16 ნოემბერი 2024,   05:36
ვრცლად
თბილისის დინამოს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

თბილისის დინამოს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. დინამოს მომავალი 3 წლის განმავლობაში უკრაინელი სპეციალისტი ვიაჩესლავ გროზნი უხელმძღვანელებს.  ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კლუბის პრეზიდენტის, რომან ფიფიას წარმომადგენელმა განაცხადა.

თბილისურმა კლუბმა ახალ მწვრთნელთან კონტრაქტი 1+2 სისტემით გააფორმა.

ვიაჩესლავ გროზნი სხვადასხვა დროს წვრთნიდა კიევის არსენალს, მოსკოვის სპარტაკს, ტერეკს წვრთნიდა. მისი ბოლო გუნდი კი უჟგოროდის ჰოვერლა იყო.

დღის ამბები