18 მაისი 2024,   14:56
ვრცლად
13 წლის მოზარდი, რომელიც ლიფტში თავდასხმის შედეგად დაშავდა, ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება

13 წლის მოზარდი, რომელიც ლიფტში თავდასხმის შედეგად დაშავდა, ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. მედიკოსები არასრულწოვანის მდგომარეობას სტაბილურად აფასებენ. მოზარდს თვალზე ქირურგიული ჩარევა აღარ დასჭირდა, თუმცა დაშავებულს ტვინის შერყევა, მხედველობის პრობლემა და სისხლჩაქცევები აღენიშნება. 13 წლის ბიჭი გვიან ღამით ოფთალმოლოგმაც მოინახულა. სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს 22 წლის აზერბაიჯანის მოქალაქე, რომელმაც მოზარდზე ლიფტში იძალადა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ამავე თემაზე
დღის ამბები