12 მაისი 2024,   14:29
ვრცლად
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ახალი დეპარტამენტის შექმნაზე იმსჯელებენ

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები დღევანდელ სხდომაზე მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ახალი დეპარტამენტის შექმნაზე იმსჯელებენ.

წინადადებას სკეპტიკურად უყურებენ საბჭოს არამოსამართლე წევრები.

მათ თქმით, საზოგადოების ნდობისთვის მეტი გამჭვირვალობაა საჭირო და არა ახალი დეპარტამენტის გახსნა.

საბჭოს არამოსამართლე წევრები ასევე თვლიან, რომ სხდომის დახურვის უფლებამოსილება კანონით უნდა იყოს აკრძალული და შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივით პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავენ.

„ეს არის ჩემთვის ნიშანდობლივი და ერთგვარი პარადოქსი იმ თვალსაზრისით, რომ გასულ კვირას საკითხი დადგა სხდომების დახურვის შესახებ სერგო მეთოფიშვილის მიერ და ამ დროს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მსჯელობს მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის შექმნაზე. თუ საბჭოს სურს, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობა გაუმჯობესდეს, მე ვფიქრობ, რომ ეს უნდა იყოს უზრუნველყოფილი მეტი გამჭვირვალობით და არა დეპარტამენტის შექმნით,“-აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას იუსტიციის საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა, მედიისთვის სხდომების დახურვა მოითხოვა. მიზეზად  სამუშაო პროცესისთვის ხელის შეშლა დასახელდა. 

დღის ამბები