"ხავის თავდაჯერებული გოლი, რომლის შემდეგ თქვენ მწუხარებით გაიხსენებთ წარსულს," - სწორედ ასე შეაფასა Eurosport-მა ხავის გატანილი გოლი ყატარის ჩემპიონატში. ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯერ შესანიშნავი შორეული გადაცემა შეასრულა, შემდეგ თანაგუნდელისგან საპასუხო პასი მიიღო და ბურთი მეტოქის კარში გადაგზავნა.
გამოცემის შეფასებით, ეს კომბინაცია გულშემატკივრებს ბარსელონას სტილს მოაგონებს, იმ დროს, როდესაც კლუბში ხავი-ინიესტას დუეტი ბრწყინავდა.
ხავი ბარსელონიდან ალ-სადში 2015 წელს გადავიდა და ყატარული კლუბის კაპიტანია.
წყარო: Eurosport