16 ნოემბერი 2024,   05:27
ვრცლად
ერთი ეპიზოდის ორი გაგება - "რონალდო თანაგუნდელის გოლის მომენტში თამაშგარეს დაფიქსირებას ითხოვდა?"

ცნობილმა ვებგვერდმა 101 greatgoals.com, მადრიდის რეალი -ბილბაოს ატლეტიკის შეხვედრის დროს ალვარო მორატას გოლის ეპიზოდი ყურადღებით შეისწავლა და ერთი საინტერესო ფაქტი დააფიქსირა.

გოლის მომენტში კრიშტიანო რონალდო ხელს ზემოთ წევს და გვერდით მსაჯს უყურებს, ეს ჟესტი ძალიან ჰგავს თამაშგარე მდგომარეობის დაფიქსირების მოთხოვნას.

გამოცემა წერს, რომ ამ ეპიზოდს ორი გაგება აქვს. პირველი - ის ხალხი, რომლებსაც არ მოსწონთ რონალდო დაეთანხმებიან მოსაზრებას, რომ პორტუგალიელი თანაგუნდელზე თამაშგარე მდგომარეობის დაფიქსირებას ითხოვდა, რადგანაც სწორედ მას სურდა გადამწყვეტი გოლის გატანა და მისთვის მიუღებელია მორატას მატჩის გმირად გამოცხადება, და მეორე - ის ხალხი, რომლებსაც რონალდო მოსწონთ, გაიზიარებენ მოსაზრებას, რომ რონალდო ხშირად ასე აღნიშნავს თანაგუნდელის გატანილ გოლს - ცალ ხელს ზემოთ წევს და გვერდით მსაჯს უყურებს, რადგანაც დარწმუნდეს, რომ გოლი ნამდვილად ჩაითვალა. ეს უბრალოდ მისი ჩვევაა. (იხილეთ ფოტოები)

მადრიდის რეალმა ბილბაოს ატლეტიკი მორატას გოლის წყალობით 2:1 დაამარცხა და ლა ლიგას 21 ქულით ლიდერობს.

 

წყარო: 101greatgoals.com

დღის ამბები