16 ნოემბერი 2024,   05:38
ვრცლად
საქართველოს ნაკრები FIFA-ს რეიტინგში დაწინაურდა

FIFA-მ ოქტომბრის თვის განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. საქართველოს ნაკრები წინა თვესთან შედარებით 15 პოზიციით დაწინაურდა.

ეროვნული გუნდი 270 ქულით 122-ე ადგილზე იმყოფება. ვლადიმერ ვაისის გაწვრთნილმა ნაკრებმა ოქტომბერში 2 შეხვედრა ჩაატარა - ქართველი ფეხბურთელები სტუმრად ირლანდიასთან მინიმალური სხვაობით დამარცხდნენ, შემდეგ კი კარდიფში უელსის ნაკრებთან ფრე ითამაშეს.

აღსანიშნავია, რომ ცვლილებები მოხდა რეიტინგის ლიდერებს შორის. საუკეთესო ათეულიდან გავარდა უელსის ნაკრები და ამჟამად მე-11 პოზიციაზეა. პირველ ადგილზე კვლავ არგენტინაა, მეორე ადგილი გერმანიამ დაიკავა, მესამეზე კი ბრაზილია იმყოფება.

 

ფოტო: GFF

დღის ამბები