ჩემპიონთა ლიგაზე ლუდოგორეცმა ლონდონის არსენალს უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 2:3 დამარცხდა.
შეხვედრაში მოულოდნელად ბულგარელები 2:0 უგებდნენ ლონდონურ კლუბს, თუმცა არსენალმა პირველივე ტაიმში შეძლო გათანაბრება. გამარჯვების გოლი კი 88-ე წუთზე მესუთ იოზილმა გაიტანა. გერმანიის ნაკრების ფეხბურთელი შესანიშნავი გოლის ავტორი გახდა. სოციალურ ქსელში კი იოზილის შოუ ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი თემა იყო - "გოლი სხვა პლანეტიდან," - ასეთი შეფასებები კეთდებოდა.
გამარჯვების შემდეგ ლონდონის არსენალმა A ჯგუფში 10 ქულა მოაგროვა და პსჟ-სთან ერთად მერვედფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.