"ფენერბახჩეს ფეხბურთელის შედევრი, რომლის ყურებაც არ მოგბეზრდებათ," - ასე შეაფასა Eurosport-მა ფენერბახჩეს თავდამასმელის მუსა სოუს გატანილი გოლი მანჩესტერ იუნაიტედის კარში.
შეხვედრის 65-ე წამზე სოუმ "მაკრატელა" დარტყმით თურქული კლუბი დააწინაურა და ეფექტური გოლის ავტორიც გახდა. ფენერბახჩემ კი იუნაიტედი 2:1 დაამარცხა.
ინგლისური კლუბი ევროთასებზე ზედიზედ მეხუთე საგარეო შეხვედრაში დამარცდხა და ევროპა ლიგის A ჯგუფში 6 ქულით მესამე ადგილს იკავებს.
წყარო: Eurosport