18 მაისი 2024,   18:18
ვრცლად
„ევროპული საქართველო“ ინფრასტრუქტურის მინისტრს კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებს

„ევროპული საქართველო“ ინფრასტრუქტურის მინისტრს კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებს. გივი თარგამაძის განცხადებით, ინფარსტრუქტურის სამინისტროდან და საავტომობილო გზების დეპარტემენტიდან მილიონობით ლარი არამიზნობრივად იხარჯება.

მისივე თქმით, ეჭვებს აღძრავს ის გარემოებაც, რომ საგზაო დეპარტამენტში მაღალჩინოსნები ჯერ კონკრეტულ კომპანიებთან ხელშეკრულებებს აფორმებენ, როგორც საჯარო მოხელეები, შემდეგ კი იმავე ორგანიზაციებში სამუშაოდ გადადიან. საქმის მასალებს შესასწავლად „ევროპული საქართველო" სახლემწიფო უსაფრთხოების ანტიკორუფციულ სააგნეტოს გადასცემს.

„კომპანია, რომელიც მიეკუთვნება ბატონ აბუთიძეს ჯერ იგებს ტენდერს სვანეთში გზის დაპროექტებაზე შემდეგ ამ გზის მშენებლობის ტენდერს იგებს. შემდეგ უკვე აბუთიძის ფირმა ასევე იგებს გზების მშენებლობის შემოწმების ტენდერებს. საერთო მოცულობით, 2016-2017 წლებში აბუთიძის ფირმამ, მოიგო დაახლოებით 60 მილიონის ტენდერები,“- განაცხადა თარგამაძემ.

დღის ამბები