18 მაისი 2024,   13:43
ვრცლად
"დღეს საკრებულოს სხდომა არ არის, ეს არის ქორწილი და პატარძალი ინაშვილია" - ბორჯომის საკრებულოში ხმაურიანი განხილვისთვის ემზადებიან 

ბორჯომის საკრებულოს სხდომა დღეს სავარაუდოდ ხმაურიანად ჩაივლის.

დღევანდელ სხდომაზე  დეპუტატებმა თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხი უნდა განიხილონ.

ზაზა ჩაჩანიძის გადაყენებას 15 დეპუტატი ითხოვს. 13-ი „ქართული ოცნების“ წევრია, ხოლო ორი კი „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი.

აღსანიშნავია რომ საკრებულოს თავმჯდომარეც „პატრიოტთა ალიანსი“ წევრია.

ჩაჩანიძე ამბობს, რომ "პატრიოტთა ალიანსი" "ხელისუფლების"თამაშს სათავეში ჩაუდგა.

საკრებულოს ჯერ კიდევ მოქმედი თავჯდომარე, ამტკიცებს, რომ მისი პარტიის წარმომადგენლებმა შესაბამის განცხადებას ხელი მას შემდეგ მოაწერეს, რაც საკრებულოში უმრავლესობამ „ქართულ ოცნებას“ ფრაქციები არ დაურეგისტრირა და მერიის თანამშრომლებს ხელფასები არ მოუმატა.

„ეს ორი კაცი კი არ არის გარიგებული, „პატრიოტთა ალიანსია“ გარიგებული მთლიანად. დაპირისპირება რამ გამოიწვია - ეს იყო ფრაქციების არ დარეგისტრირება „მრეწველების“ და „კონსერვატორების“, რომლებიც ეყოფიან „ქართულ ოცნებას“ და რაც 300 ათასი ლარი დაუჯდება ბიუჯეტს 4 წლის მანძილზე.

პირველი დღიდან ვეუბნებით მათ, რომ მოიმატეთ ზღვრულად 150 ლარი და გაიხადეთ 1700, მაგრამ არა- ისინი ითხოვენ 2000-ს,“-განაცხადა ზაზა ჩანჩანიძემ.

მმართველ გუნდსა და „პატრიოტთა ალიანსს“ შორის გარიგებაზე საუბრობენ „ლეიბორისტებიც“.   

„საკრებულოს სხდომას ვერ დავარქმევ, არის ქორწილი და პატარძალი არის ინაშვილი. ამ ქორწილში მე არ ვაპირებ მონაწილეობის მიღებას. ღიად გამოააშკარავა თავი ინაშვილმა. პირდაპირ მიიღო დავალება უშიშროებისგან. ეს არის ტიპიური გარიგება, ტიპიური გაგორება,“-ამბობს ლეიბორისტული პარტიის წევრი ბორჯომის საკრებულოში გიორგი გიუნაშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები