ევროპა ლიგაზე ვენის რაპიდმა, რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების წევრი გიორგი ქვილითაია იცავს, სტუმრად იტალიურ სასუოლოსთან ფრედ 2:2 ითამაშა. ავსტრიული გუნდი მარცხისგან ქართველმა თავდამსხმელმა იხსნა.
ქვილითაია მოედანზე 61-ე წუთზე გამოვიდა, როდესაც რაპიდი 2:0 მარცხდებოდა. 86-ე წუთზე ქართველის გუნდმა ჯერ ანგარიშის შემცირება მოახერხა, ხოლო მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე ქვილითაიამ შეტევა წამოიწყო, რომელიც თავადვე დაასრულა და მნიშვნელოვანი გოლის ავტორიც გახდა.
ევროპა ლიგის F ჯგუფში დაძაბული მდგომარეობაა. შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსს ოთხივე გუნდი ინარჩუნებს - გენკს და ბილბაოს 6-6 ქულა აქვთ, ვენის რაპიდს და სასუოლოს კი 5-5.
შეგახსენებთ, რომ ქვილითაია რაპიდში მიმდინარე სეზონის დასაწყისში თბილისის დინამოდან გადავიდა.