მადრიდის რეალის 27 წლის უელსელი ფეხბურთელი, გარეთ ბეილი სამეფო კლუბში 2022 წლამდე დარჩება და ანაზღაურების სახით ყოველკვირეულად 390000 ევროს მიიღებს.
ხელშეკრულების გაფორმების ცერემონია გუშინ გაიმართა და მას კლუბის პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი დაესწრო.
"აქ ძალიან ბედნიერი ვარ, ამიტომაც უსიტყვოდ მოვაწერე ხელი 6 წლიან კონტრაქტს. ესპანეთში თავს კარგად ვგრძნობ, გაცილებით უკეთ ვსაუბრობ ესპანურად და ჩემი ოჯახიც გაუშინაურდა მადრიდს. ვგრძნობ რეალის გულშემატკივრების სიყვარულს და მათთვის მადლობის გადახდა მომავალში კარგი თამაშით მსურს," -განაცხადა ბეილმა.
ბეილი მადრიდის რეალში 2013 წელს ლონდონის ტოტენჰემიდან გადავიდა. უელსელმა ფეხბურთელმა ბლანკოსის რიგებში ჩატარებულ 135 შეხვედრაში 62 გოლის გატანა მოახერხა.