ლონდონის ტოტენჰემის და საფრანგეთის ნაკრების მეკარემ, ჰუგო ლორისმა ჩემპიონთა ლიგის მატჩში ლევერკუზენის ბაიერნის წინააღმდეგ შესანიშნავი "სეივი" შეასრულა.
ლორისმა ჩიჩარიტორს მიერ ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთის მოგერიება მოახერხა. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით დადგინდა, რომ ბურთს კარის ხაზი ბოლომდე არ ჰქონდა გადაკვეთილი და აქედან გამომდინარე შეხვედრის არბიტრის გადაწყვეტილება მართებული იყო.
ლორის და ჯანლუიჯი ბუფონის კარგი თამაშის შემდეგ, ერთ-ერთმა უცხოურმა გამოცემამ "მეკარეების საღამო ჩემპიონთა ლიგაზე" უწოდა.
ლევერკუზენის ბაიერნის და ლონდონის ტოტენჰემის შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა.