საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. გუნდები ასე დაწყვილდნენ:
მერანი (მარტვილი) - ჩიხურა (საჩხერე)
დინამო (თბილისი) - ტორპედო (ქუთაისი)
ნახევარფინალური შეხვედრები 2 ნოემბერს გაიმართება. თასის ფინალი, რომელსაც ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს, 22 ნოემბერს შედგება.