19 მაისი 2024,   17:11
ვრცლად
პარლამენტმა დღეს სამეურვეო საბჭოს ორი წევრი უნდა დაამტკიცოს

დღეს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ახალი ორი წევრი უნდა დაამტკიცოს. საკანონმდებლო ორგანო სახალხო დამცველისა და საპარლამენტო უმცირესობის კვოტებით წარმომადგენილ კანდიდატებს უყრიან კენჭს.

ომბუდსმენმა ამ პოსტზე ორი დღის წინ იზაბელა ოსიპოვა დაასახელა, "ევროპული საქართველო" კი კვლავ ნინია კაკაბაძის წარდგენას აპირებს, რომელიც წინა კენჭისყრაზე უმრავლესობამ ჩააგდო.

„აუცილებელია, რომ საზოგადოებას ოპოზიციას ჰყავდეს თავის წარმომადგენელი სამეურვეო საბჭოში“-აცხადებს „ევროპული საქართველოს“ დეპუტატი სერგო რატიანი.

ოპოზიციის მიერ წარდგენილი კანდიდატის მხარდაჭერას აპირებენ „ნაციონალურ მოძრაობაში."

„ჩვენ ვთავაზობთ მათ, რომ ერთი ოპოზიციური კანდიდატი მაინც იყოს წარმოდგენილი, რომელმაც შეიძლება ფუნდამენტურად ვერ შეცვალოს სიტუაცია, მაგრამ რამე კრიტიკული აზრი მაინც იარსებებს სამეურვეო საბჭოში“-აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა.

„ქართული ოცნება“ კაკაბაძის მხარდაჭერას არ ამჯერად აპირებს.

„შეიძლება ცუდიც არის რომ ეს პოლიტიკური ნიშნით ხდება კანდიდატების შერჩევა, თუმცა უკეთესი ფორმა ვერ მოვიფიქრეთ, მაგრამ ასეთ ვითარებაში ვფიქრობ პარტიებს შორის საკითხის შეუთანხმებლობამ გადაწყვიტა ის, რომ მე ვფიქრობ ეს ადგილი ისევ დარჩება ვაკანტური,“- აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი.

დღის ამბები