ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის პირველ სათამაშო დღეს 8 შეხვედრა გაიმართება, რომელთაგან ყველაზე დიდ ინტერესს ეტიჰად სთედიუმზე გასამართი მატჩი იწვევს, სადაც პეპ გვარდიოლას მანჩესტერ სიტი ჯგუფის ლიდერს ბარსელონას უმასპინძლებს და ორი კვირის წინანდელი გამანადგურებელი მარცხისთვის რევანშის აღებას შეეცდება.
ბარსელონას C ჯგუფში ქულათა მაქსიმუმი აქვს მოპოვებული და ჯგუფიდან გასვლის საკითხი გადაწყვეტილი აქვს, თუმცა ასეთი პრინციპული თამაშის დროს კატალონიელები ბოლომდე დაიხარჯებიან და ეცდებიან, რომ პირველი ადგილი დღესვე გაინაღდონ. ბლაუგრანას ძალიან ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი ჰყავს - ალბა, ინიესტა, მატიე, პიკე და ვიდალი. ინგლისელებს დელფი და სანია დააკლდებათ. ზაბალეტას თამაში საეჭვოა, კლაუდიო ბრავო კი დისკვალიფიცირებულია.
სიტი და ბარსელონა აქამდე ერთმანეთს 5-ჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და ხუთივე შემთხვევაში ესპანელებმა გაიმარჯვეს. გთავაზობთ გუნდების სავარაუდო შემადგენლობებს UEFA.com-ის მიხედვით;
სიტი - კაბალიერი, ფერნანდინიო, ოტამენდი, სტონსი, კოლაროვი, ფერნანდო, გუნდოგანი, დე ბრუინე, სილვა, სტერლინგი და აგუერო.
ბარსელონა - ტერ შტეგენი, სერხი რობერტო, მასკერანო, უმტიტი, დიგნე, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, რაფინიოა, მესი, სუარესი და ნეიმარი.
დღეს კიდევ 7 შეხვედრა გაიმართება;
გლადბახი -სელტიკი
ბაზელი - პსჟ
ლუდოგორეცი - არსენალი
ბეშიქთაში - ნაპოლი
ბენფიკა - კიევის დინამო
ატლეტიკო - როსტოვი
პსვ - მიუნხენის ბაიერნი
მატჩები თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.