16 ნოემბერი 2024,   03:50
ვრცლად
ფიზიკური დაპირისპირება საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მეორე ლიგაში

ინციდენტით დასრულდა საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მეორე ლიგის შეხვედრა შევარდენსა და ცხუმს შორის.

მატჩის შემდეგ გუნდის ორი წევრის გაძევებით უკმაყოფილო ცხუმის ფეხბურთელებმა შეხვედრის მთავარ არბიტრს, გიორგი ვადაჭკაროიას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ვითარება საქმეში სამართალდამცავების აქტიური ჩარევის შემდეგ დარეგულირდა.

შეხვედრა შევარდენის გამარჯვებით 3:0 დასრულდა და კლუბმა მეორე ლიგის აღმოსავლეთ ზონის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე გადაინაცვლა.

მომხდარ ინციდენტს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტი უახლოეს მომავალში განიხილავს.

დღის ამბები