ჩემპიონთა ლიგაზე ლიონის წინააღმდეგ შესანიშნავად ჩატარებული მატჩის შემდეგ ტურინის იუვენტუსის მეკარემ, ჯალუიჯი ბუფონმა კრიტიკოსებს უპასუხა.
"მათ ჩემს დაკრძალვაზე ძალიან უნდოდათ მოსვლა, მაგრამ ყველას კიდევ ერთხელ დავუმტკიცე, რომ ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ და არ მომკვდარვარ. ბოლო კვირების განმავლობაში ბევრი სისულელე მოვისმინე, რომელთა შორის ჯანსაღი კომენტარი მხოლოდ ერთი იყო - "მე ბუფონისგან ბევრს ველი". დიახ, ეს სიმართლეა და ვეთანხმები. საკმაოდ თვითკრიტიკული ვარ და არ მჭირდება სხვების შენიშვნები," - განაცხადა ბუფონმა.
სავარაუდოდ, 38 წლის მეკარე გაბრაზებული იყო იმ მედია საშუალებებზე, რომლებმაც ესპანეთის ნაკრებთან დაშვებული შეცდომის შემდეგ ჯანლუიჯი ბუფონი მკაცრად გააკრიტიკეს.
წყარო:sportmediaset