკიცე მხოლოდ გააორმაგა. 2008 წლის რუსეთის საქართველოზე თავდასხმა კვლავ ახდენს გავლენას საქართველოს საზღვრებს მიღმა პოლიტიკაზე, ვინაიდან მან მნიშვნელოვანი ანაბეჭდი დატოვა გეოპოლიტიკურ ლანდშაფტზე.

რუსეთის მიერ, ევროპაში სუვერენული საზღვრების გადაკეთების ძალისმიერმა მცდელობამ, რომელიც ორი ქართული რეგიონის უკანონო ოკუპაციით გამოიხატა,  შექმნა საშიში პრეცედენტი, რომელმაც განსაზღვრა გლობალური დამოკიდებულებები კრემლის მიმართ   მომდევნო ათწლეულის მანძილზე. 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულმა სამხედრო აგრესიამ გამომაფხიზლებელი როლი ითამაშა, ვინაიდან  მოსკოვმა გააქარწყლა მითი მათ მოჩვენებით პატივისცემაზე  დემოკრატიის მიმართ და ღიად აჩვენა თავისი ამბიციები აკონტროლოს და მუდამ თოფის სათითეზე ჰყავდეს მისი მეზობელი ქვეყნები.

რა თქმა უნდა, ქართველები ერთადერთი მსხვერპლი არ ყოფილან. 2008 წლის ოკუპაციის შემდეგ, რუსეთმა გააძლიერა არატრადიციული ან ჰიბრიდული ომის წარმოება: სუვერენულ მთავრობებზე ზეწოლა  ძალადობრივი ენერგიის პოლიტიკით, ფინანსური გამოძალვებით, ჰიბრიდული ოკუპაციით, ანექსიითა და დეზინფორმაციით - ეს ამ დროისთვის უკვე ნაცნობი პუტინის თამაშია.

2008 წელს, საქართველო იყო პირველი სუვერენული სახელმწიფო, რომელმაც იგრძნო ამ ტაქტიკის ჭეშმარიტი გავლენა. შემდეგ, როგორც ახლა, ეს ყველაფერი მიმალული იყო ნებითი უარყოფის ჭრილში, რაც დიდი ხნის განმავლობაში საშუალებას აძლევდა რუსეთს თავიდან აეცილებინა სანქციები საერთაშორისო სამართლის ამ უხეშ დარღვევებზე. ზოგი ამტკიცებს, რომ ახლა გამოყენებული სანქციებიც კი არათანმიმდევრული და არასაკმარისია.

მიუხედავად ამისა, საქართველომ გადალახა ეს და სხვა გამოწვევები 2000-იანი წლების შუა პერიოდში და მიაღწია წარმატებას. დღეს ქვეყანა მკვეთრად გამოთქვამს საყვედურს რუსეთის მკაფიო ავტორიტარიზმზე და მაგალითია სხვა ერებისათვის, რომლებიც რუსეთის სამიზნეში შესაძლოა აღმოჩნდნენ.

მთავრობამ დასავლეთთან ინტეგრაციისთვის და საბჭოთა წარსულთან საბოლოო კავშირის გაწყვეტისთვის გააორმაგა ძალისხმევა: განხორციელდა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, საქართველო შეუერთდა ნატოს კიბერუსაფრთხოების პლატფორმას, დანერგა ევროპარლამენტის სტანდარტის ახალი საარჩევნო სისტემა  რომ გააძლიეროს დემოკრატია. საქართველოს საზოგადოების 80% -ი მხარს უჭერს  ევროპულ მიმართულებას. სხვამ რა, თუ არა ამ მიღწევებმა გამოიწვია რუსეთის აღშფოთება, რომელიც ხედავს რომ საქართველოს დესტაბილიზაციის შედეგები ფუჭია. 

COVID-19- ის პანდემიამ გამოაჩინა რომ რუსეთმა გააძლიერა ჰიბრიდული არსენალი, მათ შორის აგრესიული მედია პროპაგანდა. საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ერთ  ერთი ლაბორატორია, რიჩარდ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევის ცენტრი,  გახდა რუსული დეზინფორმაციული კამპანიების მთავარი სამიზნე.  სწორედ დეზინფორმაციის ფარგლებში გავრცელდა ჭორი თითქოს ლუგარის ცენტრმა შეიმუშავა პათოგენური აგენტები სამხედრო მიზნების განსახორციელებლად. სწორედ ეს არის სიცრუისა და პროპაგანდის კლასიკური ნაზავი, რომელიც 2008 წლიდან ომის მუდმივ მახასიათებლად გადაიქცა.

უფრო მეტიც, 2020 წლის 11 ივნისს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლი გახსნეს და დაჭრეს ადგილობრივი მშვიდობიანი მოქალაქე, ზაზა გახელაძე, რომელიც შემდეგ უკანონოდ დააკავეს. COVID-19  ის დროს, ზემოაღნიშნული მოქმედებები წარმოადგენს მიზანმიმართულ მცდელობას სიტუაციის ესკალაციის და ადგილზე უსაფრთხო გარემოს დესტაბილიზაციისკენ, რაც სერიოზულ გავლენას ახდენს მშვიდობიანი და სტაბილური ევროპის პერსპექტივაზე,"- ნათქვამია გამოქვეყნებულ წერილში.

]]>
08-08-2020 12:33 +0400
NATO მოუწოდებს რუსეთს გაიყვანოს ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები https://rustavi2.ge/ka/news/172301

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს ძალები საქართველოს ტერიტორიიდან - ამის შესახებ სოციალურ ქსელში კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ დაწერა.

"უკვე 12 წელი გავიდა, რაც რუსული ჯარები უკანონოდ იმყოფება საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტზე.

ათასობით ქართველი განდევნეს საკუთარი სახლებიდან და მიწიდან. ნატო კვლავ განაგრძობს საქართველოს აღიარებას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები,"- აღნიშნულია განცხადებაში. 

]]>
08-08-2020 12:31 +0400
რუსეთ-საქართველოს ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ლიდერებმა რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაცია დაგმეს https://rustavi2.ge/ka/news/172298

რუსეთ-საქართველოს ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის უსაფრთხოების კომიტეტის ლიდერებმა დაგმეს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაცია და გამოხატეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი სრული მხარდაჭერა.

მათ ასევე ყურადღება გაამახვილეს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობაზე.

ეუთომ ღრმა შეშფოთება გამოხატა იმ ფაქტის გამო, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, რომელიც ეუთოსა და გაეროს მისიების დახურვის შემდეგ, ადგილზე ერთადერთი საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმია, კვლავაც არ აქვს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებზე წვდომა.

]]>
08-08-2020 12:28 +0400
აშშ საქართველოს გვერდით დგომას რუსეთის აგრესიის წინაშე განაგრძობს - აგვისტოს მოვლენებს სენატორი რონ ჯონსონი გამოეხმაურა https://rustavi2.ge/ka/news/172299

აგვისტოს მოვლენებს სენატორი რონ ჯონსონი გამოეხმაურა. ამერიკელმა სენატორმა დაწერა, რომ შეერთებული შტატები საქართველოს გვერდით დგომას რუსეთის აგრესიის წინაშე განაგრძობს. ჯონსონმა რუსეთს საქართველოს ტერიტორიებიდან ჯარების გაყვანა მოუწოდა.

რუსეთის საქართველოში შეჭრიდან 12 წლის თავზე წერს ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანეც.

ევროპარლამენტარის თქმით, რუსეთი კვლავ აგრძელებს ბოროტ ქმედებას, რაც მიმართულია ორი რეგიონის ანექსიისკენ, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოს საერთაშორისო დონეზე აღიარებული ტერიტორიის 20 პროცენტს. აგვისტოს მოვლენები გაიხსენა იან კელიმაც.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი წერს, რომ პუტინის რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევას აგრძელებს და ოკუპირებული აქვს მისი ტერიტორიების 20 პროცენტი.

]]>
08-08-2020 12:27 +0400
ქართველმა ხალხმა მსხვერპლი გაიღო, რათა უფრო დემოკრატიული სახელმწიფო აეშენებინა - შტატების წარმომადგენელთა პალატა https://rustavi2.ge/ka/news/172297

რუსულ აგრესიას, რომელიც ოკუპანტმა ქვეყანამ საქართველოს ტერიტორიაზე განახორციელა, ქვეყნის ფარგლებს გარეთაც იხსენებენ.

აგვისტოს მოვლენებიდან 12 წლისთავს გამოეხმაურა შტატების წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ელიოტ ენეგელი და კომიტეტის წევრი მაიკლ მაკკაული.

ერთობლივ განცხადებაში ამერიკელი პოლიტოსები აცხადებენ, რომ ქართველმა ხალხმა მსხვერპლი გაიღო, რათა უფრო დემოკრატიული სახელმწიფო აეშენებინა. საქართველომ კი დაამტკიცა, რომ შტატებისა და ნატო-ს მნიშვნელოვანი პარტნიორია.

]]>
08-08-2020 12:15 +0400
ჩვენ ომმა ვერ დაგვამარცხა საბოლოოდ, ჩვენ ვართ დემოკრატიული, დამოუკიდებელი ქვეყანა - სალომე ზურაბიშვილი https://rustavi2.ge/ka/news/172300

რუსეთ-საქართველოს ომის მე-12 წლისთავს საქართველოს პრეზიდენტი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ყოფნისას გამოეხმაურა, სადაც დაღუპულ გმირებს ხელისუფლების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს. სალომე ზურაბიშვილის თქმით, მტრის მცდელობის მიუხედავად საქართველო ომმა ვერ დაამარცხა და ქვეყანა დემოკრატიული და დამოუკიდებელია და წინსვლას აგრძელებს:

"დღევანდელი საქართველოს რეალობა ის არის, რომ ჩვენ ომმა ვერ დაგვამარცხა საბოლოოდ. ომისა და ოკუპირებული ტერიტორიების მიუხედავად ჩვენ ვართ ძლიერად, დემოკრატიული, თავისუფალი, დამოუკიდებელი ქვეყანა. ამის ნიშანი არის ის გამოხმაურება რაც იყო დღეს, გუშინ და გუშინწინ ყველა ჩვენი მეგობრისგან, საერთაშორისო თანამეგობრობისგან, რომლებსაც არ ავიწყდებათ ის რაც მოხდა და არ ეგუებიან, როგორც ჩვენ არ ვეგუებით. ეს არის ჩვენი მთავარი გამარჯვება, რომ ჩვენ წინ მივდივართ და წარმატებით მივდივართ ისე რომ არ ვეგუებით, არ ვუთმობთ რუსეთს, ქედს არ ვიხრით, ეს იყო ის რაც საქართველო ყოველთვის იყო და იქნება," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციაზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, ტერიტორიების და ხალხების გაერთიანების საწინდარი საზოგადოების ერთობაა:

"ჩვენ ერთიანობის მაგივრად ვართ ჩავარდნილი ისეთ სიძულვილში, რაც ხელს მხოლოდ ერთს ჩვენ მტერს აძლევს.ჩვენ თუ გვინდა, რომ ტერიტორიები და ხალხები გავაერთიანოთ, ამისი საწინდარი არის ჩვენი ერთობა," - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

]]>
08-08-2020 12:11 +0400
პრინციპული პოლიტიკით ხელისუფლება აუცილებლად შეძლებს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ვინაიდან სიმართლე ჩვენს მხარეს არის - არჩილ თალაკვაძე https://rustavi2.ge/ka/news/172295

გმირი ჯარისკაცების ღვაწლი, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ გაიხსენა. მისი განცხადებით, თანმიმდევრული და პრინციპული პოლიტიკით ხელისუფლება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენს.

"მშვიდობიან, სტაბილურ, დემოკრატიულ განვითარებას, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება უზრუნველყოფს - ალტერნატივა არ აქვს. თანმიმდევრული და პრინციპული პოლიტიკით, ჩვენ აუცილებლად შევძლებთ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ვინაიდან სიმართლე ჩვენს მხარეს არის. საქართველოს საერთაშორისო თანამეგობრობის ძლიერი მხარდაჭერა აქვს," - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ. 

აგვისტოს მოვლენებიდან ზუსტად 12 წელი გავიდა. 170 სამხედრო, 14 პოლიციელი და 224 სამოქალაქო პირი. 2 ათასი დაჭრილი, 130 ათასი იძულებით გადაადგილებული, რომელთაგან 30 ათასი დღემდე დევნილია და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები. ომი, რომელიც ფაქტობრივად დღემდე გრძელდება. მცოცავი ოკუპაცია, მოქალაქეების გატაცება, მკვლელობა, დაჭრა და თავისუფლების უკანონო შეზღუდვა. ეს არის რუსული ჩექმის კვალი.

 

]]>
08-08-2020 12:06 +0400
ორბელიანების სასახლეში დროშა დაუშვეს - ცერემონიას გიორგი ანწუხელიძის ოჯახიც ესწრებოდა https://rustavi2.ge/ka/news/172296

სახელმწიფო დროშები დაუშვეს ადმინისტრაციულ შენობებზე. პრეზიდენტმა ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ოჯახთან ერთად, დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

ორბელიანების სასახლეში, დროშის დაშვების ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო და თავდაცვის მინისტრებმა. 

]]>
08-08-2020 12:03 +0400
როდესაც ჩვენი სამხედროები გმირულად იბრძოდნენ, ვნახეთ, მაშინდელი მთავარსარდალი მიწაზე გართხმული იყო - ირაკლი ღარიბაშვილი https://rustavi2.ge/ka/news/172292

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, მუხათგვერდის სასაფლაოზე, სადაც გმირი ჯარისკაცების საფლავებს პატივი მიაგეს განაცხადა, რომ გმირი სამხედროების დაღუპვა, მაშინდელი მემკვიდრეობის შედეგია, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს დაუტოვა. 

"მინდა, გმირი სამხედროების ოჯახის წევრებს მივუსამძიმრო, მათ თავი გასწირეს ჩვენი სამშობლოსათვის. აგვისტოს ომი ჩვენი ყველას ტრაგედიაა, რომელმაც უზარმაზარი ნგრევა და დესტაბილიზაცია მოუტანა ჩვენს ქვეყანას. ოკუპაცია გრძელდება და მისი შედეგები უმძიმესია ჩვენი მომავალი თაობისთვის. ჩვენი მთავრობა პრაგმატული პოლიტიკით ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ასეთი მძიმე განსაცდელი, არასოდეს განმეორდეს. ეს ტრაგედია აუცილებლად უნდა დასრულდეს.

დღეს აქ ვნახეთ გმირი სამხედროების ოჯახები, რომლებიც განადგურებულები არიან, ეს იმ მძიმე მემკვიდრეობის შედეგია, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებამ დაუტოვა ჩვენს მთავრობას. მახსოვს, უპასუხისმგებლო, მოღალატე პოლიტიკოსების განცხადებები და მათი მოღალატეობრივი ქმედებები ომის დროს, როდესაც ჩვენი სამხედროები გმირულად იბრძოდნენ, ვნახეთ მაშინდელი მთავარსარდალი მიწაზე გართხმული იყო," - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

]]>
08-08-2020 11:56 +0400
ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა იყო გმირის მეუღლე, ჩვენ ვამაყობთ მისით და ეს ასე გაგრძელდება ყოველთვის - გიორგი ანწუხელიძის ცოლი https://rustavi2.ge/ka/news/172290

დღეს 8 აგვისტოა, ქვეყანა იხსენებს გმირებს და რუსული აგრესიის იმ შედეგს, რომელიც დღემდე გრძელდება.

ამ წუთებში მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებიან გიორგი ანწუხელიძის მშობლებიც. 

"12 წელი გავიდა, ძალიან მძიმე წლები იყო. რთულია, მაგრამ ამავდროულად საამაყოა. მსურს, რომ ამ გმირი ბიჭების ამაგი დაფასებულიყოს და იმ მიწების დიდი ნაწილი, რაც ოკუპირებულია დაბრუნებულიყოს. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, იყო გმირის მეუღლე და ოჯახის წევრი. ჩვენ ვამაყობთ მისით და ეს ასე გაგრძელდება ყოველთვის,"- განაცხადა საქართველოს გმირის, გიორგი ანწუხელიძის მეუღლე მაკა ჩიკვილაძემ. 

IV ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაიღუპა. ანწუხელიძე დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, მედლით "სამშობლოსათვის თავდადებული“ და მინიჭებული აქვს ეროვნული გმირის წოდება. მის სახელს ატარებს სერჟანტთა აკადემია. 

 

 

]]>
08-08-2020 11:46 +0400
ჩვენ არ ვამბობთ, რომ ომი საქართველომ დაიწყო, მაგრამ ამ საკითხში უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება სააკაშვილსა და მის გუნდს - კახა კალაძე https://rustavi2.ge/ka/news/172289

ვინ დაიწყო რუსეთ-საქართველოს ომი - თბილისის მერის კახა კალაძე აცხადებს, რომ ომი საქართველოს არ დაუწყია, თუმცა, სააკაშვილმა და მისმა გუნდმა ვერ მოახერხეს ამ დიდი უბედურების თავიდან აცილება. 

"ჩვენ არ ვამბობთ, რომ ომი საქართველომ დაიწყო, მაგრამ ამ საკითხში უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება სააკაშვილსა და მის გუნდს, რადგან ვერ მოახერხეს ამ დიდი უბედურების თავიდან აცილება," - განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძემ იმაზეც ისაუბრა, თუ რატომ არ მიდიან მთავრობის წარმომადგენლები ძმათა სასაფლაოზე 7 აგვისტოს, ომის დაწყების დღეს, მათი ოპონენტებისაგან განსხვავებით. 

"ჩვენი ოპონენტები, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, ყოველთვის 8 აგვისტოს გადიოდნენ ძმათა სასაფლაოზე, შესაბამისად, ჩვენც ასე ვიქცევით და 8 აგვისტოს ამოვდივართ აქ,"- აღნიშნა კახა კალაძემ. 

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან, 12 წელი გავიდა. 

]]>
08-08-2020 11:40 +0400
ოკუპაცია ეს არის ყველაზე დიდი ბოროტება და ჩვენ ამას არასოდეს შევეგუებით - კახა კალაძე https://rustavi2.ge/ka/news/172286

თბილისის მერმა კახა კალაძე მუხათგვერდის სასაფლაოზე დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო. მან აღნიშნა, რომ საქართველო ოკუპაციას არასოდეს შეეგუება და ამისათვის ოკუპანტების წინააღმდეგ სხვადასხვა მეთოდი უნდა გამოიყენოს საქართველომ.

"საშინელი დღეებიდან 12 წელი გავიდა, რომელსაც უდანაშაულო ადამიანების სიკვდილი და ტერიტორიების დაკარგვა მოჰყვა. ოკუპაცია, ეს არის ყველაზე დიდი ბოროტება და ჩვენ ამას არასოდეს შევეგუებით. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამისათვის, ოკუპაციას უნდა ვებრძოლოთ განათლებით, გონიერებით, ეკონომიკური განვითარებით და წინსვლით. ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ დაკარგულ ტერიტორიებს,"- განაცხადა კახა კალაძემ.  

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან, 12 წელი გავიდა. 

 

]]>
08-08-2020 11:31 +0400
რატომ არ იყო მთავრობის წევრების მიერ აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებში  ნახსენები პუტინი - გიორგი გახარიას პასუხი https://rustavi2.ge/ka/news/172285

რატომ არ იყო გუშინ, მთავრობის წევრების მიერ, აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებში  ნახსენები პუტინი? - ამაზე გიორგი გახარია ამბობს, რომ რადგან რუსეთის ჯარის შემოჭრაზე იყო საუბარი, აქ იგულისხმებოდა პუტინიც. 

"რუსეთის ჯარი შემოიჭრა საქართველოში, ეს კი იყო ვლადიმერ პუტინის დავალებით. მიუხედავად ქვეყნის ბედით და მომავლით სპეკულირებისა და პერსონალური ადამიანების პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, ვახერხებთ და ვაღრმავებთ პარტნიორობას, ჩვენ ძირითად სტრატეგიულ პარტნიორებთან. ეს არის, ნატო, აშშ და ევროკავშირი. ამ მიმართულებით, ვინც რა სახის სპეკულირება არ უნდა გააგრძელოს, საქართველოსა და სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობას არაფერი ემუქრება. პირიქით, ეს ურთიერთობა ისეთი გახდა, როგორიც არასოდეს ყოფილა,"- განაცხადა გიორგი გახარიამ. 

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან, 12 წელი გავიდა. 

 

]]>
08-08-2020 11:29 +0400
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გადმოლახეს საქართველოს საზღვარი და სრულმასშტაბიანი აგრესია დაიწყეს - ასე პასუხობს პრემიერი კითხვას, თუ ვინ დაიწყო ომი https://rustavi2.ge/ka/news/172284

ჟურნალისტების კითხვაზე, ეთანხმება თუ არა ფრაზას, რომ ომი საქართველომ დაიწყო, გიორგი გახარია პასუხობს, რომ 2008 წლის აგვისტოში რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გადმოლახეს საქართველოს საზღვარი და სრულმასშტაბიანი აგრესია დაიწყეს.

"ასე დაიწყო ომი საქართველოში. ამ ომის შედეგად დაკარგული გვაქვს 20% ტერიტორიების, ასობით მოქალაქე დავკარგეთ, ქვეყნის განვითარების პერსპექტივა დავკარგეთ. როცა ოკუპირებულ 20%-ზე ვსაუბრობთ, ხომ არ გგონიათ, რომ მიწაზეა მხოლოდ საუბარი, ადამიანებზეა საუბარი. დღეს საქართველოში მხოლოდ ამ ომის შედეგად 30 ათასი საკუთარი სახლიდან დევნილი ადამიანი გვყავს, ეს არის ამ ომის შედეგი.

ყოველთვის ვამბობდით, რომ მშვიდობა და მშვიდობიანი ქმედებები, გონივრული პოლიტიკა არის ერთადერთი შესაძლებლობა იმისთვის რომ ქვეყანაში მოხდეს განვითარება, მშვიდობა ნებისმიერი განვითარების პირობაა," - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფება. ომში დაღუპულებისთვის პატივის მისაგებად მასთან ერთად ქვეყნის პრეზიდენტი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც იმყოფებიან.

]]>
08-08-2020 11:25 +0400
ჩვენ უნდა მივაღწიოთ საბოლოო მიზანს, ქვეყნის დეოკუპაციასა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას - ეს უნდა იყოს ჩვენი მიზანი საბოლოო გამარჯვებამდე - გიორგი გახარია https://rustavi2.ge/ka/news/172283

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მისულმა პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეების ძირითადი მიზანია, ქვეყნის დეოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.

"ეს დღე უაღრესად მძიმეა საქართველოს უახლეს ისტორიაში, მაგრამ ჩვენი ვალია, ყველაფრის მიუხედავად, პატივი მივაგოთ მათ ყოველ დღე.

საქართველომ ამ ომში ასობით მოქალაქე დაკარგა და ოკუპირებული გახადა საქართველოს ტერიტორიების 22%, ეს არის, დღეს, საქართველოს ყველაზე დიდი გამოწვევა. ჩვენი მოვალეობაა გვახსოვდეს ყველა დაღუპული. ჩვენ უნდა მივაღწიოთ საბოლოო მიზანს, ქვეყნის დეოკუპაციას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ეს უნდა იყოს ჩვენი მიზანი საბოლოო გამარჯვებამდე," - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან, 12 წელი გავიდა. 

 

]]>
08-08-2020 11:20 +0400
მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების საფლავებთან ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ https://rustavi2.ge/ka/news/172282

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების საფლავებთან, ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ.

გმირი ჯარისკაცების პატივის მისაგებად, ადგილზე იმყოფება საქართველოს პრემიერი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და დედაქალაქის.

მუხათგვერდის სასაფლაოზე იმყოფება არჩილ ტატუნაშვილის ოჯახიც. ტატუნაშვილის მამის სურვილია, რომ მისი შვილი ოკუპაციის ბოლო მსხვერპლი იყოს. 

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან, 12 წელი გავიდა. 

]]>
08-08-2020 11:12 +0400
"დანის ჩარტყმა არ მინდოდა, მაგრამ თავში რომ ჩამერტყა ნამდვილად მქონდა სურვილი" - ნინო ბურჯანაძის თქმით, 7 ნოემბრის აქციის და "იმედის" დაბევასთან კავშირი არ აქვს https://rustavi2.ge/ka/news/172279

"ქართული საზოგადოება შედგა, ქართული სახელწიფო შედგა" - "ღამის კურიერის" წამყვანმა "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძეს 2007 წლის 7 ნოემბრისა და ტელეკომპანია "იმედის" დარბევის შემდეგ გაკეთებული ფრაზა შეახსენა და აღნიშნა, რომ  მაშინდელ პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძეს გამოსვლისას,  9 წუთის განმავლობაში,  ტელეკომპანია "იმედი" არ უხსენებია.

ბურჯანაძე ამბობს, რომ ის იყო ერთადერთი იყო ვინც, "იმედის" თანამშრომლებს მოუბოდიშა. მისივე თქმით, დარბევის გადაწყეტილება მას არ ეკუთვნოდა და ტელევიზიით გაიგო.

"შედგა ცუდი სახელმწიფო, მაგრამ საზოგადოება შედგა იმიტომ რომ საზოგადოებამ გააკეთა ყველაფერი იმისათვის, რომ სამოქალაქო დაპირისპირებაში არ გადასულიყო ის უბედურება და ხელისუფლების დანაშაული.

ძალიან რბილი გამოსვლა იყო სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ, კი ბატონო, იმიტომ კი არა რომ გუნდის წევრი ვიყავი, არამედ მქონდა პასუხისმგებლობა, რომ ის რაც მოხდა ქუჩაში, არ გადასულიყო სამოქალაქო დაპირისპირებაში. მე იცით რა მიკვირს, ყველა ჟურნალისტს, რომელსაც სურს კრიტიკული კითხვები დასვას, ახსენდება ხოლმე ეგ ფრაზა, მაგრამ თქვენ არ გახსოვთ, პარლამენტის კარები ვინ გააღოო და ხალხი ვინ გადაარჩინა დაღუპვას?! 

იცით, როგორი განცდა მაქვს, იმ "კურიერში" ვზივარ, რომელიც 2008 წლიდან 2012 წლამდე იყო ხოლმე და მისვამდნენ კითხვებს. უცნაური ასოციაცია გამიჩნდა. თქვენ ვინმე იცით ქართული ხელისუფლებიდან, მეორე დღეს "იმედის" აღმაშფოთებელი დარბევიდან შეხვდა იმედის ჟურნალისტებს, მოისმინა მათგან უკიდურესად აღშფოთებული სამართლიანი სიტყვები და ბოდიში მოუხადა. ერთადერთი ნინო ბურჯანაძე იყო, რომელიც კატეგორიული წინააღმდეგი იყო 7 ნოემბრის დარბევის, მით უმეტეს "იმედის" იმ ფორმით დარბევის და საერთოდ არც ვიცოდი, რომ მსგავსი რამ მოხდებოდა. ერთადერთი მე ვიყავი, რომელიც "იმედის" ჟურნალისტები პარლამენტში მოვიწვიე და მთელი შემადგენლობა. ძალიან მძიმე სიტყვები მოვისმინე, რომელიც მე არ მეკუთვნოდა, ეკუთვნოდა სხვას. მე არაფერ შუაში არ ვიყავი "იმედის" დარბევასთან. არც ვიცოდი საერთოდ, ტელევიზორით გავიგე. გადაწყვეტილება არ იყო ჩემთან შეთანხმებული. მე პასუხისმგებლობას ვიღებ ყველაფერზე. თუმცა არასოდეს არავინ არ მეკითხება, იმ გუნდმა რამე კარგი გააკეთა?! იმიტომ წამოვედი 2008 წელს, ფასმა კარგისა და ცუდის გადაწონა, დაიწყო გადაწონა ცუდის მხარეს.

ბურჯანაძის გასასამართლებლად თუ დამიძახეთ არც ეგ არ არის პრობლემა. სასამართლოებზეც ბევრზე დავდივარ, როგორც სააკაშვილის წყალობით დავდიოდი, ახლა ივანიშვილის წყალობით," - განაცხადა ბურჯანაძემ.

გარდა ამისა, ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ 7 ნოემბრის შემდეგ მაშინდელმა პრეზიდენტმა მომიტინგეებთან დასაპირისპირებლად აქტივისტები ჩამოიყვანა რეგიონებიდან, რასაც შესაძლოა, სამოქალაქო დაპირისპირება მოჰყოლოდა. 

"თქვენ გახსოვთ კანცელარიის წინ სირბილით მისული ბურჯანაძე, რომელიც კანცელარიის კარზე ზურგით დგას და ელაპარაკება "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებს. 2007 წლის ნოემბერზე ვსაუბრობ. ეს არის ის ვითარება, როდესაც ჯარი არის აჯანყების პირას, იმიტომ რომ ჯარისთვის მიუღებელი იყო, რაც მოხდა 7 ნოემბერს და ამავდროულად, მე ვიღებ ინფორმაციას, რომ პრეზიდენტის ბრძანებით რეგიონებიდან ყვითელი ავტობუსებით ჩამოიყვანეს აქტივისტები, რომელიც უნდა დაეპირისპირებინათ მომიტინგეებისთვის. ეს გამოიწვევდა სამოქალაქო ომს. მოდი ამოვიღოთ ეს კადრი, იმ კადრში იმის, ვიღაცა ამბობს, მაგას ვინ ეკითხებაო," - განაცხადა ბურჯანაძემ და აღნიშნა, რომ  მან ყოფილ პრეზიდენტს სააკაშვილს კატეგორიულად მოსთხოვა, რომ ეს ადამიანები არ დაეპირისპირებინა მომიტინგეებთან. 

"როცა გუნდში ხარ კრიტიკულ სიტუაციაში გუნდში ზურგში დანის ჩარტყმა, რაც არ უნდა ამის დიდი სურვილი გქონდეს, დანის ჩარტყმა არ მინდოდა, მაგრამ თავში რომ ჩამერტყა ნამდვილად მქონდა სურვილი. ვაფრთხილებდი მე მათ, რა მოხდებოდა 7 ნოემბერს და არავითარი აუცილებლობა იმ მიტინგის დარბევის არ არსებობდა," - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. 

]]>
08-08-2020 00:17 +0400
საქართველო-რუსეთის ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით ყველა სახელმწიფო უწყებაზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაეშვა https://rustavi2.ge/ka/news/172278

აგვისტოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით, ყველა სახელმწიფო უწყებაზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაეშვა.

საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, დროშები დაუშვეს მთავრობის ადმინისტრაციაზე, პრეზიდენტის სასახლეზე და სხვა შენობებზე.

რუსული აგრესია და ქვეყნის ოკუპაცია აგვისტოს ომიდან 12 წლის შემდეგაც საქართველოს მთავარ გამოწვევად და საფრთხედ რჩება.

2008 წლის რუსული სამხედრო აგრესიის დროს 170 ქართველი სამხედრო, 14 პოლიციელი და 228 სამოქალაქო პირი დაიღუპა. 130 ათას ადამიანს იძულებით მოუხდა საკუთარი საცხოვრებლის დატოვება. 30 ათასამდე მოქალაქე კი ამ დრომდე საკუთარ ქვეყანაში დევნილია.

]]>
07-08-2020 23:57 +0400
საქართველოს ხელისუფლება, ქართველი ხალხი და საერთაშორისო საზოგადოება არასდროს შეეგუება ოკუპაციას - "ქართული ოცნება" https://rustavi2.ge/ka/news/172277

"ქართული ოცნება" 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ განცხადებას აქვეყნებს. მასში ნათქვამია, რომ საქართველო ომის შედეგებს დღემდე იმკის, მათ შორისაა ბორდერიზაცია, ადამიანების უკანონო გატაცება და ა.შ. 

გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ქართველი ხალხი ოკუპაციას არასდროს შეეგუება. 

"აგვისტოს ომი საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და ტრაგიკული მოვლენაა. ამ ომს ასობით ჩვენი უდანაშაულო თანამემამულის სიცოცხლე შეეწირა. საქართველომ დაკარგა კონტროლი კიდევ უფრო მეტ ტერიტორიაზე და ჩვენი ქვეყნის 20% დღემდე ოკუპირებულია. ომის ტრაგედიის შედეგებს დღემდე ვიმკით, მათ შორის, ბორდერიზაციის, უკანონო გატაცებებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ჰუმანიტარული ვითარების კუთხით. 

საქართველოს ხელისუფლება, ქართველი ხალხი და საერთაშორისო საზოგადოება არასდროს შეეგუება ოკუპაციას. ჩვენ ყველა შესაძლო გზით ვცდილობთ არსებული ვითარების გამოსწორებას. რაციონალური, მშვიდობაზე ორიენტირებული პოლიტიკით, ხელისუფლებამ მინიმუმამდე შეამცირა რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები, წარმატებით ხორციელდება არაღიარების პოლიტიკა, ხოლო საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისო თანამეგობრობა მტკიცედ უჭერს მხარს.

საქართველო რთულ გეოპოლიტიკურ რეგიონში იმყოფება და ჩვენ განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს, რათა უპასუხისმგებლო და დანაშაულებრივმა ნაბიჯებმა ჩვენს ქვეყანას უსაფრთხოების კუთხით დამატებითი რისკები არ შეუქმნას, რაშიც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება. 

საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს, რათა დაღუპული გმირების ოჯახებზე და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა მდგომარეობაზე იზრუნოს.

მტკიცედ გვწამს, რომ აუცილებლად შევძლებთ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციას და ევროპულ ოჯახში ღირსეულ ადგილს ერთიანი საქართველო დაიმკვიდრებს." - ნათქვამია განცხადებაში.  

]]>
07-08-2020 23:50 +0400
მესამე ძალის ვერშექმნაში დამნაშავე ივანიშვილია.. მან ჩემს პარტიას 20 ათასი ლარი წაართვა - ნინო ბურჯანაძე https://rustavi2.ge/ka/news/172276

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე "ღამის კურიერის" ეთერში წამყვანის კითხვას "რატომ ხართ "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად თუ ეს თქვენთვის ასეთი მიუღებელია?" პასუხობს, რომ ის "ნაციონალურ მოძრაობასთან" არ არის, ის არის "ლეიბორისტული პარტიის" ოფისის მაგიდის გარშემო, რომელშიც "ნაციონალური მოძრაობის" გარდა 30-მდე პარტია შედის.

"მე არ ვარ "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად. შალვა ნათელაშვილის ოფისის მაგიდის გარშემო ვარ და იქ არის არა მარტო "ნაციონალური მოძრაობა", იქ არის 30-მდე პარტია და ამ პარტიების ერთობამ ბიძინა ივანიშვილის მიერ მოპარული პროპორციული არჩევნები დაუბრუნა ქართულ საზოგადოებას. ახლა მე რა გავაკეთო მაგალითად, "ნაციონალურ მოძრაობას" რადგან გაუნათდა თავი და სწორი რაღაცა უნდოდა - პროპორციული არჩევნები, მე "ნაციონალური მოძრაობის" ჯიბრზე საწინააღმდეგო ვთქვა?" - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

ნინო ბურჯანაძის თქმით, მის მიერ მესამე ძალის ვერშექმნაში ბიძინა ივანიშვილია დამნაშავე. "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა მის პარტიას საპარლამენტო არჩევნების დროს 20 000 ლარი წაართვა.

"არა, მე არ ვგრძნობ ამ პასუხისმგებლობას, ეს არის თავიდან ბოლომდე ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობა, რომელმაც ბიუჯეტის 20 000 ლარი წაართვა ჩემს პარტიას. 

ეს საზოგადოებამ არ იცის სხვათა შორის, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ოჯახისთვის 20 000 ლარი არის უზარმაზარი თანხა, მაგრამ პარტიისთვის თქვენ ეს იცით, რომ არაფერი არ არის. 20 000 ლარიც კი, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ საპარლამენტო არჩევნებზე, ბიძინა ივანიშვილის ხელით სასამართლომ ჩემს პარტიას წაართვა, რომ ოფისის გადასახდელი ფული არ გვქონოდა ელემენტარულად და რაზე მელაპარაკებით ახლა, ამ ვითარებაში, როდესაც ყველა ჩემი თანაპარტიელი, პირველ რიგში, თუ იწყებდა სამსახურს ეუბნებოდნენ პირდაპირ, რომ ჯერ გამოდი ბურჯანაძის პარტიიდან და მერე დაიწყებ სამსახურს.

ერთ მილიმეტრში იყო ორივეჯერ ქვეყანა სამოქალაქო ომისგან და მე გადავარჩინე ქვეყანა ორივეჯერ. მესამე ძალის შექმნა არის შეუძლებელი, როდესაც შენ გებრძვის მთელი მედია საშუალებები, რომლებიც სამწუხაროდ 2008 წლიდან 2012 წლამდე მებრძოდა და ძირითადად იმ კითხვებს მისვამდა სხვათა შორის თქვენ რომ დამისვით ახლა - ოკუპანტი, პუტინი. არ არიან საზიზღრები, მე ასე არ ვუყურებ ჟურნალისტებს, უბრალოდ ფაქტის კონსტატირებას ვახდენ. 2008 წლიდან 12 წლამდე იყო ტერორი და მე არ შემშინებია 4 წლის განმავლობაში ძალიან არაკომფორტულ მდგომარეობაში წამოვსულიყავი ხელისუფლებიდან არადემოკრატიულ სახელმწიფოში და მებრძოლა ავტორიტარი მმართველის წინააღმდეგ," - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

]]>
07-08-2020 22:56 +0400
"ეს არ იყო სიტყვა მობოდიშება, ეს იყო წუხილი" - ნინო ბურჯანაძე მოსკოვში 20 ივნისის მოვლენების გამო ბოდიშის მოხდას უარყოფს   https://rustavi2.ge/ka/news/172275

მოუხადა თუ არა ბოდიში ნინო ბურჯანაძემ 20 ივნისის მოვლენების გამო 2019 წლის ზამთარში მოსკოვში ერთ-ერთი ვიზიტის დროს დუმის ზედა პალატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს,  კონსტანტ კოსაჩოვს  - "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე "ღამის კურიერში" სტუმრობისას ამტკიცებს, რომ  გავრილოვის ღამის გამო, მას მოსკოვში ბოდიში არ მოუხდია. 

ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში გავრილოვის დაჯენა ხელისუფლების დიდი შეცდომა და მიუღებელი იყო. "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარე ამბობს, რომ ის და მისი გუნდის წევრები იყვნენ პირველები, რომელმაც ეს მოვლენა კატეგორიულად გააპროტესტეს.  

"ჩვენთვის ძალიან დამაზარალებელი იყო ის, რაც მოხდა. ეს იყო პირველ რიგში ჩვენი ხელისუფლების დანაშაული, რომ ბატონი გავრილოვი აღმოჩნდა სპიკერის სავარძელში. ეს იყო აბსოლუტურად მიუღებელი და მე და ჩემი თანაგუნდელები ვიყავით ის ადამიანები, ვინც ეს კატეგორიულად გავაპროტესტეთ. სხვათა შორის, ერთ-ერთი პირველი ვიყავით, მე მგონი არ გაგიკვირდებათ ის, რომ ჩემთვის სრულიად მიუღებელი იქნებოდა გავრილოვის სპიკერის სავარძელში ჩაჯენა. მით უმეტეს, ჩემთვის სრულიად არ იყო რთული იმის გათვლა, რას გამოიწვევდა გავრილოვის სპიკერის სავარძელში ჯდომა საზოგადოებაში. სრულიად გულწრფელ, სწორ აღშფოთებას. პირდაპირ გეტყვით, ერთადერთი რამ, რაც ჩემთვის ნამდვილად მიუღებელი იყო და არანაირად არ შემეშინდება ამის თქმა, ვის მიმართაც არ უნდა იყოს ეს მიმართული, ის რაც მე მოვისმინე შემდეგ ერთ-ერთი თქვენი კოლეგის მხრიდან და მე სულაც არ მომერიდება თქმა, რომ არც მტერს და არც მოყვარეს, ადამიანმა ზოგადად ასეთი ფრაზებით არ უნდა მიმართოს, რა ფრაზებით ჩვენ ღია ეთერში მოვისმინეთ.

ასე, რომ აქ გავრილოვის ღამესთან დაკავშირებით კი არ იყო ჩემი წუხილი, მე გამოვთქვი წუხილი ნამდვილად და ჩემი წუხილი დაკავშირებული იყო ზუსტად იმასთან, რომ ასეთი არაპროფესიონალური და არასწორი ნაბიჯი გადადგა  ჩვენმა ხელისუფლებამ.  

ეს არ იყო სიტყვა მობოდიშება, ეს იყო წუხილი. წუხილი ახლაც შემიძლია გამოვთქვა, იმიტომ რომ ძალიან დააზარალა იმ მოვლენებმა საქართველო, პირველ რიგში დააზარალა იმიტომ რომ შეწყდა ავია ფრენები, ძალიან ბევრი ადამიანი დაზარალდა, კიდევ უფრო გამწვავდა რუსულ-ქართული ურთიერთობები. თუ არ ჩათვლით იმას, რომ პროპორციული არჩევნები მოვიპოვეთ ამ ინციდენტის შემდეგ, რა თქმა უნდა, საქართველო მხოლოდ და მხოლოდ დაზარალდა,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. 

]]>
07-08-2020 22:40 +0400
უნდა ვიხილოთ თუ არა პუტინი და მედვედევი დამნაშავეთა სკამზე - ნინო ბურჯანაძის თქმით, მისი მხრიდან ამაზე საუბარი არასერიოზულია https://rustavi2.ge/ka/news/172274

პუტინი და მედვედევი შესაძლებელია თუ არა აღმოჩდნენ ჰააგის სასამართლოს დამნაშავეთა სკამზე და აქვს თუ არა ამასთან დაკავშირებით რაიმე სახის ინფორმაცია - აღნიშნული კითხვით "ღამის კურიერის" წამყვანს "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძეს მიმართა.

როგორც ბურჯანაძე აცხადებს, არ იქნება სწორი თუ ამ საკითხზე ისაუბრებს. 

 "ვერ გეტყვით, მე არ მაქვს ინფორმაცია კონკრეტული რაზე ლაპარაკობს ჰააგის საერთაშორისო სასამართლო. მე არ მენდომებოდა ასეთ დეტალებში შესვლა. თქვენ აკეთებთ იმას, რომ რაც შეიძლება მეტი ე.წ. პრორუსულ ბურჯანაძეს ალაპარაკოთ რუსეთის წინააღმდეგ. ეს არ არის სწორი პოლიტიკოსის მხრიდან ამ ტიპის განცხადებების გაკეთება, ეს იქნება უბრალოდ არასერიოზულობა ჩემის მხრიდან, იმიტომ რომ აქ აუცილებლად წამოიწევა, რა დანაშაული იყო, ვინ რა დანაშაული ჩაიდინა, ეს დანაშაული, რაც ჩადენილი იყო, იყო პირდაპირი ბრძანებით თუ არა. რითი დაიწყო ომი, როგორ დაიწყო, წინ რა უძღოდა და ასე შემდეგ. ვერავინ ვერ გაასამართლებს ვერც პუტინს და ვერც მედვედევს, თუ ჩვენ ახლა ამისი ამოცანა გვაქვს და გვინდა, რომ ამაზე ვილაპარაკოთ, რომ პუტინს ელოდებით ჰააგის სასამართლოს განსასჯელის სკამზე, ისინი შემოგიტრიალდებიან და გეტყვიან, რომ სხვა არის დასაჭერი, თუნდაც ყოფილი პრეზიდენტი. იყო ძალიან დიდი ტრაგედია, რაც მოხდა. ამ ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა. მედვედევი კარგია, რომ ახსენეთ, როგორც წესი, მას არავინ არ ახსენებს ხოლმე, ყველა ახსენებს პუტინს, მიუხედავად იმისა, მე ძალიან კარგად ვიცი, ვინ როდის გაიგო ამ ომის დაწყების თუ საომარი მოქმედებების დაწყების შესახებ."- განაცხადა ბურჯანაძემ. 

მისი თქმით, პუტინი თავისი ქვეყნის ინტერსებიდან მოქმედებდა. 

"პუტინის როლი რატომ არ უნდა იყოს გამოკვეთილი, ის თავისი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა. ეს იმას, არ ნიშნავს, რომ მე მიხარია. თქვენ რა გინდოდათ ახლა, რომ პუტინს საქართველოს ინტერესების სასარგებლოდ ემოქმედა?! ჰააგის სასამართლოზე ჩვენ ვერ ვისაუბრებთ, იმიტომ რომ სხვა საკითხები და საქმეები არის გატანილი, უბრალოდ არ მიმაჩნია დღეს სწორად ამაზე ლაპარაკი. პოლიტიკურად ჩემ მიმართ არაკორექტულია, არასწორია. ჩვენ დღეს ბევრი სხვა თემაც გვაქვს. თქვენ მიგყავთ ყველაფერი წარსულთან დაკავშირებით. ამ დროს თქვენ წინ გიზით პოლიტიკოსი, რომელიც ამბობს, რომ მე ვარ ის ადამიანი, ვისაც ემოციების მიუხედავად შემიძლია ველაპარაკო ვაშინგტონსაც, ბრიუსელსაც, ყაზახეთსაც, უკრაინასაც, სომხეთ-აზებაიჯანსაც და რუსეთსაც. მე არ მაქვს არანაირი ინფორმაცია, რომელზეც დაყრდნობით შემიძლია ვთქვა, რომ მათი განცხადებებით და მათი ბრძანებებით იყო ჩადენილი დანაშაული. ომის წარმოება არის ერთი და ჰააგის სასამართლო განიხილავს დანაშაულს კაცობრიობისა და ადამიანურობის წინააღმდეგ. თუ ჩვენ ამ დავაში შევალთ, ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდებით, იმიტომ რომ დასვამენ კითხვებს, იმასთან დაკავშირებით, რაც მე არ მინდა ახლა გავიმეორო - დაისმება კითხვა, დაიბომბა თუ არ დაიბომბა ცხინვალი, ვინ გასცა ეს ბრძანება. არ მინდა ამ თემებში შესვლა. მე არ ვარ მოსამართლე, მე ვარ პოლიტიკოსი, რომელსაც დიახ, ჩემი ემოციის მიუხედავად მჭირდება და ჩემს ქვეყანას სჭირდება, მე შევძლო ლაპარაკი პუტინთანაც, მედვედევთანაც, ყაზახეთის პრეზიდენტთანაც და სხვებთანაც," - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

]]>
07-08-2020 22:30 +0400
"საქართველოს კანონმდებლობით რუსეთი ოკუპანტი გამოდის, რა თქმა უნდა" - ნინო ბურჯანაძე https://rustavi2.ge/ka/news/172272

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე "ღამის კურიერის“ ეთერში ამბობს, რომ სასაციალოა, როდესაც მას პრორუსულს უწოდებენ. ბურჯანაძის თქმით,  ის ერთადერთი პოლიტიკოსია საქართველოდან, რომელსაც რუსეთის ერთ-ერთი ცენტრალური ტელევიზიის საშუალებით, ხმამაღალი განცხადების გაკეთების არ მორიდებია და  ერთ-ერთ ტოქ-შოუში თქვა, რომ მას არ სურს "რუსული ჩექმა" საქართველოს ტერიტორიაზე. 

"საქართველოს კანონმდებლობით რუსეთი ოკუპანტი გამოდის, რა თქმა უნდა. აქ არაფერი სადაო არ არის და მე არასოდეს არ მიდავია ამაზე. უფრო მეტიც, ძალიან სასაცილოა, რომ მე პრორუსულს მეძახიან, მე არ ვიცი სხვა პოლიტიკოსი საქართველოდან, რომელიც გამოვიდა რუსეთის ცენტრალური ტელევიზიით ყველაზე პოპულარულ თოქ-შოუში, რომელმაც 100 მილიონი უყურებს და რომელმაც თქვა, რომ მე მინდა რუსი ტურისტი საქართველოში, მე მინდა რუსები მეგობრად ჩამოსულ ჩემს საქართველოში, მაგრამ მე არ მინდა რუსის ჩექმა ჩემს ტერიტორიაზე და ჩემი ამოცანაა, რომ რუსული ბაზები საქართველოდან გავიდეს. მე არ ვიცნობ სხვა პოლიტიკოსს, თუ თქვენ გეგულებათ ვინმე, ვინც რუსეთის ტელევიზიიდან მსგავსი რამე თქვა, მე მხოლოდ გამეხარდება, მაგრამ მე არ მომრიდებია არა თუ თქვენს ეთერში, რომელსაც ჩვენი თანამემამულეები უყურებენ, არამედ ეთერში რომელსაც რუსეთის პოლიტიკური ელიტა უყურებს და მთელი ის სფერო, რომელიც განსაზღვრას რუსულ პოლიტიკას და რუსეთის 100 მილიონი მოქალაქე უყურებს, მე არ მომრიდებია იმის თქმა, რომ ჩემთვის მიუღებელია რუსის ჩექმა ჩემს ტერიტორიაზე და ჩვენი სამშობლო, რა თქმა უნდა, არის აფხაზეთიც და სამაჩაბლოც,“ - განაცხადა ნონო ბურჯანაძემ.

წამყვანის კითხვაზე - ერიდება თუ არა ნინო ბურჯანაძე ოკუპანტის და პუტინის ერთ წინადადებაში მოქცევას, "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარეს იაპონიის მაგალითი მოჰყავს, რომლის თანახმადაც, ქვეყნის პრემიერ მინისტრმა სიტყვა ოკუპაცია შეცვალა დროებით უკანონოდ დაკავებულით. ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ ამის დახმარებით, მეტი შესაძლებლობა მიეცა რუსეთთან მოლაპარაკებები დაეწყო.

"ჩემთვის ოკუპირებულია ეს ტერიტორიები, უბრალოდ მე შევთავაზე საქართველოს ხელისუფლებას თავის დროზე, რომ მოვქცეულიყავით პოლიტიკურ სფეროში, ისე როგორც მოიქცა იაპონიის პრემიერ-მინისტრი, რომელმაც მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, სიტყვა ოკუპაცია შეცვალა დროებით უკანონოდ დაკავებულით, რაც საერთაშორისო სამართალში იგივეა, მაგრამ რომელიც მას აძლევდა მეტ შესაძლებლობას რუსეთთან კურილიის კუნძულებთან დაკავშირებით მოლაპარაკება დაეწყო. ეს იყო პოლიტიკური ტრიუკი, რომელსაც იყენებს იაპონია, რომელიც შეიძლება გამოიყენო პოლიტიკოსმა, მაგრამ ეს არსს არ ცვლის."- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.  

 

 



 

]]>
07-08-2020 22:15 +0400
ჩვენ დღეს გვყავს ხელისუფალი, რომელიც ეტყობა ელოდება ჭორვილაში როდის გაუვლებენ მავთულხლართებს - ნინო ბურჯანაძე https://rustavi2.ge/ka/news/172273

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე "ღამის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ ქვეყანამ ისიც ვერ მოახერხა, მავთულხლართების გავლების პროცესი შეეჩერებინა. ნინო ბურჯანაძის თქმით, ჩვენი ხელისუფალი სტრატეგიული მოთმინების შენარჩუნების მომხრეა და "ელოდება ჭორვილაში როდის გაუვლებენ მავთულხლართებს".

"ჩვენ მოვახერხეთ ჩვენი დევნილების დაბრუნება? ჩვენ ისიც კი ვერ მოვახერხეთ, რომ მავთულხლართები აქეთ არ გადმოდიოდეს და ჩვენ დღეს გვყავს ხელისუფალი, რომელიც ამბობს, რომ სტრატეგიული მოთმინება შევინარჩუნოთო, ოღონდ ეტყობა ელოდება ჭორვილაში როდის გაუვლებენ მავთულხლართებს, ღმერთმა დაიფაროს.

ამ პროცესს ჰქვია მცოცავი ოკუპაცია რუსეთის მიერ. " – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

აქვე ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ ის პროდასავლური პოლიტიკოსია, რომელსაც მიაჩნია, რომ ქვეყანა უნდა იყოს დემოკრატიული, ქვეყანაში უნდა იყოს თავისუფალი მედია და უნდა ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები. ასევე მან აღნიშნა, რომ ქვეყანაში უნდა იყოს დამოუკიდებელი სასამართლო.

"რატომ არ ვარ დღეს პროდასავლელი პოლიტიკოსი? ადამიანი, რომელსაც მიაჩნია, რომ ქვეყანა უნდა იყოს დემოკრატიული, ევროპული სტილის სახელმწიფო იმიტომ, რომ საქართველოსთვის ეს ბუნებრივია, რომ ქვეყანაში უნდა იყოს თავისუფალი მედია, რომ ქვეყანაში უნდა ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები, რომ ქვეყანაში უნდა იყოს დამოუკიდებელი სასამართლო.

ქვეყანამ უნდა გამოიყენოს სხვადასხვა პოლიტიკური და დიპლომატიური ტრიუკი, მოლაპარაკების დროს.

სამწუხაროდ, რუსეთს უხერხულობას არ უქმნის ის ფაქტი. რომ უქმნიდეს უხერხულობას, ჩვენთვის ეს უკეთესი იქნებოდა. არ თანხმდებიან, რომ ოკუპანტები არიან, არც იხილავენ ამ საკითხს, აქ ემოციებზე კი არ უნდა ვითამაშოთ," - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

"ღამის კურიერის" ეთერში ნინო ბურჯანაძემ განმარტა, რომ ის რუსეთთან ურთიერთობის დალაგების მომხრეა იმ მიზნით, რომ 2008 წელს მომხდარი ტრაგედიის განმეორება გამოირიცხოს და შევძლოთ საქართველოს ტერიტორიიდან რუსული ჯარის გაყვანა.

"ამას ჩვენ ძალით, მჯიღის ცემით გულზე, გინებით და ა.შ. და სამწუხაროდ, ვერც მარტო საერთაშორისო თანამეგობრობის ძალიან კარგი განცხადებებით, მარტო ამით ვერ შევძლებთ," - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

]]>
07-08-2020 22:12 +0400
ვინ არის პუტინი - ნინო ბურჯანაძის განმარტება https://rustavi2.ge/ka/news/172271

ვინ არის პუტინი - ამ კითხვით "ღამის კურიერის" წამყვანმა "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძეს მიმართა.

ნინო ბურჯანაძის შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, მართავს ქვეყანას, რომელის ქმედებებიც გარკვეულწილად განსაზღვრავს საქართველოს ბედს.

"რაც შეეხება ვინ არის პუტინი, ის არის ჩვენი მეზობელი სახელმწიფოს ამ შემთხვევაში ძალის მხრივ, სუპერ სახელწიფოს, ერთხელ ვთქვი რომელიღაცა ეთერში საუკეთესოს გულისხმობთო და არა, ვგულისხმობ საერთაშორისო ტერმინს - სუპერ სახელმწიფოს, რომელსაც აქვს ბირთული იარაღი, რომელსაც აქვს ძალიან დიდი ძალა და ამბიციები საკუთარი საზღვრების მიღმა ბუნებრივია, დიდი სახელმწიფოსთვის ბუნებრივი, თორემ, რა თქმა უნდა, სასურველი არა. ეს არის ადამიანი, რომელიც მართავს ქვეყანას, რომლის ქმედებებზე, სამწუხაროდ, საქართველოს ბედიც არის გარკვეულწილად დამოკიდებული. ეს არის რეალობა," -აღნიშნა ბურჯანაძემ.

კითხვაზე 130 000 იძულებით გადაადგილებული პირიდან, საიდანაც 30 000 დღემდე დევნილი რჩება და 400 დაღუპული ადამიანის ოჯახის წევრებისა და 2000 დაჭრილისთვის, ვინ არის პუტინი, ბურჯანაძე აღნიშნავს, რომ პოლიტიკოსებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა მსგავსი უბედურება არ განმეორდეს.

"მოწინააღმდეგე, რა თქმა უნდა, რომელსაც ისინი ადანაშაულებენ უბედურებაში, რაც მოხდა, მაგრამ ეს არ არის გამოსავალი. ეს ემოცია არ არის გამოსავალი. ამ ადამიანებს აქვთ თავისი ემოცია, დამოკიდებულება, მაგრამ ისინი არ არიან პოლიტიკოსები. პოლიტიკოსებს არ აქვთ უფლება აყვნენ ემოციას და პოლიტიკოსებმა უნდა გააკეთონ ყველაფერი იმისათვის, რომ ეს ადამიანები დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში. გარდაცვლილებს, სამწუხაროდ, არაფერი არ ეშველებათ. მაგრამ პოლიტიკოსებმა უნდა გააკეთონ ყველაფერი იმისათვის, რომ მსგავსი უბედურება აღარ განმეორდეს. ჩვენი ახალგაზრდები არ დაიღუპონ წინასწარ წასაგებად განწირულ ომში," - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ

]]>
07-08-2020 22:10 +0400
კრემლს აგრესიისთვის ტრადიციული გზები აღარ ჰყოფნის - "გლობალური ჩართულობის ცენტრმა" ანგარიშში დეზინფორმაციის ველზე მოსკოვს წამყვანი ადგილი მიაკუთვნა https://rustavi2.ge/ka/news/172263

უკვე დიდი ხანია აგრესიისთვის კრემლს ტრადიციული გზები აღარ ჰყოფნის. ქვეყნის ტერიტორიების დაპყრობის შემდეგ იგი აქტიურად ცდილობს დაიპყროს ადამიანების გონება. რუსი ტექნოლოგები მსხვერპლს შენიღბული ან საკმაოდ ღია მეთოდებით უტევენ. ამას ადასტურებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დღევანდელი ანგარიშიც, რომლითაც "გლობალური ჩართულობის ცენტრმა" რუსული ტაქტიკა გამოააშკარავა და დეზინფორმაციის ველზე მოსკოვს წამყვანი ადგილი მიაკუთვნა. არაერთ მაგალითში საქართველოც მოხვდა.

ანგარიშში სხვა მედიასაშუალებებთან ერთად საუბარია რუსეთის სახელმწიფო სააგენტოს, "როსკომნადზორის" მიერ ანექსირებულ ყირიმში დაფუძნებულ "ნიუს ფრონტზე", რომელიც ახალ და მცდარ ამბებს 7 ენაზე აქვეყნებს. მასალა კრემლისტური ნარატივებით  ისეთ თემებზე იქმნება, როგორიცაა უკრაინის კონფლიქტი, ყირიმის ანექსია, სირიის ომი, აშშ-ის არჩევნები, NATO და COVID-19. სააგენტოს მანიპულაციები ISFED-მაც იკვლია, რომლის ანალიტიკოსი წლებია გვერდის აქტივობებს აკვირდება.

მოსაზრებების რადიკალიზაცია მოსკოვს საკუთარი ინტერესების უკეთ გასატარებლად სჭირდება და ამისთვის ბევრი სხვა პლატფორმაც აქვს. მედიის განვითარების ფონდის მკვლევარის დაკვირვებით რუსეთის მთავარი ხაზი საქართველოში ანტიდასავლური ნარატივებია, რომელიც 2014 წლიდან განსაკუთრებით გააქტიურდა.

მკვლევარზე დაყრდნობით მოსკოვი 3 წყაროს იყენებს: 1. რუსეთის სახელმწიფო უწყებები,მაგალითად საგარეო უწყება; 2. მათ მიერ დაფინანსებული მედია, მაგალითად რაშა თუდეი; 3. ე.წ. პროქსიმედიები, სააგენტოების ფართო ქსელი, რომელიც კრემლის დღის წესრიგს აჟღერებენ.

COVID-19-ის პანდემიამ ნათელი გახადა, რომ მოსკოვის მეთოდები ევოლუციონირდება. ბოლო პერიოდში ისინი აქტიურად ეწევიან ჯანდაცვის სექტორზე თავდასხმას ისეთი ამბებით, თითქოს კორონა საქართველოდან ან ამერიკიდან მოდის, რომ ლუგარში საშიში ცდები ტარდება, რომ ვაქცინა შეთქმულების თეორიის ერთ-ერთი ნაწილია და ა.შ.

გერმანული გამოცემა "ბილდი" აგვისტოს ომიდან 12 წლის თავისადმი მიძღვნილ დღევანდელ სტატიაშიც წერს, რომ კრემლმა პანდემიისას თავისი ჰიბრიდული არსენალი გააფართოვა და ვირუსის გავრცელებაში ბრალი საქართველოს დასდო. როგორც სტატიის ავტორი წერს, რუსული ტაქტიკა მიმართულია "დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის" წინააღმდეგ", რომელშიც კორონავირუსზე ტესტები ტარდება.

დეზინფორმაციული კამპანიით შეწუხებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორიც. ტედროს ადჰანო გებრეიესუსი ამბობს, რომ პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დეზინფორმაციასთან ბრძოლაც უწევს.

ოლეგ პამფილოვი თავის ახალ წიგნში რუსული დეზინფორმაციის შესახებ ვრცლად გვიყვება, ომამდე და ომის შემდეგ. ის თვლის, რომ ჰიბრიდული ომი მოსკოვმა არა 2008 წლის სამხედრო დაპირისპირებით , არამედ გაცილებით ადრე დაიწყო, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც საქართველომ NATO-სა და ევროკავშირზე საუბარი ხმამაღლა დაიწყო და ამაში დასავლეთის მხარდაჭერაც მიიღო. მკვლევარისთვის რუსეთის დეზინფორმაციული კამპანია კრახისთვისაა განწირული.

ვიდრე მოსკოვში საქართველოსა და მეზობლების წინააღმდეგ წამოწყებულ ჰიბრიდულ ომში ახალი მეთოდების შემუშავებით არიან დაკავებულები, თემის მკვლევარები საქართველოს ხელისუფლებას ამ მიმართულებით გაცილებით ეფექტური მუშაობისკენ მოუწოდებენ.

]]>
07-08-2020 21:31 +0400
არ არსებობს სხვა გზა მშვიდობის გარდა, ჩვენი ყველაზე დიდი შრომა არის ის, რომ დავიბრუნოთ ჩვენი მიწა მშვიდობიანი გზით - გიორგი გახარია https://rustavi2.ge/ka/news/172266

რუსულ აგრესიასა და ოკუპაციაზე კიდევ ერთი განცხადება პრემიერ-მინისტრმა დევნილი ოჯახებისთვის ბინების გადაცემის ღონისძიებაზე გააკეთა. 251 ოჯახი "დირსის" ახალ აშენებულ კორპუსებში შესახლდა. გიორგი გახარიას განცხადებით, 7 აგვისტო ქვეყნის უახლეს ისტორიაში უმძიმესი დღეა და მშვიდობის გარდა, არ არსებობს ტერიტორიების დაბრუნების სხვა გზა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, წლის ბოლომდე ახალ საცხოვრებელ ფართს კიდევ 2 ათასი დევნილი მიიღებს. 

"დღეს არის 7 აგვისტო, ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში უმძიმესი დღე. დღე, როდესაც დაწყებულმა ომმა დაგვაკარგვინა ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი ჯარისკაცები, დაგვაკარგინა საქართველოს ტერიტორიის 20%. დღეს, რუსეთის მიერ 12 წლის წინ ოკუპირებულ ქვეყანაში, ჯერ კიდევ უამრავი დევნილი გვყავს, რომელთაც სჭირდებათ სახელმწიფოს ზრუნვა.

ყველას კარგად გვესმის, რომ ზღვაში წვეთია, როდესაც ჩვენ დღეს ასეთი სიხარულით, პირველ რიგში ბავშვების გამო, ჩვენს დევნილებს გადავცემთ 251 საცხოვრებელს - ადამიანებს, რომელთაც ამ ომის შედეგად მოუწიათ საკუთარი სახლები დაეტოვებინათ და რომლებიც დღემდე არიან ჭერის გარეშე. რა თქმა უნდა, ყველას კარგად გვესმის, რომ ეს არის ზღვაში წვეთი. მიუხედავად იმისა, რომ 2013 წლის შემდეგ, სახელმწიფომ დევნილებს გადასცა 21 000-ზე მეტი საცხოვრისი და წელს წლის ბოლომდე კიდევ 2000 დევნილი მიიღებს ახალ საცხოვრებელ ფართს, ეს მაინც არაფერია, იმიტომ რომ ჩვენი ვალია, თითოეული ქართველის, საქართველოს თითოეული მოქალაქის, რომ გარდა იმისა, რომ ვიზრუნებთ თქვენს ყოველდღიურ კომფორტულ ცხოვრებაზე, უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ჩვენ ყველანი ერთად მშვიდობით დავბრუნდეთ ჩვენს მიწაზე.

უნდა გვახსოვდეს ერთი რამ - არ არსებობს სხვა გზა მშვიდობის გარდა, ჩვენი ყველაზე დიდი შრომა არის ის, რომ დავიბრუნოთ ჩვენი მიწა მშვიდობიანი გზით, ყოველდღიური შრომით, ყოველდღიური სწავლით, ამ ბავშვების მომავლით, მათ განათლებით და რაც მთავარია, წარმატებული, დემოკრატიული და ევროპული სახელმწიფოს მშენებლობით. საქართველოს ყველა ხელისუფლება, ვინც არ უნდა იყოს წლების განმავლობაში, საბოლოო მიზნის მიღწევამდე - და ეს მიზანია ქვეყნის სრული დეოკუპაცია, უნდა ვიბრძოლოთ, უნდა ვიდგეთ ერთად, ეს ის მიზანი უნდა იყოს, რომელმაც უნდა გააერთიანოს საქართველოს თითოეული მოქალაქე. მინდა, ამ ბავშვების სიხარული აუცილებლად გავაზიაროთ და მწუხარებით ქედის მოვიხაროთ, რომელსაც იმსახურებენ ჩვენი გმირი ჯარისკაცები და ვაჟკაცები, რომლებმაც შესწირეს თავისი ყველაზე ძვირფასი სიცოცხლე საქართველოს ერთიანობას და საქართველოს მთლიანობას. მინდა, ამ ბავშვებს ვუსურვო პირველ რიგში, რომ ამ ქვეყანას აღარ დასჭირდეს სიცოცხლის გაღება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის.“ - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. 

]]>
07-08-2020 21:25 +0400
აგვისტოს მოვლენებიდან 12 წლის შემდეგაც ევროპელი ლიდერების მთავარი გზავნილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაა https://rustavi2.ge/ka/news/172261

აგვისტოს მოვლენებიდან 12 წლის შემდეგაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და ევროპელი ლიდერების მთავარი გზავნილი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაა. დღესაც, როგორც წლების წინ საერთაშორისო საზოგადოება რუსეთისგან ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასა და სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიიდან საოკუპაციო ძალების გაყვანას მოითხოვს.

"შეწყდეს გაშმაგებული "ბორდერიზაციის" პროცესი, დასრულდეს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების სისტემატური დარღვევები," - ამ სიტყვებით და ერთობლივი განცხადებით გამოეხმაურნენ რუსეთის აგრესიის მე-12 წლისთავს, დევიდ მაკალისტერი, მარინა კალიურანდი და სვენ მიქსერი. აგვისტოს მოვლენები კიდევ ერთხელ გაიხსენეს ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა და ანდრიუს კუბილიუსმა. ევროპარლამენტარების განცხადებით, საქართველო რუსეთის აგრესიის წინაშე მარტო არ დგას.

იმპერიალისტი რუსეთის აგრესია, საოკუპაციო ძალების გაფართოება და უკანონო ბორდერიზაცია ის მთავარი საკითხები იყო, რაზეც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ გავრცელებულ განცხადებაში განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო. ვაშინგტონმა მოსკოვს ნაკისრი ვალდებულებების შესრულება კიდევ ერთხელ შეახსენა.

რუსეთს საქართველოს ტერიტორიებიდან ჯარების გაყვანასა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებას მოუწოდებს ნორვეგიის საელჩოც. რუსეთის სამხედრო აგრესია დაგმეს უკრაინამ, რუმინეთმა და ლიეტუვამ.

ქართველ ერს სოლიდარობა გამოუცხადეს ბრიტანეთის პარლამენტის წევრებმაც. სტიუარტ მაკდონალდმა და ჯონათან ჯანოღლიმ მხარდამჭერ განცხადებებში აღნიშნეს, რომ რუსეთი საქართველოში სამხედრო და კიბერაგრესიას განაგრძობს.

მაშინ, როცა მთელი მსოფლიო გლობალური პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლით არის დაკავებული, რუსეთი ისევ ქართული მიწის ანექსიას ახორციელებს. პარალელურად მოსკოვი არც ჰიბრიდულ ომს ერიდება და აგრესიულ პროპაგანდას საქართველოს წინააღმდეგ კიდევ უფრო აძლიერებს.

]]>
07-08-2020 21:22 +0400
ყველა შეხვედრა რუსეთთან უნდა დაიწყოს ან დასრულდეს საქართველოს ტერიტორების ოკუპაციის ხსენებით - მარინა კალიურანდი https://rustavi2.ge/ka/news/172268

ევროპარლამენტის წევრის, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის ხელმძღვანელის მარინა კალიურანდის განცხადებით, რუსეთთან ყველა შეხვედრა საქართველოს ტერიტორების ოკუპაციის ხსენებით უნდა დაიწყოს ან უნდა დასრულდეს.

მარინა კალიურანდის თქმით, დღეს სანქციების რეჟიმი რუსეთის წინააღმდეგ არის პრაქტიკული და პოლიტიკური ნაბიჯი.

"როცა ვამბობთ, რომ ვერ შევცვლით რუსეთს, არ ვგულისხმობთ მხოლოდ არსებულ რეჟიმს. ასევე ეს არ ნიშნავს, რომ საერთოდ არაფერი უნდა გავაკეთოთ. ჩვენ უნდა დავსვათ შეკითხვები. ჩვენ, როგორც ევროპარლამენტარებს შეგვიძლია წერილების მომზადება და რეზოლუციების მიღება. მე ესტონეთიდან ვარ, 50 წელი იყო ჩემი ქვეყანა ოკუპირებული. ამიტომ მჯერა ამ პოლიტიკური განცხადებების. ყველა შეხვედრა რუსეთთან უნდა დაიწყოს ან უნდა დასრულდეს საქართველოს ტერიტორების ოკუპაციის ხსენებით. არ უნდა დავიღალოთ ამ საკითხზე საუბრით და უნდა ვეცადოთ რუსეთზე ზეგავლენა მოვახდინოთ.

ვერ შევცვლით რუსეთს, ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი გახლავთ აგრესიული, წინასწარ ვერ განჭვრეტადი, ვერ ვხედავთ, რომ რუსული მხრიდან არსებობს სურვილი ოკუპაციის შემდეგ შეცვალოს თავისი ქცევა, მაგრამ ოკუპაციის შემდეგ რა შეცდომაც დავუშვით, გახლავთ ევროკავშირის გადაწყვეტილება, ჩვეულებრივ ურთიერთობებს დაბრუნებოდა რუსეთთან, ვიდრე რუსეთი შეასრულებდა ევროკავშირის მედიაციით მიღწეული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თავის ვალდებულებებს.

დღეს სანქციების რეჟიმი რუსეთის წინააღმდეგ არის პრაქტიკული ნაბიჯი. ეს არის პოლიტიკური ნაბიჯი, ეს სანქციები შემოღებული იყო ყირიმის შემდგომ, თუმცა ყველას ესმის, რომ ეს გაცილებით ფართოა, ეს გახლავთ რუსეთის აგრესიული ქცევის გამო," - განაცხადა მარინა კალიურანდმა.

რუსეთ-საქართველოს ომის მე-12 წელთან დაკავშირებით დღეს საერთაშორისო ონლაინ კონფერენცია გაიმართა. "მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპაში და დეოკუპაციისთვის საქართველოს ძალისხმევის 12 წელი" - ამ სახელწოდებით კონფერენციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ამერიკის შეერთებული შტატების ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის ევროპული ფრონტის ინიციატივასთან ერთად უმასპინძლა.

კონფერენციას ბერლინიდან, ბრიუსელიდან, ვაშინგტონიდან, ლონდონიდან და პარიზიდან მაღალი დონის ოფიციალური პირებისა და მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

]]>
07-08-2020 21:15 +0400