17 მაისი 2024,   14:56
ვრცლად
რუს დიპლომატებს მსოფლიოს 23 ქვეყნიდან გააძევებენ

სკრიპალის საქმის გამო რუს დიპლომატებს მსოფლიოს 23 ქვეყნიდან გააძევებენ. ქვეყნებს დიპლომატიურ უწყებაში მომუშავე დაზვერვის 130 ოფიცერი დატოვებს.

შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის შემდეგ, დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილების შესახებ ასევე ავსტრალიამ და ისლანდიამ განაცხადეს.

ოფიციალურმა რეიკიავიკმა რუსეთში ფეხბურთის ჩემპიონატს ბოიკოტი გამოუცხადა და მოსკოვთან მაღალი რანგის ურთიერთობები შეწყვიტა.

ტერეზა მეიმ მოკავშირე ქვეყნებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ისინი აღარ შეეგუებიან რუსეთის მიერ საერთაშორისო კანონმდებლობის უგულებელყოფისა და დასავლური ღირებულებებისთვის ძირის გამოთხრის მცდელობებს.

დღის ამბები