18 მაისი 2024,   12:29
ვრცლად
ნაცვლად იმისა, რომ პრეზიდენტი ათავისუფლებდეს პოლიტპატიმრებს, ის ხელმძღვანელობს სხვა ტიპის წერილებით - სერგი კაპანაძე 

„ევროპული საქართველო“ იმ პრინციპებს აპროტესტებს, რა პრინციპითაც პრეზიდენტის შეწყალების კომისია ხელმძღვანელობდა.

საგანგებო ბრიფინგი სერგი კაპანაძემ გამართა. კაპანაძე ამბობს, რომ დღეს ქვეყანაში არსებობს პოლიტიკური ნიშნით დაკავების  პრობლემა, ისევე როგორც პატიმრების ციხეებიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების პრობლემა. 

„საქართველოში დღეს მართლაც არიან პოლიტიკური პატიმრები, მათ შორის ვანო მერაბიშვილი, რომელზეც არსებობს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, და ნაცვლად იმისა, რომ პრეზიდენტი ხელმძღვანელობდეს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით და მართლა ათავისუფლებდეს პოლიტიკურ პატიმრებს, ჩვენ როგორც ვხედავთ, ის ხელმძღვანელობს სხვა ტიპის წერილებით, რომელსაც ის იღებს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისგან,“ - აღნიშნა სერგი კაპანაძემ.

დღის ამბები