მიუნხენის ბაიერნის და პორტუგალიის ნაკრების ნახევარმცველი რენატუ სანჩესი 2016 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელეს. (Golden Boy)
დაჯილდოების ცერემონია დრეს საღამოს გაიმართება, თუმცა Tuttosport-მა, რომელიც ატარებდა გამოკითხვას, გამარჯვებულის შესახებ ინფორმაცია უკვე გაავრცელა.
გასულ სეზონში სანჩესმა პორტუგალიის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატის მოგება მოახერხა, რის შემდეგაც ბანფიკადან მიუნხენის ბაიერნში 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.
წარსულში აღნიშნული ჯილდო ისეთ ფეხბურთელებს მოუგიათ, როგორებიც არიან - რაფაელ ვან დერ ვაარტი, ვეინ რუნი, ლიონელ მესი, ჩესკ ფაბრეგასი, სერხიო აგუერო, ანდერსონი, პატო, ბალოტელი, მარიო გიოტცე, ისკო, პოლ პოგბა, რახიმ სტერლინგი და ანტონი მარსიალი.