17 მაისი 2024,   11:51
ვრცლად
ელენე ხოშტარია: "დამიძახეს ბოზი თქვენმა წარმომადგენლებმა" - დაპირისპირების გამო გენგეგმის განხილვა ჩაიშალა

ხმაურისა და დაპირისპირების გამო თბილისის გენერალური გეგმის განხილვა, რომელიც სასტუმრო „ბილტმორში“ მიმდინარეობდა ჩაიშალა.

დაპირისპირება თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ ლიდერს ვატო შაქარიშვილსა და "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს, ელენე ხოშტარიას შორის მოხდა.

ხოშტარიას მტკიცებით, მას ვატო შაქარიშვილმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
„დამიძახეს ბოზი თქვენმა წარმომადგენლებმა. ან მომცემთ სიტყვას, ან დავტოვებ შეხვედრას“- განაცხადა ხოშტარიამ.

გენერალური გეგმის განხილვის დროს ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. ერთმანეთს პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე და ვატო შაქარიშვილიც დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება სიტყვიერ შეურაცხყოფაში გადაიზარდა.

დღის ამბები