დღეს გამთენიისას საქართველოს ძალოსანთა ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა. ხორვატიის ქალაქ სპლიტში გამართულ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, ლაშა ტალახაძემ ორჭიდში 467 კილოგრამი მოაგროვა და მეორედ მოიპოვა კონტინენტის ჩემპიონის ტიტული.
ტალახაძემ ატაცში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა 217 კილოგრამი დაძლია. აკვრაში კი 238, 245 და 250 კილოგრამი დაიმორჩილა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ატაცში მესამე ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედალი მიიღო მეორე ქართველმა მძიმეწონოსანმა, რიოს ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორმა ირაკლი თურმანიძემ. მან 190, 197 და 201 კილოგრამი ასწია ატაცში, თუმცა შემდეგ ფეხის ტრავმა გაურთულდა და აკვრაში მონაწილეობა ვეღარ მიიღო.