2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე მატჩში საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა მოლდოვას უმასპინძლა და ფრე 1:1 ითამაშა.
შეხვედრაში პირველი სახიფათო მომენტი მოლდოვის ნაკრებმა შექმნა და ბურთი მცირე მანძილით ასცდა საქართველოს კარს. ამის შემდეგ უპირატესობას თანდათან ქართველი ფეხბურთელები დაეუფლნენ და მატჩის 16-ე წუთზე ვაკო ყაზაიშვილმა შორეულ კუთხეში ეფექტური დარტყმით გამოიჩინა თავი. მეორე ტაიმის 77-ე წუთზე კი ნოლდოვამ ანგარიში გაათანაბრა.
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის D ჯგუფში საქართველო 2 ქულით მეხუთე ადგილს იკავებს.