16 ნოემბერი 2024,   03:20
ვრცლად
კრიშტიანო რონალდომ მადრიდის რეალთან ახალი კონტრაქტი გააფორმა

კრიშტიანო რონალდომ მადრიდის რეალთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. ხელშეკრულება ძალაში 2021 წლამდეა. არაოფიციალური მონაცემებით, ფეხბურთელი წელიწადში 21 მილიონ ევროს მიიღებს და თან ამ თანხაში ბონუსები არ იგულისხმება.

"ვიცოდი, რომ რეალში დავრჩებოდი და მსოფლიოში ყველაზე დიდ კლუბთან ისტორიას გავაგრძელებდი. ჩემპიონთა ლიგის მოგება, შემდეგ ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვება პორტუგალიის ნაკრებთან ერთად, ახლა კონტრაქტის გაგრძელება - ეს წელიწადი ჩემთვის ახდენილი ოცნებაა. 
ბედნიერი ვარ, რომ რეალში დიდი ხნით ვრჩები, მაგრამ ეს არ იქნება ჩემი ბოლო კონტრაქტი ფეხბურთში. გადაწყვეტილი მაქვს, ფეხბურთში 41 წლის ასაკამდე დავრჩე," - განაცხადა კრიშტიანომ. 

რონალდოსთვის 2016 წელი განსაკუთრებული გამოდგა. მან რეალთან ერთად ჩემპიონთა ლიგა, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებთან ერთად კი ევროპის ჩემპიონატი მოიგო და 2016 წლის ოქროს ბურთის მოგების ერთ-ერთი მთვარი კანდიდანტია.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელი ფეხბურთელი მადრიდის რეალში 2009 წელს, მანჩესტერ იუნაიტედიდან 94 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. 

დღის ამბები