ლა ლიგის გასულ ტურში ბარსელონა-გრანადას მატჩის შემდეგ ინციდენტი დაფიქსირდა. ბრაზილეილმა ნეიმარმა მეტოქე გუნდის ფეხბურთელს გასახდელის კიბეებზე ხელი ჰკრა და წააქცია.
ნეიმარსა და რუბენ ვეზოს შორის სიტუაცია მოედანზე დაიძაბა და ფეხბურთელებს შორის კამათი მატჩის დასრულების შემდეგაც გაგრძელდა, გასახდელისკენ მიმავალმა ნეიმარმა კი მსგავსი საქციელით გადაწყვიტა მოქმედება.
ამ ინციდენტის შემდეგ ნეიმარს არასპორტული საქციელისთვის დისკვალიფიკაცია ემუქრება. ჯერჯერობით უცნობია სასჯელის ხანგრძლივობა. აღნიშნულ საკითხზე ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია უახლოეს მომავალში იმსჯელებს.
შეხვედრა ბარსელონას გამარჯვებით 1:0 დასრულდა.
წყარო:101greatgoals.com