19 მაისი 2024,   20:22
ვრცლად
თბილისის გენერალური გეგმა - საკრებულოს ოპოზიცია საკითხს დღევანდელ სხდომაზე კიდევ ერთხელ დააყენებს 

თბილისის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით დედაქალაქის საკრებულოში პოლიტიკური განცხადებები დღეს კიდევ ერთხელ გაკეთდება.

საკითხის დაყენებას ოპოზიცია საკრებულოს სხდომაზე აპირებს.

ოპოზიციური პარტიები გენერალური გენგეგმის მიზანმიმართულ გაჭიანურებაზე საუბრობენ და უმრავლესობისგან მიზეზებთან დაკავშირებით კონკრეტულ პასუხებს ითხოვენ.

„ჩვენ აუცილებლად დავაყენებთ საკითხს, რომელიც ეხება თბილისის გენერალურ გეგმას და მოვისმენთ პოლიტიკურ განცხადებებს მათი მხრიდან რამდენად მზად არის „ქართული ოცნება“ მიიღოს სწრაფად გენერალური გეგმა და ამაზე გაგვცენ პასუხი- ან არიან მზად ან არ არიან. მუდმივად გაწელვადი პროცესი წარმოუდგენელია,“-აცხადებს ენმ-ს წევრი ლევან ხაბეიშვილი.

„ევროპული საქართველოს“ წევრები ამბობენ, რომ გაუგებარია რატომ დაიწუნა მერიამ გენგეგმა განხილვის მეექვსე ეტაპზე. პარტიაში ამბობენ, რომ ასევე რთული გასაგებია რატომ ექცევა დედაქალაქის მთავრობა გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფს, როგორც დამნაშავეებს.

„გენგეგმა ჭიანურდება მეექვსე ეტაპზე, მაშინ როდესაც პირველი 5 ეტაპი მოწონებული აქვს მერიას და 2 მილიონზე მეტი აქვს გადახდილი. რა არის ის კონკრეტული საკითხები, რის გამოც ვეღარ ხდება გენერალური გეგმის მიღება და იმ ხალხს რომელმაც გენერალურ გეგმაზე იმუშავა, რატომ ეპყრობიან, როგორც დატუქსულ ბავშვებს ან როგორც დამნაშავეთა ჯგუფს,“-აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი გოკა გაბაშვილი.

საკითხის განხილვაში პრობლემას ვერ ხედავს მმართველი გუნდი. „ქართული ოცნების“ წევრები ამბობენ, რომ საკრებულოს სხდომაზე დეპუტატები ნებისმიერი საკითხის დასმისას დამოუკიდებლები არიან.

დღის ამბები