19 მაისი 2024,   07:32
ვრცლად
"ბინძური და ჭუჭყიანი კამპანიის სახე მიიღო ამ ყველაფერმა"- პაპუნა უგრეხელიძე მის ირგვლივ აგორებულ სკანდალზე 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე თანამშრომლებს ოფიციალურად დაემშვიდობა.

სიტყვით გამოსვლისას უგრეხელიძემ ყურადღება მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე გაამახვილა და განაცხადა, რომ საჯარო მოხელე შეზღუდულია ხმამაღლა საუბარში და რომ ის საჯარო სამსახურის მიღმა  უფრო შეძლებს სიმართლის დამტკიცებას.

„ფეისბუქით“ გავრცელებულ ვიდეომასალაში უგრეხელიძე ამბობს, რომ მის ირგვლივ ბინძური კამპანიაა აგორებული და არსებული ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება.

„სწორედ იმისთვის, რომ მე ჩემი სიმართლე დავამტკიცო და ეს სწორად გავაკეთო, მე მჭირდება ვიყო თავისუფალი. ასევე მე მყავს ოჯახი, მე მყავს 18 წლის გოგო, რომელსაც უნდა გავუფრთხილდე, მის ფსიქიკას და მასთან ერთად უნდა ვანახო ყველას, რამდენად მართალი ვარ მე,“-მიმართა უგრეხელიძემ თანამშრომლებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები