18 მაისი 2024,   13:33
ვრცლად
რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს 

რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა წუხელ გვიან ღამით, რესტორან ,,შარკთან“ მოხდა. როგორც ცნობილია, ფიზიკური დაპირისპირება რესტორანში დაიწყო რა დროსაც ერთი მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს.

თვითმხილველების ინფორმაციით, 22 წლის მამაკაცს ჭრილობები გულმკერდისა და ხელის არეში აქვს მიყენებული.

როგორც შს სამინისტროდან „რუსთავი 2“-ს განუცხადეს, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით აღიძრა, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, დაჭრილის მდგომარეობა მძიმე არ არის, შესაბამისად, შესაძლოა მუხლი გადაკვალიფიცირდეს. უწყების ცნობით, დადგენილია სავარაუდო დამნაშავეც.

დღის ამბები