16 ნოემბერი 2024,   03:48
ვრცლად
მექსიკაში საფეხბურთო მატჩის დროს მსაჯი მოკლეს

მექსიკაში საფეხბურთო მატჩის დროს მსაჯი მოკლეს. 59 წლის ვიქტორ ტრეხომ ერთ-ერთი გუნდის ფეხბურთელს რუბენ რივერა ვასკესს უხეშობისთვის წითელი ბარათი უჩვენა, ვასკესი კი არბიტრს ფიზიკურად გაუსწორდა.

ფეხბურთელმა მსაჯს ხელი თავში ჩაარტყა, რის შედეგადაც არბიტრი მოედანზე უგონოდ დაეცა. რეფერი ადგილობრივ კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ფეხბურთელმა კი სტადიონზე შექმნილი არეულობით ისარგებლა და მიმავლვა მოახერხა, მექსიკელი სამართალდამცველები რუბენ ვასკესს ამ დრომდე ეძებენ.

დღის ამბები