16 ნოემბერი 2024,   03:26
ვრცლად
ვლადიმირ ვაისი - საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ყაზახური მედიის ყურადღების ცენტრში

დატოვებს თუ არა ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრებს ჯერ უცნობია, თუმცა ყაზახეთის პოპულარული ინტერნეტ პორტალი საინტერესო სტატიას აქვეყნებს, სადაც ამ ქვეყნის ნაკრების შესაძლო კანდიდატებზეა საუბარი, რომელთა შორის საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისია მოხსენიებული.

ყაზახური გამოცემა წერს, რომ ვაისის გადმობირება რთული არ იქნება დავაისის ხელფასი მოჰყავთ, რომელიც თვეში 20 ათას ამერიკულ დოლარს შეადგენს. ყაზახები დარწმუნებული არიან, რომ შესაბამისი შეთავაზების შემთხვევაში სლოვაკი მწვრთნელი, რომელსაც ამ ქვეყანაში მუშაობის გამოცდილებაც აქვს, ყაზახეთის ნაკრებში გადასვლას დათანხმდება.

ვაისის მომზადებული საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფურ ეტაპზე 2 ქულით ბოლოდან მეორე ადგილზეა. ფეხბურთის ფედერაცია ამ თემაზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ ვაისს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი 1+1 სისტემით აქვს გაფორმებული და მომავალ ზაფხულს სლოვაკმა სპეციალისტმა შესაძლოა ნაკრები ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვოს.

ამავე თემაზე
დღის ამბები