ესპანეთის თასზე მადრიდის რეალმა სტუმრად ლეონესა დიდი ანგარიშით 1:7 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
მაყურებელმა შეხვედრაში 8 გატანილი ბურთი იხილა, მაგრამ ნაჩო ფერნანდესის მიერ 68-ე წუთზე შესრულებული ეფექტური დარტყმა მართლაც გამორჩეული იყო. სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მომხმარებელმა ფეხბურთელის დარტყმა ასე შეაფასა - "მადრიდის რეალის მცველის მიერ გატანილი გოლი, რომლისაც კრიშტიანო რონალდოსაც შეშურდებოდა."
ვიდეო: goalsarena.org