18 მაისი 2024,   13:32
ვრცლად
"თბილისის წარმომადგენლებმა შეხვედრა პროპაგანდისტულ აქციად ჩაატარეს," - ოფიციალური რუსეთი ჟენევის მოლაპარაკებებს აფასებს

რუსეთი აგრძელებს მცდელობას ჩამოიშოროს პასუხისმგებლობა არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის შესახებ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მოლაპარაკებების დროს ქართული მხარე არჩილ ტატუნაშვილის საქმის დისკუსიის ცენტრში მოქცევას შეეცადა და საქართველოს მოქალაქის სიკვდილში რუსეთიც დაადანაშაულა, ეს კი მიუღებელია. რუსულ მხარეს იმედი ჰქონდა, რომ მოლაპარაკებები მათთვის გაცილებით შედეგიანი იქნებოდა.

"მიუხედავად საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის იმედისმომცემი განცხადებისა, თბილისის წარმომადგენლებმა შეხვედრა პროპაგანდისტულ აქციად ჩაატარეს,"- წერია საგარეო უწყების განცხადებაში.

დღის ამბები