ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-9 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში ცვლილებებია. ატლეტიკომ სტუმრად სევილიასთან წააგო, მადრიდის რეალმა და ბარსელონამ კი დაძაბული შეხვედრები მოიგეს.
შაბათს ვალენსიაში გამართული შეხვედრა ტურის ცენტრალური მატჩი იყო და გულშემატკივრების მოლოდინი ნამდვილად გაამართლა. ჩეზარე პრანდელის მიერ გაწვრთნილი ვალენსია ბარსელონასთან შეხვედრას ძალიან მოტივირებული შეხვედრა და ცოტათი, რომ გამართლებოდა ქულას მაინც მოიპოვებდნენ. ანგარიში ლეო მესიმ 22-ე წუთზე გახსნა, მეორე ტაიმის დასაწყისში მუნირმა გაათანაბრა და ზუსტად 4 წუთში როდრიგომ ვალენსია დააწინაურა. ბარსელონამ ძალიან მალე მოახერხა ლუის სუარესის გოლით მოახერხა გათანაბრება, საბოლოო ანგარიში კი მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე ლეო მესიმ დააფიქსირა. არგენტინელმა პენალტის ნიშნულიდან მოახერხა დუბლის შესრულება - 2:3 ბარსელონას სასარგებლოდ.
კვირას კი თავიანთი შეხვედრები ჩემპიონატის სხვა ლიდერებმა ჩაატარეს. სევილიამ ატლეტიკოს უმასპინძლა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში 1:0 დაამარცხა. ამ გამარჯვებით ანდალუზიურმა გუნდმა 20 ქულა მოაგროვა და ლა ლიგაში მეორე ადგილს იკავებს. ტურის ბოლო მატჩი სანტიაგო ბერნაბეუზე გაიმართა, სადაც სამეფო კლუბმა ბილბაოს ატლეტიკი მიიღო. მადრიდელები მე-7 წუთზე ბენზემამ დააწინაურა, თუმცა ბილბაომ პირველივე ტაიმში მოახერხა გათანაბრება. რეალმა გამარჯვება მატჩის მიწურულს გატანილი გოლით მოიპოვა. 84-ე წუთზე თავი ალვარო მორატამ გამოიჩინა, რომელსაც დაბადების დღეს ჰქონდა - მორატას 24 წელი შეუსრულდა.
ლა ლიგას 21 ქულით მადრიდის რეალი ლიდერობს. მეორე ადგილზე სევილია (20) იმყოფება. მესამე და მეოთხე ადგილებს ბარსელონა და ვილიარეალი თანაბარი 19-19 ქულით ინაწილებენ. მარცხის შემდეგ კი ატლეტიკომ (18) მეხუთე პოზიციაზე გადაინაცვლა.
ვიდეო: Goalsarena.org