02 ივნისი 2024,   14:49
ვრცლად
გარედან არის მცდელობა, ქვეყანაში მოხდეს გადატრიალება, ეს არ არის მეგობრობა, ეს არის მტრობა და პოლარიზაციის გაღვივების მცდელობა ქვეყანაში - კახა კალაძე აქციაზე უცხოელი დიპლომატების გამოსვლის შესახებ

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივანი "ღამის კურიერის" ეთერში რუსთაველის გამზირზე, აქციის მონაწილეების წინაშე უცხოელი დიპლომატების გამოსვლას გამოეხმაურა. კახა კალაძემ აღნიშნული ქვეყნის მტრობად და საქართველოში პოლარიზაციის გაღვივებად შეაფასა. 

"რა თქმა უნდა, გარედან არის მცდელობა იმის, რომ ქვეყანაში მოხდეს გადატრიალება, რევოლუცია. ამის მაგალითი არიან თუნდაც ის უცხოელები, რომლებიც ჩამოსულები იყვნენ და პირდაპირ აქციაზე გავიდნენ. არ ვიცი ამაზე დიდი ლუსტრაცია რა უნდა იყოს და იმის ჩვენება, რასაც ჩვენ ვამბობთ. ეს არ არის მეგობრობა, ეს არის მტრობა, ეს არის პოლარიზაციის გაღვივების მცდელობა ქვეყანაში.

თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ახლა, ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი, პირობითად, ჩავიდეს ერევანში და გამოვიდეს ოპოზიციის აქციაზე? ეს რა დამოკიდებულება იქნება? ეს არის მეგობრობა? ყველაფერს უნდა დავარქვათ თავისი სახელი," - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები