16 ნოემბერი 2024,   03:28
ვრცლად
ჩემპიონთა ლიგის მიმოხილვა - გვარდიოლას რევანში

ჩემპიონთა ლიგაზე მე-4 ტურის პირველი სათამაშო დღის 8 შეხვედრა გაიმართა. 4 კლუბმა უკვე გაინაღდა მერვედფინალის საგზური - ატლეტიკომ, ბაიერნმა, არსენალმა და  პსჟ-მ.

ცენტრალური მატჩი მანჩესტერში ჩატარდა, სადაც სიტიმ ბარსელონას უმასპინძლა და 2 კვირის წინანდელი მარცხისთვის რევანში აიღო. ანგარიში 21-ე წუთზე ლეო მესიმ სწრაფი კონტრშეტევის შემდეგ გახსნა, პირველი ტაიმის მიწურულს კი სიტის ფეხბურთელებმა ბლაუგრანას დაცვის ხაზის შეცდომით ისარგებლეს და რაჰიმ სტერლინგის გადაცემის შემდეგ ილქაი გიუნდოგანმა პრაქტიკულად ცარიელ კარში გაიტანა. შეხვედრის 51-ე წუთზე კევინ დე ბრუინემ შესანიშნავი საჯარიმო დარტყმით ინგლისელები დააწინაურა, რასაც გიუნდოგანის დუბლი მოჰყვა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა  - 3:1 სიტის სასარგებლოდ.

სხვა მატჩები ასეთი შედეგებით დასრულდა;

ბაზელი 1:2 პსჟ

ლუგოდორეცი 2:3 არსენალი

ბეშიქთაში 1:1 ნაპოლი

ბენფიკა 1:0 კიევის დინამო

გლადბახი 1:1 სელტიკი

ატლეტიკო 2:1 როსტოვი

პსვ 1:2 ბაიერნი

დღეს ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ 8 შეხვედრა გაიმართება. მატჩები თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება;

მონაკო - ცსკა

ტოტენჰემი - ლევერკუზენი

დორტმუნდი - სპორტინგი

ლეგია - მადრიდის რეალი

კოპენჰაგენი - ლესტერი

პორტუ - ბრიუგე

იუვენტუსი - ლიონი

სევილია დინამო ზაგრები

 

დღის ამბები