RUSTAVI2 Rustavi2 TV News Portal RSS Feed Rustavi2 Broadcasting Company http://rustavi2.ge/ "ამობრუნებული ჩანჩქერი" - ავსტრალიაში ორ ჩანჩქერში წყალი უკუმიმართულებით მიედინება https://rustavi2.ge/ka/news/172578

უჩვეულო მოვლენა ავსტრალიაში - ქვეყნის ახალ სამხრეთ უელსის შტატში ორ ჩანჩქერში წყალი უკუმიმართულებით - ქვემოდან ზევით მიედინება. ამის მიზეზი კი ძლიერი ქარია.

შესაბამის ვიდეო მასალას ბიბისი ავრცელებს. უჩვეულო მოვლენას "ამობრუნებული ჩანჩქერი" ეწოდება. ჩანჩქერის ადგილზე ქარის სიჩქარე საათში 70 კილომეტრს აღწევს.

]]>
11-08-2020 22:01 +0400
აიძულეს, თუ არა ბელარუსის პრეზიდენტობის კანდიდატს ქვეყნის დატოვება - მინსკში პროტესტი გრძელდება https://rustavi2.ge/ka/news/172576

პრეზიდენტობის ოპოზიციურმა კანდიდატმა, რომელიც ბელარუსის არჩევნებზე თავს გამარჯვებულად აცხადებდა და რომლის მხარდასაჭერად მინსკშიც ამ წუთებშიც აქციები მიმდინარეობს, ქვეყანა დატოვა.

სვეტლანა ტიხანოვსკაიამ საკუთარ ამომრჩეველს ვიდეო მიმართვა დაუტოვა, სადაც ამბობს, რომ რთული არჩევანის წინაშე დადგა. მოგვიანებით, მან კიდევ ერთი ვიდეო გაავრცელა სადაც ხალხს მოუწოდებს, რომ შეწყვიტონ აქციები. ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ ტიხანოსვკაია ამბობდა, რომ არ აპირებდა ქვეყნის დატოვებას.

ხუთგზის პრეზიდენტის მეექვსედ მოსვლას ქვეყანა პროტესტით შეხვდა. ასეთი არჩევნები ბელარუსს არ ახსოვს - პრეზიდენტი თავის სკამს, ამომრჩეველი კი ცვლილებების შანსს ვერ თმობს. მინსკი და ქვეყნის სხვა ქალაქები 2 დღეა ქაოსშია, ხალხი ცვლილებებს მოითხოვს. 100 დაჭრილი, 1 გარდაცვლილი, 3000 - მდე დაკავებული - ასე გამოიყურება ბელარუსი დღეს.

ქვეყანაში არავინ ელოდა, რომ 26 წლიან პრეზიდენტობას ლუკაშენკო მარტივად დათმობდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მის სასარგებლოდ 80 %-ზე მეტი მხარდამჭერი დათვალა, მთავარ ოპოზიციურ კანდიდატს კი მხოლოდ 10 % მიანიჭა, ყველაფერი ნათელი გახდა. თავად ოპოზიციონერი სვეტლანა ტიხანოვსკაია კი, რომელმაც პრეზიდენტობაზე კენჭი მხოლოდ იმის გამო იყარა, რომ მისი მეუღლე, სხვა კონკურენტებთან ერთად ხელისუფლებამ დააპატიმრა, თავადაც ზეწოლის ქვეშ მოექცა. ის გუშინ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მისვლის შემდეგ გაუჩინარდა. უკვე დღეს კი ვიგებთ, რომ ძალოვანებთან კომუნიკაციის შემდგომ მან ლიეტუვას შეაფარა თავი. ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ ნებდება.

ბოლო ფრაზამ კითხვები გააჩინა - ტიხანოვსკაიას მხარდამჭერები დარწმუნებულები არიან, რომ ლუკაშენკომ მას ისეთი პირობა წაუყენა, რომელიც მისი შვილების უსაფრთხოებას ემუქრებოდა და ოპოზიციონერს სხვა გზა არ დაუტოვეს. ის, რომ დიდი არჩევანი მას არ ჰქონდა, იცის ლიეტუველმა დიპლომატმაც. ლინას ლინკევიჩუსი პირველი იყო, ვინც ბელარუსს ტიხანოვსკაიას ადგილმდებარეობის შესახებ აცნობა.

ოპოზიციონერს კონკურენტად არ მიიჩნევდა თავად ალექსანდრ ლუკაშენკო, რომელიც ქვეყანას 1994 წლიდან მართავს და რომლისთვისაც გარეთ გამოსული დემონსტრანტები უბრალო "ცხვრებია". ქვეყნის პრეზიდენტი სამართალდამცველების მიერ განხორციელებულ ძალადობას პროპორციულს უწოდებს და ძალიან ბრაზობს, რომ დღესასწაული არ შედგა.

ლუკაშენკოს აკრიტიკებენ ევროპაშიც და ამერიკაშიც. ცივილიზებული სამყაროსთვის არჩევნების შედეგები არალეგიტიმურია, რაც ქვეყანაში ხდება რეპრესიებს უწოდებენ და იმ სანქციებზე საუბრობენ, რომელსაც ლუკაშენკო ვერ ასცდება. დაკავებულების გათავისუფლება და დემოკრატიული არჩევნები - ეს პარტნიორების მოთხოვნაა.

ამ დრომდე ქვეყანაში ინტერნეტი შეფერხებით მუშაობს. პარალელურად, ქუჩაში რჩება სამხედრო ტექნიკა. ოპოზიციონერი კანდიდატის შტაბი ლუკაშენკოს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბირებისთვის დიალოგს სთავაზობს, თუმცა ის ამ ეტაპზე არსად წასვლას არ აპირებს.

]]>
11-08-2020 21:39 +0400
COVID19-ის შემთხვევათა რაოდენობამ მსოფლიოში 20 მილიონს გადააჭარბა https://rustavi2.ge/ka/news/172571

"კოვიდ-19"-ით ინფიცირების შემთხვევებმა მსოფლიოში 20 მილიონს გადააჭარბა. მხოლოდ შეერთებულ შტატებში, 5 მილიონზე მეტი დაინფიცირებულია.

მეორე ადგილზე ბრაზილიაა სამი მილიონი დაავადებულით. მას ინდოეთი მოჰყვება, სადაც ბოლო 24 საათში 52 ათასი პირი დაინფიცირდა, გარდაიცვალა 900-მდე.

ინფექციის გავრცელების დინამიკა იზრდება ევროპის ქვეყნებში. საფრანგეთში, ბოლო 24 საათში ვირუსის 800-მდე შემთხვევა დაფიქსირდა.

ივნისის შემდეგ, კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი ყოველდღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა დიდ ბრიტანეთში. ქვეყენაში ვირუსი ერთ დღეში 800-ზე მეტ ადამიანს დაუდგინდა.

საქართველოს ზოგიერთ მეზობელ სახელმწიფოში ვირუსის შემთხვევებმა იკლო. აზერბაიჯანში დღიურმა მაჩვენებელმა 84, სომხეთში კი 160 შეადგინა.

მზარდია სტატისტიკა კვლავ უკრაინაში სადაც ერთ დღეში ვირუსით 1200- მდე ადამიანი დაავადდა.

რუსეთი პრეზიდენტმა კი განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა უკვე დაარეგისტრირეს. საკითხს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გამოეხმაურა და აღნიშნა რომ ის რუსეთის ჯანდაცვის ორგანოებთან ერთად "კოვიდ-19"-ის ახლად დამტკიცებული ვაქცინის შესაძლო პრეკვალიფიკაციის პროცესს განიხილავს.

რუსეთში გასული 24 საათის განმავლობაში "კოვიდ-19"-ის 5 ათასამდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა. რაც შეეხება თურქეთს, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსით დაავადაებულთა რიცხვი 1200- ამდე გაიზარდა.

]]>
11-08-2020 21:27 +0400
მას ფართო არჩევანი არც ჰქონია გარდა იმისა, რომ ქვეყანა დაეტოვებინა - ლინას ლინკევიჩუსი სვეტლანა ტიხანოვსკაიას შესახებ https://rustavi2.ge/ka/news/172559

ლიეტუველი დიპლომატი, ლინას ლინკევიჩუსი სვეტლანა ტიხანოვსკაიას ლიეტუვაში ჩასვლას ეხმაურება.

ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ტიხანოვსკაიას დიდი არჩევანი არ ჰქონდა და მას შვილებთან ერთად ლიეტუვაში 1 წლის განმავლობაში შეეძლება ყოფნა. დიპლომატის თქმით, ტიხანოვსკაია თავს უსაფრთხოდ გრძნობს. 

"მთელი ღამის განმავლობაში გარკვეული დაძაბულობა იყო და ამიტომაც ვხვდები, რომ მას ფართო არჩევანი არც ჰქონია, გარდა იმისა, რომ ქვეყანა დაეტოვებინა. მას ლიეტუვას ვიზა ჰქონდა, მიიღო ეს გადაწყვეტილება და ხელისუფლებას ამისთვის ხელი არ შეუშლია. ახლა ის ლიეტუვაშია და თავს უსაფრთხოდ გრძნობს,“ - აცხადებს ლინას ლინკევიჩუსი.

სვეტლანა ტიხანოვსკაიას შტაბი პრეზიდენტს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარებისთვის დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდებს. მათი ლიდერი კი კვლავ ლიეტუვაში რჩება. ოპოზიციონერმა ამომრჩევლებს ვიდეორგოლით მიმართა, სადაც მიანიშნა, რომ პროცესებისგან დისტანცირდება. მხარდამჭერები ამას კანდიდატზე მუქარითა და ზეწოლით ხსნიან,რამაც პოლიტიკოსს ამ გადაწყვეტილებისკენ უბიძგა.

ბელარუსში კი ახლა სიმშვიდეა, თუმცა 2 დღეა საპროტესტო აქციები მძიმე შეტაკებებით მთავრდება, ამას 1 ადამიანი ემსხვერპლა, დაიჭრა 100-მდე პირი და 3000-მდე მოქალაქე საპატიმროში იმყოფება. აქციის მონაწილეები ქვეყანაში ცვლილებებს ითხოვენ, პრეზიდენტი ლუკაშენკო კი, რომელიც ქვეყანას 26 წელია მართავს სამართალდარღვევებისთვის საპასუხო ნაბიჯებს აანონსებს. 

]]>
11-08-2020 18:05 +0400
"შეშფოთებულები ვართ ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების გამო" - თეთრი სახლი https://rustavi2.ge/ka/news/172550

ბელარუსში განვითარებულ მოვლენებს და დაპირისპირებებს თეთრი სახლი ეხმაურება. ვაშინგტონში არჩევნების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ და აცხადებენ, რომ ოპოზიციონერი კანდიდატების დაშინება და მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების დაკავებამ ჩრდილი მიაყენა პროცესს.

"ჩვენ შეშფოთებულები ვართ ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების გამო. მათ შორის კანდიდატებისთვის არჩევნებში მონაწილეობის შეზღუდვა, ადგილობრივი დამოუკიდებელი დამკვირვებლებისთვის საარჩევნო უბნებზე ყოფნის აკრძალვა. ოპოზიციონერი კანდიდატების დაშინება და მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების დაკავებამ ჩრდილი მიაყენა პროცესს. მოვუწოდებთ ბელარუსის ხელისუფლებას, პატივი სცეს მშვიდობიანი შეკრების უფლებას და ძალის გამოყენებისგან თავი შეიკავოს,“ - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეილი მაკკენანმა

შეგახსენებთ, უკვე მეორე დღეა ბელარუსის სხვადასხვა ქალაქებში მოსახლეობა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებს. მოქალაქეები ოფიციალურ მონაცემებს უნდობლობას უცხადებენ, რომლის მიხედვითაც უკვე მე-6 ვადით პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო გახდა. ვითარება ყველაზე მეტად დაძაბულია დედაქალაქში. მხოლოდ ბოლო საათებში მომხდარი დაპირისპირების შედეგად, 100-მდე ადამიანი დაშავდა. 

]]>
11-08-2020 15:40 +0400
1 გარდაცვლილი, 100-მდე დაშავებული და 3 000-ზე მეტი დაკავებული - ბელარუსში მოსახლეობა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებს https://rustavi2.ge/ka/news/172525

ბელარუსში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ერთი ადამიანი დაიღუპა. უკვე მეორე დღეა ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებში მოსახლეობა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებს.

მოქალაქეები უნდობლობას უცხადებენ ოფიციალურ მონაცემებს, რომლის მიხედვითაც უკვე მეექვსედ პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო გახდა. ვითარება ყველაზე მეტად დაძაბულია დედაქალაქში. მხოლოდ ბოლო საათებში, მომხდარი დაპირისპირების შედეგად, 100-მდე ადამიანი დაშავდა.

ალექსანდრე ლუკაშენკოს ასეთი რამ ნამდვილად არ ახსოვს, ყოველ შემთხვევაში მის ქვეყანაში და მისი პრეზიდენტობის დროს, რომელიც 26 წელია გრძელდება და რის შეცვლასაც, როგორც ჩანს პრეზიდენტი არ გეგმავს. მინსკისა და სხვა ქალაქების ქუჩებში სწორედ ამიტომ გამოვიდა ათასობით ადამიანი. მათ ცვლილებები სურთ, მათ არ სჯერათ ცენტრალური საარჩევნო კომისიის დასკვნის, რომლის მიხედვითაც ლუკაშენკომ ხმათა უმრავლესობა მოიპოვა. ბუნებრივია ამ ყველაფერს დაპირისპირების გარეშე არ ჩაუვლია, ბოლო ორი დღის განმავლობაში ქალაქში აქტიურად გამოიყენებოდა ცრემლსადენი გაზი, ყუმბარები, რეზინის ტყვიები.

სამწუხაროდ არის გარდაცვალების ფაქტიც - ერთ ადამიანს ხელყუმბარა ხელში აუფეთქდა. 3,000-ზე მეტი ადამიანია დაკავებული. სწორედ ასე გამოიყურება ბელარუსი საპრეზიდენტო არჩევნებიდან მე-2 დღეს.

"გასულ ღამეს მომხდარზე მთელი პასუხისმგებლობა ბელარუსის მთავრობას ეკისრება, რადგან ხელისუფლების ვალდებულებაა უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრებების უსაფრთხოება. ფაქტია, რომ პროტესტი მშვიდობიანი იყო. იყო სერიოზული პროვოკაციები, რის შემდეგაც დემონსტრანტები აგრესიულები გახდნენ სამართალდამცავების მიმართ," - აცხადებს ბელარუსის უფლებადამცველთა ცენტრ "ვესნას" წარმომადგენელი ვალენტინ სტეფანოვიჩი.

პრეზიდენტი ლუკაშენკო, რომელიც ამ თანამდებობას 1994 წლიდან იკავებს, ფიქრობს, რომ გარეთ გამოსული აქციის მონაწილეები ცხვრები არიან. სწორედ ამ სიტყვით აფასებს ის ამ ადამიანებს და აღნიშნავს, რომ ასეთი არეულობები გარე ჩარევების გარეშე ვერ ჩაივლიდა და ამ შემთხვევაში ის ჩეხეთს, პოლონეთს და დიდ ბრიტანეთს ადებს ხელს, მისივე განცხადებით, სამართალდამცავები აქციის მონაწილეებს პროპორციული ძალით პასუხობენ.

"ვიღაცეებს უნდოდათ დღესასწაული ჩაეშალათ, ჩვენ ისინი დავინახეთ. დაფიქსირდა ზარები პოლონეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ჩეხეთიდან, ისინი ჩვენს ცხვრებს მართავდნენ, რომლებიც თავად ვერ ხვდებოდნენ რას აკეთებდნენ. ისინი ცდილობდნენ თავს დასხმოდნენ პოლიციელებს, თუმცა სამართალდამცველები ღირსეულად იქცეოდნენ და მათ პროპორციული ძალა გამოიყენეს. ჩვენ დავაკავეთ აქციის ორგანიზატორები, რომლებიც კუთხეში იმალებოდნენ. დაკავებულია დაახლოებით 3,000 ადამიანი. ზოგი მთვრალი იყო, ზოგი კი ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ, ეს ხომ საშინელებაა,"- აცხადებს ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო.

]]>
11-08-2020 12:48 +0400
ძალიან რთული გადაწყვეტილება მივიღე, არავის ვურჩევ მსგავსი არჩევანის წინაშე აღმოჩნდეს - ლუკაშენკოს მთავარი ოპონენტი ვიდეომიმართვას ავრცელებს https://rustavi2.ge/ka/news/172534

ბელარუსის პრეზიდენტობის კანდიდატი სვეტლანა ტიხანოვსკაია ლიეტუვაში გადასვლის შემდეგ ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც აცხადებს, რომ მისთვის ძალიან რთული გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო. ლუკაშენკოს ოპონენტს არ დაუკონკრეტებია რა გადაწყვეტილებას გულისხმობს, თუმცა აღნიშნავს, რომ რთული არჩევანის წინაშე იდგა და მსგავს ვითარებაში ყოფნას არავის უსურვებს.

ტიხანოვკსაია საკუთარ ვიდეომიმართვაში იმაზეც საუბრობს, რომ არც ერთი ადამიანის სიცოცხლე არ ღირს იმად, რაც მის ქვეყანაში დღეს ხდება და ხაზს უსვამს იმას, რომ ბავშვები ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც ჩვენს ცხოვრებაში არსებობს.

"მე ვფიქრობდი, რომ ამ საარჩევნო კამპანიამ გამაძლიერა და იმხელა ძალა მომცა, რომ ყველაფრის ატანას შევძლებდი, მაგრამ ალბათ მე კვლავ იმ სუსტ ქალად დავრჩი, როგორიც თავიდანვე ვიყავი. მივიღე ჩემთვის ძალიან რთული გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მივიღე. ჩემზე გავლენა არც მეგობრებს, არც შტაბს და არც სერგეის არ მოუხდენია. ვიცი, რომ ბევრი გამიგებს, ბევრი გამაკრიტიკებს, ბევრი კი შემიძულებს. ღმერთმა დაუფაროს ვინმეს მსგავსი არჩევანის წინაშე დადგეს, როგორი არჩევანის წინაშეც მე აღმოვჩნდი. ამიტომ, ადამიანებო გაუფრთხილდით ერთმანეთს. არც ერთი სიცოცხლე არ ღირს იმად, რაც ახლა ხდება. ბავშვები - ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც არსებობს ჩვენს ცხოვრებაში," - აცხადებს საკუთარ ვიდეომიმართვაში სვეტლანა ტიხანოვსკაია.

სვეტლანა ტიხანოვსკაია ლიეტუვაში "გაქცევის" შემდეგ თავს "უსაფრთხოდ" გრძნობს - ამის შესახებ ლიეტუვას საგარეო მინისტრმა განაცხადა. ლინას ლინკავიჩუსმა საკუთარ "ტვიტერზე" დღეს დილით დაწერა, რომ ტიხანოვსკაია ზიანისგან შორს იმყოფება.

]]>
11-08-2020 12:42 +0400
ევროკავშირმა უნდა მიიღოს ზომები ბელარუსში ძალადობის შესაჩერებლად - პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი https://rustavi2.ge/ka/news/172524

ბელარუსში განვითარებულ მოვლენებს საერთაშორისო თანამეგობრობა თვალყურს ადევნებს. მათი განცხადებით, მიმდინარე მოვლენები არადემოკრატიულია და არჩევნების შედეგებში ეჭვი ეპარებათ. 

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იაცეკ ჩაპუტოვიჩი ბელარუსს მოუწოდებს, რეპრესიები შეწყვიტოს და მოქალაქეებთან რეალური დიალოგი დაიწყოს.

"ევროკავშირმა უნდა მიიღოს ზომები ბელარუსში ძალადობის შესაჩერებლად. პოლონეთი, როგორც ბელარუსის მეზობელი და ევროკავშირის წევრი, ამ მიმართულებით აქტიურად იმუშავებს. ბელარუსის ზოგადად დასავლურ სამყაროსთან და ევროკავშირთან დაახლოება ჯერ კიდევ შესაძლებელია. ეს დაახლოება უნდა ემყარებოდეს კანონის პატივისცემას და ფუნდამენტურ დემოკრატიულ ფასეულობებს. ჩვენ ველით, რომ ბელარუსის ხელისუფლება შეწყვეტს რეპრესიებს და დაიწყებს რეალურ დიალოგს მოქალაქეებთან,“ - განაცხადა იაცეკ ჩაპუტოვიჩმა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი  ბელარუსს მოუწოდებს, აქციაზე დაკავებული ადამიანებიდაუყოვნებლივ გაათავისუფლოს. 

"ჩვენ საფრანგეთთან და პოლონეთთან ერთად ბელარუსს მოვუწოდებდით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის. ჩვენ ამის არანაირი ნიშანი არ დაგვინახავს, სანაცვლოდ, ჩვენ გავხდით ძალადობის, დაშინებისა და დაკავებების მოწმე. ეს ცხადია, უნდა გახდეს განხილვის საგანი. საკითხს მოსკოვში ვიზიტისას განვიხილავ. ახლა კი ჩვენ მოვუწოდებთ ბელარუსს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ის ადამიანები, რომლებიც მშვიდობიანი მანიფესტაციისთვის გავიდნენ ქუჩაში,“ - განაცხადა ჰაიკო მაასმა.

შეგახსენებთ, უკვე მეორე დღეა ბელარუსის სხვადასხვა ქალაქებში მოსახლეობა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებს. მოქალაქეები ოფიციალურ მონაცემებს უნდობლობას უცხადებენ, რომლის მიხედვითაც უკვე მე-6 ვადით პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო გახდა. ვითარება ყველაზე მეტად დაძაბულია დედაქალაქში. მხოლოდ ბოლო საათებში მომხდარი დაპირისპირების შედეგად, 100-მდე ადამიანი დაშავდა. 

]]>
11-08-2020 12:37 +0400
ბალტიმორში ბუნებრივი აირის გაჟონვას ნგრევა მოჰყვა https://rustavi2.ge/ka/news/172522

ბალტიმორში ბუნებრივი აირის გაჟონვას ნგრევა მოჰყვა. აფეთქების შედეგად 3 სახლი დაინგრა. დაღუპულია 1 და დაშავდა 4 ადამიანი.

მედიის ინფორმაციით, ნანგრევების ქვეშ მოქალაქეები არიან მოყოლილი. მათ შორის, ბავშვებიც. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო და სამაშველო სამსახური.

]]>
11-08-2020 12:19 +0400
მაიკ პომპეო ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში გაემგზავრა https://rustavi2.ge/ka/news/172514

მაიკ პომპეო ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში გაემგზავრა. დღეს შტატების სახელმწიფო მდივანი ჩეხეთს ესტუმრება, სადაც მეორე მსოფლიო ომის დროს შტატების არმიის მიერ დასავლეთ ჩეხოსლოვაკიის გათავისუფლებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას.

ოთხდღიანი ტურნეს ფარგლებში, პომპეო პოლონეთს, სლოვენიასა და ავსტრიასაც ეწვევა. განსახილველ თემებს შორის იქნება ჩინეთისა და რუსეთის გავლენის საკითხი, ასევე ბრძოლა კორონავირუსთან.

]]>
11-08-2020 11:50 +0400
თეთრ სახლთან მომხდარი სროლის გამო შტატების საიდუმლო სამსახურმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ბრიფინგი შეაწყვეტინა https://rustavi2.ge/ka/news/172513

სროლა თეთრ სახლთან. ინციდენტის გამო შტატების საიდუმლო სამსახურმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ბრიფინგი შეაწყვეტინა და ოთახიდან გაიყვანა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბრიფინგის ოთახში მომხდარიდან რამდენიმე წუთში დაბრუნდა. პრეზიდენტის თქმით, სამართალდამცავებმა შეიარაღებულ პირს ესროლეს და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

]]>
11-08-2020 11:48 +0400
სლოვაკეთმა ქვეყნიდან 3 რუსი დიპლომატი გააძევა - მიზეზი ბერლინში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეა https://rustavi2.ge/ka/news/172512

სლოვაკეთმა ქვეყნიდან 3 რუსი დიპლომატი გააძევა. BBC-ის ინფორმაციით, მიზეზი ბერლინში, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეა. სლოვაკეთის საგარეო უწყება დიპლომატებს ვენის კონვენციის დარღვევაში და სლოვაკეთის ვიზების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს.

სამინისტრო განცხადებაში წერს, რომ რუსეთის მოქალაქეებმა ევროკავშირისა და NATO-ს სხვა წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე სერიოზული დანაშაული ჩაიდინეს. საგამოძიებო პორტალ "ბელიგქათის" მონაცემებით, ხანგოშვილის მკვლელობის ერთ-ერთი ორგანიზატორი ევროკავშირში სლოვაკეთის ვიზით გაემგზავრა.

საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი 2019 წლის აგვისტოში ბერლინში მოკლეს. გერმანიის პროკურატურა მკვლელობის შეკვეთასა და ორგანიზებაში რუსეთს ადანაშაულებს.

]]>
11-08-2020 11:47 +0400
ირანში დახურეს გაზეთი, რომლის რესპონდენტმაც ქვეყანაში COVID-19-ის დამალულ სტატისტიკაზე ისაუბრა https://rustavi2.ge/ka/news/172497

გაზეთი, რომლის რესპონდენტმაც ირანში COVID-19-ის დამალულ სტატისტიკაზე ისაუბრა, დახურეს. საუბარია ირანის ერთ-ერთ წამყვან ბიზნეს გამოცემაზე.

დასავლური მედიის ინფორმაციით, ირანის კორონავირუსის ეროვნული სამუშაო ჯგუფის ეპიდემიოლოგმა გამოცემას უთხრა, რომ დაინფიცირებულებთან და დაღუპულებთან დაკავშირებით გამოქვეყნებული რიცხვები რეალური სურათის მხოლოდ 5%-ს ასახავს და რომ მთავრობამ ვირუსის პირველი შემთხვევა "პოლიტიკური და უსაფრთხოების" მიზეზებიდან გამომდინარე დამალა.

გაზეთის დახურვის ბრძანება მთავრობას დაქვემდებარებულმა მედიის სამეთვალყურეო საბჭომ გამოსცა და ის დაუყოვნებლივ აღასრულეს.

]]>
11-08-2020 09:24 +0400
შეტაკებების მეორე ღამე მინსკში - პოლიციამ ხმოვანი ყუმბარები, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა https://rustavi2.ge/ka/news/172496

მინსკში არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად ქუჩაში გამოსული ათასობით ადამიანის შესაჩერებლად, პოლიციამ ამჯერადაც ხმოვანი ყუმბარები, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაღუპულია ერთი ადამიანი.

შეტაკებების შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, დაკავებულია 3 ათასამდე მოქალაქე. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მინსკის ცენტრში სამხედრო ტექნიკაც იყო მობილიზებული, დაკეტილია მეტროსადგურები და ქუჩების ნაწილი.

ბელარუსის ცესკოს მონაცემებით, ალექსანდრე ლუკაშენკომ ხმების 80 პროცენტზე მეტი მიიღო, მისმა კონკურენტმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ კი 10. თუმცა განსხვავებულად ფიქრობს სამოქალაქო საზოგადოება და გამარჯვებას ტიხანოვსკაიას ანიჭებს.

ბელარუსში მასობრივ არეულობასთან და სამართალდამცველების წინააღმდეგ ქმედებების გამო სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. მთელი ქვეყნის მასშტაბით კვლავ ცუდად მუშაობს ინტერნეტი. ტვიტერის ინფორმაციით, ბელარუსში ფიქსირდება სოციალური ქსელის დაბლოკვის მცდელობები.

]]>
11-08-2020 09:07 +0400
მსოფლიოში COVID-19-ის ინფიცირების შემთხვევებმა 20 მილიონს გადააჭარბა https://rustavi2.ge/ka/news/172488

მსოფლიოში COVID-19-ის ინფიცირების შემთხვევებმა 20 მილიონს გადააჭარბა. აქედან 736 ათასი გარდაიცვალა.

პირველ ადგილს კვლავ არავის უთმობს ამერიკის შეერთებული შტატები, სადაც 5 მილიონზე მეტი დაინფიცირებულია, მეორე ადგილზე ბრაზილიაა 3 მილიონი დაავადებულით. მას ინდოეთი მოყვება, სადაც ბოლო 24 საათში 52 ათასი პირი დაინფიცირდა, გარდაიცვალა 900-მდე ადამიანი. 

ინფექციის გავრცელების დინამიკა იზრდება ევროპის ქვეყნებშიც. საფრანგეთში, ბოლო კვირების განმავლობაში, ყოველდღიურად, საშუალოდ ვირუსის 400-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება. ივნისის შემდეგ, კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი ყოველდღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა დიდ ბრიტანეთში.

COVID-19-ით ინფიცირებულ პაციენტთა რაოდენობის დინამიკა შედარებით იკლებს სომხეთსა და აზერბაიჯანში. სომხეთში ბოლო 24 საათში ვირუსის 23, აზერბაიჯანში კი 79 შემთხვევა დაფიქსირდა. კვლავ მაღალია მონაცემები უკრაინაში, რუსეთსა და თურქეთში.

]]>
11-08-2020 08:39 +0400
ოფიციალური ბაქო ერევანს აზერბაიჯანელი სამხედროების პოზიციების მიმართულებით ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს https://rustavi2.ge/ka/news/172483

ოფიციალური ბაქო ერევანს აზერბაიჯანელი სამხედროების პოზიციების მიმართულებით ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს. აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, რომ სროლის ქვეშ სამი სასაზღვრო სოფელი მოჰყვა.

როგორც ბაქოში ამბობენ, სომხურმა მხარემ დღე-ღამის განმავლობაში 35-ჯერ ისროლა. ოფიციალურ ერევანს აღნიშნულ ბრალდებაზე საპასუხო განცხადება ან კომენტარი არ გაუვრცელებია.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის რამდენიმე დღიანი შეტაკებები 12 ივლისს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, თოუზის პროვინციაში დაიწყო. შეტაკებების შედეგად ორივე მხარეს ჰყავს მსხვერპლი, გარდაცვლილებს შორის არიან აზერბაიჯანელი სამხედრო მაღალჩინოსნებიც.  

]]>
10-08-2020 22:00 +0400
ბეირუთის პორტში მომხდარი აფეთქების გამო ლიბანის მთავრობა გადადგა https://rustavi2.ge/ka/news/172474

ბეირუთის პორტში მომხდარი აფეთქების გამო ლიბანის მთავრობა გადადგა, "ევრონიუსის" ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.

ჰამად ჰასანის განცხადებით, გადაწყვეტილება იმ ფონზე მიირეს, რომ ბეირუთის აფეთქების შემდეგ განვითარებული მოვლენების ფონზე, ქვეყნის მთავრობის რამდენიმე მინისტრი უკვე გადადგა, რამდენიმე წევრმა კი თანამდებობის დატოვების შესახებ წინასწარ განაცხადა. 

"მთელი ხელისუფლება გადადგა" - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ადგილობრივ მედიასთან. მისივე თქმით, ლიბანის პრემიერ-მინისტრი მთავრობის სახელით გადადგომის შესახებ განცხადებას პრეზიდენტს წარუდგენს. 

მთავრობის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა 2 დღიანი დემონსტრაციები, სადაც აქციის მონაწილეებს პოლიცია ცრემლსადენი გაზით დაუპირისპირდა.

შეგახსნებეთ, ბეირუთის პორტში მომხდარი მასშტაბური აფეთქების შემდეგ ქვეყანაში ასევე მასშტაბური აქციები გაიმართა, სადაც ასეულობით მოქალაქე დაშავდა.  

]]>
10-08-2020 19:22 +0400
ბელარუსის პრეზიდენტობის კანდიდატი სვეტლანა ტიხანოვსკაია ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს არ აღიარებს https://rustavi2.ge/ka/news/172468

ბალარუსის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის სვეტლანა ტიხანოვსკაიას განცხადებით, ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს არ აღიარებს და მხარს უჭერს ქვეყანაში მშვიდობიან ცვლილებებს.

ბოლო მონაცემებით, კენჭისყრის შედეგად ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში კვლავ ალექსანდრე ლუკაშენკომ გაიმარჯვა. მას ამომრჩევლის 80-მა პროცენტმა მისცა ხმა. კენჭისყრის პროცესი ქვეყანაში საერთაშორისო დამკვირვებლების გარეშე და სამართალდამცველების გაძლიერებული პატრულირების ფონზე მიმდინარეობდა.

შედეგების გამოქვეყნებას ქვეყანაში არეულობა მოჰყვა. ბოლო მონაცემებით, ბელარუსში მასშტაბურ აქციაზე მომხდარი არეულობის შედეგად ათასობით ადამიანი დააპატიმრეს და ათობით დაშავდა.  

ბელარუსს დემოკრატიული სტანდარტების დაცვისკენ, ძალადობაზე უარის თქმისკენ და ადამიანის უფლებების პატივისცემისკენ მოუწოდეს ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, ევროკომისიის პრეზიდენტმა, გერმანიის, ასევე პოლონეთისა და ლიეტუვის პირველმა პირებმა.

ალექსანდრ ლუკაშენკოს არჩევნებში გამარჯვება უკვე მიულოცეს რუსეთის, აზერბაიჯანისა და ჩინეთის პრეზიდენტებმა. 

]]>
10-08-2020 17:33 +0400
ინდონეზიაში ვულკანი სინაბუნგი ამოიფრქვა - ხელისუფლება მოსახლეობას პირბადეების გამოყენებისკენ მოუწოდებს https://rustavi2.ge/ka/news/172445

ინდონეზიაში ვულკანი სინაბუნგი ამოიფრქვა. ვულკანიდან ამოსული კვამლი და ფერფლი 5 კილომეტრის სიმაღლეზე ავიდა.

მთავრობამ მოსახლეობაა გააფრთხილა, ვულკანიდან 3 კილომეტრის რადიუსზე გადაადგილებისგან თავი შეიკავონ და კვამლისგან თავის დასაცვად პირბადეები გამოიყენონ.

კუნძულ სუმატრაზე ამოფრქვეული ვულკანის სიმაღლე ზღვის დონიდან 2,4 კილომეტრია. შემთხვევის შედეგად დაშავებულების შესახებ ცნობები არ გავრცელებულა.

]]>
10-08-2020 13:48 +0400
გერმანიის იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ ზელიმხან ხანგოშვილის საქმის გამოძიებაში რუსეთს არსებითი წვლილი არ შეაქვს https://rustavi2.ge/ka/news/172426

გერმანიის იუსტიციის სამინისტროს განცხადებით რუსეთს ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის საქმის გამოძიებაში არსებითი წვლილი არ შეაქვს. ინფორმაციას "დოიჩე ველე" ავრცელებს.

უწყებამ განცხადება ბუნდესტაგის საგარეო პოლიტიკის კომიტეტის წევრის, დეპუტატ სევიმ დაგდელენის კითხვის პასუხად გაავრცელა.

სამინისტროს ცნობით, გერმანიის უწყებები და სამთავრობო ორგანოები 2019 წლის აგვისტოდან დეკემბრამდე მინიმუმ 12-ჯერ დაეკონტაქტნენ რუსეთის ორგანოებს აღნიშნულ საქმეზე ინფორმაციის მიღების მიზნით.

უწყებას რუსეთის გენერალური პროკურატურისგან ბოლო პასუხი 2020 წლის 2 ივნისს აქვს მიღებული, თუმცა მას გამოძიებაში არსებითი წვლილი არ შეუტანია.

ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში 2019 წლის აგვისტოში მოკლეს.

]]>
10-08-2020 11:35 +0400
ინდოეთში მეწყერის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 43-მდე გაიზარდა https://rustavi2.ge/ka/news/172417

ინდოეთში მეწყერის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 43 მდე გაიზარდა. მეწყერი 7 აგვისტოს, იდუკის რაიონში, ჩაის პლანტაციაში ძლიერი წვიმის შედეგად ჩამოწვა.

სტიქიის დროს მუშებს ეძინათ, ამის გამო მათ ტერიტორიის დატოვება დროულად ვერ მოახერხეს. ადგილზე სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

]]>
10-08-2020 08:48 +0400
ძლიერი წვიმისა და ჭექა-ქუხილის შედეგად საბერძნეთში 5 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის არის ახალშობილიც https://rustavi2.ge/ka/news/172416

ხუთი ადამიანი დაიღუპა, ძლიერი წვიმისა და ჭექა-ქუხილის შედეგად საბერძნეთში კუნძულ ევიაზე. მათ შორის, გარდაცვლილია ახალშობილი.

გარდაცვლილთა უმეტესობა საკუთარი სახლების მახლობლად იპოვეს, დაკარგულებს კი ამ დრომდე ეძებენ.

მაშველებმა ათეულობით ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს. სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს ვერტმფრენის საშუალებითაც.

წვიმის შედეგად დაიტბორა გზები, რამაც პრობლემები შექმნა ავტომობილებისთვის. ამ დრომდე მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები რეგიონში.

]]>
10-08-2020 08:21 +0400
ბეირუთში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა https://rustavi2.ge/ka/news/172413

ბეირუთში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობასთან სამართალდამცველებს ქვები ესროლეს და პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს.

არეულობა ლიბანის დედაქალაქში უკვე ორი დღეა, გრძელდება. დემონსტრანტები ბეირუთის პორტში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით მთავრობას უმოქმედობაში ადანაშაულებენ.

პორტში მომხდარ აფეთქებას 158 ადამიანი ემსხვერპლა, ექვსი ათასზე მეტი კი დაშავდა.

]]>
10-08-2020 08:10 +0400
ფართომასშტაბიანი დემონსტრაცია მინსკში დაპირისპირებებში გადაიზარდა - აქციის მონაწილეები არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ https://rustavi2.ge/ka/news/172415

დაპირისპირება მინსკის ცენტრში - დემონსტრანტები გამარჯვების მოედანზე საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად გამოვიდნენ.

სამართალდამცველებსა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის, მინსკის გარდა, შეტაკება მოხდა ბრესტში, ვიტებსკსა და მოგილევოშიც.

ბულარუსის ცესკოს წინასწარი მონაცემებით, გუშინდელი კენჭისყრის შედეგად კვლავ ალექსანდრე ლუკაშენკომ გაიმარჯვა. მას ამომრჩევლის თითქმის 80-მა პროცენტმა მისცა ხმა. შედეგად ლუკაშენკო პრეზინდეტი უკვე მეექვსედ ხდება. მისმა კონკურნეტმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ კი ხმების 6,8%-ი მიიღო.

კენჭისყრის პროცესი ქვეყანაში საერთაშორისო დამკვირვებლების გარეშე და სამართალდამცველების გაძლიერებული პატრულირების ფონზე მიმდინარეობდა.

ლუკაშენკო ბელარუსის პრეზინდეტის პოსტს უკვე 26 წელია, იკავებს.

არჩევნების დღეს მინსკში დააკავეს ჟურნალისტები, მანამდე კი ტეხანოვსკაიას საარჩევნო შტაბის წარმომადგენლებიც.

]]>
10-08-2020 08:06 +0400
აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა https://rustavi2.ge/ka/news/172409

5 მილიონს გადააჭარბა კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ აშშ-ში. აქედან დაღუპულია 163 ათასი. ვირუსის გავრცელებისა და გარდაცვალების მაჩვენებლით ამერიკა მსოფლიოში კვლავ პირველ ადგილს ინარჩუნებს.

მეორე ადგილზე კვლავ ბრაზილიაა 100 ათასზე მეტი შემთხვევით, მესამეზე კი ინდოეთი, სადაც ბოლო 24 საათის განმავლობაში 60 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, დაიღუპა 1000 ადამიანი.

მონაცემები მატულობს რეგიონის ქვეყნებშიც. გასულ დღე ღამეში რუსეთში 77 პაციენტი დაიღუპა "კოვიდ - 19-ით, სომხეთში 6, აზერბაიჯანში კი 2.

]]>
10-08-2020 08:02 +0400
დამანგრეველი აფეთქებიდან 5 დღის შემდეგ ბეირუთის ქუჩები საპროტესტო ტალღამ მოიცვა https://rustavi2.ge/ka/news/172400

დამანგრეველი აფეთქებიდან 5 დღის შემდეგ, ბეირუთის ქუჩები საპროტესტო ტალღამ მოიცვა. მთვარობის პოლიტიკით უკამყოფილო ათასობით დემონსტრანტმა პრეზიდენტის გადადგომა და ქვეყანაში რეფორმების გატარება მოთხოვა.

მომიტინგეები ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობებში შეიჭრნენ. პროტესტი პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. აქციის მონაწილეთა დასაშლელად სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. საპასუხოდ კი მომიტინგეებმა პოლიციას ქვები დაუშინეს. არეულობის შედეგად 700-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

ლიბანში მიმდინარე მოვლენების გამო თანამდებობა დატოვა ქვეყნის ინფორმაციის მინისტრმა. არეულობის დაწყებიდან კი მალევე, განცხადება გაავრცელა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა. ჰასან დიაბმა ვითარების განსამუხტად ვადამდელი არჩევნების დანიშვნა მოითხოვა.

ლიბანელებსა და საერთაშორისო საზოგადოებას კრიზისის განსამუხტად და მშვიდობის დასამყარებლად გაერთიანებისკენ მოუწოდა რომის პაპმა ფრანცისკემ.

ლიბანის დასახმარებლად ონლიან კონფერენციას გამართავს საფრანგეთის პრეზიდენტი. ემანუელ მაკრონი ვიდეო ფორმატის რეჟიმში მსოფლიო ლიდერებთან ერთად ლიბანის კრიზისს განიხილავს. ბოლო მონაცემებით, ბეირუთში აფეთქებას 160-მდე ადამიანი ემსხვერპლა, 5,000-მდე კი დაშავდა. საცხოვრებლის გარეშე 300 ათასამდე ადამიანი დარჩა.

]]>
09-08-2020 21:50 +0400
COVID-19-ის მზარდი სტატისტიკის ფონზე ჩინეთში ახალი ტიპის ვირუსი გავრცელდა, რომელიც ტკიპებისგან ვრცელდება https://rustavi2.ge/ka/news/172399

ათასობით დემონსტრანტი ისრაელის ქუჩებში ერთმა მოთხოვნამ გამოიყვანა. აქციის მონაწილეები ქვეყნის პრემიერის გადადგომას ითხოვენ. პროტესტის მიზეზი - პანდემიის წინააღმდეგ მთვარობის მეთაურის არაეფექტიანი პოლიტიკაა. საპროტესტო მუხტის მატებასთან ერთად, ისრაელში მზარდია ინფიცირებულთა რიცხვიც. ქვეყანაში ბოლო 24 საათში "კოვიდ-19" 1,400-მდე ადამიანს დაუდგინდა.

"კოვიდ-19" და მის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგია საპროტესტო აქციის მიზეზი გახდა გერმანიაშიც. მთავრობის პოლიტიკით უკმაყოფილოა შტუტგარდის მოსახლეობაც. კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო გერმანიის ხელისუფლებამ, რუმინეთისა და ბულგარეთის რამდენიმე რეგიონი რისკის ზონად გამოაცხადა. რუმინეთის შვიდი და ბულგარეთის სამი რეგიონიდან გერმანიაში ჩასული მგზავრები ვალდებული იქნებიან, კორონავირუსზე ტესტირება ჩაიტარონ. ბოლო 24 საათში ქვეყანაში "კოვიდ-19"-ის 581 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

გერმანიის მსგავსად, მზარდია სტატისტიკა ევროპის სხვა ქვეყნებშიც. იტალიას დღე-ღამეში ინფიცირებულთა რაოდენობა 347-ით, ბელგიას კი 641-ით გაეზარდა.

კორონავირუსის შემთხვევების დღიური მაჩვენებელი მზარდია სამხრეთ ამერიკაშიც. მექსიკაში ბოლო 24 საათში 7 ათასამდე ადამიანი დაინფიცირდა. პერუში კი ეს მონაცემი 8 ათასს შეადგენს. შემთხვევების რაოდენობა იმატებს ინდოეთშიც, სადაც ერთ დღეში ვირუსი 5 ათასამდე ადამიანს დაუდასტურდა.

პანდემიის ეპიცენტრად რჩება ამერიკის შეერთებული შტატები. აქ ერთ დღეში ვირუსის 55 ათასამდე შემთხვევა გამოვლინდა. მზარდი სტატისტიკის ფონზე, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლის საშუალებითაც თეთრი სახლი კონგრესის გვერდის ავლით კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულ ეკონომიკასა და მოქალაქეებს დაეხმარება. გაგრძელდება უმუშევართა დახმარების პროგრამა. ბენეფიციარები კვირაში 400$-ით გაზრდილ დახმარებას მიიღებენ. მოქალაქეები კი, ვისი წლიური შემოსავალიც 100 ათას დოლარზე ნაკლები იქნება, იმ გადასახადებისგან გათავისუფლდებიან, რომლებიც სოციალური უზრუნველყოფის და სხვა ფედერალური პროგრამებისთვის გამოიყენება. შეღავათით ისარგებლებენ სტუდენტებიც.

"კოვიდ- 9"-ით ინფიცირებულ პაციენტთა რაოდენობა იზრდება საქართველოს მეზობელ ქვეყნებშიც. ბოლო 24 საათში სომხეთში ვირუსის 230-მდე შემთხვევა დადასტურდა, აზერბაიჯანში ეს მონაცემი - 105-ს შეადგენს, უკრაინაში ინფიცირების 1,500-მდე ახალი შემთხვევაა. რაც შეეხება თურქეთს, დღე-ღამეში ქვეყანას 1200-მდე პაციენტი დაემატა.

"კოვიდ-19"-ის მზარდი სტატისტიკის ფონზე კი ჩინეთში ახალი ტიპის ვირუსი გავრცელდა, რომელიც ტკიპებისგან ვრცელდება. ამის შესახებ ინფორმაციას Global Times ავრცელებს. იმავე წყაროს ცნობით, ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილია 7 ადამიანი, ინფიცირებულთა რიცხვმა კი 60-ს მიაღწია. გამოცემის ცნობით, 37-ზე მეტი ადამიანი ძიანსუს პროვინციაში მიმდინარე წლის პირველ ნახევარში დაინფიცირდა, მოგვიანებით კი 23 ადამიანს ინფექცია ანხოის პროვინციაში აღმოუჩინეს.

Global Times სპეციალისტებზე დაყრნობით წერს, რომ ვირუსი, რომელიც ჯერ კიდევ 2011 წელს გამოვლინდა, ტკიპისგან დაინფიცირებული ადამიანიდან სხვა ადამიანს სისხლით ან ლორწოთი გადაეცემა.

]]>
09-08-2020 21:31 +0400
ესპანეთის ყოფილი მეფე ხუან კარლოსი, რომელიც ქვეყნიდან გაიქცა არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა https://rustavi2.ge/ka/news/172385

ესპანეთის ყოფილი მეფე ხუან კარლოსი, რომელიც ქვეყნიდან გაიქცა, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა. ყოფილი მონარქის წინააღმდეგ ესპანეთში კორუფციის ბრალდებით გამოძიება მიმდინარეობს. ხუან კარლოსი დანაშაულის ჩადენას უარყოფს.

ყოფილმა მონარქმა თითქმის 40-წლიანი მმართველობის შემდეგ ტახტი მის ვაჟს, ფელიპეს დაუთმო.

]]>
09-08-2020 17:25 +0400
ამერიკის შეერთებული შტატები ავღანეთში სამხედრო კონტინგენტს შეამცირებს https://rustavi2.ge/ka/news/172379

ამერიკის შეერთებული შტატები ავღანეთში სამხედრო კონტინგენტს შეამცირებს. თავდაცვის მდივნის განცხადებით, 2020 წლის ნოემბრისთვის ავღანეთში 5 000-ზე ნაკლები ამერიკელი სამხედრო დარჩება.

მანამდე სამხედრო კონტიგენტის შემცირების შესახებ დონალდ ტრამპაც განაცხადა. ამ დროისთის ავღანეთში 8,600-მდე ამერიკელი ჯარისკაცი იმყოფება.

]]>
09-08-2020 15:23 +0400
სასტუმროში გაჩენილს ხანძარს, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულ 22 პაციენტს მკურნალობდნენ 7 ადამიანი ემსხვერპლა - შემთხვევა ინდოეთში მოხდა https://rustavi2.ge/ka/news/172383

ინდოეთის ერთ-ერთ სასტუმროში გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოყვა. შემთხვევის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა.

სასტუმროში მკურნალობა კორონავირუსით დაინფიცირებულ 22 პაციენტს უტარდებოდა.

ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

]]>
09-08-2020 15:21 +0400
ავარია თურქეთში - დაიღუპა 5, დაშავდა 25 ადამიანი https://rustavi2.ge/ka/news/172381

5 ადამიანი დაიღუპა და 25 დაშავდა თურქეთში მომხდარი ავარიის დროს. მათგან 10 მძიმე მდგომარეობაშია.

დაშავებულთა შორის 3 ბავშვია. შემთხვევა სტამბოლის აეროპორტის მახლობლად მოხდა. სამგზავრო ავტობუსი, რომელიც სტამბოლის მიმართულით მოძრაობდა, ხიდის ბარიერს შეეჯახა.

]]>
09-08-2020 15:18 +0400
საქართველოს მეზობელ ქვეყნებში კორონავირუსის სტატისტიკა ისევ მზარდია https://rustavi2.ge/ka/news/172371

რუსეთში ამ დრომდე კორონავირუსის 883 ათასამდე შემთხვევაა გამოვლენილი. ბოლო 24 საათის განმავლობაში სომხეთში ვირუსის 230-მდე შემთხვევა დადასტურდა, აზერბაიჯანში ეს მონაცემი 105-ს შეადგენს, უკრაინაში ინფიცირების ახალი 1500-მდე შემთხვევაა.

რაც შეეხება თურქეთს, დღე-ღამეში ქვეყანას 1200-მდე პაციენტი დაემატა.

]]>
09-08-2020 13:25 +0400
ისრაელში დემონსტრანტები პანდემიის წინააღმდეგ არაეფექტიანი პოლიტიკის გატარების გამო ქვეყნის პრემიერის გადადგომას მოითხოვენ https://rustavi2.ge/ka/news/172370

მასშტაბური საპროტესტო გამოსვლებია ისრაელში - ათასობით დემონსტრანტმა პანდემიის წინააღმდეგ არაეფექტიანი პოლიტიკის გატარების გამო ქვეყნის პრემიერის გადადგომა მოითხოვა.

ისრაელში ბოლო 24 საათში ვირუსი 1400 მდე ადამიანს დაუდგინდა. საბოლოოდ, ქვეყანაში ლაბორატორიულად დადასტურებული 83 ათასამდე შემთხვევაა დადასტურებული.

]]>
09-08-2020 13:23 +0400
კვირის განმავლობაში ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ინფიცირების რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა https://rustavi2.ge/ka/news/172369

კვირის განმავლობაში ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ინფიცირების რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა. გერმანიაში ბოლო 24 საათში ინფიცირების 581 შემთხვევა გამოვლინდა.

კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო გერმანიის მთავრობამ, რუმინეთისა და ბულგარეთის რამდენიმე რეგიონი რისკის ზონად გამოაცხადა. რუმინეთის შვიდი და ბულგარეთის სამი რეგიონიდან გერმანიაში ჩასული მგზავრები ვალდებული იქნებიან, კორონავირუსზე ტესტირება ჩაიტარონ.

რაც შეეხება იტალიას, აქ ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 347-ს, ბელგიაში კი 641 შეადგენს.

ინფიცირების შემთხვევების მატების პარალელურად, მზარდია უკმაყოფილებაც. კვლავ საპროტესტო გამოსვლებია გერმანიაში. შტუტგარდში დემონსტრანტები მთავრობის მიერ "კოვიდ-19"-ის წინააღმდეგ გატარებულ პოლიტიკას აპროტესტებენ. 

]]>
09-08-2020 13:16 +0400
ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც პანდემიის დროს დაზარალებულებს სახელმწიფო კონგრესის გვერდის ავლით დაეხმარება https://rustavi2.ge/ka/news/172368

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლის საშუალებითაც თეთრი სახლი კონგრესის გვერდის ავლით კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულ ეკონომიკასა და მოქალაქეებს დაეხმარება.

განკარგულებების თანახმად, გაგრძელდება უმუშევართა დახმარების პროგრამა. ბენეფიციარები კვირაში 400$-ით გაზრდილ დახმარებას მიიღებენ. მოქალაქეები კი, ვისი წლიური შემოსავალიც 100 ათას დოლარზე ნაკლები იქნება, იმ გადასახადებისგან გათავისუფლდებიან, რომლებიც სოციალური უზრუნველყოფის და სხვა ფედერალური პროგრამებისთვის გამოიყენება. შეღავათით ისარგებლებენ სტუდენტებიც.

შტატები კვლავ პანდემიის ცენტრად რჩება. ქვეყანაში ერთ დღეში ვირუსის 55 ათასამდე შემთხვევა გამოვლინდა.

]]>
09-08-2020 13:12 +0400
ჩეხეთში ხანძარს 11 ადამიანი, მათ შორის 3 მცირეწლოვანი ემსხვერპლა https://rustavi2.ge/ka/news/172356

11 ადამიანი დაიღუპა ჩეხეთში მომხდარი ხანძრის შედეგად. მათ შორის, სამი მცირეწლოვანია.

ცეცხლი ბოჰუმინის დასახლებაში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსს გაუჩნდა. 6 ადამიანი ხანძრისგან მიყენებული დამწვრობით გარდაიცვალა, 5 კი ცეცხლისგან თავის დაღწევის მიზნით ფანჯრიდან გადახტა და ტრავმების შედეგად დაიღუპა.

ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია.

]]>
09-08-2020 11:33 +0400
ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს - მოქმედ პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს პოსტის დაკავება მეექვსედ სურს https://rustavi2.ge/ka/news/172354

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნებია. პრეზიდენტობისთვის ხუთი კანდიდატი იბრძვის. მათ შორის, მოქმედი პრეზიდენტი, 65 წლის ალექსანდრ ლუკაშენკო, რომელიც გამარჯვების შემთხვევაში პოსტს მეექვსე ვადით დაიკავებს.

პრეზიდენტობის კანდიდატია სვეტლანა ციხანოვსკაიაც, ცნობილი ბლოგერისა და დაპატიმრებული აქტივისტის, სერგეი ციხანოვსკის მეუღლე, რომელიც საარჩევნო ბრძოლაში სწორედ სერგეი ციხანოვსკის დაკავების შემდეგ ჩაერთო.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მინსკში სწორედ სვეტლანა ციხანოვსკაიას მხარდამჭერი მასშტაბური აქციები იმართებოდა.

საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 20:00 საათზე დაიხურება.

]]>
09-08-2020 11:28 +0400
ბეირუთში არეულობის შედეგად დაშავებულთა რიცხვმა 700-ს გადააჭარბა https://rustavi2.ge/ka/news/172353

ბეირუთში არეულობის შედეგად დაშავებულთა რიცხვმა 700-ს გადააჭარბა. მათ შორის ათეულობით სამართალდამცველია.

აქციის მონაწილეები ლიბანის დედაქალაქში მომხდარ აფეთქებაში პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და მთვარობის გადადგომას და ქვეყანაში რეფორმების გატარებას მოითხოვენ.

მომიტინგეები ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობებში შეიჭრნენ, რის შედეგად პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა.

ბოლო მონაცემებით, ბეირუთში აფეთქებას 160-მდე ადამიანი ემსხვერპლა, 5 000-მდე კი დაშავდა. განადგურებულია ათასობით საცხოვრებელი სახლი.

]]>
09-08-2020 11:20 +0400
ევროპაში კორონავირუსი შემთხვევები რეკორდულად იზრდება https://rustavi2.ge/ka/news/172349

ევროპაში კორონავირუსი შემთხვევები რეკორდულად იზრდება. გერმანია კორონავირუსთან დაკავშირებულ ახალ შეზღუდვებს აწესებს. დღეიდან ბულგარეთისა და რუმინეთის რამდენიმე რეგიონისა და ავსტრალიის ვიქტორიას შტატიდან გერმანიაში ჩასულმა მოქალაქეებმა, სავალდებულო 2 კვირიანი კარანტინი უნდა გაიარონ.

ბოლო 24 საათში, გერმანიაში ვირუსის ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, ბოლო 2 თვის განმავლობაში იტალიაში კი კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში ვირუსით კიდევ 552 ადამიანი დაინფიცირდა. საფრანგეთში კი კორონავირუსით ინფიცირების 2 288 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ვირუსის ეპიცენტრი კვლავაც შეერთებულ შტატებშია, სადაც ერთ დღეში "კოვიდ-19" 58 ათასზე მეტ ადამიანს დაუდგინდა.

მზარდია სტატისტიკა ბრაზილიასა და ინდოეთშიც. კორონავირუსის შემთხვევები საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებშიც კვლავ მზარდია.

მხოლოდ რუსეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ვირუსის 6 ათასამდე შემთხვევა გამოვლინდა, სომხეთში კი - 200. აზერბაიჯანში ეს მონაცემი - 105-ს, უკრაინაში 1 489-ს შეადგენს. რაც შეეხება თურქეთს, დღე-ღამეში ქვეყანას 1200-მდე პაციენტი დაემატა.

]]>
08-08-2020 21:20 +0400
კერალას, სადაც გუშინ ავიაკატასტროფა მოხდა, ამჯერად მეწყერი დაატყდა თავს - გარდაიცვალა 25 ადამიანი https://rustavi2.ge/ka/news/172329

მსხვერპლი მოყვა ინდოეთის კერალას შტატში მეწყერსაც. სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა. ამ დრომდე დაკარგულად ითვლება 50-მდე ადამიანი.

სტიქიის ზონაში სამძებრო სამაშველო პროცესი მიმდინარეობს. სამძებრო სამუშაოებში, მაშველებთან ერთად, ჩართულია ვერტმფრენებიც.

]]>
08-08-2020 17:11 +0400
8 გარდაცვლილი და 15-ზე მეტი დაშავებული - სომალიში ძლიერი აფეთქება მოხდა https://rustavi2.ge/ka/news/172327

8 ადამიანი დაიღუპა და 15-ზე მეტი დაშავდა სომალის დედაქალაქში აფეთქების შედეგად. აფეთქება მოგადიშუში მდებარე ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა მსუბუქ ავტომობილში იყო დამონტაჟებული.

მომხდარის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა სამხედრო დაჯგუფება ალ-შაბაბმა აიღო.

]]>
08-08-2020 17:07 +0400
რუსეთმა უპასუხა საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის დანაშაულებრივ ქმედებას - მედვედევი აგვისტოს ომს ეხმიანება https://rustavi2.ge/ka/news/172325

"რუსეთმა უპასუხა საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის დანაშაულებრივ ქმედებას, უპასუხა ნაძირლების ქმედებებს, რომელმაც ბრძანება გასცა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, დაუცველი მოხუცებისა და ბავშვების წინააღმდეგ - ასე გამოეხმაურა აგვისტოს მოვლენებს დიმიტრი მედვედევი რომელიც 2008 წელს ქვეყნის პრეზიდენტი იყო.

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, ეს იყო ომის წამოწყება რუსეთის წინააღმდეგ, რის გამოც მისით თქმით მიიღო რთული, თუმცა ერთადერთი შესაძლო გადაწყვეტილება .

"მივიღე გადაწყვეტილება, დამეცვა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, პირველ რიგში, დამეცვა ისინი აგრესიისგან და შემდგომში, მათივე მოქალაქეების მოთხოვნით მეღიარებინა მათი დამოუკიდებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამიერკავკასია დენთის კასრად იქცეოდა, რაც რუსეთისთვის მიუღებელი იქნებოდა, რადგან ის ყოველთვის არის მშვიდობის მცველი მეზობელ სახელმწიფოებში", - დაწერა სოციალურ ქსელში დიმიტრი მედვედევმა.

]]>
08-08-2020 17:00 +0400
აშშ-მა ჰონგ-კონგის ლიდერს სანქციები დაუწესა - მიზეზი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაა https://rustavi2.ge/ka/news/172317

ვაშინგტონმა ჰონგ-კონგის ლიდერ კერი ლამს და 11 მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა. შეერთებული შტატების გადაწყვეტილება ჰონგ-კონგში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას უკავშირდება. კერი ლამსა და მაღალჩინოსნებს შეერთებულ შტატებში ანგარიშები გაეყინებათ.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი ნათელი მესიჯია, რომ ჰონგ-კონგის მთვარობის წარმომადგენლების პოლიტიკა ვაშინგტონისთვის მიუღებელია.

]]>
08-08-2020 14:58 +0400
რესპუბლიკელები და დემოკრატები ვერ შეთანხმდნენ, რა თანხა გამოყონ უსამსახუროდ დარჩენილი ამერიკელებისთვის https://rustavi2.ge/ka/news/172315

კონგრესში მოსახლეობისთვის სოციალური დახმარების გამოყოფის შესახებ მოლაპარაკებები ჩავარდა. მომხდარი დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის უთანხმოებას უკავშირდება. მხარეები ვერ შეთანხმდნენ, თუ კონკრეტულად რა რაოდენობის თანხა გამოიყოს სამსახურის გარეშე დარჩენილი ამერიკელების დასახმარებლად.

გასული თვეების განმავლობაში უსამსახუროდ დარჩენილი მილიონობით ამერიკელი ყოველი კვირის ბოლოს 600 დოლარს იღებდა. რესპუბლიკელები სოციალური პაკეტის შემცირებას ითხოვენ, რასაც დემოკრატები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან.

პანდემიის შედეგად უმუშევრობის დონემ ქვეყანაში 10.2%-ს მიაღწია, რაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში აშშ-სთვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

]]>
08-08-2020 14:46 +0400
ტრამპი და მაკრონი შეთანხმდნენ, რომ ლიბანს დაეხმარებიან https://rustavi2.ge/ka/news/172313

ლიბანის საკითხზე შეერთებული შტატებისა და საფრანგეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. დონალდ ტრამპი და ემანუელ მაკრონი შეთანხმდნენ, რომ დაზარალებული ლიბანის დასახმარებლად სხვა ქვეყნებთან ითანამშრომლებენ.

ბეირუთის აფეთქების საქმეზე პორტის 16 თანამშრომელია დაკავებული. მათ გამოძიება სამსახურეობრივ გულგრილობას ედავება. დედაქალაქზე მიყენებული ზარალი კი 15 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ბოლო მონაცემებით, აფეთქების შედეგად დაიღუპა 157 და დაშავდა 5 000-ზე მეტი ადამიანი. მაშველები ამ დრომდე ეძებენ 60-ზე მეტ დაკარგულ მოქალაქეს.

უბედური შემთხვევის შედეგად უსახლკაროდ დარჩა 300 000-ზე მეტი ადგილობრივი.

]]>
08-08-2020 14:41 +0400
ინდოეთში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა https://rustavi2.ge/ka/news/172312

ინდოეთში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა. დაღუპულთა შორისაა მფრინავიც.

ბოლო მონაცემებით, დაშავდა 96 ადამიანი. მათგან 20-ამდე პირის მდგომარეობა მძიმეა. ისინი ახლომდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

Air India-ს თვითმფრინავი კერალაში, აეროპორტში დაშვების შემდეგ, ასაფრენი ბილიკიდან გადავიდა და ორ ნაწილად გაიყო. კატასტროფის მიზეზად, ჯერჯერობით, უამინდობა სახელდება.

თვითმფრინავი რეისს დუბაიდან ასრულებდა. მის ბორტზე სულ 190 ადამიანი იმყოფებოდა.

]]>
08-08-2020 14:36 +0400
მონბლანზე მყინვარი დნება - ახლომდებარე სოფლებიდან მოქალაქეთა მასშტაბური ევაკუაცია დაიწყო https://rustavi2.ge/ka/news/172269

მონბლანზე მყინვარი დნება. ახლომდებარე სოფლებიდან მოქალაქეთა მასშტაბური ევაკუაცია დაიწყო. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ გლობალური დათბობის გამო შესაძლოა გრანდ ჟორასის მყინვარს, 500 000 კუბური მეტრის ფართობის ყინული მოწყდეს.

ზუსტი დრო, როდის ჩამოიშლება ყინულის მასა, უცნობია. მეცნიერების თქმით, მოწყვეტილი ყინულის მასა მილანის ტაძრის ზომის არის.

]]>
07-08-2020 21:44 +0400
ბეირუთში მომხდარი აფეთქების საქმეზე პორტის ადმინისტრაციის 16 თანამშრომელი დააკავეს https://rustavi2.ge/ka/news/172260

ბეირუთში მომხდარი აფეთქების საქმეზე პორტის ადმინისტრაციის 16 თანამშრომელი დააკავეს. მათ გამოძიება სამსახურებრივ გულგრილობას ედავება. ბოლო მონაცემებით, ბეირუთში აფეთქების შედეგად დაიღუპა 157 და დაშავდა 5 000-ზე მეტი ადამიანი. უბედური შემთხვევის შედეგად უსახლკაროდ დარჩა 300 000-ზე მეტი ადგილობრივი.

დედაქალაქზე მიყენებული ზარალი კი 15 მილიარდ დოლარს შეადგენს. 50 000-ზე მეტმა მოქალაქემ პეტიციით მოითხოვა, რომ მომდევნო 10 წლით ლიბანი საფრანგეთის კონტროლის ქვეშ გადავიდეს.

ლიბანელების ნაწილი თვლის, რომ ქვეყნის ოფიციალურმა პირებმა დედაქალაქის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და დაცვა ვერ შეძლეს. პარალელურად, მთავრობის მოქმედებით უკმაყოფილო მოქალაქეებმა ბეირუთში საპროტესტო აქცია გამართეს. დემონსტრაცია მოგვიანებით სამართალდამცველებთან შეტაკებაში გადაიზარდა.

]]>
07-08-2020 20:43 +0400
ინდოეთში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელშიც 200-მდე მგზავრი იმყოფებოდა https://rustavi2.ge/ka/news/172256

ინდური მედიის ინფორმაციით, ​კერალის შტატის სამხრეთით მდებარე აეროპორტში Air India Express-ის თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომლის ბორტზეც 200-მდე მგზავრი იმყოფებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავი, რომელიც ფრენას დუბაიდან ასრულებდა, დაშვების დროს კალკუტის აეროპორტის ასაფრენი ბილიკიდან გადავარდა. როგორც ირკვევა, ვარდნის შედეგად თვითმფრინავი ორად გაიყო და ნაწილებად იქცა.

ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს, ასევე ადგილზე საავარიო სამსახურებიც იმყოფებიან.

როგორც ირკვევა, ამჟამად გარდაცვლილთა რიცხვი 3-ს შეადგენს, ერთი მფრინავი და ორი მგზავრი. რაც შეეხება დაზარალებულებს, მაშველებს ისინი შემთხვევის ადგილიდან ამ დრომდე გამოჰყავთ.

შემთხვევა ძლიერი წვიმების ფონზე, ინდოეთის ადგილობრივი დროით დაახლოებით 19 საათზე მოხდა.

]]>
07-08-2020 20:10 +0400
მინსკში მასშტაბური ანტისამთვარობო აქცია გაიმართა https://rustavi2.ge/ka/news/172254

მინსკში მასშტაბური ანტისამთვარობო აქცია გაიმართა. დემონსტრანტებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს დაკავებული ბლოგერის, სერგეი ტიხანოვსკაიას მეუღლეს, სვეტალანა ტიხანოვსკაიას, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობს.

აქციაზე მოხდა დაპირისპირებაც. ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 9 აგვისტოს ჩატარდება. 

]]>
07-08-2020 18:29 +0400
ჯო ბაიდენი ღმერთის წინააღმდეგია - დონალდ ტრამპი https://rustavi2.ge/ka/news/172251

დონალდ ტრამპის განცხადებით ჯო ბაიდენი ღმერთის წინააღმდეგია. ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ოჰაიოს შტატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ტრამპის თქმით, დემოკრატების კანდიდატის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ბაიდენი მემარცხენეების დღის წესრიგს გაატარებს, დააზიანებს კონსტიტუციას და ავნებს ბიბლიას.

შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც ერთმანეთს დონალდ ტრამპი და ჯო ბაიდენი დაუპირისპირდებიან, მიმდინარე წლის 3 ნოემბერს გაიმართება.  

]]>
07-08-2020 18:26 +0400
twitter-მა რამდენიმე ქვეყანაში სახელმწიფო მედიასაშუალებებისა და სახელმწიფო მოხელეების ანგარიშების მონიშვნა დაიწყო https://rustavi2.ge/ka/news/172253

twitter-მა რამდენიმე ქვეყანაში სახელმწიფო მედიასაშუალებებისა და სახელმწიფო მოხელეების ანგარიშების მონიშვნა დაიწყო. როგორც twitter-ის ადმინისტრაციაში ამბობენ, შესაბამისი ზომების მიღების შედეგად, სოციალური ქსელის მომხმარებლები უფრო გაწონასწორებული გადაწყვეტილების მიღებას შეძლებენ.

საუბარია შეერთებულ შტატებზე, დიდი ბრიტანეთზე, ჩინეთზე, რუსეთსა და საფრანგეთზე. კომპანიაში აცხადებენ, რომ დროთა განმავლობაში მონიშვნის პრაქტიკა სხვა ქვეყნებზეც გავრცელდება. 

]]>
07-08-2020 18:25 +0400
კორონავირუსის შემთხვევები საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებში კვლავ მზარდია https://rustavi2.ge/ka/news/172215

კორონავირუსის შემთხვევები საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებში კვლავ მზარდია. მხოლოდ რუსეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ვირუსის 6 ათასამდე შემთხვევა გამოვლინდა, სომხეთში კი - 166. აზერბაიჯანში ეს მონაცემი - 144-ს, უკრაინაში 1453-ს შეადგენს. რაც შეეხება თურქეთს, დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსი 1200-მდე პაციენტს დაუდგინდა.

აფრიკაში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა. ინფიცირებულთა ნახევარი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაშია აღრიცხული. ექსპერტები შიშობენ, რომ აფრიკის კონტინენტზე დაინფიცირებულთა რიცხვი შესაძლოა, გაცილებით მეტი იყოს.

ინფიცირების შემთხვევები იზრდება გერმანიაში. ბოლო 24 საათში ვირუსი 1200-მდე ადამიანს დაუდგინდა. პანდემიის მიუხედავად გერმანია სკოლების გახსნას აგრძელებს.

]]>
07-08-2020 14:28 +0400
ბეირუთში აფეთქების საქმეზე პორტის ადმინისტრაციის 16 თანამშრომელი დააკავეს https://rustavi2.ge/ka/news/172199

ბეირუთში მომხდარი აფეთქების საქმეზე პორტის ადმინისტრაციის 16 თანამშრომელი დააკავეს. მათ გამოძიება სამსახურეობრივ გულგრილობას ედავება.

ბოლო მონაცემებით, ბეირუთში აფეთქების შედეგად დაიღუპა 157 და დაშავდა 5 ათასზე მეტი ადამიანი. უბედური შემთხვევის შედეგად უსახლკაროდ დარჩა 300 ათასზე მეტი ადგილობრივი. დედაქალაქზე მიყენებული ზარალი კი 15 მილიარდ დოლარს შეადგენს.

50 000-ზე მეტმა მოქალაქემ პეტიციით მოითხოვა, რომ მომდევნო 10 წლით ლიბანი საფრანგეთის კონტროლის ქვეშ გადავიდეს. ლიბანელების ნაწილი თვლის რომ ქვეყნის ოფიციალურმა პირებმა დედაქალაქის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და დაცვა ვერ შეძლეს.

პარალელურად, მთავრობის მოქმედებით უკმაყოფილო მოქალაქეებმა ბეირუთში საპროტესტო აქცია გამართეს. დემონსტრაცია მოგვიანებით სამართალდამცველებთან შეტაკებაში გადაიზარდა

]]>
07-08-2020 11:47 +0400
აშშ-ში COVID-19-ის შემთხვევათა რაოდენობა 5 მილიონს გასცდა https://rustavi2.ge/ka/news/172196

ინფიცირების შემთხვევები ამერიკის შეერთებულ შტატებში 5 მილიონს გასცდა. ინფიცირებულებს შორის არის ოჰაიოს შტატის გუბერნატორი. დონალდ ტრამპმა ჩინეთი კორონავირუსის შესახებ ინფორმაციის დამალვაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.

მონაცემები იზრდება ინდოეთსა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში. მექსიკაში ვირუსს საერთო ჯამში 50 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სავარაუდო მეორე ტალღის ნიშნებზე საუბრობენ ევროპაში, მიმდინარე კვირაში COVID-19-ის დღიურმა მაჩვენებელმა იმატა ესპანეთში, გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ახალ მონაცემებზე დაყრდნობით, აცხადებს, რომ დაინფიცირების რიცხვი გაზრდილია ახალგაზრდებში.

]]>
07-08-2020 11:37 +0400
აგვისტოს ომიდან 12 წლისთავს ლინას ლინკევიჩუსი ეხმიანება და აღნიშნავს, რომ საქართველოში მცოცავი ანექსია გრძელდება https://rustavi2.ge/ka/news/172195

საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის მე-12 წლისთავს გამოეხმაურა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი. ლინას ლინკევიჩუსის განცხადებით, საქართველოში მცოცავი ანექსია და ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია გრძელდება.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, წარსულიდან გაკვეთილი კარგად არ იქნა გათავისებული, რასაც შემდგომში უკვე უკრაინის წინააღმდეგ მოჰყვა აგრესია.

ლინკევიჩუსმა საკუთარ განცხადებაში კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს სუვრენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა.

]]>
07-08-2020 11:25 +0400
ლუკაშენკოს ინფორმაციით, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების შემთხვევაში ბელარუსს ნატო და ევროკავშირი სანქციების დაწესებით დაემუქრნენ https://rustavi2.ge/ka/news/172187

რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების შემთხვევაში ბელარუსს ნატო და ევროკავშირი სანქციების დაწესებით დაემუქრა, ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენომ განაცხადა.

მისი თქმით, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობის აღიარების შემთხვევაში ბელარუსს საერთაშორისო ბანკთაშორისი ფინანსური ტელეკომუნიკაციების საზოგადოების სისტემიდან გათიშავდნენ.

ბელარუსის პრეზიდენტის განცხადებით, მან მედვედევს ოკუპირებული რეგიონების აღიარების შემთხვევაში ზარალის ანაზღაურება შესთავაზა, თუმცა რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტისგან საკითხის მოგვარებაზე უარი მიიღო.

]]>
07-08-2020 08:51 +0400
რუსული დეზინფორმაცია ქართულ ენაზე - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ანგარიშს აქვეყნებს https://rustavi2.ge/ka/news/172184

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსული დეზინფორმაციის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს, სადაც საუბარია საქართველოზეც.

"გლობალური ჩართულობის ცენტრის" მიერ მომზადებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ 2015 წელს დაფუძნებული საინფორმაციო სააგენტო "ნიუს ფრონტი" სხვადასხვა ენაზე, მათ შორის - ქართულად, უკრაინის კონფლიქტის, ყირიმის ანექსიის, შეერთებული შტატების არჩევნების, ნატოსა და კორონავირუსის პანდემიის თემებზე დეზინფორმაციულ, პრორუსულ მასალებს აქვეყნებს.

ანგარიშში ხაზგასმულია, ისიც, რომ "ფეისბუქის" მიერ წაშლილი სააგენტოს კუთვნილი ანგარიშები მიზნად "ფეისბუქის" ქართველ მომხმარებლებს შორის აგრესიის წაქეზებას, საზოგადოების დაყოფას და პრორუსული გზავნილების გავრცელებით პოლიტიკური პოლარიზაციის შექმნას ისახავდა.

]]>
07-08-2020 08:45 +0400
ერთ-ერთ ყველაზე მძლავრი არაბირთვული აფეთქება - ბეირუთის კატასტროფამ ჰაერი მომწამვლელი გახადა https://rustavi2.ge/ka/news/172168

ბოლო მონაცემებით ბეირუთის აფეთქების შედეგად 160-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. დაშავებულთა რიცხვი კი 5 ათასს აჭარბებს. მომხდარი ტრაგედიის გამო ათასობით ადამიანი უსახლკაროდ დარჩა, რის გამოც ლიბანელებმა ღია ცის ქვეშ დარჩენილებისთვის კამპანია "ჩვენი სახლები ღიაა" დაიწყეს. თანამოქალაქეები ერთმანეთს ღამის გასათევს სთავაზობენ. კატასტროფის ზონაში ლიბანელების დასახმარებლად სამაშველო ჯგუფები გერმანიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, თურქეთიდან და რუსეთიდან უკვე ჩავიდნენ. ევროკავშირი ლიბანის დასახმარებლად 33 მილიონ ევროს გამოყოფს.

მასშტაბური აფეთქების მომენტი ფოტოგრაფის ვიდეოკამერამ მაშინ დააფიქსირა, როცა თეთრ საქორწინო კაბაში გამოწყობილი ისრაა სელბანი კამერის წინ პოზირებდა. საბედნიეროდ ახალდაქორწინებული წყვილი იღბლიანი აღმოჩნდა და სიკვდილს სასწაულით გადაურჩა, თუმცა 4 აგვისტოს ტრაგედიამ 29 წლის ლიბანელი წყვილის ცხოვრება შეცვალა.

ახალგაზრდა წყვილისგან განსხვავებით ბეირუთის აფეთქება ტრაგიკულად დასრულდა 160-ზე მეტი ადამიანისთვის. დაშავდა ათასობით ადამიანი, ასობით პირი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. 

მასშტაბური აფეთქების საქმეზე პორტის რამდენიმე მაღალჩინოსანს გამოძიების დასრულებამდე შინაპატიმრობა შეუფარდეს. პოლიცია სამსახურებრივი გულგრილობის ვერსიას განიხილავს, რომლის გამოც, ტონობით ქიმიური ნივთიერება საწყობში უსაფრთხოების ზომების დაცვის გარეშე ინახებოდა. ლიბანის პრეზიდენტმა დღეს ყველა სახელმწიფოს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და დამნაშავეების დასჯის პირობა დადო.

​ლიბანელებს სოლიდარობა გამოუცხადეს საფრანგეთში და პარიზში სიმბოლურად ეიფელის კოშკი ჩააქრეს. ადგილზე ლიბანური დროშებითა და სანთლებით მისულმა მოქალაქეებმა ბეირუთში გარდაცვლილებს პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს. ბეირუთში გაემგზავრა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.

საერთაშორისო მედიამ ბეირუთის აფეთქება მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ არაბირთვულ აფეთქებად შეაფასა. საგანგაშოა დედაქალაქში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობაც. აფეთქების შემდეგ ბეირუთში ჰაერი მომწამვლელი გახდა. მავნე ნივთიერებებმა, შესაძლოა, საფრთხე განსაკუთრებით ბავშვებისა და მოხუცების ჯანმრთელობას შეუქმნას. ორგანიზაცია Green Peace-მა მოსახლეობას თავის დასაცავად რესპირატორული ნიღბების გამოყენებისკენ მოუწოდა.

]]>
06-08-2020 21:46 +0400
ბელარუსის პრეზიდენტი რუსეთის 33 დაკავებული მოქალაქის საქმესთან დაკავშირებით რუსეთისა და უკრაინის გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებს მინსკში იწვევს https://rustavi2.ge/ka/news/172148

ბელარუსის პრეზიდენტი რუსეთის 33 დაკავებული მოქალაქის საქმესთან დაკავშირებით რუსეთისა და უკრაინის გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებს მინსკში იწვევს.

ალექსანდ ლუკაშენკოს თქმით, დაკავებულებზე, გადაწყვეტილების მიღება პოლიტიზების გარეშე უნდა მოხდეს. მხარეებმა კი ბელარუსისა და საერთაშორისო კანონმდებლობითა უნდა იხელმძღვანელონ.

გუშინ უკრაინის პრეზიდენტმა სატელეფონო საუბრის დროს ბელარუს კოლეგას ვაგნერის მებრძოლების გადაცემა ითხოვა.

მინსკში დააკვებული 33 რუსეთის მოქალაქე დონბაში ოფიციალური კიევის წინააღმდეგ იბრძოდა. ბელარუსის დედაქალაქში რუსეთის მოქალაქეები ერთი კვირის წინ დააკავეს.

ბელარუსი სამართალდამცავები აცხადებენ, რომ დაკავებულები კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" წევრები არიან, რომლებიც ბელარუსში წინასაარჩევნოდ დესტაბილზიაციის მოსაწყობად ჩავიდნენ.

]]>
06-08-2020 17:57 +0400
მაიკ პომპეოს განცახდებით ბირთვული შეიარაღების კონტროლის საკითხზე შტატებს რუსეთთან პროგრესი აქვს https://rustavi2.ge/ka/news/172147

მაიკ პომპეოს განცახდებით ბირთვული შეიარაღების კონტროლის საკითხზე შტატებს რუსეთთან პროგრესი აქვს.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანის თქმით ჩინეთი, შტატები და რუსეთი საკითხზე რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდნენ.

პომპეომ იმედი გამოთქვა სამ სახელმწიფოს შორის ბირთვული იარაღის კონტროლზე პროდუქტიული დიალოგი, მსოფლიოსთვის რისკებს შეამცირებს.

]]>
06-08-2020 17:54 +0400
ჰიროსიმას ატომური დაბომბვიდან 75 წელი გავიდა https://rustavi2.ge/ka/news/172145

ჰიროშიმას ატომური დაბომბვიდან 75 წელი გავიდა. პანდემიის გამო, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ღონისძიებები წელს იაპონიაში მცირე მასშტაბით და უსაფრთხოების წესების დაცვით გაიმართა.

ცერემონიას 1945 წლის დაბომბვას გადარჩენილები, მათი ოჯახის წევრები, ხელისუფლების წარმომადგენლები და უცხოელი დიპლომატები ესწრებოდნენ.

ჰიროსიმა ამერიკის შეერთებული შტატების ბომბდამშენმა 1945 წლის 6 აგვისტოს დაბომბა, რასაც 140 ათასი ადამიანი ემსხვერპლა.

]]>
06-08-2020 17:35 +0400
ბეირუთში აფეთქების შემდეგ ჰაერი მომწამვლელი გახდა https://rustavi2.ge/ka/news/172120

ბეირუთის პორტში მომხდარმა აფეთქებამ და ხანძარმა ჰაერში გაზებისა და ნაწილაკების გაფრქვევა გამოიწვია. მავნე ნივთიერებებმა, შესაძლოა, საფრთხე განსაკუთრებით ბავშვებისა და მოხუცებისთვის ჯანმრთელობას შეუქმნას.

ორგანიზაცია Green Peace-ის წარმომადგენლები მოსახლეობას თავის დასაცავად რესპირატორული ნიღბების ტარებისკენ მოუწოდებენ.

კატასტროფის ზონაში ლიბანელების დასახმარებლად უკვე ჩავიდნენ სამაშველო ჯგუფები გერმანიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, თურქეთიდან და რუსეთიდან. ბეირუთში გაემგზავრა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.

ლიბანელებს სოლიდარობა გამოუცხადეს საფრანგეთში და სიმბოლურად პარიზში ეიფელის კოშკი ჩააქრეს. ადგილზე ლიბანური დროშებითა და სანთლებით მისულმა მოქალაქეებმა ბეირუთში გარდაცვლილებს პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს.

დიდმა ბრიტანეთმა ლიბანს დახმარების სახით 7 მილიონი დოლარი გაუგზანა.

აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 137-მდე გაიზარდა. დაშავებულია 5 ათასამდე პირი. დაკარგულად ითვლება ასობით ადგილობრივი. მედიის ინფორმაციით, აფეთქების გამო 300 ათას ადამიანს საკუთარი საცხოვრებელი სახლის დატოვება მოუწია.

"ბიბისის" ინფორმაციით ბეირუთის აფეთქება ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი არაბირთვული აფეთქება იყო მსოფლიოში.

]]>
06-08-2020 13:45 +0400
პაკისტანში პოლიტიკური აქციის დროს ყუმბარის აფეთქების შედეგად 39 ადამიანი დაშავდა https://rustavi2.ge/ka/news/172097

აფეთქება პაკისტანში - ქალაქ კარაჩიში ყუმბარის აფეთქების შედეგად 39 ადამიანი დაშავდა. ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

შემთხვევა პოლიტიკური აქციის დროს მოხდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ერთ-ერთმა დაჯგუფებამ აიღო.

]]>
06-08-2020 09:49 +0400
ბეირუთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 135-მდე გაიზარდა https://rustavi2.ge/ka/news/172096

135-მდე გაიზარდა ბეირუთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი. დაშავებულია 5 ათასამდე პირი, დაკარგულად ითვლება ასობით ადგილობრივი.

მედიის ინფორმაციით, აფეთქების გამო 300 ათას ადამიანს საკუთარი საცხოვრებელი სახლის დატოვება მოუწია.

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის პორტთან ასაფეთქებელი ნივთიერებების საწყობის აფეთქება 4 აგვისტოს მოხდა. ქვეყანაში მსხვერპლის რიცხვის ზრდას კიდევ ვარაუდობენ.

]]>
06-08-2020 09:23 +0400
კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი მსოფლიოში 19 მილიონს უახლოვდება https://rustavi2.ge/ka/news/172094

19 მილიონს უახლოვდება კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი მსოფლიოში, მათგან 12 მილიონზე მეტი პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა. კორონავირუსის მაჩვენებელი მზარდია შეერთებულ შტატებში, სადაც გარდაცვლილთა რიცხვი 161 ათასს აჭარბებს.

რთული ეპიდსიტუაციაა სამხრეთ ამერიკის ქვეყნებშიც. ბოლო 24 საათში არგენტინაში კორონავირუსის რეკორდული რაოდენობის დღიური შემთხვევა დადასტურდა. ბოლო ორ თვეში პირველად კოვიდინფექციის ყველაზე მეტი 1 600-ზე მეტი ფაქტი გამოვლინდა საფრანგეთში.

ლეტალობის მაჩვენებელი მატულობს რუსეთსა და თურქეთში, სომხეთში ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 770-ს, აზერბაიჯანში კი 476-ს მიაღწია.

]]>
06-08-2020 09:12 +0400
ბეირუთი უბედურების ზონაა - ლიბანის არაერთგზის დანგრეულ დედაქალაქში უამრავი შენობა კვლავ ნანგრევებად იქცა https://rustavi2.ge/ka/news/172073

ლიბანი დაღუპულებს გლოვობს. ძლიერმა აფეთქებამ, ბოლო მონაცემებით, 100 ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 4 ათასზე მეტი კი დაშავებულია. დაღუპულთა შორისაა ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერი. დაშავდნენ ჰოლანდიის ელჩის მეუღლე და გაეროს წარმომადგენლები. მაშველები ამ დრომდე ეძებენ ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს. 

ძლიერი აფეთქების შედეგად დანგრეულია საავადმყოფოებიც, რის გამოც სამედიცინო დაწესებულებები დაშავებულ პაციენტებს ვეღარ იღებენ.

ტრაგედიის გამო მთვარობამ ქვეყანაში 2-კვირიანი საგანგებო მდგომარეობა დააწესა. ბეირუთში შეიარაღებული ძალების სრული შემადგენლობაა მობილიზებული. ლიბანის პრემიერ-მინისტრმა მომხდარს კატასტროფა უწოდა და პირობა დადო, რომ ყველა დამნაშავე დაისჯება.

ლიბანის დედაქალაქის პორტთან ზედიზედ ორი ძლიერი აფეთქება გუშინ, ადგილობრივი დროით, საღამოს 6 საათზე მოხდა, რასაც მასშტაბური ნგრევა მოჰყვა. ბიძგები იგრძნობოდა ბეირუთიდან 240 კილომეტრის მოშორებით მდებარე კვიპროსზეც.

"ალჯაზირას" მონაცემებით, 300 ათასამდე ადამიანი ბეირუთში უსახლკაროდ დარჩა. ზარალი კი, დაახლოებით, 2-5 მილიარდი დოლარია. "ეიბისი" ლიბანის პრეზიდენტის აპარატზე დაყრდნობით წერს, რომ აფეთქება 2 750-მა ტონა ამონიუმის ნიტრატმა გამოიწვია, რომელიც საწყობში ექვსი წლის განმავლობაში უყურადღებოდ ინახებოდა.

გავრცელდა სხვა ვერსიებიც, მათ შორის - აფეთქების მიზეზად ხანძარი დასახელდა, რომელიც პორტში ფოიერვერკებით დატვირთულ გემზე გაჩნდა. ერთ-ერთი ვერსიით კი, აფეთქება ფოიერვერკებით სავსე საწყობში მოხდა.

"ბიბისის" ცნობით, კი, აფეთქება ლიბანის ყოფილი პრემიერ-მინისტრის რაფიკ ჰარირის მკვლელობაზე სასამართლო ვერდიქტს უკავშირდება. სასამართლომ განაჩენი ოთხ ეჭვმიტანილს გამოუტანა, რომლებსაც ბრალად ექს-პრემიერის მანქანაში ასაფეთქებელი მოწყობილობის დამონტაჟება ედებათ. ოთხივე ეჭვმიტანილი "ჰეზბოლას" დაჯგუფების წევრია. ბრალს არც ერთი მათგანი აღიარებს.

მომხდარ ტრაგედიას მსოფლიოს არაერთი ლიდერი გამოეხმაურა. ბეირუთს დახმარება შესთავაზა დიდმა ბრიტანეთმა, შეერთებულმა შტატებმა, ესპანეთმა, საფრანგეთმა , ავსტრალიამ და თურქეთმა. საფრანგეთიდან ლიბანში ორი სამხედრო თვითმფრინავი, 6 ტონა აღჭურვილობა და 55 სამხედრო ჩავა. ასევე, ოფიციალური პარიზი ბეირუთს მოძრავი კლინიკითაც დაეხმარება. ლიბანს უკვე დაეხმარა ყატარი, ქუვეითი და ერაყი.

ტრაგედიიის გამო მწუხარება გამოთქვა რომის პაპმა ფრანცისკემ

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში მომხდარ აფეთქებას სოციალურ ქსელ "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი. გიორგი გახარია მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და ლიბანელ ხალხს გამძლეობასა და სიმტკიცეს უსურვებს. ლიბანელ ხალხს ტვიტერზე მიუსამძიმრა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დრომდე საელჩოში ან საქართველოს საპატიო კონსულთან ლიბანში საქართველოს მოქალაქეების ზარი არ შესულა. უწყების განმარტებით, საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა უკიდურესად მცირეა. მათი უმრავლესობა ლიბანიდან პანდემიის პირობებში გაემგზავრა.

]]>
05-08-2020 21:34 +0400
იტალიაში თოვლი მოვიდა https://rustavi2.ge/ka/news/172078

იტალიაში თოვლი მოვიდა. სტელვიოს უღელტეხილზე გუშინ გათოვდა და თოვლის საფარმა უკვე 40 სანტიმეტს მიაღწია.

სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ უღელტეხილზე შესაძლოა ზვავიც კი ჩამოწვეს. უჩვეულო მოვლენის ამსახველ ვიდეო მასალას, ადგილობრივი მედია ავრცელებს.

]]>
05-08-2020 21:29 +0400
დანგრეული ქალაქი, 100-ზე მეტი გარდაცვლილი და დაშავებულებით სავსე საავადმყოფოები - მძიმე ფოტოები ბეირუთიდან https://rustavi2.ge/ka/news/172067

ლიბანის დედაქალაქში, ნანგრევებში მოყოლილებს ეძებენ - ბეირუთის პორტში მომხდარ აფეთქებას ასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ათასობით კი დაშავდა. 

ლიბანის პრეზიდენტის განცხადებით, აფეთქება 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატმა გამოიწვია, რომელიც საწყობში ექვსი წლის განმავლობაში უყურადღებოდ ინახებოდა. 

BBC წერს, რომ ჯერ არ არის ცნობილი, რამ გამოიწვია ნივთიერების აფეთქება. 

ფოტოები ეკუთვნის BBC-ს

ტერიტორია, სადაც აფეთქება მოხდა, მთლიანად განადგურდა

მიმდებარე ტერიტორია, სადაც აფეთქება მოხდა, მთლიანად განადგურდა. 

აფეთქების გამო ქალაქში უამრავი შენობა დაინგრა.

ნანგრევებად იქცა როგორც საცხოვრებელი სახლები, ასევე - სხვადასხვა დაწესებულება. 

აფეთქება ლიბანში ეკონომიკურ კრიზისსა და პანდემიის გამო შექმნილ სირთულეებს დაემთხვა.

ქალაქის საავადმყოფოები დაშავებულებით არის სავსე. 

 

]]>
05-08-2020 18:49 +0400
ძლიერი ხანძარი საფრანგეთში - ცეცხლი მარსელთან ახლოს ტყის მასივს უკიდია https://rustavi2.ge/ka/news/172062

ძლიერი ხანძარი საფრანგეთში - ცეცხლი მარსელთან ახლოს ტყის მასივს უკიდია. ახლომდებარე ადგილებიდან მაშველებმა ასობით ადგილობრივის ევაკუაცია განახორციელეს. ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებში 1200-ზე მეტი მეხანძრე და ვერტმფრენებია ჩართული.

ცეცხლი გასულ საღამოს გაჩნდა და 500 ჰექტარზე არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწები და ტყის მასივი გაანადგურა.  

]]>
05-08-2020 18:16 +0400
ბეირუთში მომხდარი აფეთქების შედეგად 300 ათასამდე ადამიანი უსახლკაროდ დარჩა https://rustavi2.ge/ka/news/172059

ბეირუთში მომხდარი აფეთქების შედეგად 300 ათასამდე ადამიანი უსახლკაროდ დარჩა. ქვეყნის მთავრობაში აცახდებენ, რომ მომხდარის შედეგად ქალაქზე მიყენებული ზარალი 3-დან 5 მილიარდამდე დოლარს შეადგენს.

აფეთქების შედეგად დაშავდა ჰოლანდიის ელჩის მეუღლე და გაეროს წარმომადგენლები. ბეირუთს დახმარება შესთავაზა საფრანგეთმა, შეეერთბულმა შტატებმა, ავსტრალიამ, ისრაელმა.

საფრანგეთიდან ლიბანში ორი სამხედრო თვითმფრინავი, 15 ტონა აღჭურვილობა და 55 სამხედრო პერსონალი ჩავა. ასევე, საფრანგეთი ლიბანს დაეხმარება მოძრავი კლინიკითაც.

ლიბანს უკვე დაეხმარა ყატარი, ქუვეითი და ერაყი. მასშტაბური აფეთქება ბეირუთში გუშინ, ადგილობრივი დროით, საღამოს 6 საათძე მოხდა.

დაიღუპა 100-ზე და დაშავდა 4 ათასზე მეტი ადამიანი. 

 

]]>
05-08-2020 18:03 +0400
ბეირუთში მომხდარი ტრაგედიის გამო მთვარობამ ქვეყანაში 2 კვირიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა https://rustavi2.ge/ka/news/172026

100-ზე მეტი დაღუპული და ათასობით დაშავებული - მასშტაბური აფეთქების შემდეგ ლიბანში 5 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა. ტრაგედიის გამო მთვარობამ ქვეყანაში 2-კვირიანი საგანგებო მდგომარეობა დააწესა. ლიბანის პრემიერ-მინისტრმა მომხდარს კატასტროფა უწოდა და აღნიშნა, რომ მომხდარში დამნაშავე ყველა პირი დაისჯება.

ქვეყნის დედაქალაქის პორტთან ძლიერი აფეთქება გუშინ ადგილობრივი დროით საღამოს 6-ს საათზე მოხდა, რასაც მასშტაბური ნგრევა მოჰყვა. აფეთქება იგრძნობოდა ბეირუთიდან 240 კილომეტრის მოშორებით მდებარე კვიპროსზე. დაღუპულთა შორისაა ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერიც. დაშავდნენ გაეროს წარმომადგენლებიც. მაშველები ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გადარჩენას ამ დრომდე ცდილობენ.

ქვეყნის მთავრობაში აცხადებენ, რომ აფეთქება 2 750-მა ტონა ამონიუმის ნიტრატმა გამოიწვია, რომელიც საწყობში ექვსი წლის განმავლობაში უყურადღებოდ ინახებოდა. ძლიერი აფეთქების შედეგად დანგრეულია საავადმყოფოებიც, რის გამოც სამედიცინო დაწესებულებები დაშავებულ პაციენტებს ვეღარ იღებენ.

ზარალის შესამცირებლად მთავრობა 66 მილიონი დოლარის გამოყოფას აპირებს. ერთ-ერთ ვერსიით, მომხდარ აფეთქებასთან კავშირი აქვთ ლიბანის ექს-პრემიერ მინისტრის მკვლელობაში ბრალდებულ "ჰესბოლას" დაჯგუფების წევრებს. მათთვის ვერდიქტი მოსამართლემ პარასკევს უნდა გამოიტანოს.

მომხდარ ტრაგედიას არაერთი მსოფლიო ლიდერი გამოეხმაურა. ბეირუთს დახმარება შესთავაზა დიდმა ბრიტანეთმა, შეერთებულმა შტატებმა, ესპანეთმა, საფრანგეთმა, ავსტრალიამ და თურქეთმა.

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში მომხდარ აფეთქებას სოციალურ ქსელ "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. მთავრობის მეთაური მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და ლიბანელ ხალხს გამძლეობასა და სიმტკიცეს უსურვებს.

ლიბანელ ხალხს "ტვიტერზე" მიუსამძიმრა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც.

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის პორტთან აფეთქება 4 აგვისტოს მოხდა. ქვეყანაში ვარაუდობენ, რომ მსხვერპლის რიცხვი კიდევ გაიზრდება, რადგან ნანგრევების ქვეშ ათობით ადამიანია მოყოლილი.

]]>
05-08-2020 12:42 +0400
ბეირუთში დაღუპულთა რაოდენობა 100-მდე გაიზარდა - საქართველოს პრეზიდენტმა ლიბანელ ხალხს ტვიტერზე მიუსამძიმრა https://rustavi2.ge/ka/news/172009

ასამდე გაიზარდა ბეირუთში დაღუპულთა რაოდენობა, დაშვებულია 4 ათასზე მეტი - ბოლო მონაცემებით, ასეთია ბეირუთში მომხდარი აფეთქების შედეგები. ქვეყანაში 5 აგვისტო საყოველთაო გლოვის დღედ გამოცხადდა.

ლიბანის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, დაწესდა 2-კვირიანი საგანგებო მდგომარეობა. ქვეყნის დედაქალაქის პორტთან ძლიერი აფეთქება გუშინ ადგილობრივი დროით საღამოს 6 საათზე მოხდა, რასაც ნგრევა მოჰყვა. აფეთქება იგრძნობოდა ბეირუთიდან 240 კილომეტრის მოშორებით მდებარე კვიპროსზე. 

ლიბანის პრეზიდენტის განცხადებით, აფეთქება 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატმა გამოიწვია, რომელიც საწყობში ექვსი წლის განმავლობაში უყურადღებოდ ინახებოდა. ზარალის შესამცირებლად მთავრობა 66 მილიონი დოლარის გამოყოფას აპირებს.

ერთ-ერთ ვერსიით, მომხდარ აფეთქებასთან კავშირი აქვთ ლიბანის ექს პრემიერ-მინისტრის მკვლელობაში ბრალდებულ "ჰესბოლას" დაჯგუფების წევრებს. მათთვის ვერდიქტი მოსამართლემ პარასკევს უნდა გამოიტანოს.

მომხდარს მსოფლიოს ლიდერები ეხმიანებიან - მათ შორის საქართველოს პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილმა ლიბანელ ხალხს ტვიტერზე მიუსამძიმრა. ბეირუთს დახმარება შესთავაზეს დიდმა ბრიტანეთმა, შეერთებულმა შტატებმა, ესპანეთმა, საფრანგეთმა და თურქეთმა.

]]>
05-08-2020 10:22 +0400
ბანგლადეშში წყალდიდობა მესამე თვეა გრძელდება - დაღუპულთა რიცხვი 145-მდე გაიზარდა https://rustavi2.ge/ka/news/172007

ბანგლადეშში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 145-მდე გაიზარდა. ადიდებულმა მდინარეებმა საცხოვრებელი სახლები წაიღო და გზები დააზიანა.

უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობა 1500-ზე მეტ თავშესაფარშია გადანაწილებული. ადგილობრივები ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ. ბანგლადეშში წყალდიდობა მესამე თვეა გრძელდება.

]]>
05-08-2020 09:56 +0400
რუსეთში მასშტაბური ხანძარია - ჩაქრობის პროცესში 3 500-მდე მეხანძრე და ავიაცია მონაწილეობს https://rustavi2.ge/ka/news/172005

რუსეთში ხანძარია. ცეცხლი ციმბირსა და ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონებში ტყის მასივს უკიდია. ცეცხლის ჩაქრობის პროცესში ივლისიდან 3 500-მდე მეხანძრე და ავიაცია მონაწილეობს.

მეხანძრეებმა 58 ათას ჰექტარზე გავრცელებული ცეცხლის 150-ზე მეტი კერა უკვე ჩააქრეს. ხანძრის ლოკალიზებას ძლიერი ქარი და ჰაერის მაღალი ტემპერატურა ართულებს.

]]>
05-08-2020 09:40 +0400
აშშ-ში ტროპიკულ შტორმს 4 ადამიანი ემსხვერპლა - 3 მილიონზე მეტი მცხოვრები ელექტროენერგიის გარეშე დარჩა https://rustavi2.ge/ka/news/172004

ამერიკის შეერთებულ შტატებში ტროპიკულ შტორმს 4 ადამიანი ემსხვერპლა. სტიქიამ ყველაზე დიდი ზიანი ჩრდილოეთ კაროლინის შტატს მიაყენა. ორი ადამიანი ტორნადოს შედეგად დაიღუპა. გარდაცვლილები არიან ნიუ-იორკშიც.

ორივე შტატში სტიქიის გამო 3 მილიონზე მეტი მცხოვრები ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. შტორმისგან გამოწვეულმა წყალდიდობამ საცხოვრებელი სახლებიც დააზიანა. სინოპტიკოსების პროგნოზით, შტორმი კანადისკენ გადაინაცვლებს.

]]>
05-08-2020 09:02 +0400
78 დაღუპული და 4 ათასზე მეტი დაშავებული - ბეირუთში 5 აგვისტო საყოველთაო გლოვის დღედ გამოცხადდა https://rustavi2.ge/ka/news/171999

78 დაღუპული და 4 ათასზე მეტი დაშავებული - ბოლო მონაცემებით, ასეთია ბეირუთში მომხდარი აფეთქების შედეგები. ქვეყანაში 5 აგვისტო საყოველთაო გლოვის დღედ გამოცხადდა. ლიბანის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, დაწესდა 2 კვირიანი საგანგებო მდგომარეობა.

ქვეყნის დედაქალაქის პორტთან ძლიერი აფეთქება გუშინ ადგილობრივი დროით 6 საათზე მოხდა, რასაც ნგრევა მოჰყვა. აფეთქება იგრძნობოდა ბეირუთიდან 240 კილომეტრის მოშორებით კვიპროსზეც. დაღუპულთა შორისაა ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერი.

ლიბანის პრეზიდენტის განცხადებით, აფეთქება 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატმა გამოიწვია, რომელიც საწყობში ექვსი წლის განმავლობაში უყურადღებოდ ინახებოდა. მისივე თქმით, მომხდარის გამო პასუხისმგებელი პირები მკაცრად დაისჯებიან.

ცნობილია, რომ ზარალის შესამცირებლად მთავრობა 66 მილიონ დოლარს გამოყოფს. ამ ეტაპზე, ​მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

ფაქტს მსოფლიოს ლიდერები ეხმაურებიან, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც ლიბანელ ხალხს ტვიტერზე მიუსამძიმრა. ბეირუთს დახმარება შესთავაზა ზოგიერთმა სახელმწიფომაც, მათ შორის დიდმა ბრიტანეთმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ესპანეთმა, საფრანგეთმა და თურქეთმა.

]]>
05-08-2020 08:05 +0400
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 19 მილიონს უახლოვდება https://rustavi2.ge/ka/news/171997

კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი მსოფლიოში 19 მილიონს უახლოვდება. ბოლო მონაცემებით, 12 მილიონამდე პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა. პანდემიის ეპიცენტრში - ამერიკის შეერთებულ შტატებში კოვიდ ინფექციით ლეტალობის რიცხვმა 160 ათასს გადააჭარბა.

მონაცემები მზარდია სამხრეთ ამერიკის ქვეყნებშიც. გასულ დღე-ღამეში არგენტინაში "კოვიდ-19"-ით გარდაცვალებისა და ინფიცირების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. კორონავირუსი დაუდასტურდა ბრაზილიის მინისტრთა კაბინეტის მერვე წევრს.

მონაცემები მატულობს საქართველოს მოსაზღვრე თურქეთსა და რუსეთში. ბოლო 24 საათში ვირუსს სომხეთში 6, აზერბაიჯანში კი 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

]]>
05-08-2020 08:02 +0400
ძლიერი აფეთქება ბეირუთში ლიბანის ყოფილი პრემიერ-მინისტრის მკვლელობის შესახებ სასამართლო ვერდიქტს უკავშირდება https://rustavi2.ge/ka/news/171984

ძლიერი აფეთქება მოხდა ბეირუთში. აფეთქების შედეგად დაზიანებულია შენობები. მათ შორის ლიბანის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, საად ჰარირის სახლიც. არიან დაშავებულებიც.

გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება მოჰყვა ხანძარს, რომელიც ფოიერკვერკებით სავსე ადგილას გაჩნდა.

"ბიბისის" ცნობით, აფეთქება ლიბანის ყოფილის პრემიერ-მინისტრის რაფიკ ჰარირის მკვლელობის შესახებ სასამართლო ვერდიქტის გამოტანას უკავშირდება.

სასამართლო ვერდიქტს ოთხ ეჭვმიტანილს გამოუტანს, რომელსაც რაფიკ ჰარირის მანქანაში ასაფეთქებელი მოწყობილობის დამონტაჟება ედებათ ბრალად. ოთხივე ეჭვმიტანილი ჰეზბოლას დაჯგუფების წევრები არიან. ბრალს არც ერთი მათგანი არ აღიარებს.

]]>
04-08-2020 20:45 +0400
ესპანეთიდან ყოფილი მეფე გაიქცა https://rustavi2.ge/ka/news/171976

ესპანეთის ყოფილი მეფე ხუან კარლოსი, რომელიც ქვეყნიდან გაიქცა, უკვე დომინიკის რესპუბლიკაში იმყოფება.

ყოფილმა მონარქმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც რამდენიმე კვირის წინ ესპანეთის პროკურატურამ მასთან დაკავშირებით კორუფციის საქმეზე გამოძიება დაიწყო. ყოფილმა მეფემ ქვეყნის დატოვების შესახებ ესპანეთის ამჟამინდელ მეფეს - საკუთარ შვილს წერილობით აცნობა.

მომხდარის შემდეგ კატალონიის ჟენერალიტეტის ხელმძღვანელმა კიმ ტორამ მოითხოვა, რომ ესპანეთის ამჟამინდელმა მეფე ფილიპე მეექვსემ იმის გამო, რომ ქვეყნიდან მამამისის, ყოფილი მეფის გაქცევა დაუშვა, ტახტზე უარი უნდა თქვას.

82 წლის ხუან კარლოსმა სამეფო ტახტი თავის მემკვიდრე ფილიპეს 6 წლის წინ დაუთმო.

]]>
04-08-2020 20:15 +0400
დატბორილი საცხოვრებელი სახლები და შენობები - ინდოეთში წყალდიდობას ებრძვიან https://rustavi2.ge/ka/news/171966

ინდოეთში ძლიერ წყალდიდობას ებრძვიან. სტიქიამ განსაკუთრებული ზიანი მუმბაის მიაყენა, სადაც განგაშის წითელი დონე გამოცხადდა.

დატბორილია საცხოვრებელი სახლები და შენობები. გზებზე სატრანსპორტო გადაადგილება პარალიზებულია.

სტიქიის ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

]]>
04-08-2020 18:11 +0400
ლუკაშენკოს განცხადებით რუსეთს ბელარუსის დაკარგვის ეშინია, რადგან მოკავშირეები აღარ დარჩა https://rustavi2.ge/ka/news/171965

ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, რუსეთს ეშინია ბელარუსის დაკარგვის, რადგან მას ახლო მოკავშირეები არ დარჩა.

ბელარუსის პრეზიდენტის თქმით, ბოლო დროს დასავლეთი ოფიციალური მინსკის მიმართ ინტერესს იჩენს თუმცა, ბელარუსი მრავალვექტორულ საგარეო პოლიტიკას უჭერს მხარს.

სიტყვით გამოსვლის დროს ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ რუსეთი ყოველთვის იყო, არის და იქნება ბელარუსის უახლოესი მოკავშირე.

]]>
04-08-2020 18:08 +0400
გერმანელი ექიმები ამბობენ, რომ ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღა დაიწყო, თუმცა სკოლები მაინც გაიხსნა https://rustavi2.ge/ka/news/171963

პანდემიის მიუხედავად, გერმანიაში სკოლები გაიხსნა, მოსწავლეებს შედარებით მოკლე სასწავლო დღეები ექნებათ. სკოლებში შემცირდება საკლასო ოთახებში მოსწავლეების დასაშვები რაოდენობა. ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში მოსწავლეებს პირბადის ტარება საკლასო ოთახების გარეთ მოუწევთ.

პარალელურად, გერმანიის ექიმთა ასოციაცია აცხადებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღა დაიწყო და მოსახლეობას სიფრთხილსკენ მოუწოდებენ.

კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა პოლონეთში. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კოვიდ-19-ის 680 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ექვსი ადამიანი კი გარდაიცვალა.

კოვიდ-19-ით ინფიცირების 80 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა ჰონგ-კონგში. ახალი შემთხვევებიდან 70 შიდა გადაცემის შედეგია.

]]>
04-08-2020 17:55 +0400
შეერთებული შტატები და პოლონეთი სამხედრო თანამშრომლობას აფართოებენ https://rustavi2.ge/ka/news/171931

შეერთებული შტატები და პოლონეთი სამხედრო თანამშრომლობას აფართოებენ.

პოლონეთში როტაციული პრინციპით, დამატებით 1000 ამერიკელ სამხედროს გადაყვანა მოხდება. რის შემდეგაც პოლონეთში დისლოცირებული ამერიკელი ჯარისკაცების რიცხვი 5 500 მიაღწევს.

მხარეებს შორის დადებული შეთანხმება პოლონეთში ნატოს ძალებს განამტკიცებს და რუსეთის შეკავების შესაძლებლობას გაზრდის.

]]>
04-08-2020 12:01 +0400
სამხრეთ კორეაში წყალდიდობის შედეგად 13 ადამიანი ადამიანი დაიღუპა https://rustavi2.ge/ka/news/171929

სამხრეთ კორეაში წყალდიდობის შედეგად 13 ადამიანი ადამიანი დაიღუპა და ამდენივე დაკარგულად ითვლება.

სტიქიის გამო 1000-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. წყალდიდობამ ზოგიერთ რეგიონში მეწყერიც გამოიწვია. დატბორილია სოფლის მეურნეობის სავარგულები, ავტომაგისტრალებისა და ხიდების ნაწილი.

]]>
04-08-2020 11:59 +0400
ესპანეთის ყოფილმა მეფემ ახლანდელ მონარქს, საკუთარ შვილს ქვეყნის დატოვების შესახებ წერილობით აცნობა https://rustavi2.ge/ka/news/171921

ესპანეთის ყოფილი მეფე ქვეყანას ტოვებს. ხუან კარლოსმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც რამდენიმე კვირის წინ ესპანეთის პროკურატურამ მასთან დაკავშირებით კორუფციის საქმეზე გამოძიება დაიწყო.

ყოფილმა მეფემ ქვეყნის დატოვების შესახებ ესპანეთის ამჟამინდელ მეფეს - საკუთარ შვილს წერილობით აცნობა. ჯერჯერობით უცნობია, სად გაემგზავრება 82 წლის ყოფილი მონარქი.

მისივე განცხადებით, გამოკითხვის საჭიროების შემთხვევაში ის პროკურატურისთვის ხელმისაწვდომი იქნება. ხუან კარლოსმა სამეფო ტახტი თავის მემკვიდრე ფილიპეს 6 წლის წინ დაუთმო.

]]>
04-08-2020 09:51 +0400
ავღანეთის ციხეში შეტაკებებს 29 ადამიანი ემსხვერპლა https://rustavi2.ge/ka/news/171919

ავღანეთის ციხეში შეტაკებებს 29 ადამიანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ერთ-ერთი ტერორისტული დაჯგუფების წევრები შეიჭრნენ.

ციხის შესასვლელში შეიარაღებულმა პირმა თავი აიფეთქა, რის შემდეგაც ციხიდან გაქცევა ასზე მეტმა პატიმარმა მოახერხა. მოგვიანებით ციხეში ავღანეთის უსაფრთხოების ძალები შევიდნენ, სადაც დაპირისპირების დროს პატიმრები, ციხის თანამშრომლები და ავღანელი სამხედროები დაიღუპნენ.

დაშავდა 50 ადამიანი. ავღანური სამხედროების ინფორმაციით, სპეცოპერაციის დროს ყველა თავდამსხმელი მოკლეს.

]]>
04-08-2020 09:10 +0400
კორონავირუსის მაჩვენებელი მსოფლიოში 18 მილიონს უახლოვდება https://rustavi2.ge/ka/news/171918

კორონავირუსის მაჩვენებელი მსოფლიოში 18 მილიონს უახლოვდება. ლეტალობისა და ინფიცირების მზარდი მონაცემები კვლავ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ლათინო ამერიკის ქვეყნებში ფიქსირდება.

კოვიდ ინფექციით 47,000-ზე მეტი გარდაცვალების შემთხვევით მექსიკამ აშშ-სა და ბრაზილიის შემდეგ, მსოფლიოში მე-3 ადგილზე გადაინაცვლა.

გამკაცრებული რეჟიმი მოქმედებს ავსტრალიის შტატ ვიქტორიაში, სადაც 500 სამხედროა მობილიზებული. კორონავირუსი დაუდასტურდა ნორვეგიულ საკრუიზო გემზე მყოფ 41 პირს, ასობით მგზავრი კარანტინშია და ტესტის პასუხებს ელოდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოცდა დასკვნით ეტაპზეა.

მონაცემები მატულობს რეგიონის ქვეყნებშიც. ყოველდღიურად ინფიცირების 5,000-ზე მეტი ფაქტი დასტურდება რუსეთში, 5,700-ს აჭარბებს თურქეთში გარდაცვლილთა რიცხვი, ბოლო 24 საათში COVID-19-ის დიაგნოზით სომხეთში 8, აზერბაიჯანში კი 6 პაციენტი დაიღუპა.

]]>
04-08-2020 09:06 +0400
აშშ-ს ტროპიკული შტორმი უახლოვდება, ხელისუფლება მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს https://rustavi2.ge/ka/news/171916

ამერიკის შეერთებულ შტატებს ტროპიკული შტორმი მიუახლოვდა. ჩრდილოეთ კაროლინის სანაპიროზე ძლიერ წვიმასა და ქარიშხალს ელიან.

ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას ტორნადოსა და წყალდიდობის შესახებაც აფრთხილებს. ტერიტორიაზე დახურულია სავაჭრო ობიექტები, ევაკუირებულია მოსახლეობის ნაწილი.

ტროპიკულმა შტორმმა შესაძლოა სხვა შტატები და ქალაქებიც დააზარალოს, მათ შორის ვაშინგტონი, ფილადელფია და ნიუ-იორკი.

]]>
04-08-2020 08:52 +0400
ავიაიერიში სირიის წინააღმდეგ - საჰაერო დარტყმები სადამკვირვებლო პოსტებსა და საარტილერიო ობიექტებზე განხორციელდა https://rustavi2.ge/ka/news/171914

ისრაელის ავიაიერიში სირიის წინააღმდეგ. ისრაელის სამხედრო თვითმფრინავმა საჰაერო დარტყმები სირიის სადამკვირვებლო პოსტებსა და საარტილერიო ობიექტებზე მიიტანა.

ისრაელის თავდაცვითი ძალების განცხადებით, იერიში სირიის მხრიდან დაბომბვის მცდელობის საპასუხოდ განხორციელდა.

სამხედრო ბაზებზე მატერიალური ზარალის შესახებ იუწყება სირიის სახელმწიფო მედია.

]]>
04-08-2020 08:37 +0400
აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება https://rustavi2.ge/ka/news/171853

ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება, ამის შესახებ თეთრი სახლის აპარატისა და დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელმა განაცხადა.

რამდენიმე დღის წინ შეერთებული შტატების პრეზიდენტი არჩევნების გადადების ინიციატივით გამოვიდა.

დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ კორონავირუსის გამო ფოსტით ხმის მიცემა ზუსტ შედეგს ვერ აჩვენებს.

]]>
03-08-2020 12:04 +0400
ორი თვის შემდეგ კოსმოსური სადგურიდან "სფეის იქსისა" და "ნასას" ხომალდი დედამიწაზე დაბრუნდა https://rustavi2.ge/ka/news/171851

კოსმოსურ სადგურზე ორთვიანი ყოფნის შემდეგ "სფეის იქსისისა" და "ნასას" გაშვებული კერძო ხომალდი დედამიწაზე დაბრუნდა. ეკიპაჟის წევრებმა ხომალდი ფლორიდის სანაპიროსთან, ოკეანეში წარმატებით დასვეს.
 
"სფეის იქსისისა" და "ნასას" ხომალდის ისტორიული გაშვება 30 მაისს განახორციელდა. ის პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა და თვალს აშშ-ს პრეზიდენტიც ადევნებდა.
 
ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტები კერძო კომპანიის მიერ შექმნილი რაკეტით გაემგზავრნენ. 2011 წლის შემდეგ შეერთებული შტატებიდან ასტრონავტები პირველად გაუშვეს.

]]>
03-08-2020 11:54 +0400
მექსიკის პოლიციამ ნარკოდაჯგუფების ლიდერი დააკავა https://rustavi2.ge/ka/news/171842

მექსიკის პოლიციამ ნარკოდაჯგუფების ლიდერი დააკავა. "ელ მარროს" მეტსახელით ცნობილ ნარკოდილერს ქვეყანაში ძალადობის გაღვივებაში ადანაშაულებენ.

სამართალდამცველების ინფორმაციით, ბრალდებული ნარკოდაჯგუფების 5 წევრთან ერთად აიყვანეს. სპეცოპერაციის დროს პოლიციამ დაჯგუფის წევრების მიერ გატაცებული ბიზნესმენიც გაათავისუფლა. დაკავებულებს მკაცრი რეჟიმის ციხეში გადაიყვანენ.

]]>
03-08-2020 10:17 +0400
მინსკსა და მოსკოვს შორის რუსეთის 33 მოქალაქის დაკავებასთან დაკავშირებით უთანხმოება გრძელდება https://rustavi2.ge/ka/news/171840

მინსკსა და მოსკოვს შორის რუსეთის 33 მოქალაქის დაკავებასთან დაკავშირებით უთანხმოება გრძელდება.

ბელარუსის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთიდან ჩასული პირები 9 აგვისტოს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების წინ დესტაბილიზაციას გეგმავდნენ.

მოსკოვში ბრალდებას უარყოფენ და დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ. რუსული მხარის განმარტებით, დაკავებულები კერძო უშიშროების კომპანიის თანამშრომლები არიან და ბელარუსში მას შემდეგ დარჩნენ, რაც სტამბოლის ავიარეისით გაფრენა ვერ შეძლეს.

მოსკოვის ვერსიაში ეჭვი შეაქვს ლუკაშენკოს და განმარტავს, რომ რუსეთი მებრძოლების ჩასვლასთან დაკავშირებით ბელარუსთან წინასწარ არ შეთანხმებულა. მინსკის გარეუბანში რუსეთის 33 მოქალაქე რამდენიმე დღის წინ, მას შემდეგ დააკავეს, რაც სამართალდამცველებმა რომ ბელარუსში რუსეთიდან 200 მებრძოლის ჩასვლის შესახებ ინფორმაცია მიიღეს. 

]]>
03-08-2020 10:16 +0400
ბერლინში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების წინააღმდეგ საპროტესტო აქციის დაშლისას 45 პოლიციელი დაშავდა https://rustavi2.ge/ka/news/171841

საპროტესტო გამოსვლა გერმანიაში - ბერლინში ათასობით დემონსტრანტი კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების წინააღმდეგ გამოვიდა. ადგილზე 1100 სამართალდამცველი იყო მობილიზებული.

უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის პოლიციამ 133 დემონსტრანტი დააკავა. აქციის დაშლის დროს დაშავდა 45 სამართალდამცველი, 3 მათგანი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

დემონსტრანტები პანდემიის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო გააკრიტიკა ბერლინის მერმა.

]]>
03-08-2020 10:07 +0400
მექსიკაში ჟურნალისტი მოკლეს https://rustavi2.ge/ka/news/171835

ჟურნალისტის მკვლელობა მექსიკაში - ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ონლაინ საინფორმაციო გამოცემის ჟურნალისტი პაბლო მორ-რუგარესი რესტორანში დაცვასთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც შეაიარაღებულმა უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს. ორივე მათგანი ადგილზე დაიღუპა.

მკვლელობის ოფიციალური მოტივი უცნობია, თუმცა მომხდარი, სავარაუდოდ, ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება. ცნობილია, რომ მორ-რუგარესის მკვლელობა 2016 წელსაც სცადეს.

ორგანიზაცია "რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს" ინფორმაციით, წელს ეს მექსიკაში რეპორტიორის მკვლელობის მეოთხე შემთხვევაა. ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაცია საქმის დროულად გამოძიებასა და დამნაშავეების დასჯას ითხოვს.

]]>
03-08-2020 08:47 +0400
ინდოეთში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 135-მდე გაიზარდა https://rustavi2.ge/ka/news/171834

ინდოეთში წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 135-მდე გაიზარდა. ასამის პროვინციაში სტიქიამ ათასზე მეტი სოფელი დააზარალა, განადგურდა საავტომობილო გზები და საცხოვრებელი სახლები.

თავშესაფარში 12 ათასამდე ადამიანია გადაყვანილი. სტიქიის შედეგად დაიღუპა ადგილობრივი ეროვნული პარკის 147 ბინადარიც. ასამის შტატში ბოლო დღეებია მდინარეების წყლის დონე იკლებს.

]]>
03-08-2020 08:35 +0400
კალიფორნიაში ტყის მასივში ძლიერი ხანძარია https://rustavi2.ge/ka/news/171833

ძლიერი ხანძარი კალიფორნიაში - ცეცხლი ტყის მასივს უკიდია. ხანძრის ჩაქრობას 1 300-ზე მეტი მეხანძრე ავიაციის დახმარებით ცდილობს.

ხანძრის კერებთან ახლოს, ლოს-ანჯელესის აღმოსავლეთ ნაწილიდან ევაკუირებულია 8 ათასამდე ადამიანი. ცეცხლის გავრცელებას ხელს ჰაერის მაღალი ტემპერატურა და დაბალი ტენიანობა უწყობს.

]]>
03-08-2020 08:26 +0400
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა 18 მილიონს გადააჭარბა https://rustavi2.ge/ka/news/171830

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა 18 მილიონს გადააჭარბა. მათგან 11.5 მილიონი პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვალებისა და ინფიცირების მონაცემებით კვლავ ამერიკის შეერთებული შტატები ლიდერობს.

რთული ვითარებაა ლათინოამერიკის ქვეყნებშიც, განსაკუთრებით ბრაზილიაში. შემთხვევების მატების გამო საკარანტინო წესები გამკაცრდა ავსტრალიის შტატ ვიქტორიაში, ქალაქ მელბურნში კი კომენდანტის საათი დაწესდა. შეზღუდვები გაამკაცრა ფილიპინების ხელისუფლებამაც.

რეგიონში, საერთო ჯამში, კორონავირუსს 200 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. "კოვიდ-19" დაუდასტურდა კოსოვოს პრემიერ-მინისტრს. ის ამჟამად თვითიზოლაციაშია.

მონაცემები მზარდია საქართველოს მოსაზღვრე რუსეთსა და თურქეთში. ბოლო 24 საათში კოვიდინფექციით აზერბაიჯანში 8, სომხეთში კი 5 ადამიანი გარდაიცვალა.

]]>
03-08-2020 08:05 +0400
მსოფლიოს სხვდასხვა ქვეყნები COVID-19-ის შემოტევას მეორედ ებრძვიან https://rustavi2.ge/ka/news/171816

კორონავირუსის შემთხვევებით კვირის განმავლობაში უკრაინა უკვე ზედიზედ მესამედ ამყარებს ანტირეკორდს. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსი ათასზე მეტ ადამიანს დაუდგინეს.

რთული ეპიდემილოგიური ვითარებაა საქართველოს სხვა მეზობელ სახელმწიფოებშიც. ერთ დღეში რუსეთში ინფიცირებულთა რიცხვი 6 ათასამდე, თურქეთში კი ათასამდე გაიზარდა.

პანდემიას ებრძვის ამერიკის შეერთებული შტატებიც. ქვეყანას "კოვიდ-19"-თან ერთად ტროპიკულ ქარიშხალთანაც უწევს გამკლავება. ბოლო ერთი თვეა ამერიკის შეერთებულ შტატებში კოვიდ ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი 60 ათასს აჭარბებს.

პამდემიის მიუხედავად ზოგიერთი შტატის ადგილობრივმა მთვარობამ სწავლის პროცესი აღადგინა. ჯორჯიის შტატის ერთ-ერთ ბანკში კორონავირუსი უკვე დაუდგინეს 260 ბავშვს. სკოლებში ინფექციის შემთხვევების მატების გამო პედაგოგები სასწავლო დაწესებულებებში დაბრუნების ნაცვლად სამსახურს ტოვებენ.

მძიმე მდგომარეობაა სამხრეთ ამერიკაშიც. ბრაზილიაში ინფიცირებულთა რიცხვი ერთ დღეში 43 ათასით გაიზარდა. კოლუმბიაში კი ბოლო 24 საათში ვირუსით 10 ათასზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა.

ინფიცირების შემთხვევების მატების გამო დიდ ბრიტანეთში შემოღებული შეზღუდვების შემსუბუქება გადაიდო. ზომები გაამკაცრეს ჩრდილოეთ ინგლისშიც. მთვარობის გადაწყვეტილებით, მანჩესტერის, ლანკაშირის და იორკშირის ნაწილებში სხვადასხვა ოჯახების წარმომადგენლებს დახურულ სივრცეში შეხვედრა აეკრძალათ.

რთული ეპიდვითარებაა ავსტრალიაშიც, სადაც პანდემიის გამო ქვეყნის ხელისუფლებამ ვიქტორიას შტატი კატასტროფის ზონად გამოაცხადა, მელბურნში კი კომენდანტის საათი აამოქმედა.

პანდემიასთან ხელმეორედ გამკლავება უწევთ იაპონიასა და ჩინეთს. ერთ დღეში იაპონიაში დაფიქსირებული დღიური მაჩვენებელი 1,600-ს აღწევს. ინფიცირების მაჩვენებელი იზრდება ინდოეთშიც, სადაც დაავადებულთა რიცხვი ბოლო 24 საათში 50 ათასით გაიზარდა. ინფიცირებულებს შორისაა ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრიც.

 

]]>
02-08-2020 21:37 +0400