
ოპოზიცია საგარეო პლატფორმაზე ერთიანობას ინარჩუნებს, პოლიტიკური ლიდერები ევროსტრუქტურებში აქტიურად მუშაობენ რომ დამატებითი სანქციები დაწესდეს
შედეგი - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუცია
"ლელო - ძლიერ საქართველოში" აქვთ ინფორმაცია, რომ "ოცნებას უკან დახევა მოუწევს და ეს იქნება საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნა"
ოპოზიციის ოპტიმისტურ ვარაუდს ხელისუფლება არ იზიარებს, დასავლურ სანქციებს კი, "ქართული ოცნება" საქართველოს სუვერენიტეტის საფუძვლების შერყევად აფასებს
რა განწყობაა ოპოზიციაში, რა მოლოდინი აქვთ პარტიებს დასავლური რეზოლუციისა და სანქციების შემდგომ და რა საპასუხო ნაბიჯებს დგამს მმართველი გუნდი
"ღამის კურიერის" კითხვებს "ლელო - ძლიერი საქართველოს" გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე უპასუხებს
მმართველი გუნდიდან კი, "ღამის კურიერის" სტუმარი, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე იქნება