18 მაისი 2024,   13:32
ვრცლად
„ოპოზიციის ეჭვები მიყვარს ხოლმე, მაგათი ეჭვიანობა ყოველთვის საინტერესოა" - კახა კალაძე

„ოპოზიციის ეჭვები მიყვარს ხოლმე. მაგათი ეჭვიანობა ყოველთვის საინტერესოა,“- ასე უპასუხა კახა კალაძემ ოპოზიციის ვარაუდს პარკირების საფასურის გაზრდასთან დაკავშირებით. მან თბილისის მერმა აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში თუ მანქანა არასწორად იქნება გაჩერებული, ის დაჯარიმდება.

„ყველანაირი მზადყოფნაა, რომ 10 აპრილიდან ტრანსპორტირების კომპანიამ გადმოიბაროს და პარკირების მიმართულებით მოაწესრიგოს ქალაქში არსებული მდგომარეობა. თუ არასწორად იქნება ავტომობილი, დაჯარიმდება. გადაყვანა მოხდება იმ შემთხვევაში თუ ავტომობილი არასწორად არის გაჩერებული და ხელს უშლის, აფერხებს მოძრაობას და არ იქნება ეს როგორც იყო „სითი პარკის“ შემთხვევაში, გადაყვანილი მანქანიდან შემოსულ თანხებს უყურებდნენ, როგორც ბიზნესს,“- განაცხადა კახა კალაძემ.

განცხადება დედაქალაქის მერმა თბილისის სამედიცინო დახმარების ცენტრში გააკეთა, სადაც სატრანსპორტო პარკირების განახლება მოხდა. ამჟამად ცენტრს 10 ახალი ავტომობილი შეემატა.

მანქანები აღჭურვილია თანამედროვე და უახლესი მოწყობილობით. ცენტრს სულ ამ დროისთვის 97 სპეცმანქანა ჰყავს.

დღის ამბები