16 ნოემბერი 2024,   05:55
ვრცლად
მოურინიოს შენიშვნა ანტონიო კონტეს და იტალიელის პასუხი

ჟოზე მოურინიოს სტენფორდ ბრიჯზე დაბრუნება წარუმატებელი აღმოჩნდა. პორტუგალიელი მწვრთნელის მიერ გაწვრთნილი მანჩესტერ იუნაიტედი სტუმრად ჩელსისთან 4:0 დამარცხდა. მეოთხე გატანილი გოლი ანტონიო კონტემ ყველაზე ემოციურად აღნიშნა, რამაც მოურინიოს გაღიზიანება გამოიწვია.

მატჩის შემდეგ ჟოზე მოურინიო კონტესთან მივიდა და არისტოკრატების მწვრთნელს რაღაც უთხრა. პრესკონფერენციაზე პორტუგალიელმა ამ საუბარზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა, თუმცა მოგვიანებთ ბრიტანულმა მედიამ მისი სიტყვები გაშიფრა.

"ასე აღნიშნავენ როცა ანგარიშია 1:0 და არა 4:0. ეს დამამცირებელია", - უთხრა მოურინიომ კონტეს. იტალიელმა "განსკუთრებულს" მატჩის შემდეგ უპასუხა.

"ფეხბურთელი ვიყავი და ვიცი, როგორ უნდა მოვიქცე მოედანზე. ჩემი საქციელით არავის დამცირება არ მიფიქრია, რადგან ყველას პატივს ვცემ, მათ შორის მანჩესტერ იუნაიტედსაც," - განაცხადა კონტემ.

შეგახსენებთ, რომ ჟოზე მოურინიო ჩელსის მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გასული წლის დეკემბერში გაათავისუფლეს.

 

 

დღის ამბები