18 მაისი 2024,   18:18
ვრცლად
თავდასხმა "რუსთავის2"-ზე - სამართალდამცველებმა კიდევ ორი პირი დააკავეს 

"რუსთავი-2"-ის შენობასთან ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიდევ 2 პირი დააკავა. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამართალდამცველებმა ოლეგ დანგაძე და დევი ჩილიაშვილი საკუთარ სახლებში დააპატიმრეს.

მათ მიერ ჩადენილი დანაშაული ჯარიმას ან 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 19 მარტს ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის შენობასთან ჯგუფური ხულიგნობა ჩაიდინეს.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის, სხვისი ნივთის დაზიანებისა და ძალადობის ბრალდებით, სულ 8 პირია დაკავებული.

დღის ამბები