პოლონეთის ჩემპიონატის მე-13 ტურში ვისლამ, რომლის ღირსებასაც ქართველი ნახევარმცველი გიორგი მერებაშვილი იცავს, საკუთარ მოედანზე 1:2 დამარცხდა გურნიკთან. ეს შეხვედრა ევროპული ვებგვერდების ყურადღების ცენტრში მერებაშვილის კურიოზულად ვერ გამოყენებული მომენტის წყალობით მოხვდა.
ქართველმა ნახევარმცველმა მეტოქის საჯარიმოში მცველი და მეკარე მოატყუა, შემდეგ კი ბურთი ცარიელ კარს ააცილა. Eurosport-ის შეფასებით, მერებაშვილის ეპიზოდი შესაძლოა წლის საუკეთესო ვერ გამოყენებული მომენტიც იყოს.
გიორგი მერებაშვილი საქართველოს ნაკრების ღირსებასაც იცავდა. 30 წლის ფეხბურთელს ეროვნული გუნდის მაისურით 18 მატჩი აქვს ჩატარებული.