ლა ლიგის მე-9 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ვალენსიამ ბარსელონას უმასპინძლა. მატჩი ბლაუგრანას გამარჯვებით 2:3 დასრულდა, თუმცა მოვლენებს ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია.
გამარჯვების გოლი ლეო მესიმ მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე პენალტის ნიშნულიდან გაიტანა. გოლის აღნიშვნის მომენტში ბარსელონას ფეხბურთელებს გულშემატკივრის მიერ ნასროლი ბოთლი მოხვდათ. დაზარალებული ნეიმარი და სუარესი აღმოჩნდენ. ამ ფაქტმა კი ლიონელ მესის გაზიღიანება გამოიწვია და ის შეკრებილ აუდიტორიას სიტყვიერად დაუპირისპირდა.
ტრავმის შემდეგ არგენტინელი ფეხბურთელი შესანიშნავ ფორმაში იმყოფება. მესიმ ვალენსიას წინააღმდეგ დუბლი შეასრულა, მანამდე კი ჩემპიონთა ლიგაზე მანჩესტერ სიტისთან ჰეთ-თრიკის ავტორი გახდა.