16 ნოემბერი 2024,   05:44
ვრცლად
"კლაუდიო ბრავოს სულელური გაძევება, რომლის შემდეგაც გვარდიოლა იძულებულია ტორინოს ხელმძღვანელობას დაურეკოს"

"კლაუდიო ბრავოს სულელური გაძევება, რომლის შემდეგაც გვარდიოლა იძულებულია ტორინოს ხელმძღვანელობას დაურეკოს," - სწორედ ასე შეაფასა Eurosport-მა მანჩესტერ სიტის მეკარის გაძევება ბარსელონასთან მატჩში.

შეხვედრის 52-ე წუთზე ბრავომ ბურთის მოგერიების დროს უხეში შეცდომა დაუშვა, შემდეგ საჯარიმოს ფარგლებს გარეთ ბურთზე ხელით ითამაშა და მატჩის მთავარმა არბიტრმა ჩილელი მეკარე მოედნიდან გააძევა. ამ ეპიზოდმა შეხვედრის საბოლოო შედეგზე დიდი გავლენა იქონია, რადგანაც გაძევების შემდეგ სიტიმ კიდევ 3 გოლი მიიღო საკუთარ კარში.

რაც შეეხება Eurosport-ის შეფასებას - კლაუდიო ბრავო სიტიში სწორედ ბარსელონადან მიმდინარე სეზონის დასაწყისში გადავიდა. ჩილელმა მეკარემ ჯო ჰარტი შეცვალა, რომელსაც გვარდიოლა ფეხით თამაშს უწუნებდა. ჰარტი ამჟამად არენდის წესით ტორინოს ღირსებას იცავს და ინგლისელი გოლკიპერი შესანიშნავ ფორმაში იმყოფება.

შეხვედრა ბარსელონას გამარჯვებით 4:0 დასრულდა.

 

წყარო: Eurosport

დღის ამბები