კრიშტიანო რონალდოს მადრიდის რეალში გადასვლის შემდეგ სეზონის ყველაზე ცუდი სტარტი აქვს. რონალდოს მიმდინარე სეზონში მხოლოდ 4 გოლი აქვს გატანილი, რაც სამეფო კლუბის შემადგენლობაში მისი პირადი ანტირეკორდია.
გუშინ გამართულ მატჩში კი პორტუგალიელმა რეალური საგოლე მომენტის გამოყენება ვერ მოახერხა. ეს ეპიზოდი Eurosport-მა შეაფასა და გამოცემის თქმით - "რონალდო ყველაფერს აკეთებს, რომ ოქროს ბურთი ვერ მიიღოს."
მადრიდის რეალმა გუშინ ბილბაოს ატლეტიკს უმასპინძლა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა. მოპოვებული 3 ქულის შემდეგ სამეფო კლუბი ლა ლიგის ლიდერია.
წყარო; Eurosport