გუშინ ჩემპიონთა ლიგაზე მესამე ტურის დარჩენილი 8 შეხვედრა ჩატარდა. სათამაშო დღის ცენტრალური შეხვედრა ნოუ კამპზე გაიმართა, სადაც ბარსელონამ მანჩესტერ სიტის უმასპინძლა და მეტოქე დიდი ანგარიშით 4:0 დაამარცხა.
შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი ინტრიგა პეპ გვარდიოლას შინაურ კედლებში დაბრუნება გახლდათ, თუმცა ბარსელონას ფეხბურთელებმა ყოფილ მწვრთნელს თბილი დახვედრა ნამდვილად არ მოუწყვეს. ლიონელ მესიმ ჰეთ თკიკის შესრულება მოახერხა, არგენტინელს მეოტხე გოლის გატანაც შეეძლო, თუმცა მისი წაქცევისთვის დანიშნული პენალტის დარტყმა ნეიმარს მიანდო, რომელსაც მეკარემ აჯობა. მატჩის მიწურულს ნეიმარმა მესის გადაცემის შემდეგ მაინც გაიტანა თავისი გოლი.
დიდი ანგარიშის მიუხედავად, აღსანიშნავია ერთი ეპიზოდი, რომელმაც შედეგზე დიდი გავლენა იქონია. მატჩის 53-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 1:0 იყო, სიტის მეკარე კლაუდიო ბრავომ უხეში შეცდომა დაუშვა, შემდეგ საჯარიმოს გარეთ ბურთზე ხელით ითამაშა და მატჩის მტავარმა არბიტრმა ჩილელი მეკარე მოედნიდან გააძევა. ამის შემდეგ მესიმ კიდევ 2 გოლი გაიტანა.
სხვა შეხვედრები ასეთი ანგარიშებით დასრულდა;
არსენალი 6:0 ლუდოგორეცი
პსჟ 3:0 ბაზელი
დინამო კიევი 0:2 ბენფიკა
ნაპოლი 2:3 ბეშიქთაში
სელტიკი 0:2 გლადბახი
მიუნხენის ბაიერნი 4:1 პსვ
როსტოვი 0:1 ატლეტიკო