RUSTAVI2 Rustavi2 TV News Portal RSS Feed Rustavi2 Broadcasting Company http://rustavi2.ge/ ჩამსხვერულია ფანჯრები, დაზიანებულია ხატები და წაღებული 50 ლარი - დარბეული და გაძარცვული ეკლესიები კახეთში https://rustavi2.ge/ka/news/172573

დარბეული და გაძარცვული ეკლესიები კახეთში - მძარცველი გვერდიგვერდ მდებარე ტაძრებში მაშინ შევიდა, როცა იქ არავინ იყო. შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ჩუმლაყში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიებში მოხდა, დამნაშავემ ტაძრების მიმდებარედ ელექტროსადენებიც გადაჭრა, რადგან არსებულ სათვალთვალო კამერებს მისი იდენტიფიცირება არ მოეხდინა. დაზიანებულია ერთ-ერთი ტაძრის ხატი, რომელიც მაშინ ჩაიმსხვრა, როდესაც შენიღბული პირი ეკლესიის შენობაში შესვლას ფანჯრიდან ცდილობდა. შესაწირი ყუთებიდან მოპარულია თანხა - 50 ლარამდე.

სასულიერო პირი, რომელიც წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მსახურობს ამბობს, რომ დამნაშავის მიზანი დარბევა არ ყოფილა. სასულიერო პირი ვარაუდობს, რომ რადგან მძარცველს ეკლესია დაკეტილი დახვდა, შენობაში შეღწევის მიზნით ეკლესიის ფანჯარა ჩაამსხვრია, რამაც ხატის დაზიანებაც გამოიწვია.

წინამძღვარი გრიგოლ მთვარელიშვილის თქმით, ეს შემთხვევა პირველი არ არის და ერთი კვირის წინ კახეთში - სოფელ ვაზისუბანში მდებარე ეკლესიის შესაწირი ყუთიც გაქურდეს.

ეკლესიების გახშირებულ დარბევა - გაქურდვაზე და გაზრდილ კრიმინალზე საუბრობენ გურჯაანში მცხოვრებლებიც. "კურიერთან" ისინი ყვებიან, რომ შემთხვევები დაახლოებით 2 კვირაა სხვადასხვა ეკლესიებში გრძელდება, თუმცა ჯერჯერობით დამნაშავე იდენტიფიცირებული არ არის. 

საგამოძიებო მოქმედებები დღეს წმინდა გიორგის სახელობის ტაძრებში მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, მომხდარზე დაკავებული არავინაა, საქმეზე გამოძიება 177-ე, ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.

]]>
11-08-2020 21:53 +0400
ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა რუსი დიპლომატების სლოვაკეთიდან გაძევების მიზეზიც გახდა - რუსეთის საელჩოს თანამშრომლებმა ბრატისლავა სამ დღეში უნდა დატოვონ https://rustavi2.ge/ka/news/172575

სამმა რუსმა დიპლომატმა სლოვაკეთი 13 აგვისტომდე უნდა დატოვოს. ეს ის პირები არიან, რომლებიც ყალბი დოკუმენტებით შენგენის ვიზის მიღებაში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის დაგეგმვაში მონაწილე პირს დაეხმარნენ. კონკრეტულად რა როლი შეასრულეს მათ რომან დავიდოვისათვის ვიზის მიღებაში, უცნობია. მამაკაცი სანქტ-პეტერბურგში მდებარე სლოვაკეთის საკონსულოში აღებული ვიზით ბერლინში ხანგოშვილის მკვლელობამდე ერთი დღით ადრე ჩავიდა.

რუს დიპლომატთა მკვლელობის გეგმაში ჩართულობა არ უკვირს ჟურნალისტ რომან დობროხოტოვს. ჟურნალისტთა საერთაშორისო საგამოძიებო ქსელ ბელინგქეთის წევრი "კურიერს" უყვება, რომ დიპლომატიურ უწყებებში დასაქმებულთა უმეტესობა ჯაშუშია, რომლებიც კრიმინალურ აქტივობებში არიან ჩართულები. ბელინგქეთის მიერ მოპოვებული არაერთი დოკუმენტით მტკიცდება, რომ დავიდოვის პერსონა სპეციალურად ხანგოშვილის ლიკვიდაციისათვის შეიქმნა. ირკვევა, რომ მან ბერლინში ქილერს Glock 26-ის ტიპის იარაღი ჩაუტანა.

დავიდოვის რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურთან და ხანგოშვილის მკვლელთან კავშირი დასტურდება მის მიერ ნაქირავები ავტომობილის გადაადგილების ისტორიითაც. დავიდოვი ხშირად მიდიოდა ხანგოშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულის სახლთან, საგზაო კამერებზე "ინფინიტის" ავტომობილი არაერთხელ არის დაფიქსირებული ქალაქ ბალაშიხაში, სადაც ვიმპელის საწვრთნელი ბაზა არსებობს.

ზელიმხან ხანგოშვილის ოჯახს მკვლელობის ორგანიზებაში რუსი დიპლომატების ჩართულობა არ უკვირს. ზურაბ ხანგოშვილი ამბობს, რომ მისი ძმის ლიკვიდაციის გეგმაში რუსეთის ხელისუფლების ყველა შტო მონაწილეობდა.

ხანგოშვილის მკვლელობა დღეს განხილვის თემა იყო გერმანიის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე. გერმანიის პროკურატურა მკვლელობის შემკვეთად სწორედ რუსეთს ასახელებს. ბრალდებას სერგეი ლავროვი კატეგორიულად უარყოფს, არ ეთანხმება გერმანიის პროკურატურის არც იმ შეფასებას, რომლის მიხედვითაც რუსეთი გამოძიების პროცესში გერმანიასთან არ თანამშრომლობს.

სერგეი ლავროვი სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებაზე საუბრობს. მორგან ორტაგუსის პოსტით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება სლოვაკეთმა რუსეთის მიერ პოლიტიკურად მოტივირებული კრიმინალური ქმედებების გამო მიიღო.

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში "კურიერის" მიერ გაგზავნილი კითხვების საპასუხოდ აცხადებენ, რომ ვერ ისაუბრებენ ვინ არიან გაძევებული დიპლომატები. უწყებაში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება გასულ კვირას იქნა მიღებული. რუსი დიპლომატების გაძევებას სავარაუდოდ კრემლის მხრიდან საპასუხო ნაბიჯი მოჰყვება. ლავროვის უწყებამ 2019 წლის დეკემბერში საკუთარი დიპლომატების გერმანიიდან გაძევებას ორი გერმანელი დიპლომატის პერსონა ნონგრატად გამოცხადებით უპასუხა.

შეგახსენებთ, რომ ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინის პარკში საკონტროლო გასროლით 23 აგვისტოს მოკლეს. მკვლელი მალევე დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ თავდასხმამდე 6 დღით ადრე ის მოსკოვიდან ჯერ პარიზში, შემდეგ კი ვარშავაში ჩაფრინდა. ზელიმხან ხანგოშვილი 2001-2005 წლებში რუსეთ-ჩეჩნეთის ომის მონაწილეობდა ერთ-ერთი საველე რაზმის მეთაური იყო. 

]]>
11-08-2020 21:32 +0400
კორონავირუსის კიდევ 2 ახალი კლასტერი - სვანეთის შემდეგ დღეს COVID-19 ლარსის გამშვები პუნქტის და შსს-ს თანამშრომლებს დაუდასტურდათ https://rustavi2.ge/ka/news/172572

ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე 2 დღეში 6 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირების წყაროდ სპეციალისტები რუსეთიდან ან მეზობელი ქვეყნებიდან შემოსულ სატვირთო ავტომობილების მძღოლებს, საზღვარზე გადმოსულ საქართვლოს მოქალაქეებს ასახელებენ. ადგილზე ეპიდემიოლოგები მუშაობენ, რომლებიც ვირუსის გავრცელების ზუსტ არეალს და ინფიციებულების კონტაქტებს იკვლევენ. დღეს კორონავირუსი დაუდასტურდა სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მომუშავე ინფიცირებული ახალგაზრდა კაცის ოჯახის წევრსაც. ორივე ინფექციურ საავდმყოფოში გადის მკურნალობას.

საქართველოში უკვე სატვირთო ავტომობილების 100-ზე მეტი ინფიცირებული მძღოლია. დღეს დადასტურებული 14 შემთხვევიდან 3 იმპორტირებული იყო. ერთი ასეთი ფაქტი იმერეთში დადასტურდა.

"კურიერის" გადამღები ჯგუფი ქუთაისში მძღოლის საცხოვრებელ უბანში მივიდა. ბუხაიძის ქუჩაზე გვითხრეს, რომ კონტაქტი ინფიცირებულ მეზობელთან არ ჰქონიათ და დადასტურებული შემთხვევების შემდეგ ჯერ ეპიდემიოლოგები არ მისულან.

საქართველოში კოვიდმიმღებ განყოფილებებში 194 პირია ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. აქედან, 8 კრიტიკული და 14 მძიმე პაციენტია. ექიმები, რომლებიც 6 თვეა ვაქცინის და კონკრეტული პრეპარატის გარეშე ებრძვიან ვირუსს, დღეს დაძაბულ ეპიდსიტუაციაზე საუბრობენ.

ჯანდაცვის სამინისტრო კორონავირუსის სტატისტიკის ზრდას ისევ ელოდება და შემოდგომაზე ვირუსის მეორე ტალღის შესაძლო შემოტევისთვის ემზადება.

დაწესებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ კორონავირუსის შემთხვევების მატება მოსალოდნელი იყო. ბოლო ერთი თვეა ქვეყანაში დღის განმავლობაში სტატისტიკური მონაცემები 2 ნიშნულს აღწევს.

დღის ბოლოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. უწყების ცნობით, ახალი კორონავირუსი შინაგან საქმეთა სამინისტროს 11 თანამშრომელს Covid-19 დაუდასტურდა.

]]>
11-08-2020 21:25 +0400
ჩაკეტილი სვანეთი ასეულობით PCR ტესტის პასუხის მოლოდინშია - მუნიციპალიტეტის ყველაზე ცხელი წერტილი სოფელი ლენჯერია https://rustavi2.ge/ka/news/172569

სვანეთში ეპიდემიოლოგთა რაოდენობის გაზრდის გადაწყვეტილება დღის მეორე ნახევარში მიიღეს - სპეციალისტთა 5 ჯგუფი 16 ჯგუფამდე გაიზარდა. მუნიციპალიტეტში ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა  მიმდინარეობს. ამ დროისთვის აღებულია 500- ზე მეტი ბიოლოგიური ნიმუში. მუნიციპალიტეტში ყველაზე ცხელი წერტილი სოფელი ლენჯერია, სადაც ინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა. მასალები ლუგარის ლაბორატორიაში უკვე გადაგზავნილია.

მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, ბლოკ-პოსტებსა და მუნიციპალიტეტში ვითარებას სამართალდამცველები აკონტროლებენ. ტერიტორიაზე გადაადგილება მკაცრად კონტროლდება. ეპიდემიის ახალ კერაში შესვლის საშუალება მხოლოდ დისტრიბუციის ავტომანქანებს აქვთ, რომლებიც რეგიონს სურსათით და მედიკამენტებით ამარაგებენ. რეგიონის პროდუქტით მომარაგების და ფასების რეგულირების დავალება სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მიიღო.

საგანგებო რეჟიმში მუშაობს სპეციალური შტაბი. საკარანტინო შეზღუდვების გამო ადგილობრივების პრობლემების მოგვარებისთვის შტაბის სხდომა დღეს რამდენჯერმე გაიმართა. მესტიაში იმყოფება რეგიონულ საკითხებში პრემიერის მრჩეველი. სოზარ სუბარი ამბობს, რომ ადგილზე ეპიდვითარება მართვადია.

სვანეთში ჩარჩენილი 500 მდე ვიზიტორი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით უკვე საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანეს. მათ სავალდებულო კარანტინის გავლა მესტიაში ან სურვილისამებრ სხვა რეგიონში შეუძლიათ. 20 მდე სასტუმრო მესტიაში კი, სწორედ ამ მიზნით მოეწყო.

მესტიაში საკარანტინო რეჟიმის კიდევ უფრო გამკაცრება ჯერჯერობით არ იგეგმება. მუნიციპალიტეტში ვიზიტორთა შესვლა აკრძალულია, ადგილობრივებს კი, შესვლის შემთხვევაში ტერიტორიის დატოვება 28 დღის განმავლობაში აღარ შეეძლებათ. ყველა ტურისტი კი, რომელიც სვანეთს დატოვებს სავალდებულო 14 დღიან კარანტინს გაივლის.

]]>
11-08-2020 21:20 +0400
რას აპროტესტებენ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულთა ადვოკატები - სპორტსმენის მკვლელობის ირგვლივ დარჩენილი პასუხგაუცემელი კითხვები https://rustavi2.ge/ka/news/172570

მოკლული 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე "ტოიოტა ქამრის" 6 მგზავრიდან ბრალი მხოლოდ 5-ს წარედგინა განზრახ მკვლელობის მუხლით. ერთადერთი ვისაც ბრალი ამ ექვსიდან არ დაუმძიმდა ვასილ მახარაძეა. გამოძიების ვერსიით, ის 5 თანმხლებ პირთან ერთად მცხეთაში შურისძიების მიზნით ვახო ჩიქოვანის ორგანიზებით ჩავიდა,თუმცა ის "ტოიოტა ქამრის" მართავდა და გამოძიებამ დაადგინა, რომ მახარაძე არაგვის ხევში მომხდარ დაპირისპირებაში არ ფიგურირებდა, თუმცა, სად იყო დაპირისპირების დროს მძღოლი, პროკურორს დღეს ბრიფინგზე არ დაუკონკრეტებია.

გამოძიების პირველ ეტაპზე, გარდაცვლილი ფეხბურთელის ოჯახი "ტოიოტა ქამრის" 6-ვე მგზავრის უმკაცრესად დასჯას მოითხოვდა, მათ შორის იყო მძღოლიც. დღეს კი სპეციალურ ბრიფინგზე შაქარაშვილის ბიძამ მირიან ნიკოლაძემ თქვა, რომ გამოძიებას ენდობა, ოჯახის სურვილია კანონის წინაშე პასუხი უმკაცრესად აგონ იმ პირებმა, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა ფეხბურთელის მკვლელობაში. ოჯახი ამბობს, რომ მახარაძე შემთხვევის ადგილზე მხოლოდ 6 წუთი იმყოფებოდა, სწორედ ამიტომ, ბიძა ვარაუდობს, რომ ის შაქარაშვილის ცემასა და წყალში გადაგდებაში მონაწილეობას ვერ მიიღებდა.

5-ვე ბრალდებულს ახალი ბრალდება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გამომძიებლებმა ადვოკატების თანდასწრებით გააცნეს. ისინი ბრალს არ აღიარებენ, მეტიც არასრულწლოვანი ზ.ხ-ს ადვოკატი ამტკიცებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დაპირისპირების მომენტში "ტოიოტა ქამრის" მძღოლთან - ვასილ მახარაძესთან ერთად იმყოფებოდა და შაქარაშვილს არაგვის ხევში არ ჩაყოლია.

ბრალდებულების ადვოკატები საგამოძიებო უწყების ვერსიას არ ენდობიან, ამბობენ, რომ "ტოიოტა ქამრის" მგზავრებისთვის ბრალის დამძიმების არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. ამ დრომდე კითხვები აქვთ მოწმეებთან - თუ რატომ ცვლიან ისინი ჩვენებებს?!

შეცვლილ ჩვენებებზე საკუთარი მოსაზრება აქვს გამოძიებას. პროკურორი ამბობს, რომ საქმის ოქროს მოწმეები საკუთარ ჩვენებებში დეტალებს აზუსტებენ, მათ შორის, შაქარაშვილის ახლო მეგობარი და მთავარი მოწმე გურამ ამირხანაშვილიც. პროკურორის ინფორმაციით, მსგავსი პრაქტიკა ამ ფორმით მიღებულია, მით უმეტეს მაშინ, როდესაც მოწმეები ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ იმყოფებიან.

საქმეში "ტოიოტა ქამრის" გარდა ფიგურირებს "მერსედესის" ავტომობილიც. მისი ყველა მგზავრი ამ დროისთვის უკვე დაკავებულია, თუმცა სხვა ბრალდებით. გარდა ამ 2 მანქანისა, ირკვევა, რომ ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეში სულ 8 მანქანა ფიგურირებს, 3 საბურთალოელებს ეკუთვნის, 5 კი ნაძალადეველებს. სად იმყოფებოდნენ "მერსედესის" მგზავრები მაშინ, როცა არაგვის ხიდზე მეორე დაპირისპირება მიმდინარეობდა და "ტოიოტას" 5 მგზავრი გიორგი შაქარაშვილს ფიზიკურად უსწორდებოდა - ამ კითხვაზე გამოძიება პასუხობს, რომ შაქარაშვილის მკვლელობის მომენტში "მერსედესის" ავტომობილი არაგვის ხიდზე არ იმყოფებოდა.

გამოძიების ვერსიას ბოლომდე იზიარებს მოკლული ფეხბურთელის ოჯახი. მირიან ნიკოლაძე იზიარებს ვერსიას, რომ საქმეში ამ დროისთვის არსებული მტკიცებულებებით "მერსედესის" ავტომობილის მგზავრების უშუალო მონაწილეობა ფეხბურთელის მკვლელობაში არ იკვეთება.

იმ შემთხვევაში თუ, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ტოიოტა ქამრის 5 მგზავრს ბრალი დაუმტკიცდება, მათ 13-იდან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

]]>
11-08-2020 21:16 +0400
გაიხსნა, თუ არა გიორგი შაქარაშვილის საქმე 5 პირისთვის ბრალის დამძიმებით - გამოძიება დამატებითი ექსპერტიზის შედეგს ელოდება https://rustavi2.ge/ka/news/172568

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის მუხლით 5 პირი გასამართლდება, მათგან ორი არასრულწლოვანია.

მკვლელობისთვის ბრალი წაყენებული აქვს "ტოიტა ქამრის" 6 მგზავრიდან ხუთს. მათ მინიმუმ 13 წელი, მაქსიმუმ კი, 17 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილი გაქცევისას ხიდის ორივე მხრიდან თავდამსხმელების ალყაში მოექცა. მას დაზიანებები მიყენებული აქვს ფაქტობრივად მთელ სხეულზე, მათ შორის თავის, ორივე თვალბუდის, მუცლის და საზარდულის მიდამოებში.

პროკურატურამ საზოგადოებას რეკონსტრუქციით აღდგენილი, გიორგი შაქარაშვილის ბოლო მოქმედებები გაავრცელა. 19 წლის ახალგაზრდა არაგვის სანაპიროს მიმართულებით, ხიდის ქვეშ გარბის და ცდილობს თავი დააღწიოს თბილისიდან ჩასულ მოძალადეებს. მას ზურგიდან მისდევს ბრალდებული ვახტანგ ჩიქოვანი კიდევ ორ არასრულწლოვანთან ერთად.

მეორეხარისხოვანი გზა, რომელსაც ახალგაზრდა ფეხბურთელი მიუყვება რკალის ფორმისაა და ის სრულდება ცენტრალური მაგისტრალის მეორე, ანუ საპირისპირო მხარეს. გზის ამ მონაკვეთზე ფეხბურთელს დახვდნენ არჩილ გაგნიძე და ნიკოლოზ რევაზიშვილი. ამით თავდამსხმელებმა გიორგი შაქარაშვილი შუაში მოაქციეს.

შეშინებული მოზარდი იძულებული გახდა დაპირისპირების თავიდან არიდების მიზნით, არაგვის სანაპიროზე ჩასულიყო. მისი გაჩერების ბოლო წერტილია ხიდის ის ხიმინჯები, სადაც მოზარდის ჩანთა იპოვეს. სწორედ ამ ადგილზე სცემეს გიორგი შაქარაშვილს, რის შემდეგაც ახალგაზრდა მდინარეში გადააგდეს.

დაპირისპირების ამ ეპიზოდის შემდეგ აღენიშნება გიორგი შაქარაშვილს სხეულზე ყველა დაზიანება. მათი წარმომავლობისთვის პროკურატურას დამატებითი ექსპერტიზა დასჭირდა. განზრახ მკვლელობის ვერსიის საჯაროდ განცხადებამდე, გამოძიებამ დააზუსტა, რომ დაზიანებები განვითარებულია მიზანმიმართულად, ცემით და არა დაცემით. ექსპერტიზამ გამორიცხა შესაძლებლობა, რომ სწორ ზედაპირზე სირბილის დროს ახლგაზრდა ისე ვერ წაიქცეოდა, რომ მრავლობითი დაზიანებები მიეღო.

ყველა ამ გარემოების გათვალისწინებით, გიორგი შაქარაშვილის ოჯახს მიაჩნია, რომ საქმე გახსნილია. ახლა მათი მთავარი ამოცანაა, რომ მკვლელობაში იდენტიფიცირებული დამნაშავეები
უმკაცრესად დაისაჯონ.

მკვლელობის ამ ვერსიას პროკურატურა სასამართლოში წაიღებს. თუმცა, არის რამდენიმე გარემოება, რომლის დასაზუსტებლად ისევ ექსპერტიზა დაინიშნა. გამოძიება ახლა ელოდება პასუხს კითხვაზე - რა დრო გაატარა შაქარაშვილის ცხედარმა წყალში და ხომ არ ჰქონდა მცდელობა დანაშაულის გადაფარვას. კომპლექსური კვლევა გრძელდება ჩანთაზეც, რომელმაც მძიმე დანაშაულში ბევრი კითხვა გააცინა.

გამოძიების ვერსიით მკვლელობის ეპიზოდი იწყება ცენტრალურ მაგისტრალზე ღამის პირველი საათისთვის. ამ დროს, გიორგი შაქარაშვილი თავის მეგობრებთან ერთად შემთხვევით შეხვდა ტოიოტას მარკის ავტომობილს, რომელიც უკვე თბილისში მიდიოდა. თავდამსხმელები აედევნენ ახალგაზრდებს. გიორგი შაქარაშვილის მეგობრებმა სხვა და სხვა ადგილებზე მიმალვა შეძლეს. 19 წლის ბიჭი კი 5 მოძალადის პირისპირ მარტო აღმოჩნდა.

]]>
11-08-2020 21:09 +0400
შინაგან საქმეთა სამინისტროს 11 თანამშრომელს Covid-19 დაუდასტურდა https://rustavi2.ge/ka/news/172574

შინაგან საქმეთა სამინისტროს 11 თანამშრომელს Covid-19 დაუდასტურდა - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინიტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის 11 თანამშრომელს, ბოლო დღეებში ჩატარებული კვლევებით, Covid-19 ლაბორატორიულად დაუდასტურდათ. 11 თანამშრომლიდან - 7 შემთხვევა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებში დაფიქსირდა, სამი შემთხვევა - მესტიის მუნიციპალიტეტში: მეხანძრე-მაშველს, დაცვის პოლიციელს და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელს დაუდასტურდა, ხოლო მე-11 თბილისში დაცვის პოლიციის ინსპექტორს დაუდასტურდა.

"საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს შვიდივე თანამშრომელი დარიალის სასაზღვრო-გამტარ პუნქტზე ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. ყველა მათგანი გადაყვანილია თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ამ თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.

ეპიდემიოლოგები მათ კონტაქტებს აქტიურად იკვლევენ. შემხებლობაში მყოფი 20-ზე მეტი თანამშრომელი უკვე გადაყვანილია საკარანტინო სივრცეში.

აღნიშნულ თანამშრომელთა სამუშაო სივრცეებში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები, სპეციალური ხსნარებით დამუშავდა სამსახურებრივი ავტოტრანსპორტი.

აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები სამუშაო რეჟიმის დროს, მოქალაქეებთან ურთიერთობისას, მკაცრად იცავენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებსა და უსაფრთხოების პროტოკოლით განსაზღვრულ ნორმებს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრთან კოორდინირებით, კორონავირუსზე მიზნობრივი ტესტირება შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლებს მუდმივ რეჟიმში უტარდებათ,"- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

]]>
11-08-2020 20:10 +0400
"ლელომ" პროკურატურასთან ბრალდებული ექიმების მხარდამჭერი აქცია გამართა https://rustavi2.ge/ka/news/172566

აქცია პროკურატურასთან - საგამოძიებო უწყებასთან თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ბრალდებული ექიმების მხარდასაჭერად შეიკრიბნენ. აქციის ორგანიზატორია პარტია "ლელო საქართველოსთვის".

"ის, რომ ექიმები საკუთარი პროფესიული საქმიანობის იმყოფებიან პატიმრობაში, ეს არის ყოვლად მიუღებელი. ეს არის შეტევა მათ პროფესიულ საქმიანობაზე და მათ რეპუტაციაზე და ეს არის იერიში მათ ღირსებაზე," - განაცხადა პარტიის წევრმა საბა ბუაძემ.

ცნობისთვის, სამსახურებრივი გულგრილობის, თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე "თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" დირექტორი, გიორგი ლობჟანიძე და ამავე კლინიკის ექიმი, ვახტანგ ყიფიანი დააკავეს, ხოლო უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე, მაგდა ხოჭოლავას მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიორგი ლობჟანიძეს აღკვეთის ღონისძიებად გირაო 100 ათასი ლარი, ხოლო და ამავე კლინიკის ექიმს, ვახტანგ ყიფიანს პატიმრობა შეეფარდათ. ამასთან, უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე მაგდა ხოჭოლავას პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. მაგდა ხოჭოლავა დაკავებული არ არის, ის იტალიაში იმყოფება.

]]>
11-08-2020 18:42 +0400
"ქართული ოცნების" ლიდერები ლაგოდეხში ნოდარ ახალკაცის სახელობის საფეხბურთო აკადემიას ესტუმრნენ https://rustavi2.ge/ka/news/172564

ლაგოდეხში მდებარე ნოდარ ახალკაცის სახელობის საფეხბურთო აკადემიას, რომლის მიზანიც ფეხბურთის, სპორტის განვითარების და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა პრემიერ-მინისტრი პარტიის ლიდერებთან და კახეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ერთად სტუმრობდა.

როგორც ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა განაცხადა, ბაზის საცხოვრებელი კომპლექსი 110 ადამიანზეა გათვლილი და, ამ ეტაპზე, სრულიად უფასოდ, 40 ბავშვი ცხოვრობს და ვარჯიშობს. "ქართული ოცნების" ლიდერები სტადიონზე ახალგაზრდა სპორტსმენებს შეხვდნენ და მათ წარმატებები უსურვეს.

დღესვე "ქართული ოცნების" ლიდერები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კართუბანში საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესს გაეცნენ. საბავშვო ბაღის მშენებლობა წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. ბაღი 50 აღსაზრდელზეა გათვლილი. საბავშვო ბაღები შენდება სოფელ თელასა და ბაისუბანშიც. მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, მიმდინარე წელს ასევე დაგეგმილია სოფელ ჭიაურსა და ჭაბუკიანში ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა.

]]>
11-08-2020 18:25 +0400
პრეზიდენტმა ციხისძირში დაღუპული ბაღის მასწავლებელი სიკვდილის შემდეგ "სამოქალქო თავდადებისათვის" დააჯილდოვა https://rustavi2.ge/ka/news/172565

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ციხისძირში 2019 წელს დაღუპული ბაღის მასწავლებელი, მარიამ კონცელიძე, სიკვდილის შემდეგ, "სამოქალქო თავდადებისათვის" დააჯილდოვა.
 
პრეზიდენტმა კონცელიძეების ოჯახს სახელმწიფო ჯილდო მედალი "სამოქალქო თავდადებისათვის" პირადად გადასცა და მარიამ კონცელიძეს თავდადებისა და სამოქალაქო გმირობისათვის მადლობა გადაუხადა.
 
"ამ ჯილდოთი მინდა გადმოგცეთ არა მხოლოდ ჩემი, არამედ საზოგადოების დიდი მადლიერება მარიამის ამ თავდადებისა და ბავშვების გადარჩენისთვის.
 
ეს შეიძლება თქვენს ტკივილს არ აშუშებს, მაგრამ მომავალში, როცა გავა დრო და დაფიქრდებით, მიხვდებით, თუ რამდენად დიდი იყო დედათქვენის თავგანწირვა.
 
დღეს შინდისის გმირების დღეა! უნდა ითქვას, რომ გმირები სხვადასხვა ფორმით მოდიან ქვეყანაში, არიან გმირები, რომლებიც ბრძოლის ველზე ეცემიან. მაგრამ, არსებობენ გმირები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში და შეიძლება ეს უფრო რთულია და კიდევ უფრო რთულია ის, რომ ქალი ხარ და იცი რომ შენს უკან შენი ოჯახია, მაგრამ ალბათ ეს არც უფიქრია. ეს იყო ის არაჩვეულებრივი ინსტინქტი, რაც ქალს ყოველთვის აქვს ყველა ბავშვის მიმართ და ამისთვის ჩვენ ყველანი ძალიან მადლობელნი ვართ.
 
თქვენ უნდა იყოთ ამაყნი. ვიცი, რომ ეს გრძნობა ჯერ არის, რადგან ტკივილი სჭარბობს და ალბათ, სულ იქნება ეს ტკივილი, მაგრამ ნელნელა მას სიამაყეც დაემატება და რაღაცნაირად შეიძლება დააბალანსოს კიდეც ეს ტკივილი.
 
ცოტა ხნის წინ, დავაჯილდოვე ერთ-ერთი ცნობილი რეინჯერი. ადამიანი, რომელმაც გადაარჩინა ჩვენი ბუნება და ხანძრის ჩაქრობისას დაიღუპა.
 
ესეც ის გმირობაა, რომელიც ჩვენს ქვეყანას სჭირდება და ესაა ის, რამაც ეს ქვეყანა დღემდე მოიყვანა", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

]]>
11-08-2020 18:25 +0400
მოსახლეობის ინტენსიური ტესტირება სვანეთში - ადგილზე  ამირან გამყრელიძე ჩავიდა  https://rustavi2.ge/ka/news/172563

სვანეთში მუშაობა ვირუსის გავრცელების ტემპის შესაჩერებლად მუშაობა გრძელდება. ცოტა ხნის წინ ადგილზე ჩავიდა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი. ამირან გამყრელიძე რეგიონში არსებულ ვითარებას პირადად გაეცნობა.

უკვე ცნობილია, რომ აღებულია 500-მდე ადამიანის ბიოლოგიური ნიმუში, მათი პასუხები ჯერჯერობით უცნობია.   

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი, მალხაზ თორია ამბობს, რომ მოსახლეობის ტესტირება აქტიურად მიმდინარეობს.   

"სიტუაცია არის რთული მესტიის მუნიციპალიტეტში. ადგილი ჰქონდა ეპიდემიოლოგიურ გართულებას, აქედან გამომდინარე, მიმდინარეობს სპეციალისტების მიერ დადგენილი წესის მიხედვით ტესტირებების ჩატარება. ტესტირებების შედეგი, 400 ტესტის პასუხი ჯერჯერობით უცნობია. რაც შეეხება საკვებ პროდუქტს და საჭირო საყოფაცხოვრებო ნივთებს თუ საქონელს, მომარაგება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, ვინაიდან, მომარაგება ხდება სადისტრიბუციო მანქანების მეშვეობით და მათი მოძრაობა არ არის შეზღუდული,“ - განაცხადა მალხაზ თორიამ. 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი აცხადებს, რომ მოსახლეობას საკვები პროდუქტების მომარაგების მხრივ პრობლემა არ შეექნება, ასევე მოხდება ფასების რეგულირება. 

"მინდა მოსახლეობა დავარწმუნო, რომ არ ექნებათ შეფერხება პროდუქციის მომარაგებაში, დისტრიბუცია აწყობილია, არც ფასები გაიზრდება, ამავდროულად, მინდა ვთქვა, რომ თუკი რაიმე პროდუქციის რეალიზაციას აპირებენ, ხელს შევუწყობთ მის რეალიზაციაში და მაქსიმალურს გავაკეთებთ, რომ ფასები არ გაიზარდოს პროდუქციაზე. ერთი უნდა ვიცოდეთ პრინციპულად, რომ ადგილობრივი მაცხოვრებელი ვერ დატოვებს მუნიციპალიტეტს ამ ეტაპზე, სანამ არ დამთავრდება ეს კარანტინი,“ - განაცხადა  სოლომონ პავლიაშვილმა. 

]]>
11-08-2020 18:20 +0400
"გიორგი შაქარაშვილი თუ წყალში ჩააგდეს, ამის მტკიცებულებებია საჭირო"- არასრულწლოვან ზ.ხ-ს ადვოკატი https://rustavi2.ge/ka/news/172561

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობას "ტოიოტა ქამრის" 5 მგზავრს ედავებიან. დანაშაულს არც ერთი აღიარებს. ბრალდებულებს ახალი დადგენილება გლდანის მე-8 საპატიმროში გააცნეს.

საპროცესო მოქმედებას ყველას ადვოკატი ესწრებოდა. უფლებადამცველები მტკიცებულებების არარსებობაზე ამახვილებენ ყურადღებას. 

"გიორგი შაქარაშვილი თუ წყალში ჩააგდეს, ამის მტკიცებულებებია საჭირო. თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ამ პირებმა სცემეს და წყალში ჩააგდეს, რაზე დაყრდნობით ამბობენ ამას, რა მტკიცებულებები არსებობს იმისთვის, თუ უბრალოდ ვარაუდია, რომ ასე იზამდნენ.

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, რა თქმა უნდა, არ ეთანხმება ამ ბრალდებას, არ ცნობს თავს დამნაშავედ. მისი პოზიცია არის ის, რომ ის ვასილ მახარაძესთან ერთად იყო მანქანის წამოსაყვანად, გაყვა მას და ერთად წამოიყვანეს მანქანა და აღნიშნულთან დაკავშირებით საუბრობს, რომ ვასილ მახარაძეც იმავეს დაადასტურებს,"-განაცხადა ერთ-ერთი არასრულწლოვანი ბრალდებულის, ზ.ხ-ს ადვოკატმა გიორგი გელხაურმა.

ბრალდებული არჩილ გაგნიძის ადვოკატის ვასილ მამულაშვილის განცხადებით, პროკურატურის მსჯელობა დანაშაულის შესახებ არ დასტურდება არც ერთი შესაძლო მტკიცებულებით.

"ვარაუდებზეც არ არის საუბარი, დადგენილებაში არის განვითარებული მსჯელობა, თითქოსდა ამ 5-მა პირმა სცემეს და წყალში გადააგდეს, რაც სრული აბსურდია მტკიცებულებითი კუთხით, ვინაიდან, ეს არ დასტურდება არც ერთი შესაძლო მტკიცებულებით. არ გვაქვს ჩვენ არც თვითმხილველი მოწმის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, ასევე არ გვაქვს არანაირი ექსპერტიზის დასკვნა. ამირხანაშვილი ფიზიკურად ვერ მიაწვდის ინფორმაციას, რადგან ის არ ყოფილა ფაქტის შემსწრე მოწმე, ის ინფორმაციას არ ფლობს და შესაბამისად, მისი ინფორმაცია ამ კუთხით არ არის ინფორმატიული და ვერც იქნება. რომც თქვას ეს, მისი მტკიცებულება იქნება დაუშვებელი მტკიცებულება,"-განაცხადა ადვოკატმა.

ნიკოლოზ რევაზიშვილის ადვოკატის, შოთა კახიძის თქმით, არც ერთი გამოკითხული პირის ჩვენებით მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობა არ იკვეთება.

"მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა ნიკა რევაზიშვილმა, რომ იგი არის უდანაშაულო და, ბუნებრივია, არჩადენილ დანაშაულს ვერ აღიარებს. ვახტანგ ახვლედიანი საუბრობდა შეცვლილ ჩვენებაში, ბოლოს მიცემულ ჩვენებაში თქვა, რომ თითქოს 10 წუთის მანძილზე ესმოდა რაღაც ხმები. არ ვიცი ვახტანგ ახვლედიანის ჩვენების შეცვლის მოტივაცია რა იყო, რაზე საუბრობს, რამდენად სარწმუნოა მისი ჩვენება და ა.შ. თუმცა, არც ვახტანგ ახვლედიანის ან რომელიმე გამოკითხული პირის ჩვენებიდან არ დასტურდება ნიკა რევაზიშვილის მხრიდან რაიმე სახის დანაშაულის ჩადენა,"-განაცხადა ადვოკატმა. 

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა "ტოიოტა ქამრის" მგზავრებს: ვახტანგ ჩიქოვანს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არჩილ გაგნიძეს და 2 არასრულწლოვანს

მთავარმა პროკურატურამ ხუთივე პირის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. საუბარია 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულზე, რაც განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს.  

როგორც პროკურატურაში გამართული ბრიფინგიდან ხდება ცნობილი, ბრალი დაუმძიმდათ ვახტანგ ჩიქოვანს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არჩილ გაგნიძეს, ასევე არასრულწლოვნებს - ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე სულ 17 პირია დაკავებული, მათგან 6 არასრულწლოვანია. ყველა მათგანი ამ დროისთვის პატიმრობაში იმყოფება.    

]]>
11-08-2020 18:15 +0400
ექსპერტიზით სიმაღლიდან ვარდნის და ბილიკზე დაგორების შესაძლებლობა გამოირიცხა - ალექსანდრე გეჯაძე https://rustavi2.ge/ka/news/172558

დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე მოკლული გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით საუბრობს.

როგორც გეჯაძე აცხადებს, მათი ექსპერტიზით სიმაღლიდან ვარდნის და ბილიკზე დაგორების შესაძლებლობა გამორიცხა.

ალექსანდრე გეჯაძე ამბობს, რომ დაზიანებები, რომელიც გარდაცვლილს აღენიშნებოდა, მიყენებულია ცემის რეჟიმში

"ჩვენ გამოვრიცხეთ სიმაღლიდან ვარდნის შესაძლებლობა, გამოვრიცხეთ დაზიანების მიღების შესაძლებლობა ბილიკზე დაგორებით და ძირითადში აქცენტები და პასუხები გაცემულია იმ მიმართებით, რომ შაქარაშვილს ჰქონდა მიღებული დაზიანებები მაღალი ალბათობით ხელკეტით, მუშტით, ქვით და ასე შემდეგ. რეალურად, აღნიშნულმა საექსპერტო დასკვნამ ბუნებრივია ხელი შეუწყო გამოძიებას," - განაცხადა ალექსანდრე გეჯაძემ. 

ცნობისთვის, პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე 5 პირისთვის ბრალის დამძიმებაზე დღეს ინფორმაცია გაავრცელა. უწყების ცნობით, სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა გადააგდეს მდინარე არაგვში, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა.

გასაჯაროვდა ექსპერტიზის ახალი დასკვნაც. გამოძიებამ დააზუსტა 8 გარემოება და მათ შორის კითხვა იყო დასმული, შესაძლებელია თუ არა დაზიანებები შაქარაშვილს მიეღო იმ დროს, როდესაც ის თავის დაღწევას ცდილობდა და სწორ ზედაპირზე მირბოდა. ასევე შესაძლებელი იყო თუ არა დაზიანებები სხეულზე გაჩენილიყო იმ შემთხვევაში, თუ ბილიკზე ჩასვლამდე გზის მიმდებარედ წაიქცა - ასეთ შესაძლებლობას ექსპერტები გამორიცხავენ,.ასევე ირკვევა რომ გარდაცვლილის სხეულზე არსებული სიცოცხლის დროინდელი დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვის საგნის არაერთჯერადი ზემოქმედებით. ასევე ექსპერტიზა ამბობს რომ დაზიანებები შაქარაშვილს მიყენებული აქვს ბლაგვი საგნით, ისეთი როგორიცაა ხელკეტი, ხელი, ფეხი ქვა.

]]>
11-08-2020 17:52 +0400
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარაში პოლიციელები დაჭრეს https://rustavi2.ge/ka/news/172557

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარაში პოლიციელები დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, გვარაში ბენზინგასამართ სადგურთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის გამოცხადებამ მძღოლი გააღიზიანა და მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც დაჭრა მოჰყვა.

ინციდენტის შემდეგ ორი პოლიციელი ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, რომელთაგან ერთს ცივი იარაღით აქვს ჭრილობა მიყენებული. ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. 

"ღამის საათებში, 4-დან 5 საათის ინტერვალში სტაციონარს მომართა ორმა პაციენტმა. სხეულის მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდათ მათ, დაახლოებით 40 წლამდე ასაკის პაციენტები იყვნენ. გაეწიათ პირველადი გადაუდებელი დახმარება, გაეწერნენ ბინაზე სტაბილურ მდგომარეობაში, ექიმის დაკვირვების ქვეშ," - ამბობს ექიმი. 

]]>
11-08-2020 17:40 +0400
ვერ ვხედავ საშიშროებას, რომ ლარსის საბაჟო პუნქტზე სიტუაცია ძალიან გართულდეს - პაატა იმნაძე https://rustavi2.ge/ka/news/172555

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, ყაზბეგის რაიონში, ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე კორონავირუსით ინფიცირების 5 შემთხვევა დაფიქსირდა, ვითარება აბსოლუტურად კონტროლირებადია.

როგორც მან "დღის კურიერის" ეთერში აღნიშნა, ამ გამშვები პუნქტიდან ქვეყანაში ტურისტები არ შემოდიან და ის გახსნილია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის და ტრაილერების მძღოლებისთვის, რომლებიც კორონავირუსით ინფიცირების კუთხით რისკჯგუფს მიეკუთვნებიან. 

"შემთხვევები აბსოლუტურად კონტროლირებადია. ყველა ის ადამიანი იყო გადაყვანილი თვითიზოლაციაში, ასე რომ იქ პრობლემები ჯერ ჯერობით გამოკვეთილი არ არის, ჩვენი რაზმი წასულია იქ სამუშაოდ.

ტურისტები იქიდან ვერ შემოდიან, იქიდან შემოდიან საქართველოს მოქალაქეები, ძალიან ბევრი, სხვათა შორის, და, ასევე, ტრაილერის მძღოლები. მოგეხსენებათ, დღემდე 110-ზე  მეტი ტრაილერის მძღოლია დადასტურებული ინფიცირებული. ძალიან ბევრი სწორედ ამ გზითაა შემოსული, ასევე ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე, რომელიც რუსეთიდან შემოდის საქართველოში. მოგეხსენებათ, კარანტინებიდან 300-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. ასე რომ, ასეთი ადამიანები არიან საკმაოდ მაღალი რისკის ქვეშ.

ეს ადამიანები, რადგან პროფესიულად მაღალი რისკია, პერიოდულად იტესტებიან, ასე რომ იქ ვერ ვხედავ იმის საშიშროებას, რომ სიტუაცია ძალიან გართულდეს. იქ ჩვეულებრივი სამუშაოები ჩატარდება, დადგინდება კონტაქტები, რათა მოხდეს მათი იზოლირება, გამოკვლევა,"-განაცხადა პაატა იმნაძემ. 

შეგახსენებთ, რომ ყაზბეგში კორონავირუსით ინფიცირებული 5 პაციენტი ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტის თანამშრომლები არიან. რა გახდა მათი ინფიცირების წყარო, ჯერჯერობით, დაუდგენელია. 

]]>
11-08-2020 16:30 +0400
განზრახ მკვლელობის საქმეზე დაზარალებულის მხრიდან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა მოწოდებული  - პროკურორი https://rustavi2.ge/ka/news/172553

ფეხბურთელის მკვლელობის საქმე - პროკურორი, ამირან გულუაშვილი აცხადებს, რომ დაზარალებული მხარისგან არსებობს მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაც გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მეტ დეტალებს შეიცავს. პროკურორის თქმით, აღნიშნული ინფორმაცია მტკიცებულებითი თვალსაზრისით, საკმაოდ მნიშვნელოვანია განზრახ მკვლელობის საქმის ნაწილში. 

"რაც შეეხება ჩვენების ნაწილს, არსებობს მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოწოდებული დაზარალებულისგან, რაც გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში მეტ დეტალიზაციას შეიცავს  და რაც მტკიცებულებითი თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია განზრახ მკვლელობის საქმესთან მიმართებით. კონკრეტულ მტკიცებულებებს რაც შეეხება, ალბათ უფრო სწორი იქნება დაველოდოთ ამ მტკიცებულებების გადაცემას დაცვის მხარისთვის და შემდგომში უფრო მეტად იქნება შესაძლებელი დეტალურად ამ მტკიცებულებების განხილვა," - განაცხადა ამირან გულუაშვილმა.

მისი თქმით, შეკითხვები - რითი მტკიცდება, რომ იყო მკვლელობა და წყალში გადაგდება, მასალების გაცნობის შემდეგ, იურისტებს არ უნდა დარჩეთ.  

"სხვა საკითხია ადვოკატის პოზიცია ბრალდებულის ინტერესების გათვალისწინებით და ამ პოზიციის დაცვა, თუმცა ობიექტური შეფასების პირობებში ასეთი კითხვები არ უნდა არსებობდეს,“ - აცხადებს ამირან გულუაშვილი.  

]]>
11-08-2020 16:22 +0400
მირიან ნიკოლაძის განცხადებით, შაქარაშვილის ოჯახი ბრალდებული პირების უმკაცრსად დასჯას მოითხოვს https://rustavi2.ge/ka/news/172554

გიორგი შაქარაშვილის ბიძის, მირიან ნიკოლაძეის განცხადებით, შაქარაშვილის ოჯახი ბრალდებული პირების უმკაცრსად დასჯას ითხოვს. 

როგორც მირიან ნიკოლაძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ოჯახი თვალყურს მიადევნებს პროცესს, რომ არ მოხდეს მკვლელობაში ბრალდებულის ვადაზა ადრე პირობით, ან შეწყალებით გათავისუფლება. 

"დაზარალებული ოჯახი მოითხოვს, დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას და ოჯახი ბოლომდე თვალყურს მიადევნებს აღნიშნულ პროცესებს როგორც სასამართლოს მიმდინარეობისას, ასევე სასჯელის მოხდის პერიოდში რომ არ მოხდეს ისეთი გაუთვალისწინებელი შემთხვევები, როგორიც ჩვენ არაერთხელ ვიხილეთ, ვგულისხმობ პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებას, შეწყალებას და ა.შ,"-განაცხადა სპეციალურ ბრიფინგზე გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, ადვოკატმა მირიან ნიკოლაძემ..

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, დღეს "ტოიოტა ქამრის" მგზავრებს, ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს და 2 არასრულწლოვანს ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი დაუმძიმდა.

]]>
11-08-2020 16:19 +0400
ოჯახი თვლის, რომ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნილია - მირიან ნიკოლაძე https://rustavi2.ge/ka/news/172552

გიორგი შაქარაშვილის ბიძის, დაზარალებულის ადვიოკატის განცხადებით, ოჯახი თვლის რომ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობა გახსნილია. ამის შესახებ განცხადება მირიან ნიკოლაძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. 

"ოჯახი თვლის, რომ გიორგის განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნილია, რომ დანაშაულის ჩამდენი პირები მიცემულები არიან სწორად, მართებულად და სამართლებრივად გამართულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში, სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილით. კონკრეტულად საუბარია "ტოიოტა ქამრის" 5 მგზავრზე, ჩვენ რამდენჯერმე დავაფიქსირეთ ჩვენი მოსაზრება, მძროლთან დაკავშირებით და არ ვიცოდით ზუსტად რა პოზიცია ჩამოყალიბდებოდა, ვგულისხმობ დროს და განვლილ ქრონომეტრაჟს, ამიტომ საბოლოო ჯამში დადგინდა, რომ ხუთმა პირმა ჩაიდინა გიორგის განზრახ მკვლელობა. 

დღეს არსებული მტკიცებულებებით, რაც ჩვენთვის, ოჯახისთვის არის ცნობილი, ვფიქრობთ რომ სრულად არის დადასტურებული მათ მიერ ჩადენილი ქმედება, ასევე ვფიქრობთ, რომ სასამართლოში აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეს არ უნდა ჰქონდეს რაიმე სამართლებრივი პრობლემა, ვინაიდან ის მაღალი სტანდარტი, რომელიც კანონმდებლობით არის გათვალისწინებული, უკვე დაკმაყოფილებულია. 

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის გარდა, რომელიც გახდა ერთ-ერთი საფუძველი, აღნიშნული პირების ბრალის წარდგინების, ჩვენი და გამოძიების მიერ, განხორციელდა არაერთი მოქმედება და საბოლოო ჯამში, ეჭვშეუვალად დადგინდა, სხვა მანქნნები და სხვა პირები, გარეშე ადამიანები, გარდა "ტოიოტას" მგზავრებისა, შემთხვევის ადგილას არ იყვნენ ფიზიკურად და სხვა ვერავინ განახორციელებდა ამ დანაშაულს,"-განაცხადა სპეციალურ ბრიფინგზე გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, ადვოკატმა მირიან ნიკოლაძემ.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, დღეს "ტოიოტა ქამრის" მგზავრებს, ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს და 2 არასრულწლოვანს ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი დაუმძიმდა.

]]>
11-08-2020 16:14 +0400
ბრალდების მხარე იმათი გულის მოგებას ცდილობს, ვინც თვლის, რომ "ტოიოტა ქამრის" მგზავრებიდან ყველა მკვლელია - ალექსანდრე კობაიძე https://rustavi2.ge/ka/news/172551

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული "ტოიოტა ქამრის" მგზავრების ადვოკატები აცხადებენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირებისთვის ბრალის დამძიმებისთვის შესაბამისი მტკიცებულებები არ არსებობს. 

ერთ-ერთი ბრალდებულის, არჩილ გაგნიძის ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის მტკიცებით, ბრალის დამძიმებისთვის პროკურატურას რელევანტური მტკიცებულებები არ აქვს. 

"მე რომ ვუყურე აღნიშნულ ვერსიას, არ ვიცი, თრილერივით მომეჩვენა ეს ყოველივე, რაც ბრალდების მხარეს, წესით არ უნდა გაეკეთებინა. რას ვგულისხმობ - ის ფაქტობრივი გარემოებები, რომ თურმე წყლამდე მისდიეს და შემდეგ წყალში მოახდინეს მისი ლიკვიდაცია, ეს, მინიმუმ, დროში ხომ უნდა გაეზომათ, რამდენად რეალური და რელევანტურია. რა თქმა უნდა, ამაზე მათ პასუხი არ ექნებათ, დარწმუნებული ვარ, თუმცა არა უშავს. ახლა ჩვენ, დაცვის მხარეს უფრო გაგვეხსნა ხელ-ფეხი, რომ ამ კუთხით მთელი რიგი საგამოძიებო ექსპერიმენტები ჩავატაროთ. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ თავადაც იხილავთ, რომ ეს ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც არის წარმოდგენილი, რელევანტური არ არის.

აღნიშნულ გამოყოფილ საქმეშიც, როგორც მაქვს ინფორმაცია, ექსპერტიზის ახალი დასკვნა არ არსებობს, რომ მართლაც და საფუძველი ყოფილიყო ბრალის დამძიმების. მრჩება განცდა, რომ ბრალდების მხარე ცდილობს გული მოუგოს საზოგადოების ნაწილს, ვინც თვლის, რომ "ტოიოტა ქამრში" ვინც ისხდნენ, ყველანი არიან მკვლელები,"-განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.

არჩილ გაგნიძის კიდევ ერთი უფლებადამცველი ვასილ მამულაშვილი აცხადებს, საქმე გახსნილად გამოაცხადეს მაშინ, როცა ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს.

"ჩვენთვის გაურკვეველია, როდესაც საუბრობს იმ განვითარებაზე, რომ არჩილ გაგნიძემ და რევაზიშვილმა მოუარეს და მეორე მხრიდან ჩავიდნენ, ეს რომელი ინფორმაციით დგინდება, ფიზიკურად არ არის და ვერც იქნება, იმიტომ, რომ არავინ ამ ადგილას არ ყოფილა თვითმხილველი მოწმე. ეს არის ვარაუდი და სამწუხაროა. ჩვენ ვიძახდით არაერთხელ, რომ ეს უფრო ცუდ სამსახურს გაუწევდა როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეს და, ასევე, დაზარალებულს, ვინაიდან, ფაქტობრივად საქმე გახსნილად გამოაცხადეს მაშინ, როცა ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტითაც დღეის მდგომარეობით არ არსებობს,"-განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა "ტოიოტა ქამრის" მგზავრებს: ვახტანგ ჩიქოვანს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არჩილ გაგნიძეს და 2 არასრულწლოვანს

მთავარმა პროკურატურამ ხუთივე პირის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. საუბარია 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულზე, რაც განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს.  

როგორც პროკურატურაში გამართული ბრიფინგიდან ხდება ცნობილი, ბრალი დაუმძიმდათ ვახტანგ ჩიქოვანს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არჩილ გაგნიძეს, ასევე არასრულწლოვნებს - ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე სულ 17 პირია დაკავებული, მათგან 6 არასრულწლოვანია. ყველა მათგანი ამ დროისთვის პატიმრობაში იმყოფება.    

]]>
11-08-2020 16:00 +0400
ჯანდაცვის მინისტრი კომატოზურ მდგომარეობაში მყოფ 25 წლის ნათია ცირეკიძის ოჯახის წევრებს და ადვოკატს შეხვდა https://rustavi2.ge/ka/news/172548

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კომატოზურ მდგომარეობაში მყოფ 25 წლის ნათია ცირეკიძის ოჯახის წევრებსა და მათ ადვოკატს ჯანდაცვის სამინისტროში შეხვდა. შეხვედრაზე პაციენტის მდგომარეობასა და მკურნალობის პროცესში სხვა კლინიკების ჩართულობაზე ისაუბრეს.

"ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკიდან პაციენტის ამჟამინდელ მდგომარეობას გამოვითხოვთ და განვიხილავთ ყველა შესაძლებლობას, სად შეიძლება მისი მკურნალობა გაგრძელდეს. პაციენტის ოჯახის წევრების მხრიდან აღინიშნა, რომ დღემდე არ არის ექსპერტიზა ჩატარებული მისთვის მიყენებულ იმ ზიანზე, რომლის გამოც პაციენტი ამ მდგომარეობაში იმყოფება. იმის მიღმა, თუ რა დოკუმენტაციაც შეისწავლა რეგულირების სააგენტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩატარდეს ექსპერტიზა," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ცნობისთვის, სამსახურებრივი გულგრილობის, თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე "თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" დირექტორი, გიორგი ლობჟანიძე და ამავე კლინიკის ექიმი, ვახტანგ ყიფიანი დააკავეს, ხოლო უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე, მაგდა ხოჭოლავას მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიორგი ლობჟანიძეს აღკვეთის ღონისძიებად გირაო 100 ათასი ლარი, ხოლო და ამავე კლინიკის ექიმს, ვახტანგ ყიფიანს პატიმრობა შეეფარდათ. ამასთან, უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე მაგდა ხოჭოლავას პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. მაგდა ხოჭოლავა დაკავებული არ არის, ის იტალიაში იმყოფება.

]]>
11-08-2020 15:43 +0400
სოფელ ჩუმლაყში წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი გაქურდეს https://rustavi2.ge/ka/news/172547

კახეთში ეკლესია დაარბიეს და გაძარცვეს - სოფელ ჩუმლაყში წმინდა გიორგის სახელობის ტაძრიდან თანხა მოიპარეს. შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტში გვიან ღამით მოხდა. დაზიანებულია ხატები და ჩამსხვრეულია მინები. დანაშაულის შესახებ ადგილობრივებმა დღეს დილით შეიტყვეს. ადგილზე პოლიცია მუშაობს.

დამნაშავეების იდენტიფიცირება ჯერჯერობით არ მომხდარა. რაც შეეხება თავად დაყაჩაღებას და თავად შემთხვევას, როგორც ადგილობრივები და ერთ-ერთი სასულიერო პირი "კურიერთან" საუბარში აღნიშნავს, შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიიდან დაახლოებით 50 ლარამდეა წაღებული და ასევე დაზიანებულია ერთ-ერთი ხატი. როგორც ადგილობრივი აღნიშნავს, ხატი დაზიანდა მაშინ, როდესაც დამნაშავე ეკლესიიდან ფანჯრიდან შეღწევას ცდილობდა.

"როგორც ჩანს ფანჯრიდან არიან შესულები იმიტომ, რომ კარები დაკეტილი იყო. პირველ რიგში გადაჭრილი არის ელექტროსადენები, თითქოს ვიდეოკონტროლის შეეშინდათ და გადაჭრეს სადენები. მერე შესულები არიან შიგნით რა თქმა უნდა. როდესაც ფანჯრიდან არის გადასული ეტყობა კანდელზე დაახტა სიბნელეში იყო, თუ დღისით იყო, კანდელია გადმოვარდნილი," - აცხადებს დეკანოზი, ჩუმლაყის წმინდა გიორგის ტაძრის წინამძღვარი მამა გრიგოლ მთვარელიშვილი.​

"კურიერთან" საუბარში ადგილობრივებმა და სასულიერო პირებმა ისიც აღნიშნეს, რომ მომხდარი ინციდენტი მუნიციპალიტეტში ეკლესიის გაქურდვის პირველი შემთხვევა არ არის.

საგამოძიებო მოქმედებები საკითხთან დაკავშირებით აქტიურად მიმდინარეობს. გამოძიება მიმდინარეობს 177-ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს.

 

]]>
11-08-2020 15:40 +0400
სვანეთში 500-ზე მეტი დამსვენებელი კარანტინში გადაიყვანეს https://rustavi2.ge/ka/news/172545

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მარიამ ქვრივიშვილი აცხადებს, რომ სვანეთში ამოქმედებული მკაცრი რეჟიმის გამო, 500-ზე მეტი დამსვენებელი კარანტინშია გადაყვანილი.

მარიან ქვრივიშვილის თქმით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 20-ზე მეტი სასტუმრო საკარანტინო სივრცედ მოაწყო.

"კარანტინში გადავიყვანეთ 500-ზე მეტი დამსვენებელი, რომელიც იმყოფებოდა სვანეთში. ჩვენ ვაგრძელებთ მიმდინარე პროცესს, მოგეხსენებათ, რომ დავალების შესაბამისად, ძალიან მოკლე პერიოდში ჩვენ უკვე შექმენით სვანეთში საკარანტინო სივრცეები, გვაქვს დაკონტრაქტებული 20-ზე მეტი სასტუმრო და 400-მდე საწოლი ადგილი, იმისათვის, რომ თითოეულ ადამიანს ჰქონდეს სრული კომფორტი, რომ ადგილობრივად შეძლონ და გაიარონ კარანტინი," - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სვანეთში მეორე დღეა ვითარებას აკონტროლებს პოლიცია და საგანგებო რეჟიმში მუშაობს სპეციალური შტაბი. მესტიაში ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს და ადგილზე სპეციალისტთა 16 ჯგუფი მუშაობს.  ამ დროისთვის უკვე აღებულია 400-მდე PCR ტესტი და ბიოლოგიური მასალა ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნება. 

]]>
11-08-2020 15:35 +0400
მკაცრი საკარანტინო რეჟიმი სვანეთში - ადგილზე ეპიდემიოლოგთა 16 ჯგუფი მუშაობს https://rustavi2.ge/ka/news/172543

სვანეთში მეორე დღეა ვითარებას პოლიცია აკონტროლებს, სპეციალური შტაბი კი საგანგებო რეჟიმში მუშაობს. მესტიაში ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს და ადგილზე სპეციალისტთა 16 ჯგუფი მუშაობს. ამ დროისთვის უკვე აღებულია 400-მდე PCR ტესტი და ბიოლოგიური მასალა ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნება.

დასახლებებში, რომელში შესვლა-გამოსვლას საპოლიციო ძალა აკონტროლებს, ძირითადად მხოლოდ სადისტრიბუციო მანქანებს უშვებენ, რომლებსაც სოფლებში სურსათი და საკვები პროდუქტები შეაქვთ.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე სვანეთში ამოქმედებული მკაცრი საკარანტინო რეჟიმის შესახებ საუბრობს. ნინო ვიბლიანი აცხადებს, რომ სოფელ ლენჯერში, სადაც ინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა, დღეს სრულად იქნება გამოკვლეული. 

"6 ჯგუფიდან, დღეს უკვე 16 ჯგუფზეა ასული, გამოყენებულია რეგიონის სრული რესურსი ჯანდაცვის კუთხით. დღეს იქნება მთლიანად მოცული ლენჯერის თემი, იქიდან გამომდინარე, რომ პირველადი გამოვლინება ლენჯერის თემში იყო. მათი კონტაქტები ფიქსირდება როგორც მულახში, ისე წვირმიში და მოცული იქნება მულახიწვირმი და დანა მესტია. აღებულია 400-მდე ბიოლოგიური ნიმუში, რომელიც არის PCR კვლევაზე გადაგზავნილი, შესაბამისად, ამ ეტაპისთვის პასუხები არ გვაქვს, როგორც იქნება პასუხები, იქნება თქვენთვისაც ცნობილი,“ - განაცხადა ნინო ვიბლიანმა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი ამბობს, რომ ყველა ღონისძიება იქნება ჩატარებული იმისათვის, რომ პროდუქტებზე რაიმე სახის შეფერხება არ მოხდეს.

"ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ჩვეულ რეჟიმში იყოს მიწოდება და რომ ფასებმა არ აიწიოს. არანაირი შეფერხება არ იქნება, ამის უზარმაზარი გამოცდილება გვაქვს მარნეულში, ბოლნისში, ყარაჯალაში და ასევე გავაკეთებთ მესტიაშიც,"- განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

]]>
11-08-2020 15:32 +0400
დავით ბაქრაძე და ზურაბ ჭიაბერაშვილი ყვარლის მოსახლეობას შეხვდნენ https://rustavi2.ge/ka/news/172541

"ევროპული საქართველოს" ლიდერი დავით ბაქრაძე და "ევროპული საქართველოდან" თელავი, ახმეტა, ყვარელი, ლაგოდეხის მაჟორიტარობის კანდიდატი ზურაბ ჭიაბერაშვილი ყვარელში მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.

ლიდერების თმით, მოსახლეობა საუბარში აქცენტს ამახვილებს, ფასების ზრდაზე, მომატებულ კრიმინალზე, უმუშევრობაზე. ადგილობრივების განცხადებით არჩევნებზე ხალხი ელოდება ცვლილებებს.

დავით ბაქრაძემ ადგილობრივებთან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"ადამიანებს აღარ სურთ იმ პრობლემებში ცხოვრება, რომელშიც ქვეყანა და ხალხი შეიყვანა "ქართულმა ოცნებამ". დარწმუნებული ვარ, რომ "ევროპულ საქართველოს" ექნება ძალიან დიდი მხარდაჭერა და დანარჩენ ოპოზიციასთან ერთად, ჩვენ გავიმარჯვებთ ამ არჩევნებში," - განაცხადა "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ.

"ხალხი უჩივის მიტოვებულობას და უპატრონობას. ისინი ვერ გრძნობენ, რომ ქვეყანას ყავს ხელისუფლება. არის სიღარიბე, უმუშევრობა, ფასების ზრდა და ხალხს უნდა ცვლილებები. სწორედ ამიტომ ისინი "ევროპულ საქართველოში" ხედავენ ისეთ ძალას, რომელიც ცვლილებებსაც მოიტანს და იმ პრობლემების დაძლევასაც, რომელიც ხალხს აწუხებს," - განაცხადა პარლამენტის თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი "ევროპული საქართველოდან" ზურაბ ჭიაბერაშვილი.

]]>
11-08-2020 15:28 +0400
"ამ მტკიცებულებების საფუძველზე ბრალდების დამტკიცება ვერ მოხერხდება" - "ტოიოტა ქამრის" მგზავრების ადვოკატებისთვის ბრალის დამძიმება მოულოდნელი იყო https://rustavi2.ge/ka/news/172544

გიორგი შაქარშვილის საქმეზე დაკავებული "ტოიოტა ქამრის" მგზავრების ადვოკატებისთვის მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირებისთვის ბრალის დამძიმება მოულოდნელი იყო. 

ერთ-ერთი ბრალდებულის, ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატი დარწმუნებულია, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი არ დაუმტკიცდება, რადგან, მისი თქმით, საქმეში შესაბამისი მტკიცებულებები არ არსებობს.

"ოფიციალურად მას ბრალდება არ დამძიმებია. რაც შეეხება ჩვენს მოლოდინს, რა თმა უნდა, მოცემულ შემთხვევაში არ გვქონდა იმის მოლოდინი, რომ რაიმე სახით ვახტანგ ჩიქოვანს ბრალი დაუმძიმდებოდა, მით უმეტეს მკვლელობასთან მიმართებაში. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში წარდგენილი ბრალდებები არ დასტურდება, შესაბამისად არანაირ მტკიცებულებაზე საუბარი არ არის, რომელიც ირიბად მაინც ვახტანგ ჩიქოვანის რაიმე შემხებლობას გამოკვეთდა გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილთან. ამ გარემოებებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მოულოდნელი იყო პროკურატურის ეს პოზიცია, თუმცა დარწმუნებულები ვართ, რომ ამ მტკიცებულებების საფუძველზე ვერ მოხერხდება ბრალდების დამტკიცება. საქმე გამოყოფილი იყო, შესაბამისად, რა მტკიცებულებები იყო მოპოვებული, ამას ჩვენ ამას უახლოეს ხანში გავეცნობით. თუმცა, არ გვაქვს მოლოდინი, რომ დაგვხვდება, რაიმე რელევანტური მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს რაიმე სახის შემხებლობას ვახტანგ ჩიქოვანისა და გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის,"-განაცხადა ადვოკატმა. 

ერთ-ერთი არასრულწლოვანის, ა.ქ-ს ადვოკატის მილერი ხარებავას თქმით, პროკურატურის განცხადება მისთვის სრულიად მოულოდნელი იყო და, შესაბამისად, საკითხში გარკვევა ვერ მოასწრო. 

"მე რამდენადაც ვიცი, იქ არავინ იყო ისეთი, ვინც ეს პიროვნება სცემა და არ ვიცი, ვერ გეტყვით. იმ ექვსისგან, ვინც იმ მანქანაში იყო, მათგან ასეთი ჩვენება ჩვენ არ გვქონდა და ცალკე გამოყოფილ საქმეზე თუ ვიღაცამ გითხრათ, არ ვიცი, ვერ გეტყვით. გავეფრთხილებინეთ, რომ უნდა წარდგენოდა ბრალი, რომ მცოდნოდა დილიდან რაღაცაში გავერკვეოდი. ფაქტის წინაშე დამაყენეს ახლა როგორც გამომძიებლებმა, ისე თქვენ,"- განაცხადა ერთ-ერთი არასრულწლოვანის, ა.ქ-ს ადვოკატმა მილერი ხარებავამ.

ნიკოლოზ რევაზიშვილის ადვოკატმა ამ თემაზე კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ მოგვიანებით გააკეთებს კომენტარს. 

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა "ტოიოტა ქამრის" მგზავრებს: ვახტანგ ჩიქოვანს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არჩილ გაგნიძეს და 2 არასრულწლოვანს.

მთავარმა პროკურატურამ ხუთივე პირის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. საუბარია 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულზე, რაც განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს.  

როგორც პროკურატურაში გამართული ბრიფინგიდან ხდება ცნობილი, ბრალი დაუმძიმდათ ვახტანგ ჩიქოვანს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არჩილ გაგნიძეს, ასევე არასრულწლოვნებს - ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე სულ 17 პირია დაკავებული, მათგან 6 არასრულწლოვანია. ყველა მათგანი ამ დროისთვის პატიმრობაში იმყოფება.    

]]>
11-08-2020 15:26 +0400
ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტის თანამშრომლებს COVID-19 დაუდასტურდათ https://rustavi2.ge/ka/news/172542

ყაზბეგში COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტები ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტის თანამშრომლები არიან. რა გახდა მათი ინფიცირების წყარო, ჯერჯერობით, დაუდგენელია. 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე "კურიერთან" საუბრისას აცხადებს, რომ ადგილზე პირდაპირი და ირიბი კონტაქტების დადგენა მიმდინარეობს.

"გიდასტურებთ, რომ 5 არის დადასტურებული შემთხვევა ლაბორატორიულად ინფიცირების. ამჟამად, კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს თვითონ ადგილზე, მხედველობაში მაქვს ყაზბეგის მუნიციპალიტეტი. ვიცით დაახლოებით საიდან შეიძლება ეგ იყოს, ამიტომაც მიმდინარეობს ეპიდკვლევა. პერსონალურ ინფორმაციას მე ვერ მოგცემთ. ჩვენგანაც წავიდა ჯგუფი და თვითონ ადგილობრივი ჯანდაცვაც სწავლობს კონტაქტებს," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

]]>
11-08-2020 15:24 +0400
ყაზბეგში 5 პირს COVID-19 დაუდასტურდა https://rustavi2.ge/ka/news/172540

ყაზბეგში COVID - 19  5 ადამიანს დაუდასტურდა - აღნიშნული ინფორმაცია "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დაადასტურა.

გამყრელიძის თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ეპიდკვლევა.

"გიდასტურებთ, რომ 5 არის დადასტურებული შემთხვევა ლაბორატორიულად ინფიცირების. ამჟამად, კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს თვითონ ადგილზე, მხედველობაში მაქვს ყაზბეგის მუნიციპალიტეტი. ვიცით დაახლოებით საიდან შეიძლება ეგ იყოს, ამიტომაც მიმდინარეობს ეპიდკვლევა. პერსონალურ ინფორმაციას მე ვერ მოგცემთ. ჩვენგანაც წავიდა ჯგუფი და თვითონ ადგილობრივი ჯანდაცვაც სწავლობს კონტაქტებს," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

]]>
11-08-2020 15:08 +0400
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ექსპერტიზის ახალი დასკვნა გასაჯაროვდა - გამოძიებამ 8 გარემოება დააზუსტა https://rustavi2.ge/ka/news/172562

მოკლული 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ექსპერტიზის ახალი დასკვნა გასაჯაროვდა. გამოძიებამ დააზუსტა 8 გარემოება და მათ შორის, დასმული იყო კითხვა - შესაძლებელია, თუ არა დაზიანებები შაქარაშვილს მიეღო იმ დროს, როდესაც ის თავის დაღწევას ცდილობდა და სწორ ზედაპირზე მირბოდა. ასევე შესაძლებელი იყო, თუ არა დაზიანებები სხეულზე გაჩენილიყო იმ შემთხვევაში, თუ ბილიკზე ჩასვლამდე გზის მიმდებარედ წაიქცა - ასეთ შესაძლებლობას ექსპერტები გამორიცხავენ.

ასევე ირკვევა, რომ გარდაცვლილის სხეულზე არსებული სიცოცხლის დროინდელი დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის არაერთჯერადი ზემოქმედებით. ასევე ექსპერტიზა ამბობს, რომ დაზიანებები შაქარაშვილს მიყენებული აქვს ბლაგვი საგნით, ისეთი როგორიცაა ხელკეტი, ხელი, ფეხი ქვა.

ცნობისთვის, პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე 5 პირისთვის ბრალის დამძიმებაზე დღეს ინფორმაცია გაავრცელა. უწყების ცნობით, სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა გადააგდეს მდინარე არაგვში, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა.

]]>
11-08-2020 15:07 +0400
ახალქალაქში 27 წლის მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა https://rustavi2.ge/ka/news/172538

ახალქალაქში 27 წლის ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებულ 37 წლის მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ბრალდებულის ადვოკატის ტარიელ ბილანიშვილის განცხადებით, დაცვის მხარე ბრალდებულის ინტერესების გათვალისწინებით დაეთანხმა პროკურატურის შუამდგომლობას პატიმრობის შეფარდების თაობაზე.

"ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროკურორი ითხოვდა პატიმრობას და ჩვენც, ამ ეტაპზე, დავეთანხმეთ პროკურორის შუამდგომლობას. ჩვენი თანხმობა გამოწვეული იყო ბრალდებულის უსაფრთხოების ინტერესებიდან. დაკავებულთან კომუნიკაცია არ მქონია. ჯერჯერობით, ახალი არაფერი არ არის. ჯერ საქმე არ დასრულებულა, გამოძიებაც არ დამთავრებულა და არც ის ვიცი, კვალიფიკაცია ეს დარჩება თუ შეიცვლება, ახლა ვერაფერს გეტყვით, რადგან ჯერ დაგეგმილი არაფერი გვაქვს," - განაცხადა ადვოკატმა. 

შეგახსენებთ, 8 აგვისტოს საღამოს ახალქალაქის ცენტრალური პარკის მიმდებარედ ერთმანეთს ორი შეიარაღებული ჯგუფი დაუპირისპირდა. შედეგად, გულის არეში მიყენებული ჭრილობებით, 27 წლის კაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციამ მკვლელობის ბრალდებით 37 წლის მამაკაცი დააკავა. 

მკვლელობის შემდეგ ადგილზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. მოკლულის თანასოფლელები, სოფელ კულიკამიდან ახალქალაქში ჩავიდნენ, სადაც სავარაუდო ეჭვმიტანილის სასტუმრო და 4 საცხოვრებელი სახლი გადაწვეს. დამწვარი სახლებიდან ორი, სასტუმროს მეპატრონეს ეკუთვნის.

ამ ეტაპზე, ახალქალაქში სიმშვიდეა და ვითარებას პოლიცია აკონტროლებს. სავარაუდოდ, სისხლიანი გარჩევის მიზეზი წარსულში მომხდარი კონფლიქტს უკავშირდება. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 136-ე მუხლით მიმდინარეობს. პარალელურად, გრძელდება გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობის ფაქტზე. მიმდინარეობს იმ პირების იდენტიფიცირება, რომლებმაც 4 საცხოვრებელი სახლი დაარბიეს და სასტუმრო გადაწვეს.

]]>
11-08-2020 14:55 +0400
“ლელოს" გუნდს დეპუტატი ლევან კობერიძე შეუერთდა https://rustavi2.ge/ka/news/172537

პოლიტიკურ გაერთიანება "ლელოს" დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე შეუერთდა. ის დღეს ბრიფინგზე "ლელოს" თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ წარადგინა. 

მამუკა ხაზარაძის თქმით, "ლელო" ფართოვდება ერთ-ერთი მთავარი მიზნისთვის, რომელიც ქვეყნის განვითარებას ეკონომიკის, ჯანდაცვისა და სხვა მიმართულებებით ეხება.  

"ლელო" იზრდება მთელი საქართველოს მასშტაბით და მას უერთდებიან გამორჩეული ლიდერები. ამ წლების განმავლობაში ისინი ამტკიცებენ, რომ არიან სამართლიანები და უკომპრომისოები, სწორედ ასეთია ლევან კობერიძე. მინდა, მას ვუსურვო წარმატება და ყველა იმ იდეის განხორციელება, რომელიც აღელვებს თითოეულ ჩვენგანს. ჩვენ გვინდა, ეს ქვეყანა იყოს წარმატებული, სამართლიანი და მივაღწიოთ ყოველდღიური გამარჯვების სერიას - ეკონომიკაში, მედიცინაში და სხვა სფეროებში,"- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. 

განცხადება გააკეთა თავად ლევან კობერიძემაც, რომელმაც აღნიშნა, რომ მას და "ლელოს" ბევრი საერთო ღირებულებები აქვთ. 

"დღეს ქვეყანას სჭირდება ახალი ალტერნატიული ცენტრი იმისათვის, რომ ეს ცენტრი იყოს რაც შეიძლება წარმატებული, ისევ ჩვენი მოქალაქეებისთვის უნდა დავდგეთ ერთად. ეს ალტერნატივა უნდა იყოს "ლელოსთან" ერთად. მე დიდხანს ვაკვირდებოდი ამ გუნდს და აღმოვაჩინე, რომ გვაქვს საერთო ღირებულებები. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ერთმანეთი, ეს არის ჩვენი ვალდებულება და ყველას აქვე მოვუწოდებ, ყველა იმ პოლიტიკურ ძალას თუ ინდივიდუალურ პოლიტიკურად აქტიურ მოქალაქეს, ვისაც უნდა, რომ ქვეყანაში იყოს სიახლე, იყოს ალტერნატიული ძლიერი პოლიტიკური ცენტრი, ჩვენ გავაძლიეროთ ერთმანეთი, ვითანამშრომლოთ და ჩვენ ასე მივაღწევთ წარმატებას - იმ ორპოლუსიანობის დამარცხებას, რომელზეც ჩვენ დიდი ხანია ყველანი ვლაპარაკობთ. მე ვიძლევი იმის პირობას, რომ აუცილებლად ყველაფერს გავაკეთებ ამ გუნდში,"- აცხადებს ლევან კობერიძე.

"ლელო" ახალი გუნდის წევრის შემოერთებას პოლიტიკური გაერთიანების გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძეც ეხმაურება. 

"ხედვები, რომლებიც საქართველოში ყველა სფეროს მოდერნიზაციას, ყველა სფეროში რეფორმას. ლევანს აქვს ძალიან საინტერესო შეხედულებები, რომლებიც ბევრ რამეში ჩვენსას ემთხვევა. ჩვენ გავაგრძელებთ იმაზე შრომას, რომ მოსახლეობას გავაცნოთ ჩვენი გეგმები და ის მოსაზრებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის განვითარებას,“- აცხადებს ბადრი ჯაფარიძე. 

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ პოლიტიკურ გაერთიანებას „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრი - ლევან სამუშია შეუერთდა. 

]]>
11-08-2020 14:40 +0400
პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა "ტოიოტა ქამრის" მგზავრებს: ვახტანგ ჩიქოვანს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არჩილ გაგნიძეს და 2 არასრულწლოვანს https://rustavi2.ge/ka/news/172535

პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ "ტოიოტა ქამრის" 5 მგზავრს ბრალი დაუმძიმა. აღნიშნულ 5 პირს შორის არის ორი არასრულწლოვანი. 

მთავარმა პროკურატურამ ხუთივე პირის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. საუბარია 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულზე, რაც განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს.  

როგორც პროკურატურაში გამართული ბრიფინგიდან ხდება ცნობილი, ბრალი დაუმძიმდათ ვახტანგ ჩიქოვანს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არჩილ გაგნიძეს, ასევე არასრულწლოვნებს  - ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე სულ 17 პირია დაკავებული, მათგან 6 არასრულწლოვანია. ყველა მათგანი ამ დროისთვის პატიმრობაში იმყოფება.    

 

]]>
11-08-2020 14:30 +0400
სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა გადააგდეს მდინარე არაგვში, რის შედეგადაც გარდაიცვალა - პროკურატურა https://rustavi2.ge/ka/news/172533

სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა გადააგდეს მდინარე არაგვში, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა - ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში განაცხადეს.  

 "გაქცევისას, გიორგი შაქარაშვილი ორივე მხრიდან მოექცა თავდამსხმელებს შორის, რამაც მას მოუსპო თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა და გარდაუვალი ანგარიშსწორების თავიდან აცილების მიზნით იძულებული გახდა ჩასულიყო გზის მარცხენა მხარეს არსებულ ხევში, სადაც  მას ჩაჰყვა ხუთივე თავდამსხმელი. ხევში არსებული ბილიკის ბოლოს გიორგი შაქარაშვილი მივიდა მდინარე არაგვის ნაპირთან და ვინაიდან ცურვის არცოდნის გამო აღმოჩნდა მისთვის გადაულახავი ბუნებრივი წინაღობის - მდინარის წინაშე, ვეღარ შეძლო გაქცევა. ამ ვითარებით ისარგებლეს თავდამსხმელებმა და გიორგი შაქარაშვილს მიაყენეს დაზიანებები თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩების მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში. სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა გადააგდეს მდინარე არაგვში, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შუალედური დასკვნით გამოირიცხა გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებების ასფალტირებულ გზაზე, ჩანთის აღმოჩენის ადგილამდე ფერდობზე მიმავალ ბილიკზე, მდინარის კალაპოტის მონაკვეთზე დაგორება - დაცურებით, წაქცევა-დაცემით ან რაიმე მკვრივ-ბლაგვ საგანზე ხახუნით ან თრევით, ასევე დაახლოებით 15.../25... მეტრი სიმაღლის ხიდიდან თავისუფალი ვარდნის შემდეგ, წყალზე დაცემის ან წყალში ჩავარდნის შედეგად, ერთობლივად განვითარების შესაძლებლობა.

ექსპერტიზით დადგინდა, რომ გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი მატრავმირებელი საგნების ზემოქმედებით, როგორიცაა ხელკეტის მსგავსი საგანი, ფეხი, ქვა, მუშტი.

გარდა აღნიშნულისა, გამოძიების მიერ ექსპერტიზის წინაშე დასმული საკითხების დადგენის მიზნით, აქტიურად გრძელდება კომპლექსური საექსპერტო კვლევები.

გვსურს საზოგადოებას შევახსენოთ, რომ იმ ხუთი პირის გარდა, რომელთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაიწყო, ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის, ასევე, ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე დაკავებულია 12 პირი, რომელთაც აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვთ პატიმრობა. მათ მიმართ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან ათ წლამდე ითვალისწინებს," - აღნიშნულია პროკუირატურის განცხადებაში. 

პროკურატურა აღნიშნულ ფაქტებზე ვიდეოებს ავრცელებს. 

]]>
11-08-2020 14:15 +0400
ნუთუ არ გრცხვენიათ ასეთ უმსგავსო განცხადებას, რომ აკეთებთ? - გიორგი ვაშაძე შს მინისტრის განცხადებაზე კრიმინალის შესახებ https://rustavi2.ge/ka/news/172531

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, მინისტრის განცხადება უმსგავსობაა და თავმოყვარე ადამიანი არსებული კრიმინალური მდგომარეობის ფონზე გადადგებოდა.

"მინდა, გამოვეხმაურო შსს მინისტრის განცხადებას, რომელმაც გვითხრა, რომ კრიმინალი ხან გაიზრდება, ხან მოიკლეს. მინდა მივმართო, ნუთუ არ გრცხვენიათ ასეთ უმსგავსო განცხადებას, რომ აკეთებთ? ანუ ახალგაზრდების მკვლელობა ჩვეულებრივი საქმეა, ასეთი გაზრდილი კრიმინალი ჩვეულებრივი საქმეა? კრიმინალთან რომ ხართ გარიგებაში და არჩევნებისთვის ქურდულ სამყაროსთან თანამშრომლობთ, ჩვეულებრივი საქციელია? ეს არის უმსგავსობა, ნებისმიერი თავმოყვარე ადამიანი გადადგებოდა და ასეთ სისულელეს არ წამოროშავდა, რაც თქვენ თქვით.

მივმართავ საზოგადოებას, ეს უნდა დავამთავროთ ქვეყანაში და ასეთი მინისტრები აღარ უნდა გვყავდეს. რომელიც უსაფრთხოებაზე კი არ ზრუნავს, არამედ უმძიმეს მდგომარეობაში აგდებს მოქალაქეებს," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

]]>
11-08-2020 14:11 +0400
გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით, სისხლის სამართლებრივი დევნა 5 პირის მიმართ დაიწყო - პროკურატურა https://rustavi2.ge/ka/news/172532

გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით, სისხლის სამართლებრივი დევნა 5 პირის მიმართ დაიწყო. ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ მთავარ პროკურატურაში განაცხადეს. 

"საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით, სისხლის სამართლებრივი დევნა 5 პირის მიმართ დაიწყო. საქართველოს პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ერთობლივად წარმოებული გამოძიებით, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, დადგენილ იქნა, რომ 2020 წლის 18 ივნისს, დაახლოებით 23:00 საათზე, მცხეთაში მდებარე აგარკზე, დაბადების დღის აღსანიშნავად გამართულ წვეულებაზე მყოფ სტუმრებს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც წვეულებაზე სცემეს და ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენეს ვ.ჩ.-ს.

ვ.ჩ. თვლიდა თავს დაჩაგრულად კონფლიქტში, მოწინააღმდეგე მხარეზე შურისძიებისა და ანგარიშსწორებისათვის, დამატებითი ფიზიკური ძალის მობილიზების მიზნით, დაბრუნდა თბილისში, ნაძალადევის რაიონში. წვეულების ადგილზე დარჩა ვ.ჩ-ს ორი მეგობარი, რომლებიც პერიოდულად აწვდიდნენ ინფორმაციას მოწინააღმდეგე მხარის ადგილსამყოფელის შესახებ.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა ხუთი პირის მიმართ დაიწყო
საქართველოს პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ერთობლივად წარმოებული გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, დადგენილ იქნა, რომ 2020 წლის 18 ივნისს, დაახლოებით 23:00 საათზე, მცხეთაში მდებარე აგარაკზე, დაბადების დღის აღსანიშნავად გამართულ წვეულებაზე მყოფ სტუმრებს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც წვეულებაზე სცემეს და ჯანმრთელობის დაზიანებები მიაყენეს ვ.ჩ.-ს.

ვ.ჩ., თვლიდა რა საკუთარ თავს კონფლიქტში დაჩაგრულად, მოწინააღმდეგე მხარეზე შურისძიებისა და ანგარიშსწორებისათვის დამატებითი ფიზიკური ძალის მობილიზების მიზნით, დაბრუნდა თბილისში, ნაძალადევის რაიონში. წვეულების ადგილზე დარჩა ვ. ჩ.-ს ორი მეგობარი, რომლებიც პერიოდულად აწვდიდნენ ინფორმაციას მოწინააღმდეგე მხარის ადგილსამყოფელის შესახებ.

თბილისში დაბრუნებისთანავე, ვ.ჩ. დაუკავშირდა მის მეგობრებს და 19 ივნისის დაახლოებით 00:30 საათისათვის, მერსედესის მარკის და ვ.ჩ.-ს კუთვნილი ტოიოტა ქამრის მარკის ავტომანქანებით გაემართნენ მცხეთის მიმართულებით.

მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების გამო, დაბადების დღეზე მყოფი სტუმრების უმრავლესობამ დატოვა აგარაკის ტერიტორია. მათ შორის იყო გიორგი შაქარაშვილიც, რომელიც წვეულებაზე მყოფ სხვა პირებთან ერთად, ფეხით გაემართა თბილისის მიმართულებით. მათ ფეხდაფეხ მიჰყვებოდა და უთვალთვალებდა ვ.ჩ.-ს ზემოხსენებული ორი მეგობარი. მათი მითითებით, მერსედესის მარკის ავტომანქანით ნაძალადევის რაიონიდან მცხეთაში ჩასული პირები გაემართნენ გიორგი შაქარაშვილის და მასთან ერთად ავტობანზე ფეხით მოძრავი პირებისაკენ.

დაახლოებით 00:47 საათზე, არაგვის ხიდთან მდებარე ავტო-სამრეცხაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მერსედესის მარკის ავტომაქანაში მყოფი პირები თავს დაესხნენ გიორგი შაქარაშვილს და მის თანმხლებ პირებს. თავდამსხმელებს ასევე შეუერთდნენ ვ. ჩ.-ს ზემოხსენებული ორი მეგობარი. ავტომანქანიდან გადმოსულმა პირებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს გიორგი შაქარაშვილთან ერთად მყოფ პირებს, ხოლო გიორგი შაქარაშვილმა გაქცევით დააღწია თავი ძალადობას. ფიზიკური ძალადობა გაგრძელდა რამდენიმე წუთი, რის შემდგომაც თავდამსხმელებმა ავტომანქანით დატოვეს შემთხვევის ადგილი.

პარალელურად, ტოიოტა ქამრის მარკის ავტომანქანით ვ.ჩ.-სთან ერთად მყოფი პირები კონფლიქტში მონაწილე მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელთა მოძიების მიზნით გაემართნენ აგარაკისაკენ. ვინაიდან მათ აგარაკზე მოწინააღმდეგეთაგან არავინ დახვდა, ტოიოტა ქამრი გამოემართა თბილისის მიმართულებით.

გიორგი შაქარაშვილი და მასთან ერთად მყოფი პირები, რომლებიც ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორთათვის ასოცირდებოდნენ მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლებთან, ფეხით განაგრძობდნენ გზას თბილისისაკენ, რა დროსაც მათ გზა გადაუჭრა აგარაკიდან წამოსულმა, ვ.ჩ.-ს კუთვნილმა ტოიოტა ქამრის მარკის ავტომანქანამ, რომელსაც მისი მეგობარი ვ.მ. მართავდა. გაჩერებისთანავე, ავტომანქანიდან, ვ.ჩ.-სთან ერთად  გადმოვიდნენ ვ.მ., ნ.რ., ა.გ., ზ.ხ., ა.ქ. და გაეკიდნენ გიორგი შაქარაშვილს და მისი თანმხლებ პირებს, პარალელურად აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. მოსალოდნელი ძალადობისგან თავის დაღწევის მიზნით, გიორგი შაქარაშვილი და მასთან ერთად მყოფი პირები გაიქცნენ ავტობანზე არაგვის ხიდისკენ დასავლეთის მიმართულებით, გადაირბინეს არაგვის ხიდი, გადაკვეთეს საავტომობილო გზა და სირბილი განაგრძეს დასავლეთის მიმართულებით. გიორგი შაქარაშვილის თანმხლები პირი გ.ქ., რომელიც იყო ნაცემი, თავდამსხმელებისაგან თავის დაღწევის მიზნით, საავტომობილო გზაზე მოწყობილი ბეტონის გამყოფი ზოლის გადაკვეთის შემდეგ, დაიმალა გამყოფ ზოლში არსებულ ნარგავებში. ამავდროულად, საავტომობილო გზა გადაკვეთეს, მეორე მხარეს გადავიდნენ და გიორგი შაქარაშვილის და მასთან ერთად მყოფი პირების დევნა განაგრძეს თავდამსხმელებმა ვ.ჩ.-მ, ა.ქ.-მ და ზ.ხ.-მ. დასავლეთის მიმართულების საავტომობილო გზის ნაპირზე არსებული ფერადი შენობის მიმდებარე ტერიტორიასთან მიახლოებისას, გიორგი შაქარაშვილმა და მასთან ერთად მყოფმა ვ.ა.-მ სირბილი განაგრძეს გზის მარჯვენა მხარეს ხიდის ქვეშ გამავალ მეორეხარისხოვან გზაზე, ხოლო გიორგი შაქარაშვილის მეგობარი გ.ა. გაიქცა ზემოაღნიშნული შენობის მიმართულებით და დაიმალა მის უკან არსებულ ბუჩქებში. გიორგი შაქარაშვილს და ვ.ა.-ს იმავე მიმართულებით გაეკიდნენ ვ. ჩ., ა. ქ. და ზ.ხ., ხოლო ა. გ.-მ და ნ. რ.-მ, რომლებიც იმყოფებოდნენ აღმოსავლეთის მიმართულების საავტომობილო გზის მხარეს, განაგრძეს სირბილი გზის მარცხენა მხარეს არსებულ მეორეხარისხოვან გზაზე იმ მიზნით, რომ პირისპირ დახვედროდნენ იმავე გზაზე საპირისპირო მხრიდან გამოქცეულ პირებს და გზა გადაეღობათ მათთვის. ვ.ა. მეორეხარისხოვან გზაზე სირბილისას დაიმალა გზის პირად არსებულ ბუჩქებში, გიორგი შაქარაშვილმა კი განაგრძო გადაადგილება. როდესაც გიორგი შაქარაშვილი მიუახლოვდა მეორეხარისხოვანი გზის იმ მონაკვეთს, რომელიც არაგვის ხიდის ბურჯებს შორის გადის, საპირისპირო მიმართულებიდან მას გზა გადაუღობეს ა. გ.-მ და ნ. რ.-მ.

გაქცევისას, გიორგი შაქარაშვილი ორივე მხრიდან მოექცა თავდამსხმელებს შორის, რამაც მას მოუსპო თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა და გარდაუვალი ანგარიშსწორების თავიდან აცილების მიზნით იძულებული გახდა ჩასულიყო გზის მარცხენა მხარეს არსებულ ხევში, სადაც  მას ჩაჰყვა ხუთივე თავდამსხმელი. ხევში არსებული ბილიკის ბოლოს გიორგი შაქარაშვილი მივიდა მდინარე არაგვის ნაპირთან და ვინაიდან ცურვის არცოდნის გამო აღმოჩნდა მისთვის გადაულახავი ბუნებრივი წინაღობის - მდინარის წინაშე, ვეღარ შეძლო გაქცევა. ამ ვითარებით ისარგებლეს თავდამსხმელებმა და გიორგი შაქარაშვილს მიაყენეს დაზიანებები თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩების მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში. სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა გადააგდეს მდინარე არაგვში, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შუალედური დასკვნით გამოირიცხა გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებების ასფალტირებულ გზაზე, ჩანთის აღმოჩენის ადგილამდე ფერდობზე მიმავალ ბილიკზე, მდინარის კალაპოტის მონაკვეთზე დაგორება - დაცურებით, წაქცევა-დაცემით ან რაიმე მკვრივ-ბლაგვ საგანზე ხახუნით ან თრევით, ასევე დაახლოებით 15.../25... მეტრი სიმაღლის ხიდიდან თავისუფალი ვარდნის შემდეგ, წყალზე დაცემის ან წყალში ჩავარდნის შედეგად, ერთობლივად განვითარების შესაძლებლობა.

ექსპერტიზით დადგინდა, რომ გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი მატრავმირებელი საგნების ზემოქმედებით, როგორიცაა ხელკეტის მსგავსი საგანი, ფეხი, ქვა, მუშტი.

გარდა აღნიშნულისა, გამოძიების მიერ ექსპერტიზის წინაშე დასმული საკითხების დადგენის მიზნით, აქტიურად გრძელდება კომპლექსური საექსპერტო კვლევები.

ხუთივე თავდამსხმელის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგენილია, რომ დაბადების დღის აღსანიშნავად გამართულ წვეულებაზე განვითარებულ კონფლიქტთან დაკავშირებით, 19 ივნისის ღამით, თბილისიდან მცხეთის მიმართულებით გაემართა სულ 8 ავტომანქანა, მათგან სამი საბურთალოს რაიონიდან, ხოლო ხუთი - ნაძალადევის რაიონიდან. ჩატარებული გამოძიების შედეგად მოპოვებული ვიდეოჩანაწერების და მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორებისაგან გამოთხოვილი ინფორმაციის შესწავლის შედეგად უტყუარად დგინდება, რომ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის დროს, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ტოიოტა ქამრის მარკის ავტომანქანა და დანაშაულის ჩადენაში მისი მგზავრები მონაწილეობდნენ.

გიორგი შაქარაშვილის საქმის გამოძიების პროცესში ჩატარდა ათასზე მეტი საპროცესო მოქმედება, საგამოძიებო ჯგუფის მიერ დამუშავებულ და შესწავლილ იქნა დეტალური ინფორმაცია საქართველოში მოქმედი მობილური ოპერატორების მეშვეობით განხორციელებული ათიათასობით ზარის, მოკლე ტექსტური შეტყობინების და ინტერნეტ აქტივობის შესახებ, გამოკვლეულ იქნა საჯარო და კერძო დაწესებულებების კუთვნილი გარე მეთვალყურეობის კამერების ჩანაწერები, რომელთა საერთო ხანგრძლივობა შეადგენს რამდენიმე ასეულ საათს, დაკითხულ იქნა ასეულობით მოწმე, ჩატარდა სასამართლო-სამედიცინო, ბიოლოგიური, ტრასოლოგიური, კომპიუტერული და კომპლექსური ექსპერტიზები, ამოღებულ იქნა კონფლიქტში მონაწილე პირთა ტანსაცმელი,  საკომუნიკაციო და სატრანსპორტო საშუალებები, აღებულ იქნა ანაწმენდები და სხვადასხვა სახის ნიმუშები, მოწმეთა ჩვენებების და საგამოძიებო ვერსიების შემოწმების მიზნით ჩატარდა არაერთი საგამოძიებო ექსპერიმენტი, ბრალდებულთა ამოცნობები და სხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები, სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის მიზნით მიემართა ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს.

გვსურს საზოგადოებას შევახსენოთ, რომ იმ ხუთი პირის გარდა, რომელთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაიწყო, ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის, ასევე, ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე დაკავებულია 12 პირი, რომელთაც აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვთ პატიმრობა. მათ მიმართ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან ათ წლამდე ითვალისწინებს," - განაცხადეს პროკურატურაში.  

]]>
11-08-2020 14:05 +0400
იქნება მცდელობა, რომ ექსპერტების მიერ მოხდეს facebook-ზე, Gmail-ზე და სხვა ქსელებში შესვლა - მიხეილ რამიშვილი ბაჩალიაშვილის საქმეზე https://rustavi2.ge/ka/news/172527

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი გამოძიების მიმდინარეობის შესახებ დღეს ახალ ინფორმაციას გაეცნობა. ოჯახის წევრები შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, რა დროსაც შეეცდებიან მოიპოვონ წვდომა სოციალურ ქსელში გარდაცვლილის ანგარიშზე. ასეთი მცდელობა გუშინაც იყო, თუმცა უშედეგოდ.

"ვერ მოხდა სოციალურ ქსელში შესვლა და კოდების მოძიება და როგორც მომაწოდეს ინფორმაცია, დღესაც ანალოგიური მცდელობა იქნება განხორციელებული და იგივე პროცედურები ჩატარდება. რა ფორმით და რა იქნება გამოყენებული, ვერ გეტყვით. იქნება მცდელობა, რომ ექსპერტების მიერ მოხდეს facebook-ზეGmail-ზე და სხვა ქსელებში შესვლა,“ - განაცხადა ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა. 

]]>
11-08-2020 13:46 +0400
ევროკავშირმა უნდა მიიღოს ზომები ბელარუსში ძალადობის შესაჩერებლად - პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი https://rustavi2.ge/ka/news/172524

ბელარუსში განვითარებულ მოვლენებს საერთაშორისო თანამეგობრობა თვალყურს ადევნებს. მათი განცხადებით, მიმდინარე მოვლენები არადემოკრატიულია და არჩევნების შედეგებში ეჭვი ეპარებათ. 

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იაცეკ ჩაპუტოვიჩი ბელარუსს მოუწოდებს, რეპრესიები შეწყვიტოს და მოქალაქეებთან რეალური დიალოგი დაიწყოს.

"ევროკავშირმა უნდა მიიღოს ზომები ბელარუსში ძალადობის შესაჩერებლად. პოლონეთი, როგორც ბელარუსის მეზობელი და ევროკავშირის წევრი, ამ მიმართულებით აქტიურად იმუშავებს. ბელარუსის ზოგადად დასავლურ სამყაროსთან და ევროკავშირთან დაახლოება ჯერ კიდევ შესაძლებელია. ეს დაახლოება უნდა ემყარებოდეს კანონის პატივისცემას და ფუნდამენტურ დემოკრატიულ ფასეულობებს. ჩვენ ველით, რომ ბელარუსის ხელისუფლება შეწყვეტს რეპრესიებს და დაიწყებს რეალურ დიალოგს მოქალაქეებთან,“ - განაცხადა იაცეკ ჩაპუტოვიჩმა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი  ბელარუსს მოუწოდებს, აქციაზე დაკავებული ადამიანებიდაუყოვნებლივ გაათავისუფლოს. 

"ჩვენ საფრანგეთთან და პოლონეთთან ერთად ბელარუსს მოვუწოდებდით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის. ჩვენ ამის არანაირი ნიშანი არ დაგვინახავს, სანაცვლოდ, ჩვენ გავხდით ძალადობის, დაშინებისა და დაკავებების მოწმე. ეს ცხადია, უნდა გახდეს განხილვის საგანი. საკითხს მოსკოვში ვიზიტისას განვიხილავ. ახლა კი ჩვენ მოვუწოდებთ ბელარუსს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ის ადამიანები, რომლებიც მშვიდობიანი მანიფესტაციისთვის გავიდნენ ქუჩაში,“ - განაცხადა ჰაიკო მაასმა.

შეგახსენებთ, უკვე მეორე დღეა ბელარუსის სხვადასხვა ქალაქებში მოსახლეობა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებს. მოქალაქეები ოფიციალურ მონაცემებს უნდობლობას უცხადებენ, რომლის მიხედვითაც უკვე მე-6 ვადით პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო გახდა. ვითარება ყველაზე მეტად დაძაბულია დედაქალაქში. მხოლოდ ბოლო საათებში მომხდარი დაპირისპირების შედეგად, 100-მდე ადამიანი დაშავდა. 

]]>
11-08-2020 12:37 +0400
"ვინც ჩაიდინა მკვლელობა ის არის დაკავებული, დანარჩენის იდენტიფიცირება მოხდება" - ვახტანგ გომელაური ახალქალაქში მომხდარი მკვლელობის საქმეზე   https://rustavi2.ge/ka/news/172523

ახალქალაქში განვითარებულ მოვლენებზე ჟურნალისტების კითხვას მოკლე კომენტარით უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა. ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, რომ აუცილებელია საზოგადოება გამოძიების შედეგებს დაელოდოს.  

"გამოძიება მიმდინარეობს, ვინც ჩაიდინა მკვლელობა ის არის დაკავებული, დანარჩენის იდენტიფიცირება მოხდება,“ - აღნიშნა გომელაურმა.

ახალქალაქში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულისთვის დღეს მოსამართლემ აღკვეთი ღონისძება უნდა განსაზღვროს. 27 წლის ახალგაზრდის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 37 წლის მამაკაცისთვის პროკურატურა წინასწარ პატიმრობას ითხოვს.

პარალელურად, გრძელდება გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობის ფაქტზე, რომელიც ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი. მიმდინარეობს იმ პირების იდენტიფიცირება, რომლებმაც 4 საცხოვრებელი სახლი დაარბიეს და სასტუმრო გადაწვეს.

სისხლიანი გარჩევა ახალქალაქის ცენტრში 8 აგვისტოს საღამოს მოხდა. მკვლელობის შემდეგ ვითარება ქალაქში უკიდურესად დაიძაბა. ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებული ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს.

 

]]>
11-08-2020 12:23 +0400
მკაცრი საკარანტინო რეჟიმი სვანეთში - მუნიციპალიტეტში 400-მდე PCR ტესტია აღებული, 500-ზე მეტი ადამიანი საკარანტინო ზონებში გადაიყვანეს https://rustavi2.ge/ka/news/172519

სვანეთში 500-ზე მეტი ადამიანი საკარანტინო ზონებში გადაიყვანეს. რეგიონში ამოქმედებული მკაცრი რეჟიმიდან 21 საათის შემდეგ, ასეულობით მოქალაქე სხვადასხვა სივრცეებში გადაანაწილეს.

პარალელურად, მუშაობას აგრძელებს სპეციალისტთა რამდენიმე ჯგუფი და აქტიურად მიმდინარეობს მოსახლეობის შემოწმება. ამ დროისთვის უკვე აღებულია 400-მდე PCR ტესტი და ბიოლოგიური მასალა ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნება. ადგილზე ეპიდემიოლოგთა 5 ჯგუფი მუშაობს და საჭიროების შემთხვევაში, მათი რაოდენობა გაიზრდება.

მუნიციპალიტეტის შესასვლელებში განთავსებულია ბლოკ-პოსტები და ვითარებას სამართალდამცველები აკონტროლებენ. 

დასახლებებში, რომელში შესვლა-გამოსვლას საპოლიციო ძალა აკონტროლებს, ძირითადად მხოლოდ სადისტრიბუციო მანქანებს უშვებენ, რომლებსაც სოფლებში სურსათი და საკვები პროდუქტები შეაქვთ.

მოქალაქეებს ტერიტორიის დატოვება არ შეუძლიათ, ტურისტები კი, საკარანტინო სივრცეებში არიან გადანაწილებული. ადგილზეა პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარიც. 

"დამატებითი ჯგუფი მიდის, PCR ტესტირება უნდა ჩავატაროთ. 400-მდე უკვე ტესტირება ჩატარდა" - აღნიშნა ერთ-ერთმა ეპიდემიოლოგმა.

]]>
11-08-2020 12:15 +0400
სოფელ ჩუმლაყში ეკლესია დაარბიეს - დაზიანებულია ხატები და წაღებულია თანხა  https://rustavi2.ge/ka/news/172515

სოფელ ჩუმლაყში ეკლესია დაარბიეს. ადგილობრივების ინფორმაციით, წაღებულია თანხა.
შემთხვევა გვიან ღამით წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მოხდა.

ტაძრის სტიქაროსნის ინფორმაციით, ძირითად ხატებია დაზიანებული, ჩამტვრეულია ფანჯარა და წაღებულია თანხა. 

შემთხვევის ადგილზე პოლიცია მუშაობს. 

]]>
11-08-2020 11:52 +0400
"7 დღე ჯარისკაცად" -  თავდაცვის სამინისტროს ახალი პროექტი https://rustavi2.ge/ka/news/172509

"7 დღე ჯარისკაცად" - ეს თავდაცვის სამინისტროს ახალი პროექტია, რომლის მიზანიც ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებაა.

პროექტი ახალგაზრდებისთვის სპეციალურად მომზადებულ 7 დღიან სასწავლო პროგრამას ითვალისწინებს, რომლის ფარგლებშიც მსმენელებს სამხედრო თემაზე თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები ჩაუტარდებათ. ისინი, ასევე ჯარისკაცის ცხოვრების წესს გაეცნობიან.

"წარმოვადგინეთ პრეზენტაცია, რომელიც შეეხება, როგორც აქტიურ რეზერვს, ისე ეროვნული გვარდიის მოკლე ისტორიას და თავდაცვის ძალების პოპულარიზაციას. მინდა აღვნიშნო, რომ სტუდენტების მხრიდან აქტივობა საკმაოდ მაღალი იყო,"- განაცხადა პოლკოვნიკმა, საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის უფროსმა რომან ჯოხაძემ.

]]>
11-08-2020 11:36 +0400
გამოჯანმრთელებული 44 პაციენტიდან უმეტესობა ავღანეთიდან ჩამოყვანილი სამხედროა -მარინა ეზუგბაია https://rustavi2.ge/ka/news/172507

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 44 გამოჯანმრთელებული პაციენტიდან ნახევარზე მეტი ავღანეთიდან ჩამოყვანილი სამხედროა.

"გამოჯანმრთელებულების რიცხვი 44-ით გაიზარდა და მათგან უმრავლესობა ავღანეთიდან ჩამოყვანილი სამხედროა. დღევანდელი მონაცემებით, კოვიდ-ცენტრებში 194 პაციენტი მკურნალობს. მათგან 8 გახლავთ კრიტიკული, 14 მძიმე პაციენტია, დანარჩენი კი საშუალო სიმძიმისაა,"- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ

დღევანდელი მონაცემებით კოვიდ-ცენტრებში 194 პაციენტი მკურნალობს. მათგან 8 კრიტიკულია, 14 მძიმე კი  პაციენტი.

საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა, მათმა რიცვხა 44 შეადგინა და საერთო ჯამში - 1,054-ია.

 

]]>
11-08-2020 11:15 +0400
COVID-19-ის ახალი შემთხვევებიდან 2-ის წყარო გაჩიანია, 9 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, 3 კი იმპორტირებულია - მარინა ეზუგბაია https://rustavi2.ge/ka/news/172506

სვანეთში მყოფი 500-ზე მეტი მოქალაქე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებულ საკარანტინო ზონებში გადაიყვანეს. 

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევიდან 2-ის წყარო გაჩიანია, 9 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, 3 კი იმპორტირებულია.

"დღეს გამოვლენილი კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევიდან 2-ის წყარო გაჩიანია, 9 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, 3 კი იმპორტირებული შემთხვევაა, რომელთაგან ორი სატვირთო ავტომობილის მძღოლია. ამასთან გამოჯანმრთელებულების რიცხვი 44-ით გაიზარდა და მათგან უმრავლესობა ავღანეთიდან ჩამოყვანილი სამხედროა. დღევანდელი მონაცემებით კოვიდ-ცენტრებში 194 პაციენტი მკურნალობს. მათგან 8 გახლავთ კრიტიკული, 14 მძიმე პაციენტია, დანარჩენი კი საშუალო სიმძიმისაა,"- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ

მარინა ეზუგბაიას თქმით, მათ კლინიკაში სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა, ინფიცირებული 9 პაციენტი კი შეემატათ. მისივე თქმით, მათგან ერთი გახლავთ სასაზღვრო ზონიდან კონტაქტირებული პაციენტი, დანარჩენი 8 კი მესტიის მუნიციპალიტეტის კლასტერია

]]>
11-08-2020 11:13 +0400
სვანეთში მყოფი 500-ზე მეტი მოქალაქე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებულ საკარანტინო ზონებში გადაიყვანეს  https://rustavi2.ge/ka/news/172505

"კოვიდ-19"-ის შემთხვევების გამოვლენასთან დაკავშირებით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მესტიის მუნიციპალიტეტში მდებარე 20 სასტუმრო დროის უმოკლეს ვადებში საკარანტინო სივრცეებად მოაწყო.

ამ დროისთვის საკარანტინო სივრცეში გადაყვანილია 518  მოქალაქე, აქედან 343 მესტიაში მდებარე სასტუმროებშია მოთავსებული, ხოლო 171 მოქალაქე აჭარის რეგიონში მდებარე საკარანტინო სივრცეებში.

ადმინისტრაციის ორგანიზებით, სვანეთში მოქალაქეების ორგანიზებულად გადასაყვანად ტრანსპორტის მობილიზება მოხდა. შესაბამისი პროტოკოლის დაცვით დახმარება გაეწიათ იმ მოქალაქეებსაც, ვინც საკუთარი ტრანსპორტით იმყოფებოდა სვანეთში და ორგანიზებული მეთვალყურეობის ქვეშ გაემგზავრა სხვა რეგიონში მდებარე საკარანტინო ზონაში.  

შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარჯაში მთელი ღამის განმავლობაში განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობდნენ. პოლიციამ უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვით უზრუნველყო ადგილზე მყოფი მოქალაქეების ესკორტირება თბილისსა და ბათუმში მდებარე საკარანტინო ზონების მიმართულებით.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აგრძელებს მოქალაქეების საკარანტინო ზონებში გადაყვანას. საჭიროების შემთხვევაში სვანეთსა თუ ახლომდებარე რეგიონში საკარანტინო სივრცეები დაემატება.

ამ ეტაპზე სვანეთში საკარანტინო ზონისთვის შერჩეულია შემდეგი სასტუმროები:
ბანგურიანი, თეთნულდი, ჩუბუ, ელიტჰაუზი, პლაზა მესტია, ოლდჰაუზი, ფოსტა, სვანსეტი, სვანეთი, უშბა, რივერსაიდი, სანთაუერი, სანსეტ ტერასა, ნინო რატიანი, გერა, დავით ჟორჟოლიანი, მანონი, ბაპშა, შალე, ელტური

ამ სასტუმროებში შექმნილ საკარანტინო ზონებში სულ 340 ნომერია, საიდანაც 182 ოთახი დაკავებულია, ხოლო 158 თავისუფალია. 

ამჟამინდელი მონაცემებით, სვანეთში 128 მოქალაქე მესტიის მუნიციპალიტეტის საკარანტინო ზონებში სხვადასხვა სასტუმროებიდან გადაიყვანეს, 215 ადამიანი კი არსებულ სასტუმროებში დარჩა, რომელიც საკარანტინო ზონად გადაკეთდა.

]]>
11-08-2020 10:47 +0400
კორონავირუსის 14 ახალი დადასტურებული შემთხვევა ქვეყანაში - გამოჯანმრთელდა 44 https://rustavi2.ge/ka/news/172504

კორონავირუსის 14 ახალი დადასტურებული შემთხვევა ქვეყანაში. დღეის მონაცემებით საქართველოში უკვე 1,264 ინფიცირებულია.

მნიშვნელოვნად გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც, ცოტა ხნის წინ ვებგვერდზე stopcov.ge განახლებული მონაცემების მიხედვით დღეს უკვე "კოვიდ-19" 44-მა პაციენტმა დაამარცხა, შესაბამისად გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1,054-ია.

აქვე შეგახსენებთ, საქართველოში COVID-19-ით 17 ადამიანი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში ამ ეტაპზე 6,930 ადამინი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 263.

]]>
11-08-2020 10:34 +0400
სვანეთში დაკარგულ მოზარდთან დაკავშირებით ვითარება უცვლელია https://rustavi2.ge/ka/news/172499

სვანეთში დაკარგულ მოზარდთან დაკავშირებით ვითარება უცვლელია. დღეს ძებნის უკვე 25-ე დღეა.

მაშველები და სამართალდამცველები 13 წლის დაკარგულ ბავშვს ყველგან ეძებენ, თუმცა ამ დრომდე უშედეგოდ.

სამძებრო სამუშაოები თბილისში, ზუგდიდსა და შავი ზღვის სანაპირო ზოლზე მიმდინარეობს. სამძებრო სამუშაოებში ჩართული არიან მყვინთავები.

]]>
11-08-2020 09:27 +0400
შინდისის ტრაგედიიდან დღეს 12 წელი შესრულდა https://rustavi2.ge/ka/news/172493

შინდისის ტრაგედიიდან დღეს 12 წელი შესრულდა. 2008 წლის 11 აგვისტოს, რკინიზგის სადგურთან მეორე ქვეითი ბრიგადის ოცეული რუსეთის 53-ე არმიის პირისპირ აღმოჩნდა.

ქართველ ჯარისკაცებს საბრძოლო მასალა ამოეწურათ. დაჭრილმა მებრძოლებმა ტყვედ ჩაბარებას სიკვდილი არჩიეს და ერთადერთი შემორჩენილი ყუმბარით თავი აიფეთქეს. შინდისთან უთანასწორო ბრძოლას 17 ქართველი გმირი შეეწირა.

ეს ბრძოლა აგვისტოს ომის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ეპიზოდი იყო. დღეს დილიდან შინდისთან შეკრებას დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, თანამებრძოლები და პოლიტიკოსები აპირებენ.

]]>
11-08-2020 08:54 +0400
დაჭრილ ლევან თოფაძეს სამართალდამცველები გამოკითხავენ https://rustavi2.ge/ka/news/172491

დაჭრილ ლევან თოფაძეს სამართალდამცველები დღის მეორე ნახევარში გამოკითხავენ. გოგი თოფაძის შვილიშვილი საავადმყოფოდან სამი დღის წინ გაწერეს და ის მკურნალობას სახლში განაგრძობს.

"ლევან თოფაძის მდგომარეობა, მიუხედავად იმისა, რომ სახლში გაწერეს მაინც არასახარბიელოა. იგეგმება მისი გამოკითხვა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მან ექიმებთან შესაბამისი რეაბილიტაციის კურსები უნდა გაიაროს, სავარაუდოდ სამართალდამცველები დღის მეორე ნახევარში გამოკითხავენ, უკიდურეს შემთხვევაში კი ზეგ,"- განაცხადა ლევან თოფაძის ადვოკატმა გიორგი ანთაძემ.

22 წლის ახალგაზრდას დანით 4 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. მას ორი ოპერაცია დასჭირდა. დანაშაულში ბრალდებული, ყოფილი პრემიერის შვილი, ბუსა ჟვანიაა. მას განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავებიან. ჟვანიას სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ინციდენტი 2 აგვისტოს თოფაძის სახლში მოხდა.

]]>
11-08-2020 08:52 +0400
ხანძარი თბილისში - 65 წლის მამაკაცმა მრავლობითი დამწვრობა მიიღო https://rustavi2.ge/ka/news/172490

თბილისში, ბოლქვაძის პირველ ნომერში, გვიან ღამით ხანძარი იყო.

ცეცხლი საცხოვრებელ კორპუსში, პირველ სართულზე მდებარე ბინას გაუჩნდა. დამწვარია 25 კვადრატული მეტრის ფართობი. შედეგად მრავლობითი დამწვრობა მიიღო 65 წლის მამაკაცმა. ის სასწრაფომ ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანა.

დაშავებული მამაკაცი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და მის მდგომარეობას ექიმები მძიმედ მიიჩნევენ. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის 3 ბრიგადა მუშაობდა, ასევე ექსპერტ-კრიმინალისტები. რა გახდა ხანძრის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. მიზეზის დასადგენად მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე ექსპერტები მუშაობდნენ.

]]>
11-08-2020 08:47 +0400
მესტიაში COVID-19-ით ინფიცირებულთათვის საკარანტინო სივრცედ 18 სასტუმროს 327 ნომერი გამოიყო https://rustavi2.ge/ka/news/172489

მესტიის მუნიციპალიტეტში COVID-19-ის შემთხვევების გამოვლენასთან დაკავშირებით, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს დავალებით უკვე მზად არის 18 სასტუმრო 327 ოთახით, სადაც საკარანტინო სივრცეები განთავსდება.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშნული ობიექტები ჯანდაცვის სტანდარტებსა და უსაფრთხოების ნორმებს სრულად აკმაყოფილებენ. მათი საკარანტინო სივრცეებად გადაკეთება სასტუმროს მეპატრონეების თანხმობით მოხდა. მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვა სასტუმროებთანაც.

"ვაგრძელებთ ვიყოთ კონტაქტზე ყველა განთავსების ობიექტთან, რომელიც მდებარეობს სვანეთში. ჩვენ ასევე გვაქვს პირდაპირი კომუნიკაცია დამსვენებლებთან იმისთვის, რომ მათ ჰქონდეთ პირველ რიგში ყველა ის საჭირო ინფორმაცია, ყველა კითხვაზე პასუხი, რომელიც შეიძლება აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე ჰქონდეთ.

უკვე გვაქვს იდენტიფიცირებული 18 სასტუმრო და ჯამში 330 ოთახამდე, რომელიც უკვე იქნება საკარანტინო სივრცე. შესაბამისად, ყველა დამსვენებელს ექნება სრული კომფორტი ამ ვითარებაში იმისთვის, რომ გაიარონ სავალდებულო 14 დღიანი საკარანტინო ვადა უშუალოდ სვანეთში," - განაცხადა საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

]]>
11-08-2020 08:45 +0400
ქალ მეწარმეთა მხარდაჭერის მიზნით USAID-ის მეწარმეთა მხარდაჭერის პროგრამა - "yes georgia" ფართოვდება https://rustavi2.ge/ka/news/172484

ქალ მეწარმეთა მხარდაჭერის მიზნით, USAID-ის მეწარმეთა მხარდაჭერის პროგრამა - "yes georgia" ფართოვდება. 2021 წლიდან პროგრამა მხოლოდ მეწარმე ქალებზე იმუშავებს. პროექტის მთავარი მიზანი, საქართველოში ქალ მეწარმეთა რაოდენობის გაზრდაა. ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო, 2,500-ზე მეტი ქალისთვის უზრუნველყოფს ბიზნეს მენეჯმენტის ტრენინგს და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

თამუნა წიკლაური ერთ-ერთია იმ 4,000 ახალგაზრდას შორის, რომელმაც USAID-ის პროგრამის "yes georgia"  მეშვეობით ბიზნეს ტრენინგები გაიარა და დაფინანსება მოიპოვა. სამეწარმეო უნარების განვითარებისა და დასაქმების მხარდაჭერის მიზნით, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა შექმნა, სადაც ბიზნესის დაწყების მსურველები პრაქტიკულ სამეწარმეო ცოდნას იღებენ.

მომავალი წლიდან პროგრამა მხოლოდ მეწარმე ქალებზე იმუშავებს და მეტი ყურადღებას დაუთმობს ქალთა მხარდაჭერას ისეთი აქტივობების დაწყებაში, რომელიც მიმართულია ქალ მეწარმეთა საჭიროებების დაკმაყოფილებისკენ. ინიციატივას დადებითად აფასებენ ექსპერტებიც.

პროგრამის მთავარი მიზანი, საქართველოში ქალ მეწარმეთა რაოდენობის გაზრდაა. 2024 წლისთვის, "YES-Georgia" 2,500-ზე მეტი ქალისთვის უზრუნველყოფს ბიზნეს მენეჯმენტის ტრენინგს და ხელ შეუწყობს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას.

ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში, ტრენინგები 2020 წლის სექტემბრიდან განახლდება და მასში მონაწილეობა მთელი საქართველოს მასშტაბით, 16-დან 28 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შეეძლებათ. ინფორმაცია აპლიკაციების მიღების შესახებ კი, USAID-ის facebook გვერდზე განთავსდება.

]]>
10-08-2020 21:59 +0400
"ვერცერთ სისტემაში ვერ შევედით" - მიხეილ რამიშვილის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილის სოციალურ ქსელებში შესვლა ვერ მოხერხდა https://rustavi2.ge/ka/news/172486

თამარ ბაჩალიაშვილების ოჯახი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში დაიბარეს. თითქმის სამსაათიანი შეხვედრის შემდეგ ადვოკატმა განაცხადა, რომ ექსპერტებმა გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის სოციალური ქსელები ჯერ ვერ გახსნეს.

როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, თამარ ბაჩალიაშვილის სოციალურ ქსელებში შესვლა ვერ მოხერხდა, რადგან ვერცერთი კოდი ვერ მოერგო.

ოჯახის ინტერესების დამცველი ამბობს, რომ მიმდინარეობს დამატებითი ინფორმაციის დამუშავებაც.

"სოციალური ქსელი, ფეისბუქი, ჯიმეილიიუთუბი - ვერც ერთ სისტემაში ვერ შევედით. სამსახურეობრივი იმეილიც იყო, რომლის კოდიც 7 დღის უკან იყო შეცვლილი. ვერსად ვერ შევედით. ერთი ფეისბუქის გვერდი, რომელიც გაუქმდა და გაქრა, მეორე არსებობდა, რომელშიც ვერ შევედით, ვერანაირი კოდი ვერ მოერგო, ვერ გაიხსნა და ამიტომ, მიმდინარეობს ახლა მუშაობა იმაზე, რომ დავადგინოთ, საერთოდ როგორ ხდება, რატომ არ მოერგო," - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

 

]]>
10-08-2020 21:54 +0400
ვითარება ახალქალაქში სისხლიანი დაპირისპირებიდან 3 დღის შემდეგ - პოლიციელების მობილიზება "კურიერის" კამერამ დღეს სოფელ გულიკამთან დააფიქსირა https://rustavi2.ge/ka/news/172481

პოლიციელების მობილიზება "კურიერის" კამერამ დღეს სოფელ გულიკამთან დააფიქსირა. მოკლული ვართან მირანიანის სოფელში სამართალდამცველები რამდენიმე საათის წინ გამოჩნდნენ. ადგილობრივები არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა 8 აგვისტოს ინციდენტში მონაწილე პირების წრე გაფართოვდეს. 

მირიანიანებსა და გაბრიელიანებს შორის წლების წინ დაწყებული უთანხმოების მიზეზებზე საუბარი კამერის წინ არ სურთ მოკლული მამაკაცის თანასოფლელებს, თუმცა, პირად საუბარში ამტკიცებენ, რომ დაკავებული ახალგაზრდა მამაკაცს მიზანმიმართულად მოსაკლავად ჩაუსაფრდა. გულიკამში გარდაცვლილ ვართან მირანიანს უკონფლიქტო ადამიანად ახასიათებენ.

ინცინდენტის განსხვავებული ვერსია აქვთ გაბრიელიანის ოჯახის ნათესავებს. მკვლელობის ბრალდებით დაკავებულის ახლობელი აცხადებს, რომ მკვლელობამდე რამდენიმე თვით ადრე მირიანიანმა გაბრიელიანის მამა და ძმა სასტიკად სცემა. ოჯახი ობიექტურ გამოძიებას ითხოვს და არ გამორიცხავს, რომ მათ სახლებზე თავდასხმა კვლავ განმეორდეს.

დარბევის განმეორებას არ გამორიცხავს სამველ გაბრიელიანიც. მკვლელობაში ბრალდებულის მამა 8 აგვისტოს ღამით განვითარებულ მოვლენებს იხსენებს. მისი თქმით, ოჯახის წევრები სიკვდილს ერთხელ უკვე გადაარჩინა და არ სურს კონფლიქტს კიდევ ვინმე შეეწიროს. რაც შეეხება დაპირისპირების დეტალებს, გაბრიელიანს ამაზე საუბარი არ სურს.

ახალქალაქში 8 აგვისტოს მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების შემდეგ პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი უკვე დააკავა. დაკავებულს პროკურატურამ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით უკვე წარუდგინა. საგამოძიებო უწყებამ სასამართლოს არტურ გაბრიელიანისთვის აღმკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თხოვნით უკვე მიმართა. პარალელურად იმ პირთა წრის დადგენა მიმდინარეობს, ვინც სახლების დარბევასა და დაწვაში მონაწილეობდა.

]]>
10-08-2020 21:53 +0400
ორი წელი კომაში და მედიკოსების სოლიდარობა ბრალდებულ ექიმებს - ვინ არის პასუხისმგებელი 25 წლის გოგოს მძიმე მდგომარეობაზე https://rustavi2.ge/ka/news/172478

ნათია ცირეკიძე ისევ იმ კლინიკაში რჩება, სადაც თითქმის ორი წლის წინ, ხერხემალზე ჩატარებული წარუმატებელი სამედიცინო ჩარევის შედეგად ამ დრომდე კომატოზურ მდგომარეობაშია. ახალგაზრდა ქალის მამა მიზეზად კლინიკის მიერ საკუთარ თავზე აღებულ ვალდებულებებს ასახელებს. დღეს ოჯახი ჯანდაცვის სამინისტროში მინისტრთან შეხვედრის მოთხოვნით მივიდა.

აქამდე მინისტრთან შეხვედრა არ უცდია, თუმცა მას შემდეგ, რაც მისი შვილის საქმესთან დაკავშირებით დაკავებული ექიმების მხარდამჭერი კამპანია დაიწყო, მან დახმარების თხოვნა თავადაც გადაწყვიტა. 

მანამდე, ვიდრე დაზარალებული გოგონას მხარე მინისტრთან შეხვედრას მოითხოვდა, ეკატერინე ტიკარაძემ მისი უწყების კომპეტენციის ფარგლებში, დახმარების მზადყოფნა გამოთქვა.

მინისტრის შეხვედრა მედიკოსებთან, ექიმების ინიციატივით, კოლეგის მხარდამჭერი კამპანიის ფარგლებში ჩატარდა, სადაც ეს კონკრეტული სამართლებრივი დავა განიხილეს და მხარეები შეთანხმდნენ, რომ კანონში არის გარკვეული ხარვეზები, რომლის გამოც ექიმები საბრალდებო სკამებზე არა გადაცდომების გამო, არამედ სისხლის სამართლის საკმაოდ მძიმე მუხლებით აღმოჩნდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ექიმების საქმეს 3 ბრალდებული მედიკოსი ყავს, რეგულირების სააგენტომ მხოლოდ 2 ექიმის გადაცდომა დაადგინა. 

სააგენტოს მსგავსად, კითხვები სწორედ საქმის კვალიფიკაციასთან დაკავშირებით აქვთ იმ ექიმებსაც, რომლებმაც ბრალდებულ კოლეგებს მხარდაჭერა დღეს მთელი საქართველოს მასშტაბით გამოუცხადეს. ექიმები რეგიონებსა და დედაქალაქში სხვადასხვა კლინიკებთან შეიკრიბნენ.

ექიმების უფლებადამცველი იმედოვნებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფების საქმეზე გამამართლებელი განაჩენი დადგება.

თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმები 4 აგვისტოს დააკავეს. კლინიკის დირექტორი გიორგი ლობჟანიძე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, ქირურგ ვახტანგ ყიფიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს. ასევე პატიმრობა შეეფარდა დაუსწრებლად ანესთეზიოლოგ მაგდა ხოჭოლავას, რომელიც საქართველოში არ იმყოფება.

მედიკოსებს გამოძიება გულგრილობას, თაღლითობასა და უკანონო საექიმო საქმიანობას ედავება. შეუმსუბუქდებათ თუ არა ბრალი მედიკოსებს ჯერ უცნობია, ისევე, როგორც შეძლებს თუ არა მედიცინა კომაში მყოფი 25 წლის გოგონას მდგომარეობიდან გამოყვანას. გოგონას ოჯახს მინისტრი სავარაუდოდ ხვალ შეხვდება.

]]>
10-08-2020 21:23 +0400
კორონავირუსის ცირკულირება ქვეყანაში ისევ გაიზარდა - იმატა ინფიცირებული მედიკოსების რაოდენობამაც https://rustavi2.ge/ka/news/172476

კორონავირუსის ცირკულირება ქვეყანაში ისევ გაიზარდა. ვირუსის გავრცელების არეალი გაფართოვდა. იმატა ინფიცირებული მედიკოსების რაოდენობამაც.

შიდა ქართლში, გორის ჰოსპიტალში მედდას და ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდათ, ორივეს ვირუსი შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ აღმოაჩნდა. მედდასთან კავშირში მყოფი 19 პირი, 10 თანამშრომელი და ოჯახის 9 წევრი თვითიზოლაციაშია. ინფიცირების წყარო უცნობია.

უცნობია ამავე კლინიკის ექიმის ინფიცირების წყაროც. 50 წლის ქალთან კავშირში მყოფი 60-მდე კონტაქტი მოძიებულია. იგი გორის ჰოსპიტალის გარდა 5 სხვადასხვა კლინიკაში მუშაობდა, მცხეთის "ჯეო ჰოსპიტალი", თბილისში 3 სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულება სახელდება - კლინიკა "ჰეპა", ზოდელავას სახელობის ჰემატოლოგიური ცენტრი და გერმანული ჰოსპიტალი. "კურიერის" გადამღები ჯგუფი ყველა დასახელებულ კლინიკაში მივიდა, თუმცა გვითხრეს, რომ ინფიცირებული ექიმის შესახებ არაფერი იცოდნენ.

ვირუსის გავრცელების საფრთხეები მცხეთის ცხელების ცენტრშიც არსებობს. "კოვიდ-19" კლინიკის დასუფთავების თანამშრომელს დაუდასტურდა. სამედიცინო დაწესებულებაში პერსონალის აქტიური ტესტირება მიმდინარეობს.

ჯანდაცვის სამინისტრო რეგულაციებზე უკვე მუშაობს. მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ ექიმები პაციენტებზე ინფექციის გადამტანი არ უნდა გახდნენ.

მაისის ბოლოდან დღემდე ვირუსის ყველაზე მაღალი - 25 შემთხვევა დღეს გამოვლინდა. ერთის ინფიცირების წყარო უცნობია. ერთი ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი ახალგაზრდა კაცია, რომელიც მკურნალობას ინფექციურ საავადმყოფოში გადის. დანარჩენი შემთხვევები ან ინფიცირებულ პირებთან კონტაქტი ან იმპორტირებულია.

სპეციალისტები მოქალაქეებს ისევ ახსენებენ, რომ ვირუსი არსად წასულა და ცხელი სეზონის მიუხედავად რეგულაციების დაცვა მნიშვნელოვანია.

]]>
10-08-2020 21:14 +0400
ბლოკ-პოსტები და პოლიცია სვანეთში - მუნიციპალიტეტში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები ამოქმედდა https://rustavi2.ge/ka/news/172477

სვანეთი რამდენიმე საათია მკაცრი საკარანტინო შეზღუდვებით ცხოვრობს. დაბა მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში გადაადგილება მკაცრად კონტროლდება. შესასვლელებში უკვე განთავსებულია ბლოკპოსტები, რომელსაც სამართალდამცველები აკონტროლებენ. დამსვენებლები დღეს მუნიციპალიტეტში ვეღარ შევიდნენ, ტერიტორიაზე მხოლოდ ის მოქალაქეები შეუშვეს, რომლებმაც დაბა დილით დატოვეს.  

რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების და რისკების გათვალისწინებით, ტერიტორიაზე ფუნქციონირების უფლება მხოლოდ აფთიაქებს, სასურსათო მაღაზიებსა და ღია ტიპის კვების ობიექტებს აქვთ. საკარანტინო სივრცეების თავშეყრის ადგილებში დისტანციის დაცვა და პირბადის გამოყენება მკაცრად გაკონტროლდება.

მესტიის მუნიციპალიტეტში მასობრივი ეპიდემიოლოგიური კვლევა ჩატარდება. ადგილზე უკვე სპეციალისტთა 5 ჯგუფი მუშაობს. საკარანტინოდ კი, წესისამებრ 28 დღე განისაზღვრა. ყველა მოქალაქე, რომელიც მუნიციპალიტეტს დატოვებს, სავალდებულო კარანტინს გაივლის.

ჯერჯერობით სვანეთს ვერ დატოვებენ ვერც რეგიონში დასასვენებლად მყოფი მოქალაქეები. ტურისტებს საწყის ეტაპზე იმ სასტუმროებსა და ადგილებში დარჩენა მოუწევთ, სადაც არიან განთავსებულნი. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ისინი საკარანტინო პერიოდს სვანეთში გაივლიან ან სურვილისამებრ სხვადასხვა სივრცეში გადანაწილდებიან.

ადგილზე საგანგებო რეჟიმში მუშაობს სპეციალურად შექმნილი რეგიონალური შტაბი. სვანეთში უკვე გაემგზავრა რეგიონულ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი. სოზარ სუბარი ამბობს, რომ მესტიის მუნიციპალიტეტში მოსახლეობას პროდუქტის და მედიკამენტების მომარაგების თვალსაზრისით პრობლემა არ შეექმნება.

მესტიის მუნიციპალიტეტში მყოფ მოქალაქეებს წესების მკაცრად დაცვისკენ მოუწოდებენ ინფექციონისტები. სპეციალისტები კორონავირუსის პრევენციის მიზნით შემუშავებული წესების უგულებელყოფის შემთხვევაში ინფიცირების გაზრდილ რისკებზე საუბრობენ.

მესტიაში დადასტურებული კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევიდან 7 მესტიის მკვიდრი, დანარჩენი კი ჩასული სტუმრები არიან. ინფექციის პირველწყარო მუნიციპალიტეტში სტუმრად მყოფი მამაკაცია. ყველა ინფიცირებული გუშინ დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია. ინფიცირებულების ნაწილი თბილისისა და ქუთაისის კლინიკებში, ნაწილი კი ზუგდიდის ცხელების ცენტრშია გადანაწილებული. 

საკარანტინო შეზღუდვებს 24 საათის განმავლობაში სამართალდამცველები გააკონტროლებენ. მოქალაქეებმა, რომლებიც ბოლო 2 კვირის მანძილზე უშგულში, დაბა მესტიასა და სოფელ ლენჯერში იმყოფებოდნენ, სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში უნდა მიმართონ ცხელების ცენტრებს ან დაუკავშირდნენ 112-ს.

 

]]>
10-08-2020 21:09 +0400
მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევებმა 20 მილიონს გადააჭარბა - ინფიცირებულებს შორის არის ესპანელი მსახიობი ანტონიო ბანდერასი   https://rustavi2.ge/ka/news/172475

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევებმა უკვე 20 მილიონს გადააჭარბა. იზრდება ინფექციის გავრცელების დინამიკა ვეროპის ქვეყნებში. საფრანგეთში, ბოლო კვირების განმავლობაში, ყოველდღიურად, საშუალოდ ვირუსის 400-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება, რის გამოც მთავრობის გადაწყვეტილებით, პარიზში ხალხმრავალ ადგილებში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება.

ბოლო 24 საათში კორონავირუსის 436 ახალი შემთხვევა დადასტურდა გერმანიაში. 361 ათასს გასცდა ინფიცირებულთა საერთო რიცხვი ესპანეთში. ინფიცირებულებს შორისაა ესპანელი მსახიობი ანტონიო ბანდერასი.

ივნისის შემდეგ, კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი ყოველდღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა დიდ ბრიტანეთში. გაერთიანებულ სამეფოში ერთ დღეში ვირუსი 1,062 ადამიანს დაუდგინდა. მონაცემები მზარდია ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაშიც. ამერიკის შეერთებულ შტატებში ინფექციის შემთხვევებმა 5 მილიონს გადააჭარბა. ბრაზილიაში კი ვირუსით დაინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი 23 ათასს გასცდა. ​კორონავირუსის 1,500 მდე შემთხვევა გამოვლინდა იაპონიაში.

COVID-19-ით ინფიცირებულ პაციენტთა რაოდენობა იკლებს სომხეთში და აზერბაიჯანში. სომხეთში ბოლო 24 საათში ვირუსის 23, აზერბაიჯანში კი 79 შემთხვევა დაფიქსირდა. კვლავ მაღალია მონაცემები უკრაინაში, რუსეთსა და თურქეთში. უკრაინაში ინფიცირების 1,008-მდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რუსეთში კი ეს მონაცემი 5 ათასს აჭარბებს. რაც შეეხება თურქეთს, დღე-ღამეში ქვეყანას 1,200-მდე პაციენტი დაემატა. 

]]>
10-08-2020 20:06 +0400
"არავის უშვებენ, ყველას უკან აბრუნებენ" - სვანეთში სამი საათია საკარანტინო შეზღუდვები მოქმედებს https://rustavi2.ge/ka/news/172471

სვანეთში სამი საათია საკარანტინო შეზღუდვები მოქმედებს. ზომების გამკაცრების გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ სპეციალისტების რეკომენდაციების საფუძველზე მიიღო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო იზღუდება შესვლა-გამოსვლა - დაბა მესტიის, ბეჩოს, ეცერის, იდლიანის, იფარის, კალას, ლატალის, ლახამულისლენჯერის, მულახის, ნაკრას, უშგულის, ფარის, ცხუმარისწვირმის, ჭუბერის და ხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულებში. 

დამატებითი რეგულაციები დაწესდა დაბა მესტიაში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში - უშგულსა და ლენჯერში, რაც ამ დასახლებებსა და მესტიის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებს შორის გადაადგილების აკრძალვას გულისხმობს.

ამ დასახლებებში ფუნქციონირების უფლება ექნებათ აფთიაქებს, საბანკო დაწესებულებს, სასურსათო მაღაზიებსა და ღია ტიპის საკვებ ობიექტებს. მოძრაობას საპოლიციო ძალა გააკონტროლებს. ადგილზე უკვე მობილიზებულია პოლიცია და მოწყობილია ბლოკ-პოსტები.

"დაბა მესტიაში, ლენჯერში, უშგულსა და მუნიციპალიტეტის სხვა სოფელში დაწესებულია საკარანტინო შეზღუდვები. საკარანტინო შეზღუდვების განმავლობაში, პოლიცია და სამართალდამცავი ორგანოები 24 საათის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში იმუშავებენ. ხდება მოსახლეობის ინფორმირება და მათთვის შესაბამისი დახმარების გაწევა. აგრეთვე, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა მოქალაქე ვალდებულია დაემორჩილოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებულ მოთხოვნებს და დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი,“ - აცხადებს პატრულ-ინსპექტორი ნიკოლოზ გოგოხია.

დაწესებული შეზღუდვების გამო, სამართალდამცველებმა ტერიტორიაზე მხოლოდ ის ადამიანები შეუშვეს, რომლებმაც მესტიის მუნიციპალიტეტი დილით დატოვეს.

"არავის არ უშვებენ, ყველას უშვებენ უკან. ქალაქშიც არა, მარტო გვერდით სოფლებში," - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე. 

მესტიის მუნიციპალიტეტში უკვე მუშაობს სპეციალისტთა 5 ჯგუფი, საკარანტინოდ კი 28 დღე განისაზღვრა. 

]]>
10-08-2020 18:10 +0400
"კურიერის" ინფორმაციით, მცხეთაში მოქმედი ცხელების ცენტრის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა https://rustavi2.ge/ka/news/172469

"კურიერის" ინფორმაციით, მცხეთაში მოქმედი ცხელების ცენტრის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. მისი ინფიცირების წყაროდ პაციენტი სახელდება. შუახნის ქალმა კოვიდ ინფექციაზე დადებითი პასუხი დღეს მიიღო. ინფორმაციას "კურიერს" კლინიკური დირექტორი ლია მუმლაძე უდასტურებს.

"დაგვემატა ხუთი ახალი პაციენტი, ერთი საზღვრიდან შემოსული სატვირთოს მძღოლია. ზოგადად ჩვენს კლინიკაში მყოფი პაციენტების მდგომარეობა საშუალოზე მძიმე და საშუალოა. ერთი პაციენტი კრიტიკულად მძიმეა, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაშია მართვით სუნთქვაზე. რაც შეეხება ჩვენს თანამშრომელს, რომელიც კლინიკის დამლაგებელია, ერთი კვირაა სამსახურში არ ყოფილა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს მისი ყველა კონტაქტი მოძიებული აქვს და ეს კონტაქტები მინიმალურია. ყველა მათგანთან შესაბამისი ზომები გატარებულია,"- აცხადებს მცხეთის სამედიცინო ცენტრის სამედიცინო დირექტორი ლიკა მუმლაძე.

რაც შეეხება სხვა რეგიონებს, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოში, ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 17 პაციენტი მკურნალობს. 

"ერთი პაციენტი, თავისივე მოთხოვნით გადაყვანილია თბილისში სამკურნალოდ. მეორე პაციენტს ველოდებით დღეს კლინიკაში, ვინაიდან მას ახლდა სამი წლის ბავშვი, რომელსაც კოვიდი უარყოფითი აქვს, და მშობლის ჩამოსვლას ელოდებიან თბილისიდან, რის შემდეგაც პაციენტი გადმოყვანილი იქნება კლინიკაში. ამჟამად კლინიკაში არის 17 ინფიცირებული პაციენტი, 1 გუშინ გამოჯანმრთელდა. ერთის მგდგომარება იყო კრიტიკული, რომელიც დინამიკაში გაუმჯობესდა,"-აცხადებს რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი გია კიკაბიძე.

]]>
10-08-2020 17:38 +0400
კოვიდ ვითარების გათვალისწინებით სახალხო დამცველის სვანეთის ოფისი მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის https://rustavi2.ge/ka/news/172466

სახალხო დამცველის აპარატის სვანეთის ოფისი დაბა მესტიაში, ლენჯერსა და უშგულში შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო მუშაობის საგანგებო რეჟიმში გადადის.

საკარანტინო შეზღუდვების გათვალისწინებით, ყველა იმ პირს, რომელიც მიიჩნევს, რომ დაირღვა მათი უფლებები, სახალხო დამცველის აპარატი მზადაა დახმარება გაუწიოს.

საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებს შეუძლიათ დაკავშირება ცხელ ხაზზე - 1481.

დასავალეთ საქართველოს რეგიონული სამმართველოს უფროსი მადონა ბასილაძე +995 577 553 381
სახალხო დამცველის სვანეთის ოფისის წარმომადგენელი ირინა გურჩიანი +995 591 508 262

]]>
10-08-2020 17:17 +0400
"ქართული ოცნების" ლიდერებმა სოფელ კურდღელაურში პროექტ "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში გახსნილი სასტუმრო დაათვალიერეს https://rustavi2.ge/ka/news/172467

"ქართული ოცნების" ლიდერებმა სოფელ კურდღელაურში ახალი სასტუმრო "ესკიზი" დაათვალიერეს, სადაც 71 ადამიანია დასაქმებული. ახალმა სასტუმრომ ვიზიტორების მიღება ივლისიდან დაიწყო. პროექტი პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში განხორციელდა.

"აწარმოე საქართველოში" პროგრამის სასტუმროს კომპონენტით მხარდაჭერა ამ დრომდე 19-მა სასტუმრომ მიიღო, ჯამურმა ინვესტიციამ 56 მილიონი ლარი, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობამ 621 ადამიანი შეადგინა. 

]]>
10-08-2020 17:13 +0400
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები ექსპერტიზის ბიუროში დაიბარეს https://rustavi2.ge/ka/news/172464

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები ექსპერტიზის ბიუროში დაიბარეს. სავარაუდოდ, დაზარალებულ მხარეს გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას მიაწვდიან. პარალელურად, ისინი მათი ადვოკატის თანდასწრებით გარდაცვლილის ავტომობილის ექსპერტიზას ითხოვენ.

"გამომძიებელი დამიკავშირდა და მითხრა, რომ ლეპტოპიდან გარკვეულ ინფორმაციას უნდა გავეცნოთ. კონკრეტულად რას ეხება, ამას ვნახავ. ლეპტოპი ხომ გახსნილი იყო, კლონირება გაკეთდა, დეშიფრაცია გაკეთდა და ვნახოთ ახლა რა კოდებია, რა ინფორმაციაა, რა გაიხსნება, რა სოციალურ ქსელში შევალთ, ყველაფერს ამას ვნახავთ," - განაცხადა ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა. 

]]>
10-08-2020 17:07 +0400
ბავშვის უფლებათა დაცვის კოდექსში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, ნებისმიერი ასაკის ბავშვს უფლება ექნება სასამართლოს დამოუკიდებლად მიმართოს https://rustavi2.ge/ka/news/172465

"დღის კურიერის" ეთერში იურისტი გოგა ხატიაშვილი იმ ცვლილებებზე საუბრობს, რომელიც ბავშვთა უფლებების დაცვის კოდექსში 1 სექტემბრიდან ამოქმედდება.

დღეს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, 14 წლამდე ასაკის ბავშვებს სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობა მხოლოდ კანონიერი წარმომადგენლის ან მისი მშობლის თანხმობით შეუძლია, ხოლო 1 სექტემბრიდან ნებისმიერი ასაკის ბავშვს უფლება ექნება ნებისმიერ დროს სასამართლოსა თუ ადმინისტრაციულ ორგანოს დამოუკიდებლად მიმართოს.

იურისტის განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ არსებობს ეჭვი იმის თაობაზე, რომ მშობელი ბავშვის მიმართ ძალადობას ახორციელებს, ან არსებობს კითხვის ნიშნები მშობლის კანონიერი წარმომადგენლის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით, საკითხში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ერთვება.

"ბავშვის უფლებათა კოდექსი არის ყოვლის მომცველი აქტი ბავშვის უფლებების შესახებ და მიუხედავად იმ ცალკეული ბუნდოვანებებისა, რომელიც შეიძლება ჰქონდეს ბავშვის უფლებათა კოდექსს, საერთო ჯამში ეს კოდექსი მნიშვნელოვან პრინციპებს შეიცავს და მნიშვნელოვან პრინციპებს განამტკიცებს ბავშვის უფლებათა დაცვის მიმართულებით.

ბავშვის უფლებათა კოდექსი ამბობს, რომ ბავშვს ექნება შესაძლებლობა, ნებისმიერ დროს მიმართოს სასამართლოს ან ადმინისტრაციულ ორგანოს საკუთარი უფლებების დასაცავად. კოდექსში ცვლილება 1 სექტემბრიდან ამოქმედდება.

დღეს მოქმედი წესით, 14 წლამდე პირების შემთხვევაში ბავშვს მიმართვის შესაძლებლობა აქვს მხოლოდ კანონიერი წარმომადგენლის ან მისი მშობლის თანხმობით და მათი ასე ვთქვათ შეთანხმებით. ეს უფლება მას უკვე დამოუკიდებლად ექნება, რა ასაკისაც არ უნდა იყოს.

14 წლამდე ბავშვების შემთხვევაში მას აუცილებლად სჭირდება კანონიერი წარმომადგენელი, ბავშვზე პასუხისმგებელი პირი იმისათვის, რომ მან თავისი უფლებების დასაცავად მიმართოს შესაბამის ორგანოს.

თუ არსებობს ეჭვი იმის თაობაზე, რომ მშობელი ახორციელებს ძალადობას ბავშვის მიმართ, ან არსებობს კითხვის ნიშნები მშობლის კანონიერი წარმომადგენლის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით, ასეთ დროს ერთვება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო.

ბავშვის უფლებათა კოდექსი ადგენს კომპენსაციის შესაძლებლობას. დანაშაულის შედეგად დაზარალებული ან ძალადობის მსხვერპლი ბავშვები ან სავარაუდო მსხვერპლი ბავშვებს შეუძლიათ, რომ მიიღონ სახელმწიფოსგან კომპენსაცია, ზიანის ანაზღაურება, ძალიან სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელების გზით იმ შემთხვევაში თუ დამნაშავისგან ეს კომპენსაცია ვერ მიიღეს.

ძალიან მნიშვნელოვან საკითხს ადგენს ბავშვის უფლებათა კოდექსი, რომელიც გულისხმობს პროფესიონალების გადამზადებას და მათ კვალიფიკაციას იმიტომ, რომ არც ერთ საკანონმდებლო აქტს არ ექნება თავისი ფასი და ის ვერ აღსრულდება ეფექტიანად თუ ის პროფესიონალები, რომელთა ხელშიც არის ეს კანონმდებლობა არ იქნებიან პროფესიონალები, სათანადო მგრძნობელობა არ ექნებათ და არ ექნებათ შესაძლებლობა, რომ შეისწავლონ ის სტანდარტები, რასაც ადგენს კანონი," - განაცხადა იურისტმა გოგა ხატიაშვილმა.

]]>
10-08-2020 16:50 +0400
პირველი სექტემბრიდან ბავშვის ოჯახიდან გამოყვანა სოციალური მუშაკის დისკრეციული უფლება აღარ იქნება და საკითხს სასამართლო გადაწყვეტს https://rustavi2.ge/ka/news/172462

პირველი სექტემბრიდან, ბავშვის ოჯახიდან გამოყვანა სოციალური მუშაკის დისკრეციული უფლება აღარ იქნება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ "დღის კურიერში" ისაუბრა. 

"ბუნებრივია სოციალური მუშაკის დისკრეციული უფლებით არის ამ ეტაპზე ბავშვის ოჯახიდან გამოყვანა, თუმცა სხვადასხვა უწყებების ჩართულობით ხდება და სახელმწიფოსთვის ეს არის ერთ-ერთი უკიდურესი გადაწყვეტილება, ბავშვის ოჯახიდან განცალკევება და სახელმწიფო ზრუნვაში გადაყვანა. რაც შეეხება გაშვილების მიზნით გამოყვანას, გაშვილებას ძალიან მკაცრად აკონტროლებს შვილად აყვანის შესახებ კანონი, მკაცრად გაწერილი პროცედურებია, თუ როგორ უნდა მოხდეს ბავშვის გაშვილება, მათ შორის არის სასამართლო გადაწყვეტილება. 

სისტემური პრობლები რა თქმა უნდა არსებობს, მათ შორის არის ის, რომ სოციალურ მუშაკს აქვს დისკრეციული უფლება გადაწყვეტილების მიღებისა, რომელიც არც საერთშორისო კანონმდებლობით არ არის მიზანშეწონილი და ბუნებრივია საქართველოს კანონმდებლობაშიც ეს ერთ-ერთი ხარვეზი იყო. სწორედ ამიტომ, პირველი სექტემბრიდან სოციალური მუშაკი არ იქნება ერთადერთი გადაწყვეტილების მიმღები პირი და მას ექნება ვალდებულება, რომ სასამართლოში წარდგეს ამ მოთხოვნით და სასამართლო ჩაერთვება, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უწყება, რომელიც გადაწყვეტს ბავშვის ოჯახიდან გამოყვანა არ გამოყვანის საკითხს,"-განაცხადა "დღის კურიერში" ჯანდაცვის მინისტრის მოაგდილე თამარ ბარკალაიამ

ბავშვთა უფლებების შესახებ კოდექსში ცვლილებები 1 სექტემბრიდან შევა ძალაში. ცვლილებები გულისხმობს სხვადასხვა პრობლემის არსებობის შემთხვევაში, მათ შორის სიღარიბის გამო ბავშვის ოჯახიდან განცალკევების სასამართლოს გზით დადგენას და ეს მხოლოდ სოციალური მუშაკის შეფასების შედეგად მიღებული გადაწყვეტილება აღარ იქნება, საკითხი სასამართლოს გზით გადაწყდება.  

]]>
10-08-2020 16:39 +0400
ყველაფერს გავაკეთებთ შიდა ტურიზმისთვის და უშუალოდ სვანეთისთვის, რომ პროცესი არ იყოს მტკივნეული - მარიამ ქვრივიშვილი https://rustavi2.ge/ka/news/172459

მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ სვანეთში კოვიდ-19-თან დაკავშირებული რეგულაციების შემოღების შესახებ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სვანეთში განთავსების ობიექტებთან, სასტუმროებთან პირდაპირი კონტაქტი გვაქვს დამყარებული. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მაქსიმალური ყურადღება გამოვიჩინოთ სვანეთში შიდატურისტული მიზნით მყოფი მოქალაქეების მიმართ. მოვუწოდებთ ყველას დარჩნენ იმ სასტუმროებში სადაც ისინი არიან განთავსებულები. დამსვენებლებს მოვუწოდებთ, რომ მაქსიმალური კონტაქტი ჰქონდეთ უშუალოდ იმ სასტუმროს წარმომადგენლებთან ვისთანაც სტუმრად არიან და ნებისმიერი კითხვის არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდნენ ცხელ ხაზს 144.“

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, სვანეთში ტურისტული მიზნით მყოფ მოქალაქეებს კარანტინის გავლა მოუწევთ.

თითოეულ ადამიანთან დამყარდება კომუნიკაცია, რომ სვანეთში, ადგილზე გაიარონ კარანტინი ან მოხდეს მოქალაქეების ორგანიზებული გადაყვანა სხვა რეგიონებში, სადაც ჩვენ საკარანტინო სივრცეები გვაქვს მოწყობილი.

საქართველოს მთავრობა კერძო სექტორთან ერთად ერთ-ერთი პირველი იყო მთელ მსოფლიოში, რომელმაც ტურიზმის ინდუსტრიისთვის დროულად მოახდინა რეგულაციების შემოღება სანიტარული ნორმების დასაცავად.

ჯანდაცვის სამინისტროს მაქსიმალური მხარდაჭერით ყველა პროტოკოლი გვაქვს შემუშავებული ტურიზმის სექტორისთვის, რათა ვირუსის გავრცელების რისკი იყოს მინიმალური. ეს ეხება როგორც განთავსების ობიექტებს, ასევე კვების ობიექტებს.

ნაადრევია საუბარი, რომ ამას შეიძლება გრძელვადიანი ეფექტი ჰქონდეს კურორტზე. მნიშვნელოვანია პირველ ეტაპზე ვიზრუნოთ იქ მყოფი ადამიანების ჯანმრთელობაზე, რომ არ მოხდეს ვირუსის გავრცელება.“- განაცხადა ქვრივიშვილმა. 

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ვირუსის პრევენციის მიზნით, ქვეყანაში ტურიზმის გახსნა ეტაპობრივად ხდება.

ტურიზმის თანმიმდევრული და ფრთხილი გახსნა საქართველოს მთავრობის გეგმის ნაწილია, სწორედ ამიტომ ხდება ეტაპობრივად ქვეყნების შერჩევა და რეისების ეტაპობრივი აღდგენა, რომ ჩვენ კერძო სექტორთან და საზოგადოებასთან ერთად ვისწვალოთ და კიდევ უფრო გავამყაროთ ამ პროცესების მართვა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ შიდა ტურიზმისთვის და უშუალოდ სვანეთისთვის, რომ ეს პროცესი არ იყოს მტკივნეული და ადამიანებს ჰქონდეთ მოტივიაცია, რომ უსაფრთხოდ იმოგზაურონ. “-განაცხადა მარიამ ქვირივშვილმა.

 

 

]]>
10-08-2020 15:48 +0400
გორის სამხედრო ჰოსპიტალის ინფიცირებულ ექიმსა და მედდასთან კონტაქტში მყოფი 78 პირი თვითიზოლაციაში გადავიდა https://rustavi2.ge/ka/news/172453

გორის სამხედრო ჰოსპიტალის კორონავირუსით ინფიცირებულ ექიმთან და მედდასთან კონტაქტში მყოფი 78 პირი თვითიზოლაციაში გადავიდა, ლუგარის ცენტრში კი დამატებით 60 ნიმუში გაიგზავნა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის შიდა ქართლის რეგიონის განყოფილების უფროსმა ეკა ქორჩაშვილმა განაცხადა.

"კურიერმა" ის სამედიცინო დაწესებულებები გაარკვია, სადაც მომუშავე პერსონალს COVID-19 დაუდასტურდა. ჩატარდა ეპიდემიოლოგიური კვლევები და ვირუსის გავრცელების ტემპის შესაჩერებლად დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტში მყოფი პირების მოძიება მიმდინარეობს. 

ექიმი, რომელსაც კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა, რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში, მათ შორის შიდა ქართლში 2 სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობს - "გორმედში" და გორის სამხედრო ჰოსპიტალში. თანამშრომლების განცხადებით, სამედიცინო პერსონალის აქტიური ტესტირება მიმდინარეობს და ამ ეტაპზე არცერთ მათგანს კორონავირუსი დადასტურებული არ აქვს. აღნიშნული ინფიცირებული ექიმი თბილისის კლინიკებშიც მუშაობდა. "კურიერი" დღეს ყველა კლინიკაში იმყოფებოდა. 

"კოვიდი დაუდასტურდა სამედიცინო პერსონალს, კერძოდ ექიმს. მოხდა ამ ექიმის კონტაქტების გამოკვლევა.

27 ნიმუშიდან ერთ-ერთი დადასტურდა, კოვიდის დიაგნოზი ერთ-ერთ მედდას დაუდასტურდა. ამჟამადაც გრძელდება ეპიდკვლევა. თვითიზოლაციაში ამჟამად იმყოფება გორსა და გორის რაიონში 78 პირი. ამჟამადაც გრძელდება ნიმუშების აღება. მაცნობეს, რომ დაახლოებით 60 ნიმუშია აღებული. 

ეს ექიმი მუშაობდა არა მარტო ერთ კლინიკაში, არამედ რამდენიმე კლინიკაში. ამჟამად გაძლიერებულია ინფექციის კონტროლი საავადმყოფოებში," - განაცხადა დაავადებათა კონტროლის შიდა ქართლის რეგიონის განყოფილების უფროსმა.

შეგახსენებთ, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტში ორი შემთხვევა დადასტურდა, აქედან ერთი ინფიცირებული ექიმი, მეორე კი მედდაა. შიდა ქართლში კორონავირუსით ინფიცირების 23 შემთხვევაა დადასტურებული.

]]>
10-08-2020 15:29 +0400
კორონამ დაგვანახა, რომ არსად წასულა - პაატა იმნაძე https://rustavi2.ge/ka/news/172454

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი პაატა იმნაძე მოქალაქეებს ყველა წესისა და რეგულაციის დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. იმნაძე მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერში დაფიქსირებულ ინფიცირების შემთხვევაზე საუბრობს და ამბობს, რომ ამ ფაქტმა ნათლად გამოკვეთა, რომ კორონავირუსი არსად წასულა და მოქალაქეების ვალია, წესები ზედმიწევნით დაიცვან. 

მისივე განცხადებით, მესტიაში გამკაცრდება რეგულაციები, სავალდებულო გახდება ნიღბის ტარება დახურულ სივრცეში, ასევე მოქალაქეებმა უნდა დაიცვან დისტანცია ღია სივრცეებში. 

"სამწუხაროდ მოხდა ის, რასაც ჩვენ უკვე დიდი ხანია ვამბობთ და მოვუწოდებთ მოსახლეობას, ნუ დაგვავიწყდება, რომ კორონა არის ჩვენს გვერდით. შედეგი სახეზე გვაქვს, გვაქვს შემთხვევები საკმაოდ მნიშვნელოვანი. სოფელი ლენჯერილენჯერთან დაკავშირებული შემთხვევები თბილისში, ეს არის ის შემთხვევა, როცა კორონამ თვალნათლივ დაგვანახა, რომ არსად წასულა და თუ ყველა წესს ყველა არ დავემორჩილებით, შემდეგ იძულებული გავხდებით, ასეთი შემზღუდავი ღონისძიებები განვახორციელოთ.

ერთადერთი, რაც შემიძლია მოვუწოდო ყველას ახლა ვინც არის დარჩენილი მესტიის რაიონში, მაქსიმალურად დაიცვან წესები. წესები რა თქმა უნდა, იქ გამკაცრდება, ნიღბის ტარება ყველგან, დახურულ სივრცეებში, დისტანციის დაცვა, მათ შორის ღია სივრცეებში.

დიდი ციფრია, სადაც არის შემთხვევების დიდი კონცენტრირება, იქ გატარდა შესაბამისი ღონისძიებები და თუ თითოეული ჩვენგანი ყველგან, სადაც ვართ ქვეყანაში არ დავიცავთ წესებს, სამწუხაროდ, ეს მოსალოდნელი იქნება სხვაგანაც.

მესტია პრაქტიკულად, გადადის გამკაცრებულ რეჟიმზე, შესვლა-გამოსვლის რეჟიმი მესტიაში გამკაცრდება, მაგრამ წითელ ზონაზე ჯერ ლაპარაკი ზედმეტია, მოგეხსენებათ იქ მასობრივი კვლევები იქნება ჩასატარებელი, მერე შეგვიძლია ვთქვათ უკვე, როგორია სიტუაცია მთლიანად მუნიციპალიტეტში," - განაცხადა პაატა იმნაძემ. 

პაატა იმნაძის თქმით, იმ მამაკაცის ინფიცირების წყაროს მოკვლევა მიმდინარეობს, რომელსაც მესტიის სოფელ ლენჯერში კოვიდ ინფექცია დაუდასტურდა. 

]]>
10-08-2020 15:25 +0400
რესპუბლიკურ საავადმყოფოში ინფიცირებული 14 პაციენტიდან ორს განსაკუთრებული რეჟიმით სუნთქვა ესაჭიროება - ლევან გოფოძე https://rustavi2.ge/ka/news/172452

რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის ლევან გოფოძის განცხადებით, ამ ეტაპზე მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 14 პაციენტი მკურნალობს.

მისივე ინფორმაციით, ინტენსიური თერაპიის პალატაში 2 პაციენტი იმყოფება.

"ამჟამად 14 პაციენტი გვყავს კოვიდ ინფიცირებული. 2 პაციენტი არის ინტენსიური თერაპიის პალატაში, რომლებსაც ესაჭიროებათ განსაკუთრებული რეჟიმით სუნთქვა, თუმცა ინტუბაცია არცერთს არ დასჭირდა. მათი მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა.

რაც შეეხება აფხაზეთიდან გადმოყვანილ პაციენტს, დატოვა ინტენსიური თერაპიის პალატა და ახლა ჩვეულებრივ პალატაში განაგრძობს მკურნალობას. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა შეიძლება ითქვას რომ დამაკმაყოფილებელია," - განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორმა ლევან გოფოძემ

]]>
10-08-2020 15:17 +0400
დაბა მესტია, უშგული და ლენჯერი ჩაიკეტა https://rustavi2.ge/ka/news/172442

მესტიის მინიციპალიტეტში, უშგულსა და  ლენჯერში საკარანტინე  შეზღუდვები დაწესდა - გადაწყვეტილება უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე უწყებათაშორისი საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა განაცხადა. 

"სოფელ ლენჯერსა და დაბა მესტიაში ჩატარებული ეპიდემიოლოგიური კვლევის შედეგად 30 აღებული სინჯიდან დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირების 16 შემთხვევა. ინფიცირებულთა კონტაქტების ფართო წრის გათვალისწინებით, მათ შორის დაბა მესტიასა და მესტიის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება მესტიის მუნიციპალიტეტში დამატებითი შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით.

დაბა მესტიასა მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში უშგულსა და ლენტეხში შექმნილი რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო წესდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონის ფარგლებში მოქმედი რეგულაციები. მათ შორის საკარანტინო შეზღუდვები.

გადაადგილება როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მიმართულებით, ისე მესტიის მუნიციპალიტეტიდან. ასევე, წესდება შეზღუდვები გადაადგილებაზე დაბა მესტიასა და დაბა მესტიის სოფლებს შორის. დაბა მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში ფუნქციონირების უფლება ექნებათ მხოლოდ აფთიაქებს, საბანკო დაწესებულებებს, სასურსათო მაღაზიებსა და ღია ტიპის საკვებ დაწესებულებებს. თავშეყრის ადგილებზე მკაცრად გაკონტროლდება დისტანციის დაცვა, დახურულ სივრცეებში ნიღბების გამოყენება და ხელების ჰიგიენა. მესტიის მუნიციპალიტეტში ჩატარდება ინტენსიური ეპიდემიოლოგიური კვლევები და ტესტირება, შესვლა-გასვლას კი პოლიცია გააკონტროლებს. გარდა ამისა, შესაბამისი უწყებები მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა დასახლებიდან ტურისტების საკარანტინო ზონებში განთავსებას უზრუნველყოფენ. ყველა მოქალაქე, რომელიც დატოვებს მესტიის მუნიციპალიტეტს, გაივლის სავალდებულო კარანტინს. ადგილზე შექმნილია რეგიონალური შტაბი, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივების დახმარებას.მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ უშგულში, დაბა მესტიასა და სოფელ ლენჯერში ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენისთანავე მიმართონ ცხელების ცენტრებს,"- განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დღეს გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი უკავშირდება სვანეთის რეგიონს, სადაც კორონავირუსი 17 პაციენტს დაუდასტურდა.

]]>
10-08-2020 14:55 +0400
გორის სამხედრო ჰოსპიტალის მედდას კორონავირუსის სიმპტომები ზღვიდან დაბრუნების შემდეგ გამოუვლინდა - მისი ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია https://rustavi2.ge/ka/news/172447

გორის მუნიციპალიტეტში ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა გრძელდება. გუშინ გაგზავნილი 27 ნიმუშიდან COVID - 19 ერთ პირს დაუდასტურდა. ის სამხედრო ჰოსპიტალში მომუშავე მედდა და მას სიმპტომები ზღვიდან დაბრუნების შემდეგ გამოუვლინდა. მისი ინფიცირების წყარო ჯერ უცნობია.

ამ ეტაპზე გორის მუნიციპალიტეტში 78 პირს აქვს თვითიზოლაციის რეჟიმის დაცვის რეკომენდაცია, აქედან 19 მედდას კონტაქტია -  ოჯახის 10 წევრი და 9 მასთან კონტაქტში მყოფი პირი.

ამ დროისთვის 60 ნიმუშია უკვე აღებული. კვლევის დასრულების შემდეგ, შესაძლოა, ეს რიცხვი გაიზარდოს. ნიმუშები ლუგარის ლაბორატორიაში დღის მეორე ნახევარში გაიგზავნება.

ბოლო თვეების განმავლობაში შიდა ქართლის მასშტაბით კორონავირუსის 23 დადასტურებული შემთხვევაა.

]]>
10-08-2020 14:32 +0400
სვანეთში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო რეგულაციები ამოქმედდება https://rustavi2.ge/ka/news/172444

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სვანეთში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, გარკვეული რეგულაციები ამოქმედდება.

როგორც მინისტრი აცხადებს, ამ ეტაპზე, მონაცემები არ იძლევა საფუძველს, რომ რეგულაციები ქვეყნის მასშტაბით გამკაცრდეს.

"ამ მომენტისთვის, რეგულაციები ამოქმედდება სვანეთში, დანარჩენი რიცხვები არ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ქვეყნის მასშტაბით გარკვეული გამკაცრებები გვქონდეს.

კვლავ გვექნება მიზნობრივი ტესტირება, ბევრად უფრო გაფართოებული და მივყვებით იმ სტრატეგიულ გეგმას, რომელიც დღემდე გვქონდა დასახული," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

]]>
10-08-2020 13:45 +0400
ქართველი ხალხის ერთობამ ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით გაიმარჯვა უსამართლობაზე - კახა კალაძე https://rustavi2.ge/ka/news/172437

"ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ კახეთში მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა, რომ ქვეყანასა და რეგიონში არსებულ პრობლემებს ხელისუფლება მაჟორიტარობის კანდიდატთან ერთად აუცილებლად გადალახავს.

მან აღნიშნა, რომ ერთობლივი ძალისხმევით მალე კახეთი კიდევ უფრო გაძლიერდება. 

"ქართველი ხალხის ერთობამ ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით გაიმარჯვა უსამართლობაზე და ამაში კახეთმა საქართველოს სხვა კუთხეებთან ერთად განსაკუთრებული წვლილი შეიტანა. ჩვენ ერთად შევძელით ქვეყანა მშვიდობიანი განვითარების გზაზე დაგვეყენებინა. გლეხის შრომისთვის ფასი დაგვებრუნებინა, ვაზის გაჩეხვის ნაცვლად მისი გაშენებისთვის შეგვეწყო ხელი. სახელმწიფომ სოფლის მეურნეობისა და მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამები აამოქმედა და ერთად შევცვალეთ ბევრი რამე უკეთესობისკენ.

რა თქმა უნდა, ყველაფერი კარგად და იდეალურად არ არის, ამის ილუზია არავის არ აქვს, ქვეყანაში გვაქვს პრობლემები, არის გამოწვევები, მაგრამ ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა გადავლახოთ. დამერწმუნეთ, ამ გამოწვევებს თქვენს მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად სახელისუფლებო გუნდის მხარდაჭერითა და თანადგომით ჩვენ ძალიან მალე დავძლევთ. კახეთი ძალიან მალე იქნება კიდევ უფრო ძლიერი, ლაღი, მდიდარი მხარე და ამას ჩვენ ყველა ერთად შევძლებთ. ერთად ვიბრძოლოთ მთლიანად კახეთის და საქართველოს წარმატებისთვის,"-განაცხადა კახა კალაძემ.

]]>
10-08-2020 12:32 +0400
მესტიაში, სოფელ ლენჯერში 5 ეპიდემიოლოგიური ბრიგადა მუშაობს - ეკატერინე ტიკარაძე https://rustavi2.ge/ka/news/172435

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ ეტაპზე მესტიაში, სოფელ ლენჯერში 5 ეპიდემიოლოგიური ბრიგადა მუშაობს და ინფიცირებული პაციენტების პირდაპირ და ირიბ კავშირებს იკვლევენ. 

"ადგილზე იმყოფება უკვე 5 ბრიგადა, რომელიც დეტალურად აწარმოებს კვლევებს. მე მაქვს კონკრეტული შეხვედრა ჩვენს საბჭოში და საბჭოში მივიღებთ გადაწყვეტილებას დამატებითი ქმედების შესახებ," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. 

კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა ბოლო 24 საათში - ერთი პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია. დღეს გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი უკავშირდება სვანეთის რეგიონს, სადაც კორონავირუსი 17 პაციენტს დაუდასტურდა.

]]>
10-08-2020 12:26 +0400
მაჟორიტარობას განვიხილავ, როგორც უკვე ერთად გაკეთებული და გავლილი გზის გაგრძელებას - ირაკლი ქადაგიშვილი https://rustavi2.ge/ka/news/172434

პარლამენტის თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა "ქართული ოცნებიდან" ირაკლი ქადაგიშვილმა, წარდგენისას განაცხადა, რომ მისი მაჟორიტარობა უკვე დაწყებული საქმის გაგრძელების წინაპირობა იქნება.

მან აღნიშნა, რომ ის 4 წელი, რომელიც მან კახეთის გუბერნატორის პოზიციაზე გაატარა, საუკეთესო იყო მის ცხოვრებაში. 

"4 წელი თქვენთან ერთად გატარებული იყო და არის ჩემს ცხოვრებაში ჩემი საუკეთესო წლები. ბევრი გამოწვევა გვაქვს ჩვენ, ბევრ გამოწვევასთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილებები მივიღეთ, მაგრამ, როგორც იტყვიან, საქმე გასაკეთებელი და საზრუნავი საკმაოდ დაგვრჩა. ამიტომ, როცა დადგა ჩემი კანდიდატურა, მე მხოლოდ და მხოლოდ ამას განვიხილავ, როგორც უკვე ერთად გაკეთებული და გავლილი გზის გაგრძელებას, რომელიც ემსახურება და მოემსახურება იმას, რომ თვითმმართველობა იყოს უფრო ძლიერი, უფრო აღჭურვილი იმ ინსტრუმენტებით, რომელიც მას მისცემს მეტ საშუალებას რომ უფრო ეფექტურად, უფრო სწრაფად და კონკრეტულად მოემსახუროს მოქალაქეებს და მათ ინტერესებს,"-განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა. 

]]>
10-08-2020 12:20 +0400
ახალი ინფიცირებულებიდან 1 პაციენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალის თანამშრომელია https://rustavi2.ge/ka/news/172433

დღეს დადასტურებული 25 შემთხვევიდან 1 არის მედპერსონალი. კორონავირუსი დაუდასტურდა გორის სამხედრო ჰოსპიტალის ერთ თანამშრომელს. მისი ინფიცირების წყარო, სავარაუდოდ, არის ექიმი, რომელსაც COVID - 19 გუშინ დადგინდა და 5 სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობდა, მათ შორის - თბილისშიც. 

თუმცა მანამდე, არსებული ინფორმაციით, როგორც "კურიერთან" საუბრისას აცხადებენ ეპიდემიოლოგები, მედიკოსი ისვენებდა შავი ზღვის პირას, შესაბამისად, ის ზღვაზე დაინფიცირდა და შემდეგ გაავრცელა სამედიცინო დაწესებულებაში კორონავირუსი. ამ ინფორმაციას ეპიდემიოლოგები მოგვიანებით დააზუსტებენ. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

გორის საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორის მარინა გიუნაშვილის თქმით, ინფიცირებული თანამშრომელი შვებულებაშ იმყოფებოდა და სამსახურში 7 აგვისტოს დაბრუნდა. 

"ჩატარდა ტესტირება პირველი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტების და ამ დროს მოხდა მისი დადასტურება," - განაცხადა გორის საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორმა მარინა გიუნაშვილმა.

]]>
10-08-2020 12:17 +0400
ილია ფილფანს ზუგდიდშიც ეძებენ - დაკარგული მოზარდის დედა ამბობს, რომ მოწმდება ყველა მდინარე, ტყე და ხევი https://rustavi2.ge/ka/news/172436

უკვე 24-ე დღეა მაშველები სვანეთში დაკარგულ მოზარდს ეძებენ. ილია ფილფანის სამძებრო ოპერაცია სვანეთისა და შავი ზღვის სანაპირო ზოლის გარდა თბილისსა და ზუგდიდშიც მიმდინარეობს.

სამძებრო სამუშაოებში მაშველებთან ერთად ჩართული არიან მყვინთავები. მოზარდს ეძებენ გემებითა და კატერებით. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძებნაში დახმარებისთვის მოსახლოებას სმს-ებითაც მიმართა. ილია ფილფანი სახლიდან 18 ივლისს გავიდა და მას შემდეგ აღარავის უნახავს.

"სამწუხაროდ არანაირი ახალი ინფორმაცია არ გვაქვს. სამაშველო ოპერაციები კვლავ გრძელდება. ადგილზე პოლიცია და მოქალაქეები მთელი თავიანთი ძალებით მუშაობენ, მაგრამ ახალი არაფერია. ახლა სამაშველო სამუშაოებზე გადაინაცვლეს ზუგდიდში. მესტიიდან ზუგდიდამდე მოწმდება ყველა მდინარე, ტყე და ხევი. ეს ტერიტორიები კარგად შემოწმდა, დასახლებული და დაუსახლებელი პუნქტები, სამძებრო სამუშაოები უწყვეტად მიმდინარეობს. ჩვენც ველოდებით სიახლეს," - აცხადებს დაკარგული ილია ფილფანის დედა.

]]>
10-08-2020 12:07 +0400
ახალქალაქში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს https://rustavi2.ge/ka/news/172431

ახალქალაქში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულის პირველი წარდგენის სხდომა სასამართლოში, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება. მოსამართლე იმსჯელებს, აღკვეთის ღონისძიების რა ფორმა უნდა შეეფარდოს 27 წლის ახალგაზრდის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ 37 წლის მამაკაცს.

პარალელურად, გრძელდება გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობის ფაქტზე. მიმდინარეობს იმ პირების იდენტიფიცირება, რომლებმაც 4 საცხოვრებელი სახლი დაარბიეს და სასტუმრო გადაწვეს.

"მოვიდნენ, საწვავი მოიტანეს და ყველაფერს ცეცხლი წაუკიდეს. ამის შემდეგ ყველაფერი დაამტვრიეს. სახლებს დიდი ხნის განმავლობაში უმოწყალოდ არბევდნენ. ჰქონდათ იარაღი, ხელკეტები და რკინის ნივთები. ძალიან ბევრნი იყვნენ. თქვენც ხედავთ რა ვითარებაა სახლში. დღეს მშვიდობაა, თუმცა არ ვიცით ეს როდემდე გაგრძელდება. ჩვენ გვსურს, რომ დამნაშავეები დაისაჯონ და სიმართლე დროულად დადგინდეს,"- განაცხადა დაკავებულის მამამ. 

"ფაქტობრივად, მთელი სახლი ქვებით ჩაქოლეს. შეხედეთ ოთახს, კვალი კარგად ეტყობა, ყველაფერი დამტვრეულია - კარი, ფანჯრები, ნივთები, აღარ დარჩა არაფერი,"-განაცხადა დაკავებულის ოჯახის წევრმა.

შეგახსენებთ, რომ სისხლიანი გარჩევა ახალქალაქის ცენტრალური პარკის მიმდებარედ 8 აგვისტოს საღამოს მოხდა. ერთმანეთს ცეცხლსასროლი იარაღით ორი შეიარაღებული ჯგუფი დაუპირისპირდა. შედეგად გულის არეში მიყენებული ჭრილობებით, 27 წლის კაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციამ მკვლელობის ბრალდებით 37 წლის მამაკაცი უკვე დააკავა. 

მკვლელობის შემდეგ ადგილზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. მოკლულის თანასოფლელები, სოფელ კულიკამიდან ახალქალაქში ჩავიდნენ, სადაც სავარაუდო ეჭვმიტანილის სასტუმრო და 4 საცხოვრებელი სახლი გადაწვეს. დამწვარი სახლებიდან ორი, სასტუმროს მეპატრონეს ეკუთვნის.

ამ ეტაპზე, ახალქალაქში სიმშვიდეა და ვითარებას პოლიცია აკონტროლებს. სავარაუდოდ, სისხლიანი გარჩევის მიზეზი წარსულში მომხდარი კონფლიქტს უკავშირდება. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 136-ე მუხლით მიმდინარეობს. 

]]>
10-08-2020 12:05 +0400
დღეს გამოვლენილი 25 ახალი შემთხვევიდან ერთი პაციენტის დაინფიცირების წყარო უცნობია https://rustavi2.ge/ka/news/172429

კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა ბოლო 24 საათში - ერთი პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია. დღეს გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი უკავშირდება სვანეთის რეგიონს, სადაც კორონავირუსი 17 პაციენტს დაუდასტურდა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის ნინო ვიბლიანის განცხადებით, ამ ეტაპზე ინფიცირებული პაციენტები კლინიკებში გადაჰყავთ.

"ინფიცირება სტუმრად ჩამოსული ადამიანისგან მოხდა. როგორც კი ჩვენთვის ეს ცნობილი გახდა და დაიწყეს ეპიდემიოლოგებმა კვლევა, აიღეს 37 ბიოლოგიური ნიმუში და აქედან დადასტურებული არის, სამწუხაროდ, 17.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ამ ადამიანების შესაბამის კლინიკებში გადმოყვანა," - განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ნინო ვიბლიანმა.

ქუთაისის კლინიკა "ლჯ და კომპანია - ფილტვის და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრის" მთავარი ექიმის თემურ ნადირაძის თქმით კი, გუშინ მათ კლინიკაში მაღალმთიანი რაიონიდან 75 წლის ინფიცირებული პაციენტი შეიყვანეს, რომელსაც ქრონიკული თანმხლები დაავადებები აღენიშნება.

"გუშინ გამთენიისას მოხდა ჩვენს კლინიკაში ერთ-ერთი მაღალმთიანი რაიონიდან, ქუთაისის ერთ-ერთ ცხელების ცენტრში ჩამოიყვანეს სამკურნალოდ და იქ პარალელურად, როცა გაუკეთეს ტესტირება აღმოჩნდა, რომ არის კოვიდ დადებითი და გადმოყვანილ იქნა ჩვენთან. ქალბატონი არის 75 წლის, მას აქვს ასთმა, აქვს პნევმონია და ყველაფრის გათვალისწინებით შეიძლება მძიმე პაციენტად ჩაითვალოს," - აღნიშნა ქუთაისის კლინიკა "ლჯ და კომპანია - ფილტვის და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრის" მთავარი ექიმმა თემურ ნადირაძემ.

საქართველოში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 10 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

]]>
10-08-2020 12:00 +0400
აჭარაში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა https://rustavi2.ge/ka/news/172428

აჭარაში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა - ორივე პირი კარანტინში იყო მოთავსებული. ისინი ტემპერატურის გამო ცხელების ცენტრში გადაიყვანეს, სადაც კოვიდ-19 დაუდასტურდათ.

ერთი ინფიცირებული, ოჯახის თხოვნის საფუძველზე, თბილისში გადაიყვანეს სამკურნალოდ, მეორე პაციენტი კი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გააგრძელებს მკურნალობას.

ამ ეტაპზე ბათუმის კოვიდცენტრში 18 პაციენტია. მათი მდგომარეობა სტაბილურია.

დღის ბოლომდე ერთი პირის გამოჯანმრთელებას ელოდებიან.

]]>
10-08-2020 11:50 +0400
გუნდი, რომელიც ქვეყანას ვერ აარიდებს ოკუპაციას, არ იმსახურებს არათუ ხელისუფლებაში დაბრუნებას, არამედ პოლიტიკაში დარჩენას - ირაკლი ღარიბაშვილი https://rustavi2.ge/ka/news/172427

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თელავში, მაორიტარობის კანდიდატის წარდგენისას 2008 წლის აგვისტოს ომზეც ისაუბრა.

მინისტრმა "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ რადგან მაშინდელმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო ამ ტრაგედიის აცილება, ის არ იმსახურებს არათუ ხელისუფლებაში დაბრუნებას, არამედ პოლიტიკაში ყოფნასაც კი. 

"ჩვენ თუ დავივიწყებთ წარსულს, დადგება საფრთხე იმისა, რომ კვლავაც ჩვენი მოსახლეობა დადგეს იმ დიდი განსაცდელის წინაშე, რომელიც სულ რაღაც 12 წლის წინ ჩვენ ყველამ ერთად გამოვცადეთ. ტრაგედია, 2008 წლის აგვისტოს ომი, არის ის დიდი ტკივილი, ის უბედურება, რომელიც სააკაშვილის მჩაგვრელმა ხელისუფლებამ ვერ აარიდა ჩვენს ღირსეულ ხალხს. შედეგად, ჩვენ მივიღეთ ათი ათასობით დევნილი მოსახლეობა, ასზე მეტი დაკარგული სოფელი, ოკუპირებული ტერიტორიების დაკანონება და ოკუპანტის დაბრუნება საქართველოში. ეს არის მძიმე მემკვიდრეობა. ხელისუფალი და ის გუნდი, რომელიც ქვეყანას ვერ აარიდებს ჩვენი ქართული, ძირძველი ტერიტორიების დაკარგვას და ოკუპაციას, არ იმსახურებს არათუ ხელისუფლებაში დაბრუნებას, არამედ პოლიტიკაში დარჩენას.

2020 წლის ოქტომბერი სწორედ კიდევ ერთი გარდამტეხი ეტაპი შეიძლება იყოს ჩვენს ისტორიაში. ბიძინა ივანიშვილის მმართველობამ მოიტანა ჩვენი ხალხისთვის უპრეცედენტო მშვიდობა და სტაბილურობა. რაც ყველაზე მთავარია, თავისუფლება და ღირსება დაუბრუნა ქართველ ხალხს. ნათქვამია, რომ თუ ძალას არ აბალანსებს ღირსება, ასეთი ხელისუფალი უნდა წავიდეს მმართველობიდან და ასეთი ხელისუფალი გვყავდა ჩვენ სულ რაღაც 8 წლის წინ,"-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

]]>
10-08-2020 11:42 +0400
მესტიაში კორონავირუსის 17 შემთხვევა დადასტურდა - ვირუსი თბილისიდან ჩასული პირისგან გავრცელდა https://rustavi2.ge/ka/news/172425

მესტიაში კორონავირუსის 17 შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ადასტურებენ.

როგორც გუბერნატორის მოადგილე ნინო ვიბლიანმა ჟურნალისტებს უთხრა, ამ დროისთვის დადასტურებული შემთხვევების ნაწილი თბილისისა და ქუთაისის კლინიკებშია გადაყვანილი, ნაწილი კი ამ წუთებში გადმოჰყავთ და ისინი სხვადასხვა, მათ შორის, ზუგდიდის კოვიდ მიმღებ კლინიკებში გადანაწილდებიან.

ამავე ინფორმაციით, ლენჯერში ახალი ვირუსული ინფექცია თბილისიდან ჩამოსული პირისგან გავრცელდა.

ახალი შემთხვევებიდან 7 მესტიის მკვიდრია, დანარჩენი კი ჩასული სტუმრები.

როგორც ეპიდემიოლოგები ამბობენ, მიმდინარეობს ჩაღრმავებული ეპიდკვლევა და ლაბორატორიული კვლევები. დაავადებათა კონტროლის 5 ბრიგადა დღეს მთელი დღის განმავლობაში იმუშავებს სოფელში და ყველა მცხოვრებს ბიოლოგიურ მასალას აუღებენ.

]]>
10-08-2020 11:18 +0400
25 ახალი შემთხვევიდან 1 პაციენტზე გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა - მარინა ეზუგბაია https://rustavi2.ge/ka/news/172423

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ახალი შემთხვევებიდან მხოლოდ 1 პაციენტის კონტაქტის დადგენა მიმდინარეობს.

"კოვიდცენტრებში დღევანდელი მონაცემებით 261 პაციენტი მკურნალობს. 25 დადასტურებული შემთხვევიდან 1 გახლავთ არის გაჩიანის წყაროდან, 16 გახლავთ დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი, 1 გახლავთ სამედიცინო პერსონალი, 5 შემოტანილი ანუ იმპორტირებული შემთხვევა, 1 პაციენტი გახლავთ აფხაზეთიდან გადმოყვანილი და 1 პაციენტზე გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა კონტაქტების გამოვლენისა და წყაროს გამოვლენის თვალსაზრისით," - აღნიშნა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაიას თქმით, მათ კლინიკაში 27 ინფიცირებული მკურნალობს, საიდანაც 2 მძიმე პაციენტია.

"ჩვენს კლინიკაში გუშინ დაგვემატა 6 ახალი დადასტურებული შემთხვევა და და დღეს დღეობით გვყავს 27 დადასტურებული შემთხვევა. 6 ახალიდან - 3 არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი. 1 აფხაზეთიდან გადმოყვანილია და 2 საკარანტინო სივრცეში დადასტურებული შემთხვევები გახლავთ. ჩვენ კლინიკაში 2 მძიმე პაციენტია, როგორც თვითონ "კოვიდ -19"-ის მიმდინარეობით, ასევე თანარსებული დაავადების გათვალისწინებით. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმის არის," - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. 

მარინა ეზუგაბაია აცხადებს, რომ კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო პანიკის საფუძველი არ არსებობს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია მოქალაქეებმა რეკომენდაციები გაითვალისწინონ.

ეზუგაბაია ამბობს, რომ თუ მოსახლეობა არ შეასრულებს რეგულაციებს, მაშინ მატების მაჩვენებლები მუდმივად იქნება.

]]>
10-08-2020 11:12 +0400
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა სოფელ სართიჭალაში მდებარე აგროკომპლექსი დაათვალიერა https://rustavi2.ge/ka/news/172418

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში მდებარე აგროკომპლექსი დაათვალიერა. კომპლექსი საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურია, ის 1200 ჰექტარზეა გაშლილი და სოფლის მეურნეობის სხვადასხვა მიმართულებას აერთიანებს.

აქ განთავსებულია იტალიური ჯიშის სუფრის ყურძნის ვენახები, ვაშლის ბაღები, ფრანგული ჯიშის სიმინდი, საქონლის ფერმა.

აგროკომპლექსი სოფლის მეურნეობის რამდენიმე სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარია.

]]>
10-08-2020 10:33 +0400
ბათუმი-ჩაქვის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა - გარდაიცვალა 3 ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი https://rustavi2.ge/ka/news/172420

ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. აღნიშნული ინფორმაცია "რუსთავი 2"-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად, ასევე, 3 ადამიანი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, მოქალაქეები ცენტრალურ გზაზე ქვეითად გადაადგილდებოდნენ, როდესაც მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მსუბუქი ავტომობილის მძღოლი დაკავებულია.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

]]>
10-08-2020 10:30 +0400
საქართველოში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა https://rustavi2.ge/ka/news/172419

25 ახალი შემთხვევა - საქართველოში კორონავირუსის ოფიციალური სტატისტიკა რამდენიმე წუთის წინ შეიცვალა. ინფიცირებულთა ამ რაოდენობის დღიური მატება ქვეყანაში დიდი ხანია არ დაფიქსირებულა.

საერთო ჯამში, საქართველოში დაავადებულთა საერთო ოდენობა 1250-ია. გამოჯანმრთელდა დამატებით 10 ადამიანი - სულ 1010. კარანტინის რეჟიმშია - 7068, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 242.

კორონავირუსის გამო ქვეყანაში სულ 17 ადამიანი გარდაიცვალა.

]]>
10-08-2020 10:00 +0400
კომუნიკაციების კომისია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო მედია მონიტორინგს 1 სექტემბერს დაიწყებს https://rustavi2.ge/ka/news/172412

სლოვაკურმა არასამთავრობო ორგანიზაციამ წინასაარჩევნო მედია მონიტორინგისთვის კომუნიკაციების კომისიის მონიტორები გადაამზადა. კომუნიკაციების კომისია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო მედია მონიტორინგს 1 სექტემბერს დაიწყებს და 50-მდე სამაუწყებლო არხის რაოდენობრივთან ერთად, თვისებრივი კვლევის შედეგებს გამოაქვეყნებს.

ოთხდღიანი ტრენინგის ფარგლებში, ევროპის საბჭოს მედიაექსპერტმა, "მემო 98"-ის ხელმძღვანელმა მონიტორებს საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებით, წინასაარჩევნო კამპანიის დროს თვისებრივი მედიამონიტორინგის განხორციელების თავისებურებები და სპეციფიკა გააცნო.

"არჩევნების პერიოდში მონიტორინგი ყოველთვის გვაძლევს საშუალებას, რომ გამოიკვეთოს ნიშნულები, რომელიც მიგვითითებს ჩვენს სამართლიანობაზე. მედიის მიერ საარჩევნო პერიოდში გაშუქება, რამდენად შეესაბამება რეგულაციებს, კანონმდებლობას და საერთაშორისო სტანდარტებს. აძლევენ თუ არა სხვადასხვა კანდიდატებს თანაბარ წვდომას იმისათვის, რომ მათ შეძლონ საზოგადოებამდე მესიჯების მიტანა. არის თუ არა ინფორმაცია საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი, იმისათვის რომ ამომრჩეველმა ინფორმირებული არჩევანი გააკეთოს," - განაცხადა მედიაექსპერტმა რასტო კუზელიმ.



]]>
10-08-2020 08:14 +0400
პრეზიდენტმა ანზორ ერქომაიშვილი 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა https://rustavi2.ge/ka/news/172414

დღეს გურიაში ანზორ ერქომაიშვილის 80 წლის იუბილე აღინიშნება. გამოჩენილი მომღერლის, ლოტბარის, კომპოზიტორის, ანსამბლების – "რუსთავისა" და "მართვეს" დამაარსებლის საღამო ოზურგეთის დრამატული თეატრში გაიმართება.

იუბილემდე ერთი დღით ადრე კი ანზორ ერქომაიშვილს საქართველოს პრეზიდენტმა ბრწყინვალების ორდენი გადასცა. დაჯილოვების ცერემონიალი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აცანის ეკლესიის ეზოში შედგა. მას რიგით მოქალაქეებთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების, კულტურის და ხელოვნების წარმომადგენლები დაესწრნენ.

"ქართველი ერი არის ის ერი, რომელმაც მოიტანა არამხოლოდ მრავალხმიანობა და გააცნო მსოფლიოს, სხვა ერებიც არის, მაგრამ ჩვენ ვართ ის ერი, რომელიც მღერის მუდამ. ყველამ იცის თქვენი ძალა, თქვენი ღვაწლი და მე მინდა, რომ თქვენს წინაშე, ყველამ ერთად, დიდი მადლობა მოგახსენოთ თქვენი მოღვაწეობისთვის,"-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. 

]]>
10-08-2020 08:12 +0400
მესტიაში დაკარგულ მოზარდს უკვე 24-ე დღეა ეძებენ https://rustavi2.ge/ka/news/172410

უკვე 24-ე დღეა პოლიცია სვანეთში დაკარგულ მოზარდს ეძებს. ილია ფილფანის სამძებრო ოპერაცია სვანეთისა და შავი ზღვის სანაპირო ზოლის გარდა თბილისსა და ზუგდიდშიც მიმდინარეობს.

სამძებრო სამუშაოებში მაშველებთან ერთად ჩართული არიან მყვინთავები. მოზარდს ეძებენ გემებითა და კატერებით.

ილია ფილფანი სახლიდან 18 ივლისს, საკუთარი ველოსიპედით გავიდა და მას შემდეგ აღარავის უნახავს.

]]>
10-08-2020 08:00 +0400
გორის სამხედრო ჰოსპიტალში კორონავირუსი შვებულებიდან დაბრუნებულ ექთანს დაუდასტურდა https://rustavi2.ge/ka/news/172408

გორის სამხედრო ჰოსპიტალში კორონავირუსი ექთანს დაუდასტურდა. მას ვირუსი შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ აღმოაჩნდა.

"კურიერის" ინფორმაციით, ის ზღვისპირეთში ისვენებდა და, დიდი ალბათობით, უკვე ინფიცირებული ექიმის კონტაქტი არ არის.

]]>
10-08-2020 07:57 +0400
ყარაჯალარში დაწესებული შეზღუდვები მთლიანად მოიხსნა https://rustavi2.ge/ka/news/172411

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი ყარაჯალარი გვიან ღამით გაიხსნა. სოფელში მოხსნილია ყველანაირი შეზღუდვა.

დასახლებაში რამდენიმე დღიანი გაფართოებული, განმეორებითი ტესტირება გუშინ დასრულდა. მუნიციპალიტეტის მერის, რამაზ ბუდაღაშვილის ინფორმაციით, PCR მეთოდით შემოწმდა 1500-მდე ადამიანი. აქედან მხოლოდ ორი იყო დადებითი. მისი თქმით, 120 ტესტის პასუხს ელოდებიან.

დღეის მდგომარეობით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში სულ კორონავირუსის 71 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 42 ყარაჯალარშია.

გამოჯანმრთელებულია 10 პირი.

 

]]>
10-08-2020 07:51 +0400
ლევან თოფაძეს სამართალდამცველები უახლოეს დღეებში გამოკითხავენ - ის სახლში განაგრძობს მკურნალობას https://rustavi2.ge/ka/news/172405

დაჭრილ ლევან თოფაძეს სამართალდამცველები უახლოეს დღეებში გამოკითხავენ. ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი საავადმყოფოდან ორი დღის წინ გაწერეს და ის მკურნალობას სახლში განაგრძობს.

22 წლის ახალგაზრდას დანით 4 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. მას ორი ოპერაცია დასჭირდა. დანაშაულში ბრალდებული ყოფილი პრემიერის შვილი, ბუსა ჟვანიაა. მას განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავებიან. ჟვანიას სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ინცინდენტი 2 აგვისტოს თოფაძის სახლში მოხდა.

]]>
10-08-2020 07:38 +0400
ავტომანქანას, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი ნახეს, ექსპერტიზა ჯერ არ ჩატარებია https://rustavi2.ge/ka/news/172406

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიმდინარე კვირას დრონების და გარკვეული სათვალთვალო ვიდეო კამერების ჩანაწერების გაშიფვრას იწყებს. მიხეილ რამიშვილის თქმით, აქცენტი გაკეთდება ვადებზე - რამდენად ემთხვევა თარიღი და ხომ არ არის მისი გაყალბების მცდელობა.

ამ დრომდე არ ჩატარებია ექსპერტიზა იმ ავტომანქანას, სადაც გარდაცვლილი გოგონა ნახეს. ადვოკატი ამბობს, რომ ისინი სპეციალურ აპარატურას ელოდებიან.

"ველოდებით აპარატურას, რომელიც სრულად გამოიკვლევს კომპიუტერში რა ინფორმაციაც არის მოთავსებული - ცოტა სხვა რანგის კომპიუტერი გააჩნია ავტომობილს და შესაბამისობაში რომ მოიყვანოს სრული ინფორმაცია...

დაველოდოთ, რა პერიოდი დასჭირდება ობიექტურობის და ჭეშმარიტების დადგენას.

დიდი ჯგუფი არის ჩართული და ამხელა დრო არ უნდა სჭირდებოდეთ," - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

]]>
10-08-2020 07:31 +0400
ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში covid-19-ის დიაგნოზით 75 წლის პაციენტი მოათავსეს https://rustavi2.ge/ka/news/172403

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით ახალი პაციენტი მოათავსეს. 75 წლის პაციენტი მესტიიდან არის. ასაკოვან ქალს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდა, რის გამოც ქუთაისის ერთ-ერთ ცხელების ცენტრში მოათავსეს. ლაბორატორიული კვლევის შედეგად მას კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც კლინიკის მთავარმა ექიმმა თემურ ნადირაძემ განაცხადა, პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. მას პნევმონია აღენიშნება, ასევე თანმხლები დაავადებები.

ამ დროისთვის, კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში 2 პაციენტი მკურნალობს.

]]>
09-08-2020 21:50 +0400
USAID-ის პროგრამის მეშვეობით COVID19-ით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის შედეგად დაზარალებულ 4000-მდე პირს უფასო იურიდიული დახმარება გაეწია https://rustavi2.ge/ka/news/172398

COVID19-ით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის შედეგად დაზარალებულ 4,000-მდე პირს უფასო იურიდიული დახმარება USAID-ის პროგრამის პროლოგის მეშვეობით გაეწია. ეს პროგრამის ახალი მიმართულებაა, რომელიც მოქალაქეთა შრომითი უფლებების დაცვას და სახელმწიფო შეღავათებით დაუბრკოლებლად სარგებლობას უზრუნველყოფს.

სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის, ქალებისთვის, ეთნიკური და სექსუალური უმცირესობებისთვის მართლმსაჯულებისადმი ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ერთ-ერთ პრიორიტეტულ ამოცანას წარმოადგენს.

2015-2019 წლებში სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციამ USAID-ის დახმარებით უფასო იურიდიული კონსულტაცია 70 000-მდე მოქალაქეს გაუწია, 10 000 საქმეზე მოქალაქეთა ინტერესებს სასამართლოში თუ სხვა სახელმწიფო უწყებაში კვალიფიციური ადვოკატი იცავდა. ამ დროის განმავლობაში USAID-ის დახმარებით 34 პრეცედენტი შეიქმნა.

USAID აქტიურად თანამშრომლობს სახელმწიფო იურიდიული დახმარების სამსახურთანაც და მას იურიდიული სერვისების ხარისხის გაუმჯობესებასა და ინსტიტუციურ განვითარებაში ეხმარება, რაც საბოლოო ჯამში ქვეყანაში განავითარებს სერვისებს და გააუმჯობესებს მოქალაქეების წვდომას იურიდიულ დახმარებაზე.

]]>
09-08-2020 21:47 +0400
ნიკოლოზ რაჭველის ტური - "დიდი სცენის" მეექვსე ლაივ კონცერტზე მაყურებელი გია ყანჩელის მუსიკას მოუსმენს https://rustavi2.ge/ka/news/172402

"რუსთავი 2-ის" ეთერში მეგა შოუ "დიდი სცენა" ზუსტად 22:00 საათზე დაიწყება.

მე-6 ლაივ კონცერტზე მაყურებელი გია ყანჩელის მუსიკას მოისმენს. კონკურსანტებთან ნიკოლოზ რაჭველმა იმუშავა.

დღესვე, ორი აუტსაიდერიდან ერთ-ერთი, მაყურებლის გადაწყვეტილებით შოუს  დატოვებს. 

]]>
09-08-2020 21:33 +0400
COVID-19-ის გამო ჩაკეტილი სოფელი ყარაჯალარი შესაძლოა უახლოეს დღეებში გაიხსნას https://rustavi2.ge/ka/news/172397

სოფელი ყარაჯალარი, რომელიც 16 დღეა ჩაკეტილია და მკაცრ კარანტინში იმყოფება, შესაძლოა უახლოეს დღეებში კვლავ გაიხსნას. დღეს სოფლის მოსახლეობისთვის გაფართოებული ტესტირების მეორე ეტაპი მთავრდება. ინკუბაციის პერიოდის გავლის შემდეგ სპეციალისტებმა ტესტირების განმეორებით ჩატარების გადაწყვეტილება მიიღეს და ორი დღის განმავლობაში 1500-მდე პროცედურა ჩაატარეს.

ყარაჯალარში ოთხი ათასამდე ადამიანი ცხოვრობს. თავდაპირველად მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ტესტირებაზე უარს აცხადებდა და ამ პრობლემამ ადგილზე ეპიდემიოლოგიური კვლევა საკმაოდ შეაფერხა. თუმცა, როგორც დღეს სოფლის მაცხოვრებლები გვარწმუნებდნენ, ამ ეტაპზე პრობლემა გადალახულია.

სოფელ ყარაჯალარის მოსახლეობაზე და მათი მოქალაქეობრივი თვითშეგნების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორი. დავით ბეგაშვილის განმარტებით, სოფლის ძველი ცხოვრების რიტმში დაბრუნების საკითხი​ ეპიდემიოლოგთა ჯგუფებთან ადგილობრივების თანამშრომლობაზეა დამოკიდებული.

დღეს კოვიდინფიცირების 9 ახალი შემთხვევა დაგვემატა. აქედან ერთის დაინფიცირების წყარო უცნობია. დღევანდელი შემთხვევებიდან საყურადღებოა გორში, სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების შემთხვევა, რადგან, როგორც ირკვევა, დაინფიცირებული რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში ერთდროულად მუშაობდა. ამ ეტაპზე იმ ადამიანთა წრის გამოკვლევა მიმდინარეობს, რომლებთანაც დაინფიცირებულს კონტაქტი ჰქონდა. 40 ადამიანი თვითიზოლაციაშია გადაყვანილი.

ეპიდემიოლოგები და ინფექციონისტები სამომავლოდ გარკვეულ რისკებს ხედავენ, თუმცა ამბობენ, რომ ვითარება საგანგაშო არ არის. არსებული ვითარების შენარჩუნება და ქვეყანაში არსებული ცხელი კერების ეფექტური კონტროლი - სპეციალისტების აზრით ეპიდვითარების პრევენციის საუკეთესო საშუალებაა.

ქვეყანაში ამ დროისთვის კოვიდ ინფიცირების 1,225 დადასტურებული შემთხვევაა, გამოჯანმრთელდა 1000. სოფელ ყარაჯალარს 43 შემთხვევა უკავშირდება, გარდაბნის მუნიციპალიტეტში კი ჯამში კოვიდ ინფიცირების 71 ფაქტი გამოვლინდა.

]]>
09-08-2020 21:27 +0400
სასამართლო სოციალური მუშაკის ნაცვლად - საკანონმდებლო ცვლილებებით ბავშვებს ოჯახის დატოვება უკიდურეს შეთხვევაში მოუწევთ https://rustavi2.ge/ka/news/172396

ბავშვებს ოჯახის დატოვება უკიდურეს შეთხვევაში მოუწევთ. ეს ახალი საკანონმდებლო ცვლილებებით დარეგულირდება. არიან თუ არა მოზარდები ბედნიერი მაშინ, როდესაც გარკვეული პრობლემების გამო მშობლების გარეშე სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ უწევთ ცხოვრება - გაეროს ბავშთა ფონდი საქართველოს სამართლებრივი დოკუმენტის შემუშავებაში დაეხმარა, რომელმაც ბავშვების ცხოვრების გარდაქმნა უნდა უზრუნველყოს.

სახალხო დამცველის ინსტიტუტი ბოლო წლების განმავლობაში სიღარიბის და ცხოვრების არასათანადო პირობების გამო ბავშვების ოჯახიდან გაყვანას ნეგატიურად აფასებს, რადგან მიჩნიათ, რომ სახელწიფოს უპირველესი მიზანი პატარების მშობლებთან ერთად გაზრდა უნდა იყოს.

დაძაბულობა და ძალადობრივი გარემო ბავშვის ფსიქოლოგიას აზიანებს და მთელს მის ცხოვრებას ნეგატიურ ფონად გასდევს. ფსიქოლოგები ოქროს შუალედზე საუბრობენ. როგორც ოჯახში, ასევე სახელმწიფოს ზრუნვის ქვეშ, მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული ბავშვის უფლებები და ნების თავისუფლება.

იმისთვის, რომ ოჯახის გაძლიერება მოხდეს, ბავშვის უფლებები სათანადოდ უნდა იყოს დაცული - საკანონმდებლო ორგანომ ბავშვთა კოდექსში ცვლილებები შეიტანა და დაამტკიცა. ახალი მოდელის მიხედვით, სოციალური მუშაკი სასმართლოს გარეშე გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებს, სიღარიბე ვერ გახდება ბავშვის ოჯახიდან განცალკავების საფუძველი. ყველა რეგიონში სოციალური სააგენტოების პარალელურად მულტიფუნქციური ჯგუფი იმუშავებს, რომელიც მონიტორინგს გაუწევს ერთის მხრივ სოციალური მუშაკების საქმიანობას და მეორეს მხრივ ოჯახის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. უცვლელი რჩება შს სამინიტროს როლი, ძალადობის შემთხვევაში სამართალდამცველები ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

სპეციალისტები მუდმივ კონტროლზე საუბრობენ. გოგა ხარატიშვილი, რომელიც შს სამინისტროში ადამიანი უფლებათა დაცვის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, ამბობს, რომ სახელმწიფომ ბავშვების ოჯახიდან განცალკევების საკითხზე მაღალი სტანდარტით უნდა იხელმძღვანელოს და სამართალდამცველებმა ყოველდღიურ რეჟიმში, ოჯახში თუ სახელმწიფი ზრუნვის ქვეშ მყოფი ბავშვები მუდმივად უნდა აკონტროლოს.

პარლამენტმა ბავშთა უფლებათა კოდექსი გასულ წელს განიხილა და დაამტკიცა. ახალი ცვლილებების განხორციელება ბავშვის უფლებათა კონვენციის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს მიერ მიცემული ერთ-ერთი დაპირება იყო. ახალი კოდექსი ძალაში 1 სექტებერს შევა.

]]>
09-08-2020 21:22 +0400
თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეში შესაძლოა ახალი ფიგურანტები გამოიკვეთოს​ https://rustavi2.ge/ka/news/172394

იმ ჩვენებებმა, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის 18 ტომიან საქმეში დევს, შეიძლება საქმის ახალი ფიგურანტები გამოკვეთოს. ახალგაზრდა ქალის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი მტკიცებულებებსა და ჩვენებებს ეტაპობრივად ეცნობა. როგორც რამიშვილი ამბობს, საქმის მასალებმა მას არაერთი დამატებითი კითხვა გაუჩინა და გარდაცვალების რამდენიმე ვერსიაც გამორიცხა, თუმცა კონკრეტულად რაზე საუბრობს ადვოკატი უცნობია. მან დეტალების დაზუსტება აღარ ისურვა. რამიშვილი ითხოვს გამოძიებამ ყველა ის პირი გამოკითხოს, ვინც ბაჩალიაშვილის გაუჩინარებაზე რაიმე სახის ინფორმაციას ფლობს.

მომდევნო კვირაში ოჯახი დრონის კადრებს გაეცნობა - უნდა გაირკვეს, ემთხვევა თუ არა ჩანაწერების დრო იმ პერიოდს, როდესაც თამარ ბაჩალიაშვილს სამართალდამცველები რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ. ადვოკატი ელოდება, როდის ჩაუტარდება ახალგაზრდა ქალის მანქანას ექსპერტიზა, რამიშვილის მოთხოვნაა ამ პროცესს დაესწროს. დაზარალებული მხარე ასევე ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის მოლოდინშია.

ექსპერტიზის მოლოდინშია ოჯახიც. ბაჩალიაშვილის მამის ჯუმბერ ბაჩალიაშვილის ვარაუდით, საგამოძიებო უწყება მანქანის ექსპერტიზას ასე იმიტომ აჭიანურებს, რომ ყველა საეჭვო კვალი, რომელიც შეიძლება ბაჩალიაშვილის საქმეში გადამწყვეტი იყოს, გააქროს. ჯუმბერ ბაჩალიაშვილი დღეს მის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ ყველაფერი, რაც ვრცელდება სიმართლეს არ შეესაბამება. მისივე თქმით, ამ ფორმით საგამოძიებო უწყება ცდილობს მისი შვილის გარდაცვალების საქმე ობიექტურად არ გამოიძიოს.

მოსამართლის განჩინება უკვე გაასაჩივრა კომპანია "ზეგმა." საუბარია 1 აგვიტოს სასამართლოს მიერ გაცემულ ნებართვაზე, რომლის მიხედვითაც გამოძიებას უფლება მიეცა კომპანიის ხუთი თანამშრომლის სახლში შესულიყო და ჩხრეკა ჩაეტარებინა, ამ დროს გამოძიებამ თანამშრომელთა როგორც პირადი, ასევე მათი ოჯახის წევრების კომპიუტერები ამოიღო.

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლებით მიმდინარეობს. ოჯახი ამ დრომდე ელოდება, როდის ჩაერთვება საქმის გამოძიებაში ფედერალური ბიურო და როდის ჩაუტარდება ბაჩალიაშვილის კუთვნილ ავტომობილს ექსპერტიზა.

]]>
09-08-2020 21:14 +0400
სისხლიანი გარჩევა ახალქალაქში - "კურიერმა" ორი შეიარაღებული ჯგუფის დაპირისპირების კადრები მოიპოვა https://rustavi2.ge/ka/news/172391

სისხლიანი გარჩევა ახალქალაქის ცენტრალური პარკის მიმდებარედ 8 აგვისტოს საღამოს მოხდა. სავარაუდოდ, წარსულში დაწყებული კონფლიქტის გამო, ერთმანეთს ცეცხლსასროლი იარაღით ორი შეიარაღებული ჯგუფი დაუპირისპირდა. შედეგად გულის არეში მიყენებული ჭრილობებით, 27 წლის კაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

მკვლელობის შემდეგ ადგილზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. მოკლულის თანასოფლელები, სოფელ კულიკამიდან ახალქალაქში ჩავიდნენ, სადაც სავარაუდო ეჭვიმტანილის სასტუმრო და 4 საცხოვრებელი სახლი გადაწვეს. დამწვარი სახლებიდან ორი, სასტუმროს მეპატრონეს ეკუთვნის.

ახალქალაქში მომხდარი კანონსაწინააღმდეგო ფაქტის დროს ავტომანქანებიც დაზიანდა. ორი დაზიანებული მანქანიდან ერთი გულიკამელებისაა, მეორე კი სასტუმროს მეპატრონის. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო სახანძრო და საპატრულო პოლიცია. ვითარების გასანეიტრალებლად, ახალქალაქში სპეციალური დანიშნულების რაზმის შეყვანა გახდა საჭირო.

ახალქალაქში ამ დროისთვის ვითარება სტაბილურია, მომხდარ არეულობასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი. უწყების ინფორმაციით, გრძელდება ოპერატიული ღონისძიებები ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე პირების დასადგენად.

]]>
09-08-2020 21:09 +0400
სამტრედიაში მამაკაცს მატარებელი დაეჯახა https://rustavi2.ge/ka/news/172401

უბედური შემთხვევა სამტრედიაში - მამაკაცს მატარებელი დაეჯახა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ სამტრედიის შესასვლელში მოხდა. 

არსებული ინფორმაციით, მატარებლის მემანქანემ ლიანდაგზე მყოფ პირს ხმოვანი სიგნალით რამდენჯერმე ანიშნა, თუმცა უშედეგოდ.

მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები და სამართალდამცველები მუშაობენ.

]]>
09-08-2020 21:08 +0400
მკვლელობა და დარბეული სახლები - ამ დროისთვის ახალქალაქში ვითარებას პოლიცია სრულად აკონტროლებს https://rustavi2.ge/ka/news/172393

ახალქალაქში დაწყებული დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა. მოკლულია ახალგაზრდა კაცი, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ამის შემდეგ ქალაქში არეულობა დაიწყო. მოკლულის ახლობლებმა რამდენიმე სახლი დაარბიეს და სასტუმრო დაწვეს.

დამტვრეული მინები, დარბეული ინვენტარი და დამწვარი სასტუმრო - ეს ჯგუფური დაპირისპირების შედეგია. ერთ-ერთი დაზარალებული დღეს "კურიერთან" იხსენებს, რომ სავარაუდო თავდასხმის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე წუთით ადრე მიიღო და ოჯახის სახლიდან გაყვანა მოასწრო. ხაჩიკ ზარმარიანი 27 წლის მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული არტურ გაბრიელიანის ახლო მეგობარია. ამბობს, რომ მოკლულისა და სავარაუდო მკვლელის ოჯახებს შორის დაპირისპირება უკვე წლებია არსებობს, თუმცა მოტივზე საუბარი არ სურს.

ახალქალაქში მომხდარი ჯგუფური დაპირისპირების დროულ გამოძიებას ითხოვს კიდევ ერთი დარბეული სახლის მეპატრონე. ნარინე ზარმარიანის მტკიცებით, მისი შვილი ოჯახებს შორის დაპირისპირებას შემთხვევით შეესწრო და ერთ-ერთ დაშავებულს დაეხმარა, რაც სავარაუდოდ მის სახლზე განხორციელებული თავდასხმის მიზეზი გახდა.

ობიექტური გამოძიების იმედი აქვთ გულიკამის მაცხოვრებლებსაც. მოკლული ვართან მირანიანის მეზობლები "კურიერთან" ყვებიან, რომ მრავალწლიანი კონფლიქტი შესაძლოა კიდევ გაგრძელდეს. დაპირისპირების მოტივზე გულიკამელები არ საუბრობენ.

ჯგუფური კონფლიქტის დეტალებზე ინფორმაცია არ აქვთ ფაქტის თვითმხილველებს. ახალქალაქელები ყვებიან, რომ დარბეული სახლის მეპატრონეს მცირეწლოვანი შვილებიც ყავს, რომლებიც ადგილზე არ იმყოფებოდნენ. სხვა შემთხვევაში შესაძლოა ფაქტს გაცილებით მძიმე შედეგები მოჰყოლოდა.

ამ დროისთვის ახალქალაქში ვითარებას პოლიცია სრულად აკონტროლებს. მთელი დღეა ადგილზე იმყოფება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე. ვლადიმერ ბორცვაძემ სამხარეო პოლიციის თანამშრომლებთან საგანგებო შეხვედრაც გამართა. მაღალჩინოსნის განმარტებით, მკვლელობის ფაქტზე უკვე დაკავებულია ერთი მამაკაცი და აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ახალქალაქში მასშტაბური დაპირისპირება გუშინ მოხდა. ინციდენტს ყავს მსხვერპლი და დარბევების შედეგად დაზიანებულია სახლები. პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 136-ე მუხლით დაიწყო.

]]>
09-08-2020 21:06 +0400